ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კუჭის წვენის მჟავიანობის დარღვევის სამკურნალო საშუალებები, კომბინაციები Helicobacter pylori-ს ერადიკაციისათვის
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
დასახელება - ულცერონი-კიტი ტაბლეტი+კაფსულა 30მგ+500მგ+500მგ #14
ჩვენება:
ულცერონი გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების,
ქრონიკული გასტრიტის დროს (H.pylori-ს ინფექციის მკურნალობის და ერადიკაციული
თერაპიის მიზნით).
მიღების წესი და დოზირება:
ულცერონის თითოეული ნაკრები შეიცავს ლანსოპრაზოლის 1 კაფსულას (30 მგ),
ტინიდაზოლის 1 ტაბლეტს (500 მგ), კლარითრომიცინის 1 ტაბლეტს (250 მგ) და
გათვლილია ერთ მიღებაზე. ულცერონი ინიშნება პერორალურად, 1 კაფსულა ლანსოპრაზოლი,
1 ტაბლეტი ტინიდაზოლი და 1 ტაბლეტი კლარითრომიცინი ორჯერ დღეში, დილით და
საღამოს. ლანსოპრაზოლის კაფსულა მიიღება მთლიანად (კაფსულა არ უნდა დაიღეჭოს ან
გაიხსნას).
თითოეული კოლოფი შეიცავს 14 ნაკრებს, რაც უზრუნველყოფს თერაპიას 7 დღის
განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა,
აბდომინალური ტკივილი, ანორექსია, პირის სიმშრალე, ლითონისებრი გემო პირში,
სტომატიტი, გლოსიტი, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.
სხვა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, მიკროორგანიზმების მეორადი
მდგრადობის განვითარება, თრომბოციტოპენია, ანემია. ტინიდაზოლმა შეიძლება
გამოიწვიოს გარდამავალი ლეიკოპენია.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ლანსოპრაზოლის, ტინიდაზოლის ან კლარითრომიცინის მიმართ,
ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, სისხლის პათოლოგიური ცვლილებები,
ღვიძლის ან/და თირკმლის უკმარისობა, პორფირია, ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი.