დიპ რილიფი - DEEP Relief
დიპ რილიფი - DEEP Relief

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სახსრებისა და კუნთების ტკივილის დროს გამოსაყენებელი ადგილობრივი საშუალებები, სახსრებისა და კუნთების ტკივილის დროს გამოსაყენებელი ადგილობრივი სხვა საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

**დიპ რილიფი
**

პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება: დიპ რილიფი

წამლის ფორმა: გელი გარეგანი გამოყენებისათვის

აღწერა: გამჭვირვალე გელი მენთოლის სუნით.

შემადგენლობა
100 გ გელი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:
იბუპროფენი 5.00 გ
ლევომენთოლი (მენთოლი) 3.00 გ

დამხმარე ნივთიერებები:
გასუფთავებული წყალი 44.50
ეთანოლი დენატურირებული 33.00
პროპილენგლიკოლი 10.00 გ
დიიზოპროპანოლამინი 5.50 გ
კარბომერი 2.00 გ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი

ათქ კოდი: MO2AA13

ფარმაკოლოგიური თვისებები
გელი დიპ რილიფი წარმოადგენს ორი აქტიური კომპონენტის იბუპროფენისა და მენთოლის კომბინაციას.

მენთოლს გააჩნია ადგილობრივად გამაღიზიანებელი მოქმედება, რაც განაპირობებს სწრაფი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის განვითარებას.

იბუპროფენს გააჩნია ადგილობრივი ანალგეტიკური, ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური მოქმედება სახსრების, მყესების, იოგების, კუნთების სიმპტომატური მკურნალობისას. პრეპარატი დიპ რილიფი ამცირებს ტკივილსა და ანთებას, ეფექტურია სახსრების ტკივილისას მოძრაობისას და მოსვენებულ მდგომარეობაში, იწვევს დილით სახსრების შებოჭილობის შემცირებას.

გამოყენების ჩვენებები
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტი, ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი, ლუმბაგო, იშიასი), რბილი ქსოვილების რევმატული დაავადებები; რბილი ქსოვილებისა და სახსრების პოსტტრავმული ანთებები, მაგ. დაჭიმულობის, გადაჭიმულობის და დაზიანებების შედეგად; ზურგის ტკივილები, წელის ტკივილი.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა იბუპროფენის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ, ბრონქული ასთმა, პროვოცირებული აცეტილსალიცილმჟავას ან სხვა არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებით, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი (14 წლამდე), კანის საფარის მთლიანობის დარღვევა.

გამოიყენება სიფრთხილით
ღვიძლის პორფირია (გამწვავება), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები, ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევები, გულის ქრონიკული უკმარისობა, ბრონქული ასთმა, ხანდაზმულობის ასაკი.

გამოყენების წესი და დოზები
გამოიყენება გარეგნულად. მოზრდილებისა და 14 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისათვის. ანთების კერის მიდამოზე არსებულ კანზე ხდება გელის მცირე რაოდენობის (3-5 სმ) თხელი ფენის წასმა დღე-ღამეში 4-ჯერ და მისი ოდნავ შეზელვა. დიპ რილიფის გამოყენების შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანვა, თუ ისინი არ წარმოადგენენ მკურნალობის ობიექტს. პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა ექიმის კონსულტაციის გარეშე არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. უფრო ხანგრძლივი გამოყენების საჭიროებისას, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოქმედება
ადგილობრივი რეაქციები: ეგზემა, ფოტოსენსიბილიზაცია, კონტაქტური დერმატიტი (ქავილი, გაწითლება, კანის დამუშავებული უბნის შეშუპება, პაპულები, ვეზიკულები, აქერცვლა).

სისტემური რეაქციები: გენერალიზებული გამონაყარი კანზე, ალერგიული რეაქციები, ჭინჭრის გამონაყარი, ანგიონევროტული შეშუპება, ბრონქოსპასტური რეაქციები, ფოტოსენსიბილიზაცია.

ზედოზირება
აღწერილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს ფოტოსენსიბილიზაციის გამომწვევი პრეპარატების მოქმედება. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები სხვა პრეპარატებთან აღწერილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები
დიპ რილიფი არ გამოიყენება 14 წლამდე ასაკის ბავშვებში ექიმის შესაბამისი რეკომენდაციის გარეშე. პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლების დაავადება. გელის წასმა უნდა მოხდეს მხოლოდ კანის დაუზიანებელ უბანზე, რათა თავიდან იქნას აცილებული მისი მოხვედრა ღია ჭრილობებზე. გელის წასმის შემდეგ არ შეიძლება ოკლუზიური (ჰაერგაუმტარი) სახვევის დადება.

დაუშვებელია პრეპარატის მოხვედრა თვალებსა და ლორწოვან გარსზე. პრეპარატის დიდი რაოდენობით ხანგრძლივი გამოყენებისას აღინიშნება სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.

გამოშვების ფორმა
გელი გარეგანი გამოყენებისათვის.
15 გ, 30 გ, 50 გ ან 100 გ ალუმინის ტუბებში. ტუბი გამოყენების ინსტრუქციის ფურცელთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25ºC-ზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:
“მენტოლატუმ კომპანი ლიმიტედ”
The Mentholatum Company Limited
მისამართი: 1 რედვუდ ავენიუ, პიილ პარკ კამპუს, ისტ კილბრიდ გ74 5პე
შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი
1 Redwood Avenue, Peel Parl Campus, East Kilbride G74 5PE, Scotland, UK

მოსკოვში წარმომადგენლობის მისამართი:
105082, მოსკოვი, ბოლშაია პოჩტოვაიას ქ. 18/20
ტელ: 580 54 00, ფაქსი: 580 54 01

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
იბუპროფენი 5% გელის საერთო მასისა (ან 50მგგ გელი)
მენთოლი 3% გელის საერთო მასისა (ან 30მგგ გელი)

ფარმაკოლოგიური ჯგუფი. ადგილობრივი გამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშულება.

ჩვენება მოხმარებისათვის: დიპ რილიფი შეიძლება გამოყენებული იქნეს ტკივილის გაყუჩებისათვის და ართრიტის დროს ანთებითი პროცესების ჩასაქრობად, კუნთებისა და სახსრების სხვადასხვა სახის ტკივილის დროს, ხერხემლის ტკივილის ჩათვლით.

უკუჩვენებები.
დიპ რილიფის მიღება არ არის რეკომენდირებული თუ:
თუ თქვენ მგრძონიბარე ხართ იბუპროფენის მიმართ, პრეპარატის სხვა კომპონენტების მომართ;
თქვენ გაწუხებთ ასთმა და იცით რომ, ასპირინმა და სხვა არასტეროიდულმა ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ ასთმის შეტევა;
თქვენ დაზიანებული გაქვთ კანის ის ნაწილი სადაც გამოყენებული უნდა იყოს გელი;
თქვენ ფეხმძიმეთ ხართ, ან ფიქრობთ რომ ხართ;
თქვენ ბავშვს კვებავთ ძუძუთი.

მიღების მეთოდები და დოზა. მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. დიდებისთვის და ბავშვებისათვის 14 წლის ზევით ასაკით. გახვრიტეთ ტუბის ზევითა ნაწილი, გელის მცირე რაოდენობა წაისვით მტკივან ადგილას შემდგომი ნელი შეზელვით მის შეწოვებამდე 4-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქცია კანის მხრიდან, აგრეთვე გაწითლება წვა და ა.შ.

გამოშვების ფორმა: გელი გარეგანი გამოყენებისათვის ალუმინის ტუბებში 15გრ, 30გრ, 50გრ ან 100გრ კარტონის ყუთში.

შენახვის პირობები: ინახება ტემპერატურაზე არა უმეტეს 25C, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: სამი წელი. არ გამოიყენოთ ვადა გასული.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
იბუპროფენი 5% გელის საერთო მასისა (ან 50მგგ გელი)
მენთოლი 3% გელის საერთო მასისა (ან 30მგგ გელი)

ფარმაკოლოგიური ჯგუფი. ადგილობრივი გამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშულება.

ჩვენება მოხმარებისათვის: დიპ რილიფი შეიძლება გამოყენებული იქნეს ტკივილის გაყუჩებისათვის და ართრიტის დროს ანთებითი პროცესების ჩასაქრობად, კუნთებისა და სახსრების სხვადასხვა სახის ტკივილის დროს, ხერხემლის ტკივილის ჩათვლით.

უკუჩვენებები.
დიპ რილიფის მიღება არ არის რეკომენდირებული თუ:
თუ თქვენ მგრძონიბარე ხართ იბუპროფენის მიმართ, პრეპარატის სხვა კომპონენტების მომართ;
თქვენ გაწუხებთ ასთმა და იცით რომ, ასპირინმა და სხვა არასტეროიდულმა ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ ასთმის შეტევა;
თქვენ დაზიანებული გაქვთ კანის ის ნაწილი სადაც გამოყენებული უნდა იყოს გელი;
თქვენ ფეხმძიმეთ ხართ, ან ფიქრობთ რომ ხართ;
თქვენ ბავშვს კვებავთ ძუძუთი.

მიღების მეთოდები და დოზა. მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. დიდებისთვის და ბავშვებისათვის 14 წლის ზევით ასაკით. გახვრიტეთ ტუბის ზევითა ნაწილი, გელის მცირე რაოდენობა წაისვით მტკივან ადგილას შემდგომი ნელი შეზელვით მის შეწოვებამდე 4-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქცია კანის მხრიდან, აგრეთვე გაწითლება წვა და ა.შ.

გამოშვების ფორმა: გელი გარეგანი გამოყენებისათვის ალუმინის ტუბებში 15გრ, 30გრ, 50გრ ან 100გრ კარტონის ყუთში.

შენახვის პირობები: ინახება ტემპერატურაზე არა უმეტეს 25C, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: სამი წელი. არ გამოიყენოთ ვადა გასული.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

დიპ რილიფი

**პრეპარატის სავაჭრო სახელწოდენა : დიპ რილიფი **

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: იბუპროფენი/ლევომენთოლი.

სამკურნალწამლო ფორმა: გელი გარეგანი გამოყენებისთვის.

აღწერა: გამჭვირვალე გელი მენთოლის სუნით

შემადგენლობა:

1 გ. გელი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

იბუპროფენი – 50 მგ

ლევომენთოლი (მენთოლი) – 30 მგ

დამხმარე ნივთიერებები გასუფთავებული წყალი – 445 მგ

                                                  ეთანოლი დენატურირებული 96%                           – 300 მგ

                                                  პროპილენგლიკოლი                                                    – 100 მგ

                                                  დიზოპროპანოლამინი                                                 –  55 მგ

                                                  კარბომერი                                                                      –  20 მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

სახსრებისა და კუნთების ტკივილის დროს ადგილობრივი გამოყენების სხვა საშუალებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

იბუპროფენი თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს, აქვს ანთებისსაწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

ადგილობრივად გამოყენებისას მენთოლი ავლენს გამაღიზიანებელ მოქმედებას და იწვევს კანის ჰიპერემიას. ის ხელს უწყობს ტკივილის გაყუჩებას კუნთებში, მყესებსა და სახსრებში. მენთოლი ზემოქმედებს კანის ნერვულ დაბოლოებებზე.

გელის სახით იბუპროფენის ბიოშეღწევადობა პერორალურ მიღებასთან შედარებით, შეადგენს დაახლოებით 5%-ს.

იბუპროფენის სისტემური კონცენტრაცია მაქსიმუმს - დაახლოებით 0.6მკგ/მლ-ს აღწევს პრეპარატის მიღებიდან ორი საათის შემდეგ. ლევომენთოლი, რომელიც შეიწოვება კანით, აღწევს ღვიძლში. ლევომენთოლის მეტაბოლოზდება ღვიძლში ჰიდროქსილირებით და შემდგომი კონიუგაციით გლუკურონიდთან. ლევომენთოლის მეტაბოლიზმის პროდუქტების გამოყოფა ხდება თირკმელებით.

გამოყენების ჩვენება

კუნთების და სახსრების ტკივილის, მსუბუქი ტრავმული დაზიანებისას წარმოქმნილი შეშუპების: იოგების დაჭიმვის, დაჟეჟილობის, სპორტული ტრავმების ადგილობრივი სიმპტომური მკურნალობა.

გამოიყენება რევმატიზმის დროს ტკივილის სინდრომის კომლექსური მკურნალობისთვის.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა იბუპროფენისა ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; აცეტილსალიცილის მჟავას ამ სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიღებით პროვოცირებული ბრონქული ასთმა; ექსუდაციური დერმატიტი, ეგზენა, კანის ინფიცირებული დაზიანებები, დამწვრობები; ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი (18 წლამდე), კანის საფარის მთლიანობის დარღვევა.

უკუნაჩვენებია კანის ერთსა და იმავე უბანზე ადგილობრივი მოქმედების სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენება.

სიფრთხილით: ღვიძლის პორფირია (გამწვავება), კუჭ-ნაწლავის სისტემის ეროზიულ წყლულოვანი დაზიანებები, ღვიძლისა და თირკმლის მძიმე დაზიანება, გულის ქრონიკული უკმარისობა, ბრონქული ასთმა, ხანდაზმული ასაკი.

გამოყენების წესი და დოზები

გარეგანი გამოყენებისთვის. მოზრდილებისთვის. საჭიროა მცირე რაოდენობით გელის (3-5 სმ) წასმა თხელ ფენად მტკივნეულ არეზე და მისი მსუბუქად შეზელა. განმეორება შესაძლებელია საჭიროების მიხედვით დღე-ღამეში არაუმეტეს 3 ჯერ, გამოყენებებს შორის არანაკლებ 4-საათიანი ინტერვალის დაცვით.

ექიმის კონსულტაციის გარეშე, პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. უფრო ხანგრძლივად გამოყენების აუცილებლობისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ყოველთვის დაიბანეთ ხელები დიფ რილიფის გამოყენების შემდეგ, თუკი თავად ხელები არ წარმოადგენს მკურნალობის ობიექტი.

გვერდითი მოქმედება

კანის მხრივ - ადგილობრივი რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, კანის სიმშრალე, სიწითლე, წვა, კონტაქტური დერმატიტი.

იბუპროფენთან დაკავშირებული სისტემური გვერდითი გვერდითი რეაქციები:

-არასპეციფიკური ალერგიული და ანაფილაქსიური რეაქციები;

-სასუნთქი სისტემის მხრივ - მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის, ბრონქული ასთმა, ბრონქული ასთმის გამწვავება, ბრონქოსპაზმი და ქოშინი, რომელიც შესაძლოა განუვითარდეს იმ პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ბრონქული ასთმა ან ალერგიული დაავადებები სამკურნალო საშუალების გამოყენების დროს, ან ანამნეზში;

-კანის საფარის მხრივ - სხვადასხვა სახის დაზიანება (გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, პურპურა, კვინკეს შეშუპება, უფრო იშვიათად: ბულოზური დერმატოზები (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიმორფული ერითემა), ფოტოსენსიბილიზაცია.

სხვა სისტემური გვერდითი რეაქციები დაკავშირებულია იბუპროფენის შეღწევასთან კანიდან და დამოკიდებულია გამოყენებული გელის რაოდენობაზე, დამუშავებული უბნის ფართობზე, კანის მთლიანობის ხარისხზე, მკურნალობის ხანგრძლივობასა და ოკლუზიური სახვევის გამოყენებაზე. ძალიან იშვიათად, იბუპროფენის ადგილობრივი გამოყენებისას ვითარდება მუცლის ტკივილი, დისპეფსია და თირკმლის უკმარისობა.

დოზის გადაჭარბება

ადგილობრივი გამოყენებისას დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა.

იბუპროფენით გამოწვეული სიმპტომები: გულისრევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, არტერიული ჰიპოტენზია.

მკურნალობა სიმპტომურია. ნაჩვენებია ელექტროლიტური ბალანსის კორექცია.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

ასპირინის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდებო საშუალებების მიღებამ შესაძლოა გაზარდოს გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი.

პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს ისეთი საშუალებების მოქმედება, რომლებიც იწვევენ ფოტოსენსიბილიზაციას. კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან აღწერილი არ არის.

**სიფრთხილის ზომები **

თუ თირკმელების დაავადებები გაქვთ, პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. გელის წასმა საჭიროა დაუზიანებელ კანზე, თავიდან უნდა იქნას აცილებული ღია ჭრილობებზე მოხვედრა. გელის წასმის შემდეგ არ შეიძლება ოკლუზიური (ჰაერგაუმტარი) სახვევის დადება!

არ შეიძლება პრეპარატის წასმა გაღიზიანებულ კანზე. თუკი სამკურნალო საშუალების გამოყენებისას ვითარდება გამონაყარი და კანის საფარის გაღიზიანება, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

დაუშვებელია პრეპარატის მოხვედრა თვალებსა და ლორწოვან გარსებზე. პრეპარატის დიდი რაოდენობით და ხანგრძლივად გამოყენებისას არსებობს სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.

პერორალურად მიღების დროს იბუპროფენმა შეიძლება დაამძიმოს არსებული თირკმლის უკმარისობა ან გამოიწვიოს წყლულოვანი დაავადების გამწვავება. ანამნეზში თირკმლის ფუნქციის დარღვევის ან პეპტიური წყლულის მქონე პაციენტებმა სამკურნალო საშუალება დიპ რილიფის გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს.

დიპ რილიფი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს იბუპროფენს, რომელიც წარმოადგენს ციკლოოქსიგენაზას ინჰიბიტორს და სისტემური შეღწევის შემთხვევაში, შესაძლოა გავლენა იქონიოს ფერტილობაზე. დიპ რილიფი არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომელთაც პრობლემები აქვთ ორსულობის დადგომასთან დაკავშირებით, ან ქალებისათვის, რომლებიც გადიან კვლევებს უშვილობასთან დაკავშირებით..

გვერდითი ეფექტების შემცირება შესაძლებელია მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენებით მაქსიმალურად მოკლე დროის განმავლობაში.

თუ სამკურნალო საშუალების გამოყენების დროს ვითარდება რაიმე სახის გვერდითი მოვლენები, არ ხდება მდგომარეობის გაუმჯობესება ან მდგომარეობა უარესდება, საჭიროა ექიმის კონსულტაცია..

სამკურნალო საშუალება შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

დიპ რილიფის გამოყენება არ შეიძლება 18 წლამდე ბავშვებში.

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობის პერიოდში იბუპროფენის გამოყენების უსაფრთხოება საკმარისად შესწავლილი არ არის. ცხოველებში იბუპროფენის პერორალურად მიღების კვლევებმა არ გამოავლინა ტერატოგენური ეფექტები. იბუპროფენის საკმარისი სისტემური კონცენტრაციების მიღწევისას აღინიშნებოდა ღია არტერიული სადინარის (ბოტალოვის სადინარის) დახურვა, მომატებული რისკი მშობიარობის შემდგომი სისხლდენისა დედასა და ახალშობილში და ასევე შეშუპებების რისკი ორსულ ქალებში. პრეპარატ დიპ რილიფის გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია. იბუპროფენი და მისი მეტაბოლოტები გამოიყოფა დედის რძეში. პრეპარატ დიპ რილიფის გამოყენება უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების პერიოდში.

**გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე **

ადგილობრივი გამოყენების იბუპროფენი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

გამოშვების ფორმა

გელი გარეგანი გამოყენებისთვის.

ალუმინის ტუბში 15 გ, 50 გ ან 100 გ.

ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისობის ვადა - 3 წელი.

პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
დიპ რილიფი 100გ ჟელე
  • სახელი: დიპ რილიფი 100გ ჟელე
  • მწარმოებელი: The Mentholatum Company Limited (დიდი ბრიტანეთი)
  • შეფუთვა: (50მგ + 30მგ)/გ 100გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
Aversi 29.8 ლ
დიპ რილიფი 50გ ჟელე
  • სახელი: დიპ რილიფი 50გ ჟელე
  • მწარმოებელი: The Mentholatum Company Limited (დიდი ბრიტანეთი)
  • შეფუთვა: (50მგ + 30მგ)/გ 50გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
Aversi 19.36 ლ
დიპ რილიფი გელი 50მგ+30მგ 50გრ ტუბი #1
  • სახელი: დიპ რილიფი გელი 50მგ+30მგ 50გრ ტუბი #1
  • მწარმოებელი: The Mentholatum Company Limited (დიდი ბრიტანეთი)
  • შეფუთვა: (50მგ + 30მგ)/გ 50გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
Pharmadepot 18.33 ლ
დიპ რილიფი გელი 50მგ+30მგ 100გრ ტუბი #1
  • სახელი: დიპ რილიფი გელი 50მგ+30მგ 100გრ ტუბი #1
  • მწარმოებელი: The Mentholatum Company Limited (დიდი ბრიტანეთი)
  • შეფუთვა: (50მგ + 30მგ)/გ 100გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
Pharmadepot 28.15 ლ
დიპ რილიფი გელი 50მგ+30მგ 50გრ ტუბი #1
  • სახელი: დიპ რილიფი გელი 50მგ+30მგ 50გრ ტუბი #1
  • მწარმოებელი: The Mentholatum Company Limited (დიდი ბრიტანეთი)
  • შეფუთვა: (50მგ + 30მგ)/გ 50გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
GPC 19.5 ლ
დიპ რილიფი გელი 50მგ+30მგ 100გრ ტუბი #1
  • სახელი: დიპ რილიფი გელი 50მგ+30მგ 100გრ ტუბი #1
  • მწარმოებელი: The Mentholatum Company Limited (დიდი ბრიტანეთი)
  • შეფუთვა: (50მგ + 30მგ)/გ 100გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
GPC 29.95 ლ
Dip rilif - დიპ რილიფი გელი 15გ
  • სახელი: Dip rilif - დიპ რილიფი გელი 15გ
  • შეფუთვა: (50მგ + 30მგ)/გ 15გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
PSP 0.12 ლ
Dip rilif - დიპ რილიფი გელი 50გ
  • სახელი: Dip rilif - დიპ რილიფი გელი 50გ
  • მწარმოებელი: The Mentholatum Company Limited (დიდი ბრიტანეთი)
  • შეფუთვა: (50მგ + 30მგ)/გ 50გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
PSP 13.57 ლ
Dip rilif - დიპ რილიფი გელი 100გ
  • სახელი: Dip rilif - დიპ რილიფი გელი 100გ
  • მწარმოებელი: The Mentholatum Company Limited (დიდი ბრიტანეთი)
  • შეფუთვა: (50მგ + 30მგ)/გ 100გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
PSP 21.2 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით