ტაფლოტანი - TAFLOTAN
ტაფლოტანი - TAFLOTAN

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგიური საშუალებები, პროსტაგლანდინის ანალოგები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

**ტაფლოტანი 15 მიკროგრამი/მლ თვალის წვეთები
ტაფლუპროსტი
TAFLOTAN® 15 micrograms/ml eye drops
**

შემადგენლობა:
- აქტიური ნივთიერებაა ტაფლუპროსტი. 1 მლ ხსნარი შეიცავს 15 მიკროგრამ ტაფლუპროსტს. ერთი ფლაკონი (2,5 მლ) თვალის წვეთები შეიცავს 37,5 მიკროგრამ ტაფლუპროსტს.
- სხვა კომპონენტებია: ბენზალკონიუმის ქლორიდი (კონსერვანტი), გლიცეროლი, ნატრიუმის დიჰიდროგენფოსფატი – დიჰიდრატი, ნატრიუმის ედეტატი (Ph. Eur.), პოლისორბატი 80 და საინექციო წყალი. Ph-ის მისაღწევად ემატება მარილმჟავა და/ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლაუკომის სამკურნალო საშუალება
ათქ-კოდი: S01EE05

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტაფლოტანის თვალის წვეთები შეიცავს ტაფლუპროსტს, რომელიც წარმოდგენილია PGF2α პროსტაგლანდინის ანალოგის სახით. ტაფლოტანი ამცირებს თვალშიდა წნევას. იგი გამოიყენება, თვალშიდა წნევის ძლიერი მომატების დროს.

ჩვენება
ტაფლოტანი გამოიყენება ღიაკუთხოვანი გლაუკომის სამკურნალოდ, აგრეთვე თვალშიდა ჰიპერტენზიის დროს. ორივე დაავადება დაკავშირებულია თვალშიდა წნევის მომატებასთან და შეუძლია საბოლოოდ დააზიანოს მხედველობა.

წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ტაფლუპროსტის ან ტაფლოტანის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ.

სიფრთხილის ზომები:
ტაფლოტანმა შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგი სახის ზემოქმედება და ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა ხანგრძლივი აღმოჩნდეს:
• ტაფლოტანის გამოყენებით შესაძლებელია წამწამების სიგრძე, სისქე, ფერი და რაოდენობა გაიზარდოს და ქუთუთოზე თმის საფარის უჩვეულო ზრდა გამოვლინდეს.
• ტაფლოტანმა შესაძლოა გამოიწვიოს თვალის გარშემო კანის გამუქება (ტონალობა). იმისათვის, რომ შევამციროთ თვალის გარშემო კანის გამუქების რისკი, კანიდან გაიწმინდეთ ზედმეტი სითხე.
• ტაფლოტანმა შესაძლოა შეცვალოს თვალის ფერადი გარსის ფერი. თუ ტაფლოტანი მხოლოდ ერთ თვალზე გამოიყენება, შესაძლოა სამკურნალო თვალის ფერი მეორე თვალის ფერისგან დიდი ხნით განსხვავებული იყოს.
უნდა ეცნობოს ექიმს,
• თუ პაციენტს გააჩნია თირკმელების ან ღვიძლის მხრივ პრობლემა
• ასთმის შემთხვევაში
• თვალის რაიმე სხვა დაავადების დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
იმ შემთხვევაში, თუ სხვა მედიკამენტს იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, იმ შემთხვევაშიც კი თუ საქმე ეხება ისეთ პრეპარატს, რომლის მიღებაც რეცეპტის გარეშე შეიძლება.
თუ თვალში სხვა პრეპარატს იყენებთ, ტაფლოტანისა და სხვა პრეპარატის ერთდროულად გამოყენებისას დაიცავით ინტერვალი მინიმუმ 5 წუთი.

ორსულობა და ძუძუთი კვება
იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელია დაორსულება, ტაფლოტანით მკურნალობის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ დაორსულების საწინაღმდეგო ეფექტური მეთოდი. ორსულობის დროს ტაფლოტანის გამოყენება არ შეიძლება. ასევე ძუძუთი კვების დროს არ შეიძლება ამ პრეპარატის გამოყენება. კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

ბავშვები და მოზარდები
ტაფლოტანი ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის რეკომენდებული არ არის, რადგან უსაფრთხოებასა და ზემოქმედებაზე საკმარისი მონაცემები არ მოიპოვება.

მანქანა-დანადგარების მართვის უნარზე ზემოქმედება
ტაფლოტანი არ აქვეითებს ავტომანქანის მართვის უნარს. ტაფლოტანის გამოყენების შემდეგ ადგილი აქვს მხედველობის ხანმოკლე დაბინდვას. მანქანის მართვა შესაძლებელია მხოლოდ მხედველობის სრულად აღდგენის შემდეგ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტაფლოტანის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
ტაფლოტანი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს.
ბენზალკონიუმის ქლორიდმა შესაძლოა თვალის მხრივ ალერგია გამოიწვიოს.

კონტაქტური ლინზები
ცნობილია, რომ ბენზალკონიუმის ქლორიდი რბილ კონტაქტურ ლინზებს უცვლის ფერს, ამიტომ მოერიდეთ რბილ კონტაქტურ ლინზებს.
პრეპარატის გამოყენებისას არ ისარგებლოთ კონტაქტური ლინზებით. კონტაქტური ლინზების გამოყენება კვლავ შეგიძლიათ მინიმუმ 15 წუთის შემდეგ.
_
გამოყენების წესი:_

ტაფლოტანი გამოიყენეთ ყოველთვის ექიმის ზუსტი მითითებების მიხედვით. როდესაც რაიმე საკითხში სრულებით დარწმუნებული არ ხართ, რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
_
დოზა:_
ჩაიწვეთეთ დღეში ერთხელ, საღამოს, ერთი წვეთი ტაფლოტანი თვალში (ან თვალებში). არ ჩაიწვეთოთ პრეპარატი უფრო დიდი რაოდენობით და არ გამოიყენოთ იგი ექიმის მიერ გამოწერილ დოზირებაზე უფრო ხშირად. პრეპარატის Qჭარბმა დოზირებამ შესაძლოა შეამციროს ტაფლოტანის ეფექტი.
ტაფლოტანი ორივე თვალში გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
პრეპარატი წარმოდგენილია მხოლოდ თვალის წვეთების სახით და არ შეიძლება მისი დალევა.

მითითებები პრეპარატის გამოყენებისთვის:
იმ შემთხვევაში თუ ახალ ფლაკონს ხსნით:
არ გამოიყენოთ ფლაკონი, თუ ხრახნიანი ხუფის გარშემო პლასტმასის საფარი ან ფლაკონის ყელი აკლია ან დაზიანებულია. მოხსენით პლასტმასის საფარი. ეტიკეტის იმ ადგილზე, რომელიც გათვალისწინებულია თარიღისთვის. აღნიშნეთ დრო, როდესაც გახსენით ფლაკონი.
**
ტაფლოტანის ყოველი გამოყენებისას შეასრულეთ შემდეგი პროცედურები:**

1. დაიბანეთ ხელები.
2. გახსენით ფლაკონი. ყურადღება მიაქციეთ, წვეთოვანის თავი არ მოხვდეს თვალებს, თვალის გარშემო კანს და თითებს.
3. გადასწიეთ თავი და დაიჭირეთ ფლაკონი წვერით ზემოდან ქვემოთ თვალის გასწვრივ.
4. ჩამოსწიეთ ქვედა ქუთუთო და იყურეთ ზემოთ. ფლაკონს ოდნავ მოუჭირეთ და ჩაიწვეთეთ პრეპარატი ქვედა ქუთუთოსა და თვალს შორის.
5. დახუჭეთ თვალი და დაახლოებით ერთი წუთის მანძილზე თვალის შიდა კუთხეზე თითი დააჭირეთ. ამით თავიდან აიცილებთ წვეთების მოხვედრას საცრემლე არხში.
6. თვალის გარშემო კანიდან მოიწმინდეთ ზედმეტი სითხე.
7. ფლაკონს კვლავ დაახურეთ ხრახნიანი ხუფი, დახურეთ იგი მჭიდროდ.
თუ წვეთი თვალში არ მოხვდა, იგი ჩაიწვეთეთ კვლავ.
თუ ექიმი ორივე თვალში დაგინიშნავთ წვეთებს, ზემოთ აღნიშნული პროცედურა მეორე თვალისთვის გაიმეორეთ 3-დან 7 პუნქტის ჩათვლით.
თუ თვალისთვის სხვა პრეპარატსაც იყენებთ, ტაფლოტანისა და სხვა პრეპარატის ერთდროულად გამოყენებისას დაიცავით ინტერვალი მინიმუმ 5 წუთი.
იმ შემთხვევაში, თუ ტაფლოტანი დოზაზე მეტი რაოდენობით გამოიყენეთ, სავარაუდოდ იგი არ გამოიწვევს რაიმე სერიოზულ ზიანს. შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს.
პრეპარატის შემთხვევით დალევის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
თუ ტაფლოტანის გამოყენება დაგავიწყდათ, გახსენებისთანავე მაშინვე ჩაიწვეთეთ ერთი წვეთი და გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულებრივ. თუ დაგავიწყდათ პრეპარატის გამოყენება, გამოტოვებული დოზის მისაღებად არ მიმართოთ ორმაგ დოზირებას.
ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეწყვიტოთ ტაფლოტანის გამოყენება. იმ შემთხვევაში თუ შეწყვეტთ პრეპარატის გამოყენებას, თვალშიდა წნევა ხელახლა მოიმატებს. ამან შესაძლოა გამოიწვიოს თვალის მუდმივი დაზიანება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა პრეპარატმა, ასევე ტაფლოტანმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. თუმცა არა ყველა შემთხვევაში. ეს გვერდითი მოვლენები უმეტესად არ არის სახიფათო.

10-დან ერთზე მეტ პაციენტში შესაძლოა გამოწვეულ იქნას შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები თვალზე:
• თვალის ჰიპერემია
ხშირად გამოწვეული გვერდითი მოვლენები:
10-დან ერთზე ნაკლებ და 100-დან ერთზე მეტ პაციენტში შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები თვალზე:
• თვალის ქავილი
• თვალის გაღიზიანება
• თვალის ტკივილი
• თვალის სიმშრალე
• მგრძნობიარობა სინათლეზე
• ბუნდოვანი მხედველობა
• წამწამების სიგრძის, სისქისა და რაოდენობის ცვლილება
• წამწამების ფერის შეცვლა
• უცხო სხეულის შეგრძნება
• ცრემლიანი თვალები
• გამონადენი თვალიდან
• ქუთუთოების შესიება
• ქუთუთოების სიწითლე
• თვალის გარშემო კანის ფერის შეცვლა
• ფერადი გარსის ფერის შეცვლა (შესაძლოა ხანგრძლივი იყოს)
• თვალის მიერ დეტალების შეცნობის უნარიანობის შესუსტება

გვერდითი მოვლენები ნერვული სისტემის მხრივ:
• თავის ტკივილი
იშვიათი გვერდითი მოვლენები
შემდგომი სახის გვერდითი მოვლენები შესაძლებელია 100-დან ერთზე ნაკლებ, ხოლო 1000-დან ერთზე მეტ პაციენტში იქნას გამოწვეული:
გვერდითი მოვლენები თვალის მხრივ:
• თვალების დაღლა
• ჩივილები თვალის მხრივ
• ანომალური შეგრძნება თვალში
• თვალის ზედა მემბრანის შესიება
• ქუთუთოების ანთება
• თვალის ზედა მემბრანის ფოლიკული
• ალერგიული ანთება ან პატარა წერტილოვანი ანთებითი ადგილები თვალების ზედაპირზე
• თვალში რაიმე სახის ანთების გამოვლენა
• კონიუნქტივის პიგმენტაცია (ფერის შეცვლა)

გვერდითი მოვლენები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
• ქუთუთოებზე წამწამების უჩვეულო ზრდა
იმ შემთხვევაში, თუ შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც მითითებული არ არის დანართზე, შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის პირობები:
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, მისი შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25ºC-ს
ფლაკონი გადააგდეთ მისი პირველი გახსნიდან 28 დღის შემდეგ , რათა თავიდნ აიცილოთ ინფექციები. გამოიყენეთ ახალი ფლაკონი.
პრეპარატის უტილიზაცია არ შეიძლება მოხდეს გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის უტილიზაცია როდესაც იგი აღარ გჭირდებათ, რჩევა მიიღეთ ექიმისგან ან ფარმაცევტისგან. ამ ზომების დაცვით, დაიცავთ გარემოს.

შენახვის ვადა: 2 წელი
ფლაკონის ეტიკეტზე და შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება. გამოყენების ბოლო ვადაა თვის ბოლო დღე. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.

შეფუთვა:
ტაფლოტანის ფორმები და შეფუთვის ზომები:
ტაფლოტანი არის გამჭვირვალე, უფერო სითხე (ხსნარი). შეფუთვაში მოთავსებულია 1 ან 3 გამჭირვალე პლასტმასის ფლაკონი 2,5 მლ-იანი ხსნარით. პლასტმასის ფლაკონი დახურულია ხრახნიანი ხუფით.
**
**__გაცემის წესი:
რეცეპტით

ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
სანტენ ოუ
ნიიტტიჰაანკატუ 20
33720 ტამპერე
ფინეთი

საერთაშორისო დასახელება - tafluprost
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია → გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალებები → ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში → F2 ალფა პროსტაგლანდინის ანალოგები

შემადგენლობა:
1 მლ ხსნარი შეიცავს:
ტაფლოტანი ფლაკონ-საწვეთურებში:
აქტიური ნივთიერება:
ტაფლუპროსტი – 15 მკგ
დამხმარე ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი, გლიცეროლი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, დინატრიუმის ედეტატი, პოლისორბატ-80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან მარილმჟავა, საინექციო წყალი.
ტაფლოტანი ერთჯერად კონტეინერში
აქტიური ნივთიერება:
ტაფლუპროსტი – 15 მკგ
დამხმარე ნივთიერებები:
გლიცეროლი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, დინატრიუმის ედეტატი, პოლისორბატ-80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და/ან მარილმჟავა, საინექციო წყალი.
აღწერილობა:
გამჭვირვალე, უფერო ხსნარი
გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები 15 მკგ/მლ
ფლაკონ-საწვეთური: 2,5 მლ პოლიპროპილენის ფლაკონში, დახუფული პლასტიკის საცობ- საწვეთურით, ხრახნიანი ხუფით და მასზე შემოკრული თხელი აპკით, ფლაკონის პირველად გახსნის კონტროლისთვის. 1 ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ერთჯერადი კონტეინერი: 0,30 მლ ერთჯერად კონტეინერში. 10 ერთჯერადი კონტეინერი გადაბმული პლასტმასის ლენტის სახით, მოთავსებულია ლამინირებულ ალუმინის ფოლგისგან დამზადებულ შეფუთვაში. 3 შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ჩვენება:
გამოიყენება თვალშიდა წნევის დასაქვეითებლად ღიაკუთხოვანი გლაუკომის და თვალშიდა ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში.
ტაფლოტანი გამოიყენება ღიაკუთხიანი გლაუკომის და თვალის ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში მომატებული თვალშიდა წნევის დასაქვეითებლად.
მონოთერაპიის სახით პაციენტებში:
• პირველი რიგის მკურნალობაზე არადამაკმაყოფილებელი შედეგის დროს
• პირველი რიგის მკურნალობაზე წინააღმდეგ ჩვენების ან აუტანლობის შემთხვევაში
დამატებითი მკურნალობის სახით ბეტა-ბლოკერებთან კომბინაციაში.
აგრეთვე ტაფლოტანი ერთჯერად საწვეთურებში მონოთერაპიის სახით:
• მათთვის ვისთვისაც რეკომენდებულია თვალის წვეთები კონსერვანტის გარეშე.

წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ტაფლუპროსტის ან რომელიმე ინერტული შემავსებლის მიმართ.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში:
ტაფლუპროსტის გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და მოზარდებში 18 წლამდე, რადგანაც არ არსებობს მონაცემები უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ.

შენახვის პირობები:
ფლაკონ-საწვეთური: ინახება არაუმეტეს 250ჩ
ერთჯერადი კონტეინერი: ინახება 20ჩ - 80ჩ. შეფუთვის გახსნის შემდეგ არაუმეტეს 250ჩ.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ერთჯერადი კონტეინერის შეფუთვის გახსნის შემდეგ:
• ერთჯერადი კონტეინერი უნდა ინახებოდეს შეფუთვაში.
• თვალის წვეთები უნდა ინახებოდეს არაუმეტეს 250ჩ
• ერთჯერადი ჩაწვეთების შემდეგ საწვეთური დარჩენილ სითხესთან ერთად უნდა იქნეს გადაგდებული.

გამოყენების წესი:
ტაფლოტანი გამოიყენეთ ყოველთვის ექიმის ზუსტი მითითებების მიხედვით. როდესაც რაიმე საკითხში სრულებით დარწმუნებული არ ხართ, რჩევისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზა: ჩაიწვეთეთ დღეში ერთხელ, საღამოს, ერთი წვეთი ტაფლოტანი თვალში (ან თვალებში). არ ჩაიწვეთოთ პრეპარატი უფრო დიდი რაოდენობით და არ გამოიყენოთ იგი ექიმის მიერ გამოწერილ დოზირებაზე უფრო ხშირად. პრეპარატის Qჭარბმა დოზირებამ შესაძლოა შეამციროს ტაფლოტანის ეფექტი.
ტაფლოტანი ორივე თვალში გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
პრეპარატი წარმოდგენილია მხოლოდ თვალის წვეთების სახით და არ შეიძლება მისი დალევა.
**მითითებები პრეპარატის გამოყენებისთვის: **
იმ შემთხვევაში თუ ახალ ფლაკონს ხსნით:
არ გამოიყენოთ ფლაკონი, თუ ხრახნიანი ხუფის გარშემო პლასტმასის საფარი ან ფლაკონის ყელი აკლია ან დაზიანებულია. მოხსენით პლასტმასის საფარი. ეტიკეტის იმ ადგილზე, რომელიც გათვალისწინებულია თარიღისთვის. აღნიშნეთ დრო, როდესაც გახსენით ფლაკონი.
ტაფლოტანის ყოველი გამოყენებისას შეასრულეთ შემდეგი პროცედურები:

  1. დაიბანეთ ხელები.
  2. გახსენით ფლაკონი. ყურადღება მიაქციეთ, წვეთოვანის თავი არ მოხვდეს თვალებს, თვალის გარშემო კანს და თითებს.
  3. გადასწიეთ თავი და დაიჭირეთ ფლაკონი წვერით ზემოდან ქვემოთ თვალის გასწვრივ.
  4. ჩამოსწიეთ ქვედა ქუთუთო და იყურეთ ზემოთ. ფლაკონს ოდნავ მოუჭირეთ და ჩაიწვეთეთ პრეპარატი ქვედა ქუთუთოსა და თვალს შორის.
  5. დახუჭეთ თვალი და დაახლოებით ერთი წუთის მანძილზე თვალის შიდა კუთხეზე თითი დააჭირეთ. ამით თავიდან აიცილებთ წვეთების მოხვედრას საცრემლე არხში.
  6. თვალის გარშემო კანიდან მოიწმინდეთ ზედმეტი სითხე.
  7. ფლაკონს კვლავ დაახურეთ ხრახნიანი ხუფი, დახურეთ იგი მჭიდროდ.
    თუ წვეთი თვალში არ მოხვდა, იგი ჩაიწვეთეთ კვლავ.
    თუ ექიმი ორივე თვალში დაგინიშნავთ წვეთებს, ზემოთ აღნიშნული პროცედურა მეორე თვალისთვის გაიმეორეთ 3-დან 7 პუნქტის ჩათვლით.
    თუ თვალისთვის სხვა პრეპარატსაც იყენებთ, ტაფლოტანისა და სხვა პრეპარატის ერთდროულად გამოყენებისას დაიცავით ინტერვალი მინიმუმ 5 წუთი.
    იმ შემთხვევაში, თუ ტაფლოტანი დოზაზე მეტი რაოდენობით გამოიყენეთ, სავარაუდოდ იგი არ გამოიწვევს რაიმე სერიოზულ ზიანს. შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს.
    პრეპარატის შემთხვევით დალევის შემთხვევაში, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.
    თუ ტაფლოტანის გამოყენება დაგავიწყდათ, გახსენებისთანავე მაშინვე ჩაიწვეთეთ ერთი წვეთი და გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულებრივ. თუ დაგავიწყდათ პრეპარატის გამოყენება, გამოტოვებული დოზის მისაღებად არ მიმართოთ ორმაგ დოზირებას.
    ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეწყვიტოთ ტაფლოტანის გამოყენება. იმ შემთხვევაში თუ შეწყვეტთ პრეპარატის გამოყენებას, თვალშიდა წნევა ხელახლა მოიმატებს. ამან შესაძლოა გამოიწვიოს თვალის მუდმივი დაზიანება.
    დამატებითი კითხვების შემთხვევაში რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
    გვერდითი ეფექტები
    როგორც ყველა პრეპარატმა, ასევე ტაფლოტანმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. თუმცა არა ყველა შემთხვევაში. ეს გვერდითი მოვლენები უმეტესად არ არის სახიფათო.
    10-დან ერთზე მეტ პაციენტში შესაძლოა გამოწვეულ იქნას შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები:
    გვერდითი მოვლენები თვალზე:
    • თვალის ჰიპერემია
    ხშირად გამოწვეული გვერდითი მოვლენები:
    10-დან ერთზე ნაკლებ და 100-დან ერთზე მეტ პაციენტში შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები:
    გვერდითი მოვლენები თვალზე:
    • თვალის ქავილი
    • თვალის გაღიზიანება
    • თვალის ტკივილი
    • თვალის სიმშრალე
    • მგრძნობიარობა სინათლეზე
    • ბუნდოვანი მხედველობა
    • წამწამების სიგრძის, სისქისა და რაოდენობის ცვლილება
    • წამწამების ფერის შეცვლა
    • უცხო სხეულის შეგრძნება
    • ცრემლიანი თვალები
    • გამონადენი თვალიდან
    • ქუთუთოების შესიება
    • ქუთუთოების სიწითლე
    • თვალის გარშემო კანის ფერის შეცვლა
    • ფერადი გარსის ფერის შეცვლა (შესაძლოა ხანგრძლივი იყოს)
    • თვალის მიერ დეტალების შეცნობის უნარიანობის შესუსტება
    გვერდითი მოვლენები ნერვული სისტემის მხრივ:
    • თავის ტკივილი
    იშვიათი გვერდითი მოვლენები
    შემდგომი სახის გვერდითი მოვლენები შესაძლებელია 100-დან ერთზე ნაკლებ, ხოლო 1000-დან ერთზე მეტ პაციენტში იქნას გამოწვეული:
    გვერდითი მოვლენები თვალის მხრივ:
    • თვალების დაღლა
    • ჩივილები თვალის მხრივ
    • ანომალური შეგრძნება თვალში
    • თვალის ზედა მემბრანის შესიება
    • ქუთუთოების ანთება
    • თვალის ზედა მემბრანის ფოლიკული
    • ალერგიული ანთება ან პატარა წერტილოვანი ანთებითი ადგილები თვალების ზედაპირზე
    • თვალში რაიმე სახის ანთების გამოვლენა
    • კონიუნქტივის პიგმენტაცია (ფერის შეცვლა)
    გვერდითი მოვლენები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ:
    • ქუთუთოებზე წამწამების უჩვეულო ზრდა
    იმ შემთხვევაში, თუ შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც მითითებული არ არის დანართზე, შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
    შენახვის პირობები:
    პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, მისი შენახვის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25ºC-ს
    ფლაკონი გადააგდეთ მისი პირველი გახსნიდან 28 დღის შემდეგ , რათა თავიდნ აიცილოთ ინფექციები. გამოიყენეთ ახალი ფლაკონი.
    პრეპარატის უტილიზაცია არ შეიძლება მოხდეს გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის უტილიზაცია როდესაც იგი აღარ გჭირდებათ, რჩევა მიიღეთ ექიმისგან ან ფარმაცევტისგან. ამ ზომების დაცვით, დაიცავთ გარემოს.
    შენახვის ვადა: 2 წელი
    ფლაკონის ეტიკეტზე და შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება. გამოყენების ბოლო ვადაა თვის ბოლო დღე. შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.
    შეფუთვა:
    ტაფლოტანის ფორმები და შეფუთვის ზომები:
    ტაფლოტანი არის გამჭვირვალე, უფერო სითხე (ხსნარი). შეფუთვაში მოთავსებულია 1 ან 3 გამჭირვალე პლასტმასის ფლაკონი 2,5 მლ-იანი ხსნარით. პლასტმასის ფლაკონი დახურულია ხრახნიანი ხუფით.
    გაცემის წესი: რეცეპტით
    ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
    სანტენ ოუ, ფინეთი
ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ტაფლოტანი 15მკგ/მლ 2.5მლ თვ/წვ
  • სახელი: ტაფლოტანი 15მკგ/მლ 2.5მლ თვ/წვ
  • მწარმოებელი: Manufacturing Packaging farmaca (MPF) B.V. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Shiga Plant of Santen Pharmaceutical Co. Ltd(იაპონია)) (ნიდერლანდი)
  • შეფუთვა: 15მკგ/მლ 2,5მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიმერული მასალის საწვეთურიანი ფლაკონი №1
Aversi 29.63 ლ
ტაფლოტანი 15მკგ3მლ უკონს.თვ/წვ
  • სახელი: ტაფლოტანი 15მკგ3მლ უკონს.თვ/წვ
  • შეფუთვა: 15მკგ/მლ 0,3მლ თვალის წვეთები ერთჯერადი კონტეინერი №30 (3X10) საწვეთურით
Aversi 48.86 ლ
ტაფლოტანი წვეთები თვალის 15მკგ/1მლ 2.5მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ტაფლოტანი წვეთები თვალის 15მკგ/1მლ 2.5მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: NextPharma Oy (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Shiga Plant of Santen Pharmaceutical Co. Ltd(იაპონია)) (ფინეთი)
  • შეფუთვა: 15მკგ/მლ 2,5მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიმერული მასალის საწვეთურიანი ფლაკონი №1
Pharmadepot 29.63 ლ

GPC 29.63 ლ
Taflotan - ტაფლოტანი 15მკგ/მლ თვალის წვეთები 2.5მლ
  • სახელი: Taflotan - ტაფლოტანი 15მკგ/მლ თვალის წვეთები 2.5მლ
  • მწარმოებელი: Manufacturing Packaging farmaca (MPF) B.V. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Shiga Plant of Santen Pharmaceutical Co. Ltd(იაპონია)) (ნიდერლანდი)
  • შეფუთვა: 15მკგ/მლ 2,5მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიმერული მასალის საწვეთურიანი ფლაკონი №1
PSP 29.63 ლ
Taflotan - ტაფლოტანი თვალის წვეთები 15მკგ/მლ 2.5მლ
  • სახელი: Taflotan - ტაფლოტანი თვალის წვეთები 15მკგ/მლ 2.5მლ
  • შეფუთვა: 15მკგ/მლ 2,5მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიმერული მასალის საწვეთურიანი ფლაკონი №1
PSP 29.63 ლ
Taflotan - ტაფლოტანი 15მკგ/მლ 2.5მლ თვალის წვეთები
  • სახელი: Taflotan - ტაფლოტანი 15მკგ/მლ 2.5მლ თვალის წვეთები

ტაფლოტანი 15მკგ/მლ. 2.5მლ. თვალის წვეთი
  • სახელი: ტაფლოტანი 15მკგ/მლ. 2.5მლ. თვალის წვეთი
  • შეფუთვა: 15მკგ/მლ 2,5მლ თვალის წვეთები, ხსნარი პოლიმერული მასალის საწვეთურიანი ფლაკონი №1
PSP 29.63 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით