ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დიურეზული საშუალებები, სულფონამიდები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ)
აქტიური ინგრედიენტები:
ტურქტიპსან ფუროსემიდი 20 მგ/ 2 მლ საინექციო და საინფუზიო ხსნარი
ინტრამუსკულარული/ინტრავენური გამოყენებისთვის
შემადგენლობა
მოქმედინივთიერება: თითოეული ამპულა (2 მლ) შეიცავს 20 მგ ფუროსემიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა და საინექციო წყალი.
ტურქტიპსან ფუროსემიდის დახასიათება****და გამოყენება
ტურქტიპსან ფუროსემიდი წარმოდგენილია 2 მლ ამპულის სახით, რომელიც შეიცავს 20 მგ მოქმედ ნივთიერებას ფუროსემიდს, რომელიც შეიყვანება ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად. იგი ხელმისაწვდომია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 5 ამპულას.
ტურქტიპსან ფუროსემიდი შეიცავს ფუროსემიდს, რომელიც მიეკუთვნება დიურეზულ (შარდმდენ) საშუალებებს. დიურეზული საშუალებები ზრდის თირკმელებიდან შარდის გამოყოფის სიჩქარეს და ასევე იწვევს წყლისა და მარილის კარგვას. იგი გამოიყენება ჭარბი სითხის რაოდენობის შესამცირებლად და ასევე, შეიძლება გამოყენებულ იქნას მაღალი არტერიული წნევის შესამცირებლად. ტურქტიპსან ფუროსემიდი ეფექტური შარდმდენი საშუალებაა.
ტურქტიპსან ფუროსემიდი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით ერთი ან რამდენიმე შემდეგი მიზეზის გამო:
უკუჩვენებები
ტურქტიპსან ფუროსემიდი არ გამოიყენებაშემდეგ შემთხვევებში:
ტურქტიპსან ფუროსემიდი****სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში
ექიმი რეგულარულად აკვირდება შემდეგ მდგომარეობების არსებობისას:
ტურქტიპსან ფუროსემიდით მკურნალობის დროს ექიმი აკონტროლებს ელექტროლიტების ნატრიუმის, კალიუმის და კრეატინინის დონე სისხლში. მონიტორინგი აუცილებელია, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის განვითარების მაღალი რისკის ან სითხის მნიშვნელოვანი დაკარგვის შემთხვევაში, რომელიც გამოწვეულია ღებინებით, დიარეით ან ჭარბი ოფლიანობით.
გამოყენება რისპერიდონთან ერთად (გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიატრიული დაავადების და დემენციის სამკურნალოდ)
რისპერიდონისა და ტურქტიპსან ფუროსემიდის გამოყენება დემენციის მქონე პაციენტებში; შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სიკვდილი. ამიტომ, ექიმი ახორციელებს აუცილებელ კონტროლს იმ შემთხვევებში, როდესაც რისპერიდონი და ტურქტიპსან ფუროსემიდი გამოიყენება ერთად და ადგენს მკურნალობის მეთოდს კომბინირებული გამოყენებისას მიღებული სარგებლის მაჩვენებლის და მისი გამოყენებით გამოწვეული შესაძლო ზიანის მიხედვით.
თუ აღნიშნული გაფრთხილებები გეხებათ ან თუნდაც წარსულში გეხებოდათ ნებისმიერ დროს, მიმართეთ თქვენს ექიმს.
ტურქტიპსან ფუროსემიდის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
პრეპარატს არ აქვს ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან მისი მიღების მეთოდის გამო.
ორსულობა
ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ არ არსებობს მტკიცე სამედიცინო მიზეზები, არ უნდა გამოიყენოთ ტურქტიპსან ფუროსემიდი ორსულობის დროს. ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეფასდეს ორსულობის სტატუსი. თუ მკურნალობის პერიოდში დაორსულდებით, ექიმმა შეიძლება შეგაწყვეტინოთ ამ პრეპარატის გამოყენება და დაიწყოს მკურნალობა სხვა ჯგუფის წამლით, ან გაგაგრძენებინოთ ამ პრეპარატით მკურნალობა საშვილოსნოში თქვენი ბავშვის განვითარების საგულდაგულო მონიტორინგით.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ.
ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ფუროსემიდი გამოიყოფა დედის რძეში, ამიტომ არ უნდა გამოიყენოთ ტურქტიპსან ფუროსემიდი ბავშვისძუძუთი კვების დროს. თუ გჭირდებათ მკურნალობა ტურქტიპსან ფუროსემიდით , მაშინ უნდა შეწყვიტოთ ბავშვის ძუძუთი კვება, რათა დაიცვათ ბავშვი იმ პრეპარატისგან, რომელიც გამოიყოფა დედის რძეში.
სატრანსპორტოსაშუალებებისმართვადამექანიზმების****გამოყენება
ტურქტიპსან ფუროსემიდმა შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი შემცირება, კონცენტრაციის გაძნელება და რეაქციის უნარის დაქვეითება. ამიტომ, სიფრთხილეა საჭირო სატრანსპორტო საშუალებების და დანადგარების გამოყენებისას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ, რომელსაც შეიცავს ტურქტიპსან ფუროსემიდი
ეს სამკურნალო საშუალება შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს თითო დოზაში. არსებითად შეიძლება ჩაითვალოს, რომ „არ შეიცავს ნატრიუმს“.
სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება/გამოყენება
მედიკამენტები, რომლებიც არ არის რეკომენდებული კომბინირებული გამოყენებისთვის:
- ქლორალჰიდრატი, სედატიური და ლეთარგიული ნივთიერება;
- ამინოგლიკოზიდები და სხვა ოტოტოქსიური პრეპარატები (სმენაზე მავნე ზემოქმედების მქონე პრეპარატები).
მედიკამენტები, რომლებსაც სჭირდებათ სიფრთხილის დაცვა ერთობლივი გამოყენებისას:
- ცისპლატინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ),
- ლითიუმი (გამოიყენება ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ),
- აგფ ინჰიბიტორები ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები (გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ),
- რისპერიდონი (გამოიყენება ფსიქიატრიული დაავადებებისა და დემენციის სამკურნალოდ).
მედიკამენტები, რომელთან ერთად გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილე:
- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები), მათ შორის ასპირინი,
- ფენიტოინი (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ),
- კორტიკოსტეროიდები, კარბენოქსოლონი, ძირტკბილას ფესვი (გამოიყენება კუჭ- ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისას),
- ფუტკარას პრეპარატები (გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ),
- პრობენეციდი (გამოიყენება პოდაგრის დროს),
- მეტოტრექსატი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ),
- მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება დიაბეტის სამკურნალოდ,
- ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი (არტერიული წნევის მომატების თვისებების გამო),
- კურარეს ტიპის მიორელაქსანტები,
- თეოფილინი (გამოიყენება რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ),
- ზოგიერთი ცეფალოსპორინი,
- ციკლოსპორინი A (გამოიყენება ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს),
- კონტრასტული საშუალებები, რომლებიც გამოიყენება რენტგენოლოგიური გამოკვლევების დროს ორგანოების ხილვადობის გასაზრდელად.
თუ ამჟამად იყენებთ რაიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტს, ან თუ იყენებდით მას ცოტა ხნის წინ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ტურქტიპსან ფუროსემიდის გამოყენების წესი
ინსტრუქციები სათანადო გამოყენებისა და დოზის/გამოყენების სიხშირის შესახებ
ექიმი განსაზღვრავს წამლის დოზას თქვენი ავადმყოფობის მიხედვით და უზრუნველყოფს მის შეყვანას.
შეყვანის წესი და მეთოდი
ტურქტიპსან ფუროსემიდის ამპულის ფორმა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც პერორალურად მიღება შეუძლებელია ან არაეფექტურია (მაგ. ნაწლავური შეწოვის დარღვევისას) ან თუ საჭიროა სწრაფი ეფექტი ინტრავენური შეყვანით. თუ გამოიყენება ინტრავენური თერაპია, რეკომენდებულია, რაც შეიძლება მალე გადასვლა პერორალურ თერაპიაზე.
ტურქტიპსან ფუროსემიდი, ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას განზავებული სახით. ნორმალური ფიზიოლოგიური ხსნარი შესაფერისი გამხსნელია.
ამპულის გახსნა
|
---|---
- დაიჭირეთ წვერით ზემოთ მიმართული;
- დააჭირეთ წვერის თავს ქვემოთ ისრის მიმართულებით;
- არ არის საჭირო ხერხის გამოყენება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში
ექიმი განსაზღვრავს პრეპარატის დოზას და მიღების მეთოდს ბავშვის ასაკის, სხეულის წონისა და დაავადების გათვალისწინებით.
გამოყენება ხანდაზმულებში
ხანდაზმულ პაციენტებში და ცუდი ზოგადი მდგომარეობის მქონე პაციენტებში, ექიმი დაარეგულირებს დოზას თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციების შესაძლო გაუარესების გათვალისწინებით.
სპეციალური გამოყენების შემთხვევები
თირკმლი/ღვიძლის უკმარისობა
ექიმი განსაზღვრავს პრეპარატის დოზას თქვენი ავადმყოფობისა და თირკმელების/ღვიძლის პრობლემების სიმძიმის მიხედვით.
__
სხვა
გულის უკმარისობის, მწვავე მაღალი არტერიული წნევის შემთხვევაში, ექიმი სიფრთხილით განსაზღვრავს პაციენტისთვის გამოსაყენებელ დოზას, აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით.
თუ გრძნობთ, რომ** ტურქტიპსან ფუროსემიდი**** ს** მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუგამოიყენეთ ტურქტიპსანფუროსემიდის****რეკომენდებულ დოზაზე მეტი
ვინაიდან ტურქტიპსან ფუროსემიდი****ს ამპულა გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, მიიღება აუცილებელი ზომები ასეთი მდგომარეობის განვითარების თავიდან ასაცილებლად. ასეთ შემთხვევაში ჩატარდება შესაბამისი მკურნალობა.
__
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი** ტურქტიპსან**** ფუროსემიდი** , აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათტურქტიპსანფუროსემიდის****გამოყენება
ვინაიდან ტურქტიპსან ფუროსემიდის ამპულა გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, მიიღება აუცილებელი ზომები ასეთი მდგომარეობის განვითარების თავიდან ასაცილებლად.
არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება აღინიშნოსტურქტიპსანფუროსემიდით****მკურნალობის შეწყვეტისას
თუ შეწყვეტთ ტურქტიპსან****ფუროსემიდის მიღებას ექიმის თანხმობის გარეშე, შესაძლოა არტერიული წნევა კვლავ გაიზარდოს ან ორგანიზმში კვლავ მოხდეს სითხის ჭარბი შეკავება.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მგრძნობელობა ტურქტიპსან****ფუროსემიდის ინგრედიენტების მიმართ.
შეწყვიტეთტურქტიპსანფუროსემიდის****გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი სასწრაფო დახმარების განყოფილებას, თუ გამოვლინდა შემდეგი მდგომარეობები:
აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ აღგენიშნებათ ამ გვერდითი მოვლენებიდან ერთ-ერთი, ეს ნიშნავს, რომ გაქვთ სერიოზული ალერგია ტურქტიპსან****ფუროსემიდზე.
შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
სხვა გამოვლენილი გვერდითი მოვლენები ჩამოთვლილია ქვემოთ. თუ რომელიმე ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული ან თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ქვემოთ ჩამოთვლილი, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში.
ხშირი: 10-დან ერთზე ნაკლები პაციენტი, მაგრამ 100-დან ერთზე მეტი პაციენტი.
არახშირი: 100-დან ერთზე ნაკლები პაციენტი, მაგრამ 1000-დან ერთზე მეტი პაციენტი.
იშვიათი: 1000-დან ერთზე ნაკლები პაციენტი, მაგრამ 10000-დან ერთზე მეტი პაციენტი.
ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.
უცნობი: არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია შეფასება.
ძ****ალიან ხშირი:
ხშირი:
არახშირი:
იშვიათი:
ძალიან იშვიათი:
უცნობი:
თუ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც ზემოთ აღნიშნული არ არის, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შეტყობინებაგვერდითიმოვლენების****შესახებ
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, ან ისეთი გვერდითი მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაში, რომლებიც ზემოთ არ არის მითითებული, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ნებისმიერი გამოვლენილი გვერდითი მოვლენის შესახებ დამატებით, ასევე, შეატყობინეთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM), ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ღილაკზე „შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ“ დაწკაპუნებით ან დარეკვით ნომერზე 0 800 314 00 08, რომელიც წარმოადგენს გვერდითი მოვლენების შეტყობინების ცხელ ხაზს. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ უზრუნველყოთ მეტი ინფორმაცია იმ წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელსაც იყენებთ.
ტურქტიპსან ფუროსემიდისშენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და თავის შეფუთვაში.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე დაბლა და ორიგინალი შეფუთვით. დაიცავით სინათლისგან.
განზავებული ხსნარების გამოყენება რეკომენდებულია რაც შეიძლება მალე. განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. გადაყარეთ გამოუყენებელი პორცია.
__
არ გამოიყენოთ** ტურქტიპსან ფუროსემიდი** _,_თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტში და/ან მის შეფუთვა ზე .
**არ გამოიყენოთვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ,**რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
__
არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები _!_გადაეცით ისინი მედიკამენტების შეგროვების სისტემას _,_რომელსაც განსაზღვრავს გარემოსა და ურბანული დაგეგმარების სამინისტრო.
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი
TURKTIPSAN SAĞLIK TURİZM EĞİTİM VE TİCARET A.Ş.
(ტურკტიპსან საღლიკ ტურიზმ ეღითიმ ვე ტიჯარეთ ა.შ.)
აკიურთი/ანკარა.
ტელეფონი: 0 312 844 15 08
ელ.ფოსტა: [email protected]
__
მწარმოებელი
TURKTIPSAN SAĞLIK TURİZM EĞİTİM VE TİCARET A.Ş.
(ტურკტიპსან საღლიკ ტურიზმ ეღითიმ ვე ტიჯარეთ ა.შ.)
აკიურთი/ანკარა
ტელეფონი: 0 312 844 15 08
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით