ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მაკროლიდები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
ფრომილიდი 500მგ
(Fromilid)
საერთაშორისო დასახელება
კლარითრომიცინი Clarithromycin
ქიმიური დასახელება
6-O-მეთილერითრომიცინი
სამკურნალო ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 250მგ და 500მგ
შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლი გრანულატი 125მგ/5მლ-ში
შემადგენლობა :
აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს 250 ან 500მგ კლარითრომიცინს.
სხვა ინგრედიენტები: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის
უწყლო კოლოიდური ორჟანგი, პრეჟლატინიზებული სახამებელი, კალიუმის პოლაკრილინი,
ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი, პროპილენგლიკოლი,
ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ქინოლის ყვითელი საღებავი (E104).
სუსპენზიის 5მლ (პერორალური მიღების ერთი შპრიცი) შეიცავს 125მგ კლარითრომიცინს.
სხვა ინგრედიენტები: კარბომერი, პოვიდონი, ჰიდროქსიპროპილმეთილცე- ლულოზის
ფტალატი, ტალკი, აბუსალათინის ზეთი, ქსანტანის გუმფისი, ბანანის არომატი,
კალიუმის სორბატი, უწყლო ლიმონმჟავა, სილიციუმის უწყლო ჟანგი, ტიტანის დიოქსიდი,
საქაროზა.
აღწერილობა :
ტაბლეტები: ოვალური, ამობურცული, ღია ყვითელი ფერის გარსით დაფარული ტაბლეტები.
შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლი გრანულატი: თეთრიდან ოდნავ მოყვითალო
ფერის მქონე, მცირე ზომის გრანულები ბანანის სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მაკროლიდები ჯგუფის ანტიბიოტიკი
(ათქ კოდი J01F)
ფარმაკოლოგიური თვისებები
კლარითრომიცინი წარმოადგენს მაკროლიდების ჯგუფის ნახევრადსინთეზურ ანტიბიოტიკს.
იგი აინჰიბირებს მიკრობის უჯრედში ცილის სინთეზს, ძირითადად ავლენს
ბაქტერიოსტატულ მოქმედებას, ასევე ბაქტერიოციდულ მოქმედებას. კლარითრომიცინის
მიმართ მგძნობიარე მიკროორგანიზმებია:Mycoplasma pneumoniae, Legionella
pneumofila, Chlamidia trachomatis, da C. pneumoniae, Ureaplasma urealyticum;
გრამდადებითი მიკროორგანიზმები: (სტრეპტოკოკები და სტაფილოკოკები,Listeria
monocytogenes, Corinobacterium spp.); გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები:
(Haemophilus influenzae da H. ducreyi, Moraxella catrrhalis, Bordetella
pertussis, Neissseria gonorrhoeae, da N. meningitidis, Borrelia burgdorferi,
Pasteurella multocida, Campilobacter Spp., da Helicobacter Pylori) ზოგიერთი
ანაერობები: (Eubacterium spp., Peptococcus spp., Propionibacterium spp.,
Clostridium perfirngens da Bacteroides melaninogenicus); Toxoplasma gondii, და
ყველა მიკობაქტერია M. tuberculosis გარდა.
კლარითრომიცინი კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, საკვები ანელებს
მის შეწოვას, თუმცა კლარითრომცინის ბიოშეღწევადობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ
ახდენს. კლარითრომიცინის 20% დაუყოვნებლივ მეტაბოლიზდება 14-ჰიდროქსი-
კლარითრომიცინად, რომელსაც გააჩნია გამოხატული აქტივობა Haemophilus influenzae-ს
მიმართ. კლარითრომიცინი ადვილად აღწევს ორგანიზმის ქსოვილებში და სითხეებში,
სადაც მისი კონცენტრაცია 10-ჯერ უფრო მეტია ვიდრე შრატში. 250მგ დოზის მიღებისას
ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-4 საათს; 500მგ-ს მიღებისას კი – 5-7 საათს.
კლარითრომიცინის 20-დან 30%-მდე (სუსპენზიის მიღებისას 40%) შეუცველი სახით
გამოიყოფა შარდთან ერთად, დანარჩენი ნაწილი კი მეტაბოლიტების სახით.
გამოყენების ჩვენება
პრეპარატი განკუთვნილია ზემო სასუნთქი გზების (ტონზილოფარინგიტი, მწვავე
სინუსიტი) ქვემო სასუნთქი გზების (მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტი გამწვების
სტადიაში ბაქტერიული და ატიპიური პნევმონია) ინფექციების შუა ოტიტის,
მიკობაქტერიებით (M. avium complex, M. cansasii, M.arinum, M. leprae)
გამოწვეული კანის და რბილი ქსოვილების ინფექციების, სამკურნალოდ; შიდსით
დაავადებულებში ამ დაავადებების პროფილაქტიკისათვის, H. pilory-ს
ერადიკაციისათვის კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების მქონე
პაციენტებში (ყოველთვის სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში), ასევე პრეპარატის
მიმართ მგძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სხვა ინფექციურ-ანებითი
დაავადებების სამკურნალოდ.
უკუჩვენება
პრეპარატი არ ენიშნებათ იმ ავადმყოფებს, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა
კლარითრომიცინის ან მაკროლიდების ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ. იმასთან
დაკავშირებით, რომ პრეპარატი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში, იგი არ ინიშნება
ღვიძლის მწვავე უკმარისობის, ჰეპატიტის (ანამნეზში), დროს; ასევე პორფირიისას,
ორსულობის პირველ ტრიმესტრში. კლარითრომიცინი არ ენიშნებათ ავადმყოფებს, რომლებიც
ღებულობენ ტერფენადინს, ცისაპრიდს, პიმოზიდს ან ასტემიზოლს.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
მაკროლიდურ ანტიბიოტიკებს შორის არსებობს ჯვარედინი რეზისტენტობა. მსუბუქი
ხარისხის ღვიძლის ფუნქციის დარღვევა არ წარმოადგენს დოზის კორექციის მიზეზს, იმ
შემთხვევაში თუ თირკმლის ფუნქცია შეესაბამება ნორმას. თირკმლის მწვავე
უკმარისობისას საჭიროა დოზის შემცირება.
დღეისათვის კლარითრომიცინის 6 თვემდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას,
ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ანტიბიოტიკებით მკურნალობა ცვლის ნაწლავის ნორმალურ ფლორას, ამიტომ შეიძლება
განვითარდეს სუპერინფექცია, რომელიც გამოწვეულია რეზისტენტული მიკროორგანიზმებით.
მწვავე და მდგრადი დიარეის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და
ექიმთან კონსულტაცია.
ორსულობა და ლაქტაცია
კლარითრომიცინის გამოყენება ორსულობის II და III ტრიმესტრში შეიძლება მხოლოდ იმ
შემთხვევაში როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფზე შესაძლო მოქმედების
პოტენციურ რისკს.
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში ლაქტაცია უნდა შეწყდეს.
გავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვაზე
პრეპარატი არ ახდენს გავლენას პაციენტის ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეზე
ავტომობილის მართვისას და სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კლარითრომიცინი მეტაბოლიზდება ღვიძლში, სადაც მას შეუძლია მოახდინოს კომპლექსის
ციტოქრომ P450-ის ფერმენტების ინჰიბირება. კლაროთრომიცინის და იმ პრეპარატების
ერთობლივი გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზმს განიცდიან ამ სისტემის
საშუალებით, მათი კონცენტრაცია მატულობს და ვლინდება გვერდითი მოვლენები. ამიტომ
კლარითრომიცინით მკურნალობისას, სიცოცხლისათვის საშიში არითმიების განვითარების
რისკის გამო, არ შეიძლება თეოფილინის, კარბამაზეპინის, დიგოქსინის, ლოვასტატინის,
სიმვასტატინის, ტრიაზოლამის, მიდაზოლამის, ფენიტოინის, ციკლოსპორინის,
ტაკრომილუსის და სპორინის ჭვავის რქის ალკალოიდების ალკალოიდების ერთობლივი
დანიშნვა.
იმ პაციენტებში რომლებიც კლარითრომიცინთან ერთად ღებულობენ ვარფარინს ან სხვა
პერორალურ ანტიკოაგულანტებს, საჭიროა პროთრომბინის დროს კონტროლი.
ზიდოვუდინის და კლარითრომიცინის ერთობლივი გამოყენება ამცირებს ზიდოვუდინის
აბსორბციას.
რიტონავირის და კლარითრომიცინის ერთობლივი გამოყენება იწვევს შრატში
კლარითრომიცინის კონცენტრაციის მნიშვნელოვან მომატებას და მისი მეტაბოლიტის -
14-ჰიდროქსიერითრომიცინის მნიშვნელოვან შემცირებას.
გამოყენების წესები და დოზები
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, გატეხვის გარეშე, მცირე რაოდენობა სითხის
დაყოლბით.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები – 250მგ ყოველ 12 საათში. ერთხელ.
სინუსიტის სამკურნალოდ, მწვავე ინფექციებისას, იმ შემთხვევაში როდესაც ინფექციის
გამომწვევია Haemophilus influenzae, უნიშნავენ 500მგ კლარითრომიცინს ყოველ 12
სათში ერთხელ. მკურნალობის კურსი 8-14 დღე.
Helicobacter pyloris ერადიკაციისათვის ინიშნება 250-500მგ დღეში ორჯერ.
ძირითადად 7 დღე სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში.
12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებს ეძლევათ სუსპენზია, დღეში 15მგ კილოგრამ წონაზე
ორ მიღებაზე გადათვლით. სუსპენზიის მიღების შემდეგ რეკომენდებულია მცირე
რაოდენობა სითხის დაყოლება. სუსპენზია შეიცავს მცირე გრანულებს რომელთა დაღეჭვა
არ არის რეკომენდებული მწარე გემოს გამო. მას მოჰყვება შპრიცი პერორალური
მიღებისათვის. ერთი სავსე შპრიცი იტევს 5მლ სუსპენზიას, რომელიც შეიცავს 125მგ
კლარითრომიცინს. ყოველი გამოყენების შემდეგ საჭიროა შპრიცის გარეცხვა. პრეპარატის
დოზა პედიატრიაში გამოითვლება სხეულის მასით. ცხრილში მოცემულია დოზირების
პრინციპი:
ბავშვის სხეულის წონა | დოზა მლ-ში (შპრიცი) | დოზა მგ-ში
---|---|---
8კგ| 2,5მლ (1/2) 2-ჯერ დღეში| 62,5მგ
16კგ| 5მლ (1) 2-ჯერ დღეში | 125მგ
24კგ| 7,5მლ (1 1/2) 2-ჯერ დღეში | 187,5მგ
32კგ| 10მლ (2) 2-ჯერ დღეში | 250მგ
მკურნალობის კურსი ძირითადად გრძელდება 7-14 დღე.
Micobacterium avium complex-ით გამოწვეული გავრცელებული ინფექციის სამკურნალოდ
და პროფილაქტიკისათვის ინიშნება 500მგ ყოველ 12 საათში. შესაძლებელია დოზის
გაზრდა. მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 2გ. ბავშვებს ეძლევათ დღეში 15მგ კილოგრამ
წონაზე, ორ მიღებაზე გადათვლით. პრეპარატის დოზა არ უნდა აჭარბებდეს ყოველ 12
საათში 500მგ-ს. პედიატრიაში მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 1გ.
Micobacterium avium-ით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა ხანგრძლივია.
თირკმლის უკმარისობისას, როდესაც კრეატინინის კლირენსი შეადგენს 0,5მლ/წმ-ში
(30მლ/წთ) ან შრატის კრეატინინი შეადგენს 290μმოლი/ლ (3,3მგ/100მლ) დოზა უნდა
შემცირდეს ორჯერ, ან უნდა გაორმაგდეს მიღებებს შორის შუალედი.
სუსპენზიის მომზადება:
სუსპენზიის მოსამზადებლად საჭიროა 42მლ წყალი.
წინასწარ შეანჯღრიეთ ფლაკონი, დაამატეთ წყლის მოცულობის 1/4 და შეანჯღრიეთ
გრანულების გახსნამდე. დაამატეთ დარჩენილი წყალი, და კარგად შეანჯღრიეთ. მიღებული
სუსპენზიის მოცულობა უნდა აღწევდეს ფლაკონზე არსებულ ხაზს.
გვერდითი ეფექტები
გვერდით ეფქტებს მიეკუთვნება: გულისრევა, ღებინება, დიარეა და ტკივილი მუცლის
არეში. მწვავე და მდგრადი დიარეის, ფსევდომემრანული კოლიტის შემთხვევებში, რაც
შეიძლება გამოვლინდეს ზოგიერთ შემთხვევებში, საჭიროა პრეპარატის მოხსნა.
ასევე შეიძლება ადგილი ჰქონდეს სტომატიტს, გლოსიტს, თავის ტკივილს, მომატებული
მგრძნობელობის რეაქციებს (ჭინჭრის ციება, ანაფილაქსია, ძალიან იშვიათად –
სტივენს-ჯონსონის სინდრომი), გარდამავალი ხასიათის გემოვნების შეცვლა, ცალკეულ
ავადმყოფებში დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (თავბრუსხვევა,
ცნობიერების მოშლა, შიშები, უძილობა, ღამის კოშმარები), პაციენტების უმეტესობაში
გვერდითი მოვლენები სუსტი ინტენსივობისაა.
ძალიან იშვიათად აღინიშნება ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება ქოლესტაზური
სიყვითლე.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ჭარბი დოზირება
როგორც წესი პრეპარატის ჭარბი დოზირება იწვევს ღებინებას და მუცლის არეში
ტკივილს, თავის ტკივილს და ცნობიერების დარღვევას. თუ პაციენტმა მიიღო ჭარბი
დოზა, მან უნდა მიმარტოთ ექიმს.
გამოშვების ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 250მგ (7 ტაბლეტი 2 ბლისტერი)
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 500მგ (7 ტაბლეტი 2 ბლისტერი)
შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლი გრანულატი 125მგ/5მლ-ში მუქი შუშის ერთი ფლაკონი (60მლ) დოზირებულ შპრიცთან კომპლექტში.
შენახვის პირობები
ტაბლეტები: ინახება ნესტისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
სუსპენზიის მოსამზადებელი გრანულატი: ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
მომზადებული სუსპენზია ინახება 25°C ტემპერატურაზე სინათლისგან დაცულ ადგილას და
გამოიყენება 14 დღის განმავლობაში. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
შენახვის ვადა
ტაბლეტები: 3 წელი.
სუსპენზიის მოსამზადებელი გრანულატი: 2 წელი
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით
მწარმოებლის დასახელება და მისამართი
კრკა, დდ., ნოვო მესტო, სლოვენია
საერთაშორისო დასახელება - clarithromycin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → მაკროლიდები
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას 250 მგ ან 500 მგ კლარითრომიცინს.
დამხმარე ნივთიერებებს: სიმინდის სახამებელს, მიკროკრისტალურ ცელულოზას,
კრემნიუმის დიოქსიდს კოლოიდურს უწყლოს, პრეჟელატინიზირებულ სახამებელს, კალიუმის
პოლაკრილინს, ტალკს, მაგნიუმის სტეარატს, ტიტანის დიოქსიდს, პროპილენგლიკოლს,
ჰიპრომელოზას, საღებავს რკინის ოქსიდს ყვითელს (E 172).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკრობული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის. მაკროლიდები.
გამოყენების წესი და დოზირება
არ არის რეკომენდირებული ტაბლეტის გატეხვა. იგი მთლიანად უნდა გადაიყლაპოს, მცირე
რაოდენობის წყლის დაყოლებით.
პრეპარატის მიღების დროის გამოტოვების შემთხვევაში, საჭიროა გამოტოვებული დოზის
რაც შეიძლება ადრე მიღება. მაგრამ, თუ მოახლოვდა მომდევნო მიღების დრო, მაშინ არ
არის რეკომენდირებული პრეპარატის დოზის გაორმაგება, გამოტოვებულის
საკომპენსაციოდ.
მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ნიშნავენ 250 მგ-ს ყოველ 12
საათში. მძიმე ინფექციების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაზრდილი იქნას 500 მგ-მდე
ყოველ 12 საათში. ჩვეულებრივ მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 6-14 დღეს.
H. pylori ერადიკაციისათვის ინიშნება დოზა 500 მგ ორჯერ დღეში, ჩვეულებრივ 7-14
დღის განმავლობაში, სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში.
პაციენტებში Mycobacterium avium ინფექციით საწყისი დოზა შეადგენს 500 მგ-ს ყოველ
12 საათში. თუ 3-4 კვირის განმავლობაში კლინიკური ან ბაქტერიოლოგიური მონაცემების
საფუძველზე გაუმჯობესება არ აღინიშნება, მაშინ დოზა გაზრდილი უნდა იქნას 1000 მგ-
მდე ორჯერ დღეში.
Mycobacterium avium კომპლექსით გამოწვეული დისემინირებული ინფექციის
მკურნალობისას, შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში, რეკომენდირებულია მკურნალობის
გაგრძელება მიკრობიოლოგიური ან კლინიკური ეფექტის მიღწევამდე მკურნალი ექიმის
შეხედულებისამებრ. რეკომენდირებულია კლერითრომიცინის გამოყენება სხვა
ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან კომბინაციაში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში გამოიყენება ისეთივე დოზირება, როგორც
მოზრდილებში.
გამოყენება პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით
არ არის საჭირო დოზის კორექტირება სუსტად გამოხატული ან ზომიერი ღვიძლის
უკმარისობის დროს თირკმელების ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში.
გამოყენება პაციენტებში თირკმელების უკმარისობით
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით 30 მლ-ზე/წთ ნაკლები კრეატინინის
კლირენსით კლარითრომიცინის დოზა შეიძლება ორჯერ იქნას შემცირებული, ანუ 250 მგ-
მდე ერთხელ დღეში ან 250 მგ ორჯერ დღეში უფრო მძიმე ინფექციების დროს. ასეთ
პაციენტებში მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 14 დღეზე მეტ ხანს. რადგანაც ტაბლეტი
არ უნდა იქნას გაყოფილი. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის კლარითრომიცინი 500
მგ ტაბლეტები დანიშვნა აღნიშნულ პაციენტებში.
უკუჩვენებები
• ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე
კომპონენტის, ან სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკების მიმართ.
• რადგანაც არ არის რეკომენდირებული ტაბლეტების გაყოფა, კლარითრომიცინის
ტაბლეტები 500 მგ უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის 30 მლ-ზე/წთ ნაკლები
კრეატინინის კლირენსით.
ასეთ პაციენტებში შეიძლება გამოყენებული იქნას პრეპარატის სხვა წამლისმიერი
ფორმები.
• კლარითრიმიცინის და ნებისმიერი შემდეგი პრეპარატის ერთდროულად მიღება:
ასთემიზოლის, ციზაპრიდის, პიმოზიდის და ტერფენადინის (რადგანაც ამან შეიძლება
გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება და გულის არითმიების განვითარება,
პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, პარკუჭების ფიბრილაციის და ”პირუეტის” ტიპის
პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ჩათვლით).
• კლარითრომიცინის და ერგოტამინის ან დიჰიდროერგოტამინის ერთდროული გამოყენება
(რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს ერგოტოქსიკურობა).
• უკუნაჩვენებია კლარითრომიცინის და ტიკაგრელოლის ან რანოლაზინის ერთდროულად
მიღება.
• კლარითრომიცინის და ტრიაზოლბენზოდიაზეპინების ერთდროულად მიღება, როგორიცაა
ტრიაზოლამი და მიდაზოლამი პერორალური მიღებისათვის.
საერთაშორისო დასახელება - clarithromycin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → მაკროლიდები
შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას 250 მგ ან 500 მგ კლარითრომიცინს.
დამხმარე ნივთიერებებს: სიმინდის სახამებელს, მიკროკრისტალურ ცელულოზას,
კრემნიუმის დიოქსიდს კოლოიდურს უწყლოს, პრეჟელატინიზირებულ სახამებელს, კალიუმის
პოლაკრილინს, ტალკს, მაგნიუმის სტეარატს, ტიტანის დიოქსიდს, პროპილენგლიკოლს,
ჰიპრომელოზას, საღებავს რკინის ოქსიდს ყვითელს (E 172).
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკრობული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის. მაკროლიდები.
გამოყენების წესი და დოზირება
არ არის რეკომენდირებული ტაბლეტის გატეხვა. იგი მთლიანად უნდა გადაიყლაპოს, მცირე
რაოდენობის წყლის დაყოლებით.
პრეპარატის მიღების დროის გამოტოვების შემთხვევაში, საჭიროა გამოტოვებული დოზის
რაც შეიძლება ადრე მიღება. მაგრამ, თუ მოახლოვდა მომდევნო მიღების დრო, მაშინ არ
არის რეკომენდირებული პრეპარატის დოზის გაორმაგება, გამოტოვებულის
საკომპენსაციოდ.
მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ნიშნავენ 250 მგ-ს ყოველ 12
საათში. მძიმე ინფექციების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაზრდილი იქნას 500 მგ-მდე
ყოველ 12 საათში. ჩვეულებრივ მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 6-14 დღეს.
H. pylori ერადიკაციისათვის ინიშნება დოზა 500 მგ ორჯერ დღეში, ჩვეულებრივ 7-14
დღის განმავლობაში, სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში.
პაციენტებში Mycobacterium avium ინფექციით საწყისი დოზა შეადგენს 500 მგ-ს ყოველ
12 საათში. თუ 3-4 კვირის განმავლობაში კლინიკური ან ბაქტერიოლოგიური მონაცემების
საფუძველზე გაუმჯობესება არ აღინიშნება, მაშინ დოზა გაზრდილი უნდა იქნას 1000 მგ-
მდე ორჯერ დღეში.
Mycobacterium avium კომპლექსით გამოწვეული დისემინირებული ინფექციის
მკურნალობისას, შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში, რეკომენდირებულია მკურნალობის
გაგრძელება მიკრობიოლოგიური ან კლინიკური ეფექტის მიღწევამდე მკურნალი ექიმის
შეხედულებისამებრ. რეკომენდირებულია კლერითრომიცინის გამოყენება სხვა
ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან კომბინაციაში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში გამოიყენება ისეთივე დოზირება, როგორც
მოზრდილებში.
გამოყენება პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით
არ არის საჭირო დოზის კორექტირება სუსტად გამოხატული ან ზომიერი ღვიძლის
უკმარისობის დროს თირკმელების ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში.
გამოყენება პაციენტებში თირკმელების უკმარისობით
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით 30 მლ-ზე/წთ ნაკლები კრეატინინის
კლირენსით კლარითრომიცინის დოზა შეიძლება ორჯერ იქნას შემცირებული, ანუ 250 მგ-
მდე ერთხელ დღეში ან 250 მგ ორჯერ დღეში უფრო მძიმე ინფექციების დროს. ასეთ
პაციენტებში მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 14 დღეზე მეტ ხანს. რადგანაც ტაბლეტი
არ უნდა იქნას გაყოფილი. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის კლარითრომიცინი 500
მგ ტაბლეტები დანიშვნა აღნიშნულ პაციენტებში.
უკუჩვენებები
• ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე
კომპონენტის, ან სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკების მიმართ.
• რადგანაც არ არის რეკომენდირებული ტაბლეტების გაყოფა, კლარითრომიცინის
ტაბლეტები 500 მგ უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის 30 მლ-ზე/წთ ნაკლები
კრეატინინის კლირენსით.
ასეთ პაციენტებში შეიძლება გამოყენებული იქნას პრეპარატის სხვა წამლისმიერი
ფორმები.
• კლარითრიმიცინის და ნებისმიერი შემდეგი პრეპარატის ერთდროულად მიღება:
ასთემიზოლის, ციზაპრიდის, პიმოზიდის და ტერფენადინის (რადგანაც ამან შეიძლება
გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება და გულის არითმიების განვითარება,
პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, პარკუჭების ფიბრილაციის და ”პირუეტის” ტიპის
პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ჩათვლით).
• კლარითრომიცინის და ერგოტამინის ან დიჰიდროერგოტამინის ერთდროული გამოყენება
(რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს ერგოტოქსიკურობა).
• უკუნაჩვენებია კლარითრომიცინის და ტიკაგრელოლის ან რანოლაზინის ერთდროულად
მიღება.
• კლარითრომიცინის და ტრიაზოლბენზოდიაზეპინების ერთდროულად მიღება, როგორიცაა
ტრიაზოლამი და მიდაზოლამი პერორალური მიღებისათვის.
**შემადგენლობა **
1 ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას 250 მგ ან 500 მგ კლარითრომიცინს.
დამხმარე ნივთიერებებს: სიმინდის სახამებელს, მიკროკრისტალურ ცელულოზას,
კრემნიუმის დიოქსიდს კოლოიდურს უწყლოს, პრეჟელატინიზირებულ სახამებელს, კალიუმის
პოლაკრილინს, ტალკს, მაგნიუმის სტეარატს, ტიტანის დიოქსიდს, პროპილენგლიკოლს,
ჰიპრომელოზას, საღებავს რკინის ოქსიდს ყვითელს (E 172).
**აღწერილობა **
გარსით დაფარული ოვალური, ორმხრივამობურცული, ოდნავ მოყავისფრო-მოყვითალო ფერის
ტაბლეტები.
**ფარმაკოთერაპიული ჯგუფი **
ანტიმიკრობული საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის. მაკროლიდები.
ათქ კოდი [J01FA09].
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
მოქმედების მექანიზმი
კლარითრომიცინი - ერითრომიცინის ნახევრად სინთეზური წარმოებული, მაკროლიდი.
უკავშირდება რა 50შ რიბოსომალური სუბერთეულის ღ-ლოკუსს, თრგუნავს ცილის სინთეზს
მიკრობულ უჯრედში, რაც შედეგად იწვევს მისი ნორნალური ფუნქციონირების შეწყვეტას.
მაკროლიდების შერჩევითი შეკავშირება ადამიანის უჯრედის რიბოსომებთან არის მისი
დაბალი ტოქსიკურიბის მიზეზი. ქლორამფენიკოლი, ლინკოზამიდები და ზოგიერთი
ბაქტერიები კონკურირებენ მაკროლიდებთან ღ-ლოკუსთან შეკავშირებაზე, რაც იწვევს
ანტაგონისტურ მოქმედებას.
კლარითრომიცინის გარდა, მის მეტაბოლიტს 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინს ასევე გააჩნია
ანტიბაქტერიული ეფექტი, მოქმედებს რა Haemophilus influenza-ს მიმართ ორჯერ უფრო
აქტიურად, ვიდრე კლარითრომიცინი.
კლარითრომიცინი მოქმედებს ბაქტერიოსტატურად. მაგრამ მისი მოქმედება დამოკიდებულია
მაკროლიდის დოზაზე, ბაქტერიების რაოდენობაზე და მიკროორგანიზმის სასიცოცხლო
ციკლის სტადიაზე, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მოახდინოს ასევე
ბაქტერიციდული მოქმედება ძირითადად Streptococcus pyogenes, Streptococcus
pneumoniae da Moraxella catarrhalis-ზე. მაკროლიდების ეფექტურობის საუკეთესო
მაჩვენებელს, კლინიკური ცდების თანახმად, წარმოადგენს დროის გაანგარიშება,
როდესაც ანტიბიოტიკის კონცენტრაცია შრატში მაღალია მინიმალურ მაინჰიბირებელ
კონცენტრაციაზე.
ანტიბაქტერიული ეფექტურობა
კლარითრომიცინი ახდენს ბაქტერიოსტატურ და ბაქტერიციდულ მოქმედებას გრამადებით და
გრამუარყოფით ბაქტერიებზე, როგორიცაა აერობები, ანაერობები, ფაკულტატური
ანაერობები და სხვა ბაქტერიები (მიკოპლაზმა, ურეაპლაზმა, ქლამიდია, ლეგიონელა) და
ატიპიური მიკობაქტერიები.
ცხრილი 1: კლარითრომიცინ-მგრძნობიარე ბაქტერიები
აერობები, გრამდადებითი ბაქტერიები | აერობები, გრამუარყოფითი ბაქტერიები | ანაერობული ბაქტერიები
---|---|---
Streptococcus pyogenes | Haemophilus influenzae | გრამდადებითი ბაქტერიები
Streptococcus pneumoniae | Moraxella catarrhalis | Eubacterium spp.
Methicillin-susceptible Staphylococcus aureus | Legionella pneumophila | Clostridium perfingens
Stre ptococcus agalactiae | Neissena gonorrhoeae | Peptococcus spp.
Streptococcus viridans | Helicobacter pylori | Peptostreptococcus spp.
Corynebacteium spp | Campylobacter jejuni | Propionobacterium acnes
Listeria monocytogenes | Bordetella pertussis |
Bacillus spp. | Pasteurella multocida | გრამუარყოფითი ბაქტერიები
| | Bacteroides spp.
| | Bacteroides fragilis
| | Prevotella melaninogenica
სხვა მიკროორგანიზმები
Chlamidia pneumonia Mycobacterium avium complex
Chlamidia trachomatis Mycobacterium fortuitum
Mycoplasma pneumoniae Mycobacterium chelonae
Ureaplasma urealyticum Mycobacterium kansasii
Borrelia burgdorferi Mycobacterium xenopi
Toxoplasma gondii Mycobacterium leprae
სტანდარტული პროცედურები (NCCLS), დაფუძნებული განზავების მეთოდზე, გამოიყენება
კლარითრომიცინისადმი ბაქტერიების მგრძნობელობის განსაზღვრისათვის. ბაქტერიები
მგრძნობიარენი არიან კლარითრომიცინისადმი, თუ მინიმალური მაინჰიბირებელი
კონცენტრაცია შეადგენს ≤2მგ/მლ და მდგრადები არინ, თუ მინიმალური მაინჰიბირებელი
კონცენტრაცია ≥8 მგ/მლ. სტრეპტოკოკებისათვის, მათ შორის პნევმოკოკებისათვის,
მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის (MIC) ზღვარი მგრძნობელობისთვის
≤0,25მგ/მლ და მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაციის ზღვარი
რეზისტენტობისათვის ≥1,0 მგ/მლ. Haemophilus influenzae მგრძნობიარეა, თუ MIC
≤8მგ/მლ და მდგრადია, თუ MIC≥32 მგ/მლ.
ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი რეზისტენტობის ევროპული კონტროლის სისტემაში
მონაწილე 28 ქვეყანამ 2004 წელს გამოაქვეყნა მონაცემები შტრეპტოცოცცუს პნეუმონია
ინვაზიური შტამების რეზისტენტობის შესახებ 1999-დან 2002 წლის ჩათვლით პერიოდში.
ზოგადად, პნევმოკოკების რეზისტენტობამ პენიცილინისადმი შეადგინა 10%,
ერითრომიცინისადმი 17%. პნევმოკოკების 6% რეზისტენტული იყო პენიცილინისადმიც და
ერითრომიცინისადმიც. ყველაზე მაღალი რეზისტენტობა პენიცილინისადმი და
ერითრომიცინისადმი აღინიშნებოდა სამხრეთ ევროპაში, განსაკუთრებით ესპანეთსა და
საფრანგეთში, 25%-ზე მეტი.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
კლარითრომიცინი მდგრადია კუჭის წვენის არსებობის პირობებში. ბიოშეღწევადობა
შეადგენს პერორალურად მიღებული დოზის დაახლოებით 55%-ს. საკვები ანელებს შეწოვას,
მაგრამ არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას კლარითრომიცინის ბიოშეღწევადობაზე.
კლარითრომიცინის დაახლოებით 20% სწრაფად მეტაბოლიზდება 14-ჰიდროკლარითრომიცინად,
რომელსაც გააჩნია კლარითრომიცინის ანალოგიური ბიოლოგიური ეფექტი. ჯანმრთელ
მოხალისეებში ეს მეტაბოლიტი აღწევს შრატისმიერ კონცენტრაციებს პერორალურად
მიღებული დოზის ოდენობის პროპორციულად. მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში მიიღწევა
3 საათის შემდეგ. 250 მგ დოზით კლარითრომიცინის შიგნით ერთჯერადად მიღების
შემდეგ, საშუალო კონცენტრაციები შეადგენენ 0,62 მგკ-დან/მლ 0,84 მკგ-მდე/მლ; 500
მგ კლარითრომიცინის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, საშუალო კონცენტრაციები
შეადგენენ 1,77 მკგ-დან/მლ 1,89 მკგ-მდე/მლ. 14-ჰიდროქსიმეტაბოლიტის შესაბამისი
კონცენტრაციები შეადგენენ 0,4 მკგ-დან/მლ 0,7 მკგ-მდე/მლ 250 მგ დოზის შემდეგ და
0,67 მკგ-დან/მლ 0,8 მკგ-მდე/მლ 500 მგ დოზის შემდეგ. მრუდის ქვეშ
კონცენტრაცია/დრო ფართობის (AUC Xდრო) მნიშვნელობები შეადგენენ 4 მკგ/მლ X სთ 250
მგ დოზისათვის და 11 მკგ/მლ X სთ - 500 მგ დოზისათვის.
წონასწორული კონცენტრაციები მიიღწევა ორჯერ დღეში კლარითრომიცინის 250 მგ მეხუთე
დოზის შემდეგ, კლარითრომიცინის მაქსიმალური კონცენტრაცია - 1 მკგ/მლ,
14-ჰიდროქსიკლარითრომიცინის - 0,6 მკგ/მლ. ბავშვებში, რომლებიც იღებენ
კლარითრომიცინს სუსპენზიის სახით პერორალური გამოყენებისათვის, ანუ 7,5 მგ/კგ
სხეულის მასაზე ყოველ 12 საათში, მაქსიმალური წონასწორული კონცენტრაცია- 3მკგ-
დან/მლ 7 მკგ-მდე/მლ, და 14-ჰიდროქსიმეტაბოლიტის შესაბამისი კონცენტრაცია - 1
მკგ-დან/მლ 2 მკგ-მდე/მლ.
ქსოვილებში შეღწევა
მაკროლიდებს გააჩნიათ იონიზაციის დაბალი ხარისხი და ცხიმებში ხსნადია, რაც
უზრუნველყოფს ორგანიზმის სითხეებსა და ქსოვილებში კარგ შეღწევას.
მთლიანობაში, კლარითრომიცინის კონცენტრაციები ქსოვილებში დაახლოებით 10 ჯერ უფრო
მაღალია შრატისმიერზე. მაღალი კონცენტრაციები აღინიშნება ფილტვებში (8,8 მგ/კგ),
ნუშისებრ ჯირკვლებში (1,6 მგ/კგ), ცხვირის ლორწოვან გარსში, კანზე, ნერწყვში,
ალვეოლებში, ნახველში და შუა ყურში. კლარითრომიცინის განაწილების მოცულობა
ჯანრთელ მოხალისეებში 250 მგ ან 500 მგ ერთჯერადი დოზის შემდეგ შეადგენს 226-დან
2266-მდე ლ-ს ან 2,5 ლ/კგ. 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინის განაწილების მოცულობა
შეადგენს 304 309-მდე ლ-ს. კლარითრომიცინის შეკავშირება სისხლის შრატის ცილებთან
არის დაბალი და შექცევადი.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა
კლარითრომიცინი მეტაბოლიზდება ღვიძლში. აღმოჩენილი იქნა მინიმუმ 7 მეტაბოლიტი.
მათგან ყველაზე მნიშვნელვანი არის 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინი. კლარითრომიცინი
გამოიყოფა შარდით, როგორც მეტაბოლიტების სახით, ასევე უცვლელი სახით; მცირე
რაოდენობით - განავალით (4%). 250 მგ დოზის დაახლოებით 20% და 500 მგ დოზის 30%
გამოიყოდა შარდით უცვლელი სახით. დოზის 10-დან 15%-მდე გამოიყოფა შარდით
14-ჰიდროქსიკლარითრომიცინის სახით.
კლარითრომიცინის ნახევრად გამოყოფის პერიოდი დოზით 250/12 სთ - 3-დან 4
საათამდეა, 500 მგ/12სთ დოზის შემთხვევაში - 5-დან 7 საათამდე.
ასაკის და დაავადებების ზეგავლენა ფარმაკოკინეტიკაზე
ბავშვები და ახალშობილები: კვლევების მონაცემების მიხედვით კლარითრომიცინის
ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში დოზის შემთხვევაში 7,5 მგ/კგ სხეულის მასაზე ორჯერ
დღეში ანალოგიურია ფარმაკოკინეტიკისა მოზრდილებში.
ხანდაზმული ასაკის პირები: შედეგები აჩვენებენ, რომ არ არის საჭირო ხანდაზმული
ასაკის პაციენტების მიერ მისაღები დოზის კორექტირება მათში თირკმელების ფუნქციის
მძიმე დარღვევების არარსებობის შემთხვევაში.
დაავადებების ზეგავლენა ფარმაკოკინეტიკაზე: შიგნით 200 მგ კლარითრომიცინის
მიღების შემდეგ პაციენტებში თირკმელების მძიმე უკმარისობით ჯანმრთელ
მოხალისეებთან შედარებით აღინიშნებოდა მაქსიმალური კონცენტრაციის და AUC ზრდა და
კლარითრომიცინის ელიმინაციის შემცირება. ავადმყოფებში თირკმელების მძიმე
უკმარისობით კლარითრომიცინის გამოყოფა მცირდება 26,5%-დან 3,3 %-მდე ჯანმრთელ
პაციენტებთან შედარებით. აღნიშნული შედეგები აჩვენებენ, რომ აუცილებელია დოზის
შემცირება ან დოზირების ინტერვალის გახანგრძლივება პაციენტებში თირკმელების მძიმე
უკმარისობით. კლარითრომიცინის სტაციონარული კონცენტრაციები პაციენტები ღვიძლის
უკმარისობით არ განსხვავდება კონცენტრაციებისაგან ჯანმრთელ პაციენტებში, იმ დროს,
როდესაც 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინის კონცენტრაცია უფრო დაბალია.
გამოყენების ჩვენება
• სასუნთქი გზების ზედა განყოფილების ინფექციები (ტონზილიტი, ფარინგიტი), მწვავე
სინუსიტი;
• სასუნთქი გზების ქვედა განყოფილების ინფექციები (ბრონქიტი, არაჰოსპიტალური
პნევმონია და ატიპიური პნევმონია);
• კანის და კანქვეშა ქსოვილების ინფექციები (იმპეტიგო, წითელი ქარი, ფოლიკულიტი,
ფურუნკულები და ინფიცირებული ჭრილობები);
• ლოკალიზებული მიკობაქტერიული ინფექციები (Mycobacterium avium complex,
Mycobacterium kansasii, Mycobacterium marinum, Mycobacterium leprae);
• H. pylori ერადიკაცია ავადმყოფებში კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი
დაავადებით (ყოველთვის სხვა სამკურნალო პრეპარატებთან კომბინაციაში).
ფრომილიდი ტაბლეტები ნაჩვენებია სამკურნალოდ მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი
ასაკის ბავშვებში.
აუცილებელია ანტიბაქტერიული პრეპარატების სათანადო გამოყენების ოფიციალური
რეკომენდაციების გათვალისწინება.
გამოყენების წესი და დოზირება
არ არის რეკომენდირებული ტაბლეტის გატეხვა. იგი მთლიანად უნდა გადაიყლაპოს, მცირე
რაოდენობის წყლის დაყოლებით.
პრეპარატის მიღების დროის გამოტოვების შემთხვევაში, საჭიროა გამოტოვებული დოზის
რაც შეიძლება ადრე მიღება. მაგრამ, თუ მოახლოვდა მომდევნო მიღების დრო, მაშინ არ
არის რეკომენდირებული პრეპარატის დოზის გაორმაგება, გამოტოვებულის
საკომპენსაციოდ.
მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ნიშნავენ 250 მგ-ს ყოველ 12
საათში. მძიმე ინფექციების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაზრდილი იქნას 500 მგ-მდე
ყოველ 12 საათში. ჩვეულებრივ მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 6-14 დღეს.
H. pylori ერადიკაციისათვის ინიშნება დოზა 500 მგ ორჯერ დღეში, ჩვეულებრივ 7-14
დღის განმავლობაში, სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში.
პაციენტებში Mycobacterium avium ინფექციით საწყისი დოზა შეადგენს 500 მგ-ს ყოველ
12 საათში. თუ 3-4 კვირის განმავლობაში კლინიკური ან ბაქტერიოლოგიური მონაცემების
საფუძველზე გაუმჯობესება არ აღინიშნება, მაშინ დოზა გაზრდილი უნდა იქნას 1000 მგ-
მდე ორჯერ დღეში.
Mycobacterium avium კომპლექსით გამოწვეული დისემინირებული ინფექციის
მკურნალობისას, შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში, რეკომენდირებულია მკურნალობის
გაგრძელება მიკრობიოლოგიური ან კლინიკური ეფექტის მიღწევამდე მკურნალი ექიმის
შეხედულებისამებრ. რეკომენდირებულია კლერითრომიცინის გამოყენება სხვა
ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან კომბინაციაში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში გამოიყენება ისეთივე დოზირება, როგორც
მოზრდილებში.
გამოყენება პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით
არ არის საჭირო დოზის კორექტირება სუსტად გამოხატული ან ზომიერი ღვიძლის
უკმარისობის დროს თირკმელების ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში.
გამოყენება პაციენტებში თირკმელების უკმარისობით
პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით 30 მლ-ზე/წთ ნაკლები კრეატინინის
კლირენსით კლარითრომიცინის დოზა შეიძლება ორჯერ იქნას შემცირებული, ანუ 250 მგ-
მდე ერთხელ დღეში ან 250 მგ ორჯერ დღეში უფრო მძიმე ინფექციების დროს. ასეთ
პაციენტებში მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 14 დღეზე მეტ ხანს. რადგანაც ტაბლეტი
არ უნდა იქნას გაყოფილი. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის კლარითრომიცინი 500
მგ ტაბლეტები დანიშვნა აღნიშნულ პაციენტებში.
გვერდითი მოქმედება
ა) უსაფრთხოების ჯამური პროფილი
კლარითრომიცინით მკურნალობასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი და გავრცელებული
გვერდითი ეფექტები, როგორც მოზრდილებსა, ასევე ბავშვებში, არის ტკივილი მუცლის
არეში, დიარეა, გულისრევა, ღებინება და გემოვნებითი შეგრძნებების დარღვევა. ეს
გვერდითი ეფექტები, როგორც წესი, უმნიშვნელოა ინტენსივობის მიხედვით და ემთხვევა
მაკროლიდული ანტიბიოტიკების უსაფრთხოების ცნობილ პროფილს.
კლინიკური კვლევების დროს არ ყოფილა გამოვლენილი ამ გვერდითი რეაქციების გაჩენის
სიხშირის რაიმე მნიშვნელოვანი სხვაობა პაციენტთა ჯგუფებში მიკობაქტერიული
ინფექციებით ან მათ გარეშე.
ბ) გვერდითი რეაქციების ჯამური ცხრილი
ქვემოთ წარმოდგენილია რეაქციები, რომლებიც გაჩნდა კლინიკური კვლევების და
კლარითრომიცინის სხვადასხვა სამკურნალო ფორმების და დოზირებების პოსტმარკეტინგული
გამოყენებისას, მათ შორის პროლონგორებული მოქმედების.
კლარითრომიცინის მკურნალობისას აღნიშნული გვერდითი ეფექტები კლასიფიცირდება
შესაბამის ჯგუფებად ორგანოების სისტემების და აღნიშვნის სიხშირის მიხედვით:
• ძალიან ხშირი (≥ 1/10),
• ხშირი (≥ 1/1000 < 1/10-მდე),
• არახშირი (≥ 1/1000 < 1/10-მდე),
• სიხშირე უცნობია (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების
საფუძველზე).
თითოეული ჯგუფის ფარგლებში პრეპარატის გვერდითი ეფექტები წარმოდგენილია სიმძიმის
შემცირების მიხედვით.
ორგანოების სისტემები | ხშირად | არახშირად | ძალიან იშვიათად
---|---|---|---
ინფექციები და ინვაზიები | | კანდიდოზი, გასტროენტერიტი1, ინფექცია2, ვაგინალური ინფექცია | ფსევდომემბრანოზული კოლიტი, წითელი ქარი
დარღვევები სისხლისა და ლიმფატური სისტემის მხრივ | | ლეიკოპენია, ნეიტროპენია3, თრომბოციტოპენია2, ეოზინოფილია3 | აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ4 | | ჰიპერმგრძნობელობა | ანაფილაქსური რეაქციები, ანგიონევროტული შეშუპება
დარღვევები მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ | | ანორექსია, მადის დაქვეითება |
დარღვევები ფსიქიკის მხრივ | უძილობა | შფოთვა, ნერვოზულობა2, წამოყვირება2 | ფსიქოზები, ცნობიერების არევა, დეპერსონალიზაცია, დეპრესია, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, კოშმარული სიზმრები
დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ | დიზგევზია (გემოვნებითი შეგრძნებების დარღვევა), თავის ტკივილი, გემოვნების დამახინჯება | თავბრუსხვევა, ძილიანობა5, ტრემორი | კრუნჩხვები, აგევზია (გემოს შეგრძნების დაკარგვა), პაროსმია, ანოსმია, პარესთეზია
დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები | | თავბრუსხვევა, სმენის გაუარესება, ხმაური ყურებში | სმენის დაკარგვა
დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ | | QT ინტერვალის გახანგრძლივება, გულისცემის შეგრძნება | “პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია6, პარკუჭოვანი ტაქიკარდია6
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ | | | სისხლჩაქცევა7
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ | | სისხლდენა ცხვირიდან |
დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ | დიარეა, გულისრევა, დისპეფსია, ღებინება, მუცლის ტკივილი | გასტოეზოფაგეალური რეფლუქსური დაავადება1, გასტრიტი, პროქტალგია1, სტომატიტი, გლოსიტი, მუცლის შებერვა3, შეკრულობა, პირის სიმშრალე, ბოყინი, მეტეორიზმი | მწვავე პანკრეატიტი, ენის ფერის ცვლილება, კბილების შეფერილობის ცვლილება
დარღვევები ჰეპათობილიარული სისტემის მხრივ | ღვიძლის ფუნქციონალური ტესტების ნორმიდან გადახრა | ქოლესტაზი3, ჰეპატიტი3, ალანინამინოტრანსფერაზას, ასპარტატამინოტრანსფერაზას, გამა-გლუტამილტრანსფერაზას დონის მომატება | ღვიძლის უკმარისობა9, ჰეპატოცელულარული სიყვითლე
დარღვევები კანის და კანქვეშა უჯრედისის მხრივ | გამონაყარი, ჰიპერჰიდროზი | ქავილი, ჭინჭრის ციება, მაკულო-პაპულოზური გამონაყარი2 | სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი4, მედიკამენტოზური კანის რეაქცია, რომელსაც ახლავს ეოზინოფილია და სისტემური გამოვლინებები (DRESS), აკნე
დარღვევები საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ | | კუნთების სპაზმები2, მიალგია1 | რაბდომილიოზი1,10, მიოპათია
დარღვევები თირკმელების და საშარდე სისტემის მხრივ | | | თირკმლის უკმარისობა, ინტერსტიციალური ნეფრიტი
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილი | | შეუძლოდ ყოფნა3, ცხელება2, ასტენია, ტკივილი გულმკერდის არეში3, შემცივნება3, დაღლილობა3 |
ლაბორატორიული კვლევები | | ტუტე ფოსფოტაზას დონის მომატება სისხლში3, ლაქტატდეჰიდროგენაზას დონის მომატება3 | საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების მომატება7, პროთრომბინული დონის გაზრდა7, შარდის ფერის ცვლილება
1, 2, 3, 4ამ გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებები იყო მხოლოდ პრეპარატის
შემდეგი ფორმით გამოყენებისას:
1პროლონგორებული მოქმედების ტაბლეტები
2გრანულები სუსპენზიის მოსამზადებლად1პროლონგორებული მოქმედების ტაბლეტები
დაუყოვნებლივი გამოთავისუფლების ტაბლეტები.
4,6,9,10 იხ. ნაწილი ა)
,7,9,10 იხ, ნაწილი გ)
გ) გვერდითი რეაქციების შერჩევით აღწერა
ზოგიერთ შეტყობინებებში რაბდომილიოზის შესახებ ნახსენები იყო კლარითრომიცინის და
სტატინების, ფიბრატების, კოლხიცინის და ალოპურინოლის ერთდროულად გამოყენების
შესახებ.
კლარითრომიცინის და ტრიაზოლამის კომბინირებული გამოყენების პოსტმარკეტინგულმა
კვლევებმა გამოავლინეს ურთიერთქმედების არსებობა და მათი ეფექტები ცენტრალურ
ნერვულ სისტემაზე (მაგალითად, ძილიანობა და ცნობიერების არევა). ცენტრალურ ნერვულ
სისტემაზე ფარმაკოლოგიური მოქმედების გაძლიერების შესაძლებლობის გამო
რეკომენდირებულია ამ სამკურნალო საშუალებების კომბინირებული გამოყენების თავიდან
აცილება.
პაციენტების იშვიათ განცხადებებში, რომელთაგან უმეტესობას აწუხებდა ანატომიური
(ილესტომიის ან კოლოსტომიის ჩათვლით) ან ფუნქციონალური კუჭ-ნაწლავური დარღვევები
ნაწლავური ტრანზიტის შემოკლებული დროით, შეტყობინებები იყო პროლონგრებული
მოქმედების კლარითრომიცინის ტაბლეტების ზეგავლენის შესახებ კუჭის მოქმედებაზე.
ზოგიერთ პაციენტებში აღმოაჩინეს ტაბლეტების ნარჩენები განავალში, ამიტომ ამ
პაციენტებისათვის რეკომენდირებული იყო კლარითრომიცინის სხვა სამკურნალო ფორმაზე
(მაგალითად, სუსპენზია) ან სხვა ანტიბიოტიკზე გადასვლა.
დ) გამოყენება ბავშვებში
ჩატარებული იყო კლინიკური კვლევები კლარითრომიცინის სუსპენზიის გამოყენებით 6
თვიდან 12 წლამდე ბავშვებში.
არ არსებობს საკმარისი მონაცემები კლარითრომიცინის დანიშვნისათვის ინტრავენურად
(ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად) 18 წელზე უმცროსი ასაკის პაციენტებში.
გვერდითი რეაქციები სიხშირე, ტიპი და სიმძიმე სავარაუდოდ ისეთივეა, როგორც
მოზრდილებში.
ე) სხვა პოპულაციები
პაციენტები სუსტი იმუნიტეტით
მიკობაქტერიული ინფექციების მკურნალობისას პაციენტებში შიდსით ან სხვა
იმუნოდეფიციტური დაავადებებით, რომლებიც იღებდნენ კლარითრომიცინს მაღალი დოზებით
ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ძნელი იყო კლარითრომიცინის მიღებასთან
დაკავშირებული გვერდითი ეფექტების განსხვავება ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით
დაავადების ან ინტერკურენტული დაავადებების ნიშნებისაგან.
მოზრდილ პაციენტებში ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები კლარითრომიცინის 1000 მგ
და 2000 მგ საერთო დღიური დოზის გამოყენებისას იყო: გულისრევა, ღებინება, გემოს
შეგრძნების ცვლილება, მუცლის ტკივილი, დიარეა, გამონაყარი, მუცლის შებერვა, თავის
ტკივილი, შეკრულობა, სმენის დარღვევა, ასპარტატამინოტრანსფერაზას და
ალანინამინოტრანსფერაზას შრატისმიერი დონის მომატება. იშვიათად აღინიშნება
ქოშინი, უძილობა, სიმშრალე პირში. გვერდითი რეაქციების გაჩენის სიხშირე
შესადარებელია პაციენტებში, რომლებიც ყოველდღე იღებდნენ 1000მგ და 2000მფ
კლარითრომიცინს, მაგრამ ეს მაჩვენებლი 3-4 ჯერ უფრო მაღალია პაციენტებში, რომელთა
ყოველდღიური სადღეღამისო დოზა შეადგენდა 4000 მგ-ს.
იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტების ლაბორატორიული მაჩვენებლების შეფასებისას
გათვალისიწნებული იყო ზღვრული დასაშვები მნიშვნელობები დონისა, რომელიც იხრებოდა
ნორმიდან მითითებული ტესტისათვის (ანუ უკიდურესი ზედა ან ქვედა ზღვარი). ამ
კრიტერიუმების საფუძველზე პაციენტთა დაახლოებით 2%-3%-ს, რომლებიც იღებდნენ 1000
მგ და 2000 მგ კლარითრომიცინს ყოველდღიურად, გააჩნდა ასპარტატამინოტრანსფერაზას
და ალანინამინოტრანსფერაზას დონეების ანომალური მომატება, და ლეიკოციტების და
თრომბოციტების ანომალურად დაბალი დონეები.
ამ ორი ჯგუფის პაციენტების მცირე პროცენტს გააჩნდა სისხლის შარდოვანას აზოტის
მომატებული კონცენტრაციები. უმნიშვნელო გადახრები ნორმიდან აღინიშნებოდა
პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 4000 მგ-ს დღეში ყველა პარამეტრისათვის,
ლეიკოციტების გარდა.
ჩამოთვლილი გვერდითი რეაქციების აღნიშვნის შემთხვევაში, ასევე რეაქციისა, რომელიც
არ არის მოთითებული გამოყენების ინსტრუქციაში, აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
**ჭარბი დოზირება **
არსებული შეტყობინებები მიუთითებენ იმაზე, რომ კლარითრომიცინის ჭარბმა დოზირებამ
შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების აღნიშვნა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან. ერთ
პაციენტს ბიპოლარული ფსიქოზით ანამნეზში, რომელმაც მიიღო 8 გ კლარითრომიცინი,
განუვითარდა მენტალური სტატუსის დარღვევა, პარანოიდალური ქცევა, ჰიპოკალიემია და
ჰიპოქსემია.
გვერდითი რეაქციები, რომლებიც ახლავს ჭარბ დოზირებას, ნამკურნალები უნდა იქნას
კუჭის ამორეცხვის და სიმპტომატური თერაპიის მეშვეობით. ისევე, როგორც სხვა
მაკროლიდების შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჰემოდიალიზი ან პერიტონელური
დიალიზი მნიშვნელოვნად ცვლიდეს კლარითრომიცინის დონეს სისხლის შრატში.
ინტრავენურად კლარითრომიცინის ჭარბი დოზირებისას, ფხვნილი საინექციო ხსნარის
მოსამზადებლას უნდა მოიხსნას და დაინიშნოს შემანარჩუნებელი თერაპია.
უკუჩვენებები
• ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე
კომპონენტის, ან სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკების მიმართ.
• რადგანაც არ არის რეკომენდირებული ტაბლეტების გაყოფა, კლარითრომიცინის
ტაბლეტები 500 მგ უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის 30 მლ-ზე/წთ ნაკლები
კრეატინინის კლირენსით.
ასეთ პაციენტებში შეიძლება გამოყენებული იქნას პრეპარატის სხვა წამლისმიერი
ფორმები.
• კლარითრიმიცინის და ნებისმიერი შემდეგი პრეპარატის ერთდროულად მიღება:
ასთემიზოლის, ციზაპრიდის, პიმოზიდის და ტერფენადინის (რადგანაც ამან შეიძლება
გამოიწვიოს QT ინტერვალის გახანგრძლივება და გულის არითმიების განვითარება,
პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, პარკუჭების ფიბრილაციის და ”პირუეტის” ტიპის
პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ჩათვლით).
• კლარითრომიცინის და ერგოტამინის ან დიჰიდროერგოტამინის ერთდროული გამოყენება
(რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს ერგოტოქსიკურობა).
• უკუნაჩვენებია კლარითრომიცინის და ტიკაგრელოლის ან რანოლაზინის ერთდროულად
მიღება.
• კლარითრომიცინის და ტრიაზოლბენზოდიაზეპინების ერთდროულად მიღება, როგორიცაა
ტრიაზოლამი და მიდაზოლამი პერორალური მიღებისათვის.
• არ არის რეკომენდირებული კლარითრომიცინის დანიშვნა პაციენტებისათვის
გახანგრძლივებული QT ინტერვალით, გულის პარკუჭოვანი არითმიებით, ”პირუეტის” ტიპის
პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ჩათვლით.
• არ არის რეკომენდირებული კლარითრომიცინის ერთდროულად გამოყენება HMG-COA-
რედუქტაზას ინჰიბიტორებთან (სტატინებთან), ლოვასტატინთან და სიმვასტატინთან,
რაბდომილიოზის განვითარების რისკთან დაკავშირებით. ამ საშუალებებით მკურნალობა
უნდა შეწყდეს კლარითრომიცინით მკურალობის დროს.
• არ არის რეკომენდირბული კლარითრომიცინის დანიშვნა პაციენტებისათვის
ჰიპოკალიემიით (Qთ ინტერვალის გახანგრძლივების რისკის გამო).
• არ არის რეკომენდირებული კლარითრომიცინის დანიშვნა პაციენტებისათვის ღვიძლის
მძიმე უკმარისობით, თირკმელების დარღვეულ ფუნქციასთან კომბინაციაში.
• უკუნაჩვენებია კლარითრომიცინის (ისევე, როგორც CYP3A4 სხვა ძლიერი
ინჰიბიტორების) ერთობლივი მიღება კოლხიცინთან.
სიფრთხილის ზომები
ვინაიდან კლარითრომიცინი მეტაბოლიზდება და გამოიყოფა ორგანიზმიდან ღვიძლით,
საჭიროა სიფრთხილე პრეპარატის დანიშვნისას პაციენტებისათვის ღვიძლის ფუნქციის
დარღვევებით, პაციენტებში თირკმელების ზომიერი ან მძიმე ხარისხის უკმარისობით და
ხანდაზმულ პირებში (65 წელზე უფროსი ასაკი).
კლარითრომიცინის გამოყენებისას დარეგისტირებული იყო ღვიძლის ფუნქციის დარღვევების
შემთხვევები, მათ შორის ღვიძლის ფერმენტების ზრდა, ჰეპატოცელულარული და/ან
ქოლესტაზური ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე.
ზოგიერთ შემთხვევაში იყო შეტყობინებები ღვიძლის უკმარისობის შესახებ ლეტალური
დასასრულით, რომელიც, ძირითადად, ასოცირებული იყო სერიოზულ ძირითად დაავადებებთან
და/ან თანმხლებ მედიკამენტოზურ მკურნალობასთან. აუცილებელია კლარითრომიცინის
გამოყენების შეწყვეტა ჰეპატიტის ისეთი სიმპტომების და გამოვლინებების აღნიშვნის
შემთხვევაში, როგორიცაა ანორექსია, სიყვითლე, შარდის გამუქება, ქავილი ან ტკივილი
მუცლის არეში.
შეტყობინებები Clostidium difficile (CDAD) გამოწვეული დიარეის განვითარების
შესახებ მსუბუქი ხარისხის სიმძიმიდან ფსევდომემბრანულ კოლიტამდე ლეტალური
დასასრულით იყო პრაქტიკულად ყველა ანტიბაქტერიული პრეპარატების, მათ შორის
კლარითრომიცინის, გამოყენებისას. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს Clostidium difficile
გამოწვეული დიარეის განვითარების შესაძლებლობის შესახებ ყველა პაციენტში დიარეით
ანტიბიოტიკების გამოყენების შემდეგ. გარდა ამისა, აუცილებელია ანამნეზის
საგულდაგულო შეგროვება, რადგანაც Clostidium difficile გამოწვეული დიარეის
შესახებ შეტყობინებები იყო ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებიდან 2 თვის
შემდეგ. აუცილებელია მიკრობიოლოგიური კვლევების ჩატარება და ადექვატური
მკურნალობის დანიშვნა.
თავიდან უნდა იქნას აცილებული პერისტალტიკის მაინჰიბირებელი სამკურნალო
საშუალებების გამოყენება.
კოლხიცინი უკუნაჩვენებია პაციენტებისატვის თირკმელების ან ღვიძლის უკმარისობით,
რომლებიც ღებულობენ P-გლიკოპროტეინს ან CYP3A4 ფერმენტის ძლიერ ინჰიბიტორებს. იყო
შეტყობინებები კოლხიცინის ტოსიკურობის (მათ შორის ფატალური დასარულით)
განვითარების შესახებ კლარითრომიცინის და კოლხიცინის ერთროულად გამოყენებისას,
განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, მათ შორის თირკმელების უკმარისობის
ფონზე. დარეგისტრირებული იყო ასეთი პაციენტების რამდენიმე სასიკვდილო შემთხვევა.
უკუნაჩვენებია კლარითრომიცინის და კოლხიცინის ერთდროული მიღება.
საჭიროა სიფრთხილის დაცვა კლარითრომიცინის და ტრიალბენზოდიაზეპინების
კომბინირებული გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP3A4, როგორიცაა
ალპროზოლამი და საინექციო მიდაზოლამი. მიდაზოლამის კლარითრომიცინთან ინტრავენური
გამოყენებისას საჭიროა პაციენტის სათანადო მონიტორინგის ჩატარება დოზის დროული
კორექციისათვის. რეკომენდირებულია სიფრთხილის დაცვა კლარითრომიცინის ერთდროულად
დანიშვნისას სხვა ოტოტოქსიკურ პრეპარატებთან, განსაკუთრებით ამინოგლიკოზიდებთან.
მკურნალობის დროს და მკურნალობის შემდეგ აუცილებელია ვესტიბულარული და სმენის
ფუნქციების მონიტორინგის განხორციელება.
QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკის გამო საჭიროა კლარითრომიცინის სიფრთხილით
გამოყენება პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით, გულის მძიმე უკმარისობით,
ჰიპომაგნიემიით, ბრადიკარდიით (˂50 დარტყმა წუთში), ასევე საჭიროა
კლარითრომიცინის სიფრთხილით ერთდროულად გამოყენება სხვა სამკურნალო
საშუალებებთან, რომლებსაც შეუძლიათ Qთ ინტერვალის გახანგრძლივება. არ არის
რეკომენდირებული კლარითრომიცინის დანიშვნა პაციენტებისათვის თანდაყოლილი ან
შეძენილი დოკუმენტალურად დადასტურებული Qთ ინტერვალის გახანგრძლივებით ან
პარკუჭოვანი არითმიით.
პნევმონია
რადგანაც შესაძლებელია შფრეპტოცოცცუს პნეუმონნე რეზისტენტობის არსებობა
მაკროლიდებისადმი, მნიშვნელოვანია ტესტის ჩატარება მგრძნობელობაზე
კლარითრომიცინის დანიშვნისას არაჰოსპიტალური პნევმონიის სამკურნალოდ.
არაჰოსპიტალური პნევმონიის შემთხვევაში კლარითრომიცინი გამოყენებული უნდა იქნას
სხვა შესაბამის ანტიბიოტიკებთან.
კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმის
ეს ინფექციები ყველაზე ხშირად გამოწვეულია შტაპჰყლოცოცცუს აურეუს და
შტრეპტოცოცცუს პყოგენეს მიკროორგანიზმებით, რომელთაგან თითოეული შეიძლება იყოს
რეზისტენტული მაკროლიდებისადმი. ამიტომ მნიშვნელოვანია მგრძნობელობაზე ტესტის
ჩატარება. იმ შემთხვევებში, როდესაც ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკები ვერ იქნება
გამოყენებული (მაგალითად, ალერგია), სხვა ანტიბიოტიკები, მაგალითად,
კლინდამიცინი, შეიძლება გახდეს შერჩევის პრეპარატი. დღეისათვის მაკროლიდები
თამაშობენ როლს მხოლოდ კანის და რბილი ქსოვილების ზოგიერთი ინფექციის
მკურნალობაში, მაგალითად, ინფექციები, გამოწვეული Corynebacterium minutissimum
(ერიტრაზმა), acne vulgaris, წითელი ქარი; და სიტუაციებში, როდესაც არ შეიძლება
პენიცილინებით მკურნალობის გამოყენება.
ჰიპერმგრძნობელობის მძიმე მწვავე რეაქციების განვითარებისას, როგორიცაა
ანაფილაქსიური შოკი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული
ნეკროლიზი, კლარითრომიცინის თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაწყებული
იქნას შესაბამისი მკურნალობა.
კლარითრომიცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებულიCYP3A4 ციტოქრომის ფერმენტის
ინდუქტორებთან ერთდროულად დანიშვნისას.
HMG-COA-რედუქტაზას ინჰიბიტორები
კლარითრომიცინის კომბინირებული გამოყენება ლოვასტატინთან ან სიმვასტატინთან
უკუნაჩვენებია.
სხვა მაკროლიდების მსგავსად, კლარითრომიცინი იწვევდა HMG-COA-რედუქტაზას
ინჰიბიტორების კონცენტრაციის ზრდას. იშვიათად იყო შეტყობინებები რაბდომილიოზის
განვითარების შესახებ პაციენტებში ამ სამკურნალო საშუალებების კომბინირებული
გამოყენების დროს. აუცილებელია პაციენტებზე დაკვირვება მიოპათიის ნიშნების და
სიმპტომების არსებობის საგანზე.
იშვიათად იყო შეტყობინებები რაბდომილიოზის განვითარების შესახებ პაციენტებში
კლარითრომიცინის ატორვასტატინთან ან როზუვასტატინთან კომბინირებული გამოყენების
დროს.
ერთდროული გამოყენების შემთხვევაში ატორვასტატინის ან როზუვასტატინის დოზა
მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. მიღებული უნდა იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება
სტატინის დოზის კორექტირების ან სტატინის გამოყენების თაობაზე, რომელიც არ არის
დამოკიდებული CYP3A4 მეტაბოლიზმზე (მაგალითად, ფლუვასტატინი ან პრავასტატინი).
პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები/ინსულინი
კლარითრომიცინის და პერორალური ჰიპოკლიკემიური საშუალებების და/ან ინსულინის
კომბინირებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გამოხატული ჰიპოგლიკემია.
რეკომენდირებულია გლუკოზის დონის სათანადო მონიტრინგი.
პერორალური ანტიკოაგულანტები
კლარითრომიცინის ვარფარინთან კომბინირებული გამოყენებისას არსებობს სერიოზული
სისხლდენის გაჩენის, საერთაშორისო ნორმალოზებული შეფარდების მაჩვენებლის და
პროთრომბინული დროის მნიშვნელოვანი ზრდის რისკი. მანამდე, სანამ პაციენტები
იღებენ ერთდროულად კლარითრომიცინს და პერორალურ ანტიკოაგულანტებს, აუცილებელია
საერთაშორისო ნორმალოზებული შეფარდების მაჩვენებლის და პროთრომბინული დროის
მუდმივი კონტროლი.
ნებისმიერი ანტიმიკრობული თერაპიის, მათ შორის კლარითრომიცინის, გამოყენებამ
H.პყლორი ინფექციის სამკურნალოდ შეიძლება გამოიწვიოს მიკრობული რეზისტენტობის
განვითარება.
ანტიბიოტიკების ხანგრძლივმა ან განმეორებითმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს
არამგრძნობიარე ბაქტერიების და სოკოების ჭარბი ზრდა. სუპერინფექციის გაჩენისას
საჭიროა კლარითრომიცინის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის დაწყება.
ყურადღება უნდა მიექცეს ჯვარედინი რეზისტენტობის შესაძლებლობას კლარითრომიცინსა
და სხვა მაკროლიდებს, ასევე ლინკომიცინსა და კლინდამიცინს შორის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არის რეკომენდირებული კლარითრომიცინის დანიშვნა ორსული ქალებისათვის
სარგებელი/რისკის შეფარდების სათანადო შეფასების გარეშე, განსაკუთრებით ორსულობის
პირველი ტრიმესტრის დროს. თაგვებში, ვირთხებში, კუდღლებსა და მაიმუნებში
ემბრიონსა და ნაყოფზე კლარითრომიცინის მოქმედების შესწავლის შედეგების საფუძველზე
კლარითრომიცინმა მოახდონა ემბრიოფეტალური განვითარების დარღვევის გამოწვევის
შესაძლებლობის დემონსტრირება. ამგვარად, არ არის რეკომენდირებული პრეპარატის
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში სარგებელი/რისკის შეფარდების
სათანადო შეფასების გარეშე. კლარითრომიცინი გამოიყოფა დედის რძით. ამიტომ დედამ
არ უნდა კვებოს ბავშვი ძუძუთი კლარითრომიცინით მკურნალობის დროს.
ზეგავლენა ავტომობილის ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
მონაცემები კლარითრომიცინის ზეგავლენის შესახებ ავტომობილის ან მექანიზმების
მართვის უნარზე არ არსებობს. მაგრამ ავტოტრასნპორტის და სხვა მექანიზმების
მართვის წინ აუცილებელია ნერვული სისტემის მხრივ გვერდითი რექციების გაჩენის
შესაძლებლობის გათვალისწინება, როგორიცაა კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ვერტიგო,
ჰალუცინაციები, ცნობიერების დაბინდვა, დეზორიენტაცია და სხვ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
შემდეგი პრეპარატების გამოყენება მკაცრად უკუნაჩვენებია ურთიერთქმედების მძიმე
შედეგების განვითარების შესაძლებლობის გამო
ციზაპრიდი, პიმოზიდი, ასთემიზოლი ტერფენადინი
ციზაპრიდის დონის მომატება სისხლის შრატში აღინიშნებოდა კლარითრომიცინთან
კომბინირებული გამოყენებისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს QT ინტერვალის
გახანგრძლივება და არითმიების აღნიშვნა, მათ შორის პარკუჭოვანი არითმია,
პარკუჭების ფიბრილაცია და ”პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია. მსგავსი
ეფექტები აღინიშნებოდა კლარითრომიცინის და პიმოზიდის კომბინირებული
გამოყენებისას.
აღნიშნული იყო, რომ მაკროლიდები ცვლიან ტერფენადინის მეტაბოლიზმს, რის შედეგადაც
იზრდება მისი დონე სისხლის შრატში, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს QT
ინტერვალის გახანგრძლივება და არითმიების აღნიშვნა, მათ შორის პარკუჭოვანი
არითმია, პარკუჭების ფიბრილაცია და ”პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია. ერთ
კვლევაში 14 ჯანმრთელ მოხალისეებზე კლარითრომიცინის და ტერფენადინის ერთდროულმა
გამოყენებან აჩვენა სისხლის შრატში ტერფენადინის მჟავა მეტაბოლიტის დონის ზრდა
2-3 ჯერ და QT ინტერვალის გახანგრძლივება, რაც არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი.
მსგავსი ეფექტები აღინიშნებოდა ასთემიზოლის და სხვა მაკროლიდების კომბინირებული
გამოყენებისას.
ერგოტამინი/დიჰიდროერგოტამინი
კლარითრომიცინის და ერგოტამინის ან დიჰიდროერგოტამინის ერთდროული გამოყენება
ასოცირდებოდა მწვავე ერგოტიზმის ნიშნებთან, რასაც ახასიათებდა კიდურების და სხვა
ქსოვილების ვაზოსპაზმი და იშემია, ცენტრალური ნერვული სისტემის ჩათვლით.
კალრითრომიცინის და ამ სამკურნალო საშულებების გამოყენება უკუნაჩვენებია.
HMG-COA-რედუქტაზის ინჰიბიტორები (სტატინები)
მიღებული იქნა შეტყობინებები, რომ კლარითრომიცინის ერთდროული გამოყენება
ლოვასტატინთან ან სიმვასტატინთან, CYP3A4 სისტემით ამ სტატინების მეტაბოლიზმის
შედეგად, იწვევს სისხლის პლაზმაში მათი კონცენტრაციის ზრდას, რაც ზრდის მიოპათიის
განვითარების რისკს, რაბდომილიოზის ჩათვლით. თუ არ შეიძლება კლარითრომიცინით
მკურნალობის თავიდან აცილება, მაშინ ლოვასტატინით ან სიმვასტატინით თერაპია უნდა
შეჩერდეს მკურნალობის კურსის განმავლობაში. იმ სიტუაციებში, როდესაც არ შეიძლება
სტატინების გამოყენების გამორიცხვა კლარითრომიცინის მკურნალობის დროს, უნდა
დაინიშნოს ამ პრეპარატების მინიმალური დოზირება. შეიძლება განხილული იქნას
სტატინების დანიშვნა, რომელთა მეტაბოლიზმი არ არის დაკავშირებული CYP3A4
სისტემასთან.
სხვა სამკურნალო საშუალებების ზეგავლენა კლარითრომიცინის ფარმაკოკინეტიკაზე
სამაკურნალო საშუალებებს, რომლებიც წარმოადგენენ CYP3A4 ინდუქტორებს (მაგალითად,
რიფამპიცინნი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი, კრაზანას პრეპარატები),
შეუძლიათ კლარითრომიცინის მეტაბოლიზმის ინდუცირება. ამან შეიძლება გამოიწვიოს
კლარითრომიცინის სუბთერაპიული დონეები და მისი ეფექტურობის დაქვეითება. გარდა
ამისა, შეიძლება საჭირო გახდეს CYP3A4 ინდუქტორების პლაზმური დონეების
მონიტორინგი, რომლებიც შეიძლება მომატებული იყოს კლარითრომიცინით CYP3A4
ინჰიბირების გამო. რიფაბუტინის და კლარითრომიცინის ერთდროული გამოყენება იწვევდა
რიფაბუტინის დონეების ზრდას და კლარითრომიცინის დონეების დაქვეითებას სისხლის
შრატში უვეიტის გაჩენის რისკის ერთდროულად ზრდასთან.
შემდეგი სამკურნალო საშუალებების გავლენა კლარითრომიცინის კონცენტრაციაზე სისხლში
ცნობილია ან სავარაუდოა, ამიტომ შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შეცვლა ან
ალტერნატიული თერაპიის გამოყენება.
ეფავირენცი, ნევირაპინი, რიფამპიცინი, რიფაბუტინი და რიფაპენტინი
P450 ციტოქრომის ფერმენტების ძლიერ ინდუქტორებს, როგორიცაა ეფავირენცი,
ნევირაპინი, რიფამპიცინი, რიფაბუტინი და რიფაპენტინი, შეუძლიათ კლარითრომიცინის
მეტაბოლიზმის დაჩქარება, სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის შემცირებით, მაგრამ
14-OH-კლატითრომიცინის - მიკრობიოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტის კონცენტრაციის
გაზრდით. რადგანაც კლარითრომიცინის და 14-OH-კლატითრომიცინის მიკრობიოლოგიური
აქტივობა სხვადასხვაა სხვადასხვა ბაქტერიების მიმართ, მოსალოდნელი თერაპიული
ეფექტი შეიძლება ვერ იქნას მიღწეული კლარითრომიცინის და P450 ციტოქრომის
ფერმენტების ინდუქტორების ერთობლივი გამოყენების გამო.
ეტრავირინი
კლარითრომიცინის მოქმედება მცირდებოდა ეტრავირინთან ერთდროულად გამოყენებისას,
მაგრამ აქტიური მეტაბოლიტის 14-OH-კლარითრომიცინის კონცენტრაცია იზრდებოდა.
იმასთან დაკავშირებით, რომ 14-OH-კლატითრომიცინს გააჩნია დაქვეითებული აქტივობა
Mყცობაცტერიუმ ავიუმ კომპლექსის მიმართ, შეიძლება შეცვლილი იქნას ზოგადი აქტივობა
ამ პათოგენის მიმართ. ამგვარად, აუცილებელია კლარითრომიცინით თერაპიის
ალტერნატიული ვარიანტების შეფასება.
ფლუკონაზოლი
ყოველდღიურად 200 მგ ფლუკონაზოლის და ორჯერ დღეში 500 მგ კლარითრომიცინის
ერთრობლივმა მიღებამ 21 ჯანმრთელი მოხალისის მიერ გამოიწვია კლარითრომიცინის
საშუალო მინიმალური წინასწორული კონცენტრაციისა (ჩმინ) და მრუდის ქვეშ ფართობის
(AUჩ) 33%-ით და 18%-ით ზრდა შესაბამისად. აქტიური მეტაბოლიტის 14-OH-
კლატითრომიცინის წონასწორული კონცნეტრაციები მნიშვნელოვნად არ იცვლებოდა
ფლუკონაზოლთან კომბინირებული გამოყენებისას. კლარითრომიცინის დოზის ცვლილება არ
არის საჭირო.
რიტონავირი
ფარმაკოკინეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ყოველ 8 საათში 200 მგ დოზით რიტონავირის
და ყოველ 12 საათში 500 მგ კლარითრომიცინის კომბინირებული მიღება იწვევდა
კლარითრომიცინის მეტაბოლიზმის მნიშნელოვან ინჰიბირებას. რიტონავირთან
კომბინირებული მიღებისას კლარითრომიცინის ჩმახ იზრდებოდა 31%-ით, ჩმინ - 182%-ით
და AUჩ - 77%-ით. აღინიშნებოდა 14-OH-კლატითრომიცინის წარმოქმნის სრული
დათრგუნვა. დიდი თერაპიული დიაპაზონის გამო კლარითრომიცინის დოზის შემცირება
პაციენტებში თირკმელების ნორმალური ფუნქციით არ არის საჭირო. პაციენტებში
თირკმელების უკმარსობით საჭიროა დოზის კორექცია: 30-60 მლ/წთ ჩLცრ დროს
კლარითრომიცინის დოზა უნდა შემცირდეს 50%-ით; ˂ 30 მლ/წთ ჩLცრ დროს -
კლარითრომიცინის დოზა უნდა შემცირდეს 75%-ით. არ არის რეკომენდირებული 1
გ-ზე/დღეში მეტი კლარითრომიცინის დოზების გამოყენება რიტონავირთან ერთად.
დოზის მსგავსი კორექტირება უნდა ჩატარდეს პაციენტებში თირკმელების ფუნქციის
დარღვევებით რიტონავირის გამოყენებისას ფარმაკოკინეტიკური გამაძლიერებლის სახით
აივ-პროტეაზას სხვა ინჰიბიტორებთან ერთად, ატანაზავირის და საკვინავირის ჩათვლით.
კლარითრომიცინის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკაზე
ურთიერთქმედებები CYP3A საფუძველზე
კლარითრომიცინის ერთობლივმა გამოყენებამ, CYP3A ფერმენტის ცნობილი ინჰიბიტორისა,
და პრეპარატისა, რომელიც ძირითადად CYP3A მეტაბოლიზირდება, შეიძლება გამოიწვიოს
უკანასკნელის კონცენტრაციის ზრდა სისხლის პლაზმაში, რასაც, თავის მხრივ, შეუძლია
თერაპიული ეფექტის და გვერდითი რეაქციების გაჩენის რისკის გაძლიერება ან
გახანგრძლივება.
საჭიროა სიფრთხილის დაცვა კლარითრომიცინის გამოყენებისას პაციენტებში, რომლებიც
იღებენ თერაპიას სამკურნალო საშუალებებით - CYP3A სუბსტრატებით, განსაკუთრებით,
თუ CYP3A სუბსტრატს გააჩნია ვიწრო თერაპიული დიაპაზონი (მაგალითად,
კარბამაზეპინიO) და/ან ექსტენსიურად მეტაბოლიზდება ამ ენზიმით.
შეიძლება საჭირო გახდეს დოზის ცვლილება და, შეძლებისდაგვარად, სამკურნალო
საშუალებების შრატისმიერი კონცენტრაციების სათანადო მონიტორინგი, რომელიც CYP3A
მეტაბოლიზდება, პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ კლარითრომიცინს.
ცნობილია (ან სავარაუდოა), რომ შემდეგი სამკურნალო პრეპარატები ან პრეპარატების
ჯგუფები მეტაბოლიზირდებიან ერთი და იგივე CYP3A იზოფერმენტით: ალპრაზოლამი,
ასთემიზოლი, კარბამაზეპინი, ცილოსტაზოლი, ციზაპრიდი, ციკლოსპორინი, დიზოპირამიდი,
ჭვავის რქის ალკალოიდები, ლოვასტატინი, მეთილპრედნიზოლონი, მიდაზოლამი,
ომეპრაზოლი, პერორალური ანტიკოაგულანტები (მაგალითად, ვარფარინი), პიმოზიდი,
ქინიდინი, რიფაბუტინი, სილდენაფილი, სიმვასტატინი, სიროლიმუსი, ტაკროლიმუსი,
ტერფენადინი, ტრიაზოლამი და ვინბლასტინი. ურთიერთქმედების მსგავსი მექანიზმი
აღნიშნულია ფენიტოინის, თეოფილინის და ვალპროატის გამოყენებისას, რომლებიც
მეტაბოლიზდებიან P450 ციტოქრომის სისტემის სხვა იზოფერმენტით.
ანტიარითმიული საშუალებები
არსებობს პოსტმარკეტინგული შეტყობინებები ”პირუეტის” ტიპის პარკუჭოვანი
ტაქიკარდიის განვითარების შესახებ, რომელიც გაჩნდა კლარითრომიცინის ქინიდინთან ან
დიზოპირამიდთან ერთდროულად გამოყენებისას. რეკომენდირებულია ეკგ-მონიტორინგის
ჩატარება QT ინტერვალის გახანგრძლივების დროულად გამოვლენისათვის.
კლარითრომიცინის თერაპიის დროს საჭიროა ამ პრეპარატების პლაზმური კონცენტრაციის
დონეზე დაკვირვება.
ასევე არსებობს პოსტმარკეტინგული შეტყობინებები ჰოპოგლიკემიის შემთხვევების
შესახებ კლარითრომიცინის ან დიზოპირამიდის კომბინირებული მიღებისას.
რეკომენდირებულია გლუკოზის დონის კონტროლირება კლარითრომიცინის და დიზოპირამიდის
კომბინირებული მიღების პერიოდის განმავლობაში.
პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები/ინსულინი
კლარითრომიცინის და ზოგიერთი შაქრის დამწევი პრეპარატების ერთობლივმა
გამოყენებამ, როგორიცაა ნატეგლინიდი და რეპაგლინიდი, შეიძლება გამოიწვიოს
ჰიპოგლიკემია კლარითრომინიცით CYP3A ინჰიბირებით. რეკომენდირებულია გლუკოზის
დონის სათანადო კონტროლი.
ომეპრაზოლი
კლარითრომიცინის (500 მგ ყოველ 8 საათში) გამოყენება ომეპრაზოლთან (40 მგ დღეში)
კომბინაციაში მოზრდილ ჯანმრთელ მოხალისეებში იწვევდა ომეპრაზოლის წონასწორული
კონცენტრაციების ზრდას (Cmax, AUC0-24 და თ1/2 იზრდება 30%-ით, 89%-ით და 34%-ით
შესაბამისად). მხოლოდ ომეპრაზოლის გამოყენებისას კუჭის წვენის pH საშუალო
მნიშვნელობამ 24 საათის განმავლობაში გაზომვისას შეადგინა 5,2, ომერაზოლის
კლარითრომიცინთან კომბინირებული გამოყენებისას - 5,7.
სილდენაფილი, ტადალაფილი და ვარდენაფილი
თითოეული ფოსფოდიესტერაზას ამ ინჰიბიტორებიდან მეტაბოლიზდება (ნაწილობრივ მაინც)
CYP3A მონაწილეობით, რომელიც შეიძლება ინჰიბირებული იქნას კომბინირებულად
გამოყენებადი კლარითრომიცინით.
კლარითრომიცინის და სილდენაფილის, ტადალაფილის ან ვარდენაფილის ერთდროულმა
გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფოსფოდიესტერაზაზე მაინჰიბირებელი ზემოქმედების
ზრდა. ამ პრეპარატების კლარითრომიცინთან კომბინირებული გამოყენებისას საჭიროა
საკითხის განხილვა სილდენაფილის, ტადალაფილის ან ვარდენაფილის დოზის შემცირების
შესახებ.
თეოფილინი, კარბამაზეპინი
კლინიკური კვლევების შედეგებმა აჩვენეს, რომ არსებობს უმნიშვნელო, მაგრამ
სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (p≤0,05) თეოფილინის ან კარბამაზეპინის
კონცენტრაციის ზრდა სისხლის პლაზმაში კლარითრომიცინთან მათი ერთდროულა
გამოყენებისას. შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება.
ტოლტეროდინი
ტოლტეროდინი მეტაბოლიზდება ძირითადად Р450 ციტოქრომის 2D6-იზოფორმის მეშვეობით
(CP2D6). პაციენტებში CYP2D6 არ არსებობით, მეტაბოლიზმი ხორციელდება CYP3А-ს
მეშვეობით. მოცემულ პოპულაციაში CYP3А-ს დათრგუნვა იწვევს ტოლტეროდინის პლაზმური
კონცენტრაციების მნიშვნელოვან ზრდას. ასეთი პაციენტებისათვის ტოლტეროდინის დოზის
შემცირება შეიძლება იყოს აუცილებელია მისი კომბინირებული გამოყენებისას CYP3А
ინჰიბიტორებთან, როგორიცაა კლარითრომიცინი.
ტრიაზოლბენზოდიაზეპინები (მაგალითად ალპრაზოლამი, მიდაზოლამი, ტრიაზოლამი)
როდესაც მიდოზოლამს იღებდნენ კლარითრომიცინის თაბლეტებთან (500 მგ ორჯერ დღეში)
ერთად, მიდაზოლამის AUC იზრდებოდა 2,7 ჯერ მიდაზოლამის ინტრავენური შეყვანისას და
7 ჯერ პერორალურად მიღებისას.
თავი უნდა ავარიდოთ მიდაზოლამის და კლარითრომიცინის ერთდროულ პერორალურ
გამოყენებას. მიდაზოლამის ინტრავენური შეყვანისას კლარითრომიცინთან კომბინაციაში,
აუცილებელია პაციენტის კლინიკური მდგომარეობის სათანადო მონიტორინგი იმისათვის,
რომ დროულად იქნას ჩატარებული დოზის კორექტირება.
სიფრთხილის იგივე ზომები მიღებული უნდა იქნას სხვა ბენზოდიაზეპინების
გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP3А-ს მიერ, მათ შორის ტრიაზოლამის და
ალპრაზოლამის. ბენზოდიაზეპინებისათვის, რომელთა გამოყოფა არ არის დამოკიდებული
CYP3А-ზე (ტემაზეპამი, ნიტრაზეპამი, ლორაზეპამი), ნაკლებად სავარაუდოა
კლარითრომიცინთან კლინიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების
განვითარება.
პოსტმარკეტინგული გამოცდილების დროს დარეგისტრირებული იყო წამლისმიერი
ურთიერთქმედებები და ზეგავლენა ცენტალურ ნერვულ სისტემაზე კლარითრომიცინის და
ტრიაზოლამის ერთდროულად გამოყენებისას (მაგალითად, ძილიანობა და გონების
დაბინდვა). თავი უნდა ავარიდოთ კლარითრომიცინის და ტრიაზოლამის კომბინირებულ
გამოყენებას.
**სხვა სახის ურთიერთქმედებები **
ამინოგლიკოზიდები
რეკომენდირებულია სიფრთხილე კლარითრომიცინის კომბინირებული დანიშვნისას სხვა
ოტოტოქსიკურ პრეპარატებთან, განსაკუთრებით ამინოგლიკოზიდიებთან.
კოლხიცინი
კოლხიცინი წარმოადგენს CYP3А და P-გლიკოპროტეინის (Pgp) სუბსტრატს. ცნობილია, რომ
კლარითრომიცინს და სხვა მაკროლიდებს შეუძლიათ CYP3А და Pgp დათრგუნვა.
კლარითრომიცინის და კოლხიცინის ერთდროული გამოყენებისას კლარითრომიცინით Pgp
და/ან CYP3А დათრგუნვამ შეიძლება გამოიწვიოს კოლხიცინის ექსპოზიციის ზრდა.
საჭიროა პაციენტების მდგომარეობაზე დაკვირვება კოლხიცინის ტოქსიკურობის კლინიკური
სიმპტომების გამოვლენის საგანზე.
კლარითრომიცინის და კოლხიცინის კომბინირებული გამოყენება უკუნაჩვენებია.
დიგოქსინი
დიგოქსინი ითვლება P-გლიკოპროტეინის სუბსტრატად. ცნობილია, რომ კლარითორმიცინს
შეუძლია P-გლიკოპროტეინის ინჰიბირება. როდესაც კლარითრომიცინი და დიგოქსინი
გამოიყენება ერთდროულად, კლარითრომიცინით P-გპ ინჰიბირებამ შეიძლება გამოიწვიოს
დიგოქსინის ზემოქმედების ზრდა. პოსტმარკეტინგული დაკვირვების დროს იყო
შეტყობინებები პლაზმაში დიგოქსინის ზრდის შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ
თანხმლებ თერაპიას კლარითრომიცინით. ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა დიგოქსინის
ტოქსიკურობის ნიშნები, მათ შორის პოტენციურად ფატალური არითმიები. საჭიროა
დიგოქსინის კონცენტრაციის სათანადო კონტროლირება პაციენტების სისხლის შრატში
კლარითრომიცინთან მისი გამოყენებისას.
ზიდოვუდინი
კლარითრომიცინის და ზიდოვუდინის ტაბლეტების ერთდროულმა გამოყენებამ აივ-
ინფიცირებულ პაცენტებში შეიძლება გამოიწვიოს ზიდოვუდინის წონასწორული
კონცენტრაციების შემცირება სისხლის შრატში. კლარითრომიცინს შეუძლია ხელი შეუშალოს
პერორალური ზიდოვუდინის აბსორბციას ერთდროულად მიღებისას, მაგრამ ამის თავიდან
აცილება შეიძლება კლარითრომიცინისა და ზიდოვუდინის მიღებებს შორის არანაკლებ 4
საათის ხანგრძლივობის ინტერვალის დაცვის გზით. ეს ურთიერთქმედება არ აღინიშნებოდა
კლარითრომიცინის გამოყენებისას სუსპენზიის ფორმით ზიდოვუდინთან ან დიდანოზინთან.
ასეთი ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა კლარითრომიცინის ინტრავენური
ინფუზიების დორს.
ფენიტოინი და ვალპროატი
იყო სპონტანური ან გამოქვეყნებული შეტყობინებები CYP3А ინჰიბიტორების
ურთიერთქმედების შესახებ, კლარითრომიცინის ჩათვლით, სამკურნალო საშუალებებთან,
რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP3А (მაგალითად, ფენიტოინი და ვალპროატი).
რეკომენდირებულია ამ სამკურნალო საშულებების დონეების განსაზღვრა სისხლის შრატში
კლარითრომიცინთამ მათი ერთდროულად დანიშვნისას. იყო შეტყობინებები შრატისმიერი
დონეების გაზრდის შესახებ.
შესაძლებელია ასევე ორხმრივ მიმართული მედიკამენტური ურთიერთქმედება
კლარითრომიცინსა და ატაზანავირს, ინტრაკონაზოლს, საკვინავირს შორის.
ორმაგი მედიკამენტური ურთიერთქმედებები
ატაზანავირი
კლარითრომიცინი და ატაზანავირი წარმოადგენენ CYP3А ინჰიბიტორებს და სუბსტრატებს,
და არსებობს ორმხრივ მიმართული მედიკამენტური ურთიერთქმედების მტკიცებულებანი.
კლარითრომიცინის ერთდროული გამოყენება (500 მგ ორჯერ დღეში) ატაზანავირთან (400
მგ ერთხელ დღეში) შედეგად იწვევს კლარითრომიცინის ზემოქმედების 2-ჯერად ზრდას და
70%-ით ამცირებს 14-ჰიდროქსიკლარითრომიცინის მოქმედებას, ატაზანავირის AUC-ის
28%-იანი ზრდით. კლარითრომიცინის დიდი თერაპიული დიაპაზონის გამო პაციენტებში
თირკმელების ნორმალური ფუნქციით არ არის საჭირო დოზის შემცირება.
პაციენტებისათვის თირკმელების ფუნქციის ზომიერი დაზიანებით (კრეატინინის კლირენსი
30-დან 60 მლ-მდე /წთ) კლარითრომიცინის დოზა შემცირებული უნდა იქნას 50%-ით.
პაციენტებისათვის კრეატინინის კლირენსით ˂30 მლ/წთ კლარითრომიცინის დოზა
შემცირებული უნდა იქნას 75%-ით, შესაბამისი დოზირების და სამკურნალო ფორმის
გამოყენებით. კლარითრომიცინის დღეში 1000 მგ-ზე მეტი დოზები არ უნდა იქმას
გამოყენებული პროტეაზას ინჰიბიტორებთან ერთად.
კალციუმის არხების ბლოკატორები
არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკის გამო კლარითრომიცინი სიფრთხილით უნდა
იქნას გამოყენებული ერთდროულად კალციუმის არხების ბლოკატორებთან, რომლებიც
მეტაზოლიზირდება CYP3А (მაგალითად, ვერაპამილი, ამლოდიპინი, დილთიაზემი).
ურთიერთქმედებისას შეიძლება გაიზარდოს, როგორც კლარითომიცინის, ასევე კალციუმი
არხების ბლოკატორების პლაზმური კონცენტრაციები. პაციენტებში, რომლებიც იღებენ
კლარითრომიცინს ვერაპამილთან ერთად, აღინიშნებოდა არტერიული ჰიპტენზია,
ბრადიარითმია და ლაქტოაციდოზი.
იტრაკონაზოლი
კლარითრომიცინი და იტრაკონაზოლი წარმოადგენენ CYP3А სუბსტრატებს და ინჰიბიტორებს,
რაც იწვევს პრეპარატის ორმხრივ მიმართულ ურთიერთქმედებას. კლარითრომიცინს შეუძლია
სისხლის პლაზმაში იტრაკონაზოლის დონის მომატება, იმ დროს, როდესაც იტრაკონაზოლს
შეუძლია კლარითრომიცინის პლაზმური დონეების მომატება. პაციენტები, რომლებიც
იღებენ ერთდროულად იტრაკონაზოლს და კლარითრომიცინს, უნდა იმყოფებოდნენ სთანადო
დაკვირვების ქვეშ ფარმაკოლოგიური ეფექტების ნიშნების და სიმპტომების ან
პროლონგორების დროულად გამოვლენისათვის.
საკვინავირი
კლარითრომიცინი და საკვინავირი წარმოადგენენ CYP3А სუბსტრატებს და ინჰიბიტორებს,
და არსებობს პრეპარატების ორმხრივ მიმართული ურთიერთქმედების მტკიცებულებანი.
კლარითრომიცინის (500 მგ ორჯერ დღეში) და საკვინავირის (რბილი ჟელატინის
კაფსულები, 1200 მგ სამჯერ დღეში) ერთდროულად გამოყენებისას 12 ჯანმრთელი
მოხალისის მიერ სტაციონარში საკვინავირის AUC-ის და Cmax ის მნიშვნელობები
შეადგენდა 177%-ს და 187%-ს, და იყო უფრო მაღალი, ვიდრე საკვინავირის ცალკე
გამოყენების დროს. კლარითრომიცინის AUC-ის და Cmax ის მნიშვნელობები იყო 40%-ით
უფრო მაღალი, ვიდრე კლარითრომიცინის ცალკე გამოყენებისას. დოზის კორექცია არ არის
საჭირო, თუ ორი პრეპარატი გამოიყენება ერთობლივად დროის შეზღუდული პერიოდის
განმავლობაში შესწავლილ დოზებში/შემადგენობაში. რბილი ჟელატინის კაფსულების
გამოყენებით ურთიერთქმედებების კვლევებში მიღებული შედეგები ვერ იქნება
რეპრეზენტაციული ეფექტებთან მიმართებაში საკვინავირის გამოყენებისას მყარი
ჟელატინის კაფსულებით. შედეგები, მიღებული ურთიერთქმედებების კვლევებში მხოლოდ
საკვინავირის გამოყენებისას, ვერ იქნება რეპრეზენტაციული ეფექტებთან მიმართებაში,
რომლებიც აღინიშნება საკვინავირით/რიტონავირით კომბინირებული თერაპიის
შემთხვევაში. საკვინავირის რიტონავირთან ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა
კლარითრომიცინზე რიტონავირის მოქმედების პოტენციური ეფექტების გათავლისწინება.
**შენახვის პირობები **
ინახება სინოტივისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
5 წელი.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის
გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტით.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით