სიტაგლიპტინ გრინდექსი - Sitagliptin Grindeks
სიტაგლიპტინ გრინდექსი - Sitagliptin Grindeks

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, დიპეპტიდილ პეპდაზა 4-ის (DPP-4) ინჰიბიტორები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

სიტაგლიპტინი გრინდექსი

Sitagliptin Grindeks

25მგ,50მგ,100მგაპკითშემოგარსულიტაბლეტები

შემადგენლობა

აქტიური****ნივთიერება: სიტაგლიპტინი.

აპკით შემოგარსული თითოეული ტაბლეტი შეიცავს სიტაგლიპტინის ჰიდროქლორიდის მონოჰოდრატს, რომელიც ეკვივალენტურია 25მგ, 50მგ ან 100მგ სიტაგლიპტინის.

დამხმარე ნივთიერებები

ტაბლეტისბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), კალციუმის ჰიდროფოსფატი (E341), ნატრიუმის კროსკარმელოზა (E468), ნატრიუმის სტეარილის ფუმარატი (E485), მაგნიუმის სტეარატი (E572).

აპკით შემოგარსული ტაბლეტი**:**

25 მგ ტაბლეტები : მაკროგოლის პოლი (ვინილის სპირტი) გრაფტ კოპოლიმერი (E1209)

ტალკი (E553b)

ტიტანის დიოქსიდი (E171)

გლიცეროლის მონოკაპრილოკარპატი (ტიპი 1) (E471)

პოლი (ვინილის სპირტი) (E1203)

რკინის ოქსიდი ყვითელი (E172)

რკინის ოქსიდი შავი (E172)

50 მგ ტაბლეტები : მაკროგოლის პოლი (ვინილის სპირტი) გრაფტ კოპოლიმერი (E1209)

ტალკი (E553b)

ტიტანის დიოქსიდი (E171)

გლიცეროლის მონოკაპრილოკარპატი (ტიპი 1) (E471)

პოლი (ვინილის სპირტი) (E1203)

რკინის ოქსიდი ყვითელი (E172)

100 მგ ტაბლეტები : მაკროგოლის პოლი(ვინილის სპირტი) გრაფტ კოპოლიმერი (E1209)

ტალკი (E553b)

ტიტანის დიოქსიდი (E171)

გლიცეროლის მონოკაპრილოკარპატი (ტიპი 1) (E471)

პოლი (ვინილის სპირტი) (E1203)

რკინის ოქსიდი ყვითელი (E172).

ზოგადი ინფორმაცია

სიტაგლიპტინი გრინდექსის აქტიური ნივთიერება სიტაგლიპტინი მიეკუთვნება DPP-4 (დიპეპტიდილ პეპტიდაზა-4) ინჰიბიტორების ჯგუფს. შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2-ით დაავადებულ მოზრდილ პაციენტებში DPP-4 ინჰიბიტორების მოქმედებით მცირდება შაქრის დონე სისხლში. სიტაგლიპტინი ხელს უწყობს საჭმლის მიღების შემდეგ გამომუშავებული ინსულინის დონის გაზრდას და ამცირებს ორგანიზმში წარმოქმნილ შაქრის რაოდენობას.

სიტაგლიპტინის გამოყენება შესაძლებელია მონოთერაპიაში ან კომბინაციაში სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელ სხვა მედიკამენტებთან (ინსულინი, მეტფორმინი, სულფონილურეა ან გლიტაზონი) ერთად.

უკუჩვენება

სიტაგლიპტინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ ალერგია.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ სიტაგლიპტინი გრინდექსს დაფიქსირდა პანკრეასის ანთების (პანკრეატიტის) შემთხვევები.

კანზე ბუშტუკების გაჩენა მოსალოდნელია წარმოადგენდეს ბულოზური პემფიგოიდის შემთხვევას. ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს სიტაგლიპტინი გრინდქსის მიღების შეწყვეტა.

პაციენტმა უნდა შეატყობინოს ექიმს, თუ აქვს ან ჰქონდა:

- პანკრეასის დაავადება (პანკრეატიტი);

- ნაღვლის ბუშტში კენჭები, ალკოჰოლზე დამოკიდებულება ან ტრიგლიცერიდების ძალიან მაღალი დონე (სიმსუქნის ფორმა) სისხლში. ასეთ შემთხვევებში შესაძლოა ამაღლდეს პანკრეატიტის განვითარების შანსი;

- დიაბეტი ტიპი 1;

- დიაბეტური კეტოაციდოზი (გართულებული დიაბეტი სისხლში შაქრის მაღალი შემცველობით, წონის სწრაფი კლებით, გულისრევით ან ღებინებით);

- თირკმელთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის არსებობა აწმყოში ან წარსულში;

- სიტაგლიპტინი გრინდექსის მიმართ ალერგიული რეაქცია.

პრეპარატი არ იწვევს ჰიპოგლიკემიას. თუმცა, სიტაგლიპტინის სულფონილურეასთან ან ინსულინთან კომბინაციაში გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს შაქრის დონის შემცირება (ჰიპოგლიკემია) სისხლში. ამის გათვალისწინებით, ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს სულფონილურეას ან ინსულინის დოზის შემცირება.

ბავშვები და მოზარდები

სიტაგლიპტინი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის მოზარდებსა და ბავშვებში.

10 წლიდან 17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის გამოყენება არაეფექტურია.10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა ცნობილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

პაციენტმა უნდა შეატყობინოს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებს, ცოტა ხნის წინ ღებულობდა ან შეიძლება მიიღოს რაიმე სხვა მედიკამენტი, კერძოდ, დიგოქსინი. სიტაგლიპტინი გრინდექსთან ერთად დიგოქსინის მიღებისას საჭიროა სისხლში დიგოქსინის დონის შემოწმება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ პაციენტი ორსული ან მეძუძურია, ან ფიქრობს, რომ შეიძლება იყოს ორსულად ან გეგმავს ბავშვის ყოლას, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

სიტაგლიპტინი ორსულობის დროს არ მიიღება.

უცნობია, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძეში. სიტაგლიპტინი მეძუძურებში არ გამოიყენება.

სამართავ და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა

პრეპარატი არავითარ ზემოქმედებას არ ახდენს მანქანის მართვისა და დანადგარებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, აღნიშნულია თავბრუსხვევის და ძილიანობის შემთხვევების შესახებ, რასაც შეუძლია იმოქმედოს მანქანა-დანადგარების მართვის ან გამოყენების უნარზე.

პრეპარატის სულფონილურეასთან ან ინსულინთან კომბინაციაში მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია, რამაც თავის მხრივ ზემოქმედებას ახდენს ავტომობილის მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.

ნატრიუმის შემცველობა

სიტაგლიპტინი გრინდექსის ერთ დოზა შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს. შეიძლება ითქვას, რომ იგი არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.

მიღების წესი

პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულების მიხედვით.

სტანდარტული რეკომენდირებული დოზირების წესია:

- ერთი 100 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი

- დღეში ერთხელ

- პერორალურად .

თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში შესაძლოა, ექიმმა უფრო დაბალი დოზები დანიშნოს (25 მგ ან 50 მგ).

პრეპარატის მიღება შესაძლებელია საკვებთან და სასმელთან ერთად ან მათ გარეშე. სიტაგლიპტინი გრინდექსი 50 მგ და 100 მგ აპკით შემოგარსულ ტაბლეტს გააჩნია გამყოფი ხაზი ერთ მხარეს, რომელიც განკუთვნილია მის გასაყოფად, მხოლოდ იოლად გადაყლაპვის მიზნით, და არა თანაბარ დოზებად გაყოფისთვის.

სიტაგლიპტინი გრინდექსი შესაძლოა ექიმმა დანიშნოს მონოთერაპიაში ან სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელ სხვა მედიკამენტებთან ერთად.

დიეტა და ვარჯიში ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის უკეთ გამოყენებას. სიტაგლიპტინი გრინდექსით მკურნალობისას მნიშვნელოვანია დიეტა და ექიმის მიერ რეკომენდირებული ვარჯიშების შესრულება.

დოზის გადაჭარბება

სიტაგლიპტინი გრინდექსის დანიშნულზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ექიმთან დაკავშირება.

დოზის გამოტოვება

სიტაგლიპტინი გრინდექსის დოზის გამოტოვების შემთხვევაში, დანიშნული დოზა პაციენტმა უნდა მიიღოს, როგორც კი გაახსენდება. თუ შემდეგი დოზის მიღების დრომდე არ გაახსენდება, დავიწყებული დოზა უნდა გამოტოვოს და დაუბრუნდეს მიღების ჩვეულებრივ გრაფიკს. პრეპარატის ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.

მკურნალობის შეწყვეტა

სიტაგლიპტინი გრინდექსით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ ექიმი საჭიროდ ჩათვლის. ექიმთან კონსულტაციის გარეშე პრეპარტით მკურნალობის შეწყვეტა არ უნდა მოხდეს.

სიტაგლიპტინი გრინდექსის შესახებ ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, სიტაგლიპტინი გრინდექსის მიღებაც შესაძლოა იწვევდეს გვერდით მოვლენებს, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.

სიტაგლიპტინი გრინდექსის მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ ეცნობოს ექიმს ნებისმიერი შემდეგი სერიოზული გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში:

  • ძლიერი და მუდმივი ტკივილი მუცლის (კუჭის) არეში, რომელიც გადაეცემა ზურგში, გულისრევით ან ღებინებით (პანკრეატიტის ნიშნები) ან მათ გარეშე;
  • ალერგიული რეაქცია, მათ შორის გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ბუშტუკები კანზე/აქერცლილი კანი; სახის, ტუჩის, ენის და ყელის ლორწოვანის შეშუპება, რაც შესაძლოა სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელების მიზეზი გახდეს. ამ მოვლენების შემთხვევაში პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს. ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ალერგიული რეაქციის მკურნალობა და დიაბეტის სამკურნალო სხვა პრეპარატი.

სიტაგლიპტინის****მეტფორმინთან ერთად მიღებისას ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10 ადამიანიდან 1-ში): ჰიპოგლიკემია, გულისრევა, შებერილობა, ღებინება.

არახშირად (შეიძლება გამოვლინდეს 100 ადამიანიდან 1-ში): მუცლის ტკივილი, დიარეა, შეკრულობა, ძილიანობა.

სიტაგლიპტინის და მეტფორმინის კომბინაციის დაწყებისას ზოგ პაციენტს (სიხშირე ხშირად) განუვითარდა სხვადასხვა ტიპის დისკომფორტი მუცლის არეში.

სიტაგლიპტინისსულფონილურეასთანდამეტფორმინთანკომბინაცი****აში მიღებისას ზოგ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10 ადამიანიდან 1-ში): ჰიპოგლიკემია.

ხშირად: შეკრულობა.

სიტაგლიპტინისდაპიოგლიტაზონის ერთად მიღებისას ზოგ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირად: აირების დაგროვება, ხელების ან ფეხების შეშუპება.

სიტაგლიპტინისპიოგლიტაზონთანდა****მეტფორმინთან კომბინაციაში მიღებისას ზოგ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირად: ხელების ან ფეხების შეშუპება.

სიტაგლიპტინის ინსულინთან კომბინაციაში მიღებისას (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე) ზოგ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირად: გრიპი.

არახშირად: პირის სიმშრალე.

კლინიკური კვლევებში ან პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომ მხოლოდ სიტაგლიპტინის გამოყენებისას ცალკე და/ან დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა წამლებთან ერთად, ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ხშირად: ჰიპოგლიკემია, თავის ტკივილი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ცხვირის გაჭედილობა ან სისველე, ყელის ტკივილი, ოსტეოართრიტი, მხრის ან ფეხის ტკივილი.

არახშირად: თავბრუსხვევა, შეკრულობა, ქავილი.

იშვიათი: თრომბოციტების რაოდენობის შემცირება.

სიხშირე უცნობია: თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები (ზოგჯერ საჭიროებს დიალიზს), ღებინება, ტკივილი სახსრებში, ტკივილი კუნთებში, ტკივილი ზურგის არეში, ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება, ბულოზური პემფიგოიდი (კანზე ბუშტუკების ტიპი).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. მათ შორის ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ ვებ-გვერდზე www.ravimiamet.ee. გვერდითი მოვლენებზე შეტყობინება ხელს უწყობს პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

შენახვა

პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის (‘EXP’-ს) შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე. მითითებული ვარგისობის ვადა ნიშნავს თვის ბოლო დღეს.

წამლის გადაგდება არ შეიძლება საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან გამდინარე წყლებში. ინფორმაციისთვის, თუ როგორ უნდა მოხდეს წამლების გადაგდება, რომლებსაც აღარ იყენებთ, მიმართეთ ფარმაცევტს. მსგავსი ზომები ეხმარება გარემოს დაცვას.

შეფუთვა

სიტაგლიპტინი გრინდექსი 25მგ ღია ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი აპკით შემოგარსული ტაბლეტებია, ერთ მხარეზე აქვს ნიშანი “25”. ტაბლეტის ზომა დაახლოებით 6.0 მმ დიამეტრია.

სიტაგლიპტინი გრინდექსი 50მგ ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი აპკით შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეზე აქვს ნიშანი “50”, მეორე მხარეს გასატეხი ხაზი. ტაბლეტის ზომა დაახლოებით 8.0 მმ დიამეტრია.

სიტაგლიპტინი გრინდექსის 100მგ ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი აპკით შემოგარსული ტაბლეტებია, ერთ მხარეზე აქვს ნიშანი “100”, მეორე მხარეს გასატეხი ხაზი. ტაბლეტის ზომა დაახლოებით 10.0 მმ დიამეტრია.

სიტაგლიპტინი გრინდექსი 25მგ, 50მგ და 100მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები მოთავსებულია ბლისტერებში 28, 56 ან 98 რაოდენობით.

შესაძლოა ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს ბაზარზე.

სარეგისტრაციომოწმობისმფლობელიდამწარმოებელი

AS GRINDEKS.

Krustpils iela 53

რიგა, LV-1057

ლატვია

ტელეფონი: +371 67083205

ფაქსი: +371 67083505

E-mail: [email protected]

მედიკამენტიავტორიზირებულია ევროპისეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებსდა გაერთიანებულ სამეფოში (ჩრდილოეთ ირლანდიაში) შემდეგი დასახელებებით:

შვედეთი | Sitagliptin Grindeks 25 mg, 50 mg, 100 mg filmdragerade tabletter
---|---
ავსტრია | Sitagliptin Grindeks 25 mg, 50 mg, 100 mg Filmtabletten
ბელგია | Sitagliptin Grindeks 25 mg, 50 mg, 100 mg comprimés pelliculés
ბულგარეთი | Ситаглиптин Гриндекс 25 mg, 50 mg, 100 mg филмирани таблетки Sitagliptin Grindeks 25 mg, 50 mg, 100 mg film-coated tablets
ხორვატია | Sitagliptin Grindeks 25 mg, 50 mg, 100 mg filmom obložene tablete
ჩეხეთის რესპუბლიკა | Sitagliptin Grindeks
დანია | Sitagliptin Grindeks
ესტონეთი | Sitagliptin Grindeks
ფინეთი | Sitagliptin Grindeks 25 mg, 50 mg, 100 mg kalvopäällysteiset tabletit
საფრანგეთი | SITAGLIPTINE GRINDEKS 25 mg, comprimé pelliculé SITAGLIPTINE GRINDEKS 50 mg, comprimé pelliculé SITAGLIPTINE GRINDEKS 100 mg, comprimé pelliculé
გერმანია | Sitagliptin Grindeks 25 mg, 50 mg, 100 mg Filmtabletten
საბერძნეთი | Sitagliptin Grindeks 25 mg, 50 mg, 100 mg επικαλυμμένα με λεπτό υμένιο δισκία
უნგრეთი | Sitagliptin Grindeks 25 mg, 50 mg, 100 mg filmtabletta
ირლანდია | Sitagliptin Grindeks 25 mg, 50 mg, 100 mg film-coated tablets
იტალია | Sitagliptin Grindeks
ლატვია | Sitagliptin Grindeks 25 mg, 50 mg, 100 mg apvalkotās tabletes
ლიეტუვა | Sitagliptin Grindeks 25 mg, 50 mg, 100 mg plėvele dengtos tabletės
ლუქსემბურგი | Sitagliptin Grindeks 25 mg, 50 mg, 100 mg filmbeschichtete Pëllen
ნიდერლანდები | Sitagliptine Grindeks 25 mg filmomhulde tabletten Sitagliptine Grindeks 50 mg filmomhulde tabletten Sitagliptine Grindeks 100 mg filmomhulde tabletten
ნორვეგია | Sitagliptin Grindeks 25 mg, 50 mg, 100 mg filmdrasjerte tabletter
პოლონეთი | Sitagliptin Grindeks
პორტუგალია | Sitagliptina Grindeks 25 mg, 50 mg, 100 mg comprimidos revestidos por película
რუმინეთი | Sitagliptin Grindeks 25 mg, 50 mg, 100 mg comprimate filmate
სლოვაკეთი | Sitagliptin Grindeks 25 mg, 50 mg, 100 mg filmom obalené tablety
სლოვენია | Sitagliptin Grindeks 25 mg, 50 mg, 100 mg filmsko obložene tablete
ესპანეთი | Sitagliptina Grindeks 25 mg, 50 mg, 100 mg comprimidos recubiertos con película
გაერთიანებული სამეფო (ჩრდილოეთ ირლანდია) | Sitagliptin Grindeks 25 mg, 50 mg, 100 mg film-coated tablets

Sitagliptin Grindeks 100 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

Sitagliptin Grindeks შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სიტაგლიპტინს, იგი მიეკუთვნება DPP-4 ინჰიბიტორების (დიპეპტიდილ პეპტიდაზა-4 ინჰიბიტორები) მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ამცირებენ შაქრის დონეს სისხლში შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2 დაავადებულ მოზრდილ პაციენტებში.
ეს წამალი ხელს უწყობს საჭმლის მიღების შემდეგ გამომუშავებული ინსულინის დონის გაზრდას და ამცირებს ორგანიზმში წარმოქმნილი შაქრის რაოდენობას.

თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ ეს წამალი, რათა დაგეხმაროთ სისხლში შაქრის დონის შემცირებაში, რაც ძალიან მაღალია თქვენი დიაბეტი ტიპი 2-ის გამო. ამ მედიკამენტის გამოყენება შესაძლებელია მონოთერაპიაში ან სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში (ინსულინი, მეტფორმინი, სულფონილურეა ან გლიტაზონი), რომლებიც ამცირებენ სისხლში შაქრის დონეს, რომელსაც შესაძლოა უკვე ღებულობთ დიაბეტის გამო კვების და ვარჯიშის გეგმასთან ერთად.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
პანკრეასის ანთების (პანკრეატიტი) შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში რომლებიც ღებულობდნენ Sitagliptin Grindeks

თუ გამოგივლინდათ ბუშტუკები კანზე, ეს შეიძლება იყოს მდგომარეობა სახელწოდებით ბულოზური პემფიგოიდი. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ Sitagliptin Grindeks მიღების შეწყვეტა.

უთხარით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ან გქონდათ:
- პანკრეასის დაავადება (როგორიცაა პანკრეატიტი)
- ნაღვლის ბუშტში კენჭები, ალკოჰოლზე დამოკიდებულება ან ტრიგლიცერიდების ძალიან მაღალი დონე (სიმსუქნის ფორმა) სისხლში. ამ სამედიცინო მდგომარეობებს შეუძლიათ გაზარდონ პანკრეატიტის განვითარების შანსი (იხილეთ პარაგრაფი 4).
- დიაბეტი ტიპი 1
- დიაბეტური კეტოაციდოზი (გართულებული დიაბეტი სისხლში შაქრის მაღალი შემცველობით, წონის სწრაფი კლებით, გულისრევით ან ღებინებით)
- თირკმელთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემები აწმყოში ან წარსულში
- ალერგიული რეაქცია Sitagliptin Grindeks მიმართ

ბავშვები და მოზარდები
18 წლამდე ასაკის მოზარდებმა და ბავშვებმა არ უნდა გამოიყენონ ეს მედიკამენტი. იგი არ არის ეფექტური 10-დან 17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. უცნობია, არის თუ არა ეს მედიკამენტი უსაფრთხო და ეფექტური 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას.

ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსული ან მეძუძური დედა, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ რამეში დარწმუნებული.
ჩვეულებრივი რეკომენდირებული დოზაა
- ერთი 100 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი
- დღეში ერთხელ
- პერორალურად

თუ გაქვთ პრობლემები თირკმელებთან, ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზები (როგორიცაა 25 მგ ან 50 მგ).

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ეს მედიკამენტი საკვებთან და სასმელთან ერთად ან მათ გარეშე. Sitagliptin Grindeks 50 მგ და 100 მგ აპკით შემოგარსულ ტაბლეტებს აქვთ გამყოფი ხაზი ერთ მხარეს. ეს ხაზი განკუთვნილია მხოლოდ გატეხვის გამარტივებისთვის იოლად გადაყლაპვის მიზნით, და არა თანაბარ დოზებად გაყოფისთვის.

თქვენს ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ მხოლოდ ეს წამალი, ან მასთან ერთად სხვა გარკვეული წამლებიც, რომლებიც ამცირებენ სისხლში შაქრის დონეს.

დიეტას და ვარჯიშს შეუძლია დაეხმაროს თქვენს ორგანიზმს უკეთ გამოიყენოს შაქარი სისხლში. მნიშვნელოვანია დაიცვათ დიეტა და ჩაიტაროთ თქვენი ექიმის მიერ რეკომენდირებული ვარჯიში Sitagliptin Grindeks მიღების დროს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი Sitagliptin Grindeks
ამ წამლის დანიშნულზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია პაციენტისთვის

Sitagliptin Grindeks 100 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

sitagliptin ამ წამლის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი ფურცელი, ვინაიდან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  •    შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.
    
  •    ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას.
    
  •    მოცემული წამალი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ სხვა პირებს. წამალს შეუძლია ავნოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები იგივეა, რაც თქვენი.
    
  •    ნებისმიერი გვერდითი ეფექტების გამოჩენის შემთხვევაში გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისიერ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელში. იხილეთ პარაგრაფი 4.
    
რა არის ამ ფურცელში

1. რა არის Sitagliptin Grindeks და რისთვის გამოიყენება იგი

2. რა უნდა იცოდეთ Sitagliptin Grindeks -ის მიღებამდე

3. როგორ უნდა მიიღოთ Sitagliptin Grindeks

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ უნდა შეინახოთ Sitagliptin Grindeks

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რა არის Sitagliptin Grindeks და რისთვის გამოიყენება იგი

Sitagliptin Grindeks შეიცავს აქტიურ ნივთიერებას სიტაგლიპტინს, იგი მიეკუთვნება DPP-4 ინჰიბიტორების (დიპეპტიდილ პეპტიდაზა-4 ინჰიბიტორები) მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც ამცირებენ შაქრის დონეს სისხლში შაქრიანი დიაბეტი ტიპი-2 დაავადებულ მოზრდილ პაციენტებში.

ეს წამალი ხელს უწყობს საჭმლის მიღების შემდეგ გამომუშავებული ინსულინის დონის გაზრდას და ამცირებს ორგანიზმში წარმოქმნილი შაქრის რაოდენობას.

თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ ეს წამალი, რათა დაგეხმაროთ სისხლში შაქრის დონის შემცირებაში, რაც ძალიან მაღალია თქვენი დიაბეტი ტიპი 2-ის გამო. ამ მედიკამენტის გამოყენება შესაძლებელია მონოთერაპიაში ან სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში (ინსულინი, მეტფორმინი, სულფონილურეა ან გლიტაზონი), რომლებიც ამცირებენ სისხლში შაქრის დონეს, რომელსაც შესაძლოა უკვე ღებულობთ დიაბეტის გამო კვების და ვარჯიშის გეგმასთან ერთად.

რა არის დიაბეტი ტიპი 2?

დიაბეტი ტიპი 2 არის მდგომარეობა, რომლის დროსაც თქვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ინსულინს, ხოლო ინსულინი, რომელსაც გამოიმუშავებს თქვენი ორგანიზმი, არ მოქმედებს ისე კარგად, როგორც საჭიროა. თქვენს ორგანიზმს ასევე შეუძლია ჭარბი რაოდენობის შაქრის გამომუშავება. როდესაც ეს ხდება, შაქარი (გლუკოზა) გროვდება სისხლში. ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სამედიცინო პრობლემები, როგორიცაა გულის დაავადება, თირკმლის დაავადება, სიბრმავე და ამპუტაცია.

2. რა უნდა იცოდეთ Sitagliptin Grindeks მიღებამდე

არ მიიღოთ Sitagliptin Grindeks

  •         თუ გაქვთ ალერგია სიტაგლიპტინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი პარაგრაფში 6).
    
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პანკრეასის ანთების (პანკრეატიტი) შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში რომლებიც ღებულობდნენ Sitagliptin Grindeks (იხილეთ პარაგრაფი 4).

თუ გამოგივლინდათ ბუშტუკები კანზე, ეს შეიძლება იყოს მდგომარეობა სახელწოდებით ბულოზური პემფიგოიდი. თქვენმა ექიმმა შეიძლება მოგთხოვოთ Sitagliptin Grindeks მიღების შეწყვეტა.

უთხარით თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ან გქონდათ:

  •         პანკრეასის დაავადება (როგორიცაა პანკრეატიტი)
    
  •         ნაღვლის ბუშტში კენჭები, ალკოჰოლზე დამოკიდებულება ან ტრიგლიცერიდების ძალიან მაღალი დონე (სიმსუქნის ფორმა) სისხლში. ამ სამედიცინო მდგომარეობებს შეუძლიათ გაზარდონ პანკრეატიტის განვითარების შანსი (იხილეთ პარაგრაფი 4).
    
  •         დიაბეტი ტიპი  1
    
  •         დიაბეტური კეტოაციდოზი (გართულებული დიაბეტი სისხლში შაქრის მაღალი შემცველობით, წონის სწრაფი კლებით, გულისრევით ან ღებინებით)
    
  •         თირკმელთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემები აწმყოში ან წარსულში
    
  •         ალერგიული რეაქცია Sitagliptin Grindeks მიმართ (იხილეთ პარაგრაფი 4)
    
მოცემული მედიკამენტი არ გამოიწვევს სისხლში შაქრის დაბალ დონეს, ვინაიდან იგი არ მოქმედებს, როდესაც სისხლში შაქრის დონე დაბალი გაქვთ. თუმცა, ამ მედიკამენტის სულფონილურეასთან ან ინსულინთან კომბინაციაში გამოყენებისას შეიძლება გამოვლინდეს შაქრის დონის შემცირება (ჰიპოგლიკემია) სისხლში. თქვენს ექიმს შეუძლია შეგიმციროთ სულფონილურეას ან ინსულინის წამლის დოზა.

ბავშვები და მოზარდები

18 წლამდე ასაკის მოზარდებმა და ბავშვებმა არ უნდა გამოიყენონ ეს მედიკამენტი. იგი არ არის ეფექტური 10-დან 17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში. უცნობია, არის თუ არა ეს მედიკამენტი უსაფრთხო და ეფექტური 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას.

სხვა მედიკამენტები და Sitagliptin Grindeks

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შეიძლება მიიღოთ რაიმე სხვა მედიკამენტი.

კერძოდ, აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ დიგოქსინს (წამალი, რომელიც გამოიყენება არარეგულარული გულისცემის და გულთან დაკავშირებული სხვა პრობლემების სამკურნალოდ). Sitagliptin Grindeks-თან ერთად მიღებისას საჭიროა სისხლში დიგოქსინის დონის შემოწმება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსული ან მეძუძური დედა, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ მედიკამენტის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ უნდა მიიღოთ ეს მედიკამენტი ორსულობის დროს.

უცნობია, გამოიყოფა თუ არა ეს მედიკამენტი დედის რძეში. თქვენ არ უნდა მიიღოთ ეს მედიკამენტი, თუ ხართ მეძუძური დედა ან გეგმავთ ძუძუთი კვებას.

მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა

ამ მედიკამენტს არ გააჩნია არავითარი ზემოქმედება ტარების და მანქანა- დანადგარებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, მოხსენებული იყო თავბრუსხვევის და ძილიანობის შემთხვევების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ იმოქმედონ თქვენს მანქანა- დანადგარების ტარების ან გამოყენების უნარზე.

ამ მედიკამენტის სულფონილურეასთან ან ინსულინთან კომბინაციაში მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია, რამაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს თქვენს უნარზე ატაროთ ავტომობილი და იმუშაოთ მანქანა-დანადგარებთან ან იმუშაოთ უსაფრთხოთ საყრდენის გარეშე.

Sitagliptin Grindeks შეიცავს ნატრიუმს

მოცემული პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს ერთ დოზაზე, შეიძლება ითქვას, რომ იგი არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.

3. როგორ უნდა მიიღოთ Sitagliptin Grindeks

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ რამეში დარწმუნებული.

ჩვეულებრივი რეკომენდირებული დოზაა

  •         ერთი 100 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტი
    
  •         დღეში ერთხელ
    
  •         პერორალურად
    
თუ გაქვთ პრობლემები თირკმელებთან, ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზები (როგორიცაა 25 მგ ან 50 მგ).

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ეს მედიკამენტი საკვებთან და სასმელთან ერთად ან მათ გარეშე. Sitagliptin Grindeks 50 მგ და 100 მგ აპკით შემოგარსულ ტაბლეტებს აქვთ გამყოფი ხაზი ერთ მხარეს. ეს ხაზი განკუთვნილია მხოლოდ გატეხვის გამარტივებისთვის იოლად გადაყლაპვის მიზნით, და არა თანაბარ დოზებად გაყოფისთვის.

თქვენს ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ მხოლოდ ეს წამალი, ან მასთან ერთად სხვა გარკვეული წამლებიც, რომლებიც ამცირებენ სისხლში შაქრის დონეს.

დიეტას და ვარჯიშს შეუძლია დაეხმაროს თქვენს ორგანიზმს უკეთ გამოიყენოს შაქარი სისხლში. მნიშვნელოვანია დაიცვათ დიეტა და ჩაიტაროთ თქვენი ექიმის მიერ რეკომენდირებული ვარჯიში Sitagliptin Grindeks მიღების დროს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი Sitagliptin Grindeks

ამ წამლის დანიშნულზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

თუ დაგავიწყდათ Sitagliptin Grindeks მიღება

თუ გამოტოვეთ დოზა, მიიღეთ იგი, როგორც კი გაგახსენდებათ. თუ არ გაგახსენდებათ შემდეგი დოზის დრომდე, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და დაუბრუნდით რეგულარულ გრაფიკს. არ მიიღოთ ამ წამლის ორმაგი დოზა.

თუ შეწყვეტთ Sitagliptin Grindeks მიღებას

განაგრძეთ ამ წამლის მიღება მანამ, სანამ დაგინიშნათ ექიმმა, ისე რომ შეგეძლოთ სისხლში შაქრის დონის კონტროლის გაგრძელება. არ უნდა შეწყვიტოთ ამ წამლის მიღება ექიმთან გასაუბრების გარეშე.

ამ მედიკამენტის შესახებ ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.

შეწყვიტეთ Sitagliptin Grindeks მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს, თუ შეამჩნევთ ნებისმიერ შემდეგ სერიოზულ გვერდით მოვლენას:

· ძლიერი და მუდმივი ტკივილი მუცლის არეში (კუჭთან), რომელიც გადაეცემა ზურგში, გულისრევით ან ღებინებით ან მათ გარეშე, რადგან ეს შეიძლება იყოს პანკრეასის ანთების (პანკრეატიტი) ნიშნები.

თუ გაქვთ სერიოზული ალერგიული რეაქცია (სიხშირე არ არის ცნობილი), მათ შორის გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ბუშტუკები კანზე/ აქერცლილი კანი და სახის, ტუჩების, ენის და ყელის შესიება, რასაც შეუძლია გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, შეწყვიტეთ ამ წამლის მიღება და დაუყოვნებლივ გამოუძახეთ ექიმს. თქვენს ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ წამალი ალერგიული რეაქციის სამკურნალოდ და სხვა წამალი დიაბეტისთვის.

ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები სიტაგლიპტინის მეტფორმინთან დამატების შემდეგ:

ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10 ადამიანიდან 1-ში): სისხლში დაბალი შაქარი, გულისრევა, აირების დაგროვება, ღებინება

არახშირად (შეიძლება გამოვლინდეს 100 ადამიანიდან 1-ში): მუცლის ტკივილი, დიარეა, შეკრულობა, ძილიანობა

ზოგმა პაციენტმა იგრძნო სხვადასხვა ტიპის დისკომფორტი მუცლის არეში სიტაგლიპტინის და მეტფორმინის კომბინაციის დაწყებისას (სიხშირე ხშირად).

ზოგ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები სიტაგლიპტინის სულფონილურეასთან და მეტფორმინთან კომბინაციაში მიღებისას:

ძალიან ხშირად (შეიძლება გამოვლინდეს 10 ადამიანიდან 1-ში): სისხლში დაბალი შაქარი

ხშირად: შეკრულობა

ზოგ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები სიტაგლიპტინის და პიოგლიტაზონის მიღებისას:

ხშირად: აირების დაგროვება, ხელების ან ფეხების შეშუპება

ზოგ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები სიტაგლიპტინის პიოგლიტაზონთან და მეტფორმინთან კომბინაციაში მიღებისას:

ხშირად: ხელების ან ფეხების შეშუპება

ზოგ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები სიტაგლიპტინის ინსულინთან კომბინაციაში მიღებისას (მეტფორმინთან ერთად ან მის გარეშე):

ხშირად: გრიპი

არახშირად: პირის სიმშრალე

ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა შემდეგი გვერდითი მოვლენები მხოლოდ სიტაგლიპტინის მიღებისას კლინიკური კვლევებში ან პოსტრეგისტრაციული მიღებისას ცალკე და/ან დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა წამლებთან ერთად:

ხშირად: შაქრის დაბალი დონე სისხლში, თავის ტკივილი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, დაცობილი ან სველი ცხვირი და ყელის ტკივილი, ოსტეოართრიტი, მხარის ან ფეხის ტკივილი

არახშირად: თავბრუსხვევა, შეკრულობა, ქავილი

იშვიათი: თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

სიხშირე უცნობია: პრობლემები თირკმელებთან (ზოგჯერ საჭიროებს დიალიზს), ღებინება, ტკივილი სახსრებში, ტკივილი კუნთებში, ტკივილი ზურგის არეში, ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება, ბულოზური პემფიგოიდი (კანის ბუშტუკების ტიპი)

მოხსენება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. როგორ უნდა შეინახოთ Sitagliptin Grindeks

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ 30 °C-ზე დაბლა.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ბლისტერზე და მუყაოს კოლოფზე ‘EXP’-ს შემდეგ.

ვარგისობის ვადა ნიშნავს თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ ნებისმიერი წამალი საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან გამდინარე წყლებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ წამლები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს Sitagliptin Grindeks

  •         აქტიური ნივთიერება არის სიტაგლიპტინი. თითოეული აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს სიტაგლიპტინის ჰიდროქლორიდის მონოჰოდრატს, რომელიც არის 25 მგ, 50 მგ ან 100 მგ სიტაგლიპტინის ექვივალენტი.
    
  •         სხვა ინგრედიენტებია:
    
ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), კალციუმის ჰიდროგენის ფოსფატი (E341), ნატრიუმის კროსკარმელოზა (E468), ნატრიუმის სტეარილის ფუმარატი (E485), მაგნიუმის სტეარატი (E572).

აპკით შემოგარსული ტაბლეტი:

100 მგ ტაბლეტები: მაკროგოლის პოლი(ვინილის სპირტი) გრაფტ კოპოლიმერი (E1209)

ტალკი (E553b)

ტიტანის დიოქსიდი (E171)

გლიცეროლის მონოკაპრილოკარპატი (ტიპი 1) (E471)

პოლი (ვინილის სპირტი) (E1203)

რკინის ოქსიდი ყვითელი (E172)

როგორ გამოიყურება Sitagliptin Grindeks და შეფუთვის შიგთავსი

Sitagliptin Grindeks 100 მგ არის ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი აპკით შემოგარსული ტაბლეტები, ერთ მხარეზე აქვს ნიშანი “100” და გასატეხი ხაზი მეორე მხარეს. ტაბლეტის ზომაა დაახლოებით 10.0 მმ დიამეტრი.

Sitagliptin Grindeks 25 მგ, 50 მგ და 100 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები ხელმისაწვდომია ბლისტერებში 28, 56 ან 98 რაოდენობით.

ბაზარზე შეიძლება არ იყოს ყველა ზომის შეფუთვა.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით