მიოფოლიკ მენი - Miofolic MEN
მიოფოლიკ მენი - Miofolic MEN

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

მიოფოლიკ მენი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატის გამოყენების ინსტრუქცია
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი განკუთვნილია მხოლოდ მამაკაცებისთვის.

შემადგენლობა: 1 პაკეტი შეიცავს: მიო-ინოზიტოლი 1000,0მგ, L-არგინინი 300,0მგ, Tribulus terrestris L-ს ნაყოფის ექსტრაქტი 200,0მგ, მათ შორის საპონინები 180,0მგ, მათ შორის პროტოდიოსცინი 40,0მგ, L-კარნიტინ ტარტრატი 100,0მგ, ვიტამინი C (L-ასკორბინის მჟავა) 90,0მგ, ვიტამინი E (DL-ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი) 30,0მგ, თუთია (თუთიის გლუკონატი) 6,0მგ, ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ) 2,8მგ, ფოლის მჟავა (გლუკოზამინის მარილი (6S)-5- მეთილტეტრაჰიდროფოლის მჟავები) 200,0 მკგ, სელენი (ნატრიუმის სელენიტი) 100,0 მკგ. დამხმარე ნივთიერებები: შემავსებელი ნივთიერება (მალტოდექსტრინი), სიმჟავის მარეგულირებელი (ლიმონმჟავა), საღებარი (ჭარხლის კონცენტრატი), ნატურალური არომატიზატორი (ბროწეული), საღებარი (შავი სტაფილოს კონცენტრატი), დამატკბობელი (სუკრალოზა). გმო-ს გარეშე.

კვებითი ღირებულება: 100გ პროდუქტის შემადგენლობა: ცილები-16,4გ, ცხიმები-1,9გ, ნახშირწყლები-76,4გ, 1 პაკეტის შემადგენლობა: ცილები-0,656გ, ცხიმები-0,076გ, ნახშირწყლები-3,056გ. ენერგეტიკული ღირებულება (კალორიულობა): 100გ პროდ უქტში- 1600,0 კჯოული-380,0 კკალ; 1 პაკეტში-64,0 კჯოული-15,2 კკალ.

ჩვენება: Tribulus terrestris L.-ის ნაყოფის ექსტრაქტი ხელს უწყობს ენდოგენური ტესტოსტერონის დონის მომატებას, აღადგენს და აუმჯობესებს ლიბიდოს და ერექციას; მიო-ინოზიტოლი ახანგრძლივებს მაღალი პოტენციალის მქონე მოძრავი სპერმატოზოიდების პროცენტს; L-არგინინი აუმჯობესებს ერექციას; L-კარნიტინი ზრდის სპერმის რაოდენობას და ხარისხს და ჩასახვის ალბათობას; ფოლის მჟავა მონაწილეობს უჯრედების დაყოფის პროცესში; ვიტამინი B6 ხელს უწყობს ჰორმონული აქტივობის რეგულაციას; ვიტამინი E ტესტოსტერონის მოლეკულას იცავს დაშლისგან; ვიტამინი C-ანტიოქსიდანტი, იცავს სპერმატოზოიდებს ქალის სასქესო ორგანოების მჟავა გარემოში დაზიანებისგან; თუთია, სელენი ხელს უწყობენ სასქესო ჯირკვლების მოქმედებას და აღადგენენ სპერმატოგენეზს. მიოფოლიკ მენი რეკომენდებულია როგორც Tribulus terrestris L.-ის ნაყოფის ექსტრაქტის, მიო-ინოზიტოლის, L-არგინინის, L-კარნიტინის, ვიტამინების და მინერალების მოქმედი ნივთიერებების დამატებითი წყარო.
Tribulus terrestris L.-ის ნაყოფის ექსტრაქტი ხელს უწყობს ენდოგენური ტესტოსტერონის დონის მომატებას, ძალის და კუნთოვანი მასის უფრო ეფექტურ ზრდას, ზედმეტი ცხიმოვანი მასის დაწვას ამასთანავე ხელს უწყობს მამაკაცის ორგანიზმის ხარისხიან აღდგენას დაძაბული ვარჯიშის შემდეგ. Tribulus terrestris L.-ის ნაყოფის ექსტრაქტი აუმჯობესებს ლიბიდოს და მამაკაცის ერექციას.
მიო-ინოზიტოლი გავლენას ახდენს სპერმატოზოიდების ფუნქციონირებასა და მოძრაობაზე.
L-არგინინი მონაწილეობს გლუვი კუნთების, სისხლძარღვების ტონუსის რეგულირებაში, იმუნიტეტის შენარჩუნებაში, ახანგრძლივებს სქესობრივი აქტის ხანგრძლივობას, აძლიერებს სასიამოვნო შეგრძნებებს და ორგაზმს ხდის უფრო ხანგრძლივს და ღრმას. L-არგინინი არეგულირებს ორგანიზმში ჰორმონულ ფონს.
L-კარნიტინი მოქმედებს ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმზე, რის გამოც ორგანიზმს აძლევს ენერგიას, რაც გამოიყენება კონკრეტულად სპერმატოზოიდების მომწიფებაში, მოქმედებაში და სპერმატოგენეზის პროცესში. ამას გარდა, ხელს უწყობს სპერმატოზოიდების ანტიოქსიდანტურ დაცვას ზედმეტი უჯრედული აცეტილ-კოა-ს მოცილებით. L-კარნიტინის მიღებისას უმჯობესდება ერექციული ფუნქცია და მცირდება ზოგადი დაღლილობა.
ფოლის მჟავა მიოფოლიკ მენის შემადგენლობაში წარმოდგენილია 5-მეთილტეტრაჰიდროფოლატის სახით-მეტაბოლურად აქტიური ფორმის, რომელიც აუცილებელია სისხლწარმოქმნასა და იმუნური სისტემის ზრდასა და განვითარებაში.
ვიტამინი B6 ხელს უწყობს ჰორმონული აქტივობის რეგულაციას. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლაში, აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში.
ვიტამინი E-ცხიმხსნადი ვიტამინია, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტური და რადიოპროტექტორული მოქმედება, აუმჯობესებს ადამიანის ჰორმონულ ფონს, აუმჯობესებს ქსოვილებით ჟანგბადის მოხმარებას, ხელს უწყობს უჯრედების და ჟანგვითი სტრესისგან დაცვას.

მიოფოლიკი მენი

1 საშე მიოფოლიკ Men- ის შემადგენლობა:

• მიო-ინოზიტოლი— 1000 მგ

• ტრიბულუსი — 200 მგ

• L-არგინინი — 300 მგ

• L-კარნიტინი — 100 მგ

• აქტიური ფოლატი — 200 მკგ

• სელენი — 100 მკგ

• ვიტამინი С — 90 მგ

• ვიტამინი E — 30 მგ

• ვიტამინი B6 — 2,8 მგ

• ცინკი— 6 მგ

**მიოფოლიკ Men
** • აუმჯობესებს მამაკაცის ჰორმონულ და მეტაბოლურ სტატუსს
• აუმოჯობესებს სპერმოგრამის ხარისხობრივ და რაოდენობრივ მაჩვენებელს

• რეკომენდირებულია იდიოპათიური უნაყოფობის დროს

• აღმოფხვრის საშუალო სიმძიმის ერექციულ დისფუნქციას

გამოიყენება:

• კაცების ჰორმონალური ბალანსის და ფერტილობის აღდგენისთვის

• უნაყოფობის კომპლექსური თერაპიისთვის

• ეფექტურია ერექციული დისფუნქციის და ოლიგოასეთენოტერატოზოოსპერმიის დროს

ბალანსირებული პრეპარატი იდიოპათიური უნაყოფობის და ერექციული დისფუნქციის სიმპტომების დროს.

ჩვენება:

• იდიოპათიური უნაყოფობა

• ოლიგოასთენოტერატოზოოსპერმია

• საშუალო სიმძიმის ერექციული დისფუნქცია

• ჰორმონულ- მეტაბოლური დარღვევები (ინსულინრეზისტენტობა, ჭარბწონიანობა,ანდროგენების დეფიციტი)
• სპერმის მომზადება ეკოს/იქსი-ს პროცედურებისთვის და კრიოკონსერვაციისთვის

მიიღება:

1-2 საშე დღეში

3-6 თვის განმავლობაში

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა