პეროლაიტი - PEROLITE
პეროლაიტი - PEROLITE

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: აკნეს საწინააღმდეგო პრეპარატები, პეროქსიდები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - ბენზოილის პეროქსიდი
შემადგენლობა: ბენზოილის ზეჟანგი წყლიანი, რომელიც 5% w-w უწყლო ბენზოილის ზეჟანგის ეკვივალენტურია. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი: კარბომერი 934; პოლისორბატი 80 (Tween 80); მეთილპარაბენი; ნატრიუმის ჰიდროქსიდი; ვარდის ეთერზეთი (Otto Rose); გასუფთავებული წყალი.

ჩვენებები: გამოიყენება ადგილობრივად აკნეს (acne vulgaris) მკურნალობისთვის.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

დოზირება და გამოყენების წესი: მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
მოზრდილები და ბავშვები: ყოველი გამოყენების წინ საჭიროა კანის გაწმენდა და გაშრობა. საჭიროა თხელი ფენის წასმა ერთხელ ან 2-ჯერ დღეში ან ექიმის მითითებით დაზიანებულ მიდამოზე. მგრძნობიარე კანის მქონე პირებისთვის რეკომენდებულია გელის ერთხელ დღეში, ძილის წინ გამოყენება. გამოშრობის ან აქერცვლის ხარისხის კორექცია შესაძლებელია დოზირების სქემის შეცვლით.ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობა: ორსულებში ბენზოილ ზეჟანგი გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში. ლაქტაცია: არ არის ცნობილი გადადის თუ არა ბენზოილის ზეჟანგი ან მისი მეტაბოლიტები დედის რძეში. ახალშობილებისათვის ან ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვებისათვის რისკის გამორიცხვა შეუძლებელია, შესაბამისად, ბავშვის ბენზოილის ზეჟანგთან კონტაქტის თავიდან ასაცილებლად, პრეპარატი არ უნდა დაიტანონ მკერდის მიდამოზე.

ზეგავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: ბენზოილი არ მოქმედებს ან უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: კანის სიმშრალე; ერითემა; კანის ექსფოლიაცია (პილინგი); კანის წვის შეგრძნება; ქავილი; კანის ტკივილი (ტკივილი, გაღიზიანება), კანის გაღიზიანება (გაღიზიანების კონტაქტური დერმატიტი).

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ: ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატის შესახებ არასასურველი რეაქციების შეგროვება. ეს პრეპარატის სარგებელი-რისკის შეფარდების შესაძლებლობას იძლევა. ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარებისას უნდა ეცნობოს ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გადაჭარბება: ბენზოილის ზეჟანგის გელი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის. პრეპარატის ძალზე ხშირი გამოყენებისას სწრაფი ან უკეთესი შედეგები არ მიიღება, მაგრამ შეიძლება განვითარდეს ძლიერი გაღიზიენება. ამ შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და შესაბამისი სიმპტომური თერაპიის ჩატარება.

უსაფრთხოების წინაკლინიკური მონაცემები: ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ბენზოილის ზეჟანგის კანზე გამოყენებისას აღინიშნებოდა კანის მინიმალური და ზომიერი გაღიზიანება, მათ შორის ერითემა და შეშუპება. ბენზოილის ზეჟანგის გამოყენებისას ასევე დაფიქსირდა ფოტოტოქსიკურობა და ფოტოალერგიული რეაქციები.

გამოყენების ინსტრუქცია
პეროლაიტი/PEROLITE
პეროლაიტს, ანტიბაქტერიულ და მუწუკების სამკურნალო გელს გააჩნია აკნეს საწინააღმდეგო ეფექტური თვისებები და შეიცავს ბენზოილის ზეჟანგს.
შემადგენლობა:
- წყლიანი ბენზოილის ზეჟანგი BP, ექვივალენტურია ბენზოილის ზეჟანგისა – 2.5 და 5 % წ/წ
- წყლიანი გელის ფუძე
აღწერილობა:
პეროლაიტი არის გამჭვირვალე გელი, რომელიც შეიცავს 2.5% და 5% ბენზოილის ზეჟანგს ანტიბაქტერიული და აკნეს საწინააღმდეგო საშუალების სახით, რომელსაც აქვს გელის ფუძე განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისათვის მხოლოდ აკნეს სამკურნალოდ. ბენზოილის ზეჟანგი არის დამჟანგველი საშუალება, რომელსაც გააჩნია ანტიბაქტერიული თვისებები და მიეკუთვნება კერატოლიზური საშუალებების ჯგუფს.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ბენზოილის ზეჟანგის მოქმედების მექანიზმი სრულად არ არის შესწავლილი, მაგრამ მიჩნეულია, რომ მისი ანტიბაქტერიული მოქმედება პროპიონის ბაქტერიით გამოწვეული აკნეს წინააღმდეგ წარმოადგენს მოქმედების მთავარ მექანიზმს. გარდა ამისა, ბენზოილის ზეჟანგით ნამკურნალებ პაციენტებში აღინიშნა ლიპიდების და თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების შემცირება და მცირე დესქვამაცია (გამოშრობა და აქერცვლა) კომედონების და აკნეთი გამოწვეული დაზიანებების შემცირებასთან ერთად.
ჩვენებები და გამოყენება:
პეროლაიტის გელს გააჩნია აკნეს საწინააღმდეგო ეფექტური თვისება. მის შემადგენლობაში შემავალი ბენზოილის ზეჟანგი არის აკნეს საწინააღმდეგო საშუალება. იგი ეფექტურად ამცირებს და აკონტროლებს ბაქტერიებით დაბინძურებას. ასევე გააჩნია გამოშრობის მსუბუქი ეფექტი, რომლის მეშვეობითაც კანს ადვილად შორდება ზედმეტი ცხიმი და ჭუჭყი, იგი ჩაანაცვლებს ახალი კანით და წმენდს ფორებს, შესაბამისად პირდაპირ ამცირებს ბაქტერიების რაოდენობას.

უკუჩვენებები:
პეროლაიტის გელი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გაფრთხილება:
განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი და არა ოფთალმოლოგიური გამოყენებისათვის.
არ გამოიყენოთ პეროლაიტის გელი ღია ჭრილობებზე. პეროლაიტის გელი არ უნდა მოხვდეს თვალების, ცხვირის, პირის ღრუს არეში ან საშოში, დაუშვებელია მისი გადაყლაპვა. აღნიშნულ არეებში გელის მოხვედრის შემთხვევაში ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით.
პეროლაიტის გელის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

გამოყენების წესი და დოზები:
პეროლაიტის გელის წასმამდე კანი დაიბანეთ რბილი საპნით ან გამწმენდი საშუალებით და თბილი წყლით თითების მეშვეობით. შემდეგ ნაზად გაიმშრალეთ. არ გაიხეხოთ სახე ღრუბელით ან სახეხი საშუალებით. დაზიანებულ ადგილზე თხელ ფენად დაადეთ გელი დღეში 1-3-ჯერ.

მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები:
ბენზოილის ზეჟანგმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. ნაკლებად გავრცელებული ან იშვიათი გვერდითი ეფექტებია კანის მტკივნეული გაღიზიანება, მათ შორის წვა, ბუშტუკების წარმოქმნა, ფუფხი, ქავილი, ძლიერი სიწითლე ან შეშუპება და გამონაყარი. ზოგჯერ კანის წვა, ქავილი, სიწითლე აქერცვლის თანხლებით ან შეშუპება მძიმე გვერდითი ეფექტებია.
ბენზოილის ზეჟანგმა შესაძლოა გამოიწვიოს სხვა გვერდითი ეფექტები. მიმართეთ ექიმს თუ შენიშნავთ უჩვეულო პრობლემებს მკურნალობის პერიოდში.

სიფრთხილის ზომები:
პეროლაიტის გელით მკურნალობისას სიმპტომები უნდა გაუმჯობესდეს მკურნალობის საწყის ეტაპზე ან შესაძლოა აღინიშნოს კანის გაღიზიანება. განაგრძეთ პეროლაიტის გელის გამოყენება თუ კარგად გრძნობთ თავს. თუ ძალიან მალე შეწყვიტავთ გელის გამოყენებას ინფექცია შესაძლოა სრულად ვერ განიკურნოს და სიმპტომები განმეორდეს.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ალერგია გაქვთ ბენზოილის ზეჟანგის ან რომელიმე პრეპარატის მიმართ. აცნობეთ ექიმს თუ ღებულობთ რეცეპტით ან ურეცეპტოდ შეძენილ პრეპარატებს, ვიტამინებს, საკვებ დანამატებს და მცენარეულ პროდუქციას.
- კანი კარგად გაიწმინდეთ პრეპარატის გამოყენებამდე.
- თუ შენიშნავთ სიმშრალეს ან აქერცვლას გელი გამოიყენეთ დღეში ერთჯერ ან ყოველ მეორე დღეს.
- თუ გარეთ აპირებთ გასვლას, გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები პრეპარატის წასმის შემდეგ.
- გაღიზიანების ან მგრძნობელობის განვითარების შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.
თუ ექიმი სხვაგვარ მითითებას არ მოგცემთ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოერიდოთ კანის მოვლის შემდეგი საშუალებების გამოყენებას იმავე ადგილზე, სადაც იყენებთ ბენზოილის ზეჟანგს:
• ისეთი კომპონენტის შემცველი ნებისმიერი სხვა ადგილობრივი გამოყენების აკნეს საწინააღმდეგო პროდუქცია ან კანის მოვლის საშუალება, რომელიც იწვევს აქერცვლას.
• თმის მოვლის პროდუქცია, რომელიც იწვევს გაღიზიანებას, მაგ: პერმანენტი ან თმის მოსაშორებელი პროდუქცია.
• კანის მოვლის საშუალებები, რომლებიც იწვევენ მგრძნობელობას მზის მიმართ, მაგ: ლაიმის ან სხვა დანამატების შემცველი პროდუქცია.
• კანის მოვლის საშუალებები, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით სპირტს, როგორიც არის შემკვრელი საშუალებები, საპარსი კრემები ან პარსვის შემდგომი ლოსიონები.
• კანის მოვლის პროდუქცია, რომელიც იწვევს ძლიერ გამოშრობას ან აბრაზიულია, როგორიც არის ზოგიერთი კოსმეტიკური საშუალება, გელები ან კანის გამწმენდი საშუალებები.
ორსულობა და ძუძუთი კვება:
უცნობია იწვევს თუ არა ბენზოილის ზეჟანგი ნაყოფის დაზიანებას ორსულობის პერიოდში გამოყენებისას ან ახდენს თუ არა გავლენას რეპროდუქციულ უნარზე. ბენზოილის ზეჟანგი გამოიყენება ორსულობის პერიოდში გამოუვალი აუცილებლობის შემთხვევაში. ნაყოფის შემდგომ ზრდაზე, განვითარებაზე და მომწიფებაზე ბენზოილის ზეჟანგის ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
უცნობია ხვდება თუ არა პრეპარატი ადამიანის რძეში. ვინაიდან მრავალი პრეპარატი გადადის ადამიანის რძეში, შესაბამისად სიფრთხილეა საჭირო ლაქტაციის პერიოდში ბენზოილის ზეჟანგის გამოყენებისას.
შენახვის პირობები:
პეროლაიტის გელი უნდა შეინახოთ გრილ და მშრალ ადგილას, მოარიდეთ სიცხეს და მზის პირდაპირ ზემოქმედებას. მოარიდეთ თვალებს. კონტაქტის შემთხვევაში მაშინვე ჩამოიბანეთ წყლით. მოარიდეთ ბავშვებს. გამოყენების შემდეგ კარგად დაახურეთ თავსახური.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი წარმოების თარიღიდან
გამოშვების ფორმა: 30 გ პეროლაიტის გელი ლამინირებულ ტუბში, მოთავსებულია კოლოფში პაციენტის საინფორმაციო ფურცელთან ერთად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
პეროლაიტი საპონი 75გრ #1
  • სახელი: პეროლაიტი საპონი 75გრ #1
Pharmadepot 16.54 ლ
პეროლაიტი გელი 5% 30გრ ტუბი #1
  • სახელი: პეროლაიტი გელი 5% 30გრ ტუბი #1
  • მწარმოებელი: ELEGANT COSMED PVT. LTD (ინდოეთი)
  • შეფუთვა: 5% 30გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბი №1
Pharmadepot 28.2 ლ
პეროლაიტი გელი 2.5% 30გრ ტუბი #1
  • სახელი: პეროლაიტი გელი 2.5% 30გრ ტუბი #1
  • მწარმოებელი: ELEGANT COSMED PVT. LTD (ინდოეთი)
Pharmadepot 26.32 ლ
პეროლაიტი საპონი 75გრ #1
  • სახელი: პეროლაიტი საპონი 75გრ #1
GPC 17.6 ლ
პეროლაიტი პლიუსი საპონი 75გრ #1
  • სახელი: პეროლაიტი პლიუსი საპონი 75გრ #1
  • მწარმოებელი: ELEGANT COSMED PVT. LTD (ინდოეთი)
GPC 19 ლ
პეროლაიტი გელი 2.5% 30გრ ტუბი #1
  • სახელი: პეროლაიტი გელი 2.5% 30გრ ტუბი #1
  • მწარმოებელი: ELEGANT COSMED PVT. LTD (ინდოეთი)
GPC 28 ლ
პეროლაიტი გელი 5% 30გრ ტუბი #1
  • სახელი: პეროლაიტი გელი 5% 30გრ ტუბი #1
  • მწარმოებელი: ELEGANT COSMED PVT. LTD (ინდოეთი)
  • შეფუთვა: 5% 30გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბი №1
GPC 30 ლ
Perolite Gel - პეროლაითი გელი 5% 30გ
  • სახელი: Perolite Gel - პეროლაითი გელი 5% 30გ
  • მწარმოებელი: ELEGANT COSMED PVT. LTD (ინდოეთი)
  • შეფუთვა: 5% 30გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბი №1
PSP 22.08 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა