ეუკარბონი - EUCARBON
ეუკარბონი - EUCARBON

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები, კონტაქტური საფაღარათო საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ეუკარბონი - ტაბლეტები.

აქტიური ნივთიერებები:

სენას ფოთლები (folium sennae)

რევანდის ფესვის ექსტრაქტი (extractum rhei)

მცენარეული ნახშირი (carbo ligni)

გასუფთავებული გოგირდი (sulfur depuratum)

საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

აღნიშნული მედიკამენტი გაიცემა ურეცეპტოდ. თუმცა საუკეთესო შედეგის მისაღებად საჭიროა ეუკარბონის მიღება სიფრთხილით.

  • საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის საჭიროება.
  • დამატებითი ინფორმაციისთვის ან რჩევისთვის უნდა მიემართოს ფარმაცევტს.
  • თუ სიმპტომები გაუარესდა ან არ გაუმჯობესდა რამდენიმე დღეში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
  • თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს, ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ იყო აღნიშნული მოცემულ ანოტაციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ანოტაციაში მოცემულია:

  1. რა არის ეუკარბონი და მისი გამოყენება
  2. რა უნდა ვიცოდეთ მის მიღებამდე
  3. ეუკარბონის მიღების წესი
  4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
  5. ეუკარბონის შენახვის წესი
  6. დამატებითი ინფორმაცია

1. რა****არის ეუკარბონი და მისი გამოყენება

  • ეუკარბონში შემავალი აქტიური ნივთიერებები ექსკლუზიურად მცენარეული და მინერალური წარმოშობისაა და აქვს მონელების მარეგულირებელი და მსუბუქი საფაღარათო მოქმედება. მცენარეულ ნახშირს აქვს უნარი შეიწოვოს სხვადასხვა სახის ტოქსიური მეტაბოლური ნივთიერებები, რომლებიც შემდეგ ორგანიზმიდან გამოიდევნება სენას ფოთლებისა და რევანდის ფესვების ექსტრაქტის საფაღარათო ეფექტის შედეგად. გოგირდს აქვს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი ნაწლავში.
  • ეუკარბონის ტაბლეტების მსუბუქი საფაღარათო ეფექტი ვლინდება მისი მიღებიდან 8-10 საათში.
  • მცირე რაოდენობით პაციენტებში, რომლებსაც აწუხებთ ყაბზობა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან ერთად, ეუკარბონის მიღებამ აჩვენა დადებითი შედეგები.

ჩვენებები:

  • ნაწლავის მოქმედების შენელება
  • ყველა ფორმის ყაბზობა
  • ფერმანტაციისა და ლპობის პროცესი ნაწლავში
  • მეტეორიზმი (იწვევს დიაფრაგვის აწევას)
  • შებერილობა
  • ნაწლავის ინტოქსიკაცია
  • ჰემოროიდული გენეზის ყაბზობა

2. რა უნდა ვიცოდეთ ეუკარბონის მიღებამდე

არ შეიძლება ეუკარბონის მიღება

  • თუ პაციენტი ალერგიულია (აქვს მომატებული მგრძნობელობა) სენას ფოთლების, რევანდის ფესვის ექსტრაქტის, გასუფთავებული გოგირდის ან ეუკარბონის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ.
  • ნაწლავის ოკლუზიის დროს
  • ნაწლავის ანთების
  • უცნობი წარმოშობის მუცლის ტკივილის დროს
  • წყლის და მინერალების ბალანსის მძიმე ფორმის დარღვევისას
  • თუ საეჭვოა კუჭის და ნაწლავის წყლული
  • აპენდიციტი

რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი დაავადების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა სამედიცინო მეთვალყურეობა.

არ შეიძლება მედიკამენტის მიღება 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

არ შეიძლება მედიკამენტის მიღება ორსულობის და ლაქტაციის დროს.

საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე ეუკარბონის მიღებისას

  • თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდა ან მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. აღნიშნულ შემთხვევაში საჭიროა სამედიცინო კონსულტაცია შეძლებისდაგვარად მალე.
  • ორსულობისას. დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ორსულობის ყოველი შემთხვევის შესახებ.

სასურველი ეფექტის მისაღებად საჭირო დოზა შეიძლება განსხვავდებოდეს ინდივიდუალურად. არ შეიძლება ეუკარბონის მიღება ხანგრძლივად (1-2 კვირაზე მეტხანს) თუ არ არის რეკომენდებული ექიმის მიერ.

ეუკარბონი არ გამოყენება გახდომისთვის.

გახანგრძლივებული მკურნალობისას, როდესაც მედიკამენტის მიღება გრძელდება 14 დღეზე მეტხანს, ეფექტურობამ შეიძლება იკლოს.

სხვა მედიკამენტების გამოყენება

უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი იღებს ან უახლოეს წარსულში იღებდა რომელიმე მედიკამენტს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს.

თუ პაციენტი იღებს საგულე საშუალებებს

გაძლიერებული ჰიპოკალემიის დროს (კალიუმის ნაკლებობა) ზოგიერთი საგულე საშუალების (საგულე გლიკოზიდები) ეფექტურობა შეიძლება გაიზარდოს.

ეუკარბონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ეუკარბონის მიღება შეიძლება კვების დროს ან კვების შემდეგ.

ორსულობა და ლაქტაცია

რომელიმე მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ შეიძლება ეუკარბონის მიღება ორსულობის ან ლაქტაციის დროს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეუკარბონის შემადგენელი ზოგიერთი ნივთიერების შესახებ

ერთი ტაბლეტი ეუკარბონი შეიცავს 43,4 მგ შაქარს (საქაროზა) და მიიღება დიაბეტის დროს. თუ მკურნალი ექიმის თქმით პაციენტს აქვს აუტანლობა რომელიმე შაქრის მიმართ, მედიკამენტის მიღებამდე უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

3. ეუკარბონის მიღების წესი

ეუკარბონი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, მკურნალობასთან დაკავშირებით უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ მკურნალი ექიმის მიერ მიცემული დანიშნულება განსხვავებული არ არის, ჩვეულებრივ დოზა მოზრდილებისთვის და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის არის 1-2 ტაბლეტი სამჯერ დღეში კვების დროს ან კვების შემდეგ. მსუბუქი საფაღარათო ეფექტისთვის და შებერილობის შესამცირებლად. სასურველი ეფექტის მისაღებად საჭირო დოზა შეიძლება განსხვავდებოდეს ინდივიდუალურად. ძლიერი საფაღარათო ეფექტისთვის საღამოს დოზა უნდა გაიზარდოს 3-4 ტაბლეტამდე. მაქსიმალური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 8 ტაბლეტს დღეში.

ეუკარბონის ტაბლეტები მიიღება საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად (სულ მცირე ერთი ჭიქა წყალი).

ეუკარბონის დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების ნიშანი შეიძლება იყოს ფაღარათი. ასეთ შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ან ეუკარბონით მკურნალობის შეწყვეტა.

ეუკარბონის დოზის გამოტოვება

არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის ასანაზღაურებლად.

თუ წარმოიშვა დამატებითი შეკითხვები მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად ეუკარბონსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ყველას არ გამოუვლინდება ისინი. თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს, ან გამოვლინდება ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ იყო აღნიშნული მოცემულ ანოტაციაში, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს მუცლის ტკივილი და ფაღარათი.
  • ძალიან იშვიათად (1-ზე ნაკლები შემთხვევა ყოველი 10 000-დან) გულისრევა ან ღებინება - შეიძლება წარმოადგენდეს დოზის გადაჭარბების ნიშანს.
  • დიდი დოზების ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში შეუძლია გამოიწვიოს მინერალური მარილების დაკარგვა, განსაკუთრებით კალიუმის მარილების, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთების სისუსტე და ყაბზობის გაუარესება ნაწლავის აქტივობის შესუსტების გამო.
  • იშვიათად, როგორც ალკალინური რეაქცია, შეიძლება გამოიხატოს შარდის ოდნავ მოწითალო შეფერილობა, რაც არ არის მნიშვნელოვანი.

5. ეუკარბონის შენახვის წესი

  • ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
  • ინახება ორიგინალ კონტეინერში, რათა დაცული იყოს სინათლისგან.
  • არ შეიძლება ეუკარბონის გამოყენება მუყაოს შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა გულისხობს თვის ბოლო დღეს.
  • არ შეიძლება მედიკამენტის გადაგდება საკანალიზაციო წყლებსა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. გამოუყენებელი მედიკამენტის გადაგდების შესახებ ინფორმაციისთვის უნდა მიემართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაეხმარება გარემოს დაცვას.

7. დამატებითი****ინფორმაცია

ეუკარბონის შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერებები:

  • სენას ფოთლები (folium sennae) 150mg
  • რევანდის ფესვის ექსტრაქტი (extractum rhei) 25mg
  • მცენარეული ნახშირი (carbo ligni) 180mg
  • გასუფთავებული გოგირდი (sulfur depuratum) 50mg

დამხმარე ნივთიერებები: შაქარი (saccharosum), სიმინდის სახამებელი (amylum maydis), თეთრი ფერის თიხა (bolus alba), ტალკი, არაბიკის ზეთი, ესენციური კამის ზეთი, ესენციური პიტნის ზეთი.

ეუკარბონის შეუთვა:

ნაცრისფერი-შავი, შემოუგარსავი ტაბლეტები, გამყოფი ხაზის გარეშე, 10, 30, 50, 100 და 500 ტაბლეტი შეფუთვაში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე).

წარმოების ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

ფ. ტრენკა, ქიმ.-ფარმ. ქარხანა გეს.მ.ბ.ჰ:

გოლდეგასსე 5,

A-1040 ვენა.

ტელ: +43 1 505 03 41-0

ფაქსი: +43 505 03 41-31

ელ-ფოსტა: [email protected]

აქტიური ნივთიერებები:

სენას ფოთლები (folium sennae)

რევანდის ფესვის ექსტრაქტი (extractum rhei)

მცენარეული ნახშირი (carbo ligni)

გასუფთავებული გოგირდი (sulfur depuratum)
ჩვენებები:

ნაწლავის მოქმედების შენელება
ყველა ფორმის ყაბზობა
ფერმანტაციისა და ლპობის პროცესი ნაწლავში
მეტეორიზმი (იწვევს დიაფრაგვის აწევას)
შებერილობა
ნაწლავის ინტოქსიკაცია
ჰემოროიდული გენეზის ყაბზობა

თუ პაციენტი ალერგიულია (აქვს მომატებული მგრძნობელობა) სენას ფოთლების, რევანდის ფესვის ექსტრაქტის, გასუფთავებული გოგირდის ან ეუკარბონის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ.
ნაწლავის ოკლუზიის დროს
ნაწლავის ანთების
უცნობი წარმოშობის მუცლის ტკივილის დროს
წყლის და მინერალების ბალანსის მძიმე ფორმის დარღვევისას
თუ საეჭვოა კუჭის და ნაწლავის წყლული, აპენდიციტი.
არ შეიძლება მედიკამენტის მიღება 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
არ შეიძლება ეუკარბონის მიღება ორსულობის ან ლაქტაციის დროს.

ეუკარბონი ყოველთვის მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, მკურნალობასთან დაკავშირებით უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ მკურნალი ექიმის მიერ მიცემული დანიშნულება განსხვავებული არ არის, ჩვეულებრივ დოზა მოზრდილებისთვის და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისთვის არის 1-2 ტაბლეტი სამჯერ დღეში კვების დროს ან კვების შემდეგ. მსუბუქი საფაღარათო ეფექტისთვის და შებერილობის შესამცირებლად. სასურველი ეფექტის მისაღებად საჭირო დოზა შეიძლება განსხვავდებოდეს ინდივიდუალურად. ძლიერი საფაღარათო ეფექტისთვის საღამოს დოზა უნდა გაიზარდოს 3-4 ტაბლეტამდე. მაქსიმალური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 8 ტაბლეტს დღეში.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ორიგინალ კონტეინერში, რათა დაცული იყოს სინათლისგან.

1. სამკურნალო საშუალების დასახელება

ეუკარბონის ტაბლეტი.

2. რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს:
Folium Sennae (სენას ფოთოლი)
105 მგ
Extractum Rhei (რევანდის ფესვის ექსტრაქტი)
25 მგ
სტანდარტიზებული მთლიანი ანტრაქინონის შემცველობა ერთ ტაბლეტში 2.65-3.95 მგ (დაანგარიშებული დიოქსიანტრაქინონი კარბოქსილის მჟავის რაოდენობით).

Carbo Ligni (ხის ნახშირის ფხვნილი)
180 მგ
გოგირდი
50 მგ
სხვა კომპონენტები: 1 ტაბლეტში შეიცავს 43,3 მგ საქაროზას და 0,25-11,25 მგ ლაქტოზის მონოჰიდრატს. სხვა კომპონენტების სრული სია იხილეთ პუნქტში 6.1.

3. ფარმაცევტული ფორმა

შავი რუხი ფერის შემოუგარსავი ტაბლეტები, გამყოფი ხაზის გარეშე.

4. კლინიკური მახასიათებლები

4.1 თერაპიული ჩვენებები

ყაბზობა და მისი სიმპტომები: ნაწლავების მოქმედების შენელება, ფერმენტაციის და ლპობის პროცესები ნაწლავში, მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი (დიაფრაგმის რელაქსაცია).

საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგადი დარღვევები.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.

დეტოქსიკაცია.

ნაწლავების გაწმენდა რენტგენისა და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის წინ.

4.2. დოზირება და მიღების წესი:

ტაბლეტი უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად საკვების მიღების დროს ან მის შემდეგ.

ზრდასრულებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ზომიერი საფაღარათო ეფექტისთვის.

უფრო ძლიერი საფაღარათო ეფექტის მისაღებად, საღამოს დოზა შეიძლება გაიზარდოს 3-4 ტაბლეტამდე.

მაქსიმალური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 8 ტაბლეტს დღეში.

4.3 უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან სხვა კომპონენტების მიმართ.

ნაწლავის გაუვალობა, ნაწლავის მწვავე ანთებითი დაავადებები, უცნობი წარმოშობის მუცლის ტკივილი. წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის მძიმე ფორმის დარღვევები.

ორსულობა და ლაქტაცია.

12 წლამდე ასაკის ბავშვები.

4.4 განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

სასურველი ეფექტის მისაღწევად საჭირო დოზა შეიძლება განსხვავდებოდეს ინდივიდუალურად. დიარეა შეიძლება იყოს ჭარბი დოზირების ნიშანი.

არ უნდა მოხდეს მიღება ხანგრძლივად - 1-2 კვირაზე მეტ ხანს - ექიმის დანიშნულების გარეშე.

არ გამოიყენება გასახდომად.

გახანგრძლივებული უწყვეტი მკურნალობისას, ეფექტურობამ შეიძლება იკლოს.

ერთი ტაბლეტი შეიცავს 43,3 მგ საქაროზას და 0,25 – 11,25 მგ ლაქტოზას მონოჰიდრატს და მისი მიღება დაშვებულია დიაბეტით დაავადებული პირებისთვის.

იშვიათი მემკვიდრეობითი ფრუქტოზას/გალაქტოზას აუტანლობის, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციის ან საქაროზა-იზომალტოზას დეფიციტის მქონე პირებმა ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღონ.

4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ეუკარბონით გამოწვეული ჰიპოკალემიის შემთხვევაში, ძლიერდება საგულე გლიკოზიდების მოქმედება.

4.6 ორსულობა და ძუძუთი კვება

არ გამოიყენოთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

4.7 ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე გავლენა

არ აქვს გავლენა

4.8 გვერდითი მოვლენები

გვერდითი მოვლენების სიხშირის აღსაწერად გამოყენებულ იქნა შემდეგი კლასიფიკაცია:

ძალიან ხშირი: > 1/10

ხშირი: > 1/100 და <1/10 0

ატიპიური: > 1/1 000 და <1/100

იშვიათი: > 1/10 0000 და <1/1 000

ძალიან იშვიათი: ​​<1/10 000, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

რეკომენდებული დოზის მიღების შემთხვევაში, გვერდითი მოვლენები (ტკივილები მუცელში და დიარეა) ძალიან იშვიათია.

ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული გულისრევა და ღებინება იშვიათად არის აღწერილი ანტრაქინონური საფაღარათო საშუალებების მიღებისას; ეს არ არის გამორიცხული არც სენას ან რევანდის შემთხვევაში.

ხანგრძლივად მაღალი დოზების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ელექტროლიტების, განსაკუთრებით კალიუმის დაკარგვა, რამაც შეიძლება კიდევ უფრო შეანელოს ნაწლავების მოქმედება (ნაწლავის ატონია და ყაბზობა).

თირკმელებისა და საშარდე გზების დარღვევები

იშვიათად შეიძლება აღინიშნოს შარდის მსუბუქი წითელი შეფერილობა, რაც გამოწვეულია ტუტოვანი რეაქციით და კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს.

4.9 ჭარბი დოზა

დიარეა შეიძლება იყოს ჭარბი დოზირების ნიშანი. ასეთ შემთხვევაში, სამედიცინო საშუალების დოზა უნდა შემცირდეს ან შეწყდეს მისი მიღება.

5. ფარმაკოლოგიური თვისებები.

5.1 ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კონტაქტური საფაღარათო საშუალებები, სენოზიდები. ანატომიური, თერაპიული, ქიმიური კლასიფიკატორის სისტემის (ATC) კოდი: A06AB56

ეუკარბონი შეიცავს მხოლოდ აქტიურ მცენარეულ და მინერალურ ნივთიერებებს. ნახშირი ახდენს ადსორბციას შესაძლო ტოქსიკური ნივთიერებების, ხოლო სენას ფოთლისა და რევანდის ფესვის ინგრედიენტები აჩქარებს ნაწლავების მოქმედებას, ააქტიურებს წყლისა და ელექტროლიტების სეკრეციას ნაწლავის სანათურში და ამცირებს ნაწლავებიდან წყლისა და ელექტროლიტების რეზორბციას.

ეუკარბონს ასევე აქვს მსუბუქი სადეზინფექციო ეფექტი საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე.

საფაღარათო მოქმედება იწყება ეუკარბონის ტაბლეტების მიღებიდან დაახლოებით 8-10 საათის შემდეგ. პაციენტთა მცირე ჯგუფში, რომლებსაც ყაბზობა ნაწლავების გაღიზიანების სინდრომის გამო აწუხებთ, ეუკარბონმა გამოავლინა დადებითი შედეგები.

5.2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ეუკარბონის ტაბლეტებზე სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა.

5.3 პრეკლინიკური მონაცემები უსაფრთხოების შესახებ:

ეუკარბონის ტაბლეტებზე სპეციალური კვლევები არ ჩატარებულა.

6. ფარმაცევტული მახასიათებლები

6.1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

Aetherol. Menthae (პიტნის ეთერზეთი), Aetherol. Foeniculi (კამის ეთერზეთი), Saccharosum (საქაროზა), Amylum Maydis (სიმინდის სახამებელი), Gurnmi arabicum (გუმი არაბიკი), Bolus alba (თეთრი თიხა), Talcum (ტალკი)

6.2 შეუთავსებლობა:

არ არის ცნობილი

6.3 ვარგისიანობა:

60 თვე

6.4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას:

ინახება ორიგინალ შეფუთვაში, სინათლის ზემოქმედებისგან დასაცავად.

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ მშრალად.

6.5 შეფუთვის ტიპი და შემადგენლობა:

პვქ/პვდქ - ალუმინის ბლისტერი (10, 30, 50, 500 და 1000 აბი)

6.6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები უტილიზაციისა და სხვა სახის განკარგვისას

სპეციალური მოთხოვნები არ არის. გამოუყენებელი ან ნარჩენი მასალების უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის წესი : ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ეუკარბონი #10ტ
  • სახელი: ეუკარბონი #10ტ
  • მწარმოებელი: Pharmazeutische Fabrik Montavit GmbH (ავსტრია)
  • შეფუთვა: 105,0 მგ + 25,0 მგ + 180,0 მგ +50,0 მგ ტაბლეტი №10 (1X10)
Aversi 4.71 ლ
ეუკარბონი ტაბლეტი #100
  • სახელი: ეუკარბონი ტაბლეტი #100
  • მწარმოებელი: Pharmazeutische Fabrik Montavit GmbH (ავსტრია)
  • შეფუთვა: 105,0 მგ + 25,0 მგ + 180,0 მგ +50,0 მგ ტაბლეტი №100 (10X10)
Pharmadepot 37.68 ლ
ეუკარბონი ტაბლეტი #10
  • სახელი: ეუკარბონი ტაბლეტი #10
  • შეფუთვა: 105,0 მგ + 25,0 მგ + 180,0 მგ +50,0 მგ ტაბლეტი №10 (1X10)
Pharmadepot 4.75 ლ
ეუკარბონი ტაბლეტი #10
  • სახელი: ეუკარბონი ტაბლეტი #10
  • შეფუთვა: 105,0 მგ + 25,0 მგ + 180,0 მგ +50,0 მგ ტაბლეტი №10 (1X10)
GPC 4.75 ლ
ეუკარბონი ტაბლეტი #100
  • სახელი: ეუკარბონი ტაბლეტი #100
  • შეფუთვა: 105,0 მგ + 25,0 მგ + 180,0 მგ +50,0 მგ ტაბლეტი №100 (10X10)
GPC 37.68 ლ
Eucarbon - ეუკარბონი 10 ტაბლეტი
  • სახელი: Eucarbon - ეუკარბონი 10 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Pharmazeutische Fabrik Montavit GmbH (ავსტრია)
  • შეფუთვა: 105,0 მგ + 25,0 მგ + 180,0 მგ +50,0 მგ ტაბლეტი №10 (1X10)
PSP 3.27 ლ
Eucarbon - ეუკარბონი 100 ტაბლეტი
  • სახელი: Eucarbon - ეუკარბონი 100 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Pharmazeutische Fabrik Montavit GmbH (ავსტრია)
  • შეფუთვა: 105,0 მგ + 25,0 მგ + 180,0 მგ +50,0 მგ ტაბლეტი №100 (10X10)
PSP 34.18 ლ
Eucarbon - ეუკარბონი 10 ტაბლეტი
  • სახელი: Eucarbon - ეუკარბონი 10 ტაბლეტი
PSP 3.17 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა