ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტიბაქტერიული სხვა საშუალებები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
საერთაშორისო დასახელება - linezolid
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → ოქსაზოლიდინონების
ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალებები
შემადგენლობა
1მლ ხსნარი შეიცავს:
აქტიური კომპონენტი: ლინეზოლიდი – 2მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ლიმონმჟავა, დექსტროზის
მონოჰიდრატი, საინექციო წყალი.
აღწერილობა
გამჭვირვალე, უფერულიდან მყვითალომდე ფერის ხსნარი.
ჩვენებები
ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობა თუ ცნობილია ან არსებობს ეჭვი, რომ
ისინი გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე აერობული და ანაერობული
გრამდადებითი მიკროორგანიზმებით (იმ ინფექციების ჩათვლით, რომლებსაც ახლავს
ბაქტერიემია):
- არაჰოსპიტალური პნევმონია, გამოწვეული streptococcus pneumoniae
(პოლირეზისტენტული შტამების ჩათვლით) ბაქტერიემიის შემთხვევების ჩათვლით, ან
staphylococcus aureus (მხოლოდ მეტიცილინრეზისტენტული შტამები).
- ჰოსპიტალური პნევმონია გამოწვეული staphylococcus aureus
(მეტიცილინრეზისტენტული და არამეტიცილინრეზისტენტული შტამები) ან streptococcus
pneumoniae (პოლირეზისტენტული შტამების ჩათვლით).
- კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები დიაბეტური ტერფის სინდრომის
დროს განვითარებული ინფექციების ჩათვლით, რომელსაც არ ახლავს ოსტეომიელიტი
გამოწვეული staphylococcus aureus (მეტიცილინრეზისტენტული და
არამეტიცილინრეზისტენტული შტამები), streptococcus pyogenes an streptococcus
agalactiae.
- კანის და რბილი ქსოვილების გაურთულებელი ინფექციები გამოწვეული staphylococcus
aureus (მხოლოდ მეტიცილინრეზისტენტული შტამები) ან streptococcus pyogenes.
- ვანკომიცინის მიმართ რეზისტენტული ინფექციები გამოწვეული Enterococcus
faecium, ბაქტერიემიის ჩათვლით.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა ლინეზოლიდის ან/და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.
ლინეზოლიდის ერთდროული გამოყენება პრეპარატებთან ერთად, რომლებიც აინჰიბირებენ
მონოამინოოქიდაზა A ან B-ს (მაგ. ფენელზინი, იზოკარბოქსაზიდი) აგრეთვე აღნიშნული
პრეპარატების მიღების შეწყვეტიდან ორი კვირის განმავლობაში.
არტერიული წნევის მონიტორინგის არარსებობისას ლინეზოლიდის დანიშვნა რეკომენდებული
არ არის პაციენტებში არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიით, ფეოქრომოციტომით,
თირეოტოქსიკოზით ან/და პაციენტებში, რომლებიც იღებენ შემდეგ პრეპარატებს:
ადრენომიმეტური საშUალებები (მაგ. ფსევდოეფედრინი, ფენილპროპანოლამინი,
ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი, დობუტამინი), დოფანომიმეტიკები (მაგ. დოფამინი).
ინტენსიური დაკვირვების არარსებობისას პაციენტებში, რომლებსაც შეიძლება
განუვითრდეთ სეროტონინული სინდრომი რეკომენდებული არ არის ლინეზოლიდის დანიშვნა
კარცინოიდული სინდრომის მქონე პირებში ან/და პაციენტებში, რომლებიც იღებენ შემდეგ
პრეპარატებს: სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, ტრიციკლური
ანტიდეპრესანტები, 5-HT1 რეცეპტორების აგონისტები (ტრიპტანები), მეპერიდინი ან
ბუსპირონი.

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით