ბრიმიკა ჯენუეირი - Brimica Genuair
ბრიმიკა ჯენუეირი - Brimica Genuair

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ადრენერგულები ანტიქოლინერგულებთან კომბინაციაში კორტიკოსტეროიდებთან სამმაგი კომბინაციების ჩათვლით

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ბრიმიკაჯენუეირი340/12მკგ60****დოზა

1.სამკურნალოსაშუალების****დასახელება

ბრიმიკა® ჯენუეირი® 340 მიკროგრამი/12 მიკროგრამი, საინჰალაციო ფხვნილი.

2.თვისობრივიდარაოდენობრივიშემადგენლობა

ერთი გამოთავისუფლებული დოზა (ინჰალატორის მუნდშტუკიდან გამოსული პრეპარატის რაოდენობა) შეიცავს 396 მკგ აკლიდინიუმის ბრომიდს (შეესაბამება 340 მკგ აკლიდინიუმს) და 11.8 მკგ ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატს. ეს შეესაბამება 400 მკგ აკლიდინიუმის ბრომიდის გაზომილ დოზას (შეესაბამება 343 მკგ აკლიდინიუმს) და 12 მკგ ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატის გაზომილ დოზას.

დამხმარე ნივთიერებები ცნობილი მოქმედებით

ერთი გამოთავისუფლებული დოზა შეიცავს დაახლოებით 11 მგ ლაქტოზას (მონოჰიდრატის სახით).

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ პარაგრაფში 6.1.

3.სამკურნალწამლოფორმა

საინჰალაციო ფხვნილი.

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი თეთრ ინჰალატორში დოზების ინდიკატორით და დოზირების ნარინჯისფერი ღილაკით.

4.კლინიკურიმახასიათებლები

4.1გამოყენებისჩვენება

ბრიმიკა® ჯენუეირი® განკუთვნილია შემანარჩუნებელი ბრონქოლიზური თერაპიისთვის მოზრდილ პაციენტებში, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) სიმპტომების შესამსუბუქებლად.

4.2დოზირებადაგამოყენებისწესი

დოზირება

რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ინჰალაციას ორჯერ დღე-ღამეში.

პრეპარატის მიღების გამოტოვების შემთხვევაში დოზა უნდა მიიღოთ რაც შეიძლება სწრაფად, ხოლო შემდეგი დოზა უნდა მიიღოთ ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

ხანდაზმული პირები

ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფი 5.2).

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფი 5.2).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფი 5.2).

პედიატრიული პროფილის პაციენტები

ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე) ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მკურნალობისთვის პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

გამოყენების****წესი

ინჰალაციისთვის.

პაციენტებმა უნდა შეისწავლონ პრეპარატის სწორი გამოყენება, რადგან ინჰალატორი ჯენუეირი® შეიძლება არ ფუნქციონირებდეს მათ მიერ ადრე გამოყენებული ინჰალატორების მსგავსად. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა წაიკითხოს გამოყენების ინსტრუქცია ჩანართში.

პირველი გამოყენების წინ გახსენით შეფუთვა და ამოიღეთ ინჰალატორი. გადააგდეთ შეფუთვა და საშრობი.

გამოყენების ინსტრუქცია იხილეთ პარაგრაფში 6.6.

4.3****უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია პარაგრაფში 6.1.

4.4განსაკუთრებულიმითითებებიდასიფრთხილისზომებიგამოყენებისას

ასთმა

პრეპარატი ბრიმიკა® ჯენუეირი® არ უნდა იქნას გამოყენებული ასთმის დროს; პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® კლინიკური კვლევები ასთმის დროს არ ჩატარებულა.

პარადოქსული****ბრონქო სპაზმი

პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® რეკომენდებული დოზებით გამოყენების კლინიკურ კვლევებში არ აღინიშნებოდა პარადოქსული ბრონქოსპაზმი. თუმცა, პარადოქსული ბრონქოსპაზმი აღინიშნებოდა ინჰალაციური სხვა პრეპარატებით მკურნალობისას. მისი გამოვლენის შემთხვევაში, პრეპარატით მკურნალობა უნდა შეწყდეს და განხილული იქნას სხვა მკურნალობა.

არარისგანკუთვნილისასწრაფოდახმარებისთვის

პრეპარატი ბრიმიკა® ჯენუეირი® არ გამოიყენება ბრონქოსპაზმის მწვავე შეტევების დროს.

ზემოქმედებაგულ-სისხლძარღვთასისტემაზე

პაციენტები, რომლებსაც წინა 6 თვის განმავლობაში გადატანილი აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი, აქვთ არასტაბილური სტენოკარდია, ასევე პაციენტები, რომელთაც წინა სამი თვის განმავლობაში პირველად დაუდგინდათ არითმია და აღენიშნებათ QTc-ის გახანგრძლივება (ბაზეტის მეთოდი) 470 მილიწამზე მეტად ან პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზებული იყვნენ წინა 12 თვის განმავლობაში „ნიუ-იორკის კარდიოლოგიური ასოციაციის“ კლასიფიკაციით III და IV ფუნქციური კლასის გულის უკმარისობის გამო, გამოირიცხნენ კლინიკური კვლევებიდან, ამიტომ ამ ჯგუფების პაციენტებში პრეპარატი ბრიმიკა® ჯენუეირი® გამოიყენება სიფრთხილის ზომების დაცვით.

β2-ადრენომიმეტიკებს შეუძლიათ გაზარდონ პულსის სიხშირე და არტერიული წნევა, ელექტროკარდიოგრამებზე (ეკგ) ზოგიერთ პაციენტს აღენიშნა T კბილის გაბრტყელება, ST სეგმენტის დეპრესია და QTc ინტერვალის გახანგრძლივება. ასეთი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა. პროლონგირებული მოქმედების β2-ადრენომიმეტიკები სიფრთხილით გამოიყენება QTc ინტერვალის გახანგრძლივების სინდრომის მქონე პაციენტებში, ან QTc ინტერვალის გახანგრძლივების ანამნეზის შემთხვევაში, ან QTc ინტერვალზე გავლენის მქონე მკურნალობის შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი 4.5).

სისტემური****ეფექტები

პრეპარატი ბრიმიკა® ჯენუეირი® სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ მძიმე ხარისხის გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებები, კრუნჩხვითი აშლილობა, თირეოტოქსიკოზი და ფეოქრომოციტომა.

მაღალი დოზებით β2-ადრენომიმეტიკების გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ისეთი მეტაბოლური ეფექტები, როგორიცაა ჰიპერგლიკემია და ჰიპოკალიემია. III ფაზის კლინიკური კვლევების პერიოდში სისხლში გლუკოზის შემცველობის მნიშვნელოვანი მომატება პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენებისას იყო დაბალი (0,1%) და პლაცებოს მსგავსი. ჩვეულებრივ, ჰიპოკალიემია არის გარდამავალი და არ საჭიროებს ჩანაცვლებით თერაპიას. მძიმე ფქოდ-ის მქონე პაციენტებში ჰიპოკალიემია შეიძლება გაძლიერდეს ჰიპოქსიით და თანმხლები მკურნალობით (იხ. პარაგრაფი 4.5). ჰიპოკალიემიის დროს იზრდება გულის რიტმის დარღვევების განვითარების ალბათობა.

პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® ანტიქოლინერგული მოქმედების გათვალისწინებით, სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში წინამდებარე ჯირკვლის სიმპტომური ჰიპერპლაზიით, შარდის შეკავებით ან დახურულკუთხოვანი გლაუკომით (მიუხედავად იმისა, რომ თვალებთან პრეპარატის პირდაპირი კონტაქტი ნაკლებსავარაუდოა). პირის ღრუს სიმშრალემ, რომელიც აღინიშნება ანტიქოლინერგული პრეპარატებით მკურნალობის დროს, გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება გამოიწვიოს კბილის კარიესი.

შეიცავს****ლაქტოზას

მოცემული პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ იშვიათი მემკვიდრეობითი პათოლოგია, რაც დაკავშირებულია გალაქტოზას აუტანლობასთან, ლაქტაზას სრულ უკმარისობასთან ან გლუკოზა/გალაქტოზას შეწოვის დარღვევებთან.

4.5ურთიერთქმედებასხვასამკურნალოსაშუალებებთანდაურთიერთქმედებისსხვაფორმები

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ფქოდ-ის სამკურნალოდ

პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენება სხვა ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან ან/და პროლონგირებული მოქმედების β2-ადრენომიმეტიკებთან ერთად არ არის გამოკვლეული და არ არის რეკომენდებული.

მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® სამკურნალწამლო ურთიერთქმედების in vivo კვლევები არ ჩატარებულა, ის გამოიყენებოდა ფქოდ-ის სამკურნალო სხვა პრეპარატებთან, მათ შორის ხანმოკლე მოქმედების β2-ადრენერგულ ბრონქოლიზურ საშუალებებთან, მეთილქსანტინებთან, ასევე პერორალურ და საინჰალაციო სტეროიდებთან ერთად, ამ შემთხვევაში, სამკურნალწამლო ურთიერთქმედების კლინიკური ნიშნები არ გამოვლენილა.

ჰიპოკალიემიის****მკურნალობა

მეთილქსანტინის წარმოებულებთან, სტეროიდებთან ან კალიუმის არა შემანარჩუნებელ დიურეზულებთან კომბინირებული გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს β2-ადრენომიმეტიკების შესაძლო ჰიპოკალიემიური მოქმედება, ამიტომ მათი ერთდროულად გამოყენებისას რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვა (იხ. პარაგრაფი 4.4).

β-****ადრენობლოკერები

β-ადრენობლოკერებს შეუძლია შეასუსტოს β2-ადრენომიმეტიკების ეფექტი ან მოახდინოს ანტაგონისტური ზემოქმედება. თუ β-ადრენობლოკერების მიღება აუცილებელია (თვალის წვეთების ჩათვლით), უპირატესობა ენიჭება კარდიოსელექციური ბეტა-ადრენობლოკერების გამოყენებას, თუმცა მათი გამოყენებაც საჭიროა სიფრთხილით.

სხვაფარმაკოდინამიკურიურთიერთქმედება

პრეპარატი ბრიმიკა® ჯენუეირი® სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც იღებენ QTc ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებს (მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინური პრეპარატები ან მაკროლიდები), ვინაიდან პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® შემადგენლობაში შემავალი ფორმოტეროლის მოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე შეიძლება გააძლიეროს ამ სამკურნალო საშუალებებმა. QTc ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატები დაკავშირებულია პარკუჭოვანი არითმიების განვითარების რისკის მომატებასთან.

მეტაბოლური****ურთიერთქმედება

in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ აკლიდინიუმი თერაპიული დოზით ან მისი მეტაბოლიტები არ შედის ურთიერთქმედებაში სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც წარმოადგენს გლიკოპროტეინი P-ს (P-გპ) სუბსტრატებს, ან სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება ციტოქრომი P450 (CYP450) ფერმენტის და ესტერაზების საშუალებით. ფორმოტეროლი თერაპიული კონცენტრაციით არ აინჰიბირებს CYP450-ის ფერმენტებს (იხ. პარაგრაფი 5.2).

4.6ფერტილობა,ორსულობადა****ლაქტაცია

ორსულობა

ორსულებში პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენების მონაცემები არ არსებობს.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით ნაჩვენებია, რომ ფეტოტოქსიკურობა აღინიშნა მხოლოდ ისეთი დოზების შემთხვევაში, რაც ადამიანისთვის განკუთვნილ აკლიდინიუმის მაქსიმალურ კონცენტრაციაზე მნიშვნელოვნად მაღალია; ასევე, არასასურველი რეაქციები აღინიშნა ფორმოტეროლით ჩატარებულ რეპროდუქციული ფუნქციის კვლევებში, სისტემური ზემოქმედების ძალიან მაღალი დონის შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი 5.3).

პრეპარატი ბრიმიკა® ჯენუეირი® ორსულობის დროს უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს.

ძუძუთი****კვება

ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა აკლიდინიუმი (ან/და მისი მეტაბოლიტები) ან ფორმოტეროლი დედის რძეში. ვინაიდან ვირთაგვებზე ჩატარებული ყველა კვლევით ნაჩვენებია, რომ აკლიდინიუმის (ან/და მისი მეტაბოლიტების) და ფორმოტეროლის მცირე რაოდენობა გამოიყოფა რძეში, პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნებისმიერ პოტენციურ რისკს ჩვილისთვის.

ფერტილობა****

ვირთაგვებზე ჩატარებული კვლევებით ნაჩვენებია ფერტილობის მცირე დაქვეითება აკლიდინიუმის და ფორმოტეროლის მხოლოდ ადამიანისთვის განკუთვნილ მაქსიმალურ კონცენტრაციაზე ძალიან მაღალი დოზების შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი 5.3). მიუხედავად ამისა, ნაკლებად სავარაუდოდ ითვლება, რომ რეკომენდებული დოზით დანიშნული პრეპარატი ბრიმიკა® ჯენუეირი® ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ფერტილობაზე.

4.7ზემოქმედებასატრანსპორტოსაშუალებებისმართვისდამექანიზმებთანმუშაობისუნარზე

პრეპარატი ბრიმიკა® ჯენუეირი® არ ახდენს გავლენას ან უმნიშვნელო გავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. მხედველობის ველის დაბინდვის ან თავბრუსხვევის გამოვლენა შეიძლება გავლენას ახდენდეს სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

4.8გვერდითიმოქმედება

უსაფრთხოების პროფილი დაფუძნებულია პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® და მისი ცალკეული კომპონენტების გამოყენებისას მიღებულ გამოცდილებაზე.

უსაფრთხოებისსაერთოპროფილი

პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენების უსაფრთხოების კვლევის გამოცდილება მოიცავს 12 თვემდე კლინიკური კვლევების პერიოდს (გამოყენება რეკომენდებული თერაპიული დოზით) და რეგისტრაციის შემდგომი დაკვირვების გამოცდილებას.

პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციები იყო მისი ცალკეული კომპონენტების გამოყენებასთან დაკავშირებული რეაქციების მსგავსი. ვინაიდან პრეპარატი ბრიმიკა® ჯენუეირი® შეიცავს აკლიდინიუმს და ფორმოტეროლს, არასასურველი რეაქციები და მათი სიმძიმის ხარისხი, რომლებიც ცნობილია თითოეულ კომპონენტთან დაკავშირებით, მოსალოდნელია პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირთან® დაკავშირებით.

პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენებისას ყველაზე ხშირ არასასურველ რეაქციას წარმოადგენს ნაზოფარინგიტი (7,9%) და თავის ტკივილი (6,8%).

შეტყობინებაშესაძლოარასასურველირეაქციებისშესახებ****

პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ შესაძლო არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს გვაძლევს შესაძლებლობას გავაგრძელოთ დაკვირვება „სარგებელი/რისკის“თანაფარდობაზე ამ სამკურნალო საშუალებასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის მუშაკებს მოეთხოვებათ შეტყობინების გაგზავნა ნებისმიერი შესაძლო არასასურველი რეაქციის შესახებ.

4.9დოზისგადაჭარბება

პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® დოზის გადაჭარბებისას საჭირო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ძალიან შეზღუდულია. პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® მაღალი დოზებით გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს ანტიქოლინერგული ან/და β2-ადრენერგული მოქმედების ობიექტური და სუბიექტური სიმპტომები; ამ სიმპტომებიდან ყველაზე ხშირია მხედველობის ველის დაბინდვა, სიმშრალე პირის ღრუში, გულისრევა, კუნთების კრუნჩხვები, ტრემორი, თავის ტკივილი, გულისცემა და არტერიული ჰიპერტენზია.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენება. ნაჩვენებია შემანარჩუნებელი და სიმპტომური მკურნალობა.

5.ფარმაკოლოგიურითვისებები

5.1ფარმაკოდინამიკურითვისებები

ფარმაკოთერაპიულიჯგუფი: სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ადრენერგული საშუალებები ანტიქოლინერგულ საშუალებებთან კომბინაციაში.

ათქკოდი: R03AL05.

მოქმედების****მექანიზმი

პრეპარატი ბრიმიკა® ჯენუეირი® შეიცავს ორ ბრონქოლიზურ საშუალებას: აკლიდინიუმს - პროლონგირებული მოქმედების მუსკარინული რეცეპტორების ანტაგონისტს (ასევე ცნობილია, როგორც ქოლინოლიზური საშუალება) და ფორმოტეროლს - პროლონგირებული მოქმედების β2-ადრენომიმეტიკს. მოქმედების სხვადასხვა მექანიზმის მქონე ამ ორი ნივთიერების კომბინაციით მიიღება ადიტიური ეფექტი, თითოეული კომპონენტის ცალკე გამოყენებისგან განსხვავებით. ცენტრალურ და პერიფერიულ სასუნთქ გზებში მუსკარინული რეცეპტორებისა და β2-ადრენორეცეპტორების სხვადასხვა სიმკვრივის შედეგად, მუსკარინული რეცეპტორების ანტაგონისტები უნდა იყოს უფრო ეფექტიანი ცენტრალური სასუნთქი გზების მოდუნებაში, მაშინ, როდესაც β2-ადრენომიმეტიკები უფრო ეფექტიანად უნდა ადუნებდეს პერიფერიულ სასუნთქ გზებს; კომბინირებულ თერაპიაში ცენტრალური და პერიფერიული სასუნთქი გზების მოდუნება შეიძლება ხელს უწყობდეს დადებით ზემოქმედებას ფილტვების ფუნქციაზე. დამატებითი ინფორმაცია ამ ორი ნივთიერების შესახებ წარმოდგენილია ქვემოთ.

აკლიდინიუმი წარმოადგენს მუსკარინული რეცეპტორების კონკურენტულ, სელექციურ ანტაგონისტს, M3-რეცეპტორებზე განთავსების უფრო ხანგრძლივი დროით, ვიდრე M2-რეცეპტორებზე. M3-რეცეპტორები წარმოადგენს შუამავალს სასუნთქი გზების გლუვი მუსკულატურის შეკუმშვისას. შესუნთქული აკლიდინიუმის ბრომიდი მოქმედებს ადგილობრივად ფილტვებში, სასუნთქი გზების გლუვი კუნთების M3-რეცეპტორების ბლოკირებით და ბრონქების გაფართოების გამოწვევით. ასევე დადასტურებულია, რომ აკლიდინიუმი დადებით გავლენას ახდენს ფქოდ-ის მქონე პაციენტებში სიმპტომების შემსუბუქების, ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების, გამწვავების სიხშირის შემცირების და ფიზიკური დატვირთვის გაზრდის მიმართ. აკლიდინიუმის ბრომიდი სწრაფად იშლება პლაზმაში, ამიტომ სისტემური ანტიქოლინერგული გვერდითი მოქმედების სიხშირე არის დაბალი.

ფორმოტეროლი – მძლავრი სელექციური β2-ადრენომიმეტიკია. ბრონქოდილატაცია ხდება სასუნთქი გზების გლუვი მუსკულატურის უშუალო მოდუნებით ციკლური ამფ-ის შემცველობის მომატების შედეგად, რაც განპირობებულია ადენილატციკლაზას აქტივაციით. ფილტვების ფუნქციის გაუმჯობესების გარდა, ასევე დადასტურებული იყო, რომ ფორმოტეროლი ასუსტებს ფქოდ-ის სიმპტომებს და ზრდის ფქოდ-ის მქონე პაციენტების სიცოცხლის ხარისხს.

ფარმაკოდინამიკური****მოქმედება

ეფექტიანობის კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატი ბრიმიკა® ჯენუეირი® უზრუნველყოფს ფილტვების ფუნქციის კლინიკურად მნიშვნელოვან გაუმჯობესებას (ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობის გაზომვისას პირველ წამში [ფამ1]) მიღებიდან 12 საათზე მეტი დროის განმავლობაში.

პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® შეყვანისას აღინიშნებოდა მოქმედების სწრაფად დაწყება პირველი შესუნთქვიდან 5 წუთის განმავლობაში, პლაცებოსთან შედარებით (p<0.0001). პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® მოქმედების დაწყება შედარებული იყო სწრაფად მოქმედი β2-ადრენომიმეტიკის 12 მკგ ფორმოტეროლის გამოყენების ეფექტთან. მაქსიმალური ბრონქოლიზური მოქმედება (ფამ1-ის პიკი) საწყის მნიშვნელობასთან შედარებით გამოვლინდა პირველივე დღიდან (304 მლ) და შენარჩუნდა მკურნალობის ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში (326 მლ).

გულის ელექტროფიზიოლოგია

პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი ეკგ-ს პარამეტრებზე არ არის გამოვლენილი (მათ შორის, QT ინტერვალზე) აკლიდინიუმთან, ფორმოტეროლთან და პლაცებოსთან შედარებით 6-12 თვიანი III ფაზის კვლევებში, რომლებშიც მონაწილეობდნენ ფქოდ-ის მქონე 4000 პაციენტი. არ იყო გამოვლენილი პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი გულის რიტმზე, 551 პაციენტის ქვეჯგუფში 24 საათიანი ჰოლტერის მონიტორინგის ჩატარებისას, რომლებთაგან 114 იღებდა პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირს® ორჯერ დღე-ღამეში.

კლინიკურიეფექტიანობადა****უსაფრთხოება

კლინიკური შემუშავების პროგრამის III ფაზაში მონაწილეობა მიიღო 4000 პაციენტმა ფქოდ-ის კლინიკური დიაგნოზით, მასში შევიდა ექვსთვიანი რანდომიზებული, პლაცებოთი და შედარების აქტიური პრეპარატით კონტროლირებული ორი კვლევა (ACLIFORM-COPD და AUGMENT), ასევე AUGMENT კვლევის ექვსთვიანი გაგრძელება და კიდევ ერთი 12 თვიანი რანდომიზებული კონტროლირებული კვლევა. ამ კვლევების მიმდინარეობისას პაციენტებს შეეძლოთ მუდმივი მკურნალობის გაგრძელება საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით, დაბალი დოზებით შიგნით მისაღები კორტიკოსტეროიდებით, ჟანგბადით (თუ ეს გრძელდებოდა 15 საათზე ნაკლები დღე-ღამეში) ან მეთილქსანტინებით, ასევე, შეიძლებოდა სალბუტამოლის გამოყენება სასწრაფო დახმარების პრეპარატის სახით.

ეფექტიანობა შეფასდა ფილტვების ფუნქციის განსაზღვრის, სიმპტომატიკის შედეგების, დაავადებისთვის დამახასიათებელი ჯანმრთელობის მდგომარეობის, სასწრაფო თერაპიის პრეპარატების გამოყენების და გამწვავების არსებობის მიხედვით. უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ხანგრძლივი კვლევების ჩატარებისას ნაჩვენებია, რომ პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® ეფექტიანობა არის მყარი 1 წლის განმავლობაში, ამასთანავე ტაქიფილაქსია არ აღინიშნებოდა.

გავლენაფილტვისფუნქციაზე

340 მკგ/12 მკგ დოზით პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენება ორჯერ დღე-ღამეში სტაბილურად უზრუნველყოფდა ფილტვების ფუნქციის კლინიკურად მნიშვნელოვან გაუმჯობესებას (ფამ1-ის, ფილტვების ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობის და მაქსიმალური შესუნთქვის მოცულობის შეფასების თანახმად), პლაცებოსთან შედარებით. III ფაზის კვლევებში კლინიკურად მნიშვნელოვანი ბრონქოლიზური მოქმედება აღინიშნა პირველი ინჰალაციიდან 5 წუთის განმავლობაში და გაგრძელდა სამკურნალო საშუალების მიღებებს შორის პერიოდში. მყარი ეფექტი აღინიშნა III ფაზის ექვსთვიანი და ერთწლიანი კვლევების განმავლობაში.

ფამ1 პრეპარატის გამოყენებიდან 1 საათში და მინიმალური ფამ1 (შესაბამისად, 400 მკგ აკლიდინიუმთან და 12 მკგ ფორმოტეროლთან შედარებით) დადგენილ იქნა, როგორც კომბინირებული პირველადი საბოლოო წერტილები III ფაზის ორივე ექვსთვიან მხარდამჭერ კვლევაში, რომელთა მიზანსაც წარმოადგენდა პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირში® შემავალი ფორმოტეროლისა და აკლიდინიუმის ბრონქოლიზური მოქმედების ჩვენება.

კვლევაში ACLIFORM-COPD პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენებისას გაიზარდა ფამ1-ის მაჩვენებელი პრეპარატის გამოყენებიდან 1 საათში, პლაცებოსთან და აკლიდინიუმთან შედარებით - შესაბამისად 299 მლ და 125 მლ (ორივესთვის p<0.0001), ასევე, მინიმალური ფამ1-ის მომატება პლაცებოსთან და ფორმოტეროლთან შედარებით -შესაბამისად 143 მლ და 85 მლ (ორივესთვის p<0.0001). კვლევაში AUGMENT პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენება იწვევდა ფამ1-ის მომატებას პრეპარატის შეყვანიდან 1 საათში, პლაცებოსთან და აკლიდინიუმთან შედარებით - შესაბამისად 284 მლ და 108 მლ (ორივესთვის p<0.0001), ასევე მინიმალური ფამ1-ის მომატებას პლაცებოსთან და ფორმოტეროლთან შედარებით - შესაბამისად 130 მლ (p<0.0001) და 45 მლ (p=0,01).

სასიკეთო ზემოქმედება ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შესუსტებაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ჰაერისუკმარისობისგრძნობადასიმპტომატიკისსხვაგამოსავალი**:**

პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენებისას აღინიშნებოდა ჰაერის უკმარისობის შეგრძნების კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება (შეფასებული გარდამავალი დისპნოეს ინდექსის [TDI] საშუალებით) 6 თვეში TDI-ის ფოკუსური ინდექსის მაჩვენებლის გაუმჯობესებით, პლაცებოსთან შედარებით 1.29 ერთეულით კვლევაში ACLIFORM-COPD (p<0.0001) და 1,44 ერთეულით კვლევაში AUGMENT (p<0.0001). პაციენტების წილის TDI-ის ფოკუსური ინდექსის მაჩვენებლის კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით (განისაზღვრება, როგორც სულ მცირე ერთი ერთეულით გაზრდა) უფრო მაღალი იყო პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® ჯგუფში, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით, ACLIFORM-COPD-ში (64.8% vs 45.5%; p<0.001) და AUGMENT-ში (58.1% vs 36.6%; p<0.0001).

ამ ორი კვლევის გაერთიანებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენება ხელს უწყობს TDI-ის ფოკუსური ინდექსის მაჩვენებლის სტატისტიკურად მნიშვნელოვან გაუმჯობესებას აკლიდინიუმთან (0.4 ერთეული, p=0.016) ან ფორმოტეროლთან (0,5 ერთეული, p=0.009) შედარებით. გარდა ამისა, პაციენტების წილი, რომლებსაც აღენიშნათ TDI-ის ფოკუსური ინდექსის მაჩვენებლის კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, უფრო მაღალი იყო პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენების ჯგუფში, იმ პაციენტთა ჯგუფებთან შედარებით, რომლებიც იყენებდნენ აკლიდინიუმს ან ფორმოტეროლს (61.9%, შესაბამისად 55.7%-თან და 57.0%-თან შედარებით; შესაბამისად p=0.056 და p=0.100).

პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენებისას აღინიშნებოდა ფქოდ-ის დღის სიმპტომების, მაგალითად, ჰაერის უკმარისობის შეგრძნების, “გულ-მკერდის სიმპტომების” (სასუნთქი გზების პათოლოგიის სიმპტომები), ხველისა და ნახველის გამოყოფის (შეფასებული E-RS-ის საერთო ქულით) შესუსტება, ასევე, ღამის საერთო სიმპტომების, დილის საერთო სიმპტომების და დილის აქტივობის შემზღუდველი სიმპტომების შესუსტება პლაცებოს, აკლიდინიუმის და ფორმოტეროლის შეყვანასთან შედარებით, თუმცა, გაუმჯობესება ყოველთვის არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. აკლიდინიუმის/ფორმოტეროლის შეყვანისას სტატისტიკურად მნიშვნელოვანი დაქვეითება არ აღინიშნა ფქოდ-ის გამოვლინებებით გამოწვეული ღამით გაღვიძების საშუალო რიცხვის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება, პლაცებოსთან ან ფორმოტეროლთან შედარებით.

ჯანმრთელობისმდგომარეობითგანპირობებულიცხოვრებისხარისხი**:**

პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენება უზრუნველყოფდა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხის კლინიკურად მნიშვნელოვან გაზრდას (შეფასებული წმ. გიორგის ჰოსპიტალის რესპირატორული კითხვარის [SGRQ] საშუალებით კვლევაში AUGMENT, სადაც SGRQ-ს საერთო ქულის გაუმჯობესება, პლაცებოსთან შედარებით, შეადგენდა -4.35 ერთეულს (p<0.0001). კვლევაში AUGMENT პაციენტების წილი, რომლებსაც აღენიშნებოდათ კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება SGRQ-ს საერთო ქულის საწყის მნიშვნელობებთან შედარებით (განისაზღვრება, როგორც სულ მცირე 4 ერთეულით გაზრდა), უფრო მაღალი იყო პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (შესაბამისად 58.2% vs 38.7%; p<0.0001). კვლევაში ACLIFORM-COPD აღინიშნებოდა SGRQ-ს საერთო ქულის მცირე შემცირება, პლაცებოსთან შედარებით, პლაცებოზე მოულოდნელად გამოხატული რეაქციის გამო (p=0.598), პაციენტების წილი, რომლებმაც მიაღწიეს კლინიკურად მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საწყის მაჩვენებლებთან შედარებით, შეადგინა 55.3% პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® მიმართ და 53.2%-ს პლაცებოს მიმართ (p=0.669).

ამ ორი კვლევის გაერთიანებულ ანალიზში ნაჩვენები იქნა, რომ პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენება ხელს უწყობს SGRQ-ს საერთო ქულის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ფორმოტეროლთან (-1.7 ერთეული; p=0.018) ან აკლიდინიუმთან (-0.79 ერთეული; p=0.273) შედარებით. გარდა ამისა, პაციენტების წილი, რომლებსაც აღენიშნათ TDI-ის ფოკუსური ინდექსის მაჩვენებლის კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, უფრო მაღალი იყო პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენების ჯგუფში, იმ პაციენტთა ჯგუფებთან შედარებით, რომლებიც იყენებდნენ აკლიდინიუმს ან ფორმოტეროლს (56.6%, 53.9%-თან და 52.2%-თან შედარებით; შესაბამისად p=0.603 და p=0.270).

ფქოდ-ისგამწვავებისსიხშირის****შემცირება

ეფექტიანობის III ფაზის ორი ექვსთვიანი კვლევის შემაჯამებელმა ანალიზმა აჩვენა საშუალო სიმძიმის და მძიმე გამწვავების სიხშირის მნიშვნელოვანი (29%-ით) შემცირება (რაც საჭიროებს მკურნალობას ანტიბიოტიკებით ან კორტიკოსტეროიდებით, ან სრულდება ჰოსპიტალიზაციით) პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენებისას პლაცებოსთან შედარებით (სიხშირე პაციენტი-წელზე: შესაბამისად 0.29, 0.42-თან შედარებით; p=0.036).

დამატებით, პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენებისას, პლაცებოსთან შედარებით, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო საშუალო ან მძიმე ხარისხის პირველი გამწვავების დადგომის დროის გახანგრძლივება (რისკის კოეფიციენტი =0.70; p=0.027).

გადაუდებელი დახმარების პრეპარატების გამოყენება

პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენებისას 6 თვის განმავლობაში შემცირდა გადაუდებელი დახმარების პრეპარატის საჭიროება პლაცებოსთან (0.9 შესუნთქვით დღე- ღამეში, [p<0.0001]), აკლიდინიუმთან (0.4 შესუნთქვით დღე-ღამეში, [p<0.001]) და ფორმოტეროლთან (0.2 შესუნთქვით დღე-ღამეში [p=0.062]) შედარებით.

ფულტვების მოცულობის ფუნქციური მაჩვენებლები, ფიზიკური დატვირთვის ამტანობის უნარი და ფიზიკური აქტივობა

პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® მოქმედება ფილტვების მოცულობის ფუნქციურ მაჩვენებლებზე, ფიზიკური დატვირთვის ხანგრძლივობაზე და ფიზიკურ აქტივობაზე შესწავლილი იქნა პარალელური, რანდომიზებული, პლაცებოკონტროლირებული კლინიკური კვლევებით ფქოდ-ის მქონე პაციენტებში ფილტვების ჰიპერინფლაციით (ფუნქციური ნარჩენი ტევადობა [ფნტ] >120%), 8 კვირის განმავლობაში.

პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენების დაწყებიდან ოთხი კვირის შემდეგ აღინიშნა დილის (უმცირესი) ფნტ-ის მაჩვენებლის გაუმჯობესება პრეპარატის გამოყენების საწყის მაჩვენებელთან მიმართ (კვლევის პირველადი საბოლოო წერტილი), პლაცებოს ჯგუფთან შედარებით, თუმცა აღნიშნული სხვაობა არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (-0.125 ლ; 95% ნ/ი=(-0.259, 0.010); p=0.069*).

პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენებისას გაუმჯობესდა ფილტვის მოცულობის ფუნქციური მაჩვენებლები შეყვანიდან 2-3 საათში, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (ფნტ= -0.366 ლ [95% ნ/ი=-0.515, -0.216; p<0.0001]; ნარჩენი მოცულობა [ნმ]=-0.465 ლ [95% ნ/ი=-0.648, -0.281; p<0.0001] და შესუნთქვის მაქსიმალური მოცულობა [შმმ]=0.293 ლ [95% ნ/ი=0.208, 0.378; p<0.0001]).

პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენებისას ასევე ნაჩვენები იყო ფიზიკური დატვირთვის ამტანობის გაზრდა, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით 8 კვირის განმავლობაში მკურნალობის შემდეგ (55 წამი [95% ნ/ი=5.6, 104.8; p=0.0292]; საწყისი მნიშვნელობა: 456 წამი).

პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® გამოყენების დაწყებიდან 4 კვირაში აღინიშნა დღის განმავლობაში გავლილი ნაბიჯების რაოდენობის მომატება, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (731 ნაბიჯი/დღეში; 95% ნ/ი=279, 1181; p=0.0016) და პაციენტების წილის (%) შემცირება დაბალი ფიზიკური აქტივობით (<6000 ნაბიჯი დღეში) [40.8%, 54.5%-თან შედარებით; p<0.0001].

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირს®, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით, აღინიშნებოდა “PROactive” სკალის ჯამური მაჩვენებლების გაუმჯობესება (p=0.0002), რომელიც გამოიყენება ფქოდ-ის მქონე პაციენტების ფიზიკური აქტივობის შესაფასებლად.

ცხოვრების წესის შეცვლის პროგრამა დამატებული იქნა მკურნალობის ორივე ჯგუფში დამატებით 4 კვირაში.

დღის განმავლობაში გავლილი ნაბიჯების რაოდენობა პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® ჯგუფში არ იცვლებოდა და შეადგენდა 510 ნაბიჯს/დღეში, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (p=0.1588); პაციენტების წილი (%) დაბალი ფიზიკური აქტივობით (<6000 ნაბიჯი დღეში) შემცირდა პლაცებო ჯგუფთან შედარებით (41.5%, 50.4%-თან შედარებით; p=0.1134).

*ვინაიდან კვლევის პირველადი საბოლოო წერტილის მიმართ არ იქნა მიღწეული სტატისტიკური სარწმუნოობა, p-კრიტერიუმის ყველა მნიშვნელობის ანალიზი მეორადი საბოლოო წერტილებისთვის ჩატარდა მნიშვნელობის ნომინალური დონის 0,05-ის გამოყენებით და ფორმალური სტატისტიკური დასკვნის მიღება შეუძლებელია.

პედიატრიულიპროფილისპაციენტები

ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ფქოდ-ის მქონე პედიატრიული პროფილის ყველა ქვეჯგუფში პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® კვლევების შედეგების წარმოდგენის ვალდებულებაზე (იხ. პარაგრაფი 4.2 “პედიატრიული პროფილის პაციენტები”).

5.2ფარმაკოკინეტიკურითვისებები

აკლიდინიუმისა და ფორმოტეროლის ერთდროულად საინჰალაციო გზით შეყვანის შემთხვევაში თითოეული ნივთიერების ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ცალ-ცალკე შეყვანისას მათი ფარმაკოკინეტიკური თვისებებისგან.

შეწოვა

340 მკგ/12 მკგ პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® ერთჯერადი შესუნთქვის შემდეგ აკლიდინიუმი და ფორმოტეროლი სწრაფად შეიწოვება პლაზმაში, მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევით ინჰალაციის ჩატარებიდან 5 წუთის განმავლობაში ჯანმრთელ პირებში, და ინჰალაციიდან 24 წუთის განმავლობაში ფქოდ-ის მქონე პაციენტებში. სტაციონარულ მდგომარეობაში პლაზმაში აკლიდინიუმის და ფორმოტეროლის მაქსიმალური კონცენტრაციის მაჩვენებლები, რომლებიც აღინიშნა ფქოდ-ის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირს® ორჯერ დღე-ღამეში 5 დღის განმავლობაში, მიღწეული იქნა ინჰალაციიდან 5 წუთის განმავლობაში და შესაბამისად შეადგენდა 128 პგ/მლ-ს და 17 პგ/მლ-ს.

განაწილება

ინჰალატორ ჯენუეირიდან შესუნთქული აკლიდინიუმის ფილტვებში მოხვედრილი საერთო რაოდენობა შეადგენდა გაზომილი დოზის დაახლოებით 30%-ს. in vitro აკლიდინიუმის შეკავშირება პლაზმის ცილებთან სავარაუდოდ შეესაბამება მისი მეტაბოლიტების შეკავშირებას ცილებთან, პლაზმაში აკლიდინიუმის სწრაფ ჰიდროლიზთან დაკავშირებით; შეკავშირება პლაზმის ცილებთან შეადგენდა 87%-ს კარბონის მჟავას მეტაბოლიტისთვის და 15%-ს სპირტის მეტაბოლიტისთვის. პლაზმის ძირითადი ცილა, რომელიც იკავშირებს აკლიდინიუმს, არის ალბუმინი.

ფორმოტეროლის შეკავშირება პლაზმის ცილებთან შეადგენს 61%-64%-ს (34% ძირითადად ალბუმინთან). კავშირების გაჯერება არ ხდება თერაპიული დოზებით გამოყენებისას მიღწეული კონცენტრაციებისას.

ბიოტრანსფორმაცია

აკლიდინიუმი სწრაფად და მასიურად ჰიდროლიზდება მის ფარმაკოლოგიურად არააქტიურ სპირტის წარმოებულებამდე და კარბონის მჟავას წარმოებულებამდე. პლაზმაში მჟავური მეტაბოლიტის დონე ინჰალაციის შემდეგ დაახლოებით 100-ჯერ მეტია, ვიდრე სპირტის მეტაბოლიტის და უცვლელი მოქმედი ნივთიერების დონე. ადგილი აქვს როგორც ქიმიურ ჰიდროლიზს (არაფერმენტული), ასევე ფერმენტულს, ესთერაზების მონაწილეობით, და ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ჰიდროლიზში ჩართულ ძირითად ესთერაზას წარმოადგენს ბუტირილქოლინესთერაზა. ინჰალაციური შეყვანისას აკლიდინიუმის დაბალი აბსოლუტური ბიოშეღწევადობა (<5%) უკავშირდება აკლიდინიუმის აქტიურ სისტემურ და პრესისტემურ ჰიდროლიზს, როგორც ფილტვში მოხვედრისას, ასევე შიგნით მიღებისას. ბიოტრანსფორმაცია CYP450 ფერმენტების მონაწილეობით უმნიშვნელო როლს ასრულებს აკლიდინიუმის საერთო მეტაბოლურ კლირენსში. in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ აკლიდინიუმი თერაპიული დოზით ან მისი მეტაბოლიტები არ იწვევს ციტოქრომი P450 (CYP450) რომელიმე ფერმენტის დათრგუნვას ან ინჰიბირებას და არ თრგუნავს ესთერაზების (კარბოქსილესთერაზა, აცეტილქოლინესთერაზა და ბუთირილქოლინესთერაზა) აქტივობას. in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ აკლიდინიუმი ან მისი მეტაბოლიტები არ წარმოადგენს P-გლიკოპროტეინის სუბსტრატებს ან ინჰიბიტორებს.

ფორმოტეროლი ძირითადად გამოიყოფა მეტაბოლური გზით. ყველაზე მნიშვნელოვან გზას წარმოადგენს უშუალო გლუკურონიზაცია o-დემეთილირებით, შემდეგ თან მოსდევს კონიუგაცია გლუკურონიდით, რომელიც წარმოადგენს შემდგომ მეტაბოლურ გზას. ციტოქრომ P450-ის იზოფერმენტები – CYP2D6, CYP2C19, CYP2C9 და CYP2A6 მონაწილეობს ფორმოტეროლის o-დემეთილირებაში. ფორმოტეროლი თერაპიულად მნიშვნელოვანი კონცენტრაციით არ აინჰიბირებს CYP450-ის ფერმენტებს.

გამოყოფა

340/12 მკგ დოზით პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® ინჰალაციის შემდეგ პრეპარატის შეყვანიდან 24 საათში პლაზმის განსაზღვრისას, აკლიდინიუმის ბრომიდის
ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი შეადგენდა 11-33 საათს, ხოლო ფორმოტეროლის – 12-18 საათს.

ეფექტიანი ნახევარგამოყოფის პერიოდის* საშუალო მაჩვენებლები, როგორც აკლიდინიუმისთვის, ასევე ფორმოტეროლისთვის შეადგენს დაახლოებით 10 საათს (გაანგარიშებულია კუმულაციის კოეფიციენტის საფუძველზე).

  • ნახევარგამოყოფის დრო, რომელიც ემთხვევა პრეპარატის დაგროვებას, დოზირების ცნობილი რეჟიმის დროს.

კვლევაში მონაწილე ჯანმრთელ პირებში რადიოაქტიური ნიშნით მონიშნული 400 მკგ აკლიდინიუმის ბრომიდის ინტრავენური შეყვანის შემდეგ შეყვანილი დოზის დაახლოებით 1% გამოიყოფოდა შარდთან ერთად უცვლელი სახით. დოზის 65%-მდე გამოიყოფოდა მეტაბოლიტების სახით შარდთან ერთად და 33%-მდე - მეტაბოლიტების სახით განავალთან ერთად. კვლევაში მონაწილე ჯანმრთელ პირებსა და ფქოდ-ის მქონე პირებში 200 მკგ და 400 მკგ აკლიდინიუმის ბრომიდის ინჰალაციის გზით შეყვანის შემდეგ ძალიან მცირე რაოდენობა, მიღებული დოზის დაახლოებით 0.1%, გამოიყოფოდა შარდთან ერთად უცვლელი სახით, რაც მიუთითებს, რომ თირკმლის კლირენსს უმნიშვნელო როლი აქვს პლაზმიდან აკლიდინიუმის საერთო კლირენსში.

მიღებული ფორმოტეროლის ძირითადი ნაწილი გარდაიქმნება ღვიძლში მეტაბოლიზმის შედეგად, შემდეგ კი გამოიყოფა თირკმელებით. ინჰალაციის შემდეგ ფორმოტეროლის გამოთავისუფლებული დოზის 6-9% გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით ან ფორმოტეროლის უშუალო კონიუგატების სახით.

პაციენტებისგანსაკუთრებულიჯგუფები

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში აკლიდინიუმის/ფორმოტეროლის ფარმაკოკინეტიკის კვლევები არ ჩატარებულა. ვინაიდან ხანდაზმულ პაციენტებში არც აკლიდინიუმის, არც ფორმოტეროლის გამოყენებისას დოზის კორექცია საჭირო არ არის, აკლიდინიუმის/ფორმოტეროლის შემთხვევაში ხანდაზმულ პაციენტებში მისი გამოყენებისას დოზის შეცვლა დასაბუთებული არ არის.

თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონეპა ციენტები

აკლიდინიუმის/ფორმოტეროლის განსაკუთრებული გამოყენების მონაცემები თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში არ არსებობს. ვინაიდან თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში არც აკლიდინიუმის, არც ფორმოტეროლის გამოყენებისას დოზის შეცვლა საჭირო არ არის, აკლიდინიუმის/ფორმოტეროლის შემთხვევაში დოზის შეცვლა არ არის დასაბუთებული.

რასობრივი კუთვნილება

იაპონელებსა და ევროპელებში 340/12 მკგ პრეპარატ ბრიმიკა® ჯენუეირის® განმეორებითი ინჰალაციების შემდეგ აღინიშნებოდა აკლიდინიუმის ბრომიდის მსგავსი სისტემური ზემოქმედება (AUC მაჩვენებლების თანახმად).

5.3უსაფრთხოებისწინა კლინიკური****მონაცემები

უსაფრთხოების არაკლინიკური მონაცემებით, რომლებიც მიღებულია უსაფრთხოების, მრავალჯერადი გამოყენებისას ტოქსიურობის, გენოტოქსიურობის, კანცეროგენული მოქმედების, რეპროდუქციული ორგანოების მხრივ ტოქსიურობის ტრადიციული ფარმაკოლოგიური კვლევებით, აკლიდინიუმისა და ფორმოტეროლის გამოყენებასთან დაკავშირებული ადამიანისთვის რაიმე განსაკუთრებული რისკი გამოვლენილი არ არის.

ტოქსიურობის არაკლინიკურ კვლევებში აკლიდინიუმის ეფექტები რეპროდუქციული ორგანოების (ფეტოტოქსიური მოქმედება) და ფერტილობის (ჩასახვის სიხშირის, ყვითელი სხეულების რაოდენობის მცირედით შემცირება და ემბრიონის პრე- და პოსტიმპლანტაციური სიკვდილის შემთხვევები) მიმართ აღინიშნა მხოლოდ ზემოქმედების ისეთი მნიშვნელობების დროს, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატება ადამიანზე მაქსიმალურ ექსპოზიციას, რაც მიუთითებს ამ ეფექტების მცირე მნიშვნელობაზე კლინიკური გამოყენებისთვის.

ფორმოტეროლის მაღალი სისტემური ზემოქმედებისას, ვირთაგვებში გამოვლინდა ფერტილობის (პოსტიმპლანტაციური დანაკარგი), ასევე პოსტნატალური გადარჩენის და დაბადებისას შთამომავლობის საშუალო მასის დაქვეითება. ვირთაგვებსა და თაგვებში აღინიშნებოდა საშვილოსნოს ლეიომიომის განვითარების სიხშირის უმნიშვნელო მომატება; ეს ეფექტი ითვლება ამ ჯიშის მღრღნელებისთვის დამახასიათებელ ეფექტად β2-ადრენომიმეტიკების მაღალი დოზების ხანგრძლივი ზემოქმედებისას.

არაკლინიკურმა კვლევებმა, რომლებშიც შესწავლილი იქნა აკლიდინიუმის/ ფორმოტეროლის ზეგავლენა გულ-სისხლძარღვთა პარამეტრებზე, აჩვენა გულის შეკუმშვათა გახშირება და არითმია ადამიანისთვის მაქსიმალურ ზემოქმედებაზე მნიშვნელოვნად მაღალი ზემოქმედებისას, რაც მიუთითებს ამ ეფექტების მცირე მნიშვნელობაზე კლინიკური გამოყენებისთვის. აღნიშნული ეფექტები წარმოადგენს β2-ადრენომიმეტიკებზე ცნობილ ჭარბ ფარმაკოლოგიურ რეაქციებს.

6.ფარმაცევტულიმახასიათებლები

6.1დამხმარენივთიერებების****ჩამონათვალი

ლაქტოზის მონოჰიდრატი.

6.2****შეუთავსებლობა

ხელმისაწვდომი არ არის.

6.3ვარგისობი სვადა

3 წელი.

პაკეტის გახსნიდან გამოიყენება 60 დღის განმავლობაში.

6.4სიფრთხილისგანსაკუთრებულიზომებიშენახვისას

მოცემული სამკურნალო საშუალების შესანახად განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმი საჭირო არ არის. მკურნალობის დაწყებამდე ინჰალატორი ჯენუეირი ინახება დახურულ პაკეტში.

შემადგენლობა: ერთი გამოთავისუფლებული დოზა აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს: 340 მკგ აკლიდინიუმის ბრომიდს, 12 მკგ ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატს. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბრონქოდილატატორები.

ჩვენებები: მოზრდილებში ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

დოზირება და მიღების წესი: რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ინჰალაციას ორჯერ დღეში, დილას და საღამოს, კვებისგან და სითხის მიღებისგან დამოუკიდებლად. ბრიმიკა ჯენუეირის მოქმედება გრძელდება 12 საათს, ამიტომ გამოიყენება ერთსა და იმავე დროს, რათა უზრუნველყოს ორგანიზმში სამკურნალო საშუალების საკმარისი დონე. ხანდაზმულებში, თირკმლის ან ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში არ არის საჭირო დოზის კორექცია.უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა აკლიდინიუმის, ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატის ან მოცემული პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ. 18 წლამდე ასაკი.ორსულობა და ლაქტაცია: არ გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, როგორიცაა თავბრუსხვევა, არამკვეთრი მხედველობა, არ უნდა მოხდეს მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა.

ჭარბი დოზირება: სიმპტომები: არამკვეთრი მხედველობა, პირის სიმშრალე, შეუძლოდ ყოფნა, კანკალი, თავის ტკივილი, გულისცემის შეგრძნება, არტერიული წნევის მომატება. ჭარბი დოზირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

გარეგნული სახე და შეფუთვა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი. ინჰალატორი ჯენუეირი წარმოადგენს თეთრი ფერის ხელსაწყოს, ჩადგმული დოზების ინდიჯატორით და დოზირების ნარინჯისფერი ღილაკით. მუნდშტუკი დახურულია ნარინჯისფერი მოსახსნელი დამცავი თავსახურით. ინჰალატორი გამოდის დახურულ დამცავ ალუმინის შეფუთვაში, რომელშიც მოთავსებულია შეფუთვა საშრობით. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 60 დოზაზე გათვლილი 1 ინჰალატორი.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვის გახსნიდან 60 დღის განმავლობაში. არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს. მკურნალობის დაწყებამდე ინახება დახურულ შეფუთვაში. არ გამოიყენება, თუ პაციენტი შენიშნავს, რომ შეფუთვა დაზიანებული ან გახსნილია. დაუშვებელია პროდუქტის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად.

შემადგენლობა: ერთი გამოთავისუფლებული დოზა აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს: 340 მკგ აკლიდინიუმის ბრომიდს, 12 მკგ ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატს. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბრონქოდილატატორები.

ჩვენებები: მოზრდილებში ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება.

დოზირება და მიღების წესი: რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ ინჰალაციას ორჯერ დღეში, დილას და საღამოს, კვებისგან და სითხის მიღებისგან დამოუკიდებლად. ბრიმიკა ჯენუეირის მოქმედება გრძელდება 12 საათს, ამიტომ გამოიყენება ერთსა და იმავე დროს, რათა უზრუნველყოს ორგანიზმში სამკურნალო საშუალების საკმარისი დონე. ხანდაზმულებში, თირკმლის ან ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში არ არის საჭირო დოზის კორექცია.უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა აკლიდინიუმის, ფორმოტეროლის ფუმარატის დიჰიდრატის ან მოცემული პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ. 18 წლამდე ასაკი.ორსულობა და ლაქტაცია: არ გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, როგორიცაა თავბრუსხვევა, არამკვეთრი მხედველობა, არ უნდა მოხდეს მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა.

ჭარბი დოზირება: სიმპტომები: არამკვეთრი მხედველობა, პირის სიმშრალე, შეუძლოდ ყოფნა, კანკალი, თავის ტკივილი, გულისცემის შეგრძნება, არტერიული წნევის მომატება. ჭარბი დოზირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

გარეგნული სახე და შეფუთვა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილი. ინჰალატორი ჯენუეირი წარმოადგენს თეთრი ფერის ხელსაწყოს, ჩადგმული დოზების ინდიჯატორით და დოზირების ნარინჯისფერი ღილაკით. მუნდშტუკი დახურულია ნარინჯისფერი მოსახსნელი დამცავი თავსახურით. ინჰალატორი გამოდის დახურულ დამცავ ალუმინის შეფუთვაში, რომელშიც მოთავსებულია შეფუთვა საშრობით. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 60 დოზაზე გათვლილი 1 ინჰალატორი.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვის გახსნიდან 60 დღის განმავლობაში. არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ ტემპერატურულ პირობებს. მკურნალობის დაწყებამდე ინახება დახურულ შეფუთვაში. არ გამოიყენება, თუ პაციენტი შენიშნავს, რომ შეფუთვა დაზიანებული ან გახსნილია. დაუშვებელია პროდუქტის გადაგდება საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ბრიმიკა ჯენუეირი 60დ ფხვ.ინჰ#1
  • სახელი: ბრიმიკა ჯენუეირი 60დ ფხვ.ინჰ#1
  • შეფუთვა: (340მკგ + 12მკგ)/დოზა 60 დოზა საინჰალაციო ფხვნილი ინჰალატორი №1
Aversi 116.62 ლ
Brimica Genuair - ბრიმიკა ჯენუეირი 340/12მკგ 60 დოზა
  • სახელი: Brimica Genuair - ბრიმიკა ჯენუეირი 340/12მკგ 60 დოზა
  • მწარმოებელი: Industrias Farmaceuticas Almirall S.A. (ესპანეთი)
  • შეფუთვა: (340მკგ + 12მკგ)/დოზა 60 დოზა საინჰალაციო ფხვნილი ინჰალატორი №1
PSP 115.14 ლ
ბრიმიკა ჯენუეირი ფხვნილი საინჰალაციო (340მკგ+12მკგ)/1დოზა 60დოზა #1
  • სახელი: ბრიმიკა ჯენუეირი ფხვნილი საინჰალაციო (340მკგ+12მკგ)/1დოზა 60დოზა #1
  • მწარმოებელი: Industrias Farmaceuticas Almirall S.A. (ესპანეთი)
  • შეფუთვა: (340მკგ + 12მკგ)/დოზა 60 დოზა საინჰალაციო ფხვნილი ინჰალატორი №1
Pharmadepot 153.29 ლ
ბრიმიკა ჯენუეირი ფხვნილი საინჰალაციო (340მკგ+12მკგ)/1დოზა 60დოზა #1
  • სახელი: ბრიმიკა ჯენუეირი ფხვნილი საინჰალაციო (340მკგ+12მკგ)/1დოზა 60დოზა #1
  • მწარმოებელი: Industrias Farmaceuticas Almirall S.A. (ესპანეთი)
  • შეფუთვა: (340მკგ + 12მკგ)/დოზა 60 დოზა საინჰალაციო ფხვნილი ინჰალატორი №1
GPC 163.07 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა