ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანემიის საწინააღმდეგო პრეპარატები, რკინა კომბინაციაში ფოლის მჟავასთან
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
საერთაშორისო დასახელება - FERROUS SULFATE; ASCORBIC ACID
მოქმედი ნივთიერება: რკინის სულფატი+ასკორბინის მჟავა
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
რკინადეფიციტური ანემიის საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დრაჟე: შეფუთვაში 100 ც.
1 დრაჟე
რკინის სულფატი ......... 50 მგ
ასკორბინის მჟავა ........... 30 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, სტეარინი, ტალკი, მაგნიუმის ჟანგი, მცენარეული
ზეთი, ლაქტოზა და საქაროზა, არაბეთის გუმფისი.
ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება რკინადეფიციტური მდგომარეობისას ორსულობისა და ლაქტაციის
პერიოდში, ხანგრძლივი სისხლდენების, არარეგულარული და არასრულყოფილი კვების
შედეგად გამოწვეული რკინის დეფიციტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება პერორალურად ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება
ინდივიდუალურად მკურნალი ექიმის მიერ.
მოზრდილებში პრეპარატს იყენებენ 3 დრაჟეს 2-ჯერ ჭამის შემდეგ.
პრეპარატი ანალოგიური დოზით ინიშნება ორსულობისა (II და III ტრიმესტრი) და
ლაქტაციის პერიოდში.
4-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ფეროპლექსი გამოიყენება ერთი დრაჟე 3-ჯერ დღეში
ჭამის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
მუცლის არეში ტკივილები, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები:
განსაკუთრებული მითითებები:
◄ მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია შრატში შრატისმიერი რკინის და ფერიტინის
დონის გამოკვლევა.
◄ პრეპარატით მკურნალობა უნდა ჩატარდეს სისხლის სურათის ნორმალიზებამდე (8-12
კვირა).
◄ პრეპარატის მიღების შემთხვევაში დამახასიათებელია შავი ფერის განავალი რკინის
სულფიდის წარმოქმნის გამო, ბენზიდინის ცრუ დადებითი სინჯი.
◄ მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ დიდი რაოდენობით ჩაის მიღება
ამცირებს რკინის იონების კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ შეწოვას.
◄ სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის დანიშვნისას კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის
წყლულოვანი დაავადების, ენტერიტისა და წყლულოვანი კოლიტის დროს.
რა არის ფერო-ფოლგამა ნეო და რისთვის გამოიყენება
ფერო-ფოლგამა ნეო აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს რკინის სულფატს და ფოლიუმის მჟავას. იგი გამოიყენება რკინის და ფოლიუმის მჟავის უკმარისობით გამოწვეული ანემიის სამკურნალოდ მოზრდილებში და 12 წლიდან ბავშვებში. იგი ასევე გამოიყენება მოცემული მდგომარეობის პრევენციისათვის ორსულობის პერიოდში.
რა ინფორმაციას უნდა ფლობდეთ ფერო-ფოლგამა ნეოს მიღებამდე
არ მიიღოთ ფერო-ფოლგამა ნეო
- თუ გაქვთ ალერგია აქტიური ნივთიერებების ან პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის (მოცემულია ნაწილში 6) მიმართ.
- თუ გაქვთ ისეთი ანემია, რომელიც არ არის გამოწვეული რკინის ან ფოლიუმის მჟავის უკმარისობით (მაგ: მეგალობლასტური ანემია, რომელსაც იწვევს ვიტამინი B12-ის უკმარისობა, ჰემოლიზური ანემია) თუ ექიმი არ დაგინიშნავთ.
- თუ გაქვთ დაუდგენელი წარმოშობის მეგალობლასტური ანემია, თუ ექიმი არ დაგინიშნავთ.
- თუ გაქვთ რკინის მარაგის ან რკინის შეწოვის დარღვევები, როგორიც არის სისხლის დაავადებები ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, ჰემოგლობინოპათია.
- თუ რეგულარულად ტარდება სისხლის გადასხმის პროცედურა.
- თუ ღებულობთ რკინის შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებს და/ან ნივთიერებებს, მათ შორის რკინის შემცველ საინექციო ან საინფუზიო საშუალებებს.
- თუ გიტარდებათ მძიმე ლითონით მოწამვლის საწინააღმდეგო (პრევენციული) მკურნალობა დიმერკაპროლით.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
მკურნალობის დაწყებამდე უნდა განისაზღვროს ანემიის ტიპი. ანემიის მკურნალობა უნდა დაიწყოს იმ შემთხვევაში თუ დადგინდა რკინის და ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა.
ფერო-ფოლგამა ნეოს მიღებამდე აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ გაწუხებთ:
- რკინის მარაგის ან რკინის შეწოვის დარღვევები, როგორიც არის ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, ჰემოგლობინოპათია.
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული დარღვევები, როგორიც არის ნაწლავის ანთებითი დაავადება, ნაწლავის დივერტიკულოზი ან ნებისმიერი სხვა სახის ნაწლავის გაუვალობ, რადგან ასეთ შემთხვევაში ფერო-ფოლგამა ნეო გამოიყენება სიფრთხილით, ექიმის მითითებებით.
ვინაიდან არსებობს პირის ღრუში წყლულების წარმოქმნის და კბილების გაუფერულების რისკი, შესაბამისად დაუშვებელია ტაბლეტის ჩაწუწვნა, დაღეჭვა ან პირის ღრუში გაჩერება, იგი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად. თუ ვერ იცავთ აღნიშნულ მითითებას ან გიჭირთ ტაბლეტის გადაყლაპვა აცნობეთ ექიმს.
ფერო-ფოლგამა ნეოს მიღებისას დიაგნოსტიკურმა ტესტებმა შესაძლოა აჩვენონ ცრუ დადებითი შედეგები: განავლის ანალიზი ფარულ სისხდენაზე- განავალში სისხლის არსებობის დადგენა და ბენზიდინის ტესტი.
ბავშვები და მოზარდები
პრეპარატის მაღალი დოზების მიღებისას ბავშვებში შესაძლოა აღინიშნოს ფატალური მოწამვლა. შესაბამისად პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
სხვა პრეპარატები და ფერო-ფოლგამა ნეო
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ბოლო პერიოდში ღებულობდით სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ შეძენილ პრეპარატებს ან გეგმავთ მათ მიღებას.
არ მიიღოთ ფერო-ფოლგამა ნეო თუ გიტარდებათ მძიმე ლითონით მოწამვლის საწინააღმდეგო (პრევენციული) მკურნალობა დიმერკაპროლით.
ფერო-ფოლგამა ნეოს მიღებამდე აცნობეთ ექიმს თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს:
- ანტიბიოტიკები, მაგ: ტეტრაციკლინები, ფტორქინოლონები, პენიცილამინი და ცეფდინირი
- ენტაკაპონი, ლევოდოპა (პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებები)
- მეთილდოპა (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის დრო)
- ლევოთიროქსინი (გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ჩასანაცვლებლად)
- ბისფოსფონატები (ოსტეოპოროზის სამკურნალო საშუალებები)
- ტრიენტინი (ვილსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატი)
- მიკოფენოლატ მოფეტილი (იმუნოდეპრესანტი, გამოიყენება ტრანსპლანტაციის შემთხვევაში)
- ფენიტოინი (ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალება) და ეპილეფსიის საწინააღმდეგო ბარბიტურატები, რადგან ფერო-ფოლგამა ნეომ შესაძლოა მნიშვნელოვნად დათრგუნოს მათი ეფექტი.
თუთიის პრეპარატებმა და ქოლესტირამინმა შესაძლოა შეამციროს რკინის შეწოვა.
ალუმინის, კალციუმის და მაგნიუმის შემცველმა ნაერთებმა-მათ შორის ანტაციდებმა და კაცლიუმის და მაგნიუმის დანამატებმა შესაძლოა შეამცირონ რკინის შეწოვა.
რკინის და ომეპრაზოლის ან პროტონის ტუმბოს სხვა ინჰიბიტორის (გამოიყენება გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების- კუჭიდან საყლაპავში მჟავის ამობრუნების, პეპტიკური წყლულოვანი დაავადების დროს) ან ქლორამფენიკოლის (ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკი) ერთობლივად მიღებამ შესაძლოა დააქვეითოს რკინის ეფექტი.
ფერო-ფოლგამა ნეოს და ზემოთ მოცემული პრეპარატების მიღებისას დაცული უნდა იყოს დაახლოებით 2-3 საათიანი ინტერვალი.
ასკორბინის მჟავამ შესაძლოა გააძლიეროს რკინის შეწოვა.
ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებებმა, პერორალურმა კონტრაცეპტივებმა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებებმა, ალკოჰოლმა ან ფოლიუმის მჟავის ანტაგონისტებმა (მაგ: მეტოტრექსატი, პირიმეთამინი, ტრიამტერინი და ტრიმეტოპრიმი) შესაძლოა შეამცირონ შრატში ფოლიუმის მჟავის დონე.
ფერო-ფოლგამა ნეოს მიღება საკვებთან და სასმელთან
ზოგიერთი სახის საკვებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს პრეპარატის სათანადოდ შეწოვას. დამატებითი ინფორმაციისათვისიხილეთ ნაწილი 3 “ფერო-ფოლგამა ნეოს მიღების წესი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას.
ორსულობა
ორსულობის პერიოდში ფერო-ფოლგამა ნეო მიიღება რკინის და ფოლიუმის მჟავის დანამატის სახით და რეკომენდირებულია რკინის და ფოლიუმის მჟავის უკმარისობით გამოწვეული ანემიის პრევენციისათვის.
ძუძუთი კვება
ვინაიდან რკინა და ფოლიუმის მჟავა ხვდებიან დედის რძეში, შესაბამისად ფერო- ფოლგამა ნეო მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
აღნიშნული პრეპარატი ზეგავლენას არ ახდენს ტრანსპორტის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.
ფერო-ფოლგამა ნეო შეიცავს ლაქტოზას და საქაროზას
აღნიშნული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი) და საქაროზას. თუ ექიმისაგან ინფორმირებული ხართ, რომ ვერ იტანთ შაქრის გარკვეულ ტიპებს პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
ფერო-ფოლგამა ნეოს მიღების წესი
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ფურცელი-ჩანართის ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების ან მიხედვით. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდირებული დოზა არის 1-2 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ (3X1-2 ტაბლეტი დღეში).
ორსულობა
3 X 1 ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი დღეში.
12 წლიდან ბავშვები და მოზარდები
რეკომენდირებული დოზა არის 1-2 ტაბლეტი დღეში 3-ჯერ (3X1-2 ტაბლეტი დღეში).
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს უზმოზე ან კვების დროს. გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად, მიაყოლეთ წყალი. არ ჩაწუწნოთ, დაღეჭოთ ან გააჩეროთ პირის ღრუში.
ზოგიერთი სახის საკვებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს პრეპარატის სათანადოდ შეწოვას. შესაბამისად ფერო-ფოლგამა ნეოს და შემდეგი პროდუქციის მიღებისას დაცული უნდა იყოს დაახლოებით 2-3 საათიანი ინტერვალი: ჩაი, ყავა, კვერცხი, რძე ან რძის პროდუქტები, სრულმარცვლოვანი ხორბლის და სხვა მარცვლეულის ფქვილის პური და საკვები ბოჭკო.
თუ მიიღეთ ფერო-ფოლგამა ნეოს ჭარბი დოზა
თუ შემთხვევით მიიღეთ ფერო-ფოლგამა ნეოს ჭარბი დოზა დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. დოზის გადაჭარბების საწყისი სიმპტომებია გულისრევა, ღებინება (მუქი ფერის მასა), დიარეა, მუცლის ტკივილი და სისხლიანი განავალი, სიფერმკრთალე, არტერიული წნევის დაწევა და ტაქიკარდია (გულისცემის აჩქარება).
თუ ბავშვა მიიღო პრეპარატი მაშინვე მიმართეთ ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ფერო-ფოლგამა ნეოს მიღება
დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით, რადგან გამოტოვებულ დოზას ვერ შეავსებთ და წარმოიქმნება დოზის გადაჭარბების რისკი. განაგრძეთ მკურნალობა ჩვეული რეჟიმით.
თუ შეწყვეტთ ფერო-ფოლგამა ნეოს მიღებას ექიმის მიერ დანიშნულ ვადამდე გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ანემია სრულად არ განიკურნოს.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა სამკურნალო საშუალებამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ძალიან გავრცელებული: 10-დან >1 პაციენტში
- ფერო-ფოლგამა ნეოს მიღებისას შესაძლოა აღინიშნოს შავი განავალი. ეს უმნიშვნელოა, გარდა იმ შემთხვევისა თუ არ იკეთებთ განავლის ანალიზს ფარულ სისხლდენაზე. აცნობეთ ექიმს, რომ ღებულობთ ფერო-ფოლგამა ნეოს, რადგან შესაძლოა მნიშვნელოვნად იმოქმედოს ანალიზის შედეგებზე.
გავრცელებული: 10-დან დაახლოებით 1 პაციენტში
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული დარღვევები, როგორიც არის მადის დაკარგვა, მაძღრობის შეგრძნება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება, გულძმარვა, ბოყინი, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი, დიარეა ან ყაბზობა.
ნაკლებად გავრცელებული: 100-დან დაახლოებით 1 პაციენტში
- კანის ალერგიული რეაქციები, როგორიც არის შექცევადი ხასიათის გამონაყარი კანზე, ლიქენიფიკაცია, ერითემა, ქავილი
- ძილის დარღვევები, აღელვება, დეპრესია
იშვიათი: 1,000-დან დაახლოებით 1 პაციენტში
- ფოტომგრძნობელობა კანზე გამონაყარის თანხლებით
ძალიან იშვიათი: 10,000-დან დაახლოებით 1 პაციენტში
- სასუნთქი გზების შევიწროვება (ბრონქოსპაზმი)
- ანაფილაქსიური შოკი
მიმართეთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
დაუდგენელი: სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით
- წყლულები პირის ღრუში (თუ პრეპარატი არასწორად მიიღება- ტაბლეტის ჩაღეჭვა, ჩაწუწვნა, პირის ღრუში გაჩერება)
ხანდაზმულებში და პაციენტებში, რომელთაც უჭირთ ყლაპვა ასევე არსებობს ყელის, საყლაპავის (მილი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს პირის ღრუს და კუჭს) ან ბრონქების (ფილტვების მთავარი საჰაერო გზები) არეში წყლულების წარმოქმნის რისკი თუ ტაბლეტი მოხვდა სასუნთქ გზებში.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს. ეს ეხება ნებისმიერ
მოსალოდნელ გვერდით მოვლენასაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-
ჩანართში.
ფერო-ფოლგამა ნეოს შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
პრეპარატი არ გამოიყენება კოლოფზე და ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
შენახვის განსაკუთრებული პირობები არ მოითხოვება.
დაუშვებელია პრეპარატების გადაყრა ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში.
დარჩენილი პრეპარატების უტილიზაციის შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ
ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.
რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ფერო-ფოლგამა ნეო
- აქტიური ნივთიერებებია რკინის სულფატი და ფოლიუმის მჟავა. თითო ტაბლეტი შეიცავს 114მგ რკინის სულფატს (=37მგ Fე) და 0.8მგ ფოლიუმის მჟავას.
- სხვა ინგრედიენტები: ასკორბინის მჟავა, სიმინდის სახამებელი, მალტოდექსტრინი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (ტიპი A), კალციუმის სტეარატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ცელულოზა (ფხვნილის სახით), ნატრიუმის ლაურილსულფატი, კაჟბადი კოლოიდური უწყლო, საქაროზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა (6ცP და 5ცP), მაკროგოლი (4000, 6000), მეტაკრილის მჟავა-ეთილ აკრილატის კოპოლიმერი (1:1), სიმეთიკონის ემულსია, ტრიეთილ ციტრატე, პროპილენგლიკოლი, რკინის ოქსიდი (წითელი, ყავისფერი).
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ნაწილი 2 “ფერო-ფოლგამა ნეო შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი) და საქაროზას”.
როგორია ფერო-ფოლგამა ნეო ვიზუალურად და რა შედის შეფუთვაში
ნაწლავში ხსნადი ამობურცული მოწითალო ყავისფერი ტაბლეტები.
ფერო-ფოლგამა ნეო ხელმისაწვდომია სხვადასხვა შეფუთვის ზომით, ნაწლავში ხსნადი
ტაბლეტები მოთავსებულია კოლოფში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
საერთაშორისო დასახელება - FERROUS SULFATE; ASCORBIC ACID
მოქმედი ნივთიერება: რკინის სულფატი+ასკორბინის მჟავა
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
რკინადეფიციტური ანემიის საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დრაჟე: შეფუთვაში 100 ც.
1 დრაჟე
რკინის სულფატი ......... 50 მგ
ასკორბინის მჟავა ........... 30 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, სტეარინი, ტალკი, მაგნიუმის ჟანგი, მცენარეული
ზეთი, ლაქტოზა და საქაროზა, არაბეთის გუმფისი.
ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება რკინადეფიციტური მდგომარეობისას ორსულობისა და ლაქტაციის
პერიოდში, ხანგრძლივი სისხლდენების, არარეგულარული და არასრულყოფილი კვების
შედეგად გამოწვეული რკინის დეფიციტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება პერორალურად ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება
ინდივიდუალურად მკურნალი ექიმის მიერ.
მოზრდილებში პრეპარატს იყენებენ 3 დრაჟეს 2-ჯერ ჭამის შემდეგ.
პრეპარატი ანალოგიური დოზით ინიშნება ორსულობისა (II და III ტრიმესტრი) და
ლაქტაციის პერიოდში.
4-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ფეროპლექსი გამოიყენება ერთი დრაჟე 3-ჯერ დღეში
ჭამის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
მუცლის არეში ტკივილები, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები:
განსაკუთრებული მითითებები:
◄ მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია შრატში შრატისმიერი რკინის და ფერიტინის
დონის გამოკვლევა.
◄ პრეპარატით მკურნალობა უნდა ჩატარდეს სისხლის სურათის ნორმალიზებამდე (8-12
კვირა).
◄ პრეპარატის მიღების შემთხვევაში დამახასიათებელია შავი ფერის განავალი რკინის
სულფიდის წარმოქმნის გამო, ბენზიდინის ცრუ დადებითი სინჯი.
◄ მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ დიდი რაოდენობით ჩაის მიღება
ამცირებს რკინის იონების კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ შეწოვას.
◄ სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის დანიშვნისას კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის
წყლულოვანი დაავადების, ენტერიტისა და წყლულოვანი კოლიტის დროს.