ენტობანი - Entoban
ენტობანი - Entoban

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დიარეისა და დიზენტერიის სამკურნალო მცენარეული საშუალება

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა:

ყოველი კაფსულა შეიცავს ექსტრაქტებს :

ხოლარხენა ბუსუსიანი-400,0 მგ
მირტი ჩვეულებრივი- 400, 0 მგ
კოწახური ფხიანი-100, 0 მგ
კომში ბენგალიური -100, 0 მგ
მუხა საღებავი -100,0 მგ
ბუტეა შესანიშნავი- 100,0 მგ

ენტობანი დამზადებულია რჩეული მცენარეების ნარევისაგან, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენება ნაწლავების ინფექციების და ჰელმინთებით ინვაზიების სამკურნალოდ. ენტობანი დღეისათვის წარმოადგენს საუკეთესო პრეპარატს ჰელმინთებით ინვაზიების პროფილაქტიკისა და საჭმლის მონელების გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული პრეპარატი იცავს და აჯანსაღებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანს, ამცირებს ჭარბ მჟავიანობას და ახდენს პერისტალტიკის რეგულირებას. დიარეის შემთხვევაში პრეპარატის დამამშვიდებელ, ბაქტერიოციდულ მოქმედებას მოაქვს პაციენტისათვის სწრაფი შვება.

ენტობანის ანტიმიკრობული მოქმედება ახდენს სამკურნალო ეფექტს სხვადასხვა ეტიოლოგიის დიარეის დროს. მას ახასიათებს სწრაფი ანტიპროტოზოული ეფექტი, რაც განაპირობებს პრეპარატის დანიშვნას ამებიაზის დროს. ენტობანს ახასიათებს სწრაფი სპაზმოლიტიკური ეფექტი.

ჩვენებები:

მწვავე და ქრონიკული ამებიაზი
ჰეპატიტური ამებიაზი და სხვა დაავადებები E. hystoiytika-ს არსებობისას
ბაცილარული დიზენტერია
ბაქტერიული და არასპეციფიური დიარეა
გასტროენტერიტი
დამხმარე საშუალება საკვებით მოწამვლის მკურნალობისას.

გამოყენების წესი და დოზირება:

კაფსულები,
მოზრდილები: საწყისი დოზა 2 კაფსულა ყოველ 4 საათში
შემდეგ 1 კაფსულა ყოველ 4 საათში, ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
დიარეით დაავადებული პაციენტების უმეტესობა ენტობანით მკურნალობისას გრძნობს შვებას 2-48 საათის განმავლობაში, მაგრამ ინფექციის სრულყოფილი კონტროლის მიზნით, უმჯობესია მკურნალობის გაგრძელება 2-5 დღის განმავლობაში, ამებიაზის შემთხვევაში, რეკომენდირებულია გააგრძელდეს მკურნალობა დაახლოებით 10 დღის განამვლობაში, მიუხედავად კლინიკური გამოვლინებებისა, რომელიც შეიძლება შეწყდეს უფრო ადრე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: ცნობილი არ არის.

ჭარბი დოზირება: ცნობილი არ არის, ნაკლებ სავარაუდოა.

უკუჩვენება: ენტობანი არ შეიცავს ტოქსიურ კომპონენტებს, მაგრამ ის უკუნაჩვენებია პრეპარატის მიმართ ცნობილი ალერგიის მქონე ადამიანებისათვის, ასევე ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

გვერდითი მოვლენები: უმნიშვნელო.
გამოშვების ფორმა და რაოდენობა: კაფსულა, №20
მწარმოებელი: Herbion, პაკისტანი.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა