ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები და დიურეზული საშუალებები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
შემადგენლობა: ლიზინოპრილი+ჰიდროქლოროთიაზიდი
ჩვენებები: ჰიპერტონული დაავადების, სიმპტომური არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის უკმარისობის სამკურნალოდ.
მიღების წესები და დოზები: პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით და ხანგრძლივობით, რომელსაც ის დაადგენს.
ჩვეულებრივ არტერიული ჰიპერტონიის დროს პრეპარატი ინიშნება 1 ტაბლეტი ერთხელ
დღეში. არასაკმარისად
გამოხატული ჰიპოტენზიური ეფექტის დროს დოზა იზრდება 2-3 ტაბლეტამდე. გულის
ქრონიკული უკმარისობის დროს საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ(ლიზინოპრილის
შესაბამისს). ავადმყოფებში ელექტროლიტური ბალანსის დარღვევით, თირკმელების
უკმარისობით, რენოვასკულური ჰიპერტონიით, პრეპარატის დოზა შეირჩევა
ინდივიდუალურად.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, მშრალი
ხველა. იშვიათად - ორტოსტატული ჰიპოტენზია, ასთენია, ალერგიული გენეზის
გამონაყარი კანზე, ტაქიკარდია, ტკივილი მუცელში, დიარეა, პირის სიმშრალე. ცალკეულ
შემთხვევაში: კვინკეს შეშუპება, ხასიათის ლაბილურობა, ცნობიერების დაბინდვა,
თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ჰიპერკალიემია, ღვიძლის ტრანსამინაზების
აქტივობის მომატება, ბილირუბინის კონცენტრაციის გაზრდა სისხლში, ნეიტროპენია,
აგრანულოციტოზი, ჰემოგლობინის და ერითროციტების რაოდენობის შემცირება. აღწერილია
თირკმლების მწვავე უკმარისობის, ართრალგიის, მიალგიის და ცხელების ცალკეული
შემთხვევები.
განსაკუთრებული მითითებები: სიფრთხილით ინიშნება პრეპარატი ავდმყოფებში
თირკმელების ფუნქციის დარღვევით, ასევე ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ სალურეზულ
საშუალებებს და ანტიდეპრესანტებს. შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის დაქვეითება
არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას.
კალიუმისშემნახველ დიურეზულებთან ერთდროული მიღებისას შესაძლებელია
ჰიპერკალიემიის განვითარება. პრეპარატის და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული
დანიშვნისას ქვეითდება ლითიუმის გამოყოფა ორგანიზმიდან.
უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. თირკმელების ფუნქციის
გამოხატული დარღვევები; - თირკმელის არტერიის ორმხრივი სტენოზი ან ცალი თირკმლის
არტერიის სტენოზი პროგრესირებადი აზოტემიით; - მდგომარეობა თირკმლის
ტრანსპლანტაციის შემდეგ; - აზოტემია; - ჰიპერკალიემია; - პირველადი
ალდოსტერონიზმი; - აორტის სტენოზი და სისხლმიმოქცევის ანალოგიური დაბრკოლება; -
კვინკეს შეშუპება; - ორსულობა და ლაქტაცია.
შენახვის პირობები და ვადები
ოთახის ტემპერატურაზე
ვარგისიანობის ვადა _ 2 წელი.
აფთიაქში გაცემის წესი
არ მიიღოთ პრეპარატი გარეგნული დათვალიერების შემდეგ აღმოჩენილი დეფექტების
შემთხვევაში
გაცემის წესი ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის წესი რეცეპტით)
შემადგენლობა: ლიზინოპრილი+ჰიდროქლოროთიაზიდი
ჩვენებები: ჰიპერტონული დაავადების, სიმპტომური არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის უკმარისობის სამკურნალოდ.
მიღების წესები და დოზები: პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით და ხანგრძლივობით, რომელსაც ის დაადგენს.
ჩვეულებრივ არტერიული ჰიპერტონიის დროს პრეპარატი ინიშნება 1 ტაბლეტი ერთხელ
დღეში. არასაკმარისად
გამოხატული ჰიპოტენზიური ეფექტის დროს დოზა იზრდება 2-3 ტაბლეტამდე. გულის
ქრონიკული უკმარისობის დროს საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ(ლიზინოპრილის
შესაბამისს). ავადმყოფებში ელექტროლიტური ბალანსის დარღვევით, თირკმელების
უკმარისობით, რენოვასკულური ჰიპერტონიით, პრეპარატის დოზა შეირჩევა
ინდივიდუალურად.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, მშრალი
ხველა. იშვიათად - ორტოსტატული ჰიპოტენზია, ასთენია, ალერგიული გენეზის
გამონაყარი კანზე, ტაქიკარდია, ტკივილი მუცელში, დიარეა, პირის სიმშრალე. ცალკეულ
შემთხვევაში: კვინკეს შეშუპება, ხასიათის ლაბილურობა, ცნობიერების დაბინდვა,
თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ჰიპერკალიემია, ღვიძლის ტრანსამინაზების
აქტივობის მომატება, ბილირუბინის კონცენტრაციის გაზრდა სისხლში, ნეიტროპენია,
აგრანულოციტოზი, ჰემოგლობინის და ერითროციტების რაოდენობის შემცირება. აღწერილია
თირკმლების მწვავე უკმარისობის, ართრალგიის, მიალგიის და ცხელების ცალკეული
შემთხვევები.
განსაკუთრებული მითითებები: სიფრთხილით ინიშნება პრეპარატი ავდმყოფებში
თირკმელების ფუნქციის დარღვევით, ასევე ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ სალურეზულ
საშუალებებს და ანტიდეპრესანტებს. შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის დაქვეითება
არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას.
კალიუმისშემნახველ დიურეზულებთან ერთდროული მიღებისას შესაძლებელია
ჰიპერკალიემიის განვითარება. პრეპარატის და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული
დანიშვნისას ქვეითდება ლითიუმის გამოყოფა ორგანიზმიდან.
უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. თირკმელების ფუნქციის
გამოხატული დარღვევები; - თირკმელის არტერიის ორმხრივი სტენოზი ან ცალი თირკმლის
არტერიის სტენოზი პროგრესირებადი აზოტემიით; - მდგომარეობა თირკმლის
ტრანსპლანტაციის შემდეგ; - აზოტემია; - ჰიპერკალიემია; - პირველადი
ალდოსტერონიზმი; - აორტის სტენოზი და სისხლმიმოქცევის ანალოგიური დაბრკოლება; -
კვინკეს შეშუპება; - ორსულობა და ლაქტაცია.
შენახვის პირობები და ვადები
ოთახის ტემპერატურაზე
ვარგისიანობის ვადა _ 2 წელი.
აფთიაქში გაცემის წესი
არ მიიღოთ პრეპარატი გარეგნული დათვალიერების შემდეგ აღმოჩენილი დეფექტების
შემთხვევაში
გაცემის წესი ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის წესი რეცეპტით)
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კო_დიროტონი ® 20მგ + 12,5მგ შეიცავს
აქტიური ნივთიერებები:
20მგ ლიზინოპრილი 21,77მგ ლიზინოპრილის დიჰიდრატის სახით და 12,5მგ
ჰიდროქლორთიაზიდი;
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი (E 421), ინდიგოტინის ლაქი (E 132), რკინის
ყვითელი ოქსიდი (E 172), პრეჟელატინიზებული სახამებელი, სიმინდის სახამებელი,
კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, ნაწილობრივ პრეჟელატინიზებული სახამებელი,
მაგნიუმის სტეარატი.
აღწერილობა
კო_დიროტონი ® 20მგ+12,5მგ:მრგვალი ტაბლეტები მოხსნილი ნაჭდევით, ღია მწვანე
შეფერილობის. ერთ მხარეზე გრავირება _ ,,C 44”.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ჰიპოტენზიური კომბინირებული საშუალება. გააჩნია ანტიჰიპერტენზიული და დიურეზული
მოქმედება.
ლიზინოპრილი
აგფ ინჰიბიტორი, ამცირებს ანგიოტენზინ I_დან ანგიოტენზინი II_ის წარმოქმნას.
ანგიოტენზინი II_ის შემცველობის შემცირებას მივყავართ ალდოსტერონის გამოყოფის
პირდაპირ შემცირებამდე. ამცირებს ბრადიკინინის დეგრადაციას და ზრდის
პროსტაგლანდინების სინთეზს. ამცირებს სისხლძარღვთა საერთო პერიფერიულ
წინააღმდეგობას, არტერიულ წნევას, პრედატვირთვას და წნევას ფილტვის კაპილარებში,
იწვევს სისხლის წუთმოცულობის გაზრდას და ტოლერანტობის მომატებას დატვირთვების
მიმართ გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე ავადმყოფებში. აფართოებს არტერიებს
უფრო მეტად, ვიდრე ვენებს. ზოგიერთი ეფექტი აიხსნება ქსოვილების
რენინ_ანგიოტენზინურ სისტემაზე მოქმედებით. ხანგრძლივი გამოყენების დროს მცირდება
მიოკარდიუმის და რეზისტენტული ტიპის არტერიის კედლების ჰიპერტროფია. აუმჯობესებს
სისხლის მიწოდებას მიოკარდიუმის იშემიურ უბანში. აგფ ინჰიბიტორები უხანგრძლივებენ
სიცოცხლეს გულის უკმარისობის მქონე ავადმყოფებს, ანელებენ მარცხენა პარკუჭის
დისფუნქციის პროგრესირებას ავადმყოფებში, რომლებმაც გადაიტანეს მიოკარდიუმის
ინფარქტი გულის უკმარისობის კლინიკური გამოხატულების გარეშე. ანტიჰიპერტენზიული
ეფექტი იწყება დაახლოებით 6 საათის შემდეგ და ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში.
ეფექტის ხანგრძლივობა ასევე დამოკიდებულია დოზების სიდიდეზე. მოქმედება იწყება 1
საათის შემდეგ. მაქსიმალური ეფექტი ვლინდება 6_7 საათის შემდეგ. არტერიული
ჰიპერტენზიის დროს ეფექტი აღინიშნება მკურნალობის დაწყების პირველივე დღეებიდან,
სტაბილური მოქმედება ვითარდება 1_2 თვის შემდეგ. პრეპარატის მიღების მკვეთრი
შეწყვეტის დროს არ აღინიშნება არტერიული წნევის გამოხატული მომატება.
გარდა არტერიული წნევისა, ლიზინოპრილი ამცირებს ალბუმინურიას. ჰიპერგლიკემიის
მქონე ავადმყოფებში ხელს უწყობს დაზიანებული გლომერულური ენდოთელიუმის ფუნქციის
ნორმალიზაციას. ლიზინოპრილი არ ახდენს ზემოქმედებას სისხლში გლუკოზის
კონცენტრაციაზე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებში და არ ახშირებს
ჰიპოგლიკემიის შემთხვევებს.
ჰიდროქლორთიაზიდი
თიაზიდური დიურეზული საშუალება, რომლის ეფექტი დაკავშირებულია ნეფრონის დისტალურ
ნაწილში ნატრიუმის, ქლორის, კალიუმის, მაგნიუმისა და წყლის იონების რეაბსორბციის
დარღვევასთან. აჩერებს კალციუმის და შარდმჟავა იონების გამოყოფას. გააჩნია
ანტიჰიპერტენზიული თვისებები. ჰიპოტენზიური მოქმედება ვითარდება არტერიოლების
გაფართოების ხარჯზე. პრაქტიკულად არ ახდენს გავლენას ნორმალური არტერიული წნევის
დონეზე. დიურეზული ეფექტი ვითარდება 1_2 საათის შემდეგ, აღწევს მაქსიმუმს 4
საათის შემდეგ და ნარჩუნდება 6_12 საათის განმავლობაში. ანტიჰიპერტენზიული
მოქმედება დგება 3_4 დღის შემდეგ, მაგრამ ოპტიმალური თერაპიული ეფექტის
მისაღწევად შესაძლოა საჭირო გახდეს 3_4 კვირა.
ლიზინოპრილის და ჰიდროქლოროთიაზიდის ერთდროული გამოყენება ახდენს ადიტიურ
ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს.
ფარმაკოკინეტიკა
ლიზინოპრილი _ შიგნით მიღების შემდეგ ლიზინოპრილის მაქსიმალური კონცენტრაცია
სისხლის შრატში მიიღწევა 7 საათის შემდეგ. სუსტად უკავშირდება პლაზმის ცილებს.
ლიზინოპრილის აბსორბციის საშუალო ხარისხი შეადგენს დახლოებით 25%, ინდივიდუალური
ვარიაბელობის დროს (6_60%). საკვები არ ახდენს ზეგავლენას ლიზინოპრილის შეწოვაზე.
ლიზინოპრილი არ ექვემდებარება მეტაბოლიზმს და გამოიყოფა უცვლელი სახით მხოლოდ
თირკმელებით. მრავალჯერადი მიღების შემდეგ ლიზინოპრილის ნახევარგამოყოფის
ეფექტური პერიოდი შეადგენს 12 საათს. თირკმელების ფუნქციის დარღვევა ანელებს
ლიზინოპრილის გამოყოფას, მაგრამ ეს შენელება კლინიკურად ღირებული ხდება მხოლოდ
მაშინ, როდესაც გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე მცირდება 30მლ/წთ-ზე მეტად.
ხანდაზმულ პაციენტებში აღინიშნება სისხლში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაციის
საშუალოდ 2-ჯერ მაღალი დონე და AUC (ფართობი ,,პლაზმაში კონცენტრაცია _ დრო”
მრუდის ქვეშ), გაცილებით ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით.
ლიზინოპრილი გამოიყოფა ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის გზით.
მცირე ხარისხით აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.
ჰიდროქლოროთიაზიდი _ არ ექვემდებარება მეტაბოლიზმს, მაგრამ ექვემდებარება სწრაფ
გამოყოფას თირკმელების გავლით. ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 5,6-დან 14,8
საათამდე. არანაკლებ 61% მიღებული პრეპარატისა გამოიყოფა უცვლელი სახით
დაახლოებით 24 საათის განმავლობაში. ჰიდროქლოროთიაზიდი გადის პლაცენტურ ბარიერს,
მაგრამ ვერ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.
ჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია (პაციენტებში, რომელთაც ნაჩვენები აქვთ კომბინირებული
თერაპია).
მიღების წესები და დოზები
პერორალურად.
პრეპარატ კო_დიროტონი®_ის 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს 10მგ ლიზინოპრილს + 12,5მგ
ჰიდროქლოროთიაზიდი ან 20მგ+12,5მგ 1-ჯერ დღეღამეში. იმ შემთხვევაში, თუ 2_4
კვირის განმავლობაში არ მიიღწევა სასურველი თერაპიული შედეგი, პრეპარატ
კო_დიროტონი®_ის დოზა შესაძლოა გაიზარდოს 2 ტაბლეტამდე 1-ჯერ დღეში.
დოზა თირკმლის უკმარისობის დროს:
ავადმყოფებში, რომელთა კრეატინინის კლირენსი 30_80მლ/წთ-ზე ფარგლებშია, პრეპარატი
შესაძლებელია გამოყენებული იქნეს მხოლოდ პრეპარატის ცალკეული კომპონენტების
დოზების შერჩევის შემდეგ. ლიზინოპრილის რეკომენდირებული საწყისი დოზა
გაურთულებელი თირკმლის უკმარისობის დროს შეადგენს 5_10მგ-ს.
წინამორბედი თერაპია დიურეზულებით:
სიმპტომური არტერიალური ჰიპოტენზია შესაძლოა განვითარდეს პრეპარატის საწყისი
დოზის მიღების შემდეგ. ასეთი შემთხვევები უფრო ხშირად გვხვდება ისეთ
ავადმყოფებში, რომელთაც ჰქონდათ სითხის და ელექტროლიტების დაკარგვა დიურეტიკებით
წინმსწრები თერაპიის შედეგად. ამიტომ დიურეტიკების მიღება უნდა შეწყდეს
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე 2_3 დღით ადრე (იხ. ნაწილი განსაკუთრებული
მითითებები).
გვერდითი მოვლენები
გაცილებით ხშირად გვხვდება გვერდითი ეფექტები: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
სხვა გვერდითი მოვლენები:
გულ_სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის გამოხატული დაწევა, ტკივილი
გულის არეში, იშვიათად _ ორთოსტატიკული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, ბრადიკარდია,
გულის უკმარისობის სიმპტომების გამოვლენა, ატრიოვენტრიკულური გამტარობის
დარღვევა, მიოკარდიუმის ინფარქტი.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ტკივილები მუცლის
არეში, პირის სიმშრალე, დიარეა, დისპეფსია, ანორექსია, გემოს შეცვლა,
პანკრეატიტი, ჰეპატიტი (ჰეპატოცელურალური და ქოლესტაზური), სიყვითლე. კანის
საფარის მხრივ: ჭინჭრის ციება, ჭარბი ოფლიანობა, ფოტოსენსიბილიზაცია, კანის
ქავილი, თმის ცვენა.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ხასიათის ლაბილურობა, ყურადღების
კონცენტრაციის დარღვევა, პარესთეზიები, გადაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა,
კიდურებისა და ტუჩების კუნთების კრუნჩხვითი შეკრთომები, იშვიათად _ ასთენიური
სინდრომი, ცნობიერების დაბინდვა.
სუნთქვითი სისტემის მხრივ: დისპნოე, მშრალი ხველა, ბრონქოსპაზმი, აპნოე. სისხლის
წარმოქმნის სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია,
აგრანულოციტოზი, ანემია (ჰომოგლობინის, ჰემატოკრიტის კონცენტრაციის შემცირება,
ერითროციტოპენია).
ალერგიული რეაქციები: სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხორხისზედა ან/და ხორხის
ანგიონევროზული შეშუპება (იხ. ნაწილი განსაკუთრებული მითითებები), კანის
გამონაყარი, ქავილი, ციება, ვასკულიტი, დადებითი რეაქციები ანტინუკლეარულ
ანტისხეულებზე, მომატებული ედსი, ეოზინოფილია.
შარდსასქესო სისტემის მხრივ: ურემია, ოლიგურია/ანურია, თირკმელების ფუნქციის
დარღვევა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, პოტენციის დაქვეითება. ლაბორატორიული
მაჩვენებლები: ჰიპერკალიემია, ან/და ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია,
ჰიპოქლორემია, ჰიპერკალციემია, ჰიპერურიკემია, ჰიპერგლიკემია, შარდოვანას და
კრეატინინის დონის მომატება სისხლის პლაზმაში, ჰიპერბილირუბინემია,
ჰიპერქოლესტერინემია, გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის შემცირება,
ჰიპერტრიგლიცერიდემია, ღვიძლისმიერი ტრანსამინაზების აქტივობის მომატება,
განსაკუთრებით ანამნეზში ღვიძლის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის და
რენოვასკულარული ჰიპერტენზიების დროს.
სხვა: ალერგია, ართრიტი, მიალგია, ციება, ნაყოფის განვითარების დარღვევა,
პოდაგრის გამწვავება.
უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა ლიზინოპრილის, სხვა აგფ ინჰიბიტორების ან ჰიდროქლოროთიაზიდის
და დამხმარე ნივთიერებების მიმართ, ანგიონევროზული შეშუპება (მათ შორის კვინკეს
შეშუპება ანამნეზში, რომელიც დაკავშირებულია აგფ ინჰიბიტორების გამოყენებასთან),
ანურია, თირკმლის გამოხატული უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30მლ/წთ-ზე
ნაკლები), ჰემოდიალიზი მაღალი გამტარობის მემბრანების გამოყენებით,
ჰიპერკალციემია, ჰიპონატრიემია, პორფირია, პრეკომა, ღვიძლისმიერი კომა, შაქრიანი
დიაბეტის მძიმე ფორმები, 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის
დადგენილი).
სიფრთხილით
აორტის სტენოზი/ჰიპერტროფული კარდიომიოპათია, თირკმლის არტერიების ორმხრივი
სტენოზი, ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზი მიმდინარე პროგრესირებადი
აზოტემიით, მდგომარეობა თირკმელების ტრანსპლანტაციის შემდეგ, თირკმლის უკმარისობა
(კრეატინინის კლირენსი 30მლ/წთ-ზე მეტი), პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი,
არტერიული ჰიპოტენზია, ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია, ჰიპონატრიემია (არტერიული
ჰიპოტენზიის მომატებული რისკი პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან მცირე მარილიან
და უმარილო დიეტაზე), ჰიპოვოლემიური მდგომარეობები (მათ შორის, დიარეა,
პირღებინება), შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები (მათ შორის სისტემური წითელი
მგლურა, სკლეროდერმია), შაქრიანი დიაბეტი, პოდაგრა, ძვლისტვინოვანი
სისხლწარმოქმნის დათრგუნვა, ჰიპერურიკემია, ჰიპერკალიემია, გულის იშემიური
დაავადება, ცერებროვასკულარული დაავადებები (მათ შორის ტვინის სისხლის მიმოქცევის
უკმარისობა), გულის მძიმე ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის უკმარისობა, ხანდაზმული
ასაკი.
ორსულობა და ლაქტაცია
ლიზინოპრილის გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია, გარდა იმ შემთხვევებისა
როდესაც არ ხერხდება აგფ ინჰიბიტორის შეცვლა სხვა ალტერნატიული თერაპიით.
პაციენტები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, გადაყვანილი უნდა იყვნენ
ანტიჰიპერტენზიულ თერაპიაზე ისეთი სამკურნალო საშუალებებით, რომლებშიც ორსული
ქალების უსაფრთხოების პროფილი კარგადაა შესწავლილი.
ორსულობის დადგენის დროს პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს რაც შეიძლება ადრე. აგფ
ინჰიბიტორების მიღება ორსულობის II და III ტრიმესტრში ახდენს არასასურველ
ზემოქმედებას ნაყოფზე (შესაძლებელია არტერიული წნევის გამოხატული დაწევა,
თირკმლის უკმარისობა, ჰიპერკალიემია, თავის ქალის ძვლების ჰიპოპლაზია, ნაყოფის
საშვილოსნოსშიდა სიკვდილი). პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში ორსულობის I
ტრიმესტრში, ნაყოფზე პრეპარატის ნეგატიური ზემოქმედების მონაცემები არ არსებობს.
ახალშობილებსა და ჩვილ ბავშვებში, რომლებიც განიცდიდნენ აგფ ინჰიბიტორების
საშვილოსნოსშიდა ზემოქმედებას, რეკომენდირებულია წარმოებული იქნეს მეთვალყურეობა,
რათა დროულად გამოვლინდეს არტერიული წნევის დაწევა, ოლიგურიები, ჰიპერკალიემიები.
პრეპარატით მკურნალობის დროს უნდა შეწყდეს ჩვილის კვება დედის რძით.
განსაკუთრებული მითითებები
სიმპტომური არტერიული ჰიპოტენზია
ყველაზე ხშირად არტერიული წნევის გამოხატული დაწევა წარმოიქმნება სითხის
მოცულობის შემცირების დროს, რაც გამოწვეულია დიურეზული საშუალებებით თერაპიისას,
საკვებში მარილის რაოდენობის შემცირებით, დიალიზით, დიარეით ან ღებინებით (იხ.
ნაწილები ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და გვერდითი მოვლენები).
გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე ავადმყოფებში იმავდროულად თირკმელების
უკმარისობით ან მის გარეშე, შესაძლოა არტერიული წნევის გამოხატული შემცირება. იგი
უფრო ხშირად უვითარდებათ ავადმყოფებს, რომელთაც აქვთ მძიმე ხარისხის გულის
ქრონიკული უკმარისობა, როგორც დიურეტიკების დიდი დოზებით გამოყენების შედეგი,
ჰიპონატრიემია ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა. ამგვარ ავადმყოფებში მკურნალობა
უნდა დაიწყოს ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ. Iგივე წესებს უნდა დაემორჩილონ გულის
იშემიური დაავადებების და ცერებროვასკულარული უკმარისობის, მქონე ავადმყოფები,
რომლებშიც არტერიული წნევის მკვეთრმა დაწევამ შესაძლოა გამოიწვიოს მიოკარდიუმის
ინფარქტი ან ინსულტი მკურნალობის დროს.
ტრანზიტორული არტერიული ჰიპოტენზია არ წარმოადგენს პრეპარატის შემდგომი
გამოყენების უკუჩვენებას.
მკურნალობის დაწყებამდე შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს ნატრიუმის კონცენტრაციის
ნორმალიზება ან/და აღდგეს დაკარგული სითხის მოცულობა, საგულდაგულოდ უნდა
გაკონტროლდეს პრეპარატის საწყისი დოზის ზემოქმედება ავადმყოფზე.
თირკმელების ფინქციის დარღვევა
გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე ავადმყოფებში, არტერიული წნევის გამოხატულმა
დაწევამ აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყების შემდეგ შესაძლოა გამოიწვიოს
თირკმლის ფუნქციის შემდგომი გაუარესება. აღინიშნება თირკმლის მწვავე უკმარისობის
შემთხვევები.
მომატებული მგრძნობელობა/ანგიონევროზული შეშუპება
სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხორხისზედა ან/და ხორხის ანგიონევროზული
შეშუპება იშვიათად აღინიშნება ავადმყოფებში, რომლებიც მკურნალობენ აგფ
ინჰიბიტორებით, ლიზინოპრილის ჩათვლით, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას მკურნალობის
ნებისმიერ პერიოდში. ასეთ შემთხვევაში ლიზინოპრილით მკურნალობა უნდა შეწყდეს რაც
შეიძლება მალე და ავადმყოფზე დაწესდეს კონტროლი სიმპტომების სრულ რეგრესამდე. იმ
შემთხვევაში თუ წარმოიქმნა სახისა და ტუჩების შეშუპება, აღნიშნული მდგომარეობა
ყველაზე ხშირად გაივლის მკურნალობის გარეშე, თუმცა, შესაძლებელია ანტიჰისტამინური
საშუალებების დანიშვნა.
ხორხის ანგიონევროზული შეშუპება შესაძლოა იყოს ფატალური. როდესაც მოცულია ენა,
ხორხის ზედა ნაწილი ან ხორხი შესაძლოა მოხდეს სასუნთქი გზების ობსტრუქცია, ამიტომ
დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს შესაბამისი თერაპია (0,3)0,5მლ ეპინეფრინის
(ადრენალინის) ხსნარი 1:1000 კანქვეშ) ან/და ჩატარდეს სასუნთქი გზების გამტარობის
უზრუნველყოფის ზომები.
ავადმყოფებს, რომლებსაც ანამნეზში უკვე აღენიშნებოდათ ანგიონევროზული შეშუპება,
შესაძლოა მოემატოთ მისი განვითარების რისკი აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს.
ხველება
აგფ ინჰიბიტორების გამოყენების დროს იშვიათად აღინიშნება ხველა. ხველა მშრალია,
ხანგრძლივი, რომელიც ქრება აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
ხველების დიფერენციალური დიაგნოზის დროს, უნდა გაითვალისწინოთ ხველაც, რომელიც
გამოწვეულია აგფ ინჰიბიტორებით მკურნალობით.
ავადმყოფები, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე
ანაფილაქსური რეაქცია აღენიშნებათ ჰემოდიალიზზე მყოფ ავადმყოფებს, მაღალი
შეღწევადობის (AN69®) დიალიზური მემბრანების გამოყენებით, რომლებიც ერთდროულად
ღებულობენ აგფ ინჰიბიტორებს. ამგვარ შემთხვევებში უნდა განიხილოს დიალიზის სხვა
ტიპის მემბრანის ან სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალების გამოყენების შესაძლებლობა.
ქირურგია/ ზოგადი ანესთეზია
პრეპარატების გამოყენების დროს, რომლებიც იწვევს არტერიული წნევის დაწევას,
ავადმყოფებისათვის გაფართოებული ქირურგიული ჩარევის ან ზოგადი ანესთეზიის დროს,
ლიზინოპრილს შეუძლია მოახდინოს ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნის ბლოკირება.
არტერიული წნევის გამოხატული დაწევა, რომელსაც მიიჩნევენ ამ მექანიზმის შედეგად,
შესაძლოა თავიდან ავიცილოთ მოცირკულირე სისხლის მოცულობის გაზრდით.
ქირურგიული ჩარევის წინ (სტომატოლოგიის ჩათვლით) უნდა გააფრთხილოთ ექიმი
ანესთეზიოლოგი აგფ ინჰიბიტორების გამოყენების შესახებ.
კალიუმი სისხლის შრატში
ჰიპერკალიემიის განვითარების რისკ_ფაქტორები მოიცავს თირკმლის უკმარისობას,
შაქრიან დიაბეტს, კალიუმის პრეპარატების ან იმ პრეპარატების მიღებას, რომლებიც
იწვევს სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მომატებას (მაგალითად, ჰეპარინი),
განსაკუთრებით თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე ავადმყოფებში.
ავადმყოფებში, რომლებშიც არსებობს სიმპტომური ჰიპოტენზიის რისკი (იმყოფებიან
მცირე მარილიან ან უმარილო დიეტაზე) ჰიპონატრიემიით ან მის გარეშე, აგრეთვე
პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ დიურეტიკებს მაღალი დოზებით, ზემოთ
დასახელებული მდგომარეობებისას, მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია მოხდეს
ზემოთ დასახელებული მდგომარეობების კომპენსირება (სითხისა და მარილების
დაკარგვის).
მეტაბოლური და ენდოკრინული ეფექტები
თიაზიდუ დიურეზულ საშუალებებს შეუძლიათ ზეგავლენა იქონიონ გლუკოზის მიმართ
ტოლერანტობაზე, ამიტომ აუცილებელია პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების
დოზების კორექტირება.
თიაზიდურ დიურეტიკებს შეუძლიათ შეამცირონ კალციუმის გამოყოფა თირკმელებით და
გამოიწვიონ ჰიპერკალციემია. გამოხატული ჰიპერკალციემია შეიძლება იყოს ფარული
ჰიპერპარათირეოზის სიმპტომი. რეკომენდირებულია შეწყდეს თიაზიდული დიურეტიკებით
მკურნალობა მანამ, სანამ ჩატარდება ფარისებრი ჯირკვლების ფუნქციის შეფასების
ტესტი.
პრეპარატით მკურნალობის დროს აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის, გლუკოზის,
შარდოვანას და ლიპიდების რეგულარული კონტროლი.
მკურნალობის დროს არ არის რეკომენდირებული ალკოჰოლური სასმელების მიღება, რადგან
ალკოჰოლი აძლიერებს პრეპარატის ჰიპოტენზიურ მოქმედებას. საჭიროა დავიცვათ
სიფრთხილე ფიზიკური ვარჯიშების შესრულებისას, ცხელი ამინდისას (არსებობს
დეჰიდრატაციის და არტერიული წნევის გადამეტებული დაწევის რისკი მოცირკულირე
სისხლის მოცულობის შემცირების გამო).
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე
მკურნალობის დროს თავი უნდა შეიკავოთ ავტოტრანსპორტის მართვისაგან და პოტენციურად
საშიში საქმიანობისაგან, რომლებიც მოითხოვენ მომატებულ ყურადღებას და
ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, რადგან შესაძლოა განვითარდეს თავბრუსხვევა,
განსაკუთრებით მკურნალობის კურსის დასაწყისში.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: არტერიული წნევის გამოხატული შემცირება, პირის სიმშრალე, ძილიანობა,
შარდის გამოყოფის შეკავება, ყაბზობა, შფოთვა, მომატებული გაღიზიანებადობა.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპია, სითხეების ინტრავენურად შეყვანა, არტერიული
წნევის კონტროლი; დეჰიდრატაციის კორექციისა და წყალ_მარილოვანი ბალანსის
დარღვევისაკენ მიმართული თერაპია. სისხლის პლაზმაში შარდოვანას, კრეატინინისა და
ელექტროლიტების და აგრეთვე დიურეზის კონტროლი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი),
კალიუმის პრეპარატებთან, მარილის შემცვლელებთან, რომლებიც შეიცავენ კალიუმს,
ერთდროული გამოყენების დროს მატულობს ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკი,
განსაკუთრებით თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე ავადმყოფებში. ამიტომ მათი
ერთდროულად დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ ექიმის ინდივიდუალური გადაწყვეტილებით,
ამასთან რეგულარულად უნდა ხორციელდებოდეს სისხლის შრატში კალიუმის დონის და
თირკმელების ფუნქციის კონტროლი.
ვაზოდილიტატორებთან, ბარბიტურატებთან, ფენოთიაზინებთან, ტრიციკლურ
ანტიდეპრესანტებთან, ეთანოლთან ერთდროული გამოყენების დროს _ ჰიპოტენზიური
მოქმედების გაძლიერება.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან (ასაპ) (ინდომეტაცინი და
სხვა), ესტროგენებთან ერთდროული გამოყენებისას _ მცირდება ლიზინოპრილის
ანტიჰიპერტენზიული მოქმედება.
ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენების დროს _ ორგანიზმიდან ლითიუმის
გამოყოფის შენელება (ლითიუმის კარდიოტოქსიური და ნეიტროტოქსიური მოქმედების
გაძლიერება).
ანტაციდებთან და კოლესტირამინთან ერთდროული გამოყენების დროს _ კუჭ_ნაწლავის
ტრაქტში შეწოვის შემცირება.
პრეპარატი აძლიერებს სალიცილატების ნეიროტოქსიურობას, პერორალური ჰიპოგლიკემიური
პრეპარატების, ნორეპინეფრინის, ეპინეფრინის და პოდაგრის საწინააღმდეგო
პრეპარატების მოქმედებას, აძლიერებს საგულე გლიკოზიდების ეფექტებს (გვერდითი
ეფექტების ჩათვლით), პერიფერიული მიორელაქსანტების მოქმედებას, ამცირებს
ქინიდინის გამოყოფას.
ამცირებს პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტს. ეთანოლი აძლიერებს პრეპარატის
ჰიპოტენზიურ ეფექტს. მეთილდოპასთან ერთდროული გამოყენების დროს იზრდება ჰემოლიზის
განვითარების რისკი.
შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ +15 oC _ +30oC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა 3 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტით.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით