ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, ვიტამინი A
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერება: retinol (vit A); 1მლ ხსნარი შეიცავს რეტინოლს (რეტინოლის აცეტატის სახით)-34,4მგ (100000 ME A ვიტამინი)-18-20 წვეთი; 1 წვეთი შეიცავს A ვიტამინის დაახლოებით 5000 ME; დამხმარე ნივთიერება: სოიოს ზეთი.
ჩვენებები: A-ავიტამინოზი და A-ჰიპოვიტამინოზი, თვალების დაავადებები (პიგმენტური რეტინიტი, ქსეროფტალმია, ჰემერალოპია, ზედაპირული კერატიტი, რქოვანას დაზიანება, კონიუქტივიტი, პიოდერმია და ქუთუთოების ეგზემატოზური დაზიანება), კომპლექსურ თერაპიაში: რაქიტი; მწვავე რესპირატორული დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობს ექსუდაციური დიათეზის ფონზე; მწვავე და ქრონიკული ბრონქულ-ფილტვების დაავადებები; ჰიპოტროფია; კოლაგენეზები; კანის პათოლოგიური პროცესები (მოყინვა, დამწვრობები, ჭრილობები, იქთიოზი, ფოლიკულარული დისკერატოზი, მოხუცებულობის კერატოზი, კანის ტუბერკულოზი, ეგზემის ზოგიერთი ფორმა, ფსორიაზი); ნაწლავების ანთებითი და წყლულოვან-ეროზიული დაზიანებებისას; ღვიძლის ციროზი; ქრონიკული გასტრიტები; საშარდე გზებში კონკრემენტების წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, მწვავე და ქრონიკული ნეფრიტი, გულის უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში, ნაღველკენჭოვანი დაავადება, ქრონიკული პანკრეატიტი, ჰიპერვიტამინოზი A, რეტინოიდების ჭარბი დოზირება, ჰიპერლიპიდემია, სიმსუქნე, ქრონიკული ალკოჰოლიზმი.
გამოყენების თავისებურებები: პრეპარატი მიიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
რეტინოლის აცეტატის ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია ბიოქიმიური
მაჩვენებლების და სისხლის შედედების დროის გაკონტროლება. ქათმის სიბრმავის
მკურნალობისას რეტინოლის აცეტატი უნდა გამოყენებულ იქნეს რიბოფლავინთან,
ნიკოტინის მჟავასთან ერთად. სიფრთხილით უნდა გამოყენებულ იქნეს ჰეპატობილიარული
სისტემის მძიმე დარღვევებისას, დაავადებებისას, რომლებსაც თან სდევს სისხლის
შედედების დარღვევა. პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის ტეტრაციკლინებით
ხანგრძლივი თერაპიის დროს. რეტინოლის მიღება უნდა მოხდეს ქოლესტირამინის
მიღებამდე 1 საათით ადრე ან მისი მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ. პრეპარატისთვის
დამახასიათებელია დაგროვება და ხანგრძლივად არსებობა ორგანიზმში. ქალებისთვის,
რომლებიც ღებულობდნენ რეტინოლის მაღალ დოზებს, შესაძლებელია ორსულობის დაგეგმვა
არაუადრეს 6-12 თვისა. ეს იმას უკავშირდება, რომ ამ დროის განმავლობაში არსებობს
ნაყოფის არასწორი განვითარების რისკი A ვიტამინის მაღალი შემცველობის
ზემოქმედებით ორგანიზმში. A ვიტამინის ნორმალური შეწოვისთვის აუცილებელ პირობას
ცხიმების არსებობა საკვებში წარმოადგენს. ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება
არღვევს პრეპარატის შეწოვას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან.
სამკურნალწამლო საშუალება შეიცავს სოიოს ზეთს. თუ პაციენტს აქვს ალერგია მიწის
თხილსა ან სოიოზე, არ უნდა მიიღოს აღნიშნული სამკურნალწამლო საშუალება.
გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში: აღნიშნული სამკურნალო ფორმით A ვიტამინის მაღალი დოზის გამო პრეპარატი უკუნაჩვენებია შიგნით მისაღებად ორსულობისა ან ლაქტაციის პერიოდში.
გამოყენების წესი და დოზები: რეტინოლის აცეტატი ინიშნება შიგნით ჭამიდან 10-15 წუთის შემდეგ.
შენახვის წესი: ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის კატეგორია. ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

**საერთაშორისო **დასახელება: RETINOL
**კლინიკურ-****ფარმაკოლოგიური **ჯგუფი:
ცხიმში ხსნადი ვიტამინური პრეპარატი.
**შემადგენლობა ****და ****გამოშვების **ფორმა:
**კაფსულები: **შეფუთვაში 24 ც.
1 კაფს. რეტინოლი 50000 სე
ჩვენებები:
დოზირების რეჟიმი
პრეპარატის დოზის შერჩევა ხდება ექიმის მიერ ინდივიდუალურად დაავადების სახის და სიმძიმის მიხედვით.
ვიტამინ A-ს დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა ქსეროფთალმიის გარეშე:
- ბავშვებში 8 წლის ასაკის ზევით და მოზრდილებში - 100000 IU დღეში 3 დღის განმავლობაში, შემდეგ მკურნალობის 12-დღიანი კურსი დღეღამეში 500000 IU.
- ბავშვებში 1-დან 8 წლამდე - 5000-10000 IU/კგ-ზე 5 დღის განმავლობაში, შემდეგ 17000-35000 IU დღეღამეში, 10 დღე.
- ბავშვებში 1 წლის ასაკის ქვევით 1000 IU/კგ-ზე დღეღამეში 5 დღე, შემდგომში 10 დღიანი კურსით 7500-1000 IU დღეღამეში.
ვიტამინი A-ს დეფიციტის სამკურნალოდ ქსეროფთალმიით:
- ბავშვებში 8 წლის ასაკის ზევით და მოზრდილებში - 500000 IU დღეღამეში 3 დღე, შემდგომში 14 დღიანი კურსით 50000 IU დღეღამეში, შემდეგი 2 თვიანი კურსით 20000 IU დღეღამეში.
- ბავშვებში 1-დან 8 წლამდე - 5000-10000 IU/კგ-ზე 5 დღე ან მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.
მალაბსორბციის სინდრომის პროფილაქტიკისათვის:
- ბავშვებში 8 წლის ასაკის ზევით და მოზრდილებში - 10000-50000 IU დღეღამეში.
სხვა პათოლოგიების დროს ჩვენების მიხედვით:
- მოზრდილებში/ქალებში - 4000 IUდღეღამეში;
- მოზრდილებში/მამაკაცებში - 5000 IU დღეღამეში;
- ბავშვებში 10 წლის ასაკის ზევით 4000-5000 IU დღეღამეში;
- ბავშვებში 7-დან 10 წლამდე 3300-3500 IU დღეამეში;
- ბავშვებში 4-დან 6 წლამდე 2500 IU დღეღამეში;
- ბავშვებში 6 თვიდან 3 წლამდე 1500-2000 IU დღეღამეში.
რეკომენდებული სადღეღამისო დოზები პრეპარატზე გაზრდილი მოთხოვნილების დროს:
- ფეხმძიმეებში - 5000 IU დღეღამეში.
- ლაქტაციის პერიოდში 6000 IU დღეღამეში.
სხვა პათოლოგიების დროს ხდება პრეპარატის დოზის ინდივიდუალური დადგენა.
გვერდითი მოვლენები
რეტინოლის მაღალი დოზებით ხანგრძლივი მიღებისას აღინიშნება ძილიანობა, მადის დაქვეითება, თავის ტკივილი, მაცერაცია ტუჩების კუთხეებში, ალოპეცია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, სხეულის ტემპერატურის მომატება, ალერგიული რეაქციები. თუ ვიტამინი A-ს პლაზმური დონე შეადგენს 50000 IU/100 მლ-ში აღინიშნება ღებინება, ქავილი, მხედველობის გაორება, კანის ჰიპერპლაზია.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
ჰიპერვიტამინოზი A.
ღვიძლის და თირკმელების მძიმე დაავადებები.
ორსულობა და ლაქტაცია
დოზის მიღების ვადების დადგენისას საჭიროა სიფრთხილე პრეპარატის დანიშვნისას ფეხმძიმობისას და ლაქტაციის პერიოდში.
არსებობს მონაცემები, რომ პრეპარატი დოზით 6000 IU იწვევს ნაყოფის დაზიანებას (საშარდე ტრაქტის ანომალია, ზრდის შენელება).
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გადადის დედის რძეში.
განსაკუთრებული მითითებები
- პრეპარატი არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე;
- იგი ნაკლებად ეფექტურია მშრალ და დანაოჭებული კანის სამკურნალოდ, ასევე ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისათვის და სამკურნალოდ, როდესაც არ აღინიშნება ვიტამინის დეფიციტი.
- მაღალი დოზებით პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული მისი მაღალი ტოქსიურობის გამო.
- პრეპარატი დიდი სიფრთხილით ინიშნება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის, მიოკარდიოსკლეროზის, ჰიპერქოლესტერინემიის და თირკმელების დაავადებების დროს, რადგანაც მისმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ქოლესტერინის გაზრდა სისხლში.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებისას აღინიშნება : ჰიპერემია, თავის ტკივილი, სისუსტე, ძილიანობა, უმადობა, წონის დაკლება, სხეულის ტემპერატურის მომატება, ტაქიკარდია, სისხლჩაქცევები კონიუნქტივაში და პირის ლორწოვან გარსში, ღვიძლის უმნიშვნელო გადიდება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, თმების ცვენა. პრეპარატის მიღების შეწყვეტისას აღნიშნული მოვლენები ქრება.
თერაპია ამ შემთხვევებში - მანიტოლი, გლუკოკორტიკოიდები და ვიტამინი E.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
- რეტინოლის ტოქსიურობა ძლიერდება ალკოჰოლით და რეტინოიდებით. კონტრაცეპტივები იწვევენ პრეპარატის დონის გაზრდას ორგანიზმში.
- არ შეიძლება პრეპარატის ერთდროული მიღება: ნიტრატებთან, ქოლესტირამინთან, ნეომიცინთან, სუკრალფატთან, ანტაციდურ და საფაღარათო პრეპარატებთან, რადგანაც ისინი ცვლიან მის რეზორბციას.
- ვიტამინი A-ს კომბინაციას ვიტამინ E-თან გააჩნია თერაპიული ეფექტი გინეკოლოგიაში, დერმატოლოგიაში და გერიატრიაში. ვიტამინი E ინარჩუნებს რეტინოლს აქტიურ ფორმაში და იცავს მას დაჟანგვისაგან.
ხშირად ვიტამინ A-ს იღებენ ვიტამინ E-თან ერთად.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II –გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.