გავისკონი - GAVISCON
გავისკონი - GAVISCON

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის საწინააღმდეგო პრეპარატები, პეპტიური წყლულის და გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სამკურნალო სხვა პრეპარატები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

გევისკონიორმაგიმოქმედება200მლ

ჩვენება

კვების შემდეგ და ან ორსულობის დროს განვითარებული მჟავიანობის მომატების შედეგად განვითარებული დისკომფორტის ჩივილების სამკურნალოდ.

გევისკონიორმაგიმოქმედების500მგ**+ 213მგ+ 325მგ/10მლორალური****სუსპენზია**

განკუთვნილია პირის გზით (ორალურად) მისაღებად.

შემადგენლობა

მოქმედინივთიერებები:
ნატრიუმის ალგინატი - 500 მგ/10 მლ,

ნატრიუმის ბიკარბონატი - 213მგ/10 მლ,

კალციუმის კარბონატი - 325 მგ/10მლ.

დამხმარენივთიერებები: კარბომერი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E216), ნატრიუმის საქარინი, ქსანტანის რეზინა, პიტნის არომატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და სუფთა წყალი.

1.ვისკონისორმაგიმოქმედებისსუსპენზიის დახასიათება****და გამოყენება
გევისკონი ორმაგი მოქმედებით - ეს არის პიტნის არომატის სურნელის მქონე, კრემისფერი ფერის მასა, რომლის შენჯღრევისას მიიღება ჰომოგენური სუსპენზია.

სუსპენზიის თითოეული 10 მლ ერთჯერადი დოზის სახით შეიცავს შემდეგ მოქმედ ნივთიერებებს: 500 მგ ნატრიუმის ალგინატს, 213 მგ ნატრიუმის ბიკარბონატს და 325 მგ კალციუმის კარბონატს. სუსპენზია წარმოდგენილია 200 მლ მინის ბოთლში.

გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზია - კვების შემდეგ და ან ორსულობის დროს განვითარებული მჟავიანობის მომატების შედეგად განვითარებული დისკომფორტის/ჩივილების, პირის ღრუში მჟავიანობის შეგრძნების (მჟავის რეგურგიტაცია), კუჭის და ან მკერდის არეში წვის შეგრძნების, კუჭის შიგთავსის საყლაპავში უკან დაბრუნებასთან (გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი) დაკავშირებული ჩივილების სამკურნალოდ გამოიყენება.

აღნიშნული წამალი ორი ანტაციდური და ერთი ალგინატური ნივთიერების კომბინაციისგან შედგება, წამლის მოქმედება სრულად ფიზიკური მოქმედებისაა.

გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის მიღების შემდეგ, სუსპენზია კუჭის წვენთან ურთიერთქმედებაში შედის, ამ ურთიერთქმედების შედეგად კი კუჭში მოძრავი ნეიტრალური pH-ის მქონე გელი წარმოიქმნება. აღნიშნულის წყალობით კუჭის მჟავე შიგთავსის საყლაპავში გადასვლა (გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი) მცირდება. მძიმე შემთხვევებში ეს გელი საყლაპავ მილში გადადის და კუჭის შიგთავსის საყლაპავის კედელთან კონტაქტს ხელს უშლის, ლორწოვანს გაღიზიანებისგან იცავს და გამოჯანმრთელებას უზრუნველყოფს.

გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზია კუჭის მჟავიანობის და ნაღვლის წვენის საყლაპავში რეფლუქსით განპირობებული ტკივილის, კუჭის წვენის რეფლუქსის დათრგუნვის და მჟავიანობის შემცირების მიზნით გამოიყენება.

2.გევისკონისორმაგიმოქმედებისსუსპენზიისგამოყენებამდეგასათვალისწინებელი ინფორმაცია

გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზია არ****გამოიყენოთ ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს:

თუ, ამ წამლის შემადგენელი ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა გაქვთ.

გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზია სიფრთხილით გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს:

ექიმმა მკურნალობის გეგემა სიფრთხილით უნდა შეადგინოს თუ, ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელიმე ვლინდება:
- თუ მარილის შეზღუდვის შემცველ დიეტაზე ხართ;
- თუ თირკმლების და ან გულის უკმარისობა გაქვთ და ან წარსულში გქონდათ (ზოგიერთი მარილი მსგავს მდგომარეობებზე შეიძლება ზემოქმედებას ახდენდეს);
- თუ კუჭში მჟავიანობის დონე ძალიან დაბალია (აღნიშნულ მდგომარეობაში წამლის მოქმედების ეფექტი შეიძლება შემცირდეს);
- თუ თირკმლების მძიმე უკმარისობა გაქვთ და ან სისხლში ფოსფატების დონე დაბალია (ჰიპოფოსფატემია);
- თუ შვიდი დღის შემდეგ დაავადების ნიშნები არ შემცირდება;
- თუ ღებინების და ან დიარეის გამომწვევი ნაწლავთა ინფექცია გაქვთ და ან თირკმლების უკმარისობაზე ეჭვის მქონე ბავშვებთან გამოყენება იგეგმება.
ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.

პრეპარატის 20 მლ-იანი დოზა 10.06 მმოლ ნატრიუმს და 6.5 მმოლ კალციუმს შეიცავს. დიეტის გამო შეზღუდულ კვებაზე მყოფ ავადმყოფებმა, ამ წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის ექიმს უნდა მიმართონ.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში, ამ წამლის გამოყენება ექიმის კონსულტაციის გარეშე არ არის რეკომენდებული.

თუ აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში და ან ამჟამად ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.

წამლის საჭიროზე მეტი დროით გამოყენებას მოერიდეთ.

როგორც დანარჩენი ანტაციდების შემთხვევაში, გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიიის გამოყენებამ შეიძლება ძირითადი დაავადების, უფრო მძიმე სამედიცინო მდგომარეობების მასკირება განაპირობოს.

თუ აღნიშნული გაფრთხილებები წარსულის ნებისმიერ მომენტში და ან ამჟამად ვლინდება, გთხოვთ, ექიმს აცნობეთ.

გევისკონისორმაგიმოქმედებისსუსპენზიისმიღებასაკვებთანდასასმელთანერთად

საკვებსა და სასმელთან ურთიერთქმედება არ ახასიათებს.

ორსულობა

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს და ან ფარმაცევტს.

გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზია ორსულობის პერიოდში მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შემთხვევაში მიიღეთ. ორსულობის პერიოდში გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის მიღება ხანგრძლივი პერიოდით, ექიმის მიერ დანიშნულ რაოდენობაზე მეტი დოზით და ან სხვა წამლებთან ერთად არ არის რეკომენდირებული.

თუ მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს და ან ფარმაცევტს.

ძუძუთიკვება-****ლაქტაცია

წამლის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს და ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვების პერიოდში ამ წამლის გამოყენება ნებადართულია.

ავტომობილისადამექანიზმებისმართვისუნარზე****ზემოქმედება

გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზია ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე უარყოფითად არ მოქმედებს.

გევისკონისორმაგიმოქმედების****სუსპენზიისშემადგენლობაშიარსებულიზოგიერთიდამხმარენივთიერებისშესახებ****ინფორმაცია

აღნიშნული სამედიცინო პროდუქტი შეიცავს მეთილ პარაბენს (E218) და პროპილ პარაბენს (E216), რამაც შეიძლება ალერგიული რეაქციების (სავარაუდოდ, გვიანი ალერგიული რეაქცია) გამოვლინება განაპირობოს.

სხვამედიკამენტებთანერთად****გამოყენება

სხვა წამლებთან ერთად გამოყენებისას, გევისკონის და ან გამოყენებული სხვა წამლის მოქმედების ეფექტი შეიძლება შეიცვალოს. ქვემოთ ჩამოთვლილ წამლებსა და გევისკონის გამოყენებას შორის საჭიროა 2 საათიანი შუალედური ინტერვალის დაცვა.

- ტეტრაციკლინები, ნორფლოქსაცინის მსგავსი ქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები;

- რკინის შემცველი წამლები;

- პენიცილამინი (შარდში სპილენძის გამოყოფის მომატების განმაპირობებელი იონების შემაკავებელი);

- კეტოკონაზოლი (სოკოვანი ინფექციის სამკურნალო),

- ატენოლოლი, მეტოპროლოლი, პროპანოლოლის მსგავსი ბეტა-ბლოკერები და დიგოქსინი (გულის დაავადებების სამკრუნალოდ გამოიყენება);

- ნეიროლეპტიკები (ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება);

- გლუკოკორტიკოიდები;

- ქლოროქინი (მალარიის სამკურნალოდ გამოიყენება);

- ბიფოსფონატები (ძვლის დაშლის სამკურნალოდ გამოიყენება);

- ესტრამუსტინი (პროსტატის ჯირკვლის სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენება);

- ანტიჰისტამინური საშუალებები (ალერგიის და ქავილის საწინააღმდეგო წამლები);

- ლევოთიროქსინის შემცველი წამლების გევისკონთან ერთად მიღებისას, შეწოვის პროცესი ირღვევა, ამიტომ ამ ორ წამალს შორის ინტერვალი სულ ცოტა 4 საათი უნდა იყოს.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ და ან ბოლო პერიოდში მიიღეთ, აღნიშნულის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს და ან ფარმაცევტს.

3**.გევისკონისორმაგიმოქმედებისსუსპენზი****ის გამოყენების წესი**

წამალი ყოველთვის ექიმის რეკომენდაცის შესაბამისად მიიღეთ. წამალი ყოველდღე, რეგულარულად გამოიყენეთ. თუ დარწმუნებული არა ხართ, კონსულტაციისთვის და გადამოწმებისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სწორიგამოყენებადადოზები/გამოყენებისსიხშირედამითითებები

წამალი განკუთვნილია პირის გზით გამოყენებისთვის. გამოყენებამდე სუსპენზია კარგად შეანჯღრიეთ.

ზრდასრულებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის დოზირება:

პრეპარატი მიიღება საკვების მიღების შემდეგ და დაწოლისას 10-20 მლ (2-4 დესერტის კოვზი). (დღეში ჯამურად 4 დოზა).

გამოყენებისგზადა****მეთოდი

წამალი, პირის გზით გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. გამოყენებამდე წამალი კარგად შეანჯღრიეთ.

სხვადასხვაასაკობრივიჯგუფები

ბავშვებში გამოყენება

12 წლამდე ასაკის ბავშვებში, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად გამოიყენება.

ხანდაზმულებში გამოყენება

ხანდაზმულებში დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.

გამოყენებისგანსაკუთრებულიმდგომარეობები

თირკმლების _/_ღვიძლის უკმარისობა

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობა არ აღინიშნება.

თუ ფიქრობთ, რომ გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის ეფექტი ძალიან ძლიერი და ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუგევისკონისორმაგიმოქმედებისსუსპენზიისსაჭიროზემეტიდოზამიიღეთ

თუ გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ,

კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ, წამლის არასასურველი გვერდითი ეფექტები და სიმძიმე შეიძლება მოიმატოს.

მოვლენები**,რომელიცგევისკონისორმაგიმოქმედებისსუსპენზიითმკურნალობისდასრულებისასშეიძლება****გამოვლინდეს**

ექიმის კონსულტაციის გარეშე, მკურნალობა არ შეწყვიტოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადების ნიშნები შეიძლება კვლავ გამოვლინდეს.

თუგევისკონისორმაგიმოქმედებისსუსპენზიისგამოყენებადაგავიწყდათ

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

4.შესაძლოგვერდითი****ეფექტები

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართაც შეიძლება გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობა და გვერდითი ეფექტები.

გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის გამოყენება შეწყვიტეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ და ან თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ, თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება:

სხეულის რომელიმე ნაწილში მზარდი სიწითლეების განვითარება;
ხელების, ფეხების, კოჭების, სახის და ტუჩების შეშუპება და ან განსაკუთრებით, პირის ღრუს და ან ხახის შეშუპება, რაც განაპირობებს სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებას.
ყველა აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტებია.

თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის მიმართ ალერგია გაქვთ, ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და/ან საავადმყოფოში დაწოლა.

ყველა ჩამოთვლილი ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.

ძალიან ხშირი:10 პაციენტიდან სულ ცოტა 1 აპაციენტთან ვლინდება.

ხშირი: 10 პაციენტიდან 1 პაციენტთან შეიძლება გამოვლინდეს.

არახშირი: 100 პაციენტიდან 1 პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს.

იშვიათი: 1000 პაციენტიდან 1 პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს.

ძალიან იშვიათი: 10 000 პპაციენტიდან 1 პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს.

უცნობი: ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია.

აცნობეთ ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოვლინდება

(თუ წამლის რეკომენდებულ დოზაზე უფრო მეტს გამოიყენებთ):

უცნობი:
- ალკალოზი (სისხლში მჟავიანობის დაცემა), ჰიპერკალცემია (სისხლში კალციუმის რაოდენობის მომატება), მჟავიანობის დონის მომატება (საკვების მიღების შემდეგ კუჭის მჟავიანობის დონის მომატება);

- რძე-ტუტოვანი სინდრომი (რძის ჭარბი რაოდენობით და ხანგრძლივ მიღებასთან დაკავშირებული სისხლში კალციუმის რაოდენობის მომატება, მჟავიანობის დონის შემცირება, სისხლში აზოტის მომატება და თირკმლებში კალციუმის კენჭების ფორმირება). ყველა აღნიშნული ლაბორატორიული კვლევებით დასტურდება;

- ყაბზობა.

ყველა აღნიშნული გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზიის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.

გვერდიეფექტებისშესახებ****შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს და/ან ფარმაცევტს. გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს და/ან ფარმაცევტს.

გევისკონიორმაგიმოქმედებისსუსპენზიისშენახვა****

გევისკონის ორმაგი მოქმედების სუსპენზია შეინახეთ ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში.

შეინახეთ <30°C ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ და გრილ ადგილას.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.

მაცივარში არ შეინახოთ და/ან არ გაყინოთ.

ვადა გასული და/ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, არამედ ჩააბარეთ გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

გამოიყენეთ ვარგისობის ბოლო ვადის შესაბამისად.

მინის ბოთლის გახსნის შემდეგ, პრეპარატი გამოიყენებისთვის ვარგისია 6 თვის განმავლობაში.

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: გევისკონ ფორტე
წამლის ფორმა: სუსპენზია შიგნით მიღებისათვის [პიტნის]
შემადგენლობა
10 მლ სუსპენზია შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ნატრიუმის ალგინატი – 1000 მგ,
კალიუმის ჰიდროკარბონატი – 200 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი, კარბომერი,
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი,
ნატრიუმის საქარინატი, პიტნის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.
აღწერილობა
წებოვანი სუსპენზია, თითქმის თეთრიდან ღია-ყავისფერამდე, პიტნის სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტაციდური საშუალება.
ათქ კოდი: A02EA01.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა. შიგნით მიღებისას გევისკონ ფორტე სწრაფად რეაგირებს კუჭის მჟავე
შემადგენლობასთან. ამ დროს წარმოიქმნება ალგინატის გელი, რომელიც ხელს უშლის
გასტროეზოფაგული რეფლუქსის წარმოქმნას. რეგურგიტაციის შემთხვევაში, გელი ხვდება
საყლაპავში, სადაც იგი ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას ამცირებს.
ფარმაკოკინეტიკა. პრეპარატის გევისკონ ფორტეს მოქმედების მექანიზმი სისხლის
სისტემურ დინებაში შეწოვაზე დამოკიდებული არ არის.
გამოყენების ჩვენებები
დისპეფსიის სიმპტომური მკურნალობა, რომელიც დაკავშირებულია კუჭის წვენის
მომატებულ მჟავიანობასთან და გასტროეზოფაგურ რეფლუქსთან (გულძმარვა, ბოყინი),
საკვების მიღების შემდეგ კუჭში სიმძიმის შეგრძნება, მ.შ. ორსულობის პერიოდში.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, 12 წლამდე ბავშვთა ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის დროს გევისკონ ფორტეს გამოყენება შესაძლებელია.
გამოყენების წესი და დოზები
მიიღება შიგნით.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 5-10 მლ საკვების მიღებათა შემდეგ
და ძილის წინ.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 40 მლ.
2
პაკეტების გამოყენება: პაკეტი გახსნამდე თითებით უნდა მოისრისოს შიგთავსის
დაზელვით.
გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
ჭარბი დოზა
შესაძლოა აღინიშნოს მუცლის შებერილობა. მკურნალობა სიმპტომურია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა
ფორმები:
ცნობილი არ არის.ზეგავლენა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
არ გააჩნია.

გამოშვების ფორმა
სუსპენზია შიგნით მიღებისათვის [პიტნის]. 80 მლ, 150 მლ ან 250 მლ მუქი შუშის
ფლაკონებში პოლიპროპილენის თავსახურით, რომელიც უზრუნველყოფს პირველი
გახსნის კონტროლს. გამოყენების ინსტრუქცია მოთავსებულია ეტიკეტის ქვეშ.
10 მლ სუსპენზია მრავალფენიან პაკეტებში (პოლიესტერი, ალუმინი, პოლიეთილენი). 20
პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება 15-300ჩ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა2 წელი. პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული
ვარგისიანობის გასვლის შემდეგ არ შეიძლება.
გაცემის პირობები რეცეპტის გარეშე.
Mწარმოებელი რეკიტ ბენკიზერ ჰელსქერ (დიდი ბრიტანეთი) ლიმიტედ, დიდი ბრიტანეთი.
დენსომ ლეინ, ჰალ, ისტ იორკშირ, დიდი ბრიტანეთი, HU8 7Dშ.
წარმომადგენლობა რუსეთში შპს „რეკიტ ბენკიზერ ჰელსქერ“