ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, ვიტამინური სხვა პრეპარატები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ვიტამინი E - 294,12 მგ (400 ს.ე.). დამხმარე ნივთიერება: მზესუმზირის ზეთი - 175.88 მგ. გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, გამოხდილი წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინები, ვიტამინების სხვა მარტივი პრეპარატები.
ჩვენებები: ვიტამინი E-ს ნაკლებობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, თვითნებითი აბორტის საშიშროება, სპერმატოგენეზის დარღვევა მამაკაცებში, ალიმენტარული ანემია, კუნთოვანი დისტროფიები, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი, პერიფერიული სისხლძარღვთა პათოლოგია - ენდარტერიტი, რეინოს სინდრომი, ათეროსკლეროზი, მიოკარდიოდისტროფია, სებორეა, კანის ატროფიული ცვლილებები, ფოტოდერმატოზები, ფსორიაზი, ტროფიკული წყლულები, ცხიმოვანი ჰეპატოზი.
დოზირება და მიღების წესი: 400 ს.ე. დღეში ან ინდივიდუალურად დაავადებიდან გამომდინარე. მენსტრუალური ციკლის დარღვევა და უშვილობა: 400 ს.ე. დღეგამოშვებით, 5 დღე ციკლის მე-17-ე დღიდან. ალიმენტარული ანემია: 400 ს.ე. დღეში, 10 დღე. ქრონიკული ჰეპატიტის გამწვავება: 400 ს.ე. დღეში, რამოდენიმე თვე. პირველადი კუნთოვანი დისტროფიები: 2 000 ს.ე.-მდე დღეში, სხვა ნევროლოგიური დაავადებებისას 400 ს.ე. დღეში. მკურნალობის კურსი 30-60 დღე. რევმატიული დაავადებები: 400 ს.ე. დღეში, რამოდენიმე კვირა. ანტიოქსიდანტური თერაპია: 400 ს.ე. 1-2-ჯერ დღეში. ინიშნება 12 წლის ასაკიდან. კაფსულა მიიღება დაუღეჭავად, მცირე ოდენობით წყლის მიყოლებით.
გვერდითი მოვლენები: პრეპარატი აიტანება კარგად. შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონელების დარღვევა, მოთენთილობა, სისუსტე, თავის ტკივილი, ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში K ვიტამინის დეფიციტი და მასთან დაკავშირებული სისხლის შედედების დარღვევები.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გარეგნული სახე და შეფუთვა: #10 რბილი კაფსულა ბლისტერზე, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები: ინახება ოთახის, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: ვეფა ილაჩი, სტამბოლი, თურქეთი.
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: შ.პ.ს. „ევროფარმა ჯორჯია“, თბილისი.
შემადგენლობა: ერთი რბილი კაფსულა შეიცავს:
ვიტამინი E (d-α-ტოკოფეროლის აცეტატი) 294.12მგ.
დამხმარე ნივთიერებები : სოიოს ზეთი 205.88მგ.გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, გამოხდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედების მექანიზმი**:** ვიტამინ E ზრდის ორგანიზმში უჯრედის მემბრანის დამცველობით ფუნქციას, არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, მონაწილეობს ქსოვილოვან მეტაბოლიზმში, აფერხებს ერითროციტების ჰემოლიზს, ამცირებს კაპილარების განვლადობას და სიმყიფეს, მნიშვნელოვანია სათესლე მილაკების, საკვერცხეების და პლაცენტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, არეგულირებს რეპროდუქციული სისტემის ფუნქციას, აუმჯობესებს ქსოვილოვან სუნთქვას, აინჰიბირებს ქოლესტერინის სინთეზს, ასტიმულირებს კუნთოვანი ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ცილების სინთეზს. ტოკოფეროლი სისხლში ხვდება ძირითადად ლიმფიდან, მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში აღწევს მიღებიდან 4-8 საათში და ერთ დღე-ღამეში ისევ უბრუნდება საწყის დონეს. ტოკოფეროლი გამოიყოფა ნაღველთან ერთად, ნაღველში ტოკოფეროლის კონცენტაცია სტაბილურია და მისი კონცენტრაციის მერყეობა სისხლის პლაზმაში არ აისახება ნაღველში მის დონეზე.
ჩვენებები**:**
ვიტამინ E-ს დეფიციტი
მენსტრუალური ციკლის დარღვევა
თვითნებური აბორტის საშიშროება
სპერმატოგენეზის დარღვევა მამაკაცებში
ალიმენტარული ანემია
კუნთოვანი დისტროფიები,ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი
პერიფერიული სისხლძარღვების პათოლოგია (ენდარტერიტი, რეინოს სინდრომი)
ათეროსკლეროზი, მიოკარდიოდისტოფია
კნტ-ს დაავადებები
სებორეა, კანის ატროფიული ცვლილებები (სკლეროდერმია), ფოტოდერმატოზები, ფსორიაზი
ტროფიკული წყლულები
უკუჩვენება**:** მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
დოზირება და მიღების წესი**:**
ინიშნება 12 წლიდან, 1 კაფსულა (400 სე) დღეში ან ექიმი არჩევს დოზას ინდივიდუალურად დაავადებიდან გამომდინარე. მკურნალობის კურსის საშუალო ხანგძლივობა არის 1-3 კვირიდან 2-3 თვემდე.
• მენსტრუაციული ციკლის დარღვევისას და უშვილობისას: 400სე. დღეგამოშვებით, 5 დღე, ციკლის მე-17 დღიდან.
• ალიმენტარული ანემია: 400სე. დღეში, მკურნალობის კურსის ხანგძლივობა 10 დღე.
• ქრონიკული ჰეპატიტის გამწვავებები: 400სე. დღეში, მკურნალობის კურსის ხანგძლივობა რამდენიმე თვე.
• პირველადი კუნთოვანი დისტროფიები: 2 000 სე-მდე დღეში, სხვა ნევროლოგიური დაავადებებისას 400 სე. დღეში. კურსის ხანგძლივობა არის 30-60 დღე
• რევმატიული დაავადებების დროს: 400სე. დღეში, მკურნალობის კურსის ხანგძლივობა რამდენიმე კვირა.
• ანტიოქსიდანტური თერაპიისათვის: 400სე. 1-2-ჯერ დღეში
ევინოლი 400 მიიღება დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.
გვერდითი მოვლენები**:** პრეპარატი ძირითადათ კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ.გამონაკლის შემთხვევაში დიდი დოზებით ხანგრძლივად მკურნალობისას შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონელების დარღვევა, მოთენთილობა, სისუსტე, თავის ტკივილი. E ვიტამინის ხანგრძლივად დიდი დოზებით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს K ვიტამინის დეფიციტი და მასთან დაკავშირებული ჰემოსტაზის დარღვევა.
ვარგისიანობა და შენახვის წესი**:** ინახება მშრალ, გრილ, ბნელ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25 ºC –ზე დაბალ ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ**!**
გამოშვების ფორმა**:** რბილი კაფსულა №30, პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის წესი**:** გაიცემა ურეცეპტოდ
მწარმოებელი : VEFA İlaç, სტამბოლი/თურქეთი
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში**:** ევროფარმა ჯორჯია
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ვიტამინი E - 294,12 მგ (400 ს.ე.). დამხმარე ნივთიერება: მზესუმზირის ზეთი - 175.88 მგ. გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, გამოხდილი წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინები, ვიტამინების სხვა მარტივი პრეპარატები.
ჩვენებები: ვიტამინი E-ს ნაკლებობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, თვითნებითი აბორტის საშიშროება, სპერმატოგენეზის დარღვევა მამაკაცებში, ალიმენტარული ანემია, კუნთოვანი დისტროფიები, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი, პერიფერიული სისხლძარღვთა პათოლოგია - ენდარტერიტი, რეინოს სინდრომი, ათეროსკლეროზი, მიოკარდიოდისტროფია, სებორეა, კანის ატროფიული ცვლილებები, ფოტოდერმატოზები, ფსორიაზი, ტროფიკული წყლულები, ცხიმოვანი ჰეპატოზი.
დოზირება და მიღების წესი: 400 ს.ე. დღეში ან ინდივიდუალურად დაავადებიდან გამომდინარე. მენსტრუალური ციკლის დარღვევა და უშვილობა: 400 ს.ე. დღეგამოშვებით, 5 დღე ციკლის მე-17-ე დღიდან. ალიმენტარული ანემია: 400 ს.ე. დღეში, 10 დღე. ქრონიკული ჰეპატიტის გამწვავება: 400 ს.ე. დღეში, რამოდენიმე თვე. პირველადი კუნთოვანი დისტროფიები: 2 000 ს.ე.-მდე დღეში, სხვა ნევროლოგიური დაავადებებისას 400 ს.ე. დღეში. მკურნალობის კურსი 30-60 დღე. რევმატიული დაავადებები: 400 ს.ე. დღეში, რამოდენიმე კვირა. ანტიოქსიდანტური თერაპია: 400 ს.ე. 1-2-ჯერ დღეში. ინიშნება 12 წლის ასაკიდან. კაფსულა მიიღება დაუღეჭავად, მცირე ოდენობით წყლის მიყოლებით.
გვერდითი მოვლენები: პრეპარატი აიტანება კარგად. შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მონელების დარღვევა, მოთენთილობა, სისუსტე, თავის ტკივილი, ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში K ვიტამინის დეფიციტი და მასთან დაკავშირებული სისხლის შედედების დარღვევები.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გარეგნული სახე და შეფუთვა: #10 რბილი კაფსულა ბლისტერზე, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები: ინახება ოთახის, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: ვეფა ილაჩი, სტამბოლი, თურქეთი.
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: შ.პ.ს. „ევროფარმა ჯორჯია“, თბილისი.
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
26.4 ლ | ||
|
19.15 ლ | ||
|
18.48 ლ | ||
|
26.26 ლ |
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა