ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი 160მგ/12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG - Valsartan/Hydrochlorthiazide NORMON 160mg/12,5mg film-coated tablets EFG
ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი 160მგ/12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები EFG - Valsartan/Hydrochlorthiazide NORMON 160mg/12,5mg film-coated tablets EFG

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები და დიურეზული საშუალებები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დასახელება - ვალსარტანი+ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი ტაბლეტი 80მგ+12.5მგ #28

რას წარმოადგენს ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი და მისი გამოყენება
ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას - ვალსარტანსა და ჰიდროქლორთიაზიდს. ორივე ნივთიერება ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) კონტროლს.
- ვალსარტანი მიეკუთვნება ე.წ. “ანგიოტენზინი II რეცეპტორების ანტაგონისტების” ჯგუფს, რომელიც ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის კონტროლს. ანგიოტენზინი II ორგანიზმში არსებული ნივთიერებაა, რომელიც იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, რაც თავის მხრივ იწვევს არტერიული წნევის მომატებას. ვალსარტანი ბლოკავს ანგიოტენზინი II-ის მოქმედების ეფექტს. შედეგად, სისხლძარღვები ფართოვდება და არტერიული წნევა ქვეითდება;
- ჰიდროქლორთიაზიდი მიეკუთვნება ე.წ. „თიაზიდური დიურეტიკების“ მედიკამენტების ჯგუფს. ჰიდროქლორთიაზიდი ზრდის გამოყოფილი შარდის რაოდენობას, რაც ასევე აქვეითებს არტერიულ წნევას.
ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, როცა ის ადექვატურად არ კონტროლდება ამ ცალკეული ნივთიერებებით.
მაღალი არტერიული წნევა ზრდის დატვირთვას გულსა და არტერიებზე. თუ არ მოხდება მისი მკურნალობა, ის იწვევს თავის ტვინის, გულისა და თირკმელების სისხლძარღვების დაზიანებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი, გულის უკმარისობა ან თირკმელების უკმარისობა. მაღალი არტერიული წნევა ზრდის გულის შეტევების რისკს. არტერიული წნევის დაქვეითება ნორმალურ მაჩვენებლებამდე აქვეითებს ამ მდგომარეობების განვითარების რისკებს.
ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღების წესი
მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. ეს ხელს უწყობს მკურნალობის საუკეთესო შედეგის მიღწევას და გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის შემცირებას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.
მაღალი არტერილი წნევის მქონე პირები ხშირად ვერ ამჩნევენ პრობლემის რაიმე ნიშანს. ბევრი თავს საკმაოდ ნორმალურად გრძნობს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი, მაშინაც კი თუ პაციენტი თავს კარგად გრძნობს.
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტების მისაღებ რაოდენობას. მკურნალობის პასუხის მიხედვით ექიმი გაზრდის ან შეამცირებს დოზას.
ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში.
ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა შეიცვალოს დოზა, ან შეწყდეს ტაბლეტების მიღება;
მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ერთსა და იმავე დროს, ჩვეულებრივ დილით;
ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე.
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყალთან ერთად;
ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
დაუშვებელია პრეპარატის მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

**ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი 160 მგ/12.5 მგ **

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

- საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

- დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

- მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.

- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

1. რას წარმოადგენს ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი და მისი გამოყენება

2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღებამდე

3. ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღების წესი;

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები;

5. ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის შენახვის წესი;

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

**1. რას წარმოადგენს ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი და მისი გამოყენება
**ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას - ვალსარტანსა და ჰიდროქლორთიაზიდს. ორივე ნივთიერება ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) კონტროლს.

- ვალსარტანი მიეკუთვნება ე.წ. “ანგიოტენზინი II რეცეპტორების ანტაგონისტების” ჯგუფს, რომელიც ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის კონტროლს. ანგიოტენზინი II ორგანიზმში არსებული ნივთიერებაა, რომელიც იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, რაც თავის მხრივ იწვევს არტერიული წნევის მომატებას. ვალსარტანი ბლოკავს ანგიოტენზინი II-ის მოქმედების ეფექტს. შედეგად, სისხლძარღვები ფართოვდება და არტერიული წნევა ქვეითდება;

- ჰიდროქლორთიაზიდი მიეკუთვნება ე.წ. „თიაზიდური დიურეტიკების“ მედიკამენტების ჯგუფს. ჰიდროქლორთიაზიდი ზრდის გამოყოფილი შარდის რაოდენობას, რაც ასევე აქვეითებს არტერიულ წნევას.

ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, როცა ის ადექვატურად არ კონტროლდება ამ ცალკეული ნივთიერებებით.

მაღალი არტერიული წნევა ზრდის დატვირთვას გულსა და არტერიებზე. თუ არ მოხდება მისი მკურნალობა, ის იწვევს თავის ტვინის, გულისა და თირკმელების სისხლძარღვების დაზიანებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი, გულის უკმარისობა ან თირკმელების უკმარისობა. მაღალი არტერიული წნევა ზრდის გულის შეტევების რისკს. არტერიული წნევის დაქვეითება ნორმალურ მაჩვენებლებამდე აქვეითებს ამ მდგომარეობების განვითარების რისკებს.

2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღებამდე

დაუშვებელია ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება:

· თუ პაციენტი ალერგიულია ვალსარტანის, ჰიდროქლორთიაზიდის, სულფონამიდების წარმოებულების (ჰიდროქლორთიაზიდის ქიმიურად მსგავსი ნივთიერებების) ან მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

· თუ პაციენტი 3 თვეზე მეტი ხნის ფეხმძიმეა (ყველა შემთხვევაში უმჯობესია არ მოხდეს მედიკამენტის მიღება ორსულობის ადრეულ სტადიაზე, იხ. პარაგრაფი “ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება”);

· თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის მძიმე დაავადება, ღვიძლში წვრილი სანაღვლე გზების დესტრუქცია (ბილიარული ციროზი), რომელიც იწვევს ნაღვლის აკუმულაციას ღვიძლში (ქოლესტაზი);

· თუ პაციენტს თირკმლის მძიმე დაავადება აქვს;

· თუ პაციენტს არ გამოეყოფა შარდი (ანურია);

· თუ პაციენტი იმყოფება დიალიზზე;

· თუ სისხლში კალიუმის ან ნატრიუმის დონე ნორმაზე დაბალია, ან კალციუმის დონე სისხლში ნორმასთან შედარებით მაღალია, მკურნალობის მიუხედავად;

· თუ პაციენტს აღენიშნება პოდაგრა;

· თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დაქვეითება და მკურნალობს არტერიული წნევის დამაქვეითებელი მედიკამენტით, რომელიც შეიცავს ალისკირენს.

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და არ უნდა მოხდეს ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია:

· თუ პაციენტი იღებს კალიუმის შემნახველ მედიკამენტებს, კალიუმის დანამატებს, კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს ან სხვა მედიკამენტებს, რომლებიც ზრდიან კალიუმის რაოდენობას სისხლში, როგორიცაა ჰეპარინი. ექიმი რეგულარულად შეამოწმებს კალიუმის დონეს სისხლში;

· თუ პაციენტს აღენიშნება კალიუმის დაბალი დონე სისხლში;

· თუ პაციენტს აღენიშნება ფაღარათი ან ძლიერი ღებინება;

· თუ პაციენტი იღებს მაღალი დოზებით შარდმდენებს;

· თუ პაციენტს აღენიშნება გულის მძიმე დაავადება;

· თუ პაციენტს გულის უკმარისობა აქვს ან გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი. საჭიროა ექიმის ინსტრუქციების დაცვა საწყის დოზასთან დაკავშირებით. ექიმმა ასევე შეიძლება შეამოწმოს პაციენტის თირკმელების ფუნქცია;

· თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის არტერიის შევიწროება;

· თუ პაციენტს გადანერგილი აქვს თირკმელი;

· თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერალდოსტერონიზმი. დაავადება, რომლის დროსაც თირკმელზედა ჯირკვლები გამოიმუშავებს ჭარბი რაოდენობით ჰორმონ ალდოსტერონს. თუ პაციენტს აღენიშნება ეს დაავადება, არ არის რეკომენდებული ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება;

· თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის ან ღვიძლის დაავადება;

· თუ პაციენტს სხვა მედიკამენტის (მათ შორის, აგფ ინჰიბიტორის) მიღებისას როდესმე განვითარებია ენის და სახის შეშუპება, რომელიც გამოწვეული იყო ალერგიული რეაქციით - ანგიონევროზული შეშუპებით. ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის მიღება და დაუშვებელია განმეორებით ამ მედიკამენტის მიღება (იხ. პარაგრაფი 4 “შესაძლო გვერდითი მოვლენები”);

· თუ პაციენტს აღენიშნება ცხელება, გამონაყარი და სახსრების ტკივილი, რომელიც შეიძლება სისტემური წითელი მგლურას (შLE - აუტოიმუნური დაავადება) ნიშნები იყოს;

· თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტი, პოდაგრა, ქოლესტერინის ან ტრიგლიცერიდების მაღალი დონე სისხლში;

· თუ პაციენტს აღენიშნება ალერგიული რეაქცია ამავე კლასის (ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტების) არტერიული წნევის დამწევი სხვა მედიკამენტების მიღებისას ან აღენიშნება ასთმა;

· თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის დაქვეითება ან თვალის ტკივილი, რომელიც შეიძლება იყოს თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქოროიდული ეფუზია) ან თვალშიდა წნევის გაზრდის სიმპტომები და ეს შეიძლება განვითარდეს რამდენიმე საათში ან ერთ კვირაში ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის მიღების შემდეგ. თუ არ მოხდა ამ მდგომარეობის მკურნალობა, შეიძლება განვითარდეს მხედველობის მუდმივი დაკარგვა. თუ პაციენტს ანამნეზში აღენიშნება პენიცილინის ან სულფონამიდის მიმართ ალერგია, შეიძლება ამ მდგომარეობის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იყოს;

· თუ პაციენტი იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მედიკამენტს ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევის) სამკურნალოდ:

• აგფ ინჰიბიტორებს (მაგ.: ენალაპრილს, ლიზინოპრილს, რამიპრილს), განსაკუთრებით, თუ პაციენტს აღენიშნება დიაბეტით გამოწვეული თირკმელების პრობლემები;

• ალისკირენს.

· თუ პაციენტს აღენიშნება კანის კიბო ან მოულოდნელად განუვითარდა კანის დაზიანებები მკურნალობის დროს. ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობა, განსაკუთრებით, ხანგრძლივად და მაღალი დოზებით, ზრდის ზოგიერთი ტიპის კანისა და ტუჩის კიბოს რისკს (კანის არამელანომური კიბო). საჭიროა კანის დაცვა მზისა და ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს.

შეიძლება საჭირო გახდეს თირკმელების ფუნქციის, არტერიული წნევისა და ელექტროლიტების (მაგ.: კალიუმის) დონის შემოწმება სისხლში რეგულარული ინტერვალებით.

იხ. აგრეთვე ინფორმაცია პარაგრაფში “დაუშვებელია ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება”.

ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება გაზარდოს კანის მგრძნობელობა მზეზე.

ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლის ასაკის ქვემოთ) რეკომენდებული არ არის.

ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი ფეხმძიმედაა, ფიქრობს, რომ ფეხმძიმედაა ან გეგმავს ფეხმძიმობას. ვალსარტანი/ჰიროქლორთიაზიდი არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე (პირველი 3 თვის განმავლობაში) და არ უნდა იქნას მიღებული 3 თვეზე მეტი ხნის ფეხმძიმობის დროს, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ზიანი ნაყოფზე ორსულობის ამ სტადიაზე გამოყენებისას (იხ. ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება).

დოპინგის საწინააღმდეგო ანალიზი

სამკურნალო პროდუქტში შემავალ ჰიდროქლორთიაზიდს შეუძლია დოპინგის საწინააღმდეგო ტესტის დადებითი შედეგის გამოწვევა.

სხვა მედიკამენტები და ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

მკურნალობის ეფექტი შეიძლება შეიცვალოს, თუ ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი მიიღება გარკვეულ მედიკამენტებთან ერთად. შეიძლება საჭირო გახდეს მედიკამენტის დოზის ცვლილება, სხვა სიფრთხილის ზომების მიღება ან რომელიმე მედიკამენტის მიღების შეწყვეტა. განსაკუთრებით, ეს ეხება ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტებს:

· ლითიუმი, მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი ტიპის ფსიქიკური დაავადების სამკურნალოდ;

· მედიკამენტები ან ნივთიერებები, რომლებიც ზრდიან კალიუმის დონეს სისხლში. ეს მოიცავს კალიუმის დანამატებს, კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს, კალიუმის დამზოგველ მედიკამენტებსა და ჰეპარინს;

· მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება შეამცირონ კალიუმის დონე სისხლში, როგორიცაა დიურეტიკები (შარდმდენები), კორტიკოსტეროიდები, საფაღარათო საშუალებები, კარბენოქსოლონი, ამფოტერიცინი ან პენიცილინი G;

· ზოგიერთი ანტიბიოტიკი (რიფამიცინის ჯგუფის), მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტანტის მოცილების წინააღმდეგ დასაცავად (ციკლოსპორინი), ანტირეტროვირუსული მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება აივ/შიდსი-ს სამკურნალოდ (რიტონავირი). ამ წამლებმა შეიძლება გაზარდონ ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის ეფექტი;

· მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ “ტორსადეს დე პოინტეს” (არარეგულარული გულისცემა), როგორიცაა ანტიარითმიული მედიკამენტები (გამოიყენება გულის პრობლემების დროს) და ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალება;

· მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებენ ნატრიუმის დონეს სისხლში, როგორიცაა ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური და ანტიეპილეფსიური საშუალებები;

· პოდაგრის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა: ალოპურინოლი, პრობენეციდი, სულფინპირაზონი;

· ვიტამინი D და კალციუმის დანამატები;

· დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები (პერორალური საშუალებები, როგორიცაა მეტფორმინი ან ინსულინი);

· სხვა მედიკამენტები, რომლებიც აქვეითებენ არტერიულ წნევას, მათ შორის მეთილდოფა, აგფ ინჰიბიტორები (როგორიცაა: ენალაპრილი, ლიზინოპრილი და ა.შ.) ან ალისკირენი (იხ. აგრეთვე ინფორმაცია “დაუშვებელია ვალსარტანის/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება” და “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”);

· მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან არტერიულ წნევას, როგორიცაა ნორადრენალინი ან ადრენალინი;

· დიგოქსინი ან სხვა საგულე გლიკოზიდები (გამოიყენება გულის პრობლემების დროს);

· მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ სისხლში შაქრის დონე, როგორიცაა: დიაზოქსიდი ან ბეტა-ბლოკატორები;

· ციტოტოქსიკური მედიკამენტები (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ), როგორიცაა, მაგ.: მეთოტრექსატი ან ციკლოფოსფამიდი;

· ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა არასტეროიდული ანტიანთებითი საშუალებები (NშAID), მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექტიური ინჰიბიტორები (ჩOX-2 ინჰიბიტორები) და აცეტილსალიცილის მჟავა >3გ;

· კუნთების რელაქსანტი მედიკამენტი, როგორიცაა ტუბოკურარინი;

· ანტიქოლინერგული აგენტები (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა დარღვევების დროს, როგორიცაა: გასტროინტესტინური სპაზმები, შარდის ბუშტის სპაზმი, ბრონქული ასთმა, მოძრაობის დარღვევა, კუნთების სპაზმები, პარკინსონის დაავადება და როგორც ანესთეზიის დამხმარე საშუალება);

· ამანტადინი (პარკინსონის საწინაააღმდეგო საშუალება, ასევე გამოიყენება ვირუსით გამოწვეული ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ ან პრევენციისათვის);

· ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სისხლში ლიპიდების მაღალი დონის სამკურნალოდ);

· ციკლოსპორინი, მედიკამენტი რომელიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის;

· ალკოჰოლი, საძილე აბები და საანესთეზიო საშუალებები (მედიკამენტები, საძილე და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით, რომლებიც გამოიყენება მაგ.: ქირურგიული ოპერაციის დროს);

· იოდიზირებული საკონტრასტო საშუალებები (გამოიყენება კლინიკური კვლევების დროს);

ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ალკოჰოლის მიღებამდე. ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს არტერიული წნევის დაცემა და/ან გაზარდოს თავბრუსხვევის ან გულისწასვლის შეგრძნების რისკი.

**ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება **

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

· ფეხმძიმობის, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალი ექიმის ინფორმირება. ჩვეულებრივ, ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობა უნდა შეწყდეს ფეხმძიმობის დადგომამდე ან მაშინათვე, როცა პაციენტი შეიტყობს მის შესახებ. მის ნაცვლად უნდა დაინიშნოს სხვა ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტი. ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობის ადრეულ სტადიაზე და მისი მიღება დაუშვებელია ფეხმძიმობის პირველი 3 თვის შემდეგ, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის მძიმე დაზიანება ამ სტადიაზე მიღების დროს.

· მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი არის მეძუძური დედა ან აპირებს ძუძუთი კვებას, რადგან ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს. ექიმმა შეიძლება შეარჩიოს სხვა მკურნალობა,, თუ პაციენტი აგრძელებს ძუძუთი კვებას, განსაკუთრებით, თუ ბავშვი ახალშობილი ან დღენაკლულია.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვამდე ან სხვა აქტივობების შესრულებამდე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების კონცენტრაციას, პაციენტმა უნდა იცოდეს, როგორ მოქმედებს მასზე ვალსარტანი/ჰიდროქლორთიზიდი. სხვა ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტის მსგავსად, ვალსარტანმა/ჰიდროქლორთიაზიდმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და გავლენა იქონიოს კონცენტრაციის უნარზე.

ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი შეიცავს ლაქტოზასა და სორბიტოლს

ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზასა და სორბიტოლს. თუ პაციენტს დადგენილი აქვს აუტანლობა რომელიმე შაქრის მიმართ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

3. ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. ეს ხელს უწყობს მკურნალობის საუკეთესო შედეგის მიღწევას და გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის შემცირებას. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

მაღალი არტერილი წნევის მქონე პირები ხშირად ვერ ამჩნევენ პრობლემის რაიმე ნიშანს. ბევრი თავს საკმაოდ ნორმალურად გრძნობს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი, მაშინაც კი თუ პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის ტაბლეტების მისაღებ რაოდენობას. მკურნალობის პასუხის მიხედვით ექიმი გაზრდის ან შეამცირებს დოზას.

· ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში.

· ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა შეიცვალოს დოზა, ან შეწყდეს ტაბლეტების მიღება;

· მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს ერთსა და იმავე დროს, ჩვეულებრივ დილით;

· ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ისე საკვების გარეშე.

· ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს ჭიქა წყალთან ერთად;

ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი თავბრუსხვევა და/ან გულისწასვლა, უნდა მიიღოს ჰორიზონტალური მდგომარეობა და დაუკავშირდეს ექიმს დაუყვონებლივ. შემთხვევით დიდი რაოდენობით ტაბლეტების მიღებისას საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ჰოსპიტალში მიმართვა. ასევე შესაძლებელია ტოქსიკოლოგიის საინფორმაციო სამსხურში მიმართვა (ტელ.: +34 91 562 04 20), მედიკამენტისა და მიღებული რაოდენობის მითითებით.

ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

დოზის მიღების დავიწყებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვებულ უნდა იქნას დავიწყებული დოზა.

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტა

ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მაღალი არტერიული წნევის გაუარესება. ექიმის მითითითების გარეშე არ უნდა შეწყდეს მედიკამენტით მკურნალობა.

მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს მძიმე ხასიათის და საჭიროებდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას:

· საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები, როგორიცაა:

• სახის, ენის ან ხახის შეშუპება;

• ყლაპვის გაძნელება

• ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება.

· კანის მძიმე დაავადება, რომელიც იწვევს გამონაყარს, კანის სიწითლეს, ბუშტუკოვან გამონაყარს ტუჩებზე, თვალებში ან პირში, კანის აქერცვლას, ცხელებას (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი);

· მხედველობის დაქვეითება ან თვალის ტკივილი მაღალი არტერიული წნევის გამო (თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის აკუმულაციის შესაძლო ნიშნები (ქოროიდული ეფუზია) ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა);

· ცხელება, ყელის ტკივილი, უფრო ხშირი ინფექციები (აგრანულოციტოზი).

ეს გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია, ან მათი სიხშირე არ არის ცნობილი.

თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი, უნდა შეწყდეს ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა (იხ. პარაგრაფი 2 “გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები”).

**სხვა გვერდითი მოვლენებია: **

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

· ხველა

· დაბალი არტერიული წნევა

· თავბრუსხვევა

· დეჰიდრატაცია (წყურვილის, პირის და ენის სიმშრალის, არახშირი შარდვის, მუქი ფერის შარდის, კანის სიმშრალის სიმპტომებით)

· კუნთების ტკივილი

· დაღლილობა

· ჩხვლეტა ან დაბუჟება

· მხედველობის დაბინდვა

· ყურებში ხმაური (მაგ.: სისინი, წუილი).

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

· თავბრუსხვევა

· დიარეა

· სახსრების ტკივილი

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

· სუნთქვის გაძნელება;

· დიურეზის მკვეთრად შემცირება;

· ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში (შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, ცნობიერების დაბინდვა, კუნთების უნებლიე მოძრაობა და/ან მძიმე შემთხვევებში კრუნჩხვები);

· კალიუმის დაბალი დონე სისხლში (ხანდახან კუნთების სისუსტით, კუნთების სპაზმით, გულის რითმის დარღვევით);

· ლეიკოციტების დაბალი დონე სისხლში (ცხელების, კანის ინფექციების, ყელის ტკივილის ან ინფექციის გამო პირის წყლულების, სისუსტის სიმპტომებით);

· ბილირუბინის დონის გაზრდა სისხლში (რომელმაც მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს კანის და თვალების გაყვითლება;

· სისხლში შარდოვანას აზოტის და კრეატინინის კლირენსის მომატება (რომელიც შეიძლება მიუთითებდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევაზე);

· სისხლში შარდმჟავას დონის გაზრდა (რომელმაც მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს პოდაგრა);

· სინკოპე (გულისწასვლა).

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები აღწერილ იქნა პროდუქტების გამოყენების დროს, რომლებიც ცალ-ცალკე შეიცავენ ვალსარტანს ან ჰიდროქლორთიაზიდს:

ვალსარტანი

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

· ტრიალის შეგრძნება

· მუცლის ტკივილი.

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):

· კანზე ბუშტუკების განვითარება (ბულოზური დერმატიტის ნიშნები);

· კანზე გამონაყარი ქავილით ან მის გარეშე და შემდეგ ნიშნებთან ან სიმპტომებთან ერთად: ცხელება, სახსრების ტკივილი, ლიმფური კვანძების გადიდება და/ან გრიპის მსგავსი სიმპტომები;

· გამონაყარი, მოისამნისფრო-მოწითალი ლაქები, ცხელება, ქავილი (სისხლძარღვების ანთების სიმპტომები);

· თრომბოციტების დაბალი დონე სისხლში (ზოგჯერ უჩვეულო სისხლდენით ან სისხლჩაქცევით);

· კალიუმის მაღალი დონე სისხლში (ზოგჯერ კუნთების სპაზმებით, გულის რითმის დარღვევით);

· ალერგიული რეაქციები (სიმპტომებით, როგორიცაა: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, თავბრუსხვევა);

· შეშუპება, ძირითადად სახის და ხორხის, გამონაყარი, ქავილი;

· ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების მომატება;

· ჰემოგლობინის დონის დაქვეითება, ერითროციტების პროცენტული შემცველობის დაქვეითება სისხლში (რომლებმაც მძიმე შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს ანემია);

· თირკმლის დაზიანება;

· ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში (შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, ცნობიერების დაბინდვა, კუნთების უნებლიე მოძრაობა და/ან კონვულსიები მძიმე შემთხვევებში).

ჰიდროქლორთიაზიდი

ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

· სისხლში კალიუმის დაბალი დონე

· სისხლში ლიპიდების დონის გაზრდა.

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

· სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე;

· სისხლში მაგნიუმის დაბალი დონე;

· სისხლში შარდმჟავას მაღალი დონე;

· ქავილი გამონაყარით და სხვა ტიპის გამონაყარი;

· მადის დაქვეითება;

· სუსტი გულისრევა და ღებინება;

· გულისწასვლის შეგრძნება, გულისწასვლა ადგომისას;

· ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების უუნარობა.

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

· კანის შეშუპება და ბუშტუკების განვითარება (მზეზე მომატებული მგრძნობელობის გამო);

· კალციუმის მაღალი დონე სისხლში;

· შაქრის მაღალი დონე სისხლში;

· შაქარი შარდში;

· დიაბეტური მეტაბოლური მდგომარეობის გაუარესება;

· ყაბზობა, დიარეა, კუჭის ან ნაწლავების დისკომფორტი, ღვიძლის დარღვევები (შეიძლება აღინიშნოს კანისა და თვალების გაყვითლებასთან ერთად);

· არარეგულარული გულისცემა;

· თავის ტკივილი;

· ძილის დარღვევები;

· ნაღვლიანი განწყობა (დეპრესია);

· თრომბოციტების დაბალი დონე სისხლში (ზოგჯერ კანქვეშ სისხლდენით ან სისხლჩაქცევებით);

· თავბრუსხვევა;

· ჩხვლეტა, დაბუჟება;

· მხედველობის ცვლილებები.

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

· სისხლძარღვების ანთება გამონაყარით, ისამნისფერი-წითელი ლაქებით, ცხელებით (ვასკულიტი);

· გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, თავბრუსხვევა (ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები);

· სახეზე გამონაყარი, სახსრების ტკივილი, კუნთების პათოლოგია, ცხელება (წითელი მგლურა);

· მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი (პანკრეატიტი);

· სუნთქვის გაძნელება ცხელებით, ხველით, ხმაურიანი სუნთქვით, ქოშინით (რესპირატორული დისტრესს სინდრომი, პნევმონიტისა და ფილტვის შეშუპების ჩათვლით);

· ფერმკრთალი კანი, დაღლილობა, ქოშინი, მუქი შარდი (ჰემოლიზური ანემია);

· ცხელება, ანგინა, პირის წყლულები ინფექციების გამო (ლეიკოპენია);

· ცნობიერების დაბინდვა, დაღლილობა, კუნთების უნებლიე მოძრაობა და სპაზმი, სწრაფი სუნთქვა (ჰიპოქლორემიული ალკალოზი).

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე):

· სისუსტე, სისხლჩაქცევა და ხშირი ინფექციები (აპლაზიური ანემია);

· დიურეზის მკვეთრად შემცირება (თირკმლის ფუნქციის დარღვევის ან თირკმლის უკმარისობის შესაძლო ნიშნები);

· გამონაყარი, კანის სიწითლე, ტუჩებზე, თვალებზე ან პირში ბუშტუკები, კანის აქერცვლა, ცხელება (მულტიფორმული ერითემის შესაძლო ნიშნები);

· კუნთების სპაზმები;

· ცხელება (პირექსია);

· სისუსტე (ასთენია);

· კანისა და ტუჩის კიბო (კანის არამელანომური კიბო).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

5. ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონის შენახვის წესი

· ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

· დაუშვებელია პრეპარატის მიღება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

· ინახება არაუმეტეს 30ºჩ-ის ზემოთ. ინახება ორიგინალური შეფუთვით ნესტისგან დასაცავად.

· მედიკამენტი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ შეფუთვა დაზიანებულია ან აღინიშნება გაფუჭების ნიშნები.

· დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი შეფუთვის ან პრეპარატის გადაგდება უნდა მოხდეს აფთიაქებში განთავსებულ SIGRE სიმბოლოთი აღნიშნულ ადგილებში. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის და კონტეინერის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი

- აქტიური ნივთიერებებია ვალსარტანი და ჰიდროქლორთიაზიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 160 მგ ვალსარტანს და 12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდს.

- სხვა დამხმარე ნივთიერებებია:

ტაბლეტის შიგთავსი: მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, სორბიტოლი, მაგნიუმის სტეარატი, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, ნატრიუმის სტეარილფუმარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, კროსპოვიდონი.

ტაბლეტის გარსი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 4000, ტიტანიუმის დიოქსიდი (E-171), რკინის ყავისფერი ოქსიდი (E-172) და რკინის წითელი ოქსიდი (E-172).

ვალსარტანი/ჰიდროქორთიაზიდი ნორმონის ფორმა და შეფუთვა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ვალსარტანი/ჰიდროქლორთიაზიდი ნორმონი 160 მგ/12.5 მგ: მოწითალო, ცილინდრული, ორმხრივამობურცული და გარსით დაფარული ტაბლეტები.

ტაბლეტები წარმოდგენილია შეფუთვით, რომელიც შეიცავს 28 ტაბლეტს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით