საერთაშორისო დასახელება - Alumen,Magnesium hydroxide,Oxetacaine
შემადგენლობა
ერთი პაკეტი (10 მლ) შეიცავს
ოქსეტაზაინი -------- 20 მგ
ალუმინის ჰიდროქსიდის მშრალი გელი და მაგნიუმის ჰიდროქსიდი -- 778 მგ
(ალუმინის ჰიდროქსიდის მშრალი გელი 582 მგ/მაგნიუმის ჰიდროქსიდი 196 მგ)
ჩვენებები
ძლიერი-ქრონიკული ტკივილი, გასტრიტი, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ეზოფაგიტი
მუცლის ტკივილი დისპეპსიით, რადიოთერაპიის დროს.
დოზირება და გამოყენება
მოზრდილები: 1/2 – 1 პაკეტი, 4-ჯერ დღეში.
სიფრთხილის ზომები
უკუჩვენებები: რეკომენდებულია პრეპარატი (ტრიგელი) არ იქნას გამოყენებული
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობით პაციენტებში;
პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაცინტებში, რომლებიც ამავე დროს
იღებენ სხვა პრეპარატებს;
გვერდითი რეაქციები
- საჭმლის მომნელებელი სისტემა: დიარეა, ყაბზობა, მეტეორიზმი;
- ფოსფატის ნაკლებობა;
- ჰიპერმაგნიემია და თირკმლის უკმარისობა დიდი დოზებით მიღებისას;
- პირის სიმშრალე ან გემოს შეცვლა, იშვიათად გამონაყარი კანზე, დამბლა
ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში, თუ აღნიშნული სიმპტომები გრძელდება და მატულობს,
საჭიროა სათანადო მკურნალობა, მაგალითად უნდა შეამციროთ პრეპარატის დოზა ან
შეწყვიტოთ მისი მიღება და მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს კონსულტაციისთვის.
- იშვიათად, თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა და დაღლილობა;
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
- პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ორსულობის პირველ ტრიმესტრში;
- დადგენილი არ არის პრეპარატი გამოიყოფა თუ არა დედის რძეში.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
- პაციენტები ჰიპერმაგნიემიის ან მაგნიუმის დეფიციტის ანამნეზით;
- პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება პაციენტებში მსხვილი ნაწლავის სტენოზით და
მწვავე აპენდიციტით.
- პრეპარატი არ არის რეკომენდებული ბავშვებში გამოყენებისთვის.
- მაგნიუმის შემცველი ანტაციდების გამოყენება მსუბუქიდან საშუალო სიმძიმის
თირკმლის უკმარისობით პაციენტებში უნდა მოხდეს სიფრთხილით ჰიპერმაგნიემიის
გაზრდილი რისკის გამო;
- საჭიროა სიფრთხილის ზომები ალუმინის დაგროვების გამო ნერვულ სისტემაში და
ძვლოვან სისტემაში.
- დაიცავით დოზირების და გამოყენების წესები;
- პრეპარატის მიღებისას, მისი გადაყლაპვა უნდა მოხდეს სწრაფად პირის ღრუს
დამბლის თავიდან არიდების მიზნით.
- ტკივილის შემსუბუქება ხდება დაზიანებული ლორწოვანი გარსის ზედაპირზე
სუსპენზიის გავრცელების შემდეგ, ასე რომ პრეპარატის მიღებიდან მცირე დროის
განმავლობაში არ უნდა მოხდეს არანაირი სითხის დაყოლება.
6. წამლებთან ურთიერთქმედება
- ბევრი პრეპარატის რეაბსორბციის სიჩქარე და/ან დონე თირკმელში შეიძლება
გაიზარდოს ან შემცირდეს როდესაც მათი გამოყენება ხდება ალუმინის შემცველ
ანტაციდებთან ერთად.
- აქედან გამომდინარე, ზოგადად პრეპარატის მიღება არ უნდა მოხდეს ანტაციდების
მიღებიდან ერთ ან ორ საათში, თუ შესაძლებელია;
- პრეპარატის ურთიერთქმედება კლინიკურ კვლევებში:
- პრეპარატები რომლებიც ზრდის რეაბსორბციას თირკმელში: აცეტილსალიცილის მჟავა,
ნაპროქსენი, მეტოპროლოლი, ლევოდოპა.
- პრეპარატები რომლებიც ამცირებს რეაბსორბციას თირკმელში: ტეტრაციკლინი,
ციპროფლოქსაცინი, ოფლოქსაცინი, ქენოდეოქსიქოლის მჟავა, ნატრიუმის ფტორიდი,
ენოქსაცინი, ნორფლოქსაცინი, ლევოთიროქსინი, კუმარინის წარმოებულები.
- პრეპარატები რომლებიც ცვლის რეაბსორბციას თირკმელში
დიგოქსინი, კაპტოპრილი, ციმეტიდინი, რანიტიდინი, ფამოტიდინი, თეოფილინი,
პროპანოლოლი, ატენოლოლი, რკინის სულფატი, ქლორპრომაზინი, იზონიაზიდი.
7. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არ შეინახოთ სხვა კონტეინერში.
შენახვა: ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში, ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს
250C-ზე, მზისგან დაცულ ადგილას.
მოქმედების ვადა: 3 წელი
პრეპარატი წარმოებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული კორეის
კარგის საწარმოო პრაქტიკის თანახმად.