დოქტორ მომი ფიტო - DOKTOR MOM FITO
დოქტორ მომი ფიტო - DOKTOR MOM FITO

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ხველების და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები, გაციების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: პიტნა, ქაფური, თიმოლი, სკიპიდარის ზეთი, ევკალიპტის ზეთი, მუსკატის ზეთი,
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ადგილობრივი გამაღიზიანებელი მცენარეული წარმოშობის საშუალება.
მიღების ჩვენება: მწვავე რესპირატორული დაავადებების სიმპტომური თერაპია, რომლებსაც ახლავს სურდო, ცხვირის დაცობის შეგრძნება, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, თავის ტკივილი.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
კანის საფარის დაზიანებები, პრეპარატის გამოყენების ადგილზე კანის დაავადების არსებობა. ბავშვთა ასაკი 2 წლამდე.
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ორსულებსა და მეძუძურ დედებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილების არარსებობის გათვალისწინებით, მოცემული ჯგუფისთვის მისი დანიშვნა რეკომენდებული არ არის.
გამოყენების მეთოდი
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის!
 სურდოს ან ცხვირის დაცობისას მალამოს წასმა საჭიროა ცხვირის კანზე;
 კუნთების, ზურგის ტკივილისას მალამო ისმევა მტკივნეულ ადგილზე. უკეთესი შედეგის მისაღწევად, საჭიროა მტკივნეული ადგილის თბილი საფენით დაფარვა.
 თავის ტკივილისას მალამო ისმევა საფეთქლის ადგილზე.
შენახვის პირობები: ინახება 15-25C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 3 წელი. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა