ლივაზო - Livazo
ლივაზო - Livazo

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ლიპიდური ცვლის მამოდიფიცირებელი საშუალებები, HMG CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - pitavastatin
ერთი ტაბლეტის შემადგენლობა:
1მგ 2მგ 4მგ

აქტიური ნივთიერება:
პიტავასტატინის კალციუმი 1,045მგ 2,090მგ 4,180მგ
(პიტავასტატინის ექვივალენტური) (1,000მგ) (2,000მგ) (4,000მგ)
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი 63,085მგ 126,170მგ 252,340მგ
დაბალჩანაცვლებული ჰიპროლოზა12,540მგ 25,080მგ 50,160მგ
ჰიპრომელოზა 1,330მგ 2,660მგ 5,320მგ
მაგნიუმის ალუმომეტასილიკატი 1,600მგ 3,200მგ 6,400მგ
მაგნიუმის სტეარატი 0,400მგ 0,800მგ 1,600მგ
აპკი:
ოპადრი თეთრი 13,000მგ 5,000მგ 9,000მგ
1თეთრი ოპადრის შემადგენლობა:
ჰიპრომელოზა 1,9800მგ 3,3065მგ 5,9520მგ
ტიტანის დიოქსიდი 0,8000მგ 1,3380მგ 2,4090მგ
ტრიეთილციტრატი 0,2000მგ 0,3305მგ 0,5940მგ
კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური0,0200მგ 0,0250მგ 0,0450მგ

გამოყენების ჩვენებები
პირველადი ჰიპერქოლესტერინემია, მათ შორის ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია (IIა ტიპის ჰიპერლიპიდემია ფრედრიქსონის კლასიფიკაციის მიხედვით) ან შერეული ჰიპერქოლესტერინემია (IIბ ტიპის ჰიპერლიპიდემია ფრედრიქსონის კლასიფიკაციის მიხედვით), ჰიპერტრიგლიცერიდემია (IV ტიპის ჰიპერლიპიდემია ფრედრიქსონის კლასიფიკაციის მიხედვით) დამატებითი საშუალების სახით დიეტის დროს, როდესაც მხოლოდ დიეტა და მკურნალობის სხვა არამედიკამენტური მეთოდები (მაგ: ფიზიკური ვარჯიში, სხეულის წონის შემცირება) არასაკმარისია.

უკუჩვენებები
• მომატებული მგრძნობელობა პიტავასტატინის, პრეპარატის დამხმარე ინგრედიენტების და ჰმგ-კოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების (სტატინების) მიმართ.
• ღვიძლი მწვავე (>9 ქულა ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით) ან C კლასის უკმარისობა ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით, ღვიძლის დაავადება აქტიურ ფაზაში, მათ შორის “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის ზრდა სისხლის შრატში (ნორმის ზედა ზღვართან შედარებით >3-ჯერ მეტი).
• ლაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის დარღვევა.
• მიოპათია.
• ციკლოსპორინის თანმხლები მიღება.
• ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი, პოტენციურ დედებში კონტრაცეფციის სათანადო მეთოდების არარსებობა.
• 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი)

მიღების წესი და დოზები
მიიღება პერორალურად, ტაბლეტი უნდა ჩაიყლაპოს მთლიანად.
ტაბლეტების მიღება სასურველია დღის ერთიდაიგივე მონაკვეთში, უფრო საღამოს ლიპიდების ცვლის ცირკადული რითმის შესაბამისად. მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ჰიპოქოლესტერინემიულ დიეტაზე.
პრეპარატის საწყისი დოზა არის დღეში 1მგ ერთჯერადად. საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის დოზას ზრდიან 2მგ-მდე დღეში არანაკლებ 4 კვირიანი ინტერვალით. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად LDL-C-ის კონცენტრაციების, მკურნალობის მიზნების და მკურნალობაზე პაციენტის რეაქციის მიხედვით. პაციენტების უმეტესობას სჭირდება 2მგ დოზა. მაქსიმალური დღიური დოზა არის 4მგ.
პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევა: რეკომენდირებულია მაქსიმალური დღიური დოზა 2მგ.
პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა: თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის (სასურველია ობიექტურად შეფასდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევის სიმწვავე კრეატინინის კლირენსის ან გორგლოვანი ფილტრაციის მიხედვით) შემთხვევაში პრეპარატი ლივაზო მიიღება სიფრთხილით. თირკმლის ფუნქციის ნებისმიერი ხარისხის დარღვევის შემთხვევაში პრეპარატის მაქსიმალური დღიური დოზის 4მგ-ის მიღების შესახებ მონაცემები შეზღუდულია, შესაბამისად მაქსიმალური დღიური დოზა 4მგ ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თირკმლის ფუნქცია ყურადღებით კონტროლდება დოზის ეტაპობრივად მომატების შემდეგ. თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევის შემთხვევაში მაქსიმალური დღიური დოზის 4მგ-ის დანიშვნა არ არის რეკომენდირებული; თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს სასურველია მაქსიმალური დოზა შემოიფარგლოს 2მგ- ით.
ხანდაზმული პაციენტები: დოზის კორექცია არ არის საჭიროა.

გვერდითი მოქმედება
კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში რეკომენდებული დოზების მიღებისას პაციენტების <4%, რომლებიც მკურნალობნდენ პრეპარტ ლივაზოთი გამოეთიშნენ კვლევას არასასურველი რეაქციების განვითარების გამო. ყველაზე ხშირად აღინიშნა მიალგია.

** სავაჭრო დასახელება: **ლივაზო

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება**: **პიტავასტატინი

წამლის ფორმა**: **აპკით დაფარული ტაბლეტები

ერთი ტაბლეტის შემადგენლობა**:**

_ _ | 1mg | 2mg | 4mg
---|---|---|---
აქტიური ნივთიერება | ** ** | ** ** | ** **
პიტავასტატინ კალციუმი | 1,045mg | 2,090mg | 4,180mg
(პიტავასტატინის ექვივალენტური) | (1,000mg) | (2,000mg) | (4,000mg)
_ _ დამხმარე ნივთიერებები : | | |
ლაქტოზას მონოჰიდრატი | 63,085mg | 126,170mg | 252,340mg
დაბალჩანაცვლებული ჰიპროლოზა | 12,540mg | 25,080mg | 50,160mg
ჰიპრომელოზა | 1,330mg | 2,660mg | 5,320mg
მაგნიუმის ალუმომეტასილიკატი | 1,600mg | 3,200mg | 6,400mg
მაგნიუმის სტეარატი | 0,400mg | 0,800mg | 1,600mg
აპკისებრი გარსი: | | |
ოპადრი თეთრი1 | 3,000mg | 5,000mg | 9,000mg
1თეთრი ოპადრის შემადგენლობა: | | |
ჰიპრომელოზა | 1,9800mg | 3,3065mg | 5,9520mg
ტიტანის დიოქსიდი | 0,8000mg | 1,3380mg | 2,4090mg
ტრიეთილციტრატი | 0,2000mg | 0,3305mg | 0,5940mg
კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური | 0,0200mg | 0,0250mg | 0,0450mg

აღწერილობა
მრგვალი, ორმხრივ ამობურცული თეთრი აპკით დაფარული ტაბლეტები. განივ ჭრილზე ბირთვი არის თეთრი ფერის. ტაბლეტების ერთ მხარეზე დატანილია “КС”, მეორე მხარეზე კი დოზის შესაბამისად “1”, “2” ან “4”.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰიპოლიპიდემიური საშუალება- ჰმგ-კოA რედუქტაზას ინჰიბიტორი.
ათქ კოდი: [C10FF04]
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
პიტავასტატინი არის ჰმგ-კოA (3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილკოფერმეტ A) რედუქტაზას კონკურენტული ინჰიბიტორი, ეს ფერმენტი ახდენს ქოლესტერინის სინთეზის საწყისი ეტაპის- ჰმგ-კოA-ს მევალონის მჟავად გარდაქმნის კატალიზირებას. რადგან ჰმგ-კოA რედუქტაზას მევალონის მჟავად გარდაქმნის პროცესი თავისთავად წარმოადგენს ქოლესტერინის სინთეზის საწყის ეტაპს, ამიტომ პიტავასტატინის მიღება არ იწვევს ორგანიზმში პოტენციურად ტოქსიკური სტეროლების დაგროვებას. ჰმგ-კოA ადვილად მეტაბოლიზდება აცეტილ-კოA-მდე, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე სინთეზის მრავალ პროცესში. კლინიკურმა კვლევებმა ცხადყო პრეპარატ ლივაზოს ეფექტურობა სისხლის პლაზმაში საერთო ქოლესტერინის (TC), დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ქოლესტერინის (LDL-C), ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ქოლესტრინის (VLDL-C), ტრიგლიცერიდების (TG) და აპოლიპოპროტეინ B-ს (APO-B) კონცენტრაციის შემცირების, ასევე მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ქოლესტერინის (HDL-C) და აპოლიპოპროტეინ A1-ს (APO-A1) კონცენტრაციების ზრდის თვალსაზრისით (იხ. ცხრილი 1).
ცხრილი 1. რეაქცია დოზაზე პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში (პროცენტული ცვლილების დაკორექტირებული საშუალო მნიშვნელობა საწყის მაჩვენებლებთან შედარებით)

ცხრილი** 1. რეაქცია დოზაზე პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში (პროცენტული ცვლილების დაკორექტირებული საშუალო მნიშვნელობა საწყის მაჩვენებლებთან შედარებით)**

დოზა | N | LDL-C | TC* | HDL-C | TG | Apo-B | Apo-A1
---|---|---|---|---|---|---|---
პლაცებო | 51 | -4,0 | -1,3 | 2,5 | -2,1 | 0,3 | 3,2
1mg | 52 | -33,3 | -22,8 | 9,4 | -14,8 | -24,1 | 8,5
2mg | 49 | -38,2 | -26,1 | 9,0 | -17,4 | -30,4 | 5,6
4mg | 50 | -46,5 | -32,5 | 8,3 | -21,2 | -36,1 | 4,7

  • არ არის დაკორექტირებული
    კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც მონაწილეობდა პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის და კომბინირებული (შერეული) დისლიპიდემიის მქონე 1687 პაციენტი და 1239 პაციენტი ღებულობდა თერაპიულ დოზებს (LDL-ჩ-ის საშუალო საწყისი კონცენტრაცია დაახლოებით 4,8მმოლი/ლ) პიტავასტატინმა ნამდვილად შეამცირა LDL-ჩ- ის, თჩ-ის, თG, ნონ-HDL-ჩ-ის და Aპო-B-ის კონცენტრაცია და გაზარდა HDL-ჩ-ის და Aპო-A1-ის კონცენტრაცია. შემცირდა თჩ/HDL-ჩ-ის და Aპო-B/Aპო-A1-ის თანაფარდობა. LDL-ჩ-ის კონცენტრაცია შემცირდა 38-39%-ით ლივაზოს 2მგ დოზის მიღებისას და 44-45%-ით 4მგ დოზის მიღებისას. პაციენტების უმეტესობაში, რომლებიც ღებულობდნენ 2მგ დოზას LDL-ჩ-ის სამიზნე მაჩვენებლები მიღწეულ იქნა ევროპის ათეროსკლეროზის საზოგადოების (EAშ) რეკომენდაციების შესაბამისად (<3მმოლი/ლ).
    ფარმაკოკინეტიკა
    შეწოვა
    პიტავასტატინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილებში, სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 1 საათის განმავლობაში. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს შეწოვაზე. სისხლის პლაზმაში პიტავასტატინის Cmax მცირდება 43%-ით ცხიმიან საკვებთან ერთად მიღებისას, მაგრამ ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ არსებული სივრცის შეფარდება “კონცენტაცია-დრო” (AUC) უცვლელი რჩება. უცვლელი პრეპარატი ექვემდებარება ენტეროჰეპატიკურ ცირკულაციას და კარგად შეიწოვება მლივი და თეძოს ნაწლავიდან. პიტავასტატინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 51%-ს.
    განაწილება
    პიტავასტატინის >99% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს და ალფა-1 მჟავა გლიკოპროტეინს. განაწილების საშუალო მოცულობა არის 133ლ. პიტავასტატინი აქტიურად აღწევს ჰეპატოციტებში გადამტანი ცილების OATP1B1 და OATP1B3 წყალობით. AUC ვარირებს მინიმალურიდან მაქსიმალურ მნიშვნელობამდე 4-მაგი ზრდის ფარგლებში. პიტავასტატინი არ არის P-გლიკოპროტეინის სუბსტრატი.
    მეტაბოლიზმი
    პლაზმაში პიტავასტატინი შედის ძირითადად უცვლელი ფორმით. მთავარ მეტაბოლიტს წარმოადგენს არააქტიური ლაქტონი, რომელიც წარმოიქმნება ეთერის ტიპის პიტავასტატინის გლუკურონიდის კონიუგატიდან UDP-გლუკურონოზილტრანსფერაზას (UGT1A3 და 2B7) მონაწილეობით. ციტოქრომა P450 მინიმალურად მოქმედებს პიტავასტატინის მეტაბოლიზმზე. იზოფერმეტნი CYP2ჩ9 (და ნაკლებად იზოფერმენტი CYP2C8) მონაწილეობს პიტავასტატინის მეტაბოლიზმში და წარმოქმნის მეორეხარისხოვან მეტაბოლიტებს.
    გამოყოფა
    პიტავასტატინი უცვლელი სახით სწრაფად გამოიყოდა ღვიძლიდან ნაღველით, მაგრამ ექვემდებარება ენტეროჰეპატიკურ რეცირკულაციას, რაც უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ ეფექტს. პიტავასტატინის <5% გამოიყოფა თირკმელებით. პლაზმიდან ნახევარ-გამოყოფის პერიოდი მერყეობს 5,7სთ-სა (ერთჯერადი მიღება) და 8,9სთ-ს შორის (წონასწორულ მდგომარეობაში), კლირენსის საშუალო მნიშვნელობა არის 43,4ლ/სთ ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ.
    ფარმაკოკინეტიკა სხვადასხვა ჯგუფის პაციენტებში
    ხანდაზმულები: პიტავასტატინის ფარმაკოკინეტიკის შესწავლის მიზნით ჩატარებული კვლევების მიხედვით >65 წლის ხანდაზმულებში პიტავასტატინის AUC 1,3-ჯერ მეტი იყო. აღნიშნულ ფაქტს გავლენა არ მოუხდენია პრეპარატის ეფექტურობაზე ან უსაფრთხოებაზე.
    ღვიძლის უკმარისობა: პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევები (კლასი A ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით) AUC 1,6-ჯერ მეტი იყო ვიდრე ჯანმრთელ მოხალისეებში, ხოლო ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში (კლასი B ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით) AUC 3,9-ჯერ მეტი იყო. ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევების შემთხვევაში პიტავასტატინის მიღება უკუნაჩვენებია.
    თირკმლის უკმარისობა: თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში აღინიშნა AUC-ის მატება შესაბამისად 1,8-ჯერ და 1,7-ჯერ.
    განსხვავება სქესის მხრივ: ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებულ კვლევაში მამაკაცებთან შედარებით ქალებში აღინიშნა AUC-ის 1,6-ჯერ მატება, რასაც გავლენა არ მოუხდენია პრეპარატ ლივაზოს ეფექტურობაზე და უსაფრთხოებაზე.
    რასა: სხვადასხვა რასის ჯანმრთელი მოხალისეებიდან მიღებული მონაცემების ფარმაკოკინეტიკური ანალიზის შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტორები, როგორიც არის სქესი და ასაკი გავლენას არ ახდენენ პიტავასტატინის ფარმაკოკინეტიკაზე.
    გამოყენების ჩვენებები
    პირველადი ჰიპერქოლესტერინემია, მათ შორის ჰეტეროზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია (IIა ტიპის ჰიპერლიპიდემია ფრედრიქსონის კლასიფიკაციის მიხედვით) ან შერეული ჰიპერქოლესტერინემია (IIბ ტიპის ჰიპერლიპიდემია ფრედრიქსონის კლასიფიკაციის მიხედვით), ჰიპერტრიგლიცერიდემია (IV ტიპის ჰიპერლიპიდემია ფრედრიქსონის კლასიფიკაციის მიხედვით) დამატებითი საშუალების სახით დიეტის დროს, როდესაც მხოლოდ დიეტა და მკურნალობის სხვა არამედიკამენტური მეთოდები (მაგ: ფიზიკური ვარჯიში, სხეულის წონის შემცირება) არასაკმარისია.
    უკუჩვენებები
    • მომატებული მგრძნობელობა პიტავასტატინის, პრეპარატის დამხმარე ინგრედიენტების და ჰმგ-კოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების (სტატინების) მიმართ.
    • ღვიძლი მწვავე (>9 ქულა ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით) ან C კლასის უკმარისობა ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით, ღვიძლის დაავადება აქტიურ ფაზაში, მათ შორის “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის ზრდა სისხლის შრატში (ნორმის ზედა ზღვართან შედარებით >3-ჯერ მეტი).
    • ლაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზას უკმარისობა ან გლუკოზა-გალაქტოზას შეწოვის დარღვევა.
    • მიოპათია.
    • ციკლოსპორინის თანმხლები მიღება.
    • ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი, პოტენციურ დედებში კონტრაცეფციის სათანადო მეთოდების არარსებობა.
    • 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი)
    გამოიჩინეთ სიფრთხილე
    როდესაც აღინიშნება მიოპათიის/რაბდომიოლიზის განვითარების რისკი, თირკმლის უკმარისობა, ჰიპოთირეოზი, კუნთების მემკვიდრეობითი დაავადებები პირად ან ოჯახურ ანამნეზში და კუნთებთან დაკავშირებული ტოქსიკურობა წინა ანამნეზში ჰმგ-კოA- რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების მიღებისას, ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარება, 70 წელზე ზემოთ ასაკი, ღვიძლის დაავადება ანამნეზში.
    პრეპარატის მიღება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
    ორსულობა
    პრეპარატ ლივაზოს მიღება ორსულობის პერიოდში უკუნაჩვენებია. პოტენციურ დედებში ლივაზოთი მკურნალობის დროს საჭიროა კონტრაცეფციის სანდო მეთოდების გამოყენება. ვინაიდან ქოლესტერინი და ქოლესტერინის ბიოსინთეზის სხვა პროდუქტები აუცილებელია ნაყოფის განვითარებისათვის შესაბამისად ჰმგ-კოA რედუქტაზას დათრგუნვის პოტენციური რისკი აჭარბებს პრეპარატის სარგებელს ორსულობის პერიოდში. ცხოველებში ჩატარებული კვლევების მიხედვით პიტავასტატინს გააჩნია რეპროდუქციული ტოქსიკურობა, თუმცა ტერატოგენური პოტენციალის გარეშე. თუ პაციენტი გეგმავს ორსულობას პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს ჩასახვამდე სულ მცირე ერთი თვით ადრე. ლივაზოს მიღების პერიოდში ორსულობის დადგომის შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
    ძუძუთი კვების პერიოდი
    პრეპარატ ლივაზოს მიღება ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია. პიტავასტატინი ხვდება ვირთხების რძეში. ადამიანებში პიტავასტატინის რძეში გადასვლის შესახებ მონაცემები არ არსებობს. თუ აუცილებელია პრეპარატ ლივაზოს მიღება ლაქტაციის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
    მიღების წესი და დოზები
    მიიღება პერორალურად, ტაბლეტი უნდა ჩაიყლაპოს მთლიანად.
    ტაბლეტების მიღება სასურველია დღის ერთიდაიგივე მონაკვეთში, უფრო საღამოს ლიპიდების ცვლის ცირკადული რითმის შესაბამისად. მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ჰიპოქოლესტერინემიულ დიეტაზე.
    პრეპარატის საწყისი დოზა არის დღეში 1მგ ერთჯერადად. საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის დოზას ზრდიან 2მგ-მდე დღეში არანაკლებ 4 კვირიანი ინტერვალით. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად LDL-C-ის კონცენტრაციების, მკურნალობის მიზნების და მკურნალობაზე პაციენტის რეაქციის მიხედვით. პაციენტების უმეტესობას სჭირდება 2მგ დოზა. მაქსიმალური დღიური დოზა არის 4მგ.
    პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევა: რეკომენდირებულია მაქსიმალური დღიური დოზა 2მგ.
    პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა: თირკმლის ფუნქციის მსუბუქი დარღვევის (სასურველია ობიექტურად შეფასდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევის სიმწვავე კრეატინინის კლირენსის ან გორგლოვანი ფილტრაციის მიხედვით) შემთხვევაში პრეპარატი ლივაზო მიიღება სიფრთხილით. თირკმლის ფუნქციის ნებისმიერი ხარისხის დარღვევის შემთხვევაში პრეპარატის მაქსიმალური დღიური დოზის 4მგ-ის მიღების შესახებ მონაცემები შეზღუდულია, შესაბამისად მაქსიმალური დღიური დოზა 4მგ ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თირკმლის ფუნქცია ყურადღებით კონტროლდება დოზის ეტაპობრივად მომატების შემდეგ. თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევის შემთხვევაში მაქსიმალური დღიური დოზის 4მგ-ის დანიშვნა არ არის რეკომენდირებული; თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს სასურველია მაქსიმალური დოზა შემოიფარგლოს 2მგ- ით.
    ხანდაზმული პაციენტები: დოზის კორექცია არ არის საჭიროა.
    გვერდითი მოქმედება
    კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში რეკომენდებული დოზების მიღებისას პაციენტების <4%, რომლებიც მკურნალობნდენ პრეპარტ ლივაზოთი გამოეთიშნენ კვლევას არასასურველი რეაქციების განვითარების გამო. ყველაზე ხშირად აღინიშნა მიალგია.
    სიხშირის თვალსაზრისით გამოყოფენ შემდეგ არასასურველ რეაქციებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციის მიხედვით: ძალიან ხშირად: ≥10, ხშირად: ≥1/100- <1/10, ნაკლებად ხშირად: ≥1/1000- <1/100, იშვიათად: ≥1/10000- <1/1000, ძალიან იშვიათად: <1/10000 და სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ განისაზღვრება).
    სისხლმბადი ორგანოების მხრივ
    ნაკლებად ხშირად: ანემია
    ნივთიერებათა ცვლის მხრივ
    ნაკლებად ხშირად: ანორექსია
    ფსიქიკის მხრივ
    ხშირად: უძილობა
    ნერვული სისტემის მხრივ
    ხშირად: თავის ტკივილი
    ნაკლებად ხშირად: თავბრუსხვევა, გემოს დარღვევა, ძილიანობა
    გრძნობის ორგანოების მხრივ
    ნაკლებად ხშირად: შუილი ყურებში
    იშვიათად: მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება
    კანის საფარის მხრივ
    ნაკლებად ხშირად: გამონაყარი კანზე, ქავილი
    იშვიათად: ჭინჭრის ციება, ერითემა
    საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ
    ხშირად: მიალგია, ართრალგია
    ნაკლებად ხშირად: კუნთების სპაზმები
    სიხშირე უცნობია: იმუნოგანპირობებული ნეკროზული მიოპათია
    შარდგამომყოფი სისტემის მხრივ
    ნაკლებად ხშირად: პოლაკიურია
    საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ
    ხშირად: ყაბზობა, დიარეა, დისპეფსია, გულისრევა
    ნაკლებად ხშირად: ტკივილი მუცლის არეში, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ღებინება
    იშვიათად: გლოსოდინია, მწვავე პანკრეატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე
    ლაბორატორიული მაჩვენებლები
    ნაკლებად ხშირად: “ღვიძლის” ტრანსამინაზების- ასპარტატამინოტრანსფერაზას (Aჩთ), ალანინამინოტრანსფერაზას (ALთ), კრეატინფოსფოკინაზას (ჩPK) აქტივობის მატება.
    კლინიკურ კვლევებში ლივაზოს მიღების შემდეგ აღინიშნა ჩPK-ის აქტივობის 3-ჯერ მატება ნორმის ზედა ზღვართან შედარებით 2800-დან 49 პაციენტში (1,8%). ნორმის ზედა ზღვარზე ≥10-ჯერ მატება თანმხლები სიმპტომებით აღინიშნა ძალიან იშვიათად და გამოუვლინდა 2406-დან მხოლოდ ერთ პაციენტს, რომელიც ღებულობდა 4მგ ლივაზოს (0,04%) კლინიკური კვლევის პროგრამის ფარგლებში.
    სხვა
    ნაკლებად ხშირად: ასთენია, სისუსტე, ძლიერი დაღლილობა, პერიფერიული შეშუპება.
    პოსტმარკეტინგული გამოყენებისას დაფიქსირებული გამოცდილება
    იაპონიაში დაახლოებით 20000 პაციენტის მონაწილეობით ჩატარდა რეგისტრაციის შემდგომი დაკვირვების ორწლიანი პროსპექტული კვლევა. მოცემული პაციენტების უმეტესობა ღებულობდა პიტავასტატინს დოზით 1 ან 2მგ და არა 4მგ. პაციენტების 10,4%-ში დაფიქსირდა არასასურველი რეაქციები, რომელთა შემთხვევაშიც პიტავასტატინთან მიზეზობრივი კავშირი არ არის გამორიცხული და პაციენტების 7,4%-მა შეწყვიტა მკურნალობა არასასურველი რეაქციების განვითარების გამო. მიალგიის სიხშირე იყო 1,08%. არასასურველი რეაქციების უმეტესობა მსუბუქი ხასიათის იყო. 2 წლის განმავლობაში არასასურველი რეაქციები უფრო მეტად გამოვლინდა ისეთ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებოდათ მედიკამენტური ალერგია (20,4%) ან ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები (13,5%).
    პრეპარატის რეკომენდირებული დოზების მიღებისას დაფიქსირებული არასასურველი რეაქციები და მათი განვითარების სიხშირე რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში მიმდინარე პროსპექტულ კვლევაში და არა საერთაშორისო კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში მოცემულია ქვემოთ.
    ღვიძლის და ნაღველგამომყოფი გზების მხრივ
    იშვიათად: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის დაავადება
    საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ
    იშვიათად: მიოპათია, რაბდომიოლიზი
    რეგისტრაციის შემდგომი დაკვირვების კვლევაში აღინიშნა რაბდომიოლოზის ორი შემთხვევა, როდესაც პაციენტებს დასჭირდათ ჰოსპიტალიზაცია (პაციენტების 0.01%).
    გარდა ამისა არსებობს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ დაფიქსირებული ეფექტების შესახებ სპონტანური შეტყობინებები, მიალგიის და მიოპათიის ჩათვლით იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ლივაზოს რეკომენდირებულ დოზებს. ასევე დაფიქსირდა რაბდომიოლიზის შემთხვევები თირკმლის მწვავე უკმარისობის თანხლებით და მის გარეშე, მათ შორის რაბდომიოლიზი ლეტალური გამოსავალით.
    აგრეთვე არსებობს სპონტანური შეტყობინებები შემდეგი არასასურველი რეაქციების შესახებ (მათი სიხშირე ეფუძნება რეგისტრაციის შემდგომ კვლევებში დაფიქსირებულ შემთხვევებს):
    ნერვული სისტემის მხრივ
    ნაკლებად ხშირად: ჰიპესთეზია
    საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ
    იშვიათად: დისკომფორტი მუცლის არეში
    სხვა სტატინების მიღებისას დაფიქსირებული არასასურველი რეაქციები:
    - ძილთან დაკავშირებული დარღვევები, მათ შორის კოშმარული სიზმრები;
    - ამნეზია;
    - სექსუალური ფუნქციის დარღვევა;
    - დეპრესია;
    - ფილტვების ინტერსტიციური დაავადება;
    - შაქრიანი დიაბეტი: სიხშირე დამოკიდებულია რისკ ფაქტორების (გლუკოზის კონცენტრაცია სისხში უზმოზე ≥5,6მმოლი/ლ, სხეულის მასის ინდექსი >30კგ/მ2, თG-ის კონცენტრაციის მომატება, არტერიული ჰიპერტენზია ანამნეზში) არსებობაზე ან არარსებობაზე;
    ჭარბი დოზა
    დოზის გადაჭარბებისას სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს.
    საჭიროა სიმპტომური მკურნალობის ჩატარება, CPK-ის აქტივობის და ღვიძლის ფუნქციის გაკონტროლება.
    ჰემოდიალიზია არაეფექტურია.
    სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
    პიტავასტატინი აქტიურად ტრანსპორტირდება ადამიანის ჰეპატოციტებში ღვიძლის მრავალრიცხოვანი გადამტანების (ორგანული ანიონების გადამტანი პოლიპეპტიდის [OATP] ჩათვლით) მეშვეობით, რომლებიც შესაძლოა ჩართულნი იყვნენ მოცემულიდან ზოგიერთი პრეპარატის ურთიერთქმედების პროცესში.
    ციკლოსპორინი: ციკლოსპორინის ერთჯერადი დოზების პიტავასტატინთან ერთად მიღებისას წონასწორულ მდგომარეობაში პიტავასტატინის AUC 4,6-ჯერ იზრდება. ციკლოსპორინის წონასწორული მდგომარეობის ზეგავლენა პიტავასტატინის წონასწორულ მდგომარეობაზე უცნობია. პრეპარატი ლივაზო უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ციკლოსპორინს.
    ერითრომიცინი: ერითრომიცინის და პიტავასტატინის ერთობლივად მიღებისას პიტავასტატინის AUC 2,8-ჯერ იზრდება. ერითრომიცინით ან მაკროლიდების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკებით მკურნალობის პერიოდში რეკომენდირებულია პირავასტატინის დროებით შეწყვეტა.
    გემფიბროზილი და სხვა ფიბრატები: ფიბრატების მონოთერაპიას იშვიათად უკავშირებენ მიოპათიის განვითარებას. ფიბრატებთან ერთად სტატინების მიღებისას იზრდება მიოპათიის და რაბდომიოლიზის განვითარების სიხშირე. პიტავასტატინი სიფრთხილით მიიღება ფიბრატებთან ერთად. პიტავასტატინის და გემფიბროზილის კომბინირებული მიღებისას ფარმაკოკინეტიკის შესწავლის მიზნით ჩატარებულ კვლევებში აღინიშნა პიტავასტატინის AUC-ის 1,4-ჯერ ზრდა და ფენოფიბრატის AUC-ის 1,2-ჯერ ზრდა.
    ნიკოტინის მჟავა (ჰიპოლიპიდემიური დოზებით): პიტავასტატინის და ნიკოტინის მჟავის ჰიპოლიპიდემიური დოზების (>1გ/დღეში) ურთიერთქმედების კვლევა არ ჩატარებულა. ნიკოტინის მჟავის მონოთერაპიას უკავშირებენ მიოპათიის და რაბდომიოლიზის განვითარებას. შესაბამისად ერთობლივად ნიკოტინის მჟავის ჰიპოლიპიდემიური დოზები (>1გ/დღეში) და პრეპარატი ლივაზო სიფრთხილით ინიშნება.
    ფუზიდის მჟავა: დარეგისტრირებულია კუნთებთან დაკავშირებული მწვავე დარღვევები, როგორიც არის რაბდომიოლიზი, რაც განპირობებული იყო ფუზიდის მჟავის და სტატინების ურთიერთქმედებით. ფუზიდის მჟავით მკურნალობის პერიოდში რეკომენდირებულია ლივაზოს დროებით შეწყვეტა.
    რიფამპიცინი: პიტავასტატინთან ერთად მიღებისას პიტავასტატინის AUC გაიზარდა 1,3-ჯერ, რაც გამოწვეული იყო ღვიძლში აკუმულაციის შემცირებით.
    აივ პროტეაზას ინჰიბიტორები: პიტავასტატინთან ერთად მიღებამ გამოიწვია პიტავასტატინის AUC-ის უმნიშვნელო ცვლილება.
    ეზეტიმიბი და მისი გლუკურონიდული მეტაბოლიტი თრგუნავს საკვებიდან მიღებული და ბილიარული ქოლესტერინის შეწოვას. კომბინირებული გამოყენებისას პიტავასტატინს ზეგავლენა არ მოუხდენია პლაზმაში ეზეტიმიბის ან მისი გლუკურონიდული მეტაბოლიტის კონცენტრაციებზე და ეზეტიმიბს არ უმოქმედია პიტავასტატინის პლაზმურ კონცენტრაციებზე.
    CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორები: იტრაკონაზოლთან და გრეიფრუტის წვენთან ურთიერთქმედების კვლევაში, რომლებიც წარმოდგენენ CYP3A4 იზოფერმენტის ცნობილ ინჰიბიტორებს არ დაფიქსირებულა კლინიკურად მნიშვნელოვანი ზეგავლენა პიტავასტატინის პლაზმურ კონცენტრაციებზე.
    დიგოქსინი, P-გლიკოპროტეინის (PGP) ცნობილი სუბსტრატი არ ურთიერთქმედებს პიტავასტატინთან. კომბინირებული გამოყენებისას არ დაფიქსირებულა სისხლის პლაზმაში პიტავასტატინის ან დიგოქსინის კონცენტრაციების მნიშვნელოვანი ცვლილებები.
    ვარფარინი: ვარფარინის ფარმაკოკინეტიკის და ფარმაკოდინამიკის (INR [საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა] და PT [პროთრომბინის დრო]) წონასწორული მდგომარეობა ჯანმრთელ მოხალისეებში არ შეცვლილა ვარფარინის და პიტავასტატინის (4მგ დოზა ყოველ დღე) ერთობლივად მიღებისას. მიუხედავად ამისა როგორც სხვა სტატინების შემთხვევაში ვარფარინთან ერთად პიტავასტატინით მკურნალობისას უნდა გაკონტროლდეს PT და INR.
    განსაკუთრებული მითითებები
    ზეგავლენა კუნთების ქსოვილზე
    ისევე როგორც ჰმგ-კოA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების (სტატინების) მიღებისას არსებობს მიალგიის, მიოპათიის და იშვიათად რაბდომიოლიზის განვითარების ალბათობა. გააფრთხილეთ პაციენტები, რომ აუცილებლად გაცნობონ კუნთებთან დაკავშირებული ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისას. როდესაც პაციენტს აღენიშნება კუნთების ტკივილი, კუნთების მოდუნება შეხებისას ან სისუსტე, განსაკუთრებით თუ თან ახლავს შეუძლოდ ყოფნა ან ცხელება უნდა განისაზღვროს ჩCPK-ის აქტივობა.
    CPK-ის აქტივობის დადგენა არ უნდა მოხდეს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ან ისეთი სხვა ფაქტორების არსებობისას, რომლებიც იწვევენ CPK-ის ზრდას, რადგან შედეგი შესაძლოა მცდარი აღმოჩნდეს. თუ CPK-ის აქტივობა მომატებულია (ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტი) 5-7 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს საკონტროლო ანალიზი.
    დაფიქსირდა იმუნოგანპირობებული ნეკროზული მიოპათიის ძალიან იშვიათი შემთხვევები სტატინებით მკურნალობის პერიოდში ან შეწყვეტის შემდეგ. იმუნოგანპირობებული ნეკროზული მიოპათია კლინიკურად ვლინდება პროქსიმალური კუნთების ქრონიკული სისუსტით და სისხლის შრატში CPK-ის აქტივობის მომატებით, რაც ნარჩუნდება სტატინების შეწყვეტის მიუხედავად.
    მკურნალობამდე
    სხვა სტატინების მსგავსად ლივაზო სიფრთხილით ინიშნება ისეთი რისკ ფაქტორების მქონე პაციენტებში, რომლებიც ხელს უწყობენ რაბდომიოლიზის განვითარებას. საჭიროა CPK-ის აქტივობის განსაზღვრა, რათა დადგინდეს საკონტროლო საწყისი მაჩვენებლები შემდეგ შემთხვევებში:
    • თირკმლის უკმარისობა,
    • ჰიპოთირეოზი,
    • კუნთების მემკვიდრეობითი დაავადებების პირადი ან ოჯახური ანამნეზი,
    • წინა ანამნეზში კუნთებთან დაკავშირებული ტოქსიკურობის არსებობა ფიბრატებით ან სხვა სტატინებით მკურნალობისას,
    • ანამნეზში ღვიძლის დაავადების არსებობა ან ალკოჰოლის ბოროტად მოხმარება,
    • >70 წლის პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ რაბდომიოლიზის განვითარებისათვის ხელშემწყობი სხვა რისკ ფაქტორები.
    ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია კლინიკური მონიტორინგი, ხოლო მკურნალობასთან დაკავშირებული რისკი საჭიროებს გადახედვას მოსალოდნელი სარგებელის გათვალისწინებით. დაუშვებელია ლივაზოს მიღება თუ CPK-ის აქტივობა 5-ჯერ აჭარბებს ნორმის ზედა ზღვარს.
    მკურნალობის პერიოდში
    პაციენტს უნდა გაეწიოს რეკომენდაცია, რომ დაუყოვნებლივ აცნობოს ექიმს თუ შენიშნავს კუნთების ტკივილს, სისუსტეს ან კრუნჩხვებს. უნდა დადგინდეს CPK-ის აქტივობა და მკურნალობა წყდება თუ იგი მომატებულია (ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტი). კუნთებთან დაკავშირებული მწვავე სიმპტომების გამოვლენისას უნდა გადაიხედოს მკურნალობის შეწყვეტის საკითხი იმ შემთხვევაშიც კი თუCPK-ის აქტივობა 5-ჯერ არ აჭარბებს ნორმის ზედა ზღვარს. სიმპტომების მოხსნის და CPK-ის აქტივობის ნორმის ფარგლებში დაბრუნების შემდეგ შესაძლებელია ლივაზოს განმეორებით დანიშვნა დოზით 1მგ რეგულარული კონტროლის პირობებში.
    ზეგავლენა ღვიძლზე
    ისევე როგორც სხვა სტატინები ლივაზოც სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ღვიძლის დაავადება ან პაციენტებში, რომლებიც რეგულარულად ღებულობენ ალკოჰოლის ჭარბ რაოდენობას. მკურნალობის დაწყებამდე და შემდეგ პერიოდულად უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციური ანალიზები. თუ “ღვიძლის” ტრანსამინაზების (ALT და AST) აქტივობა იზრდება და 3-ჯერ აჭარბებს ნორმის ზედა ზღვარს ლივაზოს მიღება უნდა შეწყდეს.
    ზეგავლენა თირკმელებზე
    ლივაზო სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ზომიერი ან მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში. დოზის მომატება დასაშვებია მხოლოდ რეგულარული კონტროლის პირობებში. 4მგ დოზა არ არის რეკომენდირებული თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
    შაქრიანი დიაბეტი
    გარკვეული მონაცემების მიხედვით სტატინები იწვევენ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციების მატებას, ხოლო ზოგიერთ პაციენტში კი, რომელსაც აღენიშნება შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალი რისკები შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერგლიკემია, რაც საჭიროებს შაქრიანი დიაბეტის შესაბამის მკურნალობას. მიუხედავად ამისა აღნიშნული საფრთხის კომპენსირება ხდება სისხლძარღვებთან დაკავშირებული რისკების შემცირებით სტატინებით მკურნალობისას, სწორედ ამიტომ ეს არ უნდა იყოს სტატინების შეწყვეტის მიზეზი. პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკები (გლუკოზის კონცენტრაცია უზმოზე 5,6-6,9მმოლი/ლ, სხეულის მასის ინდექსი >30კგ/მ2, თG-ის კონცენტრაციის მომატება, არტერიული ჰიპერტენზია) საჭიროა კლინიკური და ბიოქიმიური კონტროლი ნაციონალური რეკომენდაციების შესაბამისად.
    ფილტვების ინტერსტიციური დაავადება
    ზოგიერთი სტატინის მიღებისას, განსაკუთრებით კი ხანგრძლივი მკურნალობისას დაფიქსირდა ფილტვების ინტერსტიციალური დაავადების იშვიათი შემთხვევები. კლინიკური ნიშნები მოიცავს სუნთქვის უკმარისობას, არაპროდუქციულ ხველებას და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუარესებას (ძლიერი დაღლილობა, სხეულის წონის დაკლება და ცხელება). ფილტვების ინტერსტიციალურ დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში სტატინის მიღება უნდა შეწყდეს.
    ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მოძრავი მექანიზმების გამოყენების უნარზე
    საჭიროა სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვისას ან სხვა ისეთი სამუშაოს შესრულების დროს, რაც საჭიროებს მაქსიმალურ ყურადღებას, რადგან მოსალოდნელია ისეთი არასასურველი რეაქციების განვითარება, როგორიც არის თავბრუსხვევა და ძილიანობა.
    გამოშვების ფორმა
    აპკით დაფარული ტაბლეტები 1მგ, 2მგ და 4მგ.
    1მგ დოზა: 7, 14, 15 ტაბლეტი ალ/პვქ ბლისტერში, მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1 ან 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
    2მგ დოზა: 7, 10, 14, 15, 20 ტაბლეტი ალ/პვქ ბლისტერტში, მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1, 2, 3 ან 5 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
    4მგ დოზა: 7, 10, 14, 15 ტაბლეტი ალ/პვქ ბლისტერში, მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 1, 2, 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
    შენახვის პირობები
    ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
    ვარგისობის ვადა
    4 წელი. არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
    გაცემის პირობა
    ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

გაცემის რეჟიმი**:**

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი****- II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ლივაზო 1მგ #28ტ
  • სახელი: ლივაზო 1მგ #28ტ
  • მწარმოებელი: Recordati Industria Chimica E Farmaceutica SpA (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Pierre Fabre Medicament Production(საფრანგეთი)) (იტალია)
  • შეფუთვა: 1მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
Aversi 36.49 ლ
ლივაზო 2მგ #28ტ
  • სახელი: ლივაზო 2მგ #28ტ
  • მწარმოებელი: Recordati Industria Chimica E Farmaceutica SpA (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Pierre Fabre Medicament Production(საფრანგეთი)) (იტალია)
  • შეფუთვა: 2მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
Aversi 43.66 ლ
ლივაზო 4მგ #28ტ
  • სახელი: ლივაზო 4მგ #28ტ
  • მწარმოებელი: Recordati Industria Chimica E Farmaceutica SpA (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Pierre Fabre Medicament Production(საფრანგეთი)) (იტალია)
  • შეფუთვა: 4მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
Aversi 57.21 ლ
ლივაზო ტაბლეტი 1მგ #28
  • სახელი: ლივაზო ტაბლეტი 1მგ #28
  • მწარმოებელი: Recordati Industria Chimica E Farmaceutica SpA (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Pierre Fabre Medicament Production(საფრანგეთი)) (იტალია)
  • შეფუთვა: 1მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
Pharmadepot 36.49 ლ
ლივაზო ტაბლეტი 2მგ #28
  • სახელი: ლივაზო ტაბლეტი 2მგ #28
  • მწარმოებელი: Recordati Industria Chimica E Farmaceutica SpA (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Pierre Fabre Medicament Production(საფრანგეთი)) (იტალია)
  • შეფუთვა: 2მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
Pharmadepot 43.66 ლ
ლივაზო ტაბლეტი 1მგ #28
  • სახელი: ლივაზო ტაბლეტი 1მგ #28
  • მწარმოებელი: Recordati Industria Chimica E Farmaceutica SpA (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Pierre Fabre Medicament Production(საფრანგეთი)) (იტალია)
  • შეფუთვა: 1მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
GPC 36.49 ლ
ლივაზო ტაბლეტი 2მგ #28
  • სახელი: ლივაზო ტაბლეტი 2მგ #28
  • მწარმოებელი: Recordati Industria Chimica E Farmaceutica SpA (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Pierre Fabre Medicament Production(საფრანგეთი)) (იტალია)
  • შეფუთვა: 2მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
GPC 43.66 ლ
Livazo - ლივაზო 2მგ 28 ტაბლეტი
  • სახელი: Livazo - ლივაზო 2მგ 28 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Recordati Industria Chimica E Farmaceutica SpA (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Pierre Fabre Medicament Production(საფრანგეთი)) (იტალია)
  • შეფუთვა: 2მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
PSP 43.66 ლ
Livazo - ლივაზო 1მგ 28 ტაბლეტი
  • სახელი: Livazo - ლივაზო 1მგ 28 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Recordati Industria Chimica E Farmaceutica SpA (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Pierre Fabre Medicament Production(საფრანგეთი)) (იტალია)
  • შეფუთვა: 1მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
PSP 36.49 ლ
Livazo - ლივაზო 4მგ 28 ტაბლეტი
  • სახელი: Livazo - ლივაზო 4მგ 28 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Recordati Industria Chimica E Farmaceutica SpA (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Pierre Fabre Medicament Production(საფრანგეთი)) (იტალია)
  • შეფუთვა: 4მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
PSP 57.21 ლ
ლივაზო ტაბლეტი 4მგ #28
  • სახელი: ლივაზო ტაბლეტი 4მგ #28

Pharmadepot 57.21 ლ
ლივაზო ტაბლეტი 4მგ #28
  • სახელი: ლივაზო ტაბლეტი 4მგ #28
  • შეფუთვა: 4მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
GPC 57.21 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით