ტოტემა - tothema
ტოტემა - tothema

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანემიის საწინააღმდეგო საშუალებები, რკინა სხვადასხვა კომბინაციებში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ტოტემა ®

**
სავაჭრო დასახელება:** ტოტემა®.
**
წამლის ფორმა:** დასალევი ხსნარი ამპულებში.
**
შემადგენლობა:** ძორითადი ნივთიერებები: რკინის გლუკონატი, რაოდენობა შეესაბამება ელემენტარული რკინის50 მგ, მანგანუმის გლუკონატი, რაოდენობა შეესაბამება ელემენტარული მანგანუმის 1,33 მგ, სპილენძის გლუკონატი, რაოდენობა შეესაბამება ელემენტარული სპილენძის 0,70 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცეროლი, თხევადი გლუკოზა, საქაროზა (3 გ/ამპულაში), გაუწყლურებული ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ბენზოატი, პოლისორბატი 80, კარამელის საღებავი TPS 150c, “ტუტი-ფრუტის” არომატიზატორი, დემინერალიზირებული წყალი.
**
აღწერილობა:** მუქი ყავისფერი სითხე სახასიათო სუნით.
**
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:** რკინის შემცველი პრეპარატი.
ATC კოდი B03AC.
**
ფარმაკოლოგიური თვისებები:** რკინა აუცილებელია ჰემის სინთეზისათვის, რომელიც შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინის და ადამიანის ორგანიზმის სხვა მეტალოპროთეინების შემადგენლობაში, იგი მონაწილეობს ჟანგვა – აღმდგენით პროცესებში. მანგანუმი და სპილენძი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ფერმენტული სისტემებისა, რომლებიც მონაწილეობენ ადამიანის სხვადასხვა ჟანგვა – აღმდგენით პროცესებში. მიკროელემენტების შეწოვა ხდება წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში. პრეპარატის მიღებისას ხდება ანემიის კლინიკური სიმპტომების და ლაბორატორიული მაჩვენებლების რეგრესია, რომლებიც გამოწვეულია ამ მეტალების (მიკროელემენტების) დეფიცოტით.
**
ჩვენება** : რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა.
რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა რისკ-ჯგუფის პაციენტებში (ორსულები, დღენაკლული ახალშობილები, ტყუპები, რკინადეფიციტური ანემიით დაავადებული დედისაგან დაბადებული ახალშობილები) როდესაც რკინა არასაკმარისი რაოდენობით მიიღება საკვებით.
**
უკუჩვენება** : ანემია, რომელიც არაა გამოწვეული რკინის დეფიციტით; ჰემოქრომოტოზი, ჰემოსიდეროზი; 12-გოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულოვანი დაავადება გამწვავების პერიოდში; თუთიით მოწამვლა; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; სამ წლამდე ბავშვათა ასაკი.
**
დოზირების რეჟიმი:**
მკურნალობა : მოზრდილებში: 100-200 მგ რკინა - დღეში 2-4 ამპულა.
ბავშვებში 3 წლის ასაკის ზევით: 3-7 მგ ელემენტარული რკინა/კგ წონაზე/დღეში 2-4 მიღებაზე. პროფილაქტიკური მკურნალობა : ორსულებში 1 ამპულა დღეში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში (დაწყებული 4 თვიდან).
მკურნალობის ეფექტურობის შემოწმება უნადა მოხდეს მკურნალობის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ.
**
გამოყენების წესი:** ამპულის თავების გადატეხა ხდება ხელით ქლიბის გამოყენების გარეშე. უსაფრთხოების მიზნით გამოიყენეთ ყუთზე არსებული მუყაოს ნაწილი. პრეპარატის შიგთავსი უნდა გაიხსნას სუფთა ან დამტკბარ წყალში, ან სხვა რაიმე უალკოჰოლო სასმელში (წვენი და სხვა).
პრეპარატის მიღება უმჯობესია ჭამამდე, მაგრამ, პრეპარატის მიღების დრო და, შესაძლოა, დოზირების რეჟიმიც უნდა იყოს შერჩეული პაციენტის ინდივიდუალური ამტანობის გათვალისწინებით.
სამკურნალო ხსნარი გამოიყენება გახსნიდან 24 საათის განმავლობაში.
**
გვერდითი მოვლენები** : შესაძლოა ჩივილები კუჭ - ნაწლავის სისტემის მხრიდან (გულძმარვა, ყაბზობა ან ფაღარათი), განავლის შავად შეფერვა განიხილება ჩვეულებრივ მოვლენად, კბილების ემალის გამუქება.
ჭარბი დოზირება: სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში. აღწერილია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნეკროზის და შოკური მდგომარეობის შემთხვევები. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა საჭმლის სოდის 1% ხსნარის მეშვეობით. სისხლში რკინის კონცენტრაციის 5 მგ/მლ მომატების შემთხვევაში შეჰყავთ დეფეროქსამინი. შოკური მდგომარეობის შემთხვევაში უნდა ჩატარებული იქნას შოკის საწინააღმდეგო თერაპია.
**
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:** ტოტემა აქვეითებს ბისფოსფონატების, ციპროფლოქსაცინის, ტეტრაციკლინის შეწოვას. მაგნიუმის, კალციუმის და ალუმინის მარილები აქვეითებენ რკინის მარილების შეწოვას. არ არის რეკომენდირებული ტოტემასთან ერთად ამ პრეპარატებით ერთდროული მკურნალობა, ან ამ პრეპარატების მიღების შემთხვევაში უნდა იყოს დაცული 2 საათიანი ინტერვალი. ტოტემასა და სხვა საინექციო რკინის პრეპარატების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდირებული;
**
განსაკუთრებული მითითებები:**
ჩაის და ყავის დიდი რაოდენობით მიღება მკურნალობისას აქვეითებს რკინის შეწოვას; კბილების ემალის გამუქების თავიდან ასაცილებლად ნუ გაიჩერებთ პრეპარატს დიდხანს პირის ღრუში; უნდა გაითვალისწინოთ, რომ ერთი ამპულა შეიცავს 3 გ. საქაროზას.
**
გამოშვების ფორმა:** ერთი მუყაოს კოლოფი შეიცავს 20 ამპულას, თითოეული 10 მლ სამკურნალო ხსნარის შემცველობით და გამოყენების ინსტრუქციას.
**
გაცემის წესი:** რეცეპტით.
**
შენახვის წესი** : პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 250C. მოარიდეთ ბავშვებს.
**
გამოყენების ვადა:** 2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება ყუთზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში.
**
მწარმოებელი** : ლაბორატორია ინოტექ ინტერნასიონალი, წარმოებულია ინოტერა შუზი, საფრანგეთი, Rue Rene Chantereau “L ‘Isle Vert”, 41150 CHOUZY-SUR-CISSE, France.

საერთაშორისო დასახელება - Ferrous gluconat
სავაჭრო დასახელება: ტოტემა®.

წამლის ფორმა: დასალევი ხსნარი ამპულებში.

შემადგენლობა: ძორითადი ნივთიერებები: რკინის გლუკონატი, რაოდენობა შეესაბამება ელემენტარული რკინის50 მგ, მანგანუმის გლუკონატი, რაოდენობა შეესაბამება ელემენტარული მანგანუმის 1,33 მგ, სპილენძის გლუკონატი, რაოდენობა შეესაბამება ელემენტარული სპილენძის 0,70 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: გლიცეროლი, თხევადი გლუკოზა, საქაროზა (3 გ/ამპულაში), გაუწყლურებული ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ბენზოატი, პოლისორბატი 80, კარამელის საღებავი TPS 150c, “ტუტი-ფრუტის” არომატიზატორი, დემინერალიზირებული წყალი.

აღწერილობა: მუქი ყავისფერი სითხე სახასიათო სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: რკინის შემცველი პრეპარატი.
ჩვენება: რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა.
რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა რისკ-ჯგუფის პაციენტებში (ორსულები, დღენაკლული ახალშობილები, ტყუპები, რკინადეფიციტური ანემიით დაავადებული დედისაგან დაბადებული ახალშობილები) როდესაც რკინა არასაკმარისი რაოდენობით მიიღება საკვებით.

უკუჩვენება: ანემია, რომელიც არაა გამოწვეული რკინის დეფიციტით; ჰემოქრომოტოზი, ჰემოსიდეროზი; 12-გოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულოვანი დაავადება გამწვავების პერიოდში; თუთიით მოწამვლა; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; სამ წლამდე ბავშვათა ასაკი.
დოზირების რეჟიმი:
მკურნალობა: მოზრდილებში: 100-200 მგ რკინა - დღეში 2-4 ამპულა.
ბავშვებში 3 წლის ასაკის ზევით: 3-7 მგ ელემენტარული რკინა/კგ წონაზე/დღეში 2-4 მიღებაზე. პროფილაქტიკური მკურნალობა: ორსულებში 1 ამპულა დღეში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში (დაწყებული 4 თვიდან).
მკურნალობის ეფექტურობის შემოწმება უნადა მოხდეს მკურნალობის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ.

გამოყენების წესი: ამპულის თავების გადატეხა ხდება ხელით ქლიბის გამოყენების გარეშე. უსაფრთხოების მიზნით გამოიყენეთ ყუთზე არსებული მუყაოს ნაწილი. პრეპარატის შიგთავსი უნდა გაიხსნას სუფთა ან დამტკბარ წყალში, ან სხვა რაიმე უალკოჰოლო სასმელში (წვენი და სხვა).
პრეპარატის მიღება უმჯობესია ჭამამდე, მაგრამ, პრეპარატის მიღების დრო და, შესაძლოა, დოზირების რეჟიმიც უნდა იყოს შერჩეული პაციენტის ინდივიდუალური ამტანობის გათვალისწინებით.
სამკურნალო ხსნარი გამოიყენება გახსნიდან 24 საათის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები: შესაძლოა ჩივილები კუჭ - ნაწლავის სისტემის მხრიდან (გულძმარვა, ყაბზობა ან ფაღარათი), განავლის შავად შეფერვა განიხილება ჩვეულებრივ მოვლენად, კბილების ემალის გამუქება.
ჭარბი დოზირება: სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში. აღწერილია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნეკროზის და შოკური მდგომარეობის შემთხვევები. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა საჭმლის სოდის 1% ხსნარის მეშვეობით. სისხლში რკინის კონცენტრაციის 5 მგ/მლ მომატების შემთხვევაში შეჰყავთ დეფეროქსამინი. შოკური მდგომარეობის შემთხვევაში უნდა ჩატარებული იქნას შოკის საწინააღმდეგო თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ტოტემა აქვეითებს ბისფოსფონატების, ციპროფლოქსაცინის, ტეტრაციკლინის შეწოვას. მაგნიუმის, კალციუმის და ალუმინის მარილები აქვეითებენ რკინის მარილების შეწოვას. არ არის რეკომენდირებული ტოტემასთან ერთად ამ პრეპარატებით ერთდროული მკურნალობა, ან ამ პრეპარატების მიღების შემთხვევაში უნდა იყოს დაცული 2 საათიანი ინტერვალი. ტოტემასა და სხვა საინექციო რკინის პრეპარატების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდირებული;

განსაკუთრებული მითითებები:
ჩაის და ყავის დიდი რაოდენობით მიღება მკურნალობისას აქვეითებს რკინის შეწოვას; კბილების ემალის გამუქების თავიდან ასაცილებლად ნუ გაიჩერებთ პრეპარატს დიდხანს პირის ღრუში; უნდა გაითვალისწინოთ, რომ ერთი ამპულა შეიცავს 3 გ. საქაროზას.

გამოშვების ფორმა: ერთი მუყაოს კოლოფი შეიცავს 20 ამპულას, თითოეული 10 მლ სამკურნალო ხსნარის შემცველობით და გამოყენების ინსტრუქციას.

გაცემის წესი: რეცეპტით.
შენახვის წესი: პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 250C. მოარიდეთ ბავშვებს.

ტოტემა დასალევი ხსნარი ამპულებში №20

მწარმოებელი: INNOTHERA CHOUZY (საფრანგეთი)

ჩვენება: რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა მოზრდილებში და ბავშვებში 3 თვის ასაკიდან; რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა რისკ-ჯგუფებში: ორსულობა, ბავშვები, დაბადებულნი დედებისაგან, რომლებსაც აღენიშნებოდათ რკინის დეფიციტი, სისხლის დონორები.

ვრცლად:

საერთაშორისო არაპატენტირებული ან დაჯგუფებული დასახელება: რკინის გლუკონატი + მანგანუმის გლუკონატი + სპილენძის გლუკონატი.

წამლის ფორმა: დასალევი ხსნარი ამპულებში.

შემადგენლობა: 1 ამპულა (10 მლ) შეიცავს: მოქმედი ნივთიერებები: რკინის გლუკონატი, რომლის რაოდენობა შეესაბამება ელემენტარული რკინის 50,00 მგ, მანგანუმის გლუკონატი, რომლის რაოდენობა შეესაბამება ელემენტარული მანგანუმის 1,33 მგ, სპილენძის გლუკონატი, რომლის რაოდენობა შეესაბამება ელემენტარული სპილენძის 0,70 მგ; დამხმარე ნივთიერებები:
გლიცეროლი, დექსტროზა (გლუკოზა), საქაროზა, გაუწყლოებული ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ციტრატი დიჰიდრატი, ნატრიუმის ბენზოატი, პოლისორბატი 80, კარამელის საღებავი TPS (E150ც), "ტუტი-ფრუტის" არომატიზატორი, გაწმენდილი წყალი.

აღწერილობა: მუქი ყავისფერი ფერის სითხე სახასიათო სუნით. შესაძლებელია ნალექის არსებობა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: რკინის შემცველი პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ტოტემა წარმოადგენს კომბინირებულ ანტიანემიურ სამკურნალო საშუალებას, რომელიც შეიცავს ორვალენტიან რკინას ორგანული მარილის რკინის გლუკონატის სახით, აგრეთვე მანგანუმის გლუკონატს და სპილენძის გლუკონატს.

ჩვენება: რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა მოზრდილებში და ბავშვებში 3 თვის ასაკიდან; რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა რისკ-ჯგუფებში: ორსულობა, ბავშვები, დაბადებულნი დედებისაგან, რომლებსაც აღენიშნებოდათ რკინის დეფიციტი, სისხლის დონორები.

უკუჩვენება: ანემია, რომელიც არაა გამოწვეული რკინის დეფიციტით; ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი; თალასემია; 12-გოჯა ნაწლავის და კუჭის წყლულოვანი დაავადება გამწვავების პერიოდში; თუთიით ინტოქსიკაცია; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; 3 თვემდე ბავშვათა ასაკი; მანგანუმითა ან სპილენძით ინტოქსიკაცია, ვილსონ-კონოვალოვის დაავადება; საქაროზის/იზომალტოზის დეფიციტი, ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბცია.

სიფრთხილით გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადების (ენტერიტი, დივერტიკულიტი, წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება) დროს.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობა: პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში არის შესაძლებელი, ვინაიდან არ არის გამოვლენილი რაიმე უარყოფითი ზეგავლენა ორსელზე, ნაყოფზე და ახალშობილშე. ძუძუთი კვება: ვინაიდან არ არსებობს მონაცემები დედის რძეში პრეპარატის შეღწევადობის შესახებ, ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღებასთან ერთად არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვება.

დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი: შინაგანად მისაღები. პრეპარატი მიიღება ჭამამდე. ამპულის შიგთავსი უნდა გაიხსნას სუფთა ან დამტკბარ წყალში. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. ამპულის თავების გადატეხა ხდება ორივე მხრიდან ყუთზე არსებული პუნქტირით გამოყოფილი მუყაოს ნაწილით. გადატეხეთ ამპულის თავები ორივე მხრიდან და მოათავსეთ ამპულის შიგთავსი ჭიქაში. სადღეღამისო დოზის განაწილება შესაძლებებლია რამდენიმე მიღებაზე ან მიიღება ერთჯერადათ. სადღეღამისო დოზა დამოკიდებულია რკინის დეფიციტის ხარისხზე. იმის გათვალისწინებით, რომ ტოტემას ერთი 10 მლ ამპულა შეიცავს 50 მგ ელემენტარულ რკინას, რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა მოზრდილებში და ბავშვებში 3 თვის ასაკიდან ითვალისწინებს შემდეგ სადღეღამისო დოზირებას:
ბავშვები 3 თვის ასაკიდან 1 წლამდე: პროფილაქტიკა და მკურნალობა: 3 მგ/კგ წონაზე/დღეში; 1-5 წლის ასაკის ბავშვები: პროფილაქტიკა: 3 მგ/კგ წონაზე/დღეში; მკურნალობა: 50 მგ/დღეში (1 ამპულა); 6-12 წლის ასაკის ბავშვები: პროფილაქტიკა: 50 მგ/დღეში (1 ამპულა); მკურნალობა: 100 მგ/დღეში (2 ამპულა); 12 წლის ასაკის ზევით და მოზრდილები, მათ შორის დონორები: პროფილაქტიკა: 50 მგ/დღეში (1 ამპულა); მკურნალობა 100 მგ/დღეში (2 ამპულა). მკურნალობა: მსუბუქი ხარისხი - 100 მგ/დღეში (2 ამპულა), საშუალო ხარისხი - 150 მგ/დღეში (3 ამპულა), მძიმე ხარისხი - 200 მგ/დღეში (4 ამპულა); ორსულები (მე-II ტრიმესტრიდან), მეძუძური დედები: პროფილაქტიკა: 50 მგ/დღეში (1 ამპულა); მკურნალობა 100 მგ/დღეში (2 ამპულა). მკურნალობა: მსუბუქი ხარისხი - 100 მგ/დღეში (2 ამპულა), საშუალო ხარისხი - 150 მგ/დღეში (3 ამპულა), მძიმე ხარისხი - 200 მგ/დღეში (4 ამპულა).
მკურნალობის ხანგრძლივობა: მკურნალობის ხანგრძლივობა ბავშვებში და მოზრდილებში ინდივიდუალურია. მკურნალობის დროს უნდა ხდებოდეს ჰემოგლობინის, ფერიტინის და შრატისმიერი რკინის მაჩვენებლების განსაზღვრა. მკურნალობის ხანგრძლივობამ ბავშვებში და მოზრდილებში შეიძლება შეადგინოს 6 თვე, რაც განპირობებულია ანემიის ხარისხით. რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა ორსულებში ხდება ჰემოგლობინის მაჩვენებლის ნორმალიზებამდე. პროფილაქტიკური მკურნალობის ხანგრძლივობა, მათ შორის რისკ-ჯგუფებში, შეადგენს 1-2 თვეს.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად დარღვევა კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრიდან: გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, განავლის შავად შეფერვა (ითვლება ნორმად). დარღვევა იმუნური სისტემის მხრივ (სიხშირე უცნობია): ალერგიული რეაქციები. სხვა დარღვევები: იშვიათად კბილების ემალის ფერის შეცვლა (ყავისფერი და შავი ლაქები), ეს მოვლენა გარდამავალია და ქრება მკურნალობის დასრულების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ ინსტრუქციაში მითითებული გვერდითი მოვლენები გაღრმავდა ან გამოვლინადა სხვა დამატებითი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში, შეატყობინეთ მკურნალ ექიმს.

ჭარბი დოზირება: რკინის მარილების ჭარბი დოზირება შეიძლება გომოწვეული იყოს როგორც შემთხვევით პრეპარატის დიდი დოზებით მიღებისას, აგრეთვე დაშვებული დოზირებით რეგულარული მიღებისას. იგი განსაკუთრებით საშიშია ბავშვებში. ტოქსიურად ითვლება რკინის პერორალური მიღება დოზით 20 მგ/კგ და მეტი. რკინის კონცენტრაცია სისხლის შრათში 5 მკგ/მლ და მეტი მიუთითებს რკინის მარილებით მძიმე მოწამვლაზე. რკინის დოზა 60 მგ/კგ უკიდურესად საშიშია ბავშვებისთვის. ამასთან დაკავშირებით რკინის პრეპარატები უნდა შეინახოთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რაიმე ეჭვი რკინის მარილებით მოწამვლაზე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. სასწრაფო ზომები პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევამდე: კუჭის ამორეცხვა სუფთა წყლით (დალიეთ რამოდენიმე ჭიქა სუფთა წყალი და გამოიწვიეთ ღებინება).
მწვავე დოზის გადაჭარბება. რკინის მარილების მწვავე დოზის გადაჭარბება შეიძლება მიმდინარეობდეს რამდენიმე ეტაპით:
პირველი ინტოქსიკაციის ფაზა (დოზის გადაჭარბებიდან პირველი 6 საათი): გულისრევა, ღებინება, სისხლნარევი დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, სისუსტე, კანის სიფერქმთლე, ცივი წებოვანი ოფლი, აციდოზი, სუსტი პულსი, არტერიული წნევის დაქვეითება, გულისცემა, სხვადასხვა ხარისხის ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა (მათ შორის კომა და კრუნჩხვები); მეორე ინტოქსიკაციის ფაზა (დოზის გადაჭარბებიდან 6-24 საათის შემდეგ): მდგომარეობის დროებითი სტაბილიზაცია; მესამე ინტოქსიკაციის ფაზა (დოზის გადაჭარბებიდან 24-48 საათის შემდეგ): თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა, სიყვითლე, მეტაბოლური აციდოზი, კოლაპსი, ცხელება, ფილტვის შეშუპება, შოკი, კომატოზური მდგომარეობა; მეოთხე ინტოქსიკაციის ფაზა (რამდენიმე კვირა დოზის გადაჭარბების შემდეგ): ღვიძლის დაზიანება, ნაწლავების გაუვალობა. მკურნალობა: რკინის მარილებით მოწამვლის რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მკურნალობის დაწყება აუცილებებლია დაუყოვნებლივ. ბავშვებში: ღებინების გამოწვევა რკინის მარილებით მოწამვლისას პიველივე საათებში; კუჭის ამორეცხვა. მცირე ასკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული საფაღარათე საშუალებების გამოყენება, დიარეის გამოწვევის რისკის გამო. პაციენტი საჭიროებს მუდმივ დაკვირვებას, ამოღებინებული მასების ასპირაციის შემთხვევასში შეიძლება დაგჭირდეთ ასპირატორი და ჟანგბადი. ბავშვებში მძიმე ინტოქსიკაციისა და მოწამვლის მომდევნო სტადების განვითარების შემთხვევებში სამკურნალო ღონისძიებები უნდა ჩაატაროს ექიმმა; აუცილებელია სისხლის პლაზმაში რკინის კონცენტარციის მუდმივი კონტროლი; მოწამვლის მძიმე შემთხვევებში, კომის და შოკური მდგომარეობის შემთხვევაში, აუცილებელია რკინის ანტიდოტის დეფეროქსამინის ხსნარის შეყვანა თანახმად პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციისა. შოკური მდგომარეობა, დეჰიდრატაცია და მჟავა-ტუტოვანი დარღვევები უნდა მოიხსნას სათანადო თერაპიული ღონისძიებებით. მოზრდილები: ღებინების გამოწვევა რკინის მარილებით მოწამვლის პიველივე საათებში; კუჭის ამორეცხვა. პაციენტი საჭიროებს მუდმივ დაკვირვებას, ამოღებინებული მასების ასპირაციის შემთხვევასში შეიძლება დაგჭირდეთ ასპირატორი და ჟანგბადი. ნაწლავის შიგთავსის სწრაფი ევაკუაციისთვი შესაძლებებლია მანიტოლის წყალხსნარის და სორბიტოლის გამოყენება; აუცილებელია სისხლის პლაზმაში რკინის კონცენტარციის მუდმივი კონტროლი; მოწამვლის მძიმე შემთხვევებში, კომის და შოკური მდგომარეობის შემთხვევაში, აუცილებელია რკინის ანტიდოტის დეფეროქსამინის ხსნარის შეყვანა თანახმად პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციისა. შოკური მდგომარეობა, დეჰიდრატაცია და მჟავა-ტუტოვანი დარღვევები უნდა მოიხსნას სათანადო თერაპიული ღონისძიებებით.
მანგანუმის მარილების დოზის გადაჭარბება: სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, აქტიობის დაქვეითება, კუნთების ტკივილი, სისუსტე, დაღლილობა, ძილიანობა, თავის ტკივილი, ჰალუცინაციები, მეხსიერების დაქვეითება, დეპრესია, კუნთოვანი ტონუსის დაქვეითება, პარასტეზიები, კუნთების ატროფია, პარკინსონიზმის სიმპტომები. მკურნალობა: სიმპტომური მკურნალობა.
სპილენძის მარილების დოზის გადაჭარბება: სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, ტკივილი მკერდის ძვლის უკანა არეში, მეტალის გემო პირის ღრუში, კუნთების ტკივილი, მომატებული გაღიზიანებადობა, დეპრესიული მდგომარეობა. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ენტეროსორბენტების, შარმდენი და საფაღარათო საშუალებების გამოყენება, სიმპტომური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ტოტემასა და სხვა პარენტერალუერად მისაღები რკინის პრეპარატების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდირებული. ამან შეიძლება გამოიწვიოს ლიპოთიმია (გონების დაკარგვა), ან შოკი, რომელსაც იწვევს რკინის სწრაფი გამონთავისუფლება მისი კომლექსური ნაერთებიდან და სიდეროფილინის გაჯერება.
ყურადღებით იყავით შემდეგ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას: ტეტრაციკლინები, ფტორქინოლონები, პერორალურად მისაღები ბისფოსფონატები, პენიცილინები, ტიროქსინი. ამ პრეპარატების მიღების შემთხვევაში უნდა იყოს დაცული 2 საათიანი ინტერვალი, რადგან ისინი აქვეითებენ რკინის პრეპარატის შეწოვას. მაგნიუმის, კალციუმის და ალუმინის მარილები, ოქსიდები და ჰიდროქსიდები. ამ პრეპარატების მიღების შემთხვევაში უნდა იყოს დაცული 2 საათიანი ინტერვალი, რადგან ისინი აქვეითებენ რკინის მარილების შეწოვას. ჩაის დიდი რაოდენობით მიღება აქვეითებს რკინის შეწოვას.

განსაკუთრებული მითითებები: ანთებითი სინდრომის დროს ეს პრეპარატი არ არის რეკომენდებული ჰიპოსიდერემიის (შრატისმიერი რკინის რაოდენობის დაქვეითება) სამკურნალოდ. რკინის პრეპარატით მკურნალობა აუცილებებლია რკინის დეფიციტის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრასთან ერთად. პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს პურის ერთეულის 1/4-ს, მაქსიმალური დღიური დოზა (პრეპარატის 4 ამპულა) შეიცავს 1 პურის ერთეულის. პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი უნდა გაითვალისწინონ, რომ პრეპარატის 10 მლ შეიცავს 3 გ საქაროზას და 0.08 გ გლუკოზას. კბილების ემალის გამუქების თავიდან ასაცილებლად ნუ გაიჩერებთ პრეპარატს პირის ღრუში დიდხნის მანძოლეზე; ტოტემა შეიცავს ეთანოლის მცირე რაოდენობას - 100 მგ ნაკლები 1 ამპილაში. რკინის პრეპარატებით მკურნალობის დროს შესაძლებებია განავლის შავად შეფერვა, რაც არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. მკურნალობის დროს განავლის გამოკვლევამ ფარულ სისხლზე შეიძლება მოგვცეს ცრუდადებითი შედეგი.

გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ტოტემა 10მლ #20ა
  • სახელი: ტოტემა 10მლ #20ა
  • მწარმოებელი: INNOTERA CHOUZY (საფრანგეთი)
  • შეფუთვა: (50მგ + 1,33მგ + 0,70მგ)/10მლ პერორალური ხსნარი ამპულა №20 (2X10)
Aversi 20.45 ლ
ტოტემა ხსნარი ორალური 10მლ ამპულა #20
  • სახელი: ტოტემა ხსნარი ორალური 10მლ ამპულა #20
  • მწარმოებელი: INNOTERA CHOUZY (საფრანგეთი)
  • შეფუთვა: (50მგ + 1,33მგ + 0,70მგ)/10მლ პერორალური ხსნარი ამპულა №20 (2X10)
Pharmadepot 19.36 ლ

GPC 20.6 ლ
Tothema - ტოტემა 20 დასალევი ამპულა
  • სახელი: Tothema - ტოტემა 20 დასალევი ამპულა
  • მწარმოებელი: INNOTERA CHOUZY (საფრანგეთი)
  • შეფუთვა: (50მგ + 1,33მგ + 0,70მგ)/10მლ პერორალური ხსნარი ამპულა №20 (2X10)
PSP 14.7 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა