კორვალ-G - KORVAL-G
კორვალ-G - KORVAL-G

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფსიქოლეფსური საშუალებები, ბარბიტურატები, კომბინაციები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა
კორვალ-G-ის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს:
ალფა-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერი (100% მშრალ მასაზე გადაანგარიშებით)- 12,42 მგ,
ფენობარბიტალი (100% მშრალ მასაზე გადაანგარიშებით) - 11,34 მგ,
პიტნის ზეთი - 0,88 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ბეტა- ციკლოდექსტრინი, კალიუმის აცესულფამი.
მოქმედების მექანიზმი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი - საძილე და სედატიური პრეპარატი.
კორვალ-G - დამამშვიდებელი და სპაზმოლიზური საშუალებაა, რომლის ეფექტურობა დამყარებულია შემადგენელი ნივთიერებების მოქმედებაზე.
ალფა-ბრომოიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერი ავლენს რეფლექტორულ დამამშვიდებელ და სპაზმოლიზურ მოქმედებას, რაც განპირობებულია უპირატესად პირის ღრუსა და ცხვირ- ხახის რეცეპტორების რეფლექტორული აგზნებადობით, ცენტრალური ნერვული სისტემის უბნების რეფლექტორული აგზნებადობის დაქვეითებით და თავის ტვინის ქერქის და ქერქქვეშა ნეირონებში შეკავების პროცესების გაძლიერებით, ასევე - ცენტრალური სისხლძარღვოვანი ცენტრების აქტივობის დაქვეითებით და სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე პირდაპირი ადგილობრივი სპაზმოლიზური მოქმედებით.
ფენობარბიტალი აქვეითებს დიდი ჰემისფეროების ქერქზე, შუა ტვინისა და მოგრძო ტვინის რეტიკულური ფორმაციის ცენტრების გამაქტივებელ მოქმედებას, რითაც ამცირებს თავის ტვინის ქერქსა და ქერქქვეშა სტრუქტურებზე გამაღიზიანებელ მოქმედებას. დოზიდან გამომდინარე აღნიშნული მოქმედება შეიძლება იყოს დამამშვიდებელი, ტრანკვილიზატორული ან საძილე ეფექტის. კორვალ-G ამცირებს სიხლძარღვების ცენტრებზე, კორონარულ და პერიფერიულ სისხლძარღვებზე გამაღიზიანებელ მოქმედებას, რითაც ამცირებს საერთო არტერიულ წნევას, ხსნის სისხლძარღვების სპაზმს, განსაკუთრებით გულის სიხლძარღვების.
პიტნის ზეთი დიდი რაოდენობით შეიცავს ეთერულ ცხიმებს, მათ შორის 50% მენთოლს და 4-9% მენთოლის ეთერებს. მათ აქვთ უნარი გააღიზიანონ პირის ღრუს რეცეპტორები და რეფლექტორულად გააფართოვონ უპირატესად გულისა და ტვინის სისხლძარღვები, რაც ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს და იწვევს დამამშვიდებელ და სპაზმოლიზურ მოქმედებას, ამცირებს მეტეორიზმს.
ფარმაკოკინეტიკა
სუბლინგვალურად გამოყენებისას შეწოვა იწყება ენის ქვეშა არედან, აქტიური ნივთიერებების ბიოშეღწევადობა მაღალია (დაახლოებით 60-80%). ეფექტი ვლინდება სწრაფად, 5-10 წუთში.
შიგნით მიღებისას მოქმედება ვლინდება 15-45 წუთის შემდეგ და გრძელდება 3-6 საათის განმავლობაში. პაციენტები, რომლებიც ადრე იღებდნენ ბარბიტურის მჟავას პრეპარატებს, მოქმედება უფრო ხანმოკლეა, რაც განპირობებულია ღვიძლში ფენობარბიტალის მეტაბოლიზმის აჩქარებით. ასაკოვან პაციენტებში და პაციენტებში ღვიძლის ციროზით კორვალ-G-ის მეტაბოლიზმი შემცირებულია, შესაბამისად ნახევარგამოყოფის პერიოდი გახანგრძლივებულია, რაც დოზის შემცირებას და მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდას მოითხოვს.
ჩვენება
- ნევროზები მომატებული გაღიზიანებადობით;
- უძილობა;
- ჰიპერტონული დაავადების და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის კომპლექსურ თერაპიაში;
- კორანარული სისხლძარღვების არამკვეთრად გამოხატული სპაზმი, ტაქიკარდია;
- ნეიროვეგეტატიური დარღვევებით განპირობებული ნაწლავის სპაზმი (როგორც სპაზმოლიზური საშუალება).
უკუჩვენება
- პრეპარატის კომპონენტებისადმი და ბრომისადმი მომატებული მგრძნობელობა;
- ღვიძლისა და/ან თირკმლების გამოხატული დარღვევები;
- ღვიძლის პორფირია;
- გულის მძიმე უკმარისობა.
უსაფრთხოების ზომები
პრეპარატთან ერთად არ უნდა იყოს მიღებული ალკოჰოლური სასმელები.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება, რათა არ მოხდეს პრეპარატისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
არტერიული ჰიპოტენზიის დროს პრეპარატის დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
ბავშვებში პრეპარატის დანიშვნის გამოცდილება არ არსებობს.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის დანიშვნა მძღოლებისათვის და აქტიური სამუშაოებისა და მექანიზმების მართვის შემთხვევაში.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი არ ინიშნება.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბება აღინიშნება პრეპარატის ხშირი ან ხანგრძლივი გამოყენების დროს, რაც დაკავშირებულია შემადგენელი ნივთიერებების კუმულაციასთან. ხანგრძლივმა და მუდმივად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატისადმი დამოკიდებულება, აბსტინენციის სინდრომი, ფსიქომოტორული აგზნებადობა. პრეპარატის მიღების უცბად შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომი.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები: ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, ცნობიერების დაბინდვა, თავბრუსხვევა, ატაქსია, ძილიანობა, ღრმა ძილის ჩათვლით. მძიმე შემთხვევებში მოწამვლა - სუნთქვის დარღვევა, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, კოლაფსი, კომა.
მკურნალობა: სიმპტომური.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ცნს-ის დამთრგუნველი პრეპარატები აძლიერებენ კორვალ-G-ის ეფექტს.
პრეპარატის შემადგენელმა ფენობარბიტალმა შესაძლოა ღვიძლის ფერმენტების ინდუცირება გამოიწვიოს. ამიტომ კორვალ-G ამცირებს იმ პრეპარატების ეფექტურობას, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ღვიძლში (კუმარინის წარმოებულები, გრიზეოფულვინი, გლუკოკორტიკოიდები, პერორალური ჩასახვი საწინააღმდეგო საშუალებები).
კორვალ-G აძლიერებს ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების, ტკივილგამაყუჩებლების და საძილე საშუალებების მოქმედებას, რაც ბარბიტურის მჟავას წარმოებულების შემცველობასთანა არის კავშირში.
კორვალ-G აძლიერებს ვალპროის მჟავას ეფექტს, ხოლო მეტროტრექსატთან კომბინაციაში, ზრდის ამ უკანასკნელის ტოქსიკურობას.
ალკოჰოლი აძლიერებს პრეპარატის ეფექტურობას, ასევე - მის ტოქსიკურობას.
დოზირება და მიღების წესი
კორვალ-G ინიშნება სუბლინგვალურად (ენის ქვეშ) ან შიგნით მისაღებად.
მოზრდილებში 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.
საჭიროებისას (გამოხატული ტაქიკარდია და კორონარული სისხლძარღვების სპაზმი) ერთჯერადი დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 3 ტაბლეტამდე.
მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება კლინიკური ეფექტისა და პრეპარატის ამტანობის მიხედვით.
გვერდითი მოვლენები
კორვალ-G, როგორც წესი, კარგად გადაიტანება. ერთეულ შემთხევაში შეიძლება გამოვლინდეს:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისკომფორტი კუჭისა და ნაწლავების არეში, გულისრევა;
ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, მსუბუქი თავბრუსხვევა, ყურადღების კონცენტრირების დაქვეითება;
იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულის რიტმის შენელება;
აღნიშნული მოვლენები ქრება დოზის შემცირებისას.
პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს პრეპარატისადმი დამოკიდებულება და ბრომიზმის სიმპტომები: ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, აპათია, რინიტი, კონიუნქტივიტი, აკნე, ჰემორაგიული დიათეზი, კოორდინაციის დარღვევა, გონების დაბინდვა.
ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი.
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
50 ტაბლეტი ბლისტერებში; მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ურეცეპტოდ).

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
კორვალ-G #10ტ
  • სახელი: კორვალ-G #10ტ
  • მწარმოებელი: GM Pharmaceuticals Ltd (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -FARMAK PJSC(უკრაინა)) (საქართველო)
  • შეფუთვა: 12.42მგ + 11.34მგ + 0.88მგ ტაბლეტი №10 (1X10)
Aversi 1.42 ლ
კორვალ ჯ ტაბლეტი #10
  • სახელი: კორვალ ჯ ტაბლეტი #10
  • მწარმოებელი: GM Pharmaceuticals Ltd (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -FARMAK PJSC(უკრაინა)) (საქართველო)
  • შეფუთვა: 12.42მგ + 11.34მგ + 0.88მგ ტაბლეტი №10 (1X10)
Pharmadepot 2.15 ლ
კორვალ ჯ ტაბლეტი #10
  • სახელი: კორვალ ჯ ტაბლეტი #10
  • მწარმოებელი: GM Pharmaceuticals Ltd (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -FARMAK PJSC(უკრაინა)) (საქართველო)
  • შეფუთვა: 12.42მგ + 11.34მგ + 0.88მგ ტაბლეტი №10 (1X10)
GPC 2.15 ლ
Korval-G - კორვალ-G 50 ტაბლეტი
  • სახელი: Korval-G - კორვალ-G 50 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: «Farmak» JSC (უკრაინა)
  • შეფუთვა: (12,42მგ + 11,34მგ + 0,88მგ) ტაბლეტი №50 (5X10)
PSP 8.2 ლ
Korval-G - კორვალ-G 50 ტაბლეტი
  • სახელი: Korval-G - კორვალ-G 50 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: GM Pharmaceuticals Ltd (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -FARMAK PJSC(უკრაინა)) (საქართველო)
  • შეფუთვა: 12.42მგ + 11.34მგ + 0.88მგ ტაბლეტი №50 (5X10)
PSP 8.2 ლ
Korval-G - კორვალ-G 10 ტაბლეტი
  • სახელი: Korval-G - კორვალ-G 10 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: GM Pharmaceuticals Ltd (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -FARMAK PJSC(უკრაინა)) (საქართველო)
  • შეფუთვა: 12.42მგ + 11.34მგ + 0.88მგ ტაბლეტი №10 (1X10)
PSP 1.96 ლ
კორვალ-G #50ტ
  • სახელი: კორვალ-G #50ტ
  • მწარმოებელი: GM Pharmaceuticals Ltd (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -FARMAK PJSC(უკრაინა)) (საქართველო)
  • შეფუთვა: 12.42მგ + 11.34მგ + 0.88მგ ტაბლეტი №50 (5X10)
Aversi 10.17 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა