აპო-გლიკლაზიდი MR - APO-GLICLAZIDE MR
აპო-გლიკლაზიდი MR - APO-GLICLAZIDE MR

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, სულფონილშარდოვანას წარმოებულები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: გლიკლაზიდი 60 მგ; დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური, ჰიპრომელოზა და სტეარინის მჟავა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიაბეტის სამკურნალო საშუალებები, სულფონილურეას ჯგუფი.

ჩვენებები: ტიპი II შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა მოზრდილებში სპეციალურ დიეტასთან, ფიზიკურ ვარჯიშთან და წონაში კლებასთან ერთად.

დოზირება და მიღების წესი: რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 30 მგ დღეში. აღნიშნული ეხება ხანდაზმულ პაციენტებსაც. მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 120 მგ. მიიღება დღეში ერთხელ, საუზმის დროს. ტაბლეტი უნდა ჩაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლებით. ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია ორ ტოლ ნაწილად. დაუშვებელია მისი დაფშხვნა ან დაღეჭვა. პაციენტმა, მკურნალი ექიმის მითითებისამებრ, უნდა აკონტროლოს სისხლში შაქრის მაჩვენებელი.უკუჩვენებები: თუ პაციენტი ალერგიულია გლიკლაზიდის, პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტის, სულფონილურეას ჯგუფის სხვა წარმომადგენლების ან სულფონამიდების მიმართ, I ტიპის შაქრიანი დიაბეტი, დიაბეტური კეტოაციდოზი, დიაბეტური კომა და პრეკომა; მნიშვნელოვანი ინფექცია, ტრავმა ან დაგეგმილი ქირურგიული ოპერაცა; ღვიძლის მძიმე დაზიანება; თირკმელების მძიმე დაზიანება; თუ პაციენტი მკურნალობს მიკონაზოლით; ორსულობა და ძუძუთი კვება. 18 წლამდე ასაკი.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: სხვა პრეპარატები, რომლებმაც შესაძლოა შეცვალონ აპო-გლიკლაზიდი MR -ის მოქმედება: დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები, ანტიბიოტიკები; ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატები, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის, ფენილბუტაზონი, კორტიკოსტეროიდები, აცეტილსალიცილის მჟავა, ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები, ბეტა-ბლოკერები, სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის, ვარფარინი; შარდმდენები, ფიბრატები, ნიკოტინის მჟავა, ჰისტამინ-2 რეცეპტორის ანტაგონისტები, მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორები, ქლორპრომაზინი, პრობენეციდი, სალბუტამოლი, ტერბუტალინი და რიტოდრინი, ბარბიტურატები, შიგნითMმისაღები კონტრაცეპტივები, დანაზოლი, ალკოჰოლი. პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს თუ იგი ახლო წარსულში იღებდა ზემოთ მოყვანილი პრეპარატებიდან რომელიმეს, ასევე სხვა ნებისმიერ, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს.ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, უახლოეს ტოქსიკოლოგიურ ცენტრს ან ადგილობრივი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

გარეგნული სახე და შეფუთვა: აპო-გლიკლაზიდი MR ხელმისაწვდომია 60 მგ მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტების სახით.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისა და შინაური ცხოველებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე (15 - 30C), ნესტისგან დაცულ ადგილას. დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან ნაგავში. გამოუყენებელი ნარჩენების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს.

მწარმოებელი: აპოტექს ინც. ტორონტო, ონტარიო.