ბენზილბენზოატი - BENZYLBENZOATE
ბენზილბენზოატი - BENZYLBENZOATE

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ექტოპარაზიტების (მათ შორის მუნის ტკიპას) საწინააღმდეგო პრეპარატები, სხვა ექტოპარაზიტები მათ შორის მუნის ტკიპას

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ბენზილ-ბენზოატმალ****ამო

შემადგენლობა**
** სამედიცინო ბენზილბენზოატი 10 (20)გ;
ტრიეთანოლამინი 5გ;
სტეარინის მჟავა 20გ;
პოლიეთილენგლიკოლი 400-5გ;
წყალი-100გ-მდე.ა
წარმოადგენს სპეციფიური სუნის მქონე თეთრ ან მოყვითალო-თეთრი ფერის მალამოს.

ფორმა**
** მალამო 10% და 20%.

ფარმაკოთერაპიული****ჯგუფი
მუნის სამკურნალო საშუალება.

ჩვენება
მუნი (Acarus scabiei).

უკუ****ჩვენება
3 წლამდე ასაკის ბავშვებში;
ორსულობა და ლაქტაცია.

გვერდითი****მოვლენები
ადგილობრივი რეაქციები: შესაძლებელია (განსაკუთრებით ბავშვებში) წვის შეგრძნება, კანის გაღიზიანება.

მიღებისწესიდადოზირება
** ბენზილბენზოატის მალამოს იყენებენ ადგილობრივად. მოზრდილებს ენიშნებათ 20% მალამო, ხოლო ბავშვებს 10% მალამო.
მუნის მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია საღამოს ძილის წინ შხაპის მიღება. თავდაპირველად მალამოს შეიზელენ ხელებზე, შემდეგ ფეხებსა და ტანზე. დამუშავების შემდეგ სასურველი არ არის ხელების დაბანა 3სთ-ის განმავლობაში. შემდეგ პაციენტები იცვამენ სუფთა თეთრეულს და იცვლიან ლოგინის თეთრეულს. მე-2 და მე-3 დღეს აკეთებენ შესვენებას, ხოლო მე-4 დღეს აპაციენტი იღებს აბაზანას და შეიზელს მალამოს. მკურნალობის მე-5 დღიდან საჭიროა მალამოს მთლიანი ჩამობანვა. დამუშავებას აწარმოებენ დღეღამეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსის დამთავრების შემდეგ აპაციენტი იღებს შხაპს და იცვლის თეთრეულს. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ.
**
განსაკუთრებულისიფრთხილე

დაავადების კერებში პაციენტებს მკურნალობა ერთდროულად უტარდებათ, ხელმეორედ დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით.
მკურნალობის შემდეგ ქავილის შეგრძნება არ წარმოადგენს დამატებითი კურსის სპეციფიკური თერაპიის ჩვენებას. ქავილი წარმოადგენს ორგანიზმის რეაქციას მკვდარ დაავადების გამომწვევზე და მისი ცხოველმოქმედების პროდუქტებზე, აღნიშნული მოვლენები გაივლის ანტიჰისტამინური პრეპარატების და კორტიკოსტეროიდული მალამოების გამოყენების შედეგად.
მკურნალობის შემდეგ საჭიროა სამედიცინო კონტროლი 2 კვირის განმავლობაში, გართულებების დროს – შედარებით დიდი ხნის კონტროლი.
ავადმყოფის თეთრეული და ტანსაცმელი საჭიროებს თერმულ დამუშავებას, ხოლო ის საგნები, რომლებიც არ ექვემდებარება თერმულ დამუშავებას, საჭიროა მათი განიავება 3 დღის განმავლობაში. რბილი ავეჯის დამუშავება შეიძლება სადეზინფექციო პრეპარატებით.
საჭიროა სიფრთხილე, რათა პრეპარატი არ მოგვხვდეს თვალის ლორწოვნზე (წვის შეგრძნება), ცხვირში და პირში.
პირში პრეპარატის მოხვედრის დროს, საჭიროა პირის გამობანვა დიდი რაოდენობით წყლით ან 2% საჭკვები სოდის თბილი ხსნარით.
კუჭში პრეპარატის მოხვედრის დროს საჭიროა, კუჭის გამორეცხვა 1-2% საკვები სოდის ხსნარით, დამწვარი მაგნეზიისა და გააქტივებული ნახშირის წყლიანი ნარევით ან ცარციანი წყლით (2 სუფრის კოვზი 1ლ წყალზე).
თვალში პრეპარატის მოხვედრის დროს, საჭიროა თვალის გამობანვა წყლით ან საკვები სოდის ხსნარით, ლორწოვანის გაღიზიანების დროს, იწვეთებენ ალბუციდის 30% ხსნარს, ტკივილების დროს – ნოვოკაინის 2% ხსნარს.
კანის შესაძლებელი გაღიზიანების წარმოშობის შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის გამოყენებისაგან თავის შეკავება.

შენახვის****ვადა
3წელი.
შენახვის****პირობები
სინათლისაგან დაცულ ადგილას, 20°C ტემპერატურაზე.
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა
ტუბში 25გ.

მწარმოებელი

ბიისკი ალტაივიტამინები,

რუსეთი.

მოქმედი ნივთიერება.
ბენზილბენზოატი

სამკურნალო ფორმა და მოქმედი ნივთიერების შემადგენლობა.
ბენზილბენზოატი-ს მალამოს 1 გ. შეიცავს 200 მგ. ბენზილბენზოატს მოქმედი ნივთიერების სახით. მალამოს საფუძვლის კომპონენტებია – პოლისორბატი 80, კარბომერი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი, ბრონოპოლი და გაწმენდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი.
მუნის საწინააღმდეგო საშუალება

ჩვენება. მუნი.

უკუჩვენებები. მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისის მიმართ.

სიფრთხილის ზომები. არ არის რეკომენდებული მალამოს მოხვედრა თვალებსა და ლორწოვან გარსებზე.ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
არ მოიპოვება ორსულობის დროს მალამო ბენზილბენზოატი-ს გამოყენების მონაცემები. საჭიროა მკურნალობის შესაძლებელი სარგებელისა და შესაძლებელი საფრთხის შეფასება. მკურნალობისას, ლაქტაციის პერიოდში, საჭიროა კვების შეწყვეტა. მალამოს კანიდან მოცილების შემდეგ, შესაძლებელია ძუძუთი კვება გაგრძელდეს.დოზირება.
ერთჯერადად კანზე დაიტანება მალამოს 10-15 გ. მალამო დაიტანება წინასწარ დაბანილ კანზე და შეიზილება კანში. თავდაპირველად მალამო დაიტანება ხელის გულზე, ხელის მტევანზე, შემდეგ კი ტანის დანარჩენ ნაწილებზე თანამიმდევრობით ზემოდან ქვემოთ. ბოლოს მალამო დაიტანება ფეხებზე, ტერფებზე და თითებშორის შუალედებში. ბავშვებში მალამო დაიტანება მთლიანი კანის საფარზე, მოზარდებში წაუსმელად ტოვებენ სახესა და თავის კანს. ნაზი კანის ადგილებში (საზარდული, სასქესო ორგანოები, სარძევე ჯირკვლები), აგრეთვე ეგზემის (წითელი და ხშირ შემთხვევებში სველი არაინფექციური გამონაყარი) ან კანის ანთების დროს, საჭიროა მალამოს ფრთხილი დატანება.
მალამოს გამოყენების შემდეგ 3 საათის განმავლობაში არ შეიძლება ხელების დაბანვა. ხელების ყოველი დაბანვის შემდეგ საჭიროა ხელებზე მალამოს ხელახალი შეზელვა. ტანი მთლიანად უნდა დაიბანოთ მხოლოდ 3 დღის შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ მალამოს ყოველი წასმის შემდეგ, საჭიროა გამოიყენებოდეს ტანისა და ლოგინის სუფთა თეთრეული და ტანსაცმელი.
მალამო დაიტანება კანზე 4 ჯერ - 2 კვირის განმავლობაში (ინტერვალით 3 - 4 დღე). მკურნალობის კურსზე იხარჯება პრეპარატის საშუალოდ 60-90 გ. (2-3 ტუბი).

ჭარბი დოზირება.
მალამოს დიდი რაოდენობით დატანების ან შემთხვევით ჩაყლაპვის შემთხვევაში, შეიძლება წარმოიშვას ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნება (კრუნჩხვები) და/ან შარდვის შეკავება, ზემოდ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობისას, საჭიროა მალამოსაგან კანის გასუფთავება და კრუნჩხვის საწინაამღდეგო საშუალებების გამოყენება. მალამოს შემთხვევითი ჩაყლაპვის შემთხვევაში, საჭიროა კუჭის მეორადი ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის გამოყენებით შეაფერხოთ პრეპარატის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ჭარბი დოზირების ნიშნების აღმოჩენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თან იქონიეთ პრეპარატის კოლოფი.შენახვის პირობები. ოთახის (15ძC-25ძC) ტემპერატურაზე. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ბენზილ-ბენზოატ20%25გ მალ(რუს)
  • სახელი: ბენზილ-ბენზოატ20%25გ მალ(რუს)
  • მწარმოებელი: “ALTAYVITAMINY” CJSC (რუსეთი)
  • შეფუთვა: 20% 25გ გარეგანი გამოყენების მალამო №1
Aversi 2.48 ლ
ბენზილ-ბენზოატი20% 30გ მალამო
  • სახელი: ბენზილ-ბენზოატი20% 30გ მალამო
Aversi 16.39 ლ
ბენზილბენზოატი მალამო 20% 25გრ ტუბი #1
  • სახელი: ბენზილბენზოატი მალამო 20% 25გრ ტუბი #1
  • მწარმოებელი: «Tula pharmaceutical factory» LLC (რუსეთი)
  • შეფუთვა: 20% 25გ გარეგანი გამოყენების მალამო №1
Pharmadepot 2.5 ლ
ბენზილბენზოატი მალამო 20% 25გრ ტუბი #1
  • სახელი: ბენზილბენზოატი მალამო 20% 25გრ ტუბი #1
  • მწარმოებელი: “ALTAYVITAMINY” CJSC (რუსეთი)
  • შეფუთვა: 20% 25გ გარეგანი გამოყენების მალამო №1
Pharmadepot 1.4 ლ
ბენზილბენზოატი მალამო 20% 25გრ ტუბი #1
  • სახელი: ბენზილბენზოატი მალამო 20% 25გრ ტუბი #1
  • მწარმოებელი: «Tula pharmaceutical factory» LLC (რუსეთი)
  • შეფუთვა: 20% 25გ გარეგანი გამოყენების მალამო №1
GPC 2.5 ლ
ბენზილბენზოატი მალამო 20% 25გრ ტუბი #1
  • სახელი: ბენზილბენზოატი მალამო 20% 25გრ ტუბი #1
  • მწარმოებელი: “ALTAYVITAMINY” CJSC (რუსეთი)
  • შეფუთვა: 20% 25გ გარეგანი გამოყენების მალამო №1
GPC 1.4 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით