ნერვომიქს ფორტე - NERVOMIX FORTE
ნერვომიქს ფორტე - NERVOMIX FORTE

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფისქოლეფსურები, სხვა საძილე და სედაციური საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა:

კატაბალახას ფესვები 210მგ
სვიის გირჩები 52.5მგ
ბარამბოს ფოთოლი 52,5მგ
კრაზანას ბალახი 35მგ

დამხმარე ნივთიერებები: ტიტანის დიოქსიდი E 171, ერითროზინი E 127, ინდიგო E 132, ჟელატინი.

ნერვომიქსი წარმოადგენს მცენარეული წარმოშობის სედაციური ეფექტის მქონე პროდუქტს, რომელიც ხელს უწყობს ჩაძინებას. მის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებები ამცირებს

ემოციურ დაძაბულობას და გეხმარებათ დაძინებაში. პროდუქტი განკუთვნილია ტრადიციული გამოყენებისთვის მითითებულ ჩვენებებში და მისი ეფექტურობა დაფუძვნებულია მხოლოდ მის ხანგრძლივ გამოყენებასა და გამოცდილებაზე.

ჩვენებები**:
** გამოიყენება ნერვული სისტემის დროებითი ჰიპერაქტიურობის, ( მომატებული აგზნებადობა, შფოთვა, კონცენტრაციის დაქვეითება) და ძილის დარღვევების დროს.

** რეკომენდებული დოზა **

მოზრდილები და მოზარდები 12 წლიდან:
1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში, 1/2 ჭიქა სითხის მიყოლებით.

ადვილად ჩაძინების მიზნით ერთჯერადი დოზა (1-2 კაფსულა) მიიღეთ დაძინებამდე ერთი საათით ადრე.

არ დაღეჭოთ.

ბავშვები და მოზარდები**:**
პრეპარატი რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

გამოყენების ხანგრძლივობა:

არ არის რეკომენდებული 3 კვირაზე მეტი ხნით მიღება.

თუ პრობლემები კვლავ გრძელდება პრეპარატის გამოყენების დროს ან თუ მწვავდება მიმართეთ ექიმს.

არ მიიღოთ ნერვომიქს ფორტე**:**

  • თუ ხართ ალერგიული აქტიური სუბსტანციების ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ.
    - თუ გაქვთ კატაბალახას აუტანლობა.

** **გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:
მკურნალობის დროს მოერიდეთ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას (გარუჯვა, სოლარიუმი). პრეპარატში შემავალმა კრაზანამ შეიძლება გამოიწვიოს სინათლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა განსაკუთრებით ღია ფერის პირებში. თუ პრობლემები შენარჩუნდა ან გამწვავდა გამოყენების პერიოდში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

სხვა პრეპარატები და ნერვომიქს ფორტე**
**არ მიიღოთ სხვა სედაციურ საშუალებებთან, აგრეთვე, თეოფილინთან, ციკლოსპორინთან, ვარფარინთან, დიგოქსინთან, ორალურ კონტრაცეპტივებთან და ალკოჰოლთან ერთად.

თუ იღებთ ჩამოთვლილ პრეპარატებს ან სხვა რეცეპტით გასაცემ პრეპარატებს, ნერვომიქს ფორტეს მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომანქანის და მექანიზმების მართვა
პრეპარატმა შესაძლებელია თქვენი ფსიქოფიზიკური შესაძლებლობები და ავტომანქანის და მექანიკური მოწყობილობების მოძრაობაში მართვის უნარი დათრგუნოს, რის გამოც არ არის

რეკომენდებული ავტომანქანის და მექანიზმების მართვის წინ მიღება.

თუ დაგავიწყდათ ნერვომიქს ფორტეს მიღება**
**ეს გავლენას არ ახდენს მკურნალობის კურსზე. გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

შესაძლო გვერდითი ეფექტები**
**ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
გვერდითი ეფექტები იშვიათად ვლინდება პრეპარატის რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას. სპორადული გვერდითი ეფექტები მოიცავს კატაბალახას ფესვების აუტანლობის სიმპტომებს,

კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევებს, სისუსტეს, სინათლისადმი ჰიპერმგრძნობელობას ფერმკრთალ პაციენტებში. ასეთ შემთხვევებში შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება. თუ სიმპტომებმა არ გაიარა, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

** ** შეინახეთ ბავშვებისათვის შეუმჩნეველ და მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ მშრალ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

კომბინირებული მედიკამენტი

შემადგენლობა:
კატაბალახას ფესვები 210მგ
სვიის გირჩები 52.5მგ
ბარამბოს ფოთოლი 52,5მგ
კრაზანას ბალახი 35მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ტიტანის დიოქსიდი E 171, ერითროზინი E 127, ინდიგო E 132, ჟელატინი. ნერვომიქსი წარმოადგენს მცენარეული წარმოშობის სედაციური ეფექტის მქონე პროდუქტს, რომელიც ხელს უწყობს ჩაძინებას. მის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებები ამცირებს ემოციურ დაძაბულობას და გეხმარებათ დაძინებაში. პროდუქტი განკუთვნილია ტრადიციული გამოყენებისთვის მითითებულ ჩვენებებში და მისი ეფექტურობა დაფუძვნებულია მხოლოდ მის ხანგრძლივ გამოყენებასა და გამოცდილებაზე.

ჩვენებები:
გამოიყენება ნერვული სისტემის დროებითი ჰიპერაქტიურობის, ( მომატებული აგზნებადობა, შფოთვა, კონცენტრაციის დაქვეითება) და ძილის დარღვევების დროს.

რეკომენდებული დოზა
მოზრდილები და მოზარდები 12 წლიდან:
1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში, 1/2 ჭიქა სითხის მიყოლებით.
ადვილად ჩაძინების მიზნით ერთჯერადი დოზა (1-2 კაფსულა) მიიღეთ დაძინებამდე ერთი საათით ადრე.
არ დაღეჭოთ.
ბავშვები და მოზარდები:
პრეპარატი რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
გამოყენების ხანგრძლივობა:
არ არის რეკომენდებული 3 კვირაზე მეტი ხნით მიღება.
თუ პრობლემები კვლავ გრძელდება პრეპარატის გამოყენების დროს ან თუ მწვავდება მიმართეთ ექიმს.

არ მიიღოთ ნერვომიქს ფორტე:
- თუ ხართ ალერგიული აქტიური სუბსტანციების ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ.
- თუ გაქვთ კატაბალახას აუტანლობა.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები:
მკურნალობის დროს მოერიდეთ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას (გარუჯვა, სოლარიუმი). პრეპარატში შემავალმა კრაზანამ შეიძლება გამოიწვიოს სინათლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა განსაკუთრებით ღია ფერის პირებში. თუ პრობლემები შენარჩუნდა ან გამწვავდა გამოყენების პერიოდში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომანქანის და მექანიზმების მართვა
პრეპარატმა შესაძლებელია თქვენი ფსიქოფიზიკური შესაძლებლობები და ავტომანქანის და მექანიკური მოწყობილობების მოძრაობაში მართვის უნარი დათრგუნოს, რის გამოც არ არის რეკომენდებული ავტომანქანის და მექანიზმების მართვის წინ მიღება.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა