ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებები, იოდის პრეპარატები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიმიკრობული საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები:
გარეგანი ხმარებისას იოდს ახასიათებს ანტიმიკრობული მოქმედება. შიგნით მიღებისას ის აქტიურად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, განსაკუთრებით გამოხატულია მისი ზემოქმედება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე. იოდი მოქმედებს აგრეთვე ლიპიდურ და ცილოვან ცვლაზე. იოდის პრეპარატების ზემოქმედებით შეიმჩნევა სისხლში ქოლესტერინის შემცირების ტენდენცია.
ჩვენება:
გარეგანი ხმარებისას გამოიყენება, როგორც ანტიმიკრობული, ანტისეპტიკური საშუალება, ჭრილობების, საოპერაციო არის დასამუშავებლად და სხვა. აგრეთვე, როგორც ადგილობრივ გამაღიზიანებელი საშუალება მიოზიტების და ნევრალგიების დროს. შიგნით მისაღებად გამოიყენება ათეროსკლეროზის და ენდემური ჩიყვის შემთხვევაში.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, სისხლმდენი ჭრილობები.
სავაჭრო დასახელება: იოდი.
გამოშვების ფორმა: გარეგანი გამოყენების სპირტიანი ხსნარი 50 მგ/მლ.
აღწერილობა: გამჭვირვალე მოწითალო-მოყავისფრო სითხე დამახასიათებელი სუნით.
შემადგენლობა:
ერთი ფლაკონი (10 მლ) შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: იოდი - 0,5 გ, დამხმარე ნივთიერებები - კალიუმის იოდიდი, ეთილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალება.
გამოყენების ჩვენებები
გამოიყენება გარეგანად, როგორც ანტისეპტიკური საშუალება კანის ინფექციურ-ანთებითი დავადებებისას, საოპერაციო ველის დასამუშავებლად, კანის მთლიანობის მცირე დაზიანებების ინფიცირების პროფილაქტიკისთვის.
უკუჩვენებები
ინდივიდუალური აუტანლობა (მ.შ. ჰიპერმგრძნობელობა ანამნეზში).
პაციენტები ფარისებრი ჯირკვლის დარღვევებით (ჰიპერთირეოზი და ადენომა) ან რომლებსაც უტარდებათ თერაპია ლითიუმის პრეპარატებით.
არ შეიძლება კანის დამუშავება ფურუნკულოზის, ფერისმჭამელებიანი გამონაყარის, ჰემორაგიული დიათეზის, ჭინჭრის ციების, დიაბეტური ტროფიკული წყლულების დროს.
დიურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტი.
ახალშობილობის პერიოდი.
გამოყენების წესი და დოზები
გარეგანი გამოყენებისას იოდის ხსნარით ასველებენ ბამბის ტამპონს, რომელსაც გამოიყენებენ კანის დაზიანებული უბნების დასამუშავებლად. 10 დღეზე მეტ ხანს სამკურნალო საშუალების გამოყენება არ შეიძლება. საოპერაციო უბნის დამუშავებისას კანს ორჯერ წმენდენ სამკურნალო საშუალების ხსნარით დასველებული სტერილური დოლბანდის ტამპონით. დამუშავების საერთო დრო - 4-6 წთ.
გვერდითი მოქმედება
კანის გაღიზიანება, ალერგიული რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპების, ჭინჭრის ციების, კონტაქტური დერმატიტის ჩათვლით, ჭრილობის ფართო ზედაპირებზე ხანგრძლივი გამოყენებისას - „იოდიზმი“ (ცრემლდენა, ჰიპერსალივაცია, რინორეა, ბრონქორეა, ლორწოვანი გარსების შეშუპება).
შეიძლება გამოიწვიოს კანზე სისხლჩაქცევები ან პურპურა, ცხელება, ართრალგია, ლიმფოადენოპათია და ეოზინოფოლია.
ჭარბი დოზა
ჭარბი დოზისას შესაძლოა იოდიზმის გამოვლინებები, გაღიზიანება და დამწვრობა.
კონცენტრირებული ანაორთქლის შესუნთქვისას - ზედა სასუნთქი გზების დაზიანება (დამწვრობა, ლარინგო- და ბრონქოსპაზმი); კონცენტრირებული ხსნარების შიგნით მოხვედრისას - საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მძიმე დამწვრობა; შიგნით მიღების შემთხვევაში - ჰემოლიზის განვითარება, ჰემოგლობინურია; ლეტალური დოზა დაახლოებით 3 გ შეადგენს.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა 0,5% ნატრიუმის თიოსულფატის ხსნარით, ნატრიუმის თიოსულფატის 30% ხსნარის ვენაში შეყვანა - 300 მლ-მდე. იოდზე კანის მძიმე რეაქციისას - სამკურნალო საშუალება დაუყოვნებლივ უნდა მოშორდეს 70%-იანი ეთილის სპირტით. ასევე რეკომენდებულია კანის ჩამობანა დიდი რაოდენობით წყლით 15 წთ განმავლობაში. შემთხვევით ჩაყლაპვის შემთხვევაში, თუ პაციენტი გონზეა - შიგნით რძე ყოველ 15 წუთში.
თუ სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება დიდი ღია ჭრილობების დასამუშავებლად ან გამოიყენება არა უმეტეს 10 დღე, კლინიკურად მნიშვნელოვანი სისტემური აბსორბცია ნაკლებსავარაუდოა. სისტემურმა ტოქსიკურობამ შეიძლება გამოიწვიოს შოკი, ტაქიკარდია, ცხელება, მეტაბოლური აციდოზი და თირკმლის უკმარისობა. გარდაცვალება შეიძლება გამოწვეული იყოს სისხლის მიმოქცევის უკმარისობით, ხახის შეშუპებით, რომელიც იწვევს ასფიქსიას, ასპირაციულ პნევმონიას ან ფილტვების შეშუპებას.
სიფრთხილის ზომები
სამკურნალო საშუალების გამოყენება ორ წლამდე ბავშვებში რეკომენდებული არ არის ჰიპოთირეოზის მაღალი რისკის გამო.
არ შეიძლება განუზავებელი ხსნარის მოხვედრის დაშვება პირის, თვალების, საშოს და სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსებზე.
რეკომენდებული არ არის ღრმა ან ნაჩხვლეტი ჭრილობების, სერიოზული დამწვრობის დროს გამოყენება, ვინაიდან სამკურნალო საშუალების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს იოდის ჭარბად შეწოვა და ქსოვილების გაღიზიანება.
ათ დღეზე მეტ ხანს სამკურნალო საშუალების გამოყენება არ შეიძლება!
კანის ფართო მონაკვეთების დამუშავება სამკურნალო საშუალებით რეკომენდებული არ არის.
სამკურნალო საშუალების გამოყენებამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევის შედეგებზე.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში სამკურნალო საშუალების გამოყენება რეკომენდებული არ არის ნაყოფსა და ბავშვში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევების განვითარების შესაძლო რისკის გამო.
ბავშვები
სამკურნალო საშუალების გამოყენება უკუნაჩვენებია ახალშობილებში და სამკურნალო საშუალების გამოყენება რეკომენდებული არ არის ორ წლამდე ბავშვებში იოდის სისტემური აბსორბციის მაღალი ალბათობის გამო გარეგანი გამოყენებისას. ადგილობრივად გამოყენებამ ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს კანის გამოხატული რეაქციები იოდზე, იოდიზმი, ტრანზიტორული ჰიპოთირეოზი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ფარმაცევტულად შეუთავსებელია ეთერზეთებთან, ამიაკის ხსნარებთან, თეთრ ნალექიან ვერცხლის წყალთან, ფერმენტების შემცველ დეზინფექციის საშუალებებთან.
ტუტე ან მჟავე გარემო, ცხიმის, ჩირქის, სისხლის არსებობა ასუსტებენ ანტისეპტიკურ აქტივობას.
ვერცხლის წყლის ყვითელ მალამოსთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია იოდის ვერცხლის წყლის წარმოქმნა, რომელსაც მოწვის მოქმედება გააჩნია.
შეფუთვა
10 მლ მუქი შუშის ფლაკონში. ფლაკონები ფურცელ-ჩანართთან ერთად ჯგუფურ შეფუთვაში კოლოფში ჩადების გარეშე. ფურცელ-ჩანართების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ფლაკონების რაოდენობას.
შენახვის პირობები
სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
დაიცავით ცეცხლისგან.
ვარგისობის ვადა
2 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით