სულფოკამფოკაინი-დარნიცა - SULFOCAMPHOCAINE-DARNYTSIA
სულფოკამფოკაინი-დარნიცა - SULFOCAMPHOCAINE-DARNYTSIA

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კარდიალური თერაპია, კარდიალური სხვა პრეპარატები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება -
სულფოკამფოკაინი SULFPCAMPHOCAINUM-DARNITSA - СУЛЬФОКАМФОКАИН-ДАРНИЦА
მოქმედი ნივთიერება: სულფოკამფოკაინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანალეპტიკური საშუალება; ასტიმულირებს სუნთქვის და სისხლის მამოძრავებელ ცენტრებს
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი 10%: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ 1 ამპ.
სულფოკამფოკაინი .............. 100 მგ 100 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული პრეპარატი, ანალეპტიკური მოქმედების. ასტიმულირებს სასუნთქ და სისხლძარღვების მამოძრავებელ ცენტრებს. მიოკარდზე ახდენს პირდაპირ მოქმედებას, აძლერებს ცვლის პროცესებს და ამაღლებს მის მგრძნობელობას სიმპათიკური იმპულსაციის მიმართ. ამაღლებს პერიფერიული სისხლძარღვების ტონუსს. აუმჯობესებს ფილტვების ვენტილაციას, ფილტვების სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს ბრონქიალური ჯირკვლების სეკრეციას.

ჩენებები:
გულ–ფილტვის მწვავე უკმარისობა, კარდიოგენული შოკი, ანაფილაქსიური შოკი.

მიღების წესი და დოზრება:
კანქვეშ, კუნთში, ვენაში ნაკადად ან წვეთოვნად, 2მლ 10% ხსნარი, 2–3–ჯერ დღეში. მაქსიმალური სდღეღამისო დოზა – 12 მლ 10% ხსნარი.

უკუჩვენებები:

  • ჰიპერმგრძნობელობა.
    სიფრთხილით: არტერიალური ჰიპოტენზია, ორსულობა, ლაქტაცია.

გვერდითი მოქმედება:
არტერიული წნევის დაქვეითება (განსაკუთრებით პაციენტებში დაბალი არტერიული წნევით – ჰიპოტონიკი), ალერგიული რეაქციები.

ურთიერთქმედება:
შეთავსებადია საგულე გლიკოზიდებთან, სტეროიდულ ჰორმონებთან და ანალგეტიკებთან.

** **სულფოკამფოკაინ-დარნიცა
შემადგენლობა :
მოქმედი ნივთიერება: DL-სულფოქაფურის მჟავა, ნოვოკაინ
1 მლ ხსნარი შეიცავს 49,6 მგ DL-სულფოქაფურის მჟავას, 50,4 მგ ნოვოკაინის ფუძეს;
დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა. საინექციო ხსნარი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე უფერული ან ოდნავ მოყვითალო სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. კარდიოლოგიური პრეპარატები.

ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
სულფოკამფოკაინ-დარნიცა მიეკუთვნება ანალეპტიკური სამკურნალო საშუალებების ჯგუფს. სამკურნალო საშუალების მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ცენტრალური ნერვული სისტემის, პირველ რიგში მოგრძო ტვინის ცენტრების აგზნებით როგორც უშუალოდ, ასევე საძილე სინუსის მეშვეობით. სამკურნალო საშუალება ახდენს სასუნთქი და სისხლძარღვების მამოძრავებელი ცენტრების ტონიზირებას, აძლიერებს ცვლის პროცესებს გულის კუნთში, ზრდის რა მის მგრძნობელობას სიმპათიკური ნერვების ზემოქმედებისადმი. სულფოკამფოკაინი-დარნიცა ახდენს პირდაპირ ზემოქმედებას სისხლძარღვებზე - ხდება სისხლის გადანაწილება, ვიწროვდება მუცლის ღრუს ორგანოების სისხლძარღვები, იზრდება ვენური სისხლძარღვების ტონუსი, რამდენადმე იზრდება სისხლის მიდინება გულთან, უმჯობესდება კორონარული სისხლის მიმოქცევა, სისხლის მიწოდება ტვინში და ფილტვებში. კარდიოტონური ეფექტი დაკავშირებულია ადრენომასენსიბილიზირებელ მოქმედებასთან, სუნთქვის და გლიკოლიზის პროცესების გაძლიერებასთან, რომლებიც დაკავშირებულია მაკროერგული შენაერთების ფოსფორილაციის პროცესთან.
ფარმაკოკინეტიკა.
სულფოკამფოკაინი-დარნიცა სწრაფად შეიწოვება კანქვეშ, კუნთებში, ინტრავენური შეყვანის დროს. ორგანიზმში მეტაბოლიზმის პროცესში ექვემდებარება დაჟანგვას და კონიუგაციას გლუკურონის მჟავასთან. მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით, ამასთან შარდს აქვს სამკურნალო საშუალების სუნი. ნაწილობრივად გამოიყოფა ამოსუნთქული ჰაერით სასუნთქი გზების მეშვეობით და ნაღველით.

კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
მწავე და ქრონიკული რესპირატორული უკმარისობა; გულის მწვავე უკმარისობა გერიატრიაში; სუნთქვის დათრგუნვა პნევმონიის და სხვა ინფექციური დაავადებების დროს; კარდიოგენური და ანაფილაქსიური შოკი; ალკოჰოლით მოწამვლა, საძილე საშუალებებით მოწამვლის მსუბუქი ფორმები.

უკუჩვენებები.
მომატებული მგრძნობელობა კამფორის, ნოვოკაინის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; ეპილეფსია, მიდრეკილება კრუნჩხვითი რეაქციებისადმი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.
სულფოკამფოკაინ-დარნიცას სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად გამოყენების დროს შესაძლებელია:
ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველ პრეპარატებთან - უკანასკნელების მოქმედების შესუსტება;
ანტიქოლინესტერაზულ საშუალებებთან - უკანასკნელების მოქმედების შესუსტება;
სუქსამეტონიუმთან - სუქსამეტონიუმით გამოწვეული ნერვულ-კუნთოვანი ბლოკადის პროლონგაცია;
მაო-ს ინჰიბიტორებთან - არტერიული ჰიპერტენზიის რისკის მომატება;
გულის გლიკოზიდებთან, შარდმდენ საშუალებებთან, ანალგეტიკებთან, სტეროიდულ ჰორმონებთან - სულფოკამფოკაინის ანალეპტიკური მოქმედების გაძლიერება.
სამკურნალო საშუალებას ხანდახან ნიშნავენ გვერდითი მოქმედებების შესამცირებლად 5-ფტორურაცილით ქიმიოთერაპიის ჩატარების დროს.
სამკურნალო საშუალების გამოყენებისას არ არის რეკომენდირებული ალკოჰოლის გამოყენება.

გამოყენების თავისებურებანი.
გამოიყენება სიფრთხილით პაციენტებში არტერიული ჰიპოტენზიით (ნოვოკაინის ჰიპოტენზიური ზეგავლენა).

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.
მტკიცებით მედიცინაში არარსებობს ობიექტური ინფორმაცია სულფოკამფოკაინ-დარნიცას გამოყენების შესახებ ორსულობის პერიოდში, ამიტომ ორსულებში სამკურნალო საშუალებას არ იყენებენ. არ გამოირიცხება ძუძუთი კვების დროს სულფოკამფოკაინ-დარნიცას რძეში შეღწევის შესაძლებლობა, ამიტომ სამკურნალო საშუალების გამოყენებისას აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს.
მკურნალობის დროს აუცილებელია სიფრთხილის დაცვა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და რთულ მექანიზმებთან მუშაობის დროს, თავბრუსხვევის, კრუნჩხვების აღნიშვნის შემთხვევაში საჭიროა თავის შეკავება საქმიანობის პოტენციურად სახიფათო სახეობებით დაკავებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეს.

გამოყენების წესი და დოზირება.
სულფოკამფოკაინ-დარნიცა ინიშნება კანქვეშ, კუნთებში ან ინტრავენურად (ნელა, ნაკადით ან წვეთოვანი გზით) მოზრდილებში 2 მლ ერთჯერადი დოზით. გასაზავებლად რეკომენდირებულია ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარის გამოყენება. აუცილებლობის შემთხვევაში სამკურნალო საშუალების გამოყენება შეიძლება 2-3 ჯერ დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა მოზრდილებისათვის - 12 მლ.
მწვავე შემთხვევებში პრეპარატი შეიყვანება ინტრავენურად.
ქრონიკული რესპირატორული უკმარისობის და გულის უკმარისობის დროს პრეპარატი გამოიყენება კუნთებში ან კენქვეშ. მკურნალობის კურსმა შეიძლება შეადგინოს 20-30 დღე.

ბავშვები.
ბავშვებში სამკურნალო პრეპარატი არ გამოიყენება.

ჭარბი დოზირება.
სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბსრუსხვევა, მწვავე მოწამვლის დროს - სახის გაწითლება, პათოლოგიური მოძრაობითი აქტივობა, ბოდვა, ეპილეფსიური კუნჩხვები.
მკურნალობა: ანტიფსიქოზური და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები. გამოხატვის გარეშე ფსიქომოტორული აგზნების დროს - ტრანკვილიზატორები ან დამამშვიდებელი საშუალებები.

გვერდითი რეაქციები.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეპსიური დარღვევები.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტრემორი, პარესთეზიები, კრუნჩხვები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება ან მომატება, გულისცემის შეგრძნება, ტკივილი გულმკერდის არეში.
სისხლის სისტემის და ლიმფური სისტემის მხრივ: მეტჰემოგლობინემია.
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი, გამონაყარი კანზე, ქავილი, ჰიპერემია, ჭინჭრის ციება.
ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას: ჰიპერემია, გამონაყარი და ქავილი ინექციის ადგილას.
სხვა: ციებ-ცხელება, უნებლიე შარდვა.

ვარგისიანობის ვადა.
3 წელი.

შენახვის პირობები.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 25ºჩ ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

შეფუთვა.
2 მლ ამპულაში; 5 ამპულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში; 2 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა კოლოფში.

გაცემის კატეგორია : ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი.
კერძო სააქციო საზოგადოება “ფარმაცევტული ფირმა “დარნიცა”.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
სულფოკამფოკაინ10% 2მლ #10ა დარ
  • სახელი: სულფოკამფოკაინ10% 2მლ #10ა დარ
  • მწარმოებელი: PRJSC «Pharmaceutical firm «Darnytsia» (უკრაინა)
  • შეფუთვა: 10% (100მგ/მლ) 2მლ კანქვეშ შესაყვანი, ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №10 (2X5) კონტურულ-უჯრედოვან დამჭერში
Aversi 14.18 ლ
სულფოკამფოკაინი ხსნარი საინექციო 10% 2მლ ამპულა #10
  • სახელი: სულფოკამფოკაინი ხსნარი საინექციო 10% 2მლ ამპულა #10
  • მწარმოებელი: PRJSC «Pharmaceutical firm «Darnytsia» (უკრაინა)
  • შეფუთვა: 10% (100მგ/მლ) 2მლ კანქვეშ შესაყვანი, ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №10 (2X5) კონტურულ-უჯრედოვან დამჭერში
Pharmadepot 14.18 ლ

GPC 14.18 ლ
Sulfocamphocain - სულფოკამფოკაინი 10% 2მლ. 10 ამპულა
  • სახელი: Sulfocamphocain - სულფოკამფოკაინი 10% 2მლ. 10 ამპულა
  • მწარმოებელი: PRJSC «Pharmaceutical firm «Darnytsia» (უკრაინა)
  • შეფუთვა: 10% (100მგ/მლ) 2მლ კანქვეშ შესაყვანი, ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №10 (2X5) კონტურულ-უჯრედოვან დამჭერში
PSP 10.18 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით