ნორმოსტოპი კოფეინი 50მგ/50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები - normostop cafena 50mg/50mg comprimidos recubiertos con pelcula
ნორმოსტოპი კოფეინი 50მგ/50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები - normostop cafena 50mg/50mg comprimidos recubiertos con pelcula

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰისტამუნური საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის, ამინომაალკილირებელი ეთერები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ნორმოსტოპი კოფეინი 50მგ-50მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები
დიმენჰიდრინატი-კოფეინი

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა დიმენჰიდრინატი და კოფეინი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50მგ დიმენჰიდრინატს და 50მგ კოფეინს. სხვა დამხმარე ნივთიერებებია: მიკროკრისტალური ცელულოზა (E-460), კროსპოვიდონი, პოვიდონი, კოლოიდური სილიციუმის უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E-171), მაკროგოლი 6000 და ტალკი (E-553b).

ჩვენება: აქტიური ნივთიერებაა დიმენჰიდრინატი, რომელსაც გააჩნია ტრანსპორტით გამოწვეული თავბრუსხვევის საწინააღმდეგო მოქმედება. კოფეინს გააჩნია მასტიმულირებელი მოქმდება ნერვულ სისტემაზე, რომელიც ხელს უშლის დიმენჰიდრინატით გამოწვეულ ძილიანობის ეფექტს. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ 7 დღის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება.

უკუჩვენება: თუ პაციენტი ალერგიულია დიმენჰიდრინატის, დიფენჰიდრამინის, კოფეინის (ან მისი წარმოებულების, როგორიცაა ამინოფილინი, თეოფილინი და ა.შ.) ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; თუ პაციენტს აღენიშნება პორფირია (იშვიათი დაავადება, ძირითადად მემკვიდრეობითი ხასიათის, რომლის დროსაც დიდი რაოდენობით პორფირინი გამოიყოფა შარდში და განავლში); თუ პაციენტს ბრონქული ასთმის შეტევები აქვს; თუ პაციენტს აღენიშნება ფსიქიკური დარღვევები, რომლებიც იწვევენ ნერვულ აგზნებას ან გულყრას კრუნჩხვითი მოძრაობებით, ცნობიერების დაკარგვით ან მის გარეშე (ეპილეფსია); თუ პაციენტს აღენიშნება შფოთვითი მდგომარეობა ან უძილობა (დაძინების გაძნელება); თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან გულის მძიმე დაავადებები; თუ პაციენტს აღენიშნება კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული; თუ პაციენტს აღენიშნება ჰიპერტენზია.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები: ნორმოსტოპი კოფეინის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია: თუ პაციენტი ალერგიულია ალერგიის საწინააღმდეგო რომელიმე მედიკამენტის მიმართ, რადგან პაციენტი ასევე შეიძლება ალერგიული იყოს დიმენჰიდრინატის მიმართ; თუ პაციენტს აღენიშნება ასთმა ან მძიმე რესპირატორული დაავადება (ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ემფიზემა, ქრონიკული ბრონქიტი), რადგან შეიძლება გასქელდეს სეკრეტი და ამან გავლენა იქონიოს ნახველის ამოღებაზე; თუ პაციენტს აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის გაძლიერებული ფუნქცია (ჰიპერთიროიდიზმი), თვალშიდა წნევის მომატება (გლაუკომა), პროსტატის გადიდება (პროსტატის ჰიპერტროფია) ან ნებისმიერი დაავადება, რომელიც იწვევს საშარდე გზების ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქციას; თუ პაციენტი 65 წელზე მეტი ასაკისაა, შეიძლება განვითარდეს პირის სიმშრალე, შარდის შეკავება, გულისრევა, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა და არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტენზია); თუ პაციენტი ღებულობს ოტოტოქსიკურ მედიკამენტს, ტოქსიკურობის სიმპტომები, როგორიცაა: ყურებში ხმაური, თავბრუსხვევა ან ტრიალის შეგრძნება, შეიძლება შეინიღბოს ამ მედიკამენტით; დიაბეტის მქონე პაციენტებში კოფეინმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მომატება; თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ან თირკმელების დაავადება, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კუჭის ანთება (გასტრიტი), საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე; საჭიროა ექიმთან კონსულტაცია მედიკამენტის მიღებამდე, თუ პაციენტს აღენიშნება გულის დაავადება-დარღვევები (არითმია, მიოკარდიუმის იშემია და ა.შ.), განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვისას ან სიმაღლეზე ყოფნის დროს; თუ პაციენტი მგრძნობიარეა კოფეინის ან სხვა ქსანტინების მიმართ, როგორიცაა: თეოფილინი, ამინოფილინი და სხვ., საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე; თუ პაციენტი ეჭვობს, რომ აქვს აპენდიციტის სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება ან მუცლის სპაზმები, საჭიროა ექიმთან მიმართვა რათა გამოირიცხოს აპენდიციტი, დიმენჰიდრინატმა შეიძლება გაართულოს ამ დიაგნოზის დასმა; რეკომენდებულია ძალიან მაღალ ტემპერატურაზე ყოფნისგან თავის არიდება და სათანადო ჰიგიენურ-დიეტური ნორმების დაცვა, როგორიცაა ადექვატური ვენტილაცია და ჰიდრატაცია; ამ მედიკამენტის მიღებისას საჭიროა მზის სხივებისგან (ღრუბლიან ამინდშიც) და ულტრაიისფერი გამოსხივების ნათურების ზემოქმედებისგან თავის არიდება; თამბაქოსა და მედიკამენტში არსებული კოფეინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გააძლიეროს კოფეინის დაშლა.

ბავშვები: მედიკამენტი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა