მიგრალგინი - MIGRALGIN
მიგრალგინი - MIGRALGIN

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანალგეზური საშუალებები, სეროტონინის (5HT1) სელექციური აგონისტები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

მიგრალგინი
**Sumatriptan
**

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: შაკიკის სამკურნალო
**
შემადგენლობა**

პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების _ სუმატრიპტანის (სუქცინატის სახით) 50 მგ-ს ან 100 მგ-ს.
**
მოქმედების მექანიზმი**

შაკიკის საწინააღმდეგო საშუალება, სეროტონინის 5HT1-რეცეპტორების სპეციფიკური და სელექციური აგონისტი. პრეპარატი არ მოქმედებს 5HTრეცეპტორების სხვა ქვეტიპებზე (5HT2 - 5HT7).
სუმატრიპტანი იწვევს უპირატესად თავის ტვინის სისხლძარღვებში განლაგებული 5HT1-რეცეპტორების სტიმულაციას, რის შედეგადაც ამორჩევითად ხდება საძილე არტერიების შევიწროვება, რომლებიც უზრუნველყოფენ ექსტრაკრანიალური და ინტრაკრანიალური ქსოვილების სისხლმომარაგებას. სუმატრიპტანი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს თავის ტვინის სისხლმომარაგებაზე. იგი აინჰიბირებს სამწვერა ნერვის აქტივობას.
სწორედ აღნიშნული ეფექტები უდევს საფუძვლად სუმატრიპტანის შაკიკის საწინააღმდეგო მოქმედებას, ვინაიდან ითვლება, რომ საძილე არტერიების გაფართოება და/ან შეშუპება წარმოადგენს შაკიკის განვითარების ძირითად მექანიზმს.
პრეპარატის კლინიკური ეფექტი ვლინდება მიღებიდან 30 წუთში.
პერორალური მიღების შემდეგ სუმატრიპტანი სწრაფად შეიწოვება და 45 წუთში პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაცია მაქსიმალური კონცენტრაციის 70%-ს აღწევს. 14-21% უკავშირდება პლაზმის ცილებს. T1/2 2 სთ-ს შეადგენს. გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდთან ერთად.
**
ჩვენება**

- აურით ან აურის გარეშე მიმდინარე შაკიკის მწვავე შეტევების კუპირება.

უკუჩვენება
- შაკიკის ჰემიპლეგიური, ბაზილარული ან ოფთალმოპლეგიური ფორმები;
- გულის იშემიური დაავადება (მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტი, პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი, სტენოკარდია, პრინცმეტალის სტენოკარდია) ან გულის იშემიური დაავადების საეჭვო სიმპტომების არსებობა;
- პერიფერიული სისხლძარღვების ოკლუზიური დაავადებები;
- ინსულტი ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევა ანამნეზში;
- არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია;
- ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციების გამოხატული დარღვევები;
- ერგოტამინთან ან მის წარმოებულებთან (მათ შორის მეთილსერგიდი) კომბინირება;
- მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღება ან მათი მოხსნიდან 14 დღის შუალედი;
- ორსულობა;
- პაციენტები 18 წლამდე და 65 წლის ზემოთ;
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ეპილეფსიით (ასევე პაციენტებში კრუნჩხვითი განტვირთვის დაბალი ზღვრით), კონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიით, რადგან პრეპარატმა შესაძლებელია არტერიული წნევის გარდამავალი მატება გამოიწვიოს.

უსაფრთხოების ზომები
სუმატრიპტანი ინიშნება იმ შემთხვევაში, როდესაც შაკიკის დიაგნოზი ეჭვს არ იწვევს. იგი არ გამოიყენება შაკიკის შეტევების პროფილაქტიკისათვის. სუმატრიპტანის პირველი დოზის უეფექტობის შემთხვევაში საჭიროა დიაგნოზის დაზუსტება. მიგრალგინის მიღება რეკომენდებულია შაკიკის შეტევის ადრეულ ეტაპზევე, თუმცა იგი ერთნაირად ეფექტურია შეტევის ყველა ეტაპზე (განსაკუთრებით გულისრევით და ღებინებით მიმდინარე შეტევისას).
ადრე არადიაგნოსტირებული შაკიკის დროს თავის ტკივილის კუპირებისთვის ან ატიპიურად მიმდინარე შაკიკის სამკურნალოდ, მიგრალგინის მიღებამდე საჭიროა გამოირიცხოს პოტენციურად საშიში სხვა ნევროლოგიური დაავადებები. ასევე გასათვალისწინებელია, რომ შაკიკით დაავადებულ პაციენტებში არსებობს ცერებროვასკულარული გართულებების (მათ შორის ინსულტი ან თავის ტვინის სისხლმიმოქცევის გარდამავალი დარღვევა) რისკი.
სუმატრიპტანი გამოკვლევების გარეშე არ ინიშნება პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მაღალი რისკით (ქალები პოსტკლიმაქტერულ პერიოდში, მამაკაცები 40 წლის ასაკის ზემოთ, იშემიური დაავადების განვითარებისადმი რისკ ფაქტორების მქონე პირები).
მიგრალგინით მკურნალობის პროცესში შესაძლებელია განვითარდეს გარდამავალი გვერდითი მოვლენები: ტკივილი და მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში. ტკივილი შესაძლებელია იყოს ინტენსიური და ირადიაციას განიცდიდეს კისრის არეში. მსგავსი სიმპტომების წარმოქმნისას საჭიროა შესაბამისი გამოკვლევის ჩატარება გულის იშემიური დაავადების გამოსარიცხად.
მიგრალგინი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, კონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიით (პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება და საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის გაზრდა).
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, ასევე ეპილეფსიისა და თავის ტვინის ორგანული დაზიანების დროს, პაციენტებში კრუნჩხვითი განტვირთვის დაბალი ზღვრით (მათ შორის ანამნეზშიც).
პაციენტებში სულფანილამიდებისადმი მომატებული მგრძნობელობით, სუმატრიპტანი სიფრთხილით ინიშნება ალერგიული რეაქციის განვითარების გამო.
დაუშვებელია სუმატრიპტანის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
პაციენტებში 65 წლის ზემოთ პრეპარატის დანიშვნა არ არის მიზანშეწონილი.
პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში შესწავლილი არ არის.

სუმატრიპტანისა და ერგოტამინის ერთდროული მიღებისას ვითარდება სისხლძარღვების ხანგრძლივი სპაზმი. ამიტომ სუმატრიპტანი შესაძლოა დაინიშნოს ერგოტამინის შემცველი პრეპარატების მიღებიდან 24 საათის შემდგომ, ან ერგოტამინის პრეპარატების მიღება რეკომენდებულია სუმატრიპტანის მიღებიდან 6 საათის შემდეგ.
სუმატრიპტანისა და მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული მიღება უკუნაჩვენებია.
სეროტონინის უკუშეწოვის სელექციური ინჰიბიტორებისა და სუმატრიპტანის ერთდროული მიღებისას შესაძლოა განვითარდეს სისუსტე, ჰიპერრეფლექსია და კოორდინაციის დარღვევა. ამიტომ მათი კომბინაცია განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება.
არ არის აღწერილი სუმატრიპტანისა და პროპრანოლოლის, ფლუნარიზინისა და ეთანოლის ურთიერთგავლენა
მიგრალგინი იწვევს ძილიანობას, ამიტომ ავტოტრანსპორტისა და მექანიკური საშუალებების მართვისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა.
**
დოზის გადაჭარბება**

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტი დაკვირვების ქვეშ უნდა იმყოფებოდეს 10 საათის განმავლობაში. მკურნალობა: სიმპტომური.
**
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი**

ორსულობის პერიოდში მიგრალგინის მიღება უკუნაჩვენებია. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში, მიგრალგინის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვება.
**
დოზირება და მიღების წესი**

მიგრალგინი არ ინიშნება შაკიკის პროფილაქტიკისათვის.
პრეპარატის მიღება რეკომენდებულია შაკიკის შეტევის დროს, ადრეულ ეტაპზე, თუმცა იგი ერთნაირად ეფექტურია შეტევის ყველა ეტაპზე.
მოზრდილებში შაკიკის მწვავე შეტევის კუპირებისათვის რეკომენდებულია მიგრალგინი 50 მგ, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში - 100 მგ.
თუ პრეპარატის პირველი მიღების შემდეგ, შაკიკის სიმპტომები არ იხსნება ან არ სუსტდება, არ არის რეკომენდებული დამატებითი დოზის მიღება. თუმცა პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მომდევნო შეტევის კუპირებისათვის.
თუ პრეპარატის მიღების შემდეგ შაკიკის სიმპტომები მოიხსნა ან შესუსტდა და შემდგომში კვლავ განვითარდა, შემდგომი 24 საათის განმავლობაში შესაძლებელია პრეპარატის მეორე დოზის მიღება, თუმცა მიღებებს შორის ინტერვალი 2 საათზე ნაკლები არ უნდა იყოს. 24 საათის განმავლობაში მიღებული პრეპარატის მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 300 მგ-ს.
ტაბლეტები უნდა მიიღონ მთლიანად, წყალთან ერთად.
**
გვერდითი მოვლენები**

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია, არტერიული წნევის გარდამავალი მატება, ერთეულ შემთხვევაში

  • გულის რიტმის დარღვევა, ეკგ-ზე იშემიური ტიპის გარდამავალი დარღვევები, მიოკარდიუმის ინფარქტი, კორონარული არტერიების სპაზმი, იშვიათად - რეინოს სინდრომი.
    საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, იშვიათად - იშემიური კოლიტი, მუცლის ღრუში დისკომფორტი, მაგრამ მათი კავშირი პრეპარატის მიღებასთან არ არის დადგენილი.
    ცნს-ის მხრივ: წამოხურების შეგრძნება, თავბრუსხვევა, სისუსტე (ჩვეულებრივ გარდამავალი და სუსტად ან საშუალოდ გამოხატული); იშვიათად - ძილიანობა, დაღლილობის შეგრძნება; ერთეულ შემთხვევაში - კრუნჩხვები (ასეთ პაციენტებს ანამნეზში აღენიშნებოდა ეპილეფსია და თავის ტვინის სტრუქტურული დაზიანებები). ზოგჯერ ვლინდება: დიპლოპია, თვალებში ციმციმი, ნისტაგმი, სკოტომა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, იშვიათად - მხედველობის დარღვევის გარდამავალი ფორმა (გასათვალისწინებელია, რომ მხედველობის დარღვევა შეიძლება დაკავშირებული იყოს შაკიკის შეტევასთან).
    ალერგიული რეაქციები: ერთეულ შემთხვევებში - კანის რეაქციებიდან ანაფილაქსიურ შოკამდე.
    სხვადასხვა სახის: შესაძლებელია ტკივილი, ჩხვლეტითი ხასიათის შეგრძნებები, წამოხურების შეგრძნება, სიმძიმის შეგრძნება, ზეწოლისა და მოჭერითი ხასიათის შეგრძნებები. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ გარდამავალი ხასიათისაა, შეიძლება იყოს ინტენსიური და წარმოიშვას სხეულის ნებისმიერ ნაწილში, გულმკერდისა და ყელის არის ჩათვლით.
    **
    ვარგისიანობა და შენახვის პირობები**

    პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
    **
    გამოშვების ფორმა**

    ტაბლეტი 50 მგ ან 100 მგ; 10 ტაბლეტი ბლისტერში; მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.
    **
    აფთიაქიდან გაცემის პირობები**

    ექიმის რეცეპტით!

საერთაშორისო დასახელება - სუმატრიპტანი
შემადგენლობა: ტაბლეტები შეიცავს 100მგ სუმატრიპტანს ან 50 მგ . სუქცინატის მარილის სახით. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი: 50მგ: ლაქტოზა (მონოჰიდრატი); ლაქტოზა (უწყლო); მიკროკრისტალური ცელულოზა; ნატრიუმის კროსკარმელოზა; მაგნიუმის სტეარატი; გამოხდილი წყალი.

ჩვენებები: სუმატრიპტანის ტაბლეტები ნაჩვენებია აურით ან აურის გარეშე მიმდინარე შაკიკის მწვავე შეტევების მოსახსნელად, მათ შორის შაკიკის მწვავე შეტევების სამკურნალოდ, რომელიც დაკავშირებულია მენსტრუალურ პერიოდთან ქალებში.

დოზირება და მიღების წესი: სუმატრიპტანი არ უნდა იქნას გამოყენებული პროფილაქტიკისათვის. სუმატრიპტანის რეკომენდებული დოზა არ უნდა იქნას გადაჭარბებული.
რეკომენდებულია, რომ სუმატრიპტანი მიღებულ იქნას რაც შეიძლება ადრე შაკიკის თავის ტკივილის დაწყებიდან. ის თანაბრად ეფექტურია შეტევის ნებისმიერ სტადიაზე

დოზირება:
მოზრდილები: შიგნით მისაღები სუმატრიპტანის რეკომენდებული დოზაა 50მგ ტაბლეტი ერთჯერადად. ზოგიერთი პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს 100მგ-ს. თუ პაციენტი არ ემორჩილება სუმატრიპტანის პირველ დოზას, მეორე დოზა არ უნდა იქნას მიღებული იმავე შეტევის დროს. სუმატრიპტანის ტაბლეტები შეიძლება მიღებულ იქნას მომდევნო შეტევების დროს.
თუ პაციენტი ემორჩილება პირველ დოზას, მაგრამ სიმპტომები ისევ ვითარდება, შეიძლება მიღებულ იქნას მეორე დოზა, თუმცა დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არაუმცირეს ორი საათი და არ უნდა იქნას მიღებული 300მგ-ზე მეტი ნებისმიერ 24-საათიან პერიოდში.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად.

ბავშვები და მოზარდები (18 წელზე ნაკლები ასაკის): სუმატრიპტანის ტაბლეტების ეფექტურობა ამ პოპულაციაში ნაჩვენები არ არის.

ხანდაზმულები (65 წელზე მეტი ასაკის): იმიგრანის გამოყენება 65 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებში არ არის რეკომენდებული.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; სუმატრიპტანი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი ან აღენიშნებათ გულის იშემიური დაავადება (გიდ), პრინცმეტალის სტენოკარდია-კორონარული ვაზოსპაზმი, პერიფერიული სისხლძარღვების დაავადება ან პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნება გიდ-სთან დაკავშირებული სიმპტომები და ნიშნები; სუმატრიპტანი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ინსულტი (თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა (თტსმდ) ან ტრანზიტორული იშემიური ინსულტი (ტიი); სუმატრიპტანის გამოყენება უკუნაჩვენებია გაუკონტროლებელი ჰიპერტენზიის დროს; სუმატრიპტანი არ უნდა დაინიშნოს ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში; უკუნაჩვენებია ერგოტამინის ან მისი წარმოებულების ერთდროული გამოყენება (მათ შორის მეთისერგიდის); მონოამინის ოქსიდაზის ინჰიბიტორების (მაოი) და სუმატრიპტანის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია. სუმატრიპტანი არ უნდა იქნას გამოყენებული მაოი-ს თერაპიის შეწყვეტიდან ორი კვირის განმავლობაში.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობა: სიფრთხილეა საჭირო დედისთვის შესაძლო სარგებლის და ნაყოფზე შესაძლო რისკების შეფასებისას.

ლაქტაცია: აღინიშნა, რომ კანქვეშა შეყვანის შემდეგ სუმატრიპტანი გამოიყოფა დედის რძეში. ბავშვებზე ზემოქმედება მინიმუმამდე შეიძლება იქნას დაყვანილი, თუ ლაქტაცია მოხდება მედიკამენტის მიღებიდან 12 საათის შემდეგ.

შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 30C ტემპერტურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას..

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

Sumatriptan

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: შაკიკის სამკურნალო

შემადგენლობა
პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების _ სუმატრიპტანის (სუქცინატის სახით) 50 მგ-ს ან 100 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი
შაკიკის საწინააღმდეგო საშუალება, სეროტონინის 5HT1-რეცეპტორების სპეციფიკური და სელექციური აგონისტი. პრეპარატი არ მოქმედებს 5HTრეცეპტორების სხვა ქვეტიპებზე (5HT2 - 5HT7).
სუმატრიპტანი იწვევს უპირატესად თავის ტვინის სისხლძარღვებში განლაგებული 5HT1-რეცეპტორების სტიმულაციას, რის შედეგადაც ამორჩევითად ხდება საძილე არტერიების შევიწროვება, რომლებიც უზრუნველყოფენ ექსტრაკრანიალური და ინტრაკრანიალური ქსოვილების სისხლმომარაგებას. სუმატრიპტანი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს თავის ტვინის სისხლმომარაგებაზე. იგი აინჰიბირებს სამწვერა ნერვის აქტივობას.
სწორედ აღნიშნული ეფექტები უდევს საფუძვლად სუმატრიპტანის შაკიკის საწინააღმდეგო მოქმედებას, ვინაიდან ითვლება, რომ საძილე არტერიების გაფართოება და/ან შეშუპება წარმოადგენს შაკიკის განვითარების ძირითად მექანიზმს.
პრეპარატის კლინიკური ეფექტი ვლინდება მიღებიდან 30 წუთში.
პერორალური მიღების შემდეგ სუმატრიპტანი სწრაფად შეიწოვება და 45 წუთში პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაცია მაქსიმალური კონცენტრაციის 70%-ს აღწევს. 14-21% უკავშირდება პლაზმის ცილებს. T1/2 2 სთ-ს შეადგენს. გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდთან ერთად.

ჩვენება
- აურით ან აურის გარეშე მიმდინარე შაკიკის მწვავე შეტევების კუპირება.

უკუჩვენება
- შაკიკის ჰემიპლეგიური, ბაზილარული ან ოფთალმოპლეგიური ფორმები;
- გულის იშემიური დაავადება (მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტი, პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი, სტენოკარდია, პრინცმეტალის სტენოკარდია) ან გულის იშემიური დაავადების საეჭვო სიმპტომების არსებობა;
- პერიფერიული სისხლძარღვების ოკლუზიური დაავადებები;
- ინსულტი ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევა ანამნეზში;
- არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია;
- ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციების გამოხატული დარღვევები;
- ერგოტამინთან ან მის წარმოებულებთან (მათ შორის მეთილსერგიდი) კომბინირება;
- მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღება ან მათი მოხსნიდან 14 დღის შუალედი;
- ორსულობა;
- პაციენტები 18 წლამდე და 65 წლის ზემოთ;
- პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ეპილეფსიით (ასევე პაციენტებში კრუნჩხვითი განტვირთვის დაბალი ზღვრით), კონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიით, რადგან პრეპარატმა შესაძლებელია არტერიული წნევის გარდამავალი მატება გამოიწვიოს.

უსაფრთხოების ზომები
სუმატრიპტანი ინიშნება იმ შემთხვევაში, როდესაც შაკიკის დიაგნოზი ეჭვს არ იწვევს. იგი არ გამოიყენება შაკიკის შეტევების პროფილაქტიკისათვის. სუმატრიპტანის პირველი დოზის უეფექტობის შემთხვევაში საჭიროა დიაგნოზის დაზუსტება. მიგრალგინის მიღება რეკომენდებულია შაკიკის შეტევის ადრეულ ეტაპზევე, თუმცა იგი ერთნაირად ეფექტურია შეტევის ყველა ეტაპზე (განსაკუთრებით გულისრევით და ღებინებით მიმდინარე შეტევისას).
ადრე არადიაგნოსტირებული შაკიკის დროს თავის ტკივილის კუპირებისთვის ან ატიპიურად მიმდინარე შაკიკის სამკურნალოდ, მიგრალგინის მიღებამდე საჭიროა გამოირიცხოს პოტენციურად საშიში სხვა ნევროლოგიური დაავადებები. ასევე გასათვალისწინებელია, რომ შაკიკით დაავადებულ პაციენტებში არსებობს ცერებროვასკულარული გართულებების (მათ შორის ინსულტი ან თავის ტვინის სისხლმიმოქცევის გარდამავალი დარღვევა) რისკი.
სუმატრიპტანი გამოკვლევების გარეშე არ ინიშნება პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მაღალი რისკით (ქალები პოსტკლიმაქტერულ პერიოდში, მამაკაცები 40 წლის ასაკის ზემოთ, იშემიური დაავადების განვითარებისადმი რისკ ფაქტორების მქონე პირები).
მიგრალგინით მკურნალობის პროცესში შესაძლებელია განვითარდეს გარდამავალი გვერდითი მოვლენები: ტკივილი და მოჭერის შეგრძნება გულ-მკერდის არეში. ტკივილი შესაძლებელია იყოს ინტენსიური და ირადიაციას განიცდიდეს კისრის არეში. მსგავსი სიმპტომების წარმოქმნისას საჭიროა შესაბამისი გამოკვლევის ჩატარება გულის იშემიური დაავადების გამოსარიცხად.
მიგრალგინი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, კონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიით (პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება და საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის გაზრდა).
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, ასევე ეპილეფსიისა და თავის ტვინის ორგანული დაზიანების დროს, პაციენტებში კრუნჩხვითი განტვირთვის დაბალი ზღვრით (მათ შორის ანამნეზშიც).
პაციენტებში სულფანილამიდებისადმი მომატებული მგრძნობელობით, სუმატრიპტანი სიფრთხილით ინიშნება ალერგიული რეაქციის განვითარების გამო.
დაუშვებელია სუმატრიპტანის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.
პაციენტებში 65 წლის ზემოთ პრეპარატის დანიშვნა არ არის მიზანშეწონილი.
პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში შესწავლილი არ არის.

სუმატრიპტანისა და ერგოტამინის ერთდროული მიღებისას ვითარდება სისხლძარღვების ხანგრძლივი სპაზმი. ამიტომ სუმატრიპტანი შესაძლოა დაინიშნოს ერგოტამინის შემცველი პრეპარატების მიღებიდან 24 საათის შემდგომ, ან ერგოტამინის პრეპარატების მიღება რეკომენდებულია სუმატრიპტანის მიღებიდან 6 საათის შემდეგ.
სუმატრიპტანისა და მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული მიღება უკუნაჩვენებია.
სეროტონინის უკუშეწოვის სელექციური ინჰიბიტორებისა და სუმატრიპტანის ერთდროული მიღებისას შესაძლოა განვითარდეს სისუსტე, ჰიპერრეფლექსია და კოორდინაციის დარღვევა. ამიტომ მათი კომბინაცია განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება.
არ არის აღწერილი სუმატრიპტანისა და პროპრანოლოლის, ფლუნარიზინისა და ეთანოლის ურთიერთგავლენა
მიგრალგინი იწვევს ძილიანობას, ამიტომ ავტოტრანსპორტისა და მექანიკური საშუალებების მართვისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა.

დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტი დაკვირვების ქვეშ უნდა იმყოფებოდეს 10 საათის განმავლობაში. მკურნალობა: სიმპტომური.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობის პერიოდში მიგრალგინის მიღება უკუნაჩვენებია. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში, მიგრალგინის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვება.

დოზირება და მიღების წესი
მიგრალგინი არ ინიშნება შაკიკის პროფილაქტიკისათვის.
პრეპარატის მიღება რეკომენდებულია შაკიკის შეტევის დროს, ადრეულ ეტაპზე, თუმცა იგი ერთნაირად ეფექტურია შეტევის ყველა ეტაპზე.
მოზრდილებში შაკიკის მწვავე შეტევის კუპირებისათვის რეკომენდებულია მიგრალგინი 50 მგ, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში - 100 მგ.
თუ პრეპარატის პირველი მიღების შემდეგ, შაკიკის სიმპტომები არ იხსნება ან არ სუსტდება, არ არის რეკომენდებული დამატებითი დოზის მიღება. თუმცა პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მომდევნო შეტევის კუპირებისათვის.
თუ პრეპარატის მიღების შემდეგ შაკიკის სიმპტომები მოიხსნა ან შესუსტდა და შემდგომში კვლავ განვითარდა, შემდგომი 24 საათის განმავლობაში შესაძლებელია პრეპარატის მეორე დოზის მიღება, თუმცა მიღებებს შორის ინტერვალი 2 საათზე ნაკლები არ უნდა იყოს. 24 საათის განმავლობაში მიღებული პრეპარატის მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 300 მგ-ს.
ტაბლეტები უნდა მიიღონ მთლიანად, წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია, არტერიული წნევის გარდამავალი მატება, ერთეულ შემთხვევაში

  • გულის რიტმის დარღვევა, ეკგ-ზე იშემიური ტიპის გარდამავალი დარღვევები, მიოკარდიუმის ინფარქტი, კორონარული არტერიების სპაზმი, იშვიათად - რეინოს სინდრომი.
    საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, იშვიათად - იშემიური კოლიტი, მუცლის ღრუში დისკომფორტი, მაგრამ მათი კავშირი პრეპარატის მიღებასთან არ არის დადგენილი.
    ცნს-ის მხრივ: წამოხურების შეგრძნება, თავბრუსხვევა, სისუსტე (ჩვეულებრივ გარდამავალი და სუსტად ან საშუალოდ გამოხატული); იშვიათად - ძილიანობა, დაღლილობის შეგრძნება; ერთეულ შემთხვევაში - კრუნჩხვები (ასეთ პაციენტებს ანამნეზში აღენიშნებოდა ეპილეფსია და თავის ტვინის სტრუქტურული დაზიანებები). ზოგჯერ ვლინდება: დიპლოპია, თვალებში ციმციმი, ნისტაგმი, სკოტომა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, იშვიათად - მხედველობის დარღვევის გარდამავალი ფორმა (გასათვალისწინებელია, რომ მხედველობის დარღვევა შეიძლება დაკავშირებული იყოს შაკიკის შეტევასთან).
    ალერგიული რეაქციები: ერთეულ შემთხვევებში - კანის რეაქციებიდან ანაფილაქსიურ შოკამდე.
    სხვადასხვა სახის: შესაძლებელია ტკივილი, ჩხვლეტითი ხასიათის შეგრძნებები, წამოხურების შეგრძნება, სიმძიმის შეგრძნება, ზეწოლისა და მოჭერითი ხასიათის შეგრძნებები. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ გარდამავალი ხასიათისაა, შეიძლება იყოს ინტენსიური და წარმოიშვას სხეულის ნებისმიერ ნაწილში, გულმკერდისა და ყელის არის ჩათვლით.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა
ტაბლეტი 50 მგ ან 100 მგ; 10 ტაბლეტი ბლისტერში; მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტით!

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
მიგრალგინი 50მგ #10ტ GMP
  • სახელი: მიგრალგინი 50მგ #10ტ GMP
  • მწარმოებელი: GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
  • შეფუთვა: 50მგ ტაბლეტი №10 (1X10)
Aversi 33.55 ლ
მიგრალგინი 100მგ #10ტ GMP
  • სახელი: მიგრალგინი 100მგ #10ტ GMP
  • მწარმოებელი: GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
  • შეფუთვა: 100მგ ტაბლეტი №10 (1X10)
Aversi 49.95 ლ
მიგრალგინი ტაბლეტი 100მგ #10
  • სახელი: მიგრალგინი ტაბლეტი 100მგ #10
  • მწარმოებელი: GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
  • შეფუთვა: 100მგ ტაბლეტი №10 (1X10)
Pharmadepot 49.95 ლ
მიგრალგინი ტაბლეტი 50მგ #10
  • სახელი: მიგრალგინი ტაბლეტი 50მგ #10
  • მწარმოებელი: GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
  • შეფუთვა: 50მგ ტაბლეტი №10 (1X10)
Pharmadepot 33.55 ლ
მიგრალგინი ტაბლეტი 100მგ #10
  • სახელი: მიგრალგინი ტაბლეტი 100მგ #10
  • მწარმოებელი: GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
  • შეფუთვა: 100მგ ტაბლეტი №10 (1X10)
GPC 49.95 ლ
მიგრალგინი ტაბლეტი 50მგ #10
  • სახელი: მიგრალგინი ტაბლეტი 50მგ #10
  • მწარმოებელი: GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
  • შეფუთვა: 50მგ ტაბლეტი №10 (1X10)
GPC 33.55 ლ
Migralgin - მიგრალგინი 50 მგ 10 ტაბლეტი
  • სახელი: Migralgin - მიგრალგინი 50 მგ 10 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
  • შეფუთვა: 50მგ ტაბლეტი №10 (1X10)
PSP 29.07 ლ
Migralgin - მიგრალგინი 100 მგ 10 ტაბლეტი
  • სახელი: Migralgin - მიგრალგინი 100 მგ 10 ტაბლეტი

PSP 32.95 ლ