ზელენინას წვეთები RFF - ZEEINA pilieni RFF

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კარდიალური თერაპია, კარდიოლოგიური კომბინირებული სხვა საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

**ზელენინის წვეთები
Guttae Zelenini
**

შემადგენლობა: შმაგას ნაყენი; შროშანას ნაყენი; კატაბალახას ნაყენი; მენთოლი;
პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს, ფლავონოიდებს, საგულე გლიკოზიდებს, კუმარინებს, ვალეპოტრიატებს, ტროპანის ჯგუფის ალკალოიდებს (ჰიოსციამინი, სკოპოლამინი).

ფარმაკოლოგიური მოქმედება: აქვს სედაციური, სპაზმოლიზური მოქმედება. ამცირებს რეფლექტორულ აგზნებას ნერვული სისტემის ცენტრალურ ნაწილებში, ახანგრძლივებს საძილე პრეპარატების მოქმედებას, აფართოებს კორონარულ სისხლძარღვებს, ხსნის ნეიროგენულ არითმიებს. აქვეითებს სანერწყვე, კუჭის, საოფლე ჯირკვლების სეკრეციას, ანელებს ნაწლავების პერისტალტიკას.

ჩვენება:

ვეგეტონევროზი, კლიმაქტერული ნევროზი;
ნეიროგენული ბრადიარითმიები, ბრადიკარდია;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპასტიური მდგომარეობა;
ჰიპერაციდული გასტრიტი;
კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები;

გვერდითი მოვლენები: დიდი დოზით მიღება იწვევს ძილიანობას, შრომის უნარის დაქვეითებას, ჰიპოტენზიას.

მიღების წესი და დოზირება:
პერორულად: მოზრდილთათვის 10-20 წვეთი 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე.

გამოშვების ფორმა: 25 მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და მიხრახნილი სახურავით.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

შენახვა: მშრალ, გრილ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ურეცეპტოდ.

შემადგენლობა: ხსნარის 1 მლ შეიცავს 0,2 მლ შმაგას ნაყენს (Belladonnae tinctura), 0,4 მლ
შროშანას ნაყენს (Convallariae tinctura), 0,4 მლ კატაბალახას ნაყენს (Valerianae tinctura), 8 მგ
რაცემულ მენთოლს (Mentholum racemicum).

ჩვენება: გულის ფუნქციონალური დარღვევებით მიმდინარე ნეიროცირკულარული დისტონიის
(მიდრეკილება ნელი გულისცემისადმი) მკურნალობა. კატაბალახას ნაყენი ამცირებს ნერვულ
დაძაბულობას, შროშანას ნაყენი აუმჯობესებს გულის მოქმედებას, შმაგას ნაყენი და მეთანოლი
წარმოადგენენ სისხლძარღვების და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კუნთების მოდუნებას.

უკუჩვენება: ალერგიულია პრეპარატში შემავალი ნივთიერებების ან ეთანოლის მიმართ;
დახურულკუთხოვანი გლაუკომა, გაზრდილი თვალშიდა წნევა, წინამდებარე ჯირკვლის
გადიდება თანდართული შარდის შეკავებით; კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი
დაავადებები, პარალიზური გაუვალობა, პილორუსის ან კუჭ-ნაწლავის სხვა ობსტრუქცია,
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, გადიდებული მსხვილი ნაწლავი კედლის გასქელებით,
კალიუმის იონის კონცენტრაციის შემცირება სისხლში; სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული და
სხვადასხვა ხარისხის გულის გამტარობის დარღვევა, სათითურას პრეპარატების მიღება,
ფილტვის მწვავე შეშუპება, ჰიპერტროფიულ-ობსტრუქციული კარდიომიოპათია; გარდამავალი
დამბლით მიმდინარე კუნთების ძლიერი სისუსტე. პრეპარატი უკუნაჩვენებია 12 წლამდე
ბავშვებში, ფეხმძიმეებში ან ლაქტაციის პერიოდში.

მიღების წესი: პრეპარატი გამოიყენება ექიმის მითითების შესაბამისად, განკუთვნილია
მხოლოდ შიგნით მიღებისთვის. ერთჯერადი დოზა: მოზრდილებისთვის- 20-25 წვეთი. 12
წელზე უფროსი ასაკის მოზარდები, ხანდაზმულები და თირკმლის დარღვევების მქონე
პაციენტებისთვის სასურველია ერთჯერადი დოზის შემცირება 18-20 წვეთამდე. მაქსიმალური დღიური დოზა: 3 ერთჯერადი დოზა. თუ სიმპტომები გაუარესდა ან არ გაუმჯობესდა 10-14 დღის განმავლობაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
შენახვის წესები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25C ტემპერატურამდე,
ორიგინალურ შეფუთვაში.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ზელენინის წვეთები 25მლ(ნეოფ)
  • სახელი: ზელენინის წვეთები 25მლ(ნეოფ)
  • შეფუთვა: 25მლ შიგნით მისაღები წვეთები ფლაკონი №1
Aversi 3.47 ლ
ზელენინას წვეთები ორალური 25მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ზელენინას წვეთები ორალური 25მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: AS “Rīgas farmaceitiskā fabrika” (ლატვია)
  • შეფუთვა: 25მლ შიგნით მისაღები წვეთები ფლაკონი №1
Pharmadepot 5.46 ლ
ზელენინა წვეთები ორალური 25მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ზელენინა წვეთები ორალური 25მლ ფლაკონი #1
  • შეფუთვა: 25მლ შიგნით მისაღები წვეთები ფლაკონი №1
Pharmadepot 3.5 ლ
ზელენინას წვეთები ორალური 25მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ზელენინას წვეთები ორალური 25მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: AS “Rīgas farmaceitiskā fabrika” (ლატვია)
  • შეფუთვა: 25მლ შიგნით მისაღები წვეთები ფლაკონი №1
GPC 5.46 ლ
ზელენინა წვეთები ორალური 25მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ზელენინა წვეთები ორალური 25მლ ფლაკონი #1
  • შეფუთვა: 25მლ შიგნით მისაღები წვეთები ფლაკონი №1
GPC 3.5 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა