ტრაუმელ S - Traumeel S
ტრაუმელ S - Traumeel S

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანებების დროს

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ტრაუმელ ს
Traumeel S

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
წვეთები 30 მლ ან 100 მლ
ტაბლეტები #50 ან #250
საინექციო ხსნარი 2,2 მლ ამპულა #5, 10, 50 ან 100
მალამო 50გ ან 100გ ერთ ტუბში

წვეთები: 100გ (105 მლ) შეიცავს: Belladona D4 _ 25გ, Ac¬onitum D3, Hepar sulfuris D8, Mercurius solubilis Hahnemanni D8 _ შესაბამისად 10 გ, Symphytum D8, Chamomila D3 _ შესაბამისად 8 გ, Calendula D2, Hamamelis D2, Millefolium D3, Arnica D2 _ შესაბამისად 5 გ echinacea D2, Echnacea purpurea D2, Bellis perennis D2 _ შესაბამისად 2 გ, Hypericum D2 1 გ. Ethanol 30 vol%

ტაბლეტები: 1 ტაბლეტი შეიცავს: Arnica D2, Calendula D2, Hamamelis D2, Millefolium D3 _ შესაბამისად 15 მგ; Aconitum D3, Hepar sulfuris D8, Mercurius solubilis Hahnemanni D8 _ შესაბამისად 30 მგ; Chamomila D3, Symphytum D8 _ შესაბამისად 24 მგ, Bellis perennis D2, Echinacea D2, Echnacea pur¬purea D2 _ შესაბამისად 6 მგ, Hypericum D2 _ 3 მგ. Belladona D4 _ 75 მგ, ასევე Lactose- Monohydrat da Magnesiumstearat.

საინექციო ხსნარი: 2,2 მლ-იანი 1 ამპულა შეიცავს: Calendula D2, Belladona D2 _ შესაბამისად 2.2 მკლ, aconitum D2 _ 1.32 მკლ, Bellis perennis D2 _ 1.1 მკლ, Hypericum D2 _ 0.66 მკლ, Echinacea D2, Echnacea purpurea D2 _ შესაბამისად 0.55 მკლ, Hypericum D2 0,25 მლ; Symphytum D6, Chamomila D3, Millefolium D3, Arnica D2, Hepar sulfuris D6 _ შესაბამისად 2.2 მკლ, mercurius solubilis Hahnemanni D6 _ 1.1 მკლ, Hamamelis D1 _ 0.22 მკლ, ასევე საინექციო წყალი, ნატრიუმქლორიდი.

მალამო: 100 გ. მალამო შეიცავს: Arnica D3 - 1,5 g, Calendula Q, Hamamelis Q _ შესაბამისად 0,45 გ; Echinacea angustifolia Q, Echnacea purpurea Q, Chamomila Q _ შესაბამისად 0,15 გ; Symphytum D4, Bellis perennis Q _ შესაბამისად 0.1g; Hypericum D6, Millefolium Q _ შესაბამისად 0,09 გ; Belladonna D1, Aconitum D1 _ შესაბამისად 0,05 გ; Mercurius solubilis Hahnemanni D6 _ 0,04 g, Hepar sulfuris D6 0,025 გ. ეთანოლით სტაბილიზირებული ჰიდროფილური მალამო (DAB). 12,5 vol % Ethanol.

ჩვენებები
წვეთები, ტაბლეტები, საინექციო ხსნარი: დაჭიმულობა, ამოვარდნილობა, სისხლჩაქცევა (კანქვეშა და სახსარშიგა), ძვლის მოტეხილობა, ოპერაციის და ტრავმის შემდგომი შეშუპება, სხვადასხვა ორგანოებისა და ქსოვილის ანთებითი და დეგენერაციული პროცესი, განსაკუთრებით, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის (ტენდოვაგინიტი, სტილოიდიტი, ეპიკონდილიტი, ბურსიტი, პერიართრიტი), ართროზი, თავის ტვინის მწვავე შერყევა.
მალამო: დაჟეჟილობა, სხვადასხვაგვარი დაზიანება (სპორტი, სატრანსპორტო შემთხვევა), დაჭიმულობა, მოტეხილობა, კონტუზია, სისხლჩაქცევა, ანთებითი და დეგენერაციული პროცესები სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში (პაროდონტიტი, პაროდონტოზი, ღრძილების დაჩირქება), განსაკუთრებით, საყრდენ-მამოძრავებელ აპარატში (ტენდოვაგინიტი, ბურსიტი, მხრის ეპიკონდილიტი), ართროზი.
**
მიღების წესები და დოზები**

წვეთები: 10 წვეთი 3-ჯერ დღეში, რბილი ქსოვილების შეშუპებისას - 30 წვეთი 3-ჯერ დღეში.
ტაბლეტები: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ენის ქვეშ დადებით.
საინექციო ხსნარი: 1-3-ჯერ კვირაში, მწვავე შემთხვევებისას ყოველდღე 1-2 ამპულა კუნთში, კანქვეშ, კანში (ნაწიბურების არსებობისას), ვენაში, სასახსრე ჩანთაში და სახსრის გარშემო.
მალამო: დილა-საღამოს ან აუცილებლობისას უფრო ხშირად დაზიანებულ ზედაპირზე შესაზელად. შესაძლებელია ნახვევების დადებაც.
ღია ჭრილობაზე მალამოს გამოყენება არ არის რეკომენდებული.
**
გვერდითი მოვლენები**

წვეთები, ტაბლეტები: პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს მომატებული ნერწყვდენის დროს.
საინექციო ხსნარი: სახსრისშიგა ინექციისას ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება სახსრის ტკივილი, რომელიც იხსნება ანთების საწინაამღდეგო თერაპიით; ძალზე იშვიათად მომატებულმა მგრძნობელობამ რთულყვავილოვანთა მიმართ შეიძლება გამოიწვიოს ანაფილაქსიური რეაქციები.
მალამოს ხმარებისას, იშვიათად, კანზე ალერგიული რეაქციებია მოსალოდნელი.
**
უკუჩვენება**

წვეთები, ტაბლეტები: არ გააჩნია.
საინექციო ხსნარი: მომატებული მგრძნობიარობა რთულ–ყვავილოვანთა მიმართ.
მალამო: მომატებული მგრძნობელობა მცენარე არნიკას მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი ინიშნება სხვადასხვა სახის ტრავმების, რბილი ქსოვილის რევმატიზმის, მალთაშუა დისკების და ხერხემლის სხვა დეგენერაციული დაავადებისას, რომელსაც თან ახლავს შესაბამისი ვერტებროგენური სიმპტომატიკა; თავის ტვინის შერყევისას (Vertigoheel-თან ერთად), მწვავე და ქრონიკული ოტიტის, ცხვირის დანამატი ღრუების ანთების, დაჩირქებებით მიმდინარე ანთებებისას, მაგ., საოფლე ჯირკვლების აბსცესის, ფურუნკულების, კარბუნკულების, მასტიტის, პაროდონტოზის, დაჩირქებული ფისტულების, წვივის წყლულის, ეკზემების, ნეიროდერმიტის დროს.
მოცემული პრეპარატი ნაჩვენებია ასევე, სულფიდური ფერმენტების აქტივაციისათვის, მაგ., ალოპათიური მკურნალობის უარყოფითი შედეგების და დეგენერაციული დაავადებებისას; მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი თერაპიისას (პროთრომბინის რეგულაცია).

Traumeel S ზემოქმედების მექანიზმი მასში შემავალი მცენარეული და მინერალური კომპონენტების შემდეგი თვისებებით განისაზღვრება: 1. ვერცხლისწყლის შემცველი კომპონენტების მოქმედება ანთებითი და ვირუსული დაავადებებისას;
2. სისხლძარღვების ტონუსის მომატება (Aconitum, Arnica), სისხლძარღვების გამკვრივება (კალციუმი), ვენოზური შეგუბების მოხსნა, თრომბის წარმოქმნის უკუქმედება (Hamamelis), სისხლდენის შეჩერება (Millefolium);
3. უჯრედოვანი სუნთქვის და ჟანგვა-აღდგენითი პროცესების გაუმჯობესება კალციუმის სულფიდის და კალციუმის პოლისულფიდის მეშვეობით (Hepar sulfuris);
4. დიდი დამცველობითი მექანიზმის სტიმულირება;
5. ჭრილობის შეხორცების გააქტივება; შოკური მდგომარეობის დაძლევა (Arnica, Calendula, Echinacea, Symphytum); „ნორმალური და სრულფასოვანი“ ჩირქის წარმოქმნა;
6. ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი (Aconitum, Arnica, Chamomilla, Hamamelis, Hypericum); 7. სისხლდენის შეჩერება (Aconitum, Arnica, Hamamelis (ვენოზური), Hypericum, Millefolium (არტერიული).
Traumeel S ძირითადი მოქმედება:
1. მარეგენერირებელი - ართროზის, მოტეხილობის, ეპიკონდილიტის, სტილოიდიტის, ტენდოვაგინიტისას;
2. ანტიექსუდაციური - რბილი ქსოვილების რევმატიზმის, ტრავმის, ოპერაციის შემდგომი, თავის ტვინის შერყევის შემდგომი, ართროზების, სახსარშიდა და რბილი ქსოვილების ჰემატომების, ტენდოვაგინიტის, ბურსიტის, ოტიტისას;
3. ანთების საწინააღმდეგო - ბურსიტის, ეპიკონდილიტის, სტილოიდიტის, ტენდოვაგინიტის, ოტიტისას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
**
შენახვის პირობები და ვადები**

დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი, ფლაკონი) დაიხუროს გამოყენებისთანავე
**
აფთიაქში გაცემის წესი**

პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა

Biologische Heilmittel Heel GmbH
გერმანია

ტრაუმელი S

შემადგენლობა: 100 მლ ხსნარი შეიცავს: Arnica montana D2, Calendula officinalis D2, Hamamelis virginiana D2, Achillea millefolium D3 შესაბამისად 5 გ, Atropa belladonna D4 25 გ, Aconitum napellus D3, Mercurius solubilis, Hahnemanni D8, Hepar sulfuris D8 შესაბამისად 8 გ, Chamomilla recutita D3, Symphytum officinale D8 შესაბამისად 24 მგ, Bellis perennis D2, Echinacea angustifolia D2, Echinacea purpurea D2 შესაბამისად 2 გ, Hypericum perfor. D2 1 გ.

ჩვენებები: ნებისმიერი ეტიოლოგიის და ლოკალიზაციის ანთებითი; სხვადასხვა სახის ტრავმა: დაჭიმულობა, დაჟეჟილობა, ამოვარდნილობა, მოტეხილობა, ქალა-ტვინის ტრავმა, სამშობიარო ან გინეკოლოგიური ჩარევა და სხვ. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები; ოპერაციის, მშობიარობის შემდგომი გართულებების პროფილაქტიკა;

გვერდითი ეფექტები: კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს შესაძლებელია აღინიშნოს ალერგიული რეაქცია, კანზე სიწითლე და გამონაყარი.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ტუბერკულოზი, ლეიკემია, შიდსი.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი აღადგენს ორგანიზმის საკუთარ ფიზიოლოგიურ რეგულაციურ სისტემებს, აწესრიგებს ანთების მიმდინარეობას და ეხმარება მის სრულყოფილად დასრულებაში. ტრაუმელ S - პირველი არჩევის პრეპარატია ნებისმიერი დაზიანების დროს, მათ შორის ნეონატოლოგიაში.

გარეგნული სახე და შეფუთვა: 30 მლ წვეთები

მწარმოებელი: „ბიოლოგიშე ჰაილმითელ ჰეელ გმბჰ“, ბადენ-ბადენი, გერმანია.
შპს „ბიომედიკა“

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ტრავმების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები პერორალური მიღებისათვის: საწვეთურიან ფლაკონში 30 და 100 მლ.

100 მლ

Arnica D2 ................................... 5 მლ
Calendula D2 .............................5 მლ
Hamamelis D2 ...........................5 მლ
Millefolium D3 ............................5 მლ
Belladonna D4 ...........................25მლ
Aconitum D3 ..............................10მლ
Mercurius solubilis Hahnemanni D8 ......................... 10 მლ
Hepar sulfuris D8 ........................10 მლ
Chamomilla D3 ..........................8 მლ
Symphytum D8 ..........................8 მლ
Bellis perennis D2 .......................2 მლ
Echinacea angustifolia D2 ............2 მლ
Echinacea purpurea .....................2 მლ
Hypericum D2 ............................ 1 მლ
Spiritus 35 vol%

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს, ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

სხვადასხვა სახის ტრავმები - დაჭიმულობა, დაჟეჟილობა, ამოვარდნილობა, სისხლჩაქცევა (კანქვეშა და სახსარშიგა), ძვლების მოტეხილობა;
მალთაშუა დისკების და ხერხემლის სხვა დეგენერაციული დაავადება, ოპერაციის და ტრავმის შემდგომი შეშუპება, სხვადასხვა ორგანოებისა და ქსოვილების ანთებითი და დეგენერაციული პროცესები, განსაკუთრებით საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის (ტენდოვაგინიტი, სტილოიდიტი, ეპიკონდილიტი, ბურსიტი, პერიართრიტი), ართროზები, თავის ტვინის შერყევა;
მწვავე და ქრონიკული ოტიტი, ცხვირის დანამატი ღრუების ანთება, დაჩირქებებით მიმდინარე ანთებები, მაგალითად, საოფლე ჯირკვლების აბსცესი, ფურუნკულები, კარბუნკულები, მასტიტი, პაროდონტოზი, დაჩირქებული ფისტულები, ღრძილების დაჩირქება, წვივის წყლული, ეგზემა, ნეიროდერმიტი;
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი თერაპია (პროთრომბინის რეგულაცია).
მიღების წესი და დოზირება:

წვეთები პერორალური მიღებისათვის:

ჩვეულებრივ ინიშნება 10 წვეთი 3-ჯერ დღეში.

რბილი ქსოვილების შეშუპებისას 30 წვეთი 3-ჯერ დღეში.

გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნით ყლუპებად დალევა.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს მომატებული ნერწყვდენის დროს.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონი დაიხუროს გამოყენებისთანავე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ტრაუმელ S #50ტ
  • სახელი: ტრაუმელ S #50ტ
  • მწარმოებელი: Biologische Heilmittel Heel GmbH (გერმანია)
  • შეფუთვა: ტაბლეტი №50 კონტეინერში
Aversi 18.49 ლ
ტრაუმელ S 2.2მლ #1ა
  • სახელი: ტრაუმელ S 2.2მლ #1ა
  • მწარმოებელი: Biologische Heilmittel Heel GmbH (გერმანია)
  • შეფუთვა: 2,2მლ ი.მ., ი.ვ., პერიარტიკულური, კანში და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ამპულა №100
Aversi 3.9 ლ
ტრაუმელ S 2.2მლ #5ა
  • სახელი: ტრაუმელ S 2.2მლ #5ა
  • მწარმოებელი: Biologische Heilmittel Heel GmbH (გერმანია)
  • შეფუთვა: 2,2მლ ი.მ., ი.ვ., პერიარტიკულური, კანში და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ამპულა №100 (5X20)
Aversi 20.84 ლ
ტრაუმელის წვეთები ორალური 30მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ტრაუმელის წვეთები ორალური 30მლ ფლაკონი #1
GPC 37.23 ლ
ტრაუმელი S ტაბლეტი #50
  • სახელი: ტრაუმელი S ტაბლეტი #50
  • მწარმოებელი: Biologische Heilmittel Heel GmbH (გერმანია)
  • შეფუთვა: ტაბლეტი №50 კონტეინერში
GPC 18.54 ლ
Traumeel S- ტრაუმელ S წვეთები 30მლ
  • სახელი: Traumeel S- ტრაუმელ S წვეთები 30მლ
PSP 21.8 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა