ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საფაღარათო საშუალებები, კონტაქტური საფაღარათო საშუალებები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
აქტიური ინგრედიენტები:
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: აბუსალათინის ზეთი.
ჩვენება: აბუსალათინის ზეთი ინიშნება სხვადასხვა წარმოშობის შეკრულობების,
მოწამვლების (ცხიმში ხსნადი
ნივთიერებებით ინტოქსიკაციის გარდა) დროს.
უკუჩვენებები: პრეპარატი უკუნაჩვენებია ცხიმში ხსნადი ქიმიური ნაერთებით
(ფოსფორი, ბენზოლი, ფენოლი და სხვა) და ასევე ანტიჰელმინტური ცხიმში ხსნადი
საშუალებებით მოწამვლისას; მუცლის ღრუში მწვავე ანთებითი პროცესების დროს
(აპენდიციტი, პერიტონიტის და სხვ.); კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი
დაავადების, წყლულოვანი კოლიტის დროს, ორსულობის პერიოდში; ხანდაზმულ
პაციენტებში; საშვილოსნოდან სისხლდენების დროს; კახექსიის დროს.
პრეპარატი არ ენიშნება 1 წლამდე ასაკის ბავშვებს.
განსაკუთრებული მითითებანი: აბუსალათინის ზეთით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება: რაიმე სხვა სამკურნალო საშუალების
მიღების შემთხვევაში,
აუცილებლად მიმართეთ ექიმს რჩევისათვის პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობასთან
დაკავშირებით.
გამოყენების მეთოდები და დოზები: საფაღარათო საშუალების სახით აბუსალათინის ზეთი
გამოიყენება ძილის წინ.
უფროსები ღებულობენ 15-30 გრ-ს; 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები-5 გრ (1 ჩაის
კოვზი), 5-დან 10 წლამდე-10 გრ (1
დესერტის კოვზი), 10 წელს ზემოთ-15 გრ მიღებაზე.
ჭარბი დოზირების დროს შეიძლება განვითარდეს ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა,
ღებინება, ფაღარათი.
ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ნაწლავის ატონია.
ვარგისიანობის ვადა: პრეპარატის ვარგისიანობის ვადა-5 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!
შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 8-15C ტემპერატურის პირობებში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

აბუსალათინის ზეთი
ანოტაცია
სახელწოდება - აბუსალათინის ზეთი
ფორმა - გარეგანი და შინაგანი გამოყენებისათვის
აღწერა - გამჭვირვალე, უფერო ან ღია ყვითელი შეფერილობის ზეთი სპეციფიკური სუნით.
მოქმედება: თორმეტგოჯა ნაწლავის ტუტე გარემოში ლიპაზას ზემოქმედებით აბუსალათინის ზეთისგან წარმოიქმნება რიცინოლის მჟავა, რომელიც აღიზიანებს ნაწლავების რეცეპტორებს და რეფლექტორულად აძლიერებს მის პერისტალტიკას. საფაღარათო ეფექტი ვლინდება მიღებიდან 2 - 6 სთ-ის შემდეგ. 4 გ ზეთის მიღების შემთხვევაში რიცინოლის მჟავის აბსორბცია შეადგენს 100 %-ს, 50 გ ზეთის მიღების შემთხვევაში - მხოლოდ 36 %-ს, 60 გ ზეთის მიღების შემთხვევაში კი - 10 %-ს.
პრეპარატის გამოყენებისას ასევე აღინიშნება საშვილოსნოს კუნთის რეფლექტორული შეკუმშვა.
•მწვავე ყაბზობა;
•მოწამვლა (ცხიმში ხსნადი ნივთიერებებით მოწამვლის გარდა);
•კვებითი ინტოქსიკაცია;
•ნაწლავების გაწმენდა დიაგნოსტიკური პროცედურების ჩასატარებლად;
•კანის დასარბილებლად;
•თმის ზრდის სტიმულირებისთვის.
საფაღარათო საშუალება - მოზრდილებში - 1-2 სუფრის კოვზი, დღეში ერთხელ;
ბავშვებში 12-დან 14 წლამდე - 1-3 ჩაის კოვზით დღეში ერთხელ.
ნაწლავის გაწმენდა დიაგნოსტიკური პროცედურების ჩასატარებლად - პროცედურის ჩატარებამდე 2 - 6 სთ-ით ადრე.
კანის დასარბილებლად - გამომშრალი და აქერცლილი კანის დასარბილებლად გამოიყენება საფენების სახით 1:10 განზავებით 2% სალიცილის მჟავას სპირტიან ხსნართან ერთად, 4-7 დღის განმავლობაში.
თმის ზრდის სტიმულირებისთვის - აბუსალათინის ზეთს უნდა განზავდეს 95 %-ინი ეთილის სპირტით და ხსნარს შეიზელენ თავის კანზე.
** სიფრთხილის ზომები**
რეკომენდირებულია აბუსალათინის ზეთის, როგორც საფაღარათო საშუალების, გამოყენება არაუმეტეს 3 დღის განმავლობაში.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა;
საჭმლის მონელების დარღვევა, ხშირი გამოყენების შემთხვევაში – ენტეროკოლიტი, A და
D ჰიპოვიტამინოზი;
აბუსალათინის ზეთი არ გამოიყენება ცხიმში ხსნადი ნივთიერებებით (ფოსფორი, ბენზოლი, ფენოლი და სხვა) მოწამვლისას. მუცლის ღრუში მწვავე ანთებითი პროცცესების (აპენდიციტი, პერიტონიტი და სხვა), წყლულოვანი დაავადებების, ნაწლავური სისხლდენების, კახექციის, ორსულობის დროს. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
** ჭარბი დოზირება**: აბუსალათინის ზეთის 7 გ/კგ-ზე მიღების შემთხვევაში აღინიშნება ჭარბი დოზირების სიმპტომები: ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, თავბრუსხვევა.
ანტიდოტად გამოიყენება ატროპინის სულფატი და ლოპერამიდი.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებელია ზეთის გამოყენების შეწყვეტა და დიდი რაოდენობით სითხის მიღება.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას, მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში. მოარიდეთ ცეცხლს.
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით