ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პრეპარატები ყაბზობის სამკურნალოდ, კონტაქტური საფაღარათო საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
მოქმედი აქტიური ნივთიერება:
პრეპარატი ბისაკოდილი (BIშAჩODYL) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ბისაკოდილს.
წამლის ფორმა: 5მგ ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საფაღარათო საშუალება
გამოყენების ჩვენება:
ყაბზობა, გამოწვეული მსხვილი ნაწლავის ჰიპოტონიით ან სუსტი პერისტალტიკით
(კერძოდ, ხანდაზმულ
პაციენტებში, ოპერაციისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში). კუჭის მოქმედების
რეგულირება
ბუასილის, პროქტიტის, ანალური ნახეთქების დროს. ქირურგიული ოპერაციების,
ინსტრუმენტული და
რენტგენოლოგიური გამოკვლევებისთვის მომზადება.
დოზირება და მიღების წესი:
მოზრდილებში და 12წ-ზე უფროსი ასაკის ბავშვებში 5-15მგ, 6-12წლის ბავშვებში –
5მგ, 6წ-მდე ასაკის
ბავშვებში გამოყენებისთვის მიმართეთ ექიმს.. მიღების ჯერადობა დღეში ერთხელ ძილის
წინ ან დილით
ჭამამდე 30წ-ით ადრე.
უკუჩვენებები:
გაუვალობა, ჩაჭედილი თიაქარი, მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ანთებითი
დაავადებები, მუცლის
გაურკვეველი გენეზის ტკივილი, პერიტონიტის, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან,
სისხლდენა
საშვილოსნოდან, ცისტიტი, მწვავე პროქტიტი, მწვავე ბუასილი.
ორსულობა და ლაქტაცია:
ბისაკოდილი სიფრთხილით ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა კოლიკისმაგვარი ტკივილი მუცლის არეში, დიარეა.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების დროს.
არ შეიძლება ბისაკოდილის ხანგრძლივად გამოყენება.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება რძესთან და ტუტე მინერალურ წყალთან
ერთად.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ ადგილას არა უმეტეს 25რჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი: “მეიჯორ ფარმაცეუთიქალს” აშშ
პროდუქტის ლიცენზიის მფლობელი: “მეიჯორ ფარმაცეუთიქალს” აშშ
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (სად): Bისაცოდყლ
სამკურნალწამლო ფორმის აღწერა: ცილინდრულკონუსური ფორმის სანთლები,
თეთრი ან თეთრი მოყვითალო ელფერის მქონე. განივ განაკვეთზე დასაშვებია
ბუშტუკოვანი, ფოროვანი სიცარიელის და ძაბრისებური ჩაღრმავების არსებობა.
სამკურნალწამლო ფორმის შემადგენლობა:
ერთი სანთელი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: ბისაკოდილი – 10მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ნახევრადსინთეზური გლიცერიდები – 1,0გ მასის
სანთლის მისაღებად საკმარისი რაოდენობა.
გამოშვების ფორმა: რექტალური სანთლები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
საფაღარათე საშუალებები. კონტაქტური საფაღარათე საშუალებები.
ათქ კოდი: A06AB02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ბისაკოდილი – დიფენილმეთანის წარმოებული. ავლენს საფაღარათე, გაზგამყვან
მოქმედებას.
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი გაპირობებულია მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის
ნერვული დაბოლოებების პირდაპირი სტიმულაციით, მსხვილ ნაწლავში
ლორწოს მომატებით, რაც იწვევს განავლის დარბილებას, მისი სრიალის
გაუმჯობესებას, დეფეკაციის აქტის ხელის შეწყობას, ასევე ნაწლავის
პერისტალტიკის დაჩქარებას და გაძლიერებას.
ფარმაკოკინეტიკა
ბისაკოდილი არ აბსორბირდება მსხვილი ნაწლავიდან და არ აღწევს ლაქტატში.
რექტალური გამოყენებისას გამოხატული საფაღარათე ეფექტი დგება საათის
(15-60 წუთი) განმავლობაში.
ჩვენებები
მსხვილი ნაწლავის ჰიპოტონიით და სუსტი პერისტალტიკით გამოწვეული
ყაბზობა (მათ შორის ხანდაზმულ პაციენტებში; ოპერაციის, მშობიარობის,
დიეტის შეცვლის შემდგომი ყაბზობა). კუჭის მოქმედების რეგულირება
ბუასილის, პროქტიტის, ანალური ნახეთქების. მსხვილი ნაწლავის მომზადება
ინსტრუმენტული და რენტგენოლოგიური გამოკვლეწვებისათვის.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა, ნაწლავთა გაუვალობა, სპასტიკური ყაბზობა; ჩაჭედილი
თიაქარი, მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ანთებითი დაავადებები,
გაურკვეველი გენეზის მუცლის ტკივილი, პერიტონიტი, სისხლდენა საჭმლის
მომნელებელი ტრაქტიდან, სისხლდენა საშვილოსნოდან, ცისტიტი, მწვავე
პროქტიტი, მწვავე ბუასილი, ჩვილთა ასაკი (1 წლამდეგამოყენების მეთოდი და დოზები
რექტალურად. მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ბავშვები – 10-20მგ
ბისაკოდილი (1-2 სანთელი) დღეში; ბავშვები 8-14 წლამდე – 10მგ (1 სანთელი)
დღეში, 2-7 წელი – 5მგ (1/2 სანთელი) დღეში. ოპერაციითვის მოსამზადებლად
საღამოს და დილას – 10მგ (1 სანთელი).
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: დიარეა, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა,
ჰიპოაკალიემია, მსხვილი ნაწლავის ატონია. მკურნალობა: სიმპტომური.
გვერდითი მოქმედება და რეაქციები
ნაწლავური კოლიკა; დიარეა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს დეჰიდრატაცია,
წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევა, კუნთური სისუსტის, კრამპების,
არტერიული ჰიპოტონიის განვითარება; ალერგიული რეაქციები.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე, 15-25ძჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისობის ვადა
3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის
ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმეცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოყენება შესაძლებელია ექიმის
დანიშნულების გარეშე.
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ბისაკოდილს.
დამხმარე ნივთიერებები
ბირთვი: საქაროზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, ტალკი,
კალციუმის სტეარატი, მეთილცელულოზა, პოლისორბატი 80 (თვინ-80).
გარსი: მეთაკრილის მჟავას თანაპოლიმერი-ეთილაკრილატი (Eudragit L 30D-55), ტალკი,
ტიტანის დიოქსიდი (E 171), ტრიეთილციტრატი, საღებავი Sanset Yellow Lake (E 110).
აღწერილობა
მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული ნარინჯისფერი გარსით, განატეხზე-
თეთრი ბირთვი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ბისაკოდილი - საფაღარათო საშუალება, რომელიც ნაწლავის ლორწოვან გარსზე უშუალო
ზემოქმედებით აძლიერებს მის პერისტალტიკას და ახდენს საფაღარათო მოქმედებას.
წამლის მიღებისას დღისით მისი მოქმედება იწყება მიღებიდან დაახლოებით 6 სთ-ის
შემდეგ, ხოლო ძილის წინ მიღებისას - 8-12 სთ-ის შემდეგ.
ჩვენებები
სხვადასხვა ეტიოლოგიის ყაბზობა.
მიღების წესები და დოზები
აუცილებელია ტაბლეტის მთლიანად, დაუღეჭავად გადაყლაპვა.
ყაბზობის დროს, რომელიც გამოწვეულია მსხვილი ნაწლავის ჰიპოტონიით, კუჭის
მოქმედების მოწესრიგებისთვის ბუასილის, პროქტიტის, ანალური ნახეთქების დროს
მოზრდილებს და ბავშვებს 12 წლის ასაკის ზევით პრეპარატი ენიშნებათ 1-3 ტაბლეტის
ოდენობით ერთ მიღებაზე. არასაკმარისი ეფექტის დროს პრეპარატს დამატებით მეორე
დილით იღებენ - 1-2 ტაბლეტს.
6-12 წლის ასაკის ბავშვებს აძლევენ 1 ტაბლეტს. მიღების სიხშირე ერთხელ ღამით ან
დილით ჭამამდე 30 წუთით ადრე. არ არის რეკომენდებული ბისაკოდილის მიღება
ტაბლეტების სახით 6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებისათვის.
ქირურგიული ოპერაციებისთვის, ინსტრუმენტალურ და რენტგენოლოგიურ მომზადებისას
ნიშნავენ 2 ტაბლეტს ძილის წინ გამოკვლევამდე ერთი-დღე ღამით ადრე და 2 ტაბლეტს
ოპერაციის ან გამოკვლევის წინა ღამით.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან შესაძლებელია სპასტიური ტკივილები მუცელში,
ფაღარათი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ორგანიზმის დეჰიდრატაცია, ელექტროლიტური
ბალანსის დარღვევა.
ხანდაზმულ პაციენტებს, რომლებიც ხშირად იღებენ პრეპარატს, შესაძლებელია დაეწყოთ
სისუსტე, კოორდინაციის დარღვევა და ჰიპოტენზია.
თუ დაგეწყოთ მსგავსი ან სხვა, ზემოთ აღნიშნული სიმპტომები, გაიარეთ ექიმის
კონსულტაცია პრეპარატის შემდგომი მიღების შესახებ!
უკუჩვენება
ნაწლავური გაუვალობა, თიაქარის ჩაჭედვა, "მწვავე მუცლის" სინდრომი, პერიტონიტი,
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, სისხლდენა საშვილოსნოდან, სპასტიური კოლიტი,
მწვავე პროქტიტი, მწვავე ბუასილი, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.
თუ მითითებული შემთხვევებიდან გაგაჩნიათ რომელიმე, მედიკამენტის მიღებამდე მიიღეთ
რჩევა ექიმისგან.
განსაკუთრებული მითითებები
გაფრთხილება მიღების დროს
ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება პრეპარატის მიღება 1 კვირაზე მეტი ხნით.
მიიღეთ რჩევა ექიმისგან, თუ აუცილებელია პრეპარატის მიღება ორსულობისა და
ლაქტაციის პერიოდში, ღვიძლის და/ან თირკმელების დაავადების დროს, ასევე კუჭ-
ნაწლავის ტრაქტის ანთებით დაავადებებზე ეჭვის შემთხვევაში.
ბისაკოდილის 1 ტაბლეტი შეიცავს 19,3 მგ. საქაროზას და 81 მგ ლაქტოზას.
ჭარბი დოზირება
თუ ბისაკოდილის მიღება ხდება ხანგრძლივად ან აჭარბებენ დოზას, იწყება ფაღარათი,
ორგანიზმის მძიმე დეჰიტრატაცია ელექტოლიტების დაკარგვით, განსაკუთრებით კალიუმის
იონების, შესაძლებელია მსხვილი ნაწლავის ატონია.
წამლის დოზის გადაჭარბების დროს სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ბისაკოდილის ერთდროული გამოყენება ანტაციდებთან, H2-ჰისტამინური რეცეპტორების
ბლოკატორებთან (ციმეტიდინი, რანიტიდინი, ფამოტიდინი), ტუტე მინერალურ წყლებთან,
რძესთან ერთად ხელს უწყობს ტაბლეტის გარსის სწრაფ დაშლას და აქტიური ნივთიერების
გამონთავისუფლებას, რომელიც იწვევს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის გაღიზიანებას.
უნდა დაცული იქნას 1-2 საათიანი შუალედი ბისაკოდილის და ტუტე პროდუქტების მიღებას
შორის.
შენახვის პირობები და ვადები
არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
შენახვის ვადა
5 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთავზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ.