ტეტრაციკლინი - TETRACYCLINE
ტეტრაციკლინი - TETRACYCLINE

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანტიბიოტიკები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ტეტრაციკლინი თვალის მალამო 1%

Tetracycline

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელებ ა: ტეტრაციკლინი (Tetracycline)

ზოგადი დახასიათება

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები

მოყვითალო წაბლისფერი მალამო

შემადგენლობა

ტეტრაციკლინის 1% თვალის მალამოს ყოველი 100 გრამი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას : ტეტრაციკლინს - 1 გ-ს;

დამხმარე ნივთიერებებს : ლანოლინს უწყლოს - 40 გ-ს, თვალის სამედიცინო ვაზელინს - 100 გრამამდე

ფარმაკოლოგიური ჯგუფი და ათქ კოდი

ანტიბიოტიკები. ტეტრაციკლინი. S01AA09

ფარმაკოლოგიური თვისებები

ბაქტერიოსტატური ანტიბიოტიკი ტეტრაციკლინების ჯგუფიდან. არღვევს კომპლექსის წარმოქმნას სატრანსპორტო რნმ-სა და რიბოსომის შორის, რაც იწვევს ცილების სინთეზის დათრგუნვას. აქტიურია გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ: Staphylococcus spp. (მათ შორის Staphylococcus aureus, პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Streptococcus spp. (მათ შორის Streptococcus pneumoniae), Listeia spp., Bacillus anthracis, Clostridium spp., Actinomyces israelii; გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ: Haemophilus influenzae, Haemophilus ducreyi, Bordetella pertussis, უმეტესი ენტერობაქტერიების მიმართ (EEscherichia coli, Enterobacter spp., Enterobacter aerogenes, Klebsiella spp., Salmonella spp., Shigella spp., Yersinia pestis, Bartonella bacilliformis, Vibrio cholerae, Vibrio fetus, Rickettsia spp., Borrelia burgdorferi, Brucella spp.-ს ჩათვლით (სტრეპტომიცინთან კომბინაციაში); პენიცილინების დანიშვნისადმი უკუჩვენებებისას - Clostridium spp., Neisseria gonorrhoeae, Actinomyces spp.; აგრეთვე აქტიურია ვენეროლოგიური და საზარდულის ლიმფოგრანულემის გამომწვევების მიმართ, Treponema spp. ტეტრაციკლინისადმი მდგრადია მიკროორგანიზმები: Pseudomonas aeruginosa, Proteus spp., Serratia spp., სოკოების და Bacteroides spp. შტამების უმრავლესობა, ვირუსები, A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები (44% Streptococcus pyogenes შტამების და 74% Streptococcus faecalis შტამების ჩათვლით).

ფარმაკოკინეტიკა

სისტემური აბსორბცია დაბალია ადგილობრივი გამოყენებისას.

გამოყენების ჩვენება

თვალის ბაქტერიული და ქლამიდიური ინფექციების მკურნალობა: ბლეფარიტი, ბლეფაროკონიუქტივიტი, კერატიტი, კერატოკონიუქტივიტი, მეიბომიტი (ჯიბლიბო), ტრაქომა.

გამოყენების წესი და დოზირება

ტეტრაციკლინი თვალის მალამო 1% უნდა იქნას გამოყენებული ადგილობრივად, მალამო უნდა დაიდოს ქვედა ქუთუთოზე 3-5 ჯერ 24 საათის განმავლობაში. ამ ანტიბიოტიკით მკურნალობის ხანგრძლივობა პირდაპირ დამოკიდებულია დაავადების ტიპზე. მაგალითად, ტრაქომას დროს ტეტრაციკლინით თვალის მალამო 1% მკურნალობის კურსი შეადგენს ერთ-ორ თვეს, ხანდახან უფრო მეტ ხანს.

გვერდითი რეაქციები

კანის ალერგიული რეაქციები : იშვიათად

ფოტოსენსიბილიზაცია: ტეტრაციკლინმა თვალის მალამო 1% და ამ რიგის სხვა პრეპარატებმა შესაძლებელია გაზარდონ კანის მგრძნობელობა მზის სხივების მოქმედების მიმართ.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მადის დაქვეითება, ღებინება, გულისრება, დიარეა. სავსებით შესაძლებლია პირის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ისეთი ცვლილებები როგორიცაა ანთებითი პროცესი ენის არეში, სტომატიტი, გასტრიტი, პროქტიტი.

უკუჩვენებები

- მომატებული მგრძნობელობა ტეტრაციკლინის და მისი მონათესავე ანტიბიოტიკების მიმართ (დოქსიციკლინი, მეტაციკლინი, მონოციკლინი, ოქსდიტეტრაციკლინი).

- სოკოვანი დაავადებები

- წითელი მგლურა

- ღრმა ან ნაჩხვლეტი ჭრილობა, მძიმე დამწვრობა.

- ხანგრძლივი გამოყენება თირკმელების ან ღვიძლის დაავადებების დროს

- ლეიკოპენია

- 8 წლამდე საბავშვო ასაკი.

ჭარბი დოზირება

მონაცემები პრეპარატით ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.

განსაკუთრებული მითითებები

მალამოს გამოყენების შემდეგ შესაძლებელია არამკაფიო მხედველობითი აღქმა, ამიტომ არ არის რეკომენდირებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან საქმიანობის ისეთი სახეობებით დაკავება, რომლებიც მოითხოვენ მკაფიო მხედველობას, მის აღდგენამდე. თუ რამოდენიმე დღის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობედება, საჭიროა ექიმთან კონსულტაციის ჩატარება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

შესაძლებელია გამოყენება ორსულების და მეძუძური დედების მიერ მკურნალი ექიმის დანიშნულებით, იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი ეფექტი აღემატება შესაძლო გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.

სამკურნალო ურთიერთქმედება

სამკურნალწამლო ურთიერთქმედება არ არის აღწერილი.

გამოშვენის ფორმა და შეფუთვა

3 გ ალუმინის ტუბში ხუფით სამედიცინო მალამოებისათვის. ტუბს მალამოთი და პრეპარატის გამოყენების ჩანართ-ფურცელთან ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, გრილ და მშრალ ადგილას არაუმეტეს 15ºC ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა

3 წელი. ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი

შპს “არპიმედი”

სასომხეთის რესპუბლიკა, კოტაიკი მარზი, ქ. აბოვიანი, მე-2 მიკრორაიონი, სახლი 19

ტელ.: 374 (222) 21703, 21740

ფაქსი: 374 (222) 21924

საერთაშორისო დასახელება - Tetracyclinum
შემადგენლობა
ტეტრაციკლინის 1% თვალის მალამოს ყოველი 100 გრამი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: ტეტრაციკლინს - 1 გ-ს;
დამხმარე ნივთიერებებს: ლანოლინს უწყლოს - 40 გ-ს, თვალის სამედიცინო ვაზელინს - 100 გრამამდე
ფარმაკოლოგიური ჯგუფი და ათქ კოდი
ანტიბიოტიკები. ტეტრაციკლინი. S01AA09

გამოყენების ჩვენება
თვალის ბაქტერიული და ქლამიდიური ინფექციების მკურნალობა: ბლეფარიტი, ბლეფაროკონიუქტივიტი, კერატიტი, კერატოკონიუქტივიტი, მეიბომიტი (ჯიბლიბო), ტრაქომა.

გამოყენების წესი და დოზირება
ტეტრაციკლინი თვალის მალამო 1% უნდა იქნას გამოყენებული ადგილობრივად, მალამო უნდა დაიდოს ქვედა ქუთუთოზე 3-5 ჯერ 24 საათის განმავლობაში. ამ ანტიბიოტიკით მკურნალობის ხანგრძლივობა პირდაპირ დამოკიდებულია დაავადების ტიპზე. მაგალითად, ტრაქომას დროს ტეტრაციკლინით თვალის მალამო 1% მკურნალობის კურსი შეადგენს ერთ-ორ თვეს, ხანდახან უფრო მეტ ხანს.

უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ტეტრაციკლინის და მისი მონათესავე ანტიბიოტიკების მიმართ (დოქსიციკლინი, მეტაციკლინი, მონოციკლინი, ოქსდიტეტრაციკლინი).
- სოკოვანი დაავადებები
- წითელი მგლურა
- ღრმა ან ნაჩხვლეტი ჭრილობა, მძიმე დამწვრობა.
- ხანგრძლივი გამოყენება თირკმელების ან ღვიძლის დაავადებების დროს
- ლეიკოპენია
- 8 წლამდე საბავშვო ასაკი.

ჭარბი დოზირება
მონაცემები პრეპარატით ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.
განსაკუთრებული მითითებები
მალამოს გამოყენების შემდეგ შესაძლებელია არამკაფიო მხედველობითი აღქმა, ამიტომ არ არის რეკომენდირებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან საქმიანობის ისეთი სახეობებით დაკავება, რომლებიც მოითხოვენ მკაფიო მხედველობას, მის აღდგენამდე. თუ რამოდენიმე დღის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობედება, საჭიროა ექიმთან კონსულტაციის ჩატარება.

საერთაშორისო დასახელება - Tetracyclinum
შემადგენლობა
ტეტრაციკლინის 1% თვალის მალამოს ყოველი 100 გრამი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: ტეტრაციკლინს - 1 გ-ს;
დამხმარე ნივთიერებებს: ლანოლინს უწყლოს - 40 გ-ს, თვალის სამედიცინო ვაზელინს - 100 გრამამდე
ფარმაკოლოგიური ჯგუფი და ათქ კოდი
ანტიბიოტიკები. ტეტრაციკლინი. S01AA09

გამოყენების ჩვენება
თვალის ბაქტერიული და ქლამიდიური ინფექციების მკურნალობა: ბლეფარიტი, ბლეფაროკონიუქტივიტი, კერატიტი, კერატოკონიუქტივიტი, მეიბომიტი (ჯიბლიბო), ტრაქომა.

გამოყენების წესი და დოზირება
ტეტრაციკლინი თვალის მალამო 1% უნდა იქნას გამოყენებული ადგილობრივად, მალამო უნდა დაიდოს ქვედა ქუთუთოზე 3-5 ჯერ 24 საათის განმავლობაში. ამ ანტიბიოტიკით მკურნალობის ხანგრძლივობა პირდაპირ დამოკიდებულია დაავადების ტიპზე. მაგალითად, ტრაქომას დროს ტეტრაციკლინით თვალის მალამო 1% მკურნალობის კურსი შეადგენს ერთ-ორ თვეს, ხანდახან უფრო მეტ ხანს.

უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ტეტრაციკლინის და მისი მონათესავე ანტიბიოტიკების მიმართ (დოქსიციკლინი, მეტაციკლინი, მონოციკლინი, ოქსდიტეტრაციკლინი).
- სოკოვანი დაავადებები
- წითელი მგლურა
- ღრმა ან ნაჩხვლეტი ჭრილობა, მძიმე დამწვრობა.
- ხანგრძლივი გამოყენება თირკმელების ან ღვიძლის დაავადებების დროს
- ლეიკოპენია
- 8 წლამდე საბავშვო ასაკი.

ჭარბი დოზირება
მონაცემები პრეპარატით ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.
განსაკუთრებული მითითებები
მალამოს გამოყენების შემდეგ შესაძლებელია არამკაფიო მხედველობითი აღქმა, ამიტომ არ არის რეკომენდირებული სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან საქმიანობის ისეთი სახეობებით დაკავება, რომლებიც მოითხოვენ მკაფიო მხედველობას, მის აღდგენამდე. თუ რამოდენიმე დღის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობედება, საჭიროა ექიმთან კონსულტაციის ჩატარება.

ტეტრაციკლინი

TETRACYCLIN

პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ტეტრაციკლინი;

მოქმედი ნივთიერება (МНН): Tetracycline hydrochloride;

სამკურნალწამლო ფორმა: თვალის მალამო;

შემადგენლობა:

ტეტრაციკლინის 1% თვალის მალამოს ყოველი 5 გრამი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: ტეტრაციკლინს ტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდზე გადაანგარიშებით - 50 მგ;

დამხმარე ნივთიერებებს: ვაზელინს, მყარ პარაფინს, ლანოლინს;

აღწერა: ერთგვაროვანი და გლუვი მალამო, ერთგვაროვანი ყვითელი ფერის;

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გრძნობათა ორგანოებზე მოქმედი საშუალებები. ოფთალმოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები. ანტიმიკრობული საშუალებები. ანტიბიოტიკები;

ფარმაკოლოგიური თვისებები

ტეტრაციკლინებს ძირითადად ბაქტერიოსტატიკური მოქმედება და ანტიმიკრობული აქტივობის ფართო სპექტრი გააჩნიათ. ტრანსპორტირების პროცესში ტეტრაციკლინები მგრძნობიარე ბაქტერიულ უჯრედებში ხვდებიან. როგორც კი უჯრედის შიგნით აღმოჩნდებიან, ისინი უერთდებიან რიბოსომის 30s-სუბერთეულს ბაქტერიულ უჯრედებში. მაშასადამე, ისინი აფერხებენ ამინოაცილის გადატანის რნმ-ს შეკავშირებას და ცილების სინთეზის და უჯრედების ზრდის ინჰიბირებას ახდენენ. ტეტრაციკლინი აქტიურია, როგორც გრამდადებითი, ისე გრამუარყოფითი ბაქტერიების, აერობული და ანაერობული ბაქტერიების მიმართ.

იგი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების — Staphylococcus aureus, Streptococcus pyogenes, Streptococcus pneumoniae, Neisseria gonorrhoeae, Haemophilus influenzae, Haemophilus ducreyi, Klebsiella pneumoniae, Francisella tularensis, Escherichia coli, Bacillus anthracis, ასევე Chlamydia trachomatis მიმართ.

არააქტიურია Haemophilus influenzae, Klebsiella spp., Aerobacter spp., Pseudomonas aeruginosa, Serratia marcescens-ს ზოგიერთი შტამის წინააღმდეგ.

სამკურნალწამლო მდგრადობის მექანიზმი

ტეტრაციკლინის მიმართ პროპიონიბაქტერიების რეზისტენტობის მექანიზმი ხშირად დაკავშირებულია მაკოდირებელი გენის 16s rრნმ ერთადერთ მუტაციასთან. აღმოჩნდა, რომ ტეტრაციკლინისადმი მდგრადი კლინიკური იზოლატები გუანინის ნაცვლად შეიცავენ იგივე წარმოშობის ციტოზინს, ისევე, როგორც Escherichia coli ბაცილა ფუძით 1058. არ არსებობს იმის არანაირი მტკიცებულება, რომ შეიძლება მოხდეს მუტანტური რიბოსომების გადაცემა პროპიონიბაქტერიების შტამებს ან სახეობებს და კანის ზოგიერთ სხვა ბაქტერიას შორის.

რეზისტენტობა ტეტრაციკლინის მიმართ დაკავშირებულია როგორც სტაფილოკოკების, ისე კორინეფორმების უჯრედული მდგრადობის დეტერმინანტებთან. შეიძლება ამ განმსაზღვრელი ფაქტორის პოტენციურად გადაცემა ხდებოდეს ბაქტერიების სხვა სახეობებსა და სხვადასხვა ჯიშებს შორისაც კი.

სამივე ამ სახეობას გათავისუფლება ჯვარედინი რეზისტენტობისგან მაკროლიდ- ლინკოზამიდ - სტრეპტოგრამინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ, არ შეიძლება.

Propionibacterium შტამებს, რომლებიც მდგრადია ჰიდროფილური ტეტრაციკლინის მიმართ, გააჩნიათ ჯვარედინი რეზისტენტულობა დოქსიციკლინის მიმართ და შეიძლება გამოავლინონ ან არ გამოხატონ ჰიპერმგრძნობელობის შემცირება მინოციკლინის მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა

ტეტრაციკლინი შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში. მცირე რაოდენობით ჩნდება ნერწყვში, ასევე თვალისა და ფილტვების სითხეებში. ტეტრაციკლინი აღწევს მეძუძური დედის რძეში, სადაც მისმა კონცენტრაციამ შეიძლება მიაღწიოს პლაზმაში კონცენტრაციის 60% ან მეტს. იგი დიფუნდირებს პლაცენტის საშუალებით და ვლინდება ნაყოფის სისხლის მიმოქცევაში დედის სისხლში არსებული კონცენტრაციის დაახლოებით 25-75% კონცენტრაციით. ტეტრაციკლინი ნარჩუნდება ახალი ძვლის ჩამოყალიბების და ახლახან მომხდარი კალციფიკაციის, ასევე კბილების განვითარების ადგილებში.

ტეტრაციკლინის გამოყოფა უცვლელი სახით ხდება შარდთან ერთად. ტეტრაციკლინი ასევე გროვდება ღვიძლში და გამოიყოფა ნაღველთან ერთად ნაწლავებში, სადაც იგი ნაწილობრივ რეაბსორბირდება ენტეროჰეპატური რეცირკულაციის მეშვეობით. ბაქტერიოსტატიკური კონცენტრაცია ნარჩუნდება თვალის მალამოს სახით დატანიდან 6 საათამდე დროის განმავლობაში.

ადგილობრივად გამოყენებისას ტეტრაციკლინის თერაპიული კონცენტრაცია მიიღწევა თვალის ქსოვილებში, სისტემური შეწოვა დაბალია. რქოვანას ეპითელიუმის დაზიანებისას, ტეტრაციკლინის ეფექტური კონცენტრაცია წინა კამერის ტენში მიიღწევა აპლიკაციიდან 30 წუთის შემდეგ.

გამოყენების ჩვენებები

ქლამიდიოზით გამოწვეული თვალის ინფექციები: ტრაქომა;

პრეპარატი გამოიყენება ტეტრაციკლინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით (მათ შორის ქლამიდიის) გამოწვეული თვალის სხვა ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა: კონიუნქტივიტი, კერატიტი, ბლეფარიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი, კერატოკონიუნქტივიტი, მეიბომიტი (ჰორდეოლუმი), ტრაქომა.

მიღების წესი და დოზები

ადგილობრივად.

მალამოს ზოლს 0,5-დან 1 სმ-მდე დებენ ქუთუთოს უკან:

ბლეფარიტის, ბლეფაროკონიუნქტივიტის დროს: 3-4-ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში;
კერატიტის, კერატოკონიუნქტივიტის დროს: 2-3-ჯერ დღეში 5-7 დღის განმავლობაში. თუ 3-5 დღის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, უნდა მიმართოთ ექიმს;
მეიბომიტის (ჰორდეოლუმის) დროს: ღამით, ანთების სიმპტომების გაქრობამდე;
ტრაქომის დროს: ყოველ 2-4 საათში ან უფრო ხშირად 1-2 კვირის განმავლობაში. ანთებითი პროცესი ჩაცხრობისას, პრეპარატი გამოიყენება 2-3-ჯერ დღეში. ტრაქომის მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 1-2 თვე.
გვერდითი მოქმედებები

არსებობს შეტყობინებები ქვემოთ ჩამოთვლილი ზომიერი ხარისხის გვერდითი რეაქციების შესახებ, რომლებიც მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ სწრაფად გადის.

მხედველობის ორგანოების მხრივ: მხედველობის დაბინდვა, წვის, მწვავე ტკივილის, ქავილის შეგრძნება თვალების ან ქუთუთოების არეში, ქუთუთოების შეშუპება, გაძლიერებული ცრემლდენა და ტკივილი თვალებში;

იმუნური სისტემის მხრივ: ადგილობრივი ალერგიული რეაქციები ‒ დერმატიტი, გამონაყარი, ქავილი, ფოტოდერმატიტი (ჰიპერმგრძნობელობა მზის სხივებისა და ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ) გენერალიზებული ალერგიული რეაქციები, მათ შორის გამონაყარი, კვინკეს შეშუპება, ქავილი და სახის, ენის, ყელის შეშუპება, თავბრუსხვევა, ქოშინი. ასეთ შემთხვევებში მალამოს გამოყენება უნდა შეწყდეს;

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, შესაძლო ანთებითი პროცესები ენის არეში, სტომატიტი, გასტრიტი, პროქტიტი.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ,
ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა,
ორსულობა,
ძუძუთი კვება,
ბავშვის ასაკი (8 წლამდე).
სამკურნალწამლო ურთიერთქმედება

პრეპარატის თვალის მალამოს სახით გამოყენების გამო, ურთიერთქმედება სამკურნალწამლო საშუალებებსა და წამლებს შორის ნაკლებად სავარაუდოა. სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას დაცული უნდა იქნეს 30-60 წუთიანი ინტერვალები.

განსაკუთრებული მითითებები

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ოდესმე გქონიათ უჩვეულო ან ალერგიული რეაქცია ამ ჯგუფის სამკურნალწამლო საშუალებებზე ან ნებისმიერ სხვა წამლებზე. ასევე აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ ალერგიის რომელიმე სხვა ტიპი, მაგალითად, ალერგია საკვებ საღებავებზე, კონსერვანტებზე ან ცხოველებზე. ტეტრაციკლინის გამოყენების ზოგიერთ შემთხვევაში აღმოჩენილი იქნა ფოტო მგრძნობელობის რეაქცია, რომელიც გამოვლინდა მზისგან დამწვრობის სახით მზის სხივების ზემოქმედების დროს. პაციენტები, რომლებიც იღებენ ტეტრაციკლინს, თუ მათ მზის პირდაპირი სხივების ან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება მოელით, გაფრთხილებულნი უნდა იქნენ ამ რისკის შესახებ და უნდა შეწყვიტონ სამკურნალო საშუალების მიღება ერითემის პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე.

ტეტრაციკლინის 1% თვალის მალამოს გამოყენებამდე აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თქვენი ავადმყოფობის ისტორიის შესახებ, განსაკუთრებით სხვა პრობლემების შესახებ თვალებთან დაკავშირებით (მაგალითად, წარსულში გადატანილი თვალის ინფექციების) ან კონტაქტური ლინზების გამოყენების შესახებ.

გამოყენების დროს არ შეეხოთ თვალებს ტუბის წვერით.

გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დახურეთ, რათა თავიდან აიცილოთ ტუბის წვერის დაბინძურება.

არ არის საჭირო იმ მომენტების შევსება, როდესაც დაგავიწყდებათ და გამოტოვებთ გამოყენებას, წამლის ორმაგი დოზის დატანით, მისი შემდეგ ჯერზე გამოყენებისას. პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე და რეკომენდებული დოზირების შესაბამისად.

გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში წინააღმდეგნაჩვენებია.

რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის მოხდენის უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვისას.

პაციენტებისთვის, რომლებიც აპლიკაციის შემდეგ დროებით კარგავენ მხედველობის მკაფიოობას, არ არის რეკომენდებული მანქანის მართვა ან მუშაობა რთულ ტექნიკასთან, დაზგებთან ან სხვა რთულ მოწყობილობასთან, რომელიც მოითხოვს მხედველობის მკაფიოობას სამკურნალო საშუალების გამოყენების შემდეგ.

ჭარბი დოზირება

ვინაიდან პრეპარატი გამოიყენება თვალის მალამოს სახით, ჭარბი დოზირება იშვიათად ხდება.

თვალების შეშუპების ან გაღიზიანების გაჩენისთანავე პრეპარატის გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

მძიმე ჰიპერმგრძნობელობის ან ალერგიული რეაქციების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს შემანარჩუნებელი მკურნალობა (შენარჩუნდეს ვენტილაცია, გამოყენებული იქნეს ანტიჰისტამინური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები ...)

გამოშვების ფორმა

ერთ (№1) ალუმინის ტუბს (დახრახნილი სახურავით) 5 გ თვალის მალამოთი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში. მშრალ ადგილას და არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

4 წელი.

გამოიყენეთ ტუბის ახსნიდან 30 დღის განმავლობაში.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.