ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნოსუპრესანტები, ინტერლეიკინის ინჰიბიტორები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
სკაფო****TM
(SCAPHO TM)
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: სექუკინუმაბი;
თითო ფლაკონი კანქვეშ შესაყვანი ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილით შეიცავს 150 მგ სექუკინუმაბს 1 მლ საინექციო წყლის დამატებისას.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, L-ჰისტიდინი, L-ჰისტიდინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი, პოლისორბატი 80.
წამლის ფორმა.
საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
ინტერლეიკინის ინჰიბიტორები
ათქ კოდი: L04AC10
ჩვენებები.
საშუალო სიმწვავის და მწვავე ფოლაქოვანი ფსორიაზის მკურნალობა მოზრდილ პაციენტებში სტანდარტულ მკურნალობაზე არასათანადო რეაქციის ან უკუჩვენების შემთხვევაში, ან სხვა სისტემური თერაპიის, მათ შორის ციკლოსპორინის, მეტოტრექსატის ან PUVA (ფსორალენი+ულტრაიისფერი სხივები) თერაპიის აუტანლობის დროს.
მოზრდილ პაციენტებში აქტიური ფსორიაზული ართრიტის მკურნალობა მონოთერაპიის სახით ან მეტოტრექსატთან კომბინაციაში.
აქტიური მაანკილოზირებელი სპონდილიტის მკურნალობა მოზრდილ პაციენტებში.
უკუჩვენებები.
მწვავე ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები აქტიური ნივთიერების ან სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ.
მიღების წესი და დოზები.
დოზირების რეჟიმი
საშუალო სიმწვავის და მწვავე ფოლაქოვანი ფსორიაზის მკურნალობა: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 300 მგ-ს კანქვეშა ინექციის სახით 0, 1, 2, 3, 4-ე კვირას, შემდეგ თვეში 1-ჯერ შემანარჩუნებელი დოზის სახით.
თითო 300 მგ დოზა შეჰყავთ ორი 150 მგ კანქვეშა ინექციის სახით.
აქტიური ფსორიაზული ართრიტის მკურნალობა: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 150 მგ-ს კანქვეშა ინექციის სახით 1, 2, 3, 4-ე კვირას, შემდეგ თვეში 1-ჯერ შემანარჩუნებელი დოზის სახით. კლინიკური პასუხის მიხედვით შესაძლებელია პრეპარატის დოზის 300 მგ-მდე გაზრდა.
პაციენტებში, რომლებიც არასათანადოდ რეაგირებენ სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი ალფას (TNFα) ინჰიბიტორებით მკურნალობაზე ან პაციენტებში, რომლებსაც ამავდროულად აღენიშნებათ საშუალო და მწვავე ხარისხის ფსორიაზი, რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 300 მგ-ს კანქვეშა ინექციის სახით 0, 1, 2, 3, 4-ე კვირას, შემდეგ თვეში 1-ჯერ შემანარჩუნებელი დოზის სახით. თითო 300 მგ დოზა შეჰყავთ ორი 150 მგ კანქვეშა ინექციის სახით.
აქტიური მაანკილოზირებელი სპონდილიტის მკურნალობა: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 150 მგ-ს კანქვეშა ინექციის სახით 0, 1, 2, 3 და 4-ე კვირას, შემდეგ თვეში 1-ჯერ შემანარჩუნებელი დოზის სახით. კლინიკური პასუხის მიხედვით შესაძლებელია პრეპარატის დოზის 300 მგ-მდე გაზრდა.
თითო 300 მგ დოზა შეჰყავთ ორი 150 მგ კანქვეშა ინექციის სახით.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები.
ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტები.
აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში პრეპარატ სკაფოსTM გამოყენების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.
ბავშვები.
18 წლამდე ბავშვებში პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი.
ხანდაზმული პაციენტები ( >65 წლის).
დოზების კორექცია არ არის საჭირო.
მიღების წესი.
პრეპარატი სკაფოTM შეჰყავთ კანქვეშა ინექციის სახით. ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილის გამოყენებამდე უნდა მოხდეს პრეპარატის განზავება.
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მედიცინის მუშაკთათვის.
პრეპარატ სკაფოსTM საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილის ფლაკონი 150 მგ უნდა ინახებოდეს მაცივარი 20C - 80C ტემპერატურაზე.
ერთჯერადი გამოყენების ფლაკონი შეიცავს 150 მგ პრეპარატ სკაფოსTM, რომლისგანაც სტერილური წყლით მიიღება საინექციო ხსნარი. ფლაკონი არ გამოიყენება შეფუთვაზე ან ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. თუ ვადა გასულია დააბრუნეთ მთლიანი შეფუთვა აფთიაქში.
ასეპტიკური პირობების დაცვის მიზნით კანქვეშა ინექციისთვის ხსნარის მომზადების პროცესი უნდა იყოს უწყვეტი. მომზადების დრო ფლაკონის გახსნის მომენტიდან საბოლოო ხსნარის მიღებამდე საშუალოდ 20 წუთია და არ უნდა გადააჭარბოს 90 წუთს.
პრეპარატ სკაფოსTM, საინექციო ხსნარის მოსამზადებელი 150 მგ ფხვნილის განზავებისას დაიცავით ქვემოთ მოცემული მითითებები:
პრეპარატ სკაფოს TM, საინექციო ხსნარის მოსამზადებელი 150 მგ ფხვნილის განზავების წესი:
1. პრეპარატ სკაფოსTM, საინექციო ხსნარის მოსამზადებელი 150 მგ ფხვნილის ფლაკონი და სტერილური საინექციო წყალი მიიყვანეთ ოთახის ტემპერატურამდე.
2. 1 მლ-ით გრადუირებულ ერთჯერად შპრიცში ამოიღეთ 1,0 მლ-ზე ოდნავ მეტი სტერილური საინექციო წყალი და გაუსწორეთ ნიშნულს 1,0 მლ.
3. მოხსენით პლასტმასის თავსახური ფლაკონს.
4. შეიყვანეთ შპრიცის ნემსი ლიოფილიზატის შემცველი ფლაკონის რეზინის საცობის ცენტრში და განაზავეთ ლიოფილიზატი 1,0 მლ სტერილური საინექციო წყლის ნელ-ნელა შეყვანით. სტერილური საინექციო წყლის ნაკადი მიმართული უნდა იყოს ლიოფილიზატზე.
5. დახარეთ ფლაკონი დაახლოეთ 450 კუთხით, დაიჭირეთ იგი თითის წვერებით და ფრთხილად ატრიალეთ დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში. არ შეანჯღრიოთ და არ გადააბრუნოთ ფლაკონი.
6. გააჩერეთ ფლაკონი ოთახის ტემპერატურაზე მინიმუმ 10 წუთი იმისათვის, რომ ლიოფილიზატი სრულად გაიხსნას. შესაძლოა წარმოიქმნას ქაფი.
7. დახარეთ ფლაკონი დაახლოეთ 450 კუთხით, დაიჭირეთ იგი თითის წვერებით და ფრთხილად ატრიალეთ დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში. არ შეანჯღრიოთ და არ გადააბრუნოთ ფლაკონი.
8. დატოვეთ ფლაკონი ვერტიკალურ მდგომარეობაში ოთახის ტემპერატურაზე დაახლოებით 5 წუთი. მიღებული ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე. ფერი შესაძლოა ვარირებდეს უფეროდან ღია ყვითლამდე. პრეპარატი არ გამოიყენება თუ ლიოფილიზატი სრულად არ იხსნება ან ხსნარში შეინიშნება მცირე ნაწილაკები, ასევე თუ იგი ამღვრეულია ან ყავისფერია.
9. მოამზადეთ საჭირო რაოდენობის ფლაკონები (1 ფლაკონი 150 მგ დოზისთვის, 2 ფლაკონი 300 მგ დოზისთვის).
კანქვეშა საინექციო ხსნარის მომზადების შემდეგ შეგიძლიათ შეიყვანოთ იგი მყისიერად ან შეინახოთ 20C – 80C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ. 20C – 80C ტემპერატურაზე შენახვის შემთხვევაში შეყვანამდე ხსნარი უნდა გააჩეროთ ოთახის ტემპერატურაზე დაახლოებით 20 წუთი. 20C – 80C ტემპერატურიდან გამოღების შემდეგ ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს 1 საათის განმავლობაში.
პრეპარატ სკაფოს TM ხსნარის შეყვანის ინსტრუქცია.
1. დახარეთ ფლაკონი დაახლოებით 450 კუთხით და შპრიცში ამოღებისას შეიყვანეთ ნემსის წვერი ხსნარის ფლაკონის ფსკერამდე. არ გადმოაბრუნოთ ფლაკონი.
2. 1 მლ-ით გრადუირებულ ერთჯერად შპრიცში შესაბამისი ზომის ნემსით (მაგ: “21G x 2”) ფრთხილად ამოიღეთ ფლაკონიდან 1,0 მლ-ზე ოდნავ მეტი კანქვეშ შესაყვანი ხსნარი. მოცემული ნემსი საჭიროა მხოლოდ პრეპარატის ერთჯერად შპრიცში ამოსაღებად. მოამზადეთ საჭირო რაოდენობის შპრიცები (1 შპრიცი 150 მგ დოზისთვის, 2 შპრიცი 300 მგ დოზისთვის).
3. დაიჭირეთ შპრიცი ნემსით ზემოთ, ოდნავ დააკაკუნეთ შპრიცზე, რომ ჰაერის ბუშტუკები ამოვიდეს ზემოთ.
4. შეცვალეთ ნემსი, რომლითაც ამოიღეთ პრეპარატი და გაუკეთეთ სხვა ნემსი ზომით „27G x ½”.
5. მოაშორეთ ჰაერის ბუშტუკები და მიიყვანეთ დგუში ნიშნულამდე 1,0 მლ.
6. გაწმინდეთ ინექციის ადგილი სპირტიანი ტამპონით.
7. შეიყვანეთ პრეპარატ სკაფოსTM ხსნარი კანქვეშ ბარძაყის ანტერო-ლატერალურ ზედაპირზე ან მუცლის ქვედა ნაწილში (გარდა ჭიპის გარშემო ორი დიუმის არეში) ან მხრის გარეთა ზედაპირზე. ინექციის ადგილი უნდა შეიცვალოს ყოველი შეყვანის დროს. დაუშვებელია პრეპარატის შეყვანა კანის დაზიანებულ არეში (გათხელება, სიწითლე, გაღიზიანება, გამკვრივება, აქერცვლა). მოერიდეთ პრეპარატის ისეთ ადგილებში შეყვანას, სადაც აღინიშნება ნაწიბურები და დაჭიმულობა.
8. დაუშვებელია ფლაკონში დარჩენილი ხსნარის განმეორებით გამოყენება, მისი უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად. ფლაკონები განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. შპრიცის უტილიზაცია უნდა მოხდეს ბასრი საგნებისთვის განკუთვნილ კონტეინერში (რომელსაც აქვს თავსახური და არ იხვრიტება). თქვენი უსაფრთხოების და სხვათა ჯანმრთელობის მიზნით დაუშვებელია ნემსების და შპრიცების განმეორებით გამოყენება.
გვერდითი რეაქციები.
უსაფრთხოების ზოგადი პროფილი
17900-ზე მეტი პაციენტი ღებულობდა პრეპარატ სკაფოსTM ბრმა და ღია კლინიკურ კვლევებში სხვადასხვა ჩვენებების დროს (ფოლაქოვანი ფსორიაზი და სხვა ავტოიმუნური დაავადებები), რაც შეესაბამება 29978 პაციენტი-წელიწადში ექსპოზიციას.
მათგან 11700-ზე მეტი პაციენტი პრეპარატ სკაფოსTM ღებულობდა მინიმუმ ერთი წელი.
გვერდითი რეაქციები ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში
პრეპარატ სკაფოთიTM მკურნალობის ფონზე ყველაზე ხშირი გვერდითი რეაქციები იყო ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (უფრო ხშირად ნაზოფარინგიტი, რინიტი). მათი უმეტესობა მსუბუქი ან საშუალო სიმწვავის იყო. ფოლაქოვანი ფსორიაზის პლაცებო-კონტროლირებად III ფაზის კლინიკურ კვლევებში პრეპარატის გვერდითი რეაქციების განვითარების გამო მკურნალობის შეწყვეტა საჭირო გახდა პაციენტების დაახლოებით 1,2%-ში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM და 1,2%-ში პლაცებოს მიღებისას.
კლინიკურ კვლევებში ფსორიაზის მქონე პაციენტებში გამოვლენილი გვერდითი რეაქციები (ცხრილი 1) წარმოდგენილია ქვემოთ, ნორმატიულ-სამართლებრივი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონის (MedDRA) სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით. თითოეულ სისტემურ-ორგანულ კლასში პრეპარატის გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით, ამასთანავე პირველ რიგში მოცემულია ყველაზე ხშირი რეაქციები. სიხშირის თითოეულ ჯგუფში გვერდითი რეაქციები მოცემულია სიმწვავის კლებადობის მიხედვით. გარდა ამისა სიხშირის შეფასებისთვის გამოყენებულია შემდეგი კრიტერიუმები (CIOMS III): ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100 - <1/10); ნაკლებად ხშირად (≥1/1000 - <1/100); იშვიათად (≥1/10000 - <1/1000); ძალიან იშვიათად (<1/10000).
ცხრილი 1 პაციენტების რაოდენობა (%), რომლებსაც აღენიშნათ ფსორიაზის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში გამოვლენილი პრეპარატის გვერდითი რეაქციები 1)
პრეპარატის გვერდითი რეაქციები | სექუკინუმაბი | პლაცებო(N=694) n (%) | სიხშირის კატეგორია****2 __
---|---|---|---
300 მგ (N=690) n (%) | 150 მგ (N=692) n (%)
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები
ზედა სასუნთქი გზების ინფექციები | 117 (17,0) | 129 (18,6) | 72 (10,4) | ძალიან ხშირად
| 79 (11,4) | 85 (12,3) | 60 (8,6) | ძალიან ხშირად
| 17 (2,5) | 22 (3,2) | 5 (0,7) | ხშირად
| 10 (1,4) | 10 (1,4) | 5 (0,7) | ხშირად
| 8 (1,2) | 7 (1,0) | 0 (0) | ხშირად
| 3 (0,4) | 6 (0,9) | 1(0,1) | ნაკლებად ხშირად
| 4 (0,6) | 4 (0,6) | 3(0,4) | ნაკლებად ხშირად
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ჰერპესული ინფექცია | 9 (1,3) | 1 (0,1) | 2 (0,3) | ხშირად
პირის ღრუს კანდიდოზური ინფექცია | 4 (0,6) | 1 (0,1) | 1 (0,1) | ნაკლებად ხშირად
ფეხის კანის სოკოვანი დაზიანება | 5 (0,7) | 5 (0,7) | 0 (0) | ნაკლებად ხშირად
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ
ნეიტროპენია | 2 (0,3) | 1 (0,1) | 0 (0) | ნაკლებად ხშირად
დარღვევები მხედველობის ორგანო მხრივ
კონიუნქტივიტი | 5 (0,7) | 2 (0,3) | 1 (0,1) | ნაკლებად ხშირად
დარღვევებ სასუნთქი სისტემის, გულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრივ
რინორეა | 8 (1,2) | 2 (0,3) | 1 (0,1) | ხშირად
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
დიარეა | 28 (4,1) | 18 (2,6) | 10 (1,4) | ხშირად
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ჭინჭრის ციება | 4 (0,6) | 8 (1,2) | 1 (0,1) | ხშირად
__ _1)__პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევა (_III ფაზა) ფოლაქოვანი
ფსორიაზის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ 300 მგ, 150 მგ დოზებს ან
პლაცებოს, ხანგრძლივობა დაახლოებით 12 კვირა 2) პრეპარატის გვერდითი რეაქციების
სიხშირე ეფუძნება სექუკინუმაბის ჯგუფში გამოვლენის ყველაზე მაღალ სიხშირეს %-ში.
| | | | | |
პრეპარატის გვერდითი რეაქციები სპონტანური შეტყობინებების და ლიტერატურის მიხედვით (სიხშირე უცნობია)
ქვემოთ მოცემული გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა პრეპარატის რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში სპონტანური შეტყობინებების სახით და ლიტერატურაში. ვინაიდან აღნიშნული გვერდითი რეაქციების დაფიქსირება ნებაყოფლობითია და პოპულაციის რაოდენობა დაუდგენელია, შესაბამისად ყოველთვის ვერ ხერხდება მათი სიხშირის სანდოდ შეფასება, ამგვარად მათ შემთხვევაში მითითებულია „სიხშირე უცნობია“. ქვემოთ მოცემული პრეპარატის გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია ნორმატიულ-სამართლებრივი საქმიანობის სამედიცინო ლექსიკონის (MedDRA) სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით. თითოეულ სისტემურ-ორგანულ კლასში პრეპარატის გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია სიმწვავის კლებადობის მიხედვით.
ცხრილი 2 სპონტანური შეტყობინებების სახით და ლიტერატურაში დაფიქსირებული პრეპარატის გვერდითი რეაქციები (სიხშირე უცნობია)
_
ინფექციები._
ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში ჩატარებულ პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში (სულ 1382 პაციენტი ღებულბდა პრეპარატ სკაფოსTM და 694 პაციენტი ღებულობდა პლაცებოს დაახლოებით 12 კვირის განმავლობაში) ინფექციური დაავადებები დაფიქსირდა პაციენტების 28,7%-ში, რომლებიც ღებულობდნენ სკაფოსTM და 18,9%-ში პლაცებოს მიღებისას. შემთხვევების უმეტესობა მსუბუქი ან საშუალო სიმწვავის იყო. სერიოზული ინფექციური დაავადებები აღინიშნა პაციენტების 0,14%-ში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM და 0,3%-ში პლაცებოს მიღებისას.
კლინიკურ კვლევებში პრეპარატის ხანგრძლივად მიღებისას (საერთო ჯამში 3430 პაციენტი ღებულობდა პრეპარატ სკაფოსTM უმეტესად დაახლოებით 52 კვირის განმავლობაში) ინფექციები დაფიქსირდა პაციენტების 47,5%-ში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM (0,9 პაციენტი-წელიწადში ხანგრძლივი დაკვირვებისას). სერიოზული ინფექციები აღინიშნა პაციენტების 1,2%-ში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM (0,015 პაციენტი-წელიწადში ხანგრძლივი დაკვირვებისას).
ინფექციური დაავადებები სისხშირე მსგავსი იყო ფსორიაზის, ფსორიაზული ართრიტის და მაანკილოზირებელი სპონდილიტის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევებში.
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები.
კლინიკურ კვლევებში დარეგისტრირებულია ჭინჭრის ციების და ძალიან იშვიათად ანაფილაქსიური რეაქციების შემთხვევები პრეპარატ სკაფოსTM მიღებისას.
იმუნოგენურობა.
ფსორიაზის, ფსორიაზული ართრიტის და მაანკილოზირებელი სპონდილიტის მქონე პაციენტებში ჩატარებული კვლევების მონაცემების მიხედვით შემთხვევების <1%-ში დაფიქსირდა სექუკინუმაბის ანტისხეულების წარმოქმნა მკურნალობის 52-ე კვირას. მკურნალობის ფონზე წარმოქმნილი ანტისხეულების დაახლოებით ნახევარი ახდენდა ნეიტრალიზებას, რასაც არ უკავშირდებოდა მკურნალობის ეფექტურობის დაკარგვა ან პრეპარატის ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებზე ზეგავლენა.
გვერდითი რეაქციები ფსორიაზული ართრიტის მქონე პაციენტებში.
პრეპარატ სკაფოსTMშესწავლა მოხდა ხუთ პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში ფსორიაზული ართრიტის მქონე 2754 პაციენტში (1871 პაციენტი ღებულობდა პრეპარატ სკაფოსTM, ხოლო 883 პაციენტი ღებულობდა პლაცებოს), ამასთანავე საერთო ექსპოზიცია შეადგენდა 4478 პაციენტი-წელიწადში პრეპარატ სკაფოსTMმიღება. ფსორიაზული ართრიტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTMუსაფრთხოების პროფილი იგივე იყო, რაც ფსორიაზის მქონე პაციენტებში.
გვერდითი რეაქციები მაანკილოზირებელი სპონდილიტის მქონე პაციენტებში.
პრეპარატ სკაფოსTM შესწავლა მოხდა სამ პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში მაანკილოზირებელი სპონდილიტის მქონე 816 პაციენტში (544 პაციენტი ღებულობდა პრეპარატ სკაფოსTM , ხოლო 272 პაციენტი ღებულობდა პლაცებოს). ექსპოზიციის მედიანა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ სექუკინუმაბს შეადგენდა 469 დღეს AC 1 კვლევაში, 460 დღეს AC 2 კვლევაში და 1142 დღეს AC 3 კვლევაში. მაანკილოზირებელი სპონდილიტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM უსაფრთხოების პროფილი იგივე იყო, რაც ფსორიაზის მქონე პაციენტებში.
ჭარბი დოზა.
პრეპარატ სკაფოსTM კლინიკურ კვლევებში ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ შეტყობინებები არ დაფიქსირებულა.
კლინიკურ კვლევებში 30 მგ/კგ-მდე დოზების (ანუ დაახლოებით 2000-3000 მგ) ინტრავენურად შეყვანისას არ გამოვლენილა დოზა დამოკიდებული ტოქსიურობა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია პაციენტზე დაკვირვება გვერდითი რეაქციების ნიშნების და სიმპტომების გამოვლენის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.
პრეპარატის მიღება ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში, რეპროდუქციული ასაკის მამაკაცებში და ქალებში.
ორსულობა.
რისების შეჯამება.
ორსულ ქალებში პრეპარატ სკაფოსTM გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს. ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში არ გამოვლენილა სექუკინუმაბის პირდაპირი ან ირიბი უარყოფითი ზეგავლენა ორსულობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან მშობიარობის შემდგომ განვითარებაზე. ვინაიდან ცხოველებში ჩატარებული რეპროდუქციული ტოქსიურობის კვლევების შედეგები ყოველთვის ვერ ასახავს რეაგირებას ადამიანებში, შესაბამისად ორსულობის პერიოდში პრეპარატი სკაფოTM გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ სარგებელი აჭარბებს მოსალოდნელ რისკს.
ძუძუთი კვება.
უცნობია ხვდება თუ არა სექუკინუმაბი ადამიანის რძეში. ვინაიდან იმუნოგლობულინები აღწევენ ადამიანის რძეში, შესაბამისად პრეპარატ სკაფოსTM გამოიყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების პერიოდში.
რეპროდუქციული ასაკის მამაკაცები და ქალები.
უნაყოფობა.
რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის განსაკუთრებული რეკომენდაციები არ არსებობს.
ადამიანებში პრეპარატ სკაფოსTM ზეგავლენა ნაყოფიერებაზე არ შეფასებულა. ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში არ დაფიქსირებულა სექუკინუმაბის პირდაპირი ან ირიბი უარყოფითი ზეგავლენა ნაყოფიერებაზე.
განსაკუთრებული მითითებები.
ინფექციები.
პრეპარატმა სკაფომTM შესაძლოა გაზარდოს ინფექციების განვითარების რისკი. კლინიკურ კვლევებში პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM აღინიშნა ინფექციების განვითარების შემთხვევები. მათი უმეტესობა მსუბუქი ან საშუალო სიმწვავის იყო.
სიფრთხილით უნდა გადაწყდეს პრეპარატ სკაფოTM გამოყენების საკითხი ქრონიკული ინფექციების ან ანამნეზში მორეციდივე ინფექციების მქონე პაციენტებში.
პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს, რომ აუცილებლად მიმართოს ექიმს თუ აღინიშნა ინფექციებისთვის დამახასიათებელი საეჭვო ნიშნები და სიმპტომები. მწვავე ინფექციების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პაციენტზე ყურადღებით დაკვირვება, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს ინფექციური პროცესის აღმოფხვრამდე.
კლინიკურ კვლევებში არ გამოვლენილა ტუბერკულოზის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევები. თუმცა პრეპარატი სკაფოTM არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ტუბერკულოზის აქტიური ფორმა. პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე ლატენტური ფორმის ტუბერკულოზის მქონე პაციენტებში უნდა გადაიხედოს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარების საკითხი.
ნაწლავები ანთებითი დაავადება (IBD).
პრეპარატი სკაფოTM სიფრთხილით გამოიყენება ნაწლავების ანთებითი დაავადებების (მაგ: კრონის დაავდება და წყლულოვანი კოლიტი) მქონე პაციენტებში, ვინაიდან კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა კრონის დაავადების გართულების შემთხვევები, ზოგჯერ მწვავე ხასიათის, როგორც პრეპარატ სკაფოსTM , ასევე პლაცებოს მიღებისას. პრეპარატ სკაფოსTM მიღებისას საჭიროა ყურადღებით დაკვირვება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ნაწლავების ანთებითი დაავადებები აქტიურ ფაზაში.
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები.
კლინიკურ კვლევებში პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM აღინიშნა ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების იშვიათი შეთხვევები. ანაფილაქსიური ან სხვა სერიოზული ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატ სკაფოსTM მიღება და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა.
ვაქცინაცია.
პრეპარატი სკაფოTM არ გამოიყენება ცოცხალ ვაქცინებთან ერთად.
პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ პრეპარატ სკაფოსTM გამოიყენება ინაქტივირებული ან მკვდარი ვაქცინები.
კლინიკურ კვლევებში პაციენტების ერთნაირ რაოდენობას, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM და რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს აღენიშნა სათანადო იმუნური პასუხი მენინგოკოკური და ინაქტივირებული გრიპის ვაქცინებით აცრების ჩატარების შემდეგ, რაც გამოვლინდა მენინგოკოკური და ინაქტივირებული გრიპის ვაქცინების ანტისხეულების ტიტრის 4-ჯერ მომატებით.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.
პრეპარატი სკაფოTM არ გამოიყენება ცოცხალ ვაქცინებთან ერთად.
კლინიკურ კვლევებში ფსორიაზის მქონე პაციენტებში არ დაფიქსირებულა სექუკინუმაბს და მიდაზოლამს (CYP 3A4-ის სუბსტრატი) შორის ურთიერთქმედება.
ართრიტის (მათ შორის ფსორიაზული ართრიტის და მაანკილოზირებელი სპონდილიტის) კვლევებში პრეპარატი სკაფოTM მიიღებოდა მეტოტრექსატთან და/ან კორტიკოსტეროიდებთან ერთად და არ დაფიქსირებულა პრეპარატებს შორის ურთიერთქმედება.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
მოქმედების მექანიზმი.
სექუკინუმაბი წარმოადგენს მთლიანად ადამიანურ ანტისხეულს (იმუნოგლობულინი G1 (IgG1)), რომელიც სელექციურად უკავშირდება და ანეიტრალებს პროანთებით ციტოკინს - ინტერლეიკინ-17A-ს (IL-17A). სექუკინუმაბს გააჩნია მიზანმიმართული ზემოქმედება IL-17-ზე და თრგუნავს მის ურთიერთქმედებას IL-17-ის რეცეპტორებთან, რომლებიც ექსპრესირდებიან სხვადასხვა ტიპის უჯრედებით, მათ შორის კერატინოციტებით და სინოვიოციტებით. შედეგად სექუკინუმაბი თრგუნავს პროანთებითი ციტოკინების, ქემოკინების და ქსოვილის დაზიანების მედოატორების გამოთავისუფლებას და ამცირებს IL -17A-ის ჩართულობას ავტოიმუნურ და ანთებით დაავადებებში. სექუკინუმაბი კლინიკურად მნიშვნელოვანი კონცენტრაციებით აღწევს კანში და ამცირებს ანთებითი მარკერების კონცენტრაციას. სექუკინუმაბით მკურნალობის პირდაპირი შედეგია კანის სიწითლის, გამკვრივების და აქერცვლის შემცირება დაზიანების უბნებში ფოლაქოვანი ფსორიაზის დროს.
IL-17A ბუნებრივი ციტოკინია, რომელიც მონაწილეობს ნორმალურად მიმდინარე ანთებით და იმუნურ რეაქციებში. IL-17A მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფოლაქოვანი ფსორიაზის, ფსორიაზული ართრიტის და მაანკილოზირებელი სპონდილიტის პათოგენეზში. ფოლაქოვანი ფსორიაზის, ფსორიაზული ართრიტის და მაანკილოზირებელი სპონდილიტის მქონე პაციენტების სისხლში, ასევე ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტების დაზიანებული კანის უჯრედებში დაფიქსირდა IL-17A-ის კონცენტრაციის ზრდა, ასევე ლიმფოციტების და თანდაყოლილი იმუნიტეტის უჯრედების რაოდენობის მატება, რომლებიც წარმოქმნიან IL-17A-ს. ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში IL-17A-ის წარმოქმნა მნიშვნელოვნად იზრდება კანის დაზიანებულ უბნებში ჯანმრთელ უბნებთან შედარებით. გარდა ამისა, ფსორიაზული ართრიტის მქონე პაციენტებში სინოვიალურ სითხეში იზრდება უჯრედების რაოდენობა, რომლები წარმოქმნიან IL-17A-ს. მაანკილოზირებელი სპონდილიტის მქონე პაციენტებში ფასეტური სახსრების სუბქონდრალურ ძვლის ტვინში მნიშვნელოვნად იზრდება უჯრედების რაოდენობა, რომლებიც წარმოქმნიან IL-17A-ს.
IL-17A ასევე ხელს უწყობს ქსოვილების ანთების განვითარებას, ნეიტროფილებით ინფილტრაციას, ძვლების და ქსოვილების დესტრუქციას, ასევე ქსოვილების რემოდელირებას, ანგიოგენეზის და ფიბროზის ჩათვლით.
ფარმაკოდინამიკა.
სისხლის შრატში საერთო IL-17A-ის კონცენტრაცია (თავისუფალი და სექუკინუმაბთან შეკავშირებული) იზრდება 2-7 დღეში სექუკინუმაბთან შეკავშირებული IL-17A-ის შენელებული კლირენსის გამო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სექუკინუმაბი სელექციურად უკავშირდება თავისუფალ IL-17A-ს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფოლაქოვანი ფსორიაზის პათოგენეზში.
ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში ჩატარებულ კვლევებში სექუკინუმაბით მკურნალობის ერთი-ორი კვირის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა ეპიდერმისის ნეიტროფილებით ინფილტრაცია და მათთან დაკავშირებული სხვადასხვა მარკერების რაოდენობა, რაც ასეთ პაციენტებში ხშირად მომატებულია კანის დაზიანებულ უბნებში.
ფსორიაზული ართრიტის და მაანკილოზირებელი სპონდილიტის მქონე პაციენტებში სექუკინუმაბით მკურნალობის ფონზე 1-2 კვირის განმავლობაში აღინიშნა C-რეაქტიული ცილის კონცენტრაციის შემცირება, რაც წარმოადგენს ანთების მარკერს.
ფარმაკოკინეტიკა.
შეწოვა.
ფოლაქოვანი ფსორიაზის შემთხვევაში 150 მგ ან 300 მგ დოზის კანქვეშ ერთჯერადად შეყვანის შემდეგ სისხლის შრატში სექუკინუმაბის მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენდა 13,7 ± 4,8 მკგ/მლ-ს ან 27,3 ± 9,5 მკგ/მლ-ს პრეპარატის შეყვანიდან 5-ე და 6-ე დღეებს შორის შუალედში.
პირველი თვის განმავლობაში პრეპარატის ყოველკვირეულად შეყვანის შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევა აღინიშნა 31-ე და 34-ე დღეებს შორის შუალედში.
150 მგ ან 300 მგ დოზის კანქვეშ შეყვანის შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია წონასწორულ მდგომარეობაში (Cmax,ss) შეადგენდა 27,6 მკგ/მლ-ს და 55,2 მკგ/მლ-ს. წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა 20 კვირის შემდეგ პრეპარატის ყოველთვიურად მიღებისას.
ერთჯერადი დოზების შეყვანის შემდგომ ზემოქმედებასთან შედარებით შემანარჩუნებელი მკურნალობის ფარგლებში პრეპარატის მრავალჯერადად, ყოველთვიურად შეყვანისას მაქსიმალური კონცენტრაცია და სივრცე ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ („კონცენტრაცია/დრო“ AUC) ორჯერ იზრდება.
სექუკინუმაბი შეიწოვება საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობით 73%.
განაწილება.
ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში ტერმინალურ ფაზაში (Vz) განაწილების საშუალო მოცულობა ერთჯერადი ინტრავენური დოზის მიღების შემდეგ მერყეობდა 7,10 და 8,60 ლ-ს შორის, რაც იძლევა ვარაუდს, რომ სექუკინუმაბი შეზღუდულად ნაწილდება პერიფერიულ უბნებში.
ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში კანის უჯრედშუა სითხეში სექუკინუმაბის კონცენტრაცია შეადგენდა სისხლის პლაზმაში დაფიქსირებული კონცენტრაციის 28% - 39%-ს 300 მგ დოზის ერთჯერადად კანქვეშ შეყვანიდან 1-2-ე კვირას.
გამოყოფა.
ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში საშუალო სისტემური კლირენსი (CL) იყო 0,19 ლ/დღეში. კლირენსი არ იყო დოზაზე და დროზე დამოკიდებული, როგორც მოსალოდნელია თერაპიული IgG1 მონოკლონური ანტისხეულის შემთხვევაში, რომელიც ურთიერთქმედებს თხევად ციტოკინურ სამიზნესთან, როგორიც არის IL-17A.
ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენდა 27 დღეს. ფსორიაზით დაავადებულ ცალკეულ პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობდა 17-დან 41 დღემდე.
დოზების სწორხაზოვნება.
ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში სექუკინუმაბის ერთჯერადად და მრავალჯერადად შეყვანისას ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების განსაზღვრა მოხდა რამდენიმე კვლევაში, როდესაც გამოიყენებოდა ინტრავენური დოზები 1 x 0,3 მგ/კგ - 3 x 10 მგ/კგ და კანქვეშა დოზები 1 x 25 მგ - მრავალჯერად 300 მგ-მდე. დოზირების ყველა რეჟიმის შემთხვევაში ზემოქმედება იყო დოზის პროპორციული.
ფსორიაზული ართრიტის, მაანკილოზირებელი სპონდილიტის და ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე პაციენტებში სექუკინუმაბის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები ერთნაირია.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები.
ხანდაზმული პაციენტები.
კლინიკურ კვლევებში ფოლაქოვანი ფსორიაზის მქონე 3430 პაციენტიდან, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM, 230 პაციენტი იყო >65 წლის, ხოლო 32 პაციენტი >75 წლის.
კლინიკურ კვლევებში ფსორიაზული ართრიტის მქონე 2536 პაციენტიდან, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM, 236 პაციენტი იყო >65 წლის, ხოლო 25 პაციენტი >75 წლის.
კლინიკურ კვლევებში მაანკილოზირებელი სპონდილიტის მქონე 794 პაციენტიდან, რომლებიც ღებულობდნენ პრეპარატ სკაფოსTM, 29 პაციენტი იყო >65 წლის, ხოლო 3 პაციენტი >75 წლის.
პოპულაციური ფარმაკოკინეტიკური ანალიზის მიხედვით კლირენსი მსგავსი იყო ხანდაზმულ და 65 წლამდე ასაკის პაციენტებში.
თირკმლის და ღვიძლის ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტები.
მონაცემები არ არსებობს ფარმაკოკინეტიკის შესახებ ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციების დარღვევების მქონე პაციენტებში.
ფარმაცევტული მახასიათებლები.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ფხვნილი მყარი, თეთრი ლიოფილიზატის სახით შუშის ფლაკონში.
შეუთავსებლობა.
სტერილური საინექციო წყლის გარდა დაუშვებელია პრეპარატ სკაფოსTM შერევა სხვა პრეპარატებთან ან გამხსნელებთან.
ვარგისიანობის ვადა.
3 წელი.
შენახვის პირობები.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 2-80C ტემპერატურაზე.
შეფუთვა.
1 ფლაკონი მუყაოს კოლოფი.
გაცემის პირობა.
რეცეპტით.
მწარმოებელი, მისამართი.
ნოვარტის ფარმა შტეინ აგ, შაფჰაუზერშტრასე, 4332 შტეინი, შვეიცარია/
Novartis Pharma Stein AG, Schaffhausrstrasse, 4332 Stein, Switzerland.
გვერდითი მოვლენების და/ან ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიების არსებობისას გთხოვთ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: [email protected]
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
973.53 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა