ცინაბსინი ა - Cinnabsin A
ცინაბსინი ა - Cinnabsin A

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

დასახელება - ცინაბსინი A ტაბლეტი #60

თერაპიული ჩვენებები
მწვავე და ქრონიკული რინოსინუსიტი
დოზა და მიღების წესი
დოზირების რეჟიმი
მოზრდილები: მწვავე მდგომარეობების დროს: 1 ტაბლეტი ყოველ ერთ საათში, არა უმეტეს 12 ტაბლეტი დღეში, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. შემდგომი მკურნალობისთვის ინიშნება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
ბავშვები
2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები: მწვავე მდგომარეობების დროს: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. შემდგომი მკურნალობისთვის ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები: მწვავე მდგომარეობების დროს: 1 ტაბლეტი ყოველ 2 საათში, არა უმეტეს 6 ტაბლეტი დღეში, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. შემდგომი მკურნალობისთვის ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
12 წლის და მეტი ასაკის ბავშვები: მწვავე მდგომარეობების დროს: 1 ტაბლეტი ყოველ ერთ საათში, არა უმეტეს 12 ტაბლეტი დღეში, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. შემდგომი მკურნალობისთვის ინიშნება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
ქრონიკული მდგომარეობების დროს ბავშვებსა და მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია 4-6 კვირის განმავლობაში.
არ არის რეკომენდებული ცინაბსინის გამოყენება 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
გამოყენების წესი
ტაბლეტები მიიღება მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. ბავშვებისთვის რეკომენდებულია ტაბლეტების მცირე რაოდენობის წყალში გახსნა.
ტაბლეტები მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ნებისმიერი აქტიური ნივთიერების ან პუნქტში 6.1 ჩამოთვლილი პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ან გვირელების ოჯახის წარმომადგენელთა მიმართ (რთულყვავილოვანთა).
უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ სარგებელისა და რისკის თანაფარდობის შეფასების გათვალისწინებით.
სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

საერთაშორისო დასახელება - Cinnabaris,Hydrastis,Echinacea
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ჰომეოპათიური საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტი #100

1 ტაბლეტში (250 მგ) შედის:
აქტიური ნივთიერებები: Cinnabaris (ვერცხლისწყლის გოგირდოვანი ნაერთი) trit D3 25 mg, Echinacea (ექინაცეა) trit D1 25 მგ, Hydrastis (ძირყვითელა) trit D3 25 მგ, Kalium bichromicum (კალიუმის ბიქრომატი) trit D3 25 მგ,;
სხვა ინგრედიენტები (შემავსებლები): ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ხორბლის სახამებელი.

ჩვენებები
ცხვირის დანამატი ღრუების მწვავე და ქრონიკული ანთება (სინუსიტი).
მიღების წესები და დოზები
სხვა მითითებათა არარსებობისას ცინაბსინის მიღება შემდეგნაირად ხდება:
დაავადების მწვავე მიმდინარეობის დროს: 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს 1 ტაბლეტს ყოველ 2 საათში (დღეში არაუმეტეს 8 ტაბლეტი), გაუმჯობესების დადგომამდე აძლევენ; შემდეგ, აღნიშნული ასაკის პაციენტები 1 ტაბლეტს დღეში 3-ჯერ, დაავადების სიმპტომების გაქრობამდე იღებენ. მოზრდილებმა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებმა 1 ტაბლეტი ყოველ საათში (დღეში არაუმეტეს 12 ტაბლეტი) მდგომარეობის გაუმჯობესებამდე უნდა მიიღონ. ამის შემდეგ, დაავადების სიმპტომების გაქრობამდე 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ინიშნება.

უკუჩვენება
პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება ქრომის, Echinacea, სხვა რთულყვავილოვანთა ან რომელიმე შემადგენელი ინგრედიენტის მიმართ გამოვლენილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში. პრინციპული მოსაზრებებით, ცინაბსინის დანიშვნა არ შეიძლება პროგრესირებადი სისტემური დაავადებების, მაგალითად, ტუბერკულოზის, ლეიკემიის, ლეიკოზების, კოლაგენოზების, აუტოიმუნური დაავადებების, გაფანტული სკლეროზის, შიდს-ის, აივ-ინფექციისა და სხვა ქრონიკული ვირუსული დაავადებების დროს.
ცინაბსინის გამოყენება მიზანშეწონილია გლუტეინური ენტეროპათიებით დაავადებულ ავადმყოფთათვის. პრეპარატი არ ინიშნება სახამებლის მიმართ ალერგიის დროს (ეს დაავადება გლუტეინური ენტეროპათიისგან სრულიად განსხვავებულია).

განსაკუთრებული მითითებები
თუ ექიმმა გითხრათ, რომ რომელიმე შაქრის აუტანლობა გაქვთ, ცინაბსინის მიღების დაწყებამდე საკონსულტაციოდ ექიმს მიმართეთ.
ყველა სხვა ფარმაცევტული პრეპარატის ანალოგიურად, ცინაბსინის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგაა დასაშვები.
2 წლამდე ასაკის ბავშვთა მკურნალობისთვის ცინაბსინის გამოყენება ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგაა დასაშვები.

1.სამკურნალო საშუალების დასახელება

ცინაბსინი

**2. ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა **

1 ტაბლეტი (250 მგ) შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

Cinnabaris trit. D3 25 მგ
Hydrastis trit. D3 25 მგ
Kalium bichromicum trit. D3 25 მგ
Echinacea trit. D1 25 მგ
ცნობილი ეფექტის მქონე დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. ნაწილში 6.1.

3. ფარმაცევტული ფორმა

ტაბლეტი

4. კლინიკური მონაცემები

4.1 თერაპიული ჩვენებები

მწვავე და ქრონიკული რინოსინუსიტი.

4.2 დოზა და მიღების წესი

დოზირების რეჟიმი

მოზრდილები: მწვავე მდგომარეობების დროს: 1 ტაბლეტი ყოველ ერთ საათში, არა უმეტეს 12 ტაბლეტი დღეში, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. შემდგომი მკურნალობისთვის ინიშნება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

ბავშვები

2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები: მწვავე მდგომარეობების დროს: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. შემდგომი მკურნალობისთვის ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები: მწვავე მდგომარეობების დროს: 1 ტაბლეტი ყოველ 2 საათში, არა უმეტეს 6 ტაბლეტი დღეში, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. შემდგომი მკურნალობისთვის ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

12 წლის და მეტი ასაკის ბავშვები: მწვავე მდგომარეობების დროს: 1 ტაბლეტი ყოველ ერთ საათში, არა უმეტეს 12 ტაბლეტი დღეში, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. შემდგომი მკურნალობისთვის ინიშნება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

ქრონიკული მდგომარეობების დროს ბავშვებსა და მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია 4-6 კვირის განმავლობაში.

არ არის რეკომენდებული ცინაბსინის გამოყენება 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გამოყენების წესი

ტაბლეტები მიიღება მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. ბავშვებისთვის რეკომენდებულია ტაბლეტების მცირე რაოდენობის წყალში გახსნა.

ტაბლეტები მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ.

4.3 უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ნებისმიერი აქტიური ნივთიერების ან პუნქტში 6.1 ჩამოთვლილი პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ან გვირელების ოჯახის წარმომადგენელთა მიმართ (რთულყვავილოვანთა).

უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

4.4 განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატი არ არის რეკომენდებული პროგრესირებადი სისტემური დაავადებების დროს (მაგ., ტუბერკულოზი, სარკოიდოზი), სისხლის სისტემური დაავადებები (მაგ., ლეიკემია და ლეიკოზი), აუტოიმუნური დაავადებები (მაგ., კოლაგენური ქსოვილის ანთებითი დაავადებები (კოლაგენოზი), გაფანტული სკლეროზი), იმუნოდეფიციტი (შიდსი, აივ ინფექციები), დეპრესიული მდგომარეობები (მაგ., ორგანოს ან ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ, ქიმიოთერაპია).

ექინაცეას შემცველი მედიკამენტების მიღების შემდეგ აღინიშნებოდა გამონაყარი კანზე, ქავილი და, იშვიათად, სახის შეშუპება, ქოშინი, თავბრუსხვევა და არტერიული წნევის დაქვეითება.

ექინაცეას შემცველობის გამო ატოპიის მქონე პაციენტებში გაზრდილია ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი.

ცალკეულ შემთხვევებში ექინაცეას შემცველი სამკურნალო საშუალებების გამოყენება უკავშირდება აუტოიმუნური დაავადებების განვითარებას. ცალკეულ შემთხვევებში ექინაცეას შემცველი სამკურნალო საშუალების ხანგრძლივი გამოყენებისას (8 კვირაზე მეტი) აღინიშნებოდა ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება.

პროდუქტი შეიცავს ლაქტოზას და ხორბლის სახამებელს. სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება გალაქტოზას იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემის მქონე პაციენტებში, ლაპას ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცის დროს. ხორბლის სახამებლი შეიძლება შეიცავდეს გლუტენს, თუმცა მხოლოდ კვალის სახით, რის გამოც იგი უსაფრთხოა ცელიაკიის დაავადების მქონე ადამიანებისთვის. ხორბალზე ალერგიის მქონე პაციენტებმა (ცელიაკიასთან განსხვავებით) არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო პრეპარატი.

შემდეგი სიმპტომების განვითარებისას აუცილებელია ექიმითან კონსულტაცია:

- სახის შეშუპება, სიმხურვალე ან ძლიერი თავის ტკივილი;

- მწვავე მდგომარეობა არ უმჯობესდება ან უარესდება მკურნალობის პირველი 2 დღის განმავლობაში;

- დამატებითი ჩივილების განვითარების შემთხვევაში.

4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა ფორმის ურთიერთქმედება

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება ცნობილი არ არის.

ჰომეოპათიური პრეპარატებით მკურნალობა არ გამორიცხავს სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენებას.

რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტები იყენებენ, ცოტა ხნის წინ გამოიყენებდნენ ან შეიძლება გამოიყენონ სხვა სამკურნალო საშუალებები.

შენიშვნა: ჰომეოპათიური სამკურნალო პრეპარატების მოქმედებაზე შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ცხოვრების ჩვევების ნეგატიურმა ფაქტორებმა, მათ შორის მოწევა და ალკოჰოლის გამოყენება.

4.6 ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ სარგებელისა და რისკის თანაფარდობის შეფასების გათვალისწინებით.

სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

4.7 ზეგავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე

ცინაბსინი არ მოქმედებს არ მოქმედებს ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე.

4.8 არასასურველი ეფექტები

ძალიან იშვიათ შემთხვევებში (<1/10 000) ან უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია):

ცინაბსინის მიღების შემდეგ შეიძლება აღინიშნებოდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგ., გამონაყარი კანზე და დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და სათანადო მკურნალობის დანიშვნა.

ჭარბი ნერწყვდენის შემთხვევაში დოზირება უნდა შემცირდეს ან მკურნალობა უნდა შეწყდეს.

შენიშვნა: ჰომეოპათიური პრეპარატების მიღების დროს შესაძლებელია არსებული ჩივილების გაუარესება (საწყისი ჰომეოპათიური გამწვავება). ასეთ შემთხვევებში პაციენტებს ურჩევენ შეწყვიტონ პრეპარატების მიღება და გაიარონ კონსულტაცია ექიმთან.

4.9 ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

5. ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება.

ჰომეოპათიური თერაპია მკაფიოდ განსხვავდება ტრადიციული მედიცინისაგან დაავადების შეცნობის და სამკურნალო სუბსტანციების გამოყენების თვალსაზრისით. ჰომეოპათიური საშუალებები ასტიმულირებს სხეულის დაცვის მექანიზმებს და, ამრიგად, ააქტიურებს მისი თვითგანკურნების პოტენციალს. სხეულის პასუხი ჰომეოპათიურ საშუალებაზე მკაცრად ინდივიდუალურია. ამ მიზეზით დოზასპეციფიკური ფარმაკოლოგიური ეფექტების, ფარმაკოდინამიკური ან ფარმაკოკინეტიკური მონაცემების განსაზღვრა არ არის შესაძლებელი.

5.1 ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები

არ აღინიშნება.

5.2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

არ აღინიშნება.

5.3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

არ აღინიშნება. პრეკლინიკური კვლევები ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება ცინაბსინის მონაწილეობით არ ჩატარებულა.

6. ფარმაცევტული მახასიათებლები

6.1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.

6.2 შეუთავსებლობა

არ არსებობს.

6.3 ვარგისობის ვადა

5 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

6.4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

ინახება არა უმეტს 25 °C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

6.5 შეფუთვა და კონტეინერის შიგთავსი

20 ტაბლეტი. 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთვაში.

**6.6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციის და სხვა მანიპულაციების დროს **

სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა