ვიტამინი B6 - Vitamin B6
ვიტამინი B6 - Vitamin B6

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, ვიტამინების სხვა მარტივი პრეპარატები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემცველობა: პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი
გამოყენების ჩვენებები. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი გამოიყენება ჰიპო_x0002_და ავიტამინოზისას B6, ორსულების ტოქსიკოზების, ათეროსკლეროზის, ანემიების (რადიკულიტები, ნევრიტები, ნევრალგიები, პარკინსონიზმი, ლიტლის დაავადება), ინვოლუციური ასაკის დეპრესიების, მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტების, ნეიროდერმიტების, ფსორიაზის, ექსუდატიური დიათეზები დროს. ასევე ინიშნება ზღვისა და ჰაერის დაავადებების, მენიერის დაავადების დროს. გარდა ამისა, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი არიდებს ან ამცირებს ტოქსიკურ ეფექტებს (განსაკუთრებით პოლინევრიტებს) ტუბერკულოზის საწინააღმდგო პრეპარატებით მკურნალობის დროს.
გამოყენების წესი და დოზები. პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი- შეიყვანება
ინტრამუსკულარულად, ინტრავენურად და კანქვეშ, განსაკუთრებით, თუ ნაწლავში
შეწოვის დარღვევის გამო პრეპარატის შინაგანად მიღება შეუძლებელია.
B6-ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკისათვის დღის დოზა უფროსებისათვის
შეადგენს 0.002-0.005 გ, ბავშვებისათვის – 0.002 გ დღეში.
პარენტერალურად შეყვანის დროს დღე-ღამის სამკურნალო დოზა უფროსებისათვის,
რომელი ინიშნება 1-2 მიღებად, შეადგენს 0.05-0.1 გ, ბავშვებისათვის – 0.02გ.
მკურნალობის კურსი შეადგენს 30 დღეს და 14 დღეს, შესაბამისად.
პარკინსონიზმისას ი/კ შეიყვანება 2 მლ 5% ხსნარი დღეში (კურსი – 20-25 დღე, 2-3
თვეში განმეორებითი კურსი). სხვა სქემის მიხედვით 5% ხსნარი შეიყვანება ი/კ
საწყისი დღის დოზით 50-100 მგ, ხოლო შემდეგ დოზა ყოველდღიურად იზრდება 50
მგ-ით და დაიყვანება 300-400 მგ-მდე დღე-ღამეში (ერთჯერადად). ამ დროს თერაპია
12-15-დღიანი კურსებით ხორციელდება.
ინვოლუციური ასაკის დეპრესიების სამკურნალოდ პირიდოქსინის
ჰიდროქლორიდი-დარნიცა შეიყვანება კუნთში 200 მგ დღე-ღამეში.
სიდერობლასტური ანემიის თერაპიისას პრეპარატი შეიყვანება ი/კ 100 მგ (0.1 გ)
ორჯერ კვირაში (ამ დროს რეკომენდებულია ფოლის მჟავას, რიბოფლავინის,
ვიტამინის B12 გამოყენება).
ნევრიტებისა და სხვა გართულებების ასარიდებლად ფტივაზიდითა და
იზონიკოტინმჟავას ჰიდრაზიდის სხვა წარმოებულებით პირიდოქსინის
ჰიდროქლორიდი ინიშნება 0.005-0.01 გ დღეში.
გვერდითი მოქმედება. შესაძლებელია კან-ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ
შენახვის პირობები და ვადები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის პირობები. რეცეპტით.
შეფუთვა. 1 მლ ამპულებში, 10 ამპულა კოლოფებში.

გამოყენების ინსტრუქცია

ვიტამინი B6 5% ხსნარი საინექციო
გენერიული დასახელება:Pyridoxine hydrochloride

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინური პრეპარატი

ფორმა: საინექციო ხსნარი ამპულებში.

შემადგენლობა: ყოველი მლ პრეპარატი შეიცავს 50მგ პირიდოქსინის ჰოდროქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები : ორგანიზმში ვიტამინი B6 ფოსფორილირდება პირიდოქსალ-5-ფოსფატის წარმოქმნით და ამ ფორმით შედის იმ ფერმენტების შემადგენლობაში რომლებიც ახორციელებენ ამონომჟავების დეკარბოქსილირებას, ტრანსამინირებას და რაცემიზაციას, აგრეთვე ჰიდროქსილირებული და გოგირდის შემცველი ამონომჟავების ფერმენტულ გარდაქმნას. მონაწილეობს სეროტონინის ბიოსინთეზის რეაქციაში.

ფარმაკოკინეტიკა: სწრაფად შეიწოვება ვიწრო ნაწლავში. გროვდება და მეტაბოლიზდება ღვიძლში ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტების (პირიდოქსალ-5-ფოსფატი და პირიდოქსიამინოფოსფატი) წარმოქმნით. კარგად აღწევს ყველა ქსოვილებში, გადის პლაცენტაში. ძირითადად გამოიყოფა თირკმლიდან, ლაქტაციის პერიოდში აგრეთვე გამოიყოფა რძესთან ერთად.

ჩვენებები: ვიტამინი B6 ჰიპო- და ავიტამინოზი (მკურნალობა და პროფილაქტიკა) – არასრულყოფილი კვება, ხანძლივად მიმდინარე ინფექციები, დიარეა, ენტერიტი, სტრესული მდგომარეობები, ჰემოდიალიზი. კომპლექსური თერაპიის ფარგლებში: ჰიპოქრომია და მიკროციტარული ანემია, პარკინსონიზმი, რადიკულიტი, ლიტლის დაავადება, მენიერის სინდრომი, ნევრიტები, ნევრალგიები, ალკოჰოლიზმი, ღვიძლის დაზიანებები გამოწვეული ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატების მიერ, მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტები, დიურეზული ეფექტების გასაძლიერებლად, აგრეთვე დერმატიტების, ფსორიაზის და ექსუდატიური დიათეზების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება : შეჰყავთ კუნთში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილებისათვის: 4მლ (200მგ) პრეპარატი, ბავშვებისათვის 1მლ (100მგ). მაქსიმალური ერთჯერადი დოზა მოზრდილებისთვის 2მლ (100მგ), ბავშვებისათვის 0,5მლ (25მგ). კურსი მოზრდილებისათვის 1 თვე, ბავშვებისათვის 2 კვირა.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატისადმი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, გულის იშემიური დაავადება.

გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები, მარილმჟავას ჰიპერსეკრეცია, კიდურებში მოჭერის შეგრძნება – ”წინდების” და ”ხელთათმანების” სიმპტომი, ლაქტაციის დაქვეითება.
ორსულობა და ლაქტაცია: უკუჩვენებები არ არის.
სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები : ღვიძლის მძიმე დაავადებების შემთხვევაში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს მისი ფუნქციების დაქვეითება. სიფრთხილით გამოიყენება კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის ფონზე, აგრეთვე გულის იშემიური დაავადების დროს.

პრეპარატის შერევა ერთ შპრიცში В ჯგუფის სხვა ვიტამინების ხსნარებთან რეკომენდირებული არ არის.

პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას მექანიზმებთან მუშაობაზე და ავტომანქანის მართვაზე.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან : აძლიერებს დიურეტიკების და ასუსტებს ლევოდოპას მოქმედებას. კარგად თავსებადია გულის გლიკოზიდებთან, გლუტამინის მჟავასთან, კალიუმის და ნატრიუმის ასპარგინატთან.

ჭარბი დოზირება: გვერდითი მოქმედებების გაძლიერება: ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, დაფოთვლა, იშვიათ შემთხვევებში ანაფილაქსიური შოკი). მკურნალობა სიმპტომატური.

შენახვის პირობები: სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +250ჩ ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 3 წელი.

შეფუთვა : 1მლ ამპულაში; 5 ამპულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში; 2 კონტურულ უჯრედოვანი შეფუთვა კოლოფში.
გაცემა: ფარმაკოლოგიური პროდუქტი ჯგუფი III (გაიცემა რეცეპტის გარეშე).

მწარმოებელი:
ჩაო ,,ფარმაცევტული ფირმა ,,დარნიცა”.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი
უკრაინა, 02093, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ., 13.