ფენისტილი გელი - Fenistil GEL
ფენისტილი გელი - Fenistil GEL

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ქავილის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიჰისტამინური და საანესთეზიო საშუალებების ჩათვლით, ადგილობრივი გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - DIMETINDENE
მოქმედი ნივთიერება: დიმეთინდენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიჰისტამინური, ალერგიისა და ქავილის საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 20 მლ
1 მლ (20 წვეთი)
დიმეთინდენის მალეატი ......... 1 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (კონსერვანტი E218), ეთანოლი, დეჰიდროგენიზირებული ფოსფატი, ნატრიუმის დიჰიდრატი, სორბიტოლი, გასუფთავებული წყალი.
გელი გარეგანი გამოყენებისათვის: ტუბში 30 გ
1 გ
დიმეთინდენის მალეატი ........... 1 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეტატი, კარბოპოლი 974 P (კარბომერი 934P), პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ჰიდროზეჟანგი, გასუფთავებული წყალი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიჰისტამინური, ალერგიისა და ქავილის საწინააღმდეგო საშუალება.

ჩვენებები:
ალერგიული დაავადებების სიმპტომატური მკურნალობა:
ჭინჭრის ციება;
წლიური ალერგიული რინიტი;
წამლისმიერი და საკვებისმიერი ალერგია;
ქოლესტაზთან დაკავშირებული ქავილის გარდა კანის სხვადასხვა წარმოშობის ქავილი (მათ შორის დაავადებებისას, რომლებსაც ახლავს კანზე გამონაყარი);
მწერების ნაკბენები;
გელი გამოიყენება მზის ერითემიისას და ზედაპირული დამწვრობებისას.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში სადღეღამისო დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 3-6 მგ (60-120 წვეთი) დაყოფილი სამ მიღებაზე. ე.ი. 20-40 წვეთი დღეში 3-ჯერ.
პაციენტებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ მიდრეკილება ძილიანობისაკენ, რეკომენდებულია 40 წვეთის დანიშვნა ძილის წინ, ვახშმობის დროს და 20 წვეთი დილით.
1 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში დოზები მოყვანილია ცხრილში. დანიშვნის ჯერადობა - 3-ჯერ დღე-ღამეში.
ფენისტილის წვეთები არ უნდა იმყოფებოდეს მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ. უშუალოდ ჭამის წინ ემატება ბავშვის საკვებიან ბოთლს. თუ ბავშვს უკვე კოვზით აჭმევენ, წვეთების მიღება შეიძლება განზავების გარეშე, ჩაის კოვზით. წვეთებს აქვს სასიამოვნო გემო. გელს ისვამენ კანის დაზიანებულ მონაკვეთზე 2-4-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
წვეთების მიღების დროს ხშირად აღინიშნება ძილიანობა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში მაღალი დოზების გამოყენებისას.
იშვიათად აღინიშნება კუჭ-ნაწლავის დარღვევები (მათ შორის პირღებინება), სიმშრალე პირის ღრუში და ყელში, გამოხატული თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. შესაძლებელია განვითარდეს პერიფერიული შეშუპება, კანზე გამონაყარი, კუნთების სპაზმი და სუნთქვის დარღვევის იშვიათი შემთხვევები.
გელის გარეგანი გამოყენებისას ხანდახან შესაძლებელია კანის სიმშრალის ან მსუბუქი წვის დროებითი შეგრძნება. იშვიათ შემთხვევებში - გამონაყარი კანზე და ქავილი.
პაციენტმა ჩამოუთვლელი მოვლენის წარმოქმნის შემთხვევაში უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენებები:

  • მაღალი მგრძნობელობა დიმეთინდენისა და პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ;
  • დახურულკუთხოვანი გლაუკომა;
  • შარდის გამოყოფის დარღვევები (მაგ. წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია);
  • წვეთები არ ენიშნებათ 1 თვემდე ასაკის ბავშვებს, განსაკუთრებით ნაადრევად დაბადებულებს;
  • ორსულობის I ტრიმესტრი.

წამლის ფორმა**.****
გელი
შემცველობა.
გელი გარეგანი გამოყენებისათვის
აქტიური ნივთიერება: დიმეთინდენის მალეატი 1 მგ/1 მლ.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეთეატი, კარბოპოლი 974 P (კარბომერი 934 P), პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ჰიდროზეჟანგი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური პრეპარატი. ალერგიისა და ქავილის საწინააღმდეგო საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის.
ფარმაკოლოგიური მოქმედება. ფენინდენის წარმოებული, დიმეთინდენის მალეატი, წარმოადგენს ჰისტამინის H1-რეცეპტორების ანტაგონისტს. ახდენს ალერგიისა და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას. კანზე წასმისას ფენისტილი გელი ამცირებს კანის ალერგიული რეაქციებით გამოწვეულ ქავილსა და გაღიზიანებას. პრეპარატს ასევე გააჩნია ადგილობრივი ანესთეზიის თვისებები.
მიღების ჩვენებები
.**
სხვადასხვა წარმოშობის კანის ქავილი (ქოლესტაზთან დაკავშირებულის გარდა), მაგალითად კანის სხვადასხვა გამონაყარისას, ჭინჭრის ციებისას, მწერების ნაკბენებისას, მზის ერითემისას და ზედაპირული დამწვრობებისას.
მიღების წესი და დოზები. გელს ისვამენ კანის დაზიანებულ მონაკვეთზე 2-4-ჯერ დღეში.
უკუჩვენებები.
მაღალი მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ჩვილებში და მცირე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება კანის დიდ მონაკვეთებზე, განსაკუთრებით თუ ისინი ანთებითია ან იმ ადგილებიდან აღინიშნება სისხლდენა.
განსაკუთრებული მითითებები**/სიფრთხილის ზომები.****
გამოხატული ქავილისას ან კანის დიდი მონაკვეთის დაზიანებებისას პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ორსულობა და ლაქტაცია
.**
პრეპარატის გამოყენება ორსულობის პირველი სამ თვეს შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ორსულობის II და III ტრიმესტრში, ასევე ლაქტაციის დროს, ფენისტილის გამოყენება არ შეიძლება კანის დიდ მონაკვეთზე, განსაკუთრებით თუ არსებობს ანთებისა და სისხლდენის მოვლენები.
დედებისათვის ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება პრეპარატის წასმა სარძევე ჯირკვლის თავებზე. ფენისტილი გელის კანის დიდ მონაკვეთებზე გამოყენების დროს ერიდეთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას.
თუ ფენისტილი გელის გამოყენების პერიოდში დაავადების სიმპტომები არ შემცირდება, ან პირიქით მოიმატებს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
გვერდითი მოქმედება**.**
ხანდახან შესაძლებელია კანის სიმშრალის ან მსუბუქი წვის დროებითი შეგრძნება. იშვიათ შემთხვევებში – გამონაყარი კანზე და ქავილი.
გამოშვების ფორმა**.**
გელი ტუბში 30 გ.
შენახვის პირობები**.**
შეინახეთ 250C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები**.**
გაიცემა ურეცეპტოდ. გამოიყენეთ ექიმის დანიშნულებით.
ნოვარტის კონსიუმერ ჰელს სა
ნიონი, შვეიცარია

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით