ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები, სხვა კომბინაციები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
რამიპრილი, ამლოდოპინი, ჰიდროქლორთიაზიდი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცნით გამოყენების ინსტრუქციას, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია
- შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია, შესაძლოა დამატებით კვლავ დაგჭირდეთ ინფორმაციის გაცნობა .
- დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენთვის და არ გადასცეთ სხვებს, რადგან მიუხედავად მსგავსი სიმპტომებისა შესაძლოა ავნოს მათ მედიკამენტი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. ნუ გადასცემთ მას სხვებს. ამით შეიძლება ზიანი მოუტანოთ მათ, თუნდაც მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში.
- ნებისმიერი გვერდითი ეფექტის ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც მოცემულ ინსტრუქციაში არ არის აღწერილი (ნაწილი 4), მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:
1. რა არის პოლიტენზა და რისთვის გამოიყენება
2. რა უნდა იცოდეთ პოლიტენზას გამოყენებამდე
3. პოლიტენზას მიღების წესი
4. მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
5. პოლიტენზა შენახვის პირობები
6. შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფრმაცია
პოლიტენზა შეიცავს სამ აქტიური ნივთიერებას - რამიპრილი, ამლოდიპინი და ჰიდროქლორთიაზიდი.
რამიპრილი მიეკუთვნება აგფ ინჰიბიტორების (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები) ჯგუფს.
რამიპრილი მოქმედება:
• ამცირებს თქვენს ორგანიზმში იმ ნივთიერებების გამომუშავებას, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ სისხლის წნევის მომატება.
• ადუნებს და აფართოვებს თქვენს სისხლძარღვებს.
• აძლიერებს გულის მუშაობას, რათა სრულფასოვნად მომარაგოს თქვენი ორიგანიზმი სისხლით.
ამლოდიპინი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებსაც კალციუმის არხების ბლოკატორები ეწოდებათ.
ამლოდიპინის მოქმედება:
• ადუნებს და აფართოვებს თქვენს სისხლძარღვებს, რაც სისხლს აძლევს საშუალებას მარტივად იმოძრაოს სისხლძარღვებში.
ჰიდროქლორთიაზიდი მიეკუთვნება შარდმდენებს ან ე.წ. „თიაზიდური დიურეტიკების“ ჯგუფს.
ჰიდროქლორთიაზიდის მოქმედება:
• აძლიერებს შარდის დენას , რაც ამცირებს სისხლის წნევას.
პოლიტენზას დანიშვნა შეიძლება ზრდასრულ პაციენტებში სისხლის მაღალი წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ, რომლებიც ერთდროულად, იმავე დოზით, იღებდნენ აღნიშნულ პრეპარატებს ინდივიდუალურად, რაც არის კომბინირებულ პრეპარატში, და ახდენენ ადექვატურ მოქმედებას როგორც კომბინაციაში, ასევე ცალ-ცალკე.
არ მიიღოთ პოლიტენზა თუ:
• თუ გაქვთ ალერგია რამიპრილის, ამლოდიპინის ან ჰიდროქლორთაიზიდის, კალციუმის ანტაგონისტების, აგფ ინჰიბიორების ან სულფონამიდის წარმოებულების მიმართ, ასევე პრეპარატ პოლიტენზას ნებისმიერი სხვა დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციაშ (ნაწილი 6);
• თუ გაქვთ აორტული სარქვლის სერიოზული შევიწროვება, რომელიც ხელს უშლის მარცხენა პარკუჭიდან სისხლის გადინებას (მძიმე ხარისხის აორტის სტენოზი) ან კარდიოგენური შოკი, რომლის დროსაც გულს არ შეუძლია მოამარაგოს ორგანიზმი საკმარისი რაოდენობის სისხლით;
• თუ თქვენ როდესმე გქონიათ ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება), რომლის ნიშნებია ქავილი, ალერგიული გამონაყარი (ჭინჭრის ციება), წითელი ლაქები ხელებზე, ფეხებზე და კისერზე. ყელის და ენის შეშუპება, შეშუპებები თვალების და ტუჩების გარშემო, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება;
• თუ თქვენ იღებდით ან იღებთ პრეპარატ საკუბიტრილ/ვალსარტანს, რომელიც მოზრდილებში გამოიყენებს გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ რადგან იზრდება ანგიონერვოზული შეშუპების (კანქვეშა შეშუპება ყელის მიდამოში) რისკი.
• თუ თქვენ დანიშნული გაქვთ დიალიზი, ან სისხლის ფილტრაციის ნებისმიერი სხვა მეთოდი, პრეპარატ პოლიტენზას მიღება, გამოყენებული აპარატურიდან ან მემბრანების სახეობიდან გამომდინარე, შესაძლოა არ იყოს რეკომენდებული
• თუ თქვენ გაქვთ თირკმლის მწვავე პრობლემები
• თუ გაქვთ ღვიძლის უკმარისობა
• თუ სისხლში მარილების (კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი) რაოდენობრივი შემცველობა არ შეესაბამება ნორმის მაჩვენებელს
• თუ თქვენ გაქვთ თირკმლების დაავადება, როცაშემცირებულია სისხლით თირკმლების მომარაგება (თირკმლის არტერიის სტენოზი);
• თუ თქვენ გაქვთ არტერიული წნევის დაბალი ან არასტაბილური მაჩვენებელი ამ შემთხვევაში მკურნალობას გადაწყვეტს თქვენი მკურნალი ექიმი
• ორსულობის ბოლო 6 თვე (იხ. „ორსულობა და ძუძუთი კვება“)
• არტერიული წნევის ძალიან დაბალი ანარასტაბილური მაჩვენებელი .
• თუ თქვენ გაქვთ გულის უკმარისობა მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტის შემდეგ.
• თუ გაქვთ დიაბეტი ან თირკმლის დისფუნქცია და დანიშნული გაქვთ პრეპარატი რომელიც შეიცავს ალისკირენს, არტერიული წნევის შემცირების მიზნით.
არ მიიღოთ პრეპარატი პოლიტენზა, თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთიმდგომარეობა მაინც გეხებათ თქვენ . თუ არ ხართ ამაში დარწმუნებული, პრეპარატ პოლიტენზა მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატი პოლიტენზას მიღებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან, ან ფარმაცევტთან.
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს შემდეგ შემთხვევებში:
• თუ ხართ ხანდაზმული და აუცილებელია პრეპარატის დოზის გაზრდა;
• თუ გაქვთ გულის, ღვიძლის, ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა;
• თუ მკვეთრად მაღალია არტერიული წნევა (ჰიპერტონული კრიზი);
• თუ დარღვეული გაქვთ წყალ-მარილოვანი ცვლა (სითხის და მარილების დაკარგვა ღებინების, ფაღარათის, მომატებული ოფლიანობის, ან შარდმდენი პრეპარატების მიღების გამო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ასევე დაბალ-მარილიან დიეტაზე ყოფნისას, ან დიალიზის ჩატარებისას).;
• თუ ჩვილი გყავთ ძუძუთი კვებაზე
• თუ აპირებთ მკურნალობის კურსის ჩატარებას ალერგიული რეაქციის შესამცირებლად ფუტკრის ან კრაზანას ნაკბენზე (დესენსიბილიზაცია);
• თუ თქვენ დაგინიშნეს ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები. ეს შესაძლოა მოხდეს ქირურგიული ან სტომატოლოგიური ოპერაციის დაგეგმვისას. შესაძლოა მაშინ მოგიხდეთ წინასწარ, დანიშნულ პროცედურამდე ერთი დღით ადრე პრეპარატ პოლიტენზას მიღების შეწყვეტა და რჩევისთვის თქვენ მკურნალ ექიმთან მიმართვა;
• თუ გაქვთ სისხლში კალიუმის მომატებული დონე (ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზების საფუძველზე);
• თუ მკურნალობთ პრეპარატებით ან გაქვთ ისეთი დაავადება, რაც იწვევს სისხლში ნატრიუმის დონის შემცირებას. ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ სისხლის ლაბორატორიული ანალიზის რეგულარული ჩატარება, სისხლში ნატრიუმის დონის შემოწმების მიზნით, განსაკუთრებით, თუ ხართ ხანდაზმული.
• თუ დაგენიშნათ ნებისმიერი ჩამოთვლილი პრეპარატი, როგორიცაა:
- რაცეკადოტირლი, დიარეის სამკურნალო პრეპარატი;
- ტრანსპლანტაციის შემდგომი და სისმსივნის სამკურნალო იმუნოდეპრესანტები (მაგ. ტაკროლიმუსი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი)
- ვილდაგლიპტინი, დიაპეტის სამკურნალო პრეპარატი;
ვინაიდან მოცემული პრეპარატები ზრდიან ანგიონევროზული შეშუპების რისკს.
• თუ გაქვთ სისხლძარღვთა კოლაგენოზი, მაგ. სკლეროდერმია, ან სისტემური წითელი მგლურა.
• თუ გაქვთ დაქვეითებული მხედველობა და ტკივიილ თვალებში, ეს შეიძლება იყოს სითხის დაგროვების ნიშანი თვალის ვასკულარულ ფენაში (ქოროიდული ეფუზია) - განსაკუთრებით თუ არის ისეთი გლაუკომის განვითრების რისკი ან გაქვთ ალერგია პენიცილინის და სულფანილამიდების შემცველ პრეპარატებზე.
• თუ თქვენ გაქვთ ფოტომგრძნობელობის რექცია თქვენ უნდა შეწყვიტოთ პოლიზინის მიღება
• თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი, შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინის და ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის ცვლილება.
• თუ იღებთ ნებისმიერ ქვემოთ მითითებულ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ:
- ანგიოტენზინი II რეცეპტორების ბლოკატორები, ასევე ცნობილი როგორც სარტანები, მაგ. ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი, განსაკუთრებით თუ გაწუხებთ თირკმლის დაავადებები, რაც უკავშირდება დიაბეტეს.
- ალისკირენი
• თუ თვენ გაქვთ კანის კიბო ან მკურნალობის პერიოდში განგივითარდათ მოულოდნელი კანის დაზიანებები. ჰიდროქლორთიაზიდით მკურნალობა, განსაკუთრებულად ხანგრძლივი დროის და მაღალი დოზებით მკურნალობის დროს, შესაძლოა გახდეს ზოგიერთი ტიპის კანისა და ტუჩების სიმსივნის (არამელანომური კანის კიბო) განვითარების რისკი გაზრდის მიზეზი. მოერიდეთ მზის სხივებსა და ულტრაიისფერ გამოსხივებას პრეპარატი პოლიტენზას მიღების პერიოდში.
მკურნალი ექიმის მიერ რეკომენდებულიათირკმლის ფუნქციური მაჩვენებლების, არტერიული წნევისადა სისხლში ელექტროლიტების დონის რეგულარული მონიტირინგი ( მაგ.კალიუმი) სისხლში. ასევე გაეცანით ინფორმაციას რომელიც მოყვანილია ქვეთავში “არ გამოიყენოთ პრეპარატი პოლიტენზა შემდეგ სიტუაციებში”.
აუცილებლად აცნობეთ ექიმს თუ ვარაუდობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას . ორსულობის პირველ ტრიმესტრში არ არის რეკომენდებული პოლიტენზას მიღება და ორსულობის 3 თვის შემდეგ პრეპარატის მიღებამ შესაძლებელია სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს (იხ. “ორსულობა და ძუძუთი კვება“).
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში პრეპარატ პოლიტენზას დანიშვნა რეკომენდებული არ არის, რადგან პაციენტთა ამ ჯგუფში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
სხვა სამკურნალო საშუალებები და პოლიტენზა
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს, ნებისმიერი პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებთ, პერიოდულად იღებდით, ან გეგმავთ მიღებას. ეს შეეხება როგორც ურეცეპტოდ გასაცემ ისე მცენრეული წარმოშობის პრეპარატებს.
პოლიტენზამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე. გარდა ამისა, ზოგიერთმა სამკურნალო საშუალებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს თვით პრეპარატ პოლიტენზას მოქმედებაზე.
თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს პრეპარატის დოზა და/ან მიიღოს სხვა სიფრთხილის ზომები:
თუ ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორს ან ალისკირენს (იხ. ინფორმაცია რომელიც მოცემულია ქვეთავებში „არ მიიღოთ პოლიტენზა“ და „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“).
** შემდეგმა პრეპარატებმა შესაძლოა დააქვეითონ პოლიტენზას ეფექტურობა:**
- სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის და ანთების სიმპტომების შესამსუბუქებლად (მაგ. არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები (აასს), როგორიცაა იბუპროფენი, ან ინდომეტაცინი, ასევე ასპირინი);
- სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დაქვეითებული არტერიული წნევის მქონე პაციენტების სამკურნალოდ, ასევე შოკის, გულის უკმარისობის, ასთმის ან ალერგიის დროს, მაგალითად როგორიცაა ეფედრინი, ნორადრენალინი და ადრენალინი. თქვენმა მკურნალმა ექიმმა უნდა შეგიმოწმოთ არტერიული წნევა;
- რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ)
- კრაზანას ბალახი (Hypericum perforatum) (დეპრესიის მკურნალობა მცენარეებით);
ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებთან ერთად პოლიტენზას გამოყენებისას, შესაძლებელია გაიზარდოს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი:
• სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ტკივილის და ანთების სიმპტომების შესამსუბუქებლად [მაგ. არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები (აასს), როგორიცაა იბუპროფენი, ან ინდომეტაცინი, ასევე ასპირინი];
• სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ინიშნება ონკოლოგიური დაავადებებისას (ქიმიოთერაპიის კურსის გავლისას);
• სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ხელს უშლიან ტრანსპლანტაციის შემდეგ ორგანოების მოცილებას, როგორიცაა ციკლოსპორინი;
• სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც შეიძლება შამცირონ სისხლში კალიუმის დონე. ამ პრეპარატებს ასევე მიეკუთვნება ყაბზობის საწინააღმდეგო საშუალებები, გლუკოკორტიკოსტეროიდები, ტეტრაკოზაქტიდი, ამფოტერიცინი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ) და ადრენოკორტიკოტროფული ჰორმონი (ACTH) (პაციენტის თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის შესამოწმებლად).
• დიურეტიკები (შარდმდენი საშუალებები) მაგალითად როგორიც არის ფუროსემიდი;
• დესმოპრესინი;
• სტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები, როგორიცაა პრედნიზოლონი;
• კალიუმის პრეპარატები (მარილის შემცვლელების ჩათვლით), კალიუმის შემნახველი დიურეტიკები და სხვა პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ სისხლში კალიუმის დონის მომატება (მაგ. ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი ბექტერიების მიერ გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ) ციკლოსპორინი, იმუნოსუპრესანტები, რომლებიც გამოიყენება გადანარეგილი ორგანოების იმუნური მოცილების თავიდან ასაცილებლად); ასევე ჰეპარინი, პრეპარატი, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას
• საგულე და ანტიარითმიული სამკურნალო საშუალებები;
• კალციუმის შემცველი საკვები დანამატები;
• ალოპურინოლი (გამოიყენება სისხლში შარდმჟავას შემცველობის შესამცირებლად);
• პროკაინამიდი (პრეპარატი გულის ნორმალური რითმის შესანარჩუნებლად);
• ქოლესტირამინი (სისხლში ცხიმის დონის დასაქვეითებელი საშუალება);
• კარბამაზეპინი, ოქსაკარბაზეპინი (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები);
• კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოს ინფექციების სამკურნალო საშუალებები) ;
• ერითრომიცინი, კლარითრომიცინი (ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო საშუალებები) ;
• რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ე.წ. პროტეაზას ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება აივ ინფიცირებულ პაციენტებში);
• ვერაპამილი, დილთაიზემი (ზოგიერთი გულის დაავადების და მაღალი წნევის სამკურნალო პრეპარატები);
• დანტროლინი (სხეულის ტემპერატურის მძიმე დარღვევების სამკურნალო საინფუზიო საშუალება);
ტემსიროლიმუსი (ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ)
• სიროლიმუსი, ევეროლიმუსი (გადაერგილი ორგანოების უარყოფის თავიდან ასაცილებელი პრეპარატები)
• ვილდაგლიპტინი (2 ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ);
• რაცეკადოტრილი (დიარეის საწინააღმდეგო საშუალება);
• ტაკროლიმუსი (იმუნური სისტემის საკონტროლო პრეპარატი ორგანოების გადანერგვისას);
• სხვა პრეპარატები რომლებიც ამცირებს სისხლის წნევას, მაგალითად ტიპი 5 ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორები (ერექციული დისფუნციისთვის), ნიტრატები, ალფა- ბლოკატორები (გამოიყენება ურულოგიაში გლუვი კუნთების მოსადუნებლად პოსტატასა და ურეთრაში), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და ნეიროლეპტიკები;
• პრეპარატები, რომლებიც ცვლიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკას, მაგ. ანტიქოლინერგული საშუალებები.
პოლიტენზამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს შემდეგ პრეპარატებზე და შეცვალოს მათი მოქმედება:
• დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ინსულინი და ორალური პრეპარატები, რომლებიც აქვეითებენ სისხლში გლუკოზის დონეს. პოლიტენზამ შეიძლება შეამციროს სისხლში შაქრის დონე. პრეპარატ პოლიტენზას მიღებისას, თქვენ მუდმივად უნდა აკონტროლოთ სისხლში შაქრის დონე.
• ლითიუმი (ფსიქიკური დარღვევების სამკურნალო პრეპარატი). პოლიტენზამ შეიძლება გაზარდოს ლითიუმის დონე სისხლში. თქვენმა მკურნალმა ექიმმა მუდმივად უნდა აკონტროლოს სისხლში ლითიუმის დონე.
• სიმვასტატინი (სისხლში ქოლესტერინის დამწევი პრეპარატი) ამლოდიპინი ზრდის სიმვასტატინის დონეს. თქვენმა ექიმმა უნდა შეამციროს სიმვასტატინის დოზა, თუ თქვენ იღებთ პოლიტენზას.
• ქინინი (მალარიის საწინააღმდეგო საშუალება);
• პრეპარატები, რომლებიც შეიცავს იოდს, ამ ტიპის პრეპარატები შეიძლება დაგჭირდეთ ჰოსპიტალში რენტგენის და სხვა ტიპის აპარატურული გამოკვლევების დროს.
• პენიცილინი (ინფექციის სამკურნალო საშუალება);
• სისხლის გამათხელებელი ორალური საშუალებები (ორალური ანტიკოაგულანტები), მაგალითად როგორიც არის ვარფარინი;
თუ ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან ერთი მაინც გეხებათ თქვენ (ან არ ხართ დარწმუნებული ამაში), მაშინ პრეპარატ პოლიტენზას მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
პრეპარატის მიღებმადე გაიარეთ კონსულტაცია თქვენ ექიმთან ან ფარმაცევტთან:
- თუ თქვენ გიწევთ პარათირეოიდული ფუნქციის შემოწმება. რამიპრილ/ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციამ შეიძლება შეცვალოს ტესტის შედეგი.
პოლიტენზა საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან
• პრეპარატ პოლიტენზას მიღება შეიძლება ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.
• გრეიფრუტი და გრეიფრუტის წვენი არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ პრეპარატ პოლიტენზას, რადგან მათ შეიძლება გამოიწვიონ პრეპარატის ერთ-ერთი აქტიური ნივთიერების ამლოდიპინის დონის ზრდა სისხლში, რამაც თავის მხრივ შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის არაპროგნოზირებადი დაცემა.
პოლიტენზათი მკურნალობის პერიოდში სპირტიანი სასმელების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან სუსტი თავის ტკივილი. თუ გაქვთ კითხვა, რამდენი სპირტიანი სასმელის მიღება შეიძლება პრეპარატ პოლიტენზათი მკურნალობის დროს, განიხილეთ ეს საკითხი თქვენს მკურნალ ექიმთან, ვინაიდან ალკოჰოლის გამოყენება სისხლის წნევის დამწევ საშუალებებთან ერთად აძლიერებს სედაციურ ეფექტს.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ხართ ორსულად, გყავთ ჩვილი ძუძუთი კვებაზე, ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას,პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობა
აუცილებლად აცნობეთ ექიმს თუ ხართ ორსულად ან ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად.
არ მიიღოთ პრეპარატი პოლიტენზა ორსულობის პირველი 12 კვირის მანძილზე.
ორსულობის მე-13 კვირიდან პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ამ პერიოდში პრეპარატის გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების სერიოზული დარღვევები.
თუ პრეპარატ პოლიტენზათი მკურნალობის პერიოდში დადგა ორსულობა, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს.
შესაბამის ალტერნატიულ მკურნალობაზე გადასვლა უნდა მოხდეს დაგეგმილ ორსულობამდე.
ძუძუთი კვება
არ მიიღოთ პრეპარატი პოლიტენზა ძუძუთი კვების დროს. ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.
ფერტილობა
ამ ეტაპზე, არ არის საკმარისი მონაცემები პრეპარატის ფერტილობაზე პოტენციური ზეგავლენის შესახებ.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
პრეპარატ პოლიტენზას შეუძლია გავლენა იქონიოს სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუ პოლიტენზას მიღების დროს გრძნობთ, სისუსტეს, თავბრუსხვევას, და დაღლილობას, ან პრეპარატი თავს გატკივებთ, თქვენ თავი უნდა შეიკავოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმებთან მუშაობაზე და დაუკავშირდეთ ექიმს..
პოლიტენზაში ნატრიუმის შემცველობა
პრეპარატის თითოეულ კაფსულაში არის 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლები ნატრიუმი, ანუ შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
პრეპარატი პოლიტენზა უნდა მიიღოთ მკაცრად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ გაქვთ შეკითხვები, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა არის ექიმის მიერ შერჩეული შემცველობის 1 კაფსულა, დღეში ერთხელ.
პრეპარატის ეფექტის შესაბამისად ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა.
პრეპარატის მაქსიმალურ დოზას წარმოადგენს 1 კაფსულა 10 მგ/10მგ/ 25 მგ კომბინაცია, დღეში ერთხელ.
პრეპარატი მიიღეთ პერორალურად დროის ერთიდაიმავე მონაკვეთში, ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ.
მთლიანად გადაყლაპეთ მყარი კაფსულა სითხის საკმარის რაოდენობასთან ერთად.
არ გასრისოთ,არ დაღეჭოთ მყარი კაფსულა.
არ მიიღოთ პოლიტენზა გრეიფრუტის წვენთან ერთად.
პრეპარატის დანიშვნა ღვიძლის და თირკმლის დაავადებებისას
ღვიძლის და თირკმლების დაავადებებისას, პრეპარატის დოზირება შეიძლება შეიცვალოს.
პრეპარატის დანიშვნა ხანდაზმულ პაციენტებში
თქვენი მკურნალი ექიმი შეგიმცირებთ საწყის დოზას და უფრო ნელა დააკორექტირებს მკურნალობის რეჟიმს.
ძალიან ხანდაზმულ და დაუძლურებულ პაციენტებში პრეპარატ პოლიტენზას დანიშვნა არ არის რეკომენდებული.
პრეპარატის დანიშვნა ბავშვებში და მოზარდებში
პრეპარატ პოლიტენზას დანიშვნა ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში რეკომენდებული არ არის, რადგან ამ ჯგუფის პაციენტებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ პოლიტენზას დანიშნულზე მეტი დოზა
კაფსულების დანიშნულზე მეტი რაოდენობის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მკვეთრი, ან საშიში დაცემა. შეიძლება განვითარდესთავბრუსხვევა, გულის წასვლა, ან სისუსტე. ძალიან მძიმე შემთხვევებში არტერიული წნევის დაცემამ შეიძლება გამოიწვიოს შოკი. ამ დროს ადამიანი კარგავს გონებას, ხოლო კანი ხდება ცივი და წებოვანი. თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ პოლიტენზას დანიშულზე მეტი რაოდენობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფო სასწრაფო დახმარების განყოფილებას. საავადმყოფოში მისასვლელად თავად არ დაჯდეთ მანქანის საჭესთან, თხოვოთ სხვას იგიყვანოთ სამედიცინო დაწესებულებაში ან ტელეფონით გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების მანქანა. თან იქონიეთ წამალი შეფუთვით, რომ ექიმმა ზუსტად იცოდეს რა მიიღეთ.
თუ თქვენ დაგავიწყდათ პოლიტენზას მიღება
თუ დაგავიწყდათ კაფსულის დროულად მიღება, გამოტოვეთ ეს დოზა მთლიანად. პრეპარატის შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულ დროს. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ თქვენ შეწყვიტეთ პოლიტენზას მიღება
თქვენი მკურნალი ექიმი გეტყვით, რამდენად ხანგრძლივად უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი. თქვენი ინიციატვით პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს დაავადების სიპტომების პროვოცირება
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, ან ფარმაცევტს.
ყველა სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი ეფექტებიდან ნებისმიერის განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატ პოლიტენზას მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს – თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება:
• სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება, რომელსაც თან ახლავს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ასევე ქავილი და გამონაყარი. ეს შეიძლება იყოს პრეპარატ პოლიტენზას ალერგიული რეაქციის მძიმე ნიშნები.
• კანის მწვავე რეაქციები, გამონაყარის, პირის ღრუს წყლულების, კანის უკვე არსებული დაავადების გამწვავების, შეწითლების, ბუშტუკების წარმოქმნის ან კანის აშრევების (მაგ. სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი, ან მულტიფორმული ერითემა) ჩათვლით.
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ:
• გულის რითმის გახშირება, არათანაბარი, ან გაძლიერებული გულისცემა (გულისცემის შეგრძნება), ტკივილი გულმკერდში, შებოჭილობა გულმკერდში ან უფრო სერიოზული დარღვევები, მათ შორის ინფარქტი და ინსულტი;
• ქოშინი ან ხველა. ეს შეიძლება იყოს სუნთქვის ფუნქციის დარღვევა;
• კანზე სისხლჩაქცევების ხშირი განვითარება, ჩვეულებრივთან შედარებით გახანგრძლივებული სისხლდენების, ასევე სისხლდენების ნებისმიერი სხვა ნიშნების (მაგ. სისხლდენა ღრძილებიდან) განვითარება, კანზე იისფერი ლაქების წარმოქმნა, ან ჩვეულებრივზე უფრო ხშირი ავადობა ინფექციური დაავადებებით, ტკივილი ყელში და ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, გულის წასვლა, თავბრუსხვევა, ან კანის სიფერმკრთალე. ეს შესაძლოა იყოს სისხლის მიმოქცევის სისტემის ან ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევის ნიშანი;
• მძიმე ტკივილი მუცლის არეში, რომელიც შეიძლება გავრცელდეს ზურგის არეზე. ეს შეიძლება იყოს პანკრეატიტის მიზეზი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება);
• ცხელება, შემცივნება, დაღლილობა, მადის დაქვეითება, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე). ეს შესაძლოა იყოს ღვიძლის დაავადებების შედეგი, როგორიცაა ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), ან ღვიძლის ქსოვილის დაზიანება.
**სხვა გვერდითი ეფექტები: **
მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ეფექტებიდან ნებისმიერი ძლიერდება, ან გრძელდება რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში:
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (რეგისტრირდება ³1 პაციენტში 10 -დან)
- შეშუპება
- ჰიპოკალიემია
- ჰიპერლიპიპდემია
ხშირი გვერდითი ეფექტები (რეგისტრირდება £1 პაციენტში 10 -დან)
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა (განსაკუთრებით მკურნალობის კურსის დასაწყისში), დაღლილობის შეგრძნება;
- გაძლიერებული გულისცემა (თქვენს მიერ თქვენი გულისცემის შეგრძნება),
- ტერფების შეშუპება;
- ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა), განსაკუთრებით როდესაც თქვენ სწრაფად დგებით, ან ჯდებით მწოლიარე მდგომარეობიდან (ორთოსტატიკული დაბალი წნევა); წამოწითლება სახეზე.
- გაძნელებული არაპროდუქტიული ხველა, ცხვირის სინუსების ანთება (სინუსიტი), ბრონქიტი, ქოშინი;
- მუცლის ტკივილი, დიარეა, კუწ-ნაწლავის ანთება, კუჭის მონელების დარღვევა (დისპეფსიის ჩათვლით), გულისრევა ან ღებინება; შეცვლილი ნაწლავური ფუნქცია (მათ შორის დიარეა და ყაბზობა), მადის დაკარგვა (ანორექსია), სპაზმი.
- კანის გამონაყარი ბუშტუკების წარმოქმნით, ან მათ გარეშე; ჭინჭრის ციება.
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- კრუნჩხვები, ან კუნთების ტკივილი (მიალგია);
- სისხლში მაგნიუმისა და ნატრიუმის დონის შემცირება;
- სისუსტე და უძლურად ყოფნა (ასთენია);
- სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია);
- სისხლში შარდმჟავას და კალიუმის დონის მომატება
- იმპოტენცია
- მხედველობის დარღვევა (მათ შორის თვალებში გაორება)
ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფეტები: (რეგისტრირდება £1 პაციენტში 100-დან)
- კანის, ლორწოვანი გარსის და მიმდებარე ქსოვილების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება/კვინკეს შეშუპება; ძალიან იშვიათ, გამონაკლის შემთხვევაში ანგიონევროზული შეშუპების შედეგად სასუნთქი გზების ობსტრუქციას შეიძლება ჰქონდეს ფატალური გამოსავალი)
- შეშუპებული ხელები და ფეხები (პერიფერიული შეშუპება; ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ თქვენ სხეულში კავდება ჩვეულებრივზე ჭარბი წყალის რაოდენობა);
- ნაწლავის შეშუპება (წვრილი ნაწლავის ანგიონევროზული შეშუპება)
- გუნება-განწყობის ცვლილება, დეპრესია, შფოთვა, ნერვიულობა, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა (უძილობა)
- ყურებში ხმაური (ტინიტუსი)
- ცემინება/ცხვირის გამონადენი (რინიტი), ცხვირის გაჭედვა
- სუნთქვის გაძნელება (ბრონქოსპაზმი) ასთმის გაუარესების ჩათვლით
- პირის სიმშრალე, მუცლის ტკივილი, გასტრიტის ჩათვლით
- პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი; ძალიან იშვიათ, გამონაკლისი ფატალური შედეგის შემთხვევები აღინიშნა აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას)
- თირკმლის დაზიანება, მათ შორის თირკმელების უკმარისობა, შარდვის დარღვევა, ჩვეულებრივზე მეტი შარდის გამოყოფა დღის განმავლობაში, ღამით შარდვის გაზრდილი მოთხოვნილება (ნოქტურია)
- არსებული პროტეინურიის გაუარესება (შარდში ჩვეულებრივზე მეტი ცილის როდენობა)
- უსიამოვნო შეგრძნება (ავად ყოფნის შეგრძნება)
- წონის მატება ან წონაში კლება
- თავბრუსხვევა, კანკალი (ტრემორი)
- თმის ცვენა (ალოპეცია)
- ქავილი, მცირე სისხლდენის ლაქები ან სისხლმდენი ადგილები კანზე (პურპურა), კანის ფერის შეცვლა, ეგზანთემა;
- კანის უჩვეულო შეგრძნებები, როგორიცაა დაბუჟება, ჩხვლეტა, წვა, პწკენის ან ცოცვის შეგრძნება კანზე (პარესთეზია), კანის მგრძნობელობის დაქვეითება (ჰიპოესთეზია)
- გემოს დაკარგვა (აგევზია) ან საგნების გემოს შეცვლა (დისგეუზია);
- ჩვეულებრივზე მეტი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი);
- გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის სისხლძარღვების დაავადება (მიოკარდიუმის იშემია), გულმკერდის შებოჭილობა და ტკივილი (სტენოკარდია), გახშირებული (ტაქიკარდია) ან არარეგულარული გულისცემა (არითმია);
- სახსრების ტკივილი (ართრალგია), ზურგის ტკივილი, ზოგადი ტკივილი;
- სხეულის ტემპერატურის მომატება/ცხელება (პირექსია);
- მამაკაცებში ან ქალებში სექსუალური ლტოლვის დაქვეითება, მამაკაცის მკერდის გადიდება (გინეკოამასტია);
- სისხლში ზოგიერთი ლეიკოციტების რაოდენობის ზრდა (ეოზინოფილია);
- სისხლის ანალიზმა შიძლება აჩვენოს ღვიძლის (ღვიძლის ფერმენტების და/ან ბილირუბინის კონიუგატის მომატება), პანკრეასის (პანკრეასის ფერმენტების მომატება) ან თირკმელების (კრეატინინის მომატება) ფუნქციების ცვლილებები;
- ხველა;
- მანეკროზებელი ანგიიტი (ვასკულიტი, კანის ვასკულიტი)
იშვიათი: რეგისტრირდება £1 პაციენტში 1000-დან
- დაბნეულობა ან დაბნეულობის შეგრძნება, წონასწორობის დარღვევა;
- წითელი და შეშუპებული ენა (გლოსიტი)
- კანის ანთება და აქერცვლა (ექსფოლიაციური დერმატიტი)
- ფრჩხილების დაზიანება მაგ. ფრჩხილის მორყევა ან მოცილება თითების ბალიშებიდან (ონიქოლიზი);
- წითელი, შეშუპებული ან წყლიანი თვალები, ქავილის შეგრძნებით (კონიუნქტივიტი)
- სმენის დაქვეითება
- კანის სიყვითლე (ქოლესტაზური სიყვითლე), ჰეპატოცელულარული დაზიანება;
- სისხლძარღვების შევიწროება (სისხლძარღვთა სტენოზი);
- სისხლის მიმოქცევის დარღვევა (ჰიპოპერფუზია)
- სისხლძარღვების ანთება (ვასკულიტი)
- სისხლში ერითროციტების, ლეიკოციტების (ნეიტროპენიის ან აგრანულოციტოზის, ლეიკოპენიის ჩათვლით) და ჰემოგლობინის რაოდენობის შემცირება;
- ჩვეულებრივ მდგომარეობასთან შედარებით, სისხლის შაქრის დონის მატება. თუ გაქვთ დიაბეტი, ამან შესაძლოა თქვენი გააუარესოს თქვენი მდგომარეობა;
- მგრძნობელობა სინათლის ან მზის მიმართ (ფოტომგრძნობელობა)
- ჰიპერკალციემია;
- მომატებული მგრძნობელობა;
იშვიათი: რეგისტრირდება £1 პაციენტში 10000-დან
- დიდ არეალზე ბუშტუკებიანი გამონაყარი და კანის აქერცვლა, განსაკუთრებით პირის ღრუს, ცხვირის, თვალების და სასქესო ორგანოების ირგვლივ (სტივენს-ჯონსონის სინდრომი);
- ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი, ხშირად ქოლესტაზით);
- კანზე გამონაყარი, რომელმაც შეიძლება წარმოქმნას ბუშტუკები და გამოიყურებოდეს, როგორც პატარა სამიზნე (ცენტრში მუქი წერტილი, გარშემორტყმული უფრო ფერმკრთალი უბნით, კიდეზე მუქი რგოლით) (მულტიფორმული ერითემა);
- წითელი მგლურას მსგავსი რექციები, წითელი მგლურას გააქტიურება, მანეკროზებელი ვასკულიტი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი;
- ღრძილების ქსოვილის გაფართოება (ღრძილის ჰიპერპლაზია);
- კუნთების ტონუსის მომატება (ჰიპერტონია);
- პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადება (პერიფერიული ნეიროპათია);
- ძვლის ტვინის უკმარისობა;
- სისხლში დაზიანებულ ერითროციტების დიდი რაოდენობა (ჰემოლიზური ანემია);
- ალერგიული რეაქციები;
- ჰიპოქლორული ალკალოზი
- რესპირატორული დისტრესი (პნევმონიტის და ფილტვის შეშუპების ჩათვლით)
უცნობი სიხშირის, არსებული მონაცემების მიხედვით:
აუცილებლად აცნობეთ თქვენ მკურნალ ექიმს თუ ქვემოთ ჩამოთვლილმა რომელიმე გვერდითმა ეფექტმა მიიღო სეიოზული სახე ან პროცესი გაგრძელდა რამდენიმე დღეზე უფრო მეტ ხანს:
- სისხლში ერითროციტების, ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება (პანციტოპენია)
- ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური რეაქციები;
- ბუშტუკებიანი კანი (პემფიგუსი);
- ანტინუკლეარული ანტისხეულები ზრდა;
- უყურადღებობა;
- პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება მცირე წყლულებით (აფტოზური სტომატიტი);
- აპლასტიკური ანემია;
- თითები და ფეხის თითები იცვლის ფერს კიდურების შეციებისას და შემდეგ ჩხვლეტას ან ტკივილს, გათბობის შემდეგ (რეინოს ფენომენი);
- ცერებრალური იშემია იშემიური ინსულტის და გარდამავალი იშემიური შეტევის ჩათვლით;
- დაქვეითებული ფსიქომოტორული უნარები;
- წვის შეგრძნება;
- მგომარეობა, როცა საგნები იცვლის სუნს (პაროსმია)
- ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ქოლესტაზური და ციტოლიზური ჰეპატიტი (ძალიან იშვით შემთხვევაში დაფიქსირდა ფატალური შემთხვევები);
- კანის ანთება (ფსორიაზიფორმული დერმატიტი), მწვავე გამონაყარი კანზე (პემფიგოიდური ან ლიქენოიდური ეგზანთემა), კანის სიმშრალე ან აქერცვლა (გამწვავებული ფსორიაზი), ლორწოვანი გარსის გამონაყარი (ენანთემა);
- კონცენტრირებული შარდი (მუქი ფერის), შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, კრუნჩხვები კუნთებში, დაბნეულობა და სპაზმები, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ADH-ის (ანტი შარდმდენი ჰორმონის) არასათანადო სეკრეციით. თუ თქვენ გაქვთ ეს სიმპტომები, დაუკავშირდით ექიმს რაც შეიძლება მალე.
- კანკალი, ხისტი პოზა, ნიღბის მსგავსი სახე, ნელი მოძრაობები და არეული, გაუწონასწორებელი სიარული;
- მაღალი წნევის გამო, მხედველობის დაქვეითება ან ტკივილი თვალებში (თვალის სისხლძარღვებში სითხის დაგროვების შესაძლო ნიშნები (ქოროიდული გამონაჟონი) ან მწვავე დახურულკუთხივანი გლაუკომა);
- კანისა და ტუჩის კიბო (კანის არამელანომური კიბო).
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას გთხოვთ მიმართოთ ექიმს, ან ფარმაცევტს, ან ექთანს. მათ შორის შეატყობინეთ ისეთი გვერდითი ეფექტები, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში.
თქვენ შეგიძლიათ აცნობოთ ნებისმიერი გვერდითი ეფექტების შესახებ ნაციონალურ მარეგულირებელს. თქვენი შეტყობინების საშუალებით, თქვენ ხელს უწყობთ მეტი ინფორმაციის შეგროვებას ამ სამკურნალო საშუალების შესახებ.
შეინახეთ არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა შეესაბამება თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ პრეპარატი საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. შეეკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოხდეს იმ პრეპარატის განადგურება , რომელიც აღარ გჭირდებათ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას დაბინძურებისგან.
ვარგისობის ვადა
5მგ/5 მგ/25 მგ, 5 მგ /10 მგ/25 მგ, 2.5 მგ/5 მგ/12.5 მგ: 30 თვე
10მგ/10 მგ/25 მგ, 10 მგ/5 მგ/25 მგ, 5 მგ/5 მგ/12.5 მგ: 36 თვე
რას შეიცავს პოლიტენზა
პოლიტენზა 10 მგ/10 მგ/25 მგ მყარი კაფსულა:
ერთი კაფსულა შეიცავს 10 მგ რამიპრილი, 10 მგ ამლოდიპინი (13.868 მგ ამლოდიპინის ბესილატი), 25 მგ ჰიდროქლორთიაზიდი.
დამხმარე ნივთიერებებია:
კაფსული შემადგენლობა: მიკროკრისტალური ცელულოზა, უწყლო კალციუმის ჰისტროფოსფატი, პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატია (ტიპიA), ნატრიუმის სტეარილ ფუმარატი.
კაფსულის გარსი (10 მგ/10 მგ/25 მგ): წითელი რკინის ოქსიდი (E172), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), შავი რკინის ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი
როგორ გამოიყურება პოლიტენზა და როგორია შეფუთვის შემადგენლობა
პოლიტენზა 10 მგ/10 მგ/25 მგ მყარი კაფსულა:
კარამელისფერი გაუმჭვირვალო კორპუსი ყავისფერი გაუმჭვირვალო თავსახურით
შეფუთვაში შესაძლებელია იყოს 10, 28, 30, 60 ან 100 მყარი კაფსულა ბლისტერში, რომელიც თავის მხრივ მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შეფუთვაში ყველა რაოდენობა შეიძლება არი იყოს გაყიდვაში აფთიაქში.
შეიძინეთ სააფთიაქო პროდუქტი ონლაინ
შეიძინეთ სააფთიაქო პროდუქტი ონლაინ
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
21.88 ლ | ||
|
16.27 ლ | ||
|
16.27 ლ | ||
|
21.88 ლ | ||
|
20.85 ლ | ||
|
21.88 ლ | ||
|
20.85 ლ | ||
|
16.27 ლ | ||
|
20.85 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა