კო-ვამლოსეტი - Co-Vamloset
კო-ვამლოსეტი - Co-Vamloset

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II ანტაგონისტები, სხვა კომბინაციები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

შემადგენლობა: ვალსარტანი , ამლოდიპინი, ჰიდროქლოროთიაზიდი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პრეპარატები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ რენინ- ანგიოტენზინის სისტემაზე. ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები, სხვაკომბინაციები.
ჩვენებები: ესენციალური (პირველადი) არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა.
აღნიშნული კომბინირებული პრეპარატი არ არის ნაჩვენები არტერიული ჰიპერტენზიის საწყისი თერაპიისთვის.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ამლოდიპინის, ვალსარტანის, ჰიდროქლოროთიაზიდის, სულფონამიდის სხვა წარმოებულების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ. ორსულობა და ლაქტაცია.
ჰიდროქლოროთიაზიდის შემცველობის გამო, პრეპარატი ექსფორჯი H უკუნაჩვენებია ანურიის მქონე პაციენტებისთვის.
ანგიოტენზინის რეცეპტორების ანტაგონისტების II (არა II), მათ შორის ვალსარტანის, ან ანგიოტენზინ_x0002_გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების გამოყენება ალისკირენთან კომბინაციაში მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
დოზირება: პრეპარატის ექსფორჯი H რეკომენდირებული დოზს შეადგენს ერთი ტაბლეტი დღე-ღამეში.
შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 30С ტემპერატურაზე, ტენისგან დასაცავად დამზადებულ ორიგინალურ შეფუთვაში.
გაცემის კატეგორია: რეცეპტის მიხედვით.

შემადგენლობა: ვალსარტანი , ამლოდიპინი, ჰიდროქლოროთიაზიდი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პრეპარატები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ რენინ- ანგიოტენზინის სისტემაზე. ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები, სხვაკომბინაციები.
ჩვენებები: ესენციალური (პირველადი) არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა.
აღნიშნული კომბინირებული პრეპარატი არ არის ნაჩვენები არტერიული ჰიპერტენზიის საწყისი თერაპიისთვის.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ამლოდიპინის, ვალსარტანის, ჰიდროქლოროთიაზიდის, სულფონამიდის სხვა წარმოებულების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ. ორსულობა და ლაქტაცია.
ჰიდროქლოროთიაზიდის შემცველობის გამო, პრეპარატი ექსფორჯი H უკუნაჩვენებია ანურიის მქონე პაციენტებისთვის.
ანგიოტენზინის რეცეპტორების ანტაგონისტების II (არა II), მათ შორის ვალსარტანის, ან ანგიოტენზინ_x0002_გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების გამოყენება ალისკირენთან კომბინაციაში მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
დოზირება: პრეპარატის ექსფორჯი H რეკომენდირებული დოზს შეადგენს ერთი ტაბლეტი დღე-ღამეში.
შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 30С ტემპერატურაზე, ტენისგან დასაცავად დამზადებულ ორიგინალურ შეფუთვაში.
გაცემის კატეგორია: რეცეპტის მიხედვით.

პროდუქტის მახასიათებლების შეჯამება** **

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

კო-ვამლოსეტი 10 მგ+160მგ+12,5მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ამლოდიპინი+ვალსარტანი+ჰიდროქლოროთიაზიდი.

კო _-_ვამლოსეტი , 10 მგ +160 მგ +12,5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ყოველი ტაბლეტი შეიცავს 13,88 ამლოდიპინის ბეზილატს (ამლოდიპინის ბესილატს), რაც შეესაბამება 10 მგ ამლოდპინს, 251,35 მგ A ვალსარტანს, გრანულის ნივთიერება [გრანულების შემადგენლობის აქტიური ნივთიერება: ვალსარტანი 160.00 მგ] და 12,5მგ ჰიდროქლორთიაზიდი.

დამხმარე ნივთიერებები, რომელთა არსებობაც გასათვალისწინებელია სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში: ნატრიუმის კროსკარმელოზა, ნატრიუმის ლაურილ სულფატი (იხ. პუნქტი 4.4).

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხილეთ ნაწილში 6.1.

წამლის ფორმა

კო _-_ვამლოსეტი , 10 მგ +160 მგ +12,5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ოვალური, ორმხრივ ამოზნექილი ტაბლეტები, დაფარული ვარდისფერი აპკიანი გარსით, ერთ მხარეზე ამოტვიფრულია K2.

აღწერა გატეხილ ჭრილზე: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის უხეში ზედაპირი დაფარული ვარდისფერი აპკიანი გარსით.

გამოყენების ჩვენებები

პრეპარატის გამოყენება ნაჩვენებია უფროსებში.

II და III ხარისხის არტერიული ჰიპერტენზია.

დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი

დოზირების რეჟიმი

რეკომენდირებული დღიური დოზა - 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს ამლოდიპინს + ვალსარტანს + ჰიდროქლოროთიაზიდს დოზით 5 მგ + 160 მგ + 12,5 მგ, 10 მგ +160 მგ + 12,5 მგ (პრეპარატ კო-ვამლოსეტის სახით, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 5 მგ

  • 160 მგ +12,5 მგ, 10 მგ +160 მგ + 12,5 მგ) ან 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს ამლოდიპინს + ვალსარტანს + ჰიდროქლოროთიაზიდს დოზით 10 მგ +160 მგ + 25 მგ (პრეპარატ კო-ვამლოსეტის სახით, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 10 მგ + 160 მგ +25 მგ), დღეში 1-ჯერ.

მოხერხებულობისათვის პაციენტები, რომლებიც იღებენ მონოთერაპიას ამლოდიპინით, ვალსარტანით და ჰიდროქლოროთიაზიდით ცალკე ტაბლეტებით, შეიძლება გადაყვანილი იქნან კო-ვამლოსეტით თერაპიაზე, რომელიც შეიცავს აქტიურ კომპონენტებს იგივე დოზებით. არტერიული წნევის არასაკმარისი კონტროლისას ორმაგი კომბინირებული თერაპიის ფონზე (ვალსარტანი +ჰიდროქლოროთიაზიდი, ამლოდიოინი + ვალსარტანი და ამლოდიპინი + ჰიდროქლოროთიაზიდი) პაციენტები შეიძლება გადაყვანილნი იქნან სამმაგ კომბინირებულ მკურნალობაზე პრეპარატით კო-ვამლოსეტი შესაბამისი დოზებით. პრეპარატ კო- ვამლოსეტის დოზის შერჩევა ხდება მონოკომპონენტიანი სამკურნალო პრეპარატების დოზების ადრე ჩატარებული ტიტრირების შემდეგ, რომლებიც შეიცავენ პრეპარატ კო- ვამლოსეტის შენადგენლობაში შემავალ მოქმედ ნივთიერებებს. თუ საჭირო იქნება პრეპარატ კო-ვამლოსეტის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე მოქმედი ნივთიერების დოზის შეცვლა (მაგალითად, ახლად დიაგნოსტირებულ დაავადებასთან, პაციენტის მდგომარეობის ცლილებასთან და მედიკამენტურ ურთირთქმედებასთან დაკავშირებით), მაშინ აუცილებელია ცალკეული კომპონენტების დოზების ინდივიდუალური შერჩევა. პაციენტებში ნატრიუმის დეფიციტით და/ან ჰიპოვოლემიით, მაგალითად, პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზულების მაღალ დოზებს, შესაძლებელია სიმპტომატური არტერიული ჰიპოტენზიის განვითარება პრეპარატით კო-ვამლოსეტი თერაპიის დასაწყისში. მოცემული კომბინაციის გამოყენება რეკომენდირებულია მხოლოდ ჰიპონატრიემიის და/ან ჰიპოვოლემიის კორექციის შემდეგ.

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნება დოზაზე დამოკიდებული გვერდითი ეფექტები პრეპარატ კო-ვამლოსეტის ნებისმიერი კომპონენტების ორმაგი კომობინირებული თერაპიის გამოყენებისას, არტერიული წნევის შესადარებელი დაქვეითების მისაღწევად შესაძლებელია პრეპარატ კო-ვამლოსეტის გამოყენება, რომელიც შეიცავს აქტიური კომპონენტის უფრო დაბალ დოზას, რომელმაც გამოიწვია ეს გვერდითი ეფექტი.

დოზის გაზრდა შეიძლება თერაპიის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ.

პრეპარატის კო-ვამლოსეტი მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი აღინიშნება დოზის გაზრდიდან 2 კვირის შემდეგ.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტები

პრეპარატის დოზის კორექცია არ არის საჭირო. ამ კატეგორიის პაციენტებში საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საწყისი დოზის შემცირება ამლოდიპინის მინიმალური დოზის შემცველ დოზამდე, ანუ, 1 ტაბლეტი, რომელიც შეიცავს ამლოდიპინს + ვალსარტანს + ჰიდროქლოროთიაზიდს დოზით 5 მგ + 160 მგ 12,5 მგ (პრეპარატ კო-ვამლოსეტის სახით, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 5 მგ + 160 მგ +12,5 მგ) ან 5 მგ + 160 მგ + 25 მგ (პრეპარატ კო-ვამლოსეტის სახით, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 5 მგ + 160 მგ + 25 მგ).

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევით

პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი ხარისხის სიმძიმის დარღვევით (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე ≥30 მლ/წთ/1,73მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე, მაგრამ ≤90 მლ/წთ/1,73მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე) არ არის საჭირო საწყისი დოზის კორექცია. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევებით (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე ˂30 მლ/წთ/1,73მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე) პრეპარატის შემადგენლობაში ჰიდროქლოროთიაზიდის არსებობის შედეგად.

თიაზიდური დიურეზულების გამოყენება მონოთერაპიაში პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევებით (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე ˂30 მლ/წთ/1,73მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე) არაეფექტურია, მაგრამ ერთდროული გამოყენება “მარყუჟოვან” დიურეზულებთან ამ კატეგორიის პაციენტებში შესაძლებელია.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

შემადგენლობაში ვალსარტანის, ჰიდროქლოროთიაზიდის და ამლოდიპინის არსებობის გამო პრეპარატი კო-ვამლოსეტი უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევით (>9 ქულაზე ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით). პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის დარღვევებით ქოლესტაზის გარეშე, მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა შეადგენს 80 მგ ვალსარტანს, და ამიტომ პრეპარატი კო-ვამლოსეტი (შეიცავს 160 მგ ვალსარტანს) ვერ გამოიყენება პაციენტთა ამ ჯგუფში (იხ. პუნქტები 4.3., 4.4., 5.2). რეკომენდაციები ამლოდიპინის დოზირებასთან დაკავშირებით პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის დარღვევებით არ არის შემუშავებული. ამ კატეგორიის პაციენტებში საჭირეობის შემთხვევაში, პრეპარატი უნდა დაინიშნოს ამლოდიპინის მინიმალური დოზით.

ბავშვები

რადგანაც პრეპარატ კო-ვამლოსეტის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებსა და მოზარდებში (18 წელზე უმცროსი ასაკის) არ არის დადგენილი, პრეპარატი არ არის რეკომენდირებული გამოსაყენებლად ამ კატეგორიის პაციენტებში.

გამოყენების წესი

პრეპარატი კო-ვამლოსეტი მიიღება შიგნით, დღეში 1-ჯერ, უმჯობესია დილის საათებში, ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით, საკვების მიღების დროის მიუხედავად.

უკუჩვენებები

  • ჰიპერმგრძნობელობა ამლოდიპინის, ვალსარტანის, ჰიდროქლოროთიაზიდის ან ასევე პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პუნქტში 6.1.
  • ჰიპერმგრძნობელობა სხვა სულფონამიდების წარმოებულების ან დიჰიდროპირიდინის რიგის მიმართ.
  • მემკვიდრეობითი ანგიონევროზული შეშუპება ან შეშუპება პაციენტებში ანგიოთენზინ II (APA II) რეცეპტორების ანტაგონისტებით წინა თერაპიის ფონზე.
  • თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (>9 ქულა ჩაილდ პიუს შკალის მიხედვით), ბილიარული ციროზი და ქოლესტაზი.
  • თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (გფს ˂30 მლ/წთ/1,73მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე), ანურია, პაციენტები ჰემოდიალიზზე.
  • თერაპიისადმი ადეკვატური რეფრაქტერული ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალციემია, ასევე ჰიპერურიკემია კლინიკური გამოვლინებებით.
  • მძიმე არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა ˂ 90 მმ ვცხ. წყ. სვ.), კოლაფსი, კარდიოგენური შოკი.
  • მარცხენა პარკუჭის სადინარი ტრაქტის ობსტრუქცია (მათ შორის რთული აორტული სტენოზი).
  • ჰემოდინამიურად არასტაბილური გულის უკმარისობა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდეგ.
  • ერთროულად გამოყენება ალისკირენთან და ალისკირენის შემცველ პრეპარატებთან, პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით და/ან თირკმლის ფუნქციის ზომიერი და მძიმე დარღვევებით (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე ˂60 მლ/წთ/1,73მ2 სხეულის ზედაპირის ფართობზე).
  • ერთდროულად გამოყენება აგფ-ინჰიბიტორებთან პაციენტებში დიაბეტური ნეფროპათიით.
  • ორსულობა, ორსულობის დაგეგმვა, ლაქტაციის პერიოდი.
  • 18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი).

სამკურნალო პრეპარატების კომბინაციები** ,****რომლებიც** საჭიროებენ ყურადღებას

სხვა ჰიპოტენზური პრეპარატები

ჰიდროქლოროთიაზიდის ანტიჰიპერთენზული მოქმედების პოტენცირება (ადიტიური ეფექტი). შესაძლოა საჭირო გახდეს ერთდროულად დანიშნული ჰიპოთენზული პრეპარატების დოზირების კორექცია.

რეკომენდებულია ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების შეწყვეტა 2-3 დღით ადრე აგფ- ინჰიბიტორებით თერაპიის დაწყებამდე სიმპტომური არტერიული ჰიპოთენზიის განვითარების შესაჩერებლად. თუ ეს არ არის შესაძლებელი, მაშინ უნდა დაინიშნოს აგფ-ინჰიბიტორების დაბალი საწყისი დოზა.

ეთანოლი _,_ბარბიტურატები _,_ანტიფსიქოზური საშუალებები _(_ნეიროლეპტიურები _),_ანტიდეპრესანტები _,_ანქსიოლიზურები _,_ნარკოტიკული ანალგეზურები და ზოგადი საანესთეზიო საშუალებები

მოსალოდნელია ჰიდროქლოროთაზიდის ანტიჰიპერთენზული მოქმედების გაძლიერება და ორთოსტაზური ჰიპოთენზიის პოტენცირება (ადიტიური ეფექტი).

არადეპოლარიზირებადი მიორელაქსანტები _(_მაგალითად _,_ტუბოკურარინი )

მოსალოდნელია არადეპოლარიზირებადი მიორელაქსანტების ეფექტის გაძლიერება.

ადრენომიმეზურები _(_პრესორული ამინები )

ჰიდროქლოროთიაზიდნმა შესაძლოა გამოიწვიოს ადრენომიმეზურების ეფექტის დაქვეითება, როგორიცაა ეპინეფრინი (ადრენალინი) და ნორეპინეფრინი (ნორადრენალინი).

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები _(_აასპ _),_მათ შორის ციკლოოქსიგენაზა _-2 (_ცოგ _-2)_ინჰიბიტორები და აცეტილსალიცილის მჟავას მაღალი დოზები ( >3 _/_დღეში )

აასპ-მ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიდროქლოროთიაზიდის დიურეზული და ანტიჰიპერთენზული მოქმედების დაქვეითება. ერთდროული გამოყენებისას არსებობს თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების რისკი გორგლისებრი ფილტრაციის სიჩქარის შემცირების გამო. ჰიდროქლოროთიაზიდმა შესაძლოა გააძლიეროს მაღალი დოზირებით სალიცილატების ტოქსიური ზემოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები და ინსულინი

თიაზიდური დიურეზულები ზეგავლენას ახდენენ გლუკოზის მიმართ ტოლერანტობაზე (მოსალოდნელია ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკი) და ჰიპოლიკემიური საშუალებების ეფექტურობის შემცირება (შესაძლოა საჭირო გახდეს ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია).

საჭიროა სიფრთხილე ჰიდროქლოროთიაზიდის და მეტფორმინის ერთდროული გამოყენებისას ლაქტოაციდოზის განვითარების რისკის გამო თირკმელების ფუნქციის დარღვევის ფონზე, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ჰიდროქლოროთიაზიდით.

ბეტა _-_ადრენობლოკატორები _,_დიაზოქსიდი

თიაზიდური დიურეზულების (მათ შორის ჰიდროქლოროთიაზიდის) ერთდროულმა გამოყენებამ ბეტა-ადრენობლოკატორებთან ან დიაზოქსიდთან ერთად შესაძლოა გამოიწვიონ ჰიპერგლიკემიის განვითარების რისკის გაზრდა.

სამკურნალო პრეპარატები _,_რომლებიც გამოიყენებიან პოდაგრის სამკურნალოდ _(_პრობენიციდი _,_სულფინპირაზონი _,_ალოპურინოლი )

შესაძლოა საჭირო გახდეს ურიკოზული სამკურნალო საშუალებების დოზის კორექცია, რადგან ჰიდროქლოროთიაზიდი ზრდის სისხლის შრატში შარდმჟავას კონცენტრაციას. თიაზიდურმა დიურეზულებმა შესაძლოა გაზარდონ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარების სიხშირე ალოპურინოლის მიმართ.

ამანტადინი

თიაზიდურმა დიურეზულებმა (მათ შორის ჰიდროქლოროთიაზიდმა) შესაძლოა დააქვეითოს ამანტადინის კლირენსი, გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში ამანტადინის კონცენტრაციის გაზრდა და მისი არასასურველი ეფექტების რისკის გაზრდა.

ანტიქოლინერგული პრეპარატები _(_ქოლინობლოკატორები )

ანტიქოლინერგული პრეპარატები (მაგალითად, ატროპინი, ბიპერიდენი) ზრდიან თიაზიდური დიურეზულების ბიოშეღწევადობას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის და კუჭის გამოთავისუფლების სიჩქარის შემცირების ხარჯზე.

ციტოტოქსიური _(_სიმსივნის საწინააღმდეგო _)_პრეპარატები

თიაზიდური დიურეზულები ამცირებენ ციტოტოქსიური სამკურნალო საშუალებების (მაგ., ციკლოფოსფამიდი და მეტოტრექსატი) თირკმლისმიერ ექსკრეციას და ახდენენ მათი მიელოსუპრესიული მოქმედების პოტენცირებას.

მეტილდოპი

აღწერილია ჰემოლიზური ანემიის შემთხვევები ერთდროულად ჰიდროქლოროთიაზიდის და მეტილდოპის გამოყენების დროს.

ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები _(_კარბამაზეპინი _,_ოქსკარბაზეპინი _,_ტოპირამატი )

სიმპტომური ჰიპონატრიემიის განვითარების რისკი. ჰიდროქლოროთაზიდის და კარბამაზეპინის ერთდროული გამოყენებისას აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის დაკვირვება და სისხლის შრატში ნატრიუმის შემადგენლობის კონტროლი. ჰიდროქლოროთაზიდის და ტიპირამატის ერთდროული გამოყენებისას ასევე აუცილებელია სისხლის შრატში ტოპირამატის კონცენტრაციის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში უნდა დაინიშნოს კალიუმის პრეპარატები და მოხდეს ტოპირამატის დოზის კორექცია.

სელექციური სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები

თიაზიდური დიურეზულებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპონატრიემიის განვითარების რისკი. აუცილებელია სისხლის პლაზმაში ნატრიუმის შემცველობის კონტროლი.

ციკლოსპორინი

თიაზიდური დიურეზულებთან და ციკლოსპორინთან ერთადროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერურიკემიის და პოდაგრის გამწვავების რისკი.

პერორალური ანტიკოაგულურები

თიაზიდურმა დიურეზულებმა შესაძლოა შეამცირონ პერორალური ანტიკოაგულურების ეფექტი

იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებები

თიაზიდური დიურეზულების მიღების ფონზე ორგანიზმის გაუწყლოება ზრდის მწვავე თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკს, განსაკუთრებით იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების მაღალი დოზირებებით გამოყენებისას. იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებების გამოყენების წინ აუცილებელია სითხის დეფიციტის აღდგენა.

კალციუმის პრეპარატები

ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა აღინიშნოს სისხლის პლაზმაში კალციუმის შემცველობის გაზრდა და ჰიპერკალციემიის განვითარება თირკმელებით კალციუმის იონების გამოყოფის დაქვეითების გამო. თუ აუცილებელია კალციუმის შემცველი სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება ამ პრეპარტთან ერთად, მაშინ აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალციუმის დონის კონტროლი და კალციუმის პრეპარატების დოზის კორექცია.

იონგაცვლის ფისები _(_კოლესტირამინი და კოლესტიპოლი )

იონგაცვლის ფისები ამცირებენ ჰიდროქლოროთიაზიდის აბსორბციას. კოლესტირამინის და კოლესტიპოლის ერთჯერადი დოზები ამცირებენ ჰიდროქლოროთიაზიდის კუჭ-ნაწლავიდან შეწოვას 85%-ით და 43%-ით შესაბამისად.

ფერტილობა**,**ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატი კო-ვამლოსეტის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია

ორსულობა

სხვა ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატების მსგავსად, რომლებიც უშუალოდ მოქმედებენ რენინ-ანგიოთენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე (რაას), პრეპარატი კო-ვამლოსეტი არ უნდა იქნას გამოყენებული ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას. ნებისმიერი პრეპარატების დანიშვნისას, რომლებიც მოქმედებენ რაას-ზე, ექიმმა უნდა მოახდინოს რეპროდუქციული ასაკის ქალების ინფორმირება ამ პრეპარატების პოტენციური საშიშროების შესახებ ორსულობის დროს.

პრეპარატ კო-ვამლოსეტის გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია.

ცნობილია, რომ აგფ ინჰიბიტორების გამოყენება, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ რაას- ზე, ორსულობის II და III ტრიმესტრებში იწვევს განვითარებადი ნაყოფის დაზიანებას ან სიკვდილს. ანგიოთეზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით, არ შეიძლება ნაყოფისთვის რისკის გამორიცხვა. რეტროსპექტიული ანალიზის მონაცემებით აგფ ინჰიბიტორების გამოყენებას ორსულობის I ტრიმესტრში ახლდა ნაყოფისა და ახალშობილის პათოლოგიის განვითარება.

ჰიდროქლოროთიაზიდი აღწევს პლაცენტაში. თიაზიდური დიურეზულების გამოყენებისას, ჰოდროქლოროთიაზიდის ჩათვლით, ორსულობის დროს შესაძლებელია ემბრიონალური ან ნეონატალური სიყვითლის ან თრომბოციტოპენიის განვითარება, ასევე სხვა გვერდითი რეაქციებისა, რომლებიც აღინიშნება მოზრდილ პაციენტებში.

ვალსარტანის შემთხვევით მიღებისას ორსულებში აღწერილია სპონტანური აბორტების, მცირეწყლიანობის და ახალშობილებში თირკმელების ფუნქციის დარღვევის განვითარების შემთხვევები.

მონაცემები ამლოდიპინის გამოყენების შესახებ ორსულებში არ არის საკმარისი, რათა შესაძლებელი იყოს მსჯელობა ნაყოფზე მისი ზემოქმედების შესახებ.

თუ ორსულობა დადგინდება პრეპარატი კო-ვამლოსეტით მკურნალობის პერიოდში, პრეპარატი უნდა მოიხსნას რაც შეიძლება სწრაფად.

ლაქტაციის პერიოდი

პრეპარატი კო-ვამლოსეტის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.

უცნობია, გამოიყოფა თუ არა ვალსარტანი და/ან ამლოდიპინი დედის რძეში. ექსპერიმენტულ კვლევებში აღნიშნულია ვალსარტანის გამოყოფა დედის რძეში. დაანგარიშებულია, რომ ჩვილი იღებს დედის დოზიდან 3-7%, ხოლო მაქსიმუმ 15 %. ამლოდიპინის ზეგავლენა ჩვილებზე არ არის შესწავლილი. კლინიკამდელ კვლევებში აღნიშნა ვალსარტანის გამოყოფა ვირთხების რძეში ლაქტაციის დროს. ჰიდროქლოროთიაზიდი ასევე გამოიყოფა დედის რძეში.

ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

პრეპარატის ზოგიერთმა გვერდითმა ეფექტებმა, მათ შორის თავბრუსხვევამ ან მხედველობითმა დარღვევებმა, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს საქმიანობის პოტენციურად საშიში სახეობების შესრულების უნარზე, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს (სატრანსპორტო საშუალებების მართვა, მუშაობა მოძრავ მექანიზმებთან). პაციენტებმა, რომლებიც იღებენ პრეპარატ კო-ვამლოსეტს, სიფრთხილე უნდა დაიცვან სატრანსპორტო საშუალებების მართვისას და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობის დროს.

არასასურველი რეაქციები

უსაფრთხოების პროფილის მიმოხილვა

ქვემოთ მოყვანილია ამლოდიპინი + ვალსარტანი + ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის უსაფრთხოების პროფილი, დაფუძნებული კლინიკურ კვლევებზე ამლოდიპინი + ვალსარტანი + ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას და ცალკეული კომპონენტების უსაფრთხოების პროფილზე: ამლოდიპინი, ვალსარტანი და ჰიდროქლოროთიაზიდი.

ამლოდიპინი + ვალსარტანის + ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენების უსაფრთხოება ფასდებოდა მაქსიმალური დოზის გამოყენებისას 10 მგ + 320 მგ +25 მგ ერთ კონტროლირებად მოკლევადიან (8 კვირა) კლინიკურ კვლევაში 2271 პაციენტის მონაწილეობით, რომელთაგანაც 582 იღებდა ვალსარტანს, ამლოდიპინთან და ჰიდროქლოროთიაზიდთან კომბინაციაში. გვერდითი რეაქციები, როგორც წესი, იყო მსუბუქი და ხანმოკლე და მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში იყო საჭირო მკურალობის შეწყვეტა. მოცემულ კლინიკურ კვლევაში აქტიური კონტროლით ამლოდიპინი + ვალსარტანის + ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციით თერაპიის შეწყვეტის ყველაზე გავრცელებული მიზეზები იყო თავბრუსხვევა და არტერიული ჰიპოტენზია (0,7%).

8-კვირიან კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი ახალი და მოულოდნელი გვერდითი რეაქციები სამკომპონენტიანი თერაპიის დროს, მონოთერაპიის ან ორკომპონენტიანი თერაპიის ცნობილ ეფექტებთან შედარებით.

8-კვირიან კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები ამლოდიპინი + ვალსარტანის + ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას იყო სუსტად გამოხატული და შეესაბამებოდა ცალკეული კომპონენტების მოქმედების ფარმაკოლოგიურ მექანიზმს. სამკომპონენტიან კომბინაციაში ვალსარტანის არსებობა ასუსტებდა ჰიდროქლოროთიაზიდის ჰიპოკალიემიურ ეფექტს.

გვერდითი რეაციების ტაბელარული** __ __****ჩამონათვალი**

ზედოზირება

მონაცემები პრეპარატის დოზის გადაჭარბების შესახებ ამჟამად არ არსებობს.

ამლოდიპინი

სიმპტომები

ამლოდიპინით ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს გადაჭარბებული პერიფერიული ვაზოდილატაცია და შესაძლო რეფლექტორული ტაქიკარდია. იყო შეტყობინებები არტერიული წნევის გამოხატული და ხანგრძლივი დაწევის აღნიშვნის შესახებ შოკის განვითარებამდე ლეტალური დასასრულით.

მკურნალობა

გამოხატული არტერიული წნევის გამოვლენის შემთხვევაში, პაციენტი უნდა მოთავსდეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და ფეხები უნდა მოუთავსდეს სიმაღლეზე და უნდა მიიღოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის შემანარჩუნებელი აქტიური ზომები, მათ შორის გულის და სასუნთქი სისტემის მუშაობის რეგულარული კონტროლი, ცირკულარული სისხლის მოცულობის და გამოყოფილი შარდის რაოდენობის შემოწმება.

სისხლძარღვების ნორმალური სტატუსის შენარჩუნების მიზნით უკუჩვენებების არ არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ვაზოპრესული პრეპარატების გამოყენებაც. თუ პრეპარატი კო-ვამლოსეტის გამოყენებიდან გასულია მცირე დრო, მაშინ შესაძლოა ეფექტური იყოს ღებინების გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა. აქტიური ნახშირის გამოყენებას უფროს მოხალისეებში თან ახლდა ამლოდიპინის აბსორბციის დაქვეითება.

ვალსარტანი

ვალსარტანით ჭარბი დოზირების დროს სავარაუდოდ მოსალოდნელია არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითების და თავბრუსხვევის განვითარება

ჰიდროქლოროთიაზიდი

სიმპტომები

ჰიდროქლოროთიაზიდით ზედოზირების ყველაზე ხშირი ეფექტებია დიურეზის გაზრდა, რასაც ახლავს სითხის მწვავე დაკარგვა (დეჰიდრატაცია) და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა (ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემია). ჰიდროქლოროთიაზიდით ზედოზირებას შესაძლოა ახლდეს შემდეგი სიმპტომები:

  • გულ _-_სისხლძარღვთა სისტემის მხრივ _: _ტაჰიკარდია, არტერიული წნევის დარღვევები, შოკი;
  • ნერვული სისტემის დარღვევები : სისუსტე, გონების დაბინდვა, თავბრუსხვევა და ხბოს კუნთების სპაზმი, პარესთეზია, გონების დარღვევა, დაღლილობა;
  • კუჭ _-_ნაწლავის ტრაქტის მხრივ : ღებინება, გულისრევა, წყურვილი
  • თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ _: _პოლიურია, ოლიგურია ან ანურია (ჰემოკონცენტრაციის გამო);
  • ლაბორატორიული მაჩვენებლები _: _ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემია, ალკალოზი, სისხლის პლაზმაში შარდოვანას აზოტის შემცველობის მომატება (განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში).

მკურნალობა

ზედოზირების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია. თუ პრეპარატის მიღებიდან არ არის გასული ბევრი დრო, ჰიდროქლოროთიაზიდის გამოდევნისათვის ნაჩვენებია ღებინების გამოწვევა ან კუჭის ამორეცხვა. ჰიდროქლოროთიაზიდის აბსორბცია შესაძლოა შემცირდეს აქტივირებული ნახშირის შიგნით მიღებით. არტერიული წნევის შემცირების შემთხვევაში ან შოკის დროს უნდა შევსებული იქნეს ცირკულირებადი სისხლის მოცულობა პლაზმაშემცვლელი სითხეების შეყვანით და შევსებული ქინეს ელექტროლიტების დეფიციტი (კალიუმი, ნატრიუმი). სუნთქვის დარღვევების შემთხვევაში ნაჩვენებია ჟანგბადით ინჰალაცია ან ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. აუცილებელია წყლის-ელექტროლიტების ბალანსის კონტროლი (განსაკუთრებით სისხლის შრატში კალიუმის შემადგენლობის) და თრკმელების ფუნქციის კონტროლი მათ ნორმალიზირებამდე. არ არსებობს სპეციფიური ანტიდოტი. ჰიდროქლოროთიაზიდი გამოიყოფა ჰემოდიალიზის მეშვეობით, თუმცა მისი გამოდევნის ხარისხი არ არის დადგენილი.

ვალსარტანი და ამლოდიპინი არ გამოიდევნება ჰემოდიალიზის მეშვეობით, ხოლო ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყოფისათვის ჰემოდიალიზი შეიძლება ეფექტური იყოს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: რენინ-ანგიოთენზინის სისტემაზე მოქმედი პრეპარატები; ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტები სხვა ნივთიერებებთან კომბინაციაში

ათქ კოდი: C09DX01

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური თვისებები

კო-ვამლოსეტი წარმოადგენს სამი ანტიჰიპერტენზიული კომპონენტის კომბინაციას, რომელსაც გააჩნია არტერიული წნევის (BP) კონტროლის დამატებითი მექანიზმი: ამლოდიპინი (დიჰიდროპირიდინის წარმოებული) - ნელი კალციუმის არხების ბლოკატორები (ნკაბ), ვალსარტანი - ARA II და ჰიდროქლორთიაზიდი - თიაზიდური შარდმდენი. ამ კომპონენტების კომბინაცია იწვევს არტერიული წნევის უფრო გამოხატულ დაქვეითებას ცალკეული პრეპარატით მონოთერაპიასთან შედარებით.

ამლოდიპინი

ამლოდიპინი, რომელიც შედის პრეპარატის კო-ვამლოსეტის შემადგენლობაში, ახდენს კარდიომიოციტებში და სისხლძარღვების გლუვი მუსკულატურის უჯრედებში კალციუმის იონების ტრანსმემბრანული შეღწევის შეფერხებას. ამლოდიპინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პირდაპირ მარელაქსაცირებელ ეფექტთან სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე, რაც იწვევს საერთო პერიფერიული სისხლძარღვთა წინააღმდეგობის დაქვეითებას და არტერიული წნევის შემცირებას. ექსპერიმენტული მონაცემები აჩვენებენ, რომ ამლოდიპინი უკავშირდება რეცეპტორის დიჰიდრო - და არადიჰიდროპირიდინული აქტივობის ცენტრებს. სისხლძარღვების კედლების კარდიომიოციტების და მიოციტების შეკუმშვა ხდება მათში კალციუმის არხების გავლით კალციუმის იონების შეღწევის წყალობით.

არტერიული ჰიპერთენზიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის თერაპიულ დოზებში გამოყენება იწვევს სისხლძარღვების გაფართოვებას, რაც იწვევს არტერიული წნევის დაწევას (პაციენტის ,,მწოლიარე‘‘ ან ,,მდგომარე‘‘ მდგომარეობაში). არტერიული წნევის დაცემას არ ახლავს გულის კუმშვის სიხშირის (გკს) და აქტიური კატექოლამინების ცვლილებები ხანგრძლივი გამოყენებისას.

პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მერყეობს თერაპიული პასუხის შესაბამისად როგორც ახალგაზრდა პაციენტებში, ასევე ხანდაზმულებშიც. არტერიული ჰიპერთენზიის დროს პაციენტებში, რომლებთაც აღნიშნებათ თირკმლის ნორმალური ფუნქცია, ამლოდიპინი თერაპიულ დოზებში იწვევს თირკმელების სისხლძარღვების წინააღმდეგობის შემცირებას, იწვევს გორგლისებრი ფილტრაციის სიჩქარის (გფს) გაძლიერებას და თირკმლის პლაზმის სისხლის ეფექტურ გადინებას ფილტრაციული ფრაქციის ცვლილებების და გამოხატული პროტეონურიის გარეშე. ისევე როგორც ნელი კალციუმის არხების ბლოკატორების გამოყენებისას, ასევე ამლოდიპინის გამოყენების ფონზე მარცხენა პარკუჭის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში აღინიშნა გულის ფუნქციის ჰემოდინამიური მაჩვენებლების ცვლილებები მშვიდ მდგომარეობაში და ფიზიკური დატვირთვისას: გულის ინდექსის მცირედი გაზრდა მარცხენა პარკუჭში წნევის მაქსიმალური სიჩქარის გაზრდაზე, საბოლოო დიასტოლურ წნევაზე და მარცხენა პარკუჭის მოცულობაზე ზეგავლენის გარეშე.

ინტაქტურ ცხოველებსა და ჯანმრთელ მოხალისეებში ჰემოდინამიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამლოდიპინის გავლენის ქვეშ არტერიული წნევის დაქვეითებას თერაპიული დოზების დიაპაზონში არ ახლავს უარყოფითი ინოტროპული ეფექტი. მაშინაც კი, როდესაც გამოიყენება ბეტა-ბლოკატორებთან ერთად. ამლოდიპინი არ ცვლის სინოატრიული კვანძის ფუნქციას და არ მოქმედებს ატრიოვენტრიკულურ გამტარობაზე ინტაქტურ ცხოველებში და ჯანმრთელ მოხალისეებში.

არტერიული ჰიპერტენზიის ან სტენოკარდიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის ბეტა- ბლოკატორებთან ერთად გამოყენებისას არტერიული წნევის დაქვეითებას არ ახლავს ელექტროკარდიოგრაფიული პარამეტრების არასასურველი ცვლილებები.

დაფიქსირდა ამლოდიპინის კლინიკური ეფექტურობა პაციენტებში სტაბილური სტენოკარდიით, ვაზოსპასტიური სტენოკარდიით და ანგიოგრაფიულად დადასტურებული კორონარული არტერიის დაავადებით.

ვალსარტანი

ვალსარტანი წარმოადგენს აქტიურ და სპეციფიურ ARA II, რომელიც განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის.

ის შერჩევით მოქმედებს AT1 ქვეტიპის რეცეპტორებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ანგიოტენზინ II-ის ეფექტებზე. პლაზმაში შეუკავშირებელი ანგიოტენზინ II-ის კონცენტრაციის ზრდამ AT1 რეცეპტორების ბლოკადის გამო ვალსარტანის გავლენის ქვეშ შეიძლება გამოიწვიოს განბლოკილი AT2 რეცეპტორების სტიმულირება, რომლებიც ეწინააღმდეგებიან AT1 რეცეპტორების სტიმულაციის ეფექტს. ვალსარტანს არ ახასიათებს გამოხატული AT1 -რეცეპტორების მიმართ აგონისტური აქტივობა.

ვალსარტანის აფინურობა AT1 ქვეტიპის რეცეპტორებთან არის დაახლოებით 20000-ჯერ მაღალია, AT2 ქვეტიპის რეცეპტორებთან შედარებით.

ვალსარტანი არ აინჰიბირებს ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტს (ACE), რომელიც ანგიოტენზინ I-ს გარდაქმნის ანგიოტენზინ II-ად და იწვევს ბრადიკინინის დაშლას. ვინაიდან ARA II-ის გამოყენებისას არ ხორციელდება აგფ-ს ინჰიბირება და ბრადიკინინის ან P ნივთიერების დაგროვება, მშრალი ხველის განვითარება ნაკლებად სავარაუდოა. ვალსარტანის შედარებით კლინიკურ კვლევებში აგფ ინჰიბიტორთან, მშრალი ხველის სიხშირე მნიშვნელოვნად დაბალი იყო (p <0,05) პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ვალსარტანით (პაციენტების 2,6%, რომლებიც მკურნალობდნენ ვალსარტანით და 7,9% პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ აგფ ინჰიბიტორებით). კლინიკურ კვლევაში, რომელიც მოიცავდა პაციენტებს, რომლებსაც ადრე განუვითარდათ მშრალი ხველა აგფ ინჰიბიტორით მკურნალობის დროს, ეს გართულება აღინიშნა შემთხვევების 19.5%-ში ვალსარტანით მკურნალობის დროს და 19%-ში თიაზიდური დიურეტიკებით მკურნალობისას. ამავდროულად, პაციენტთა ჯგუფში, რომლებიც მკურნალობდნენ აგფ ინჰიბიტორით, ხველა დაფიქსირდა შემთხვევების 68,5%-ში (p <0,05). ვალსარტანი არ ურთიერთქმედებს და არ ბლოკავს სხვა ჰორმონის რეცეპტორებს ან იონურ არხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციების რეგულირებისთვის. არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების ვალსარტანით მკურნალობისას აღინიშნება არტერიული წნევის დაქვეითება, რასაც არ ახლავს გულისცემის ცვლილება. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი უმეტეს პაციენტებში ვლინდება ვალსარტანის ერთჯერადი პერორალური დოზის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში. არტერიული წნევის მაქსიმალური დაქვეითება ვითარდება 4-6 საათის შემდეგ. ვალსარტანის მიღების შემდეგ ანტიჰიპერტენზიული ეფექტის ხანგრძლივობა გრძელდება 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში. განმეორებითი გამოყენებისას არტერიული წნევის მაქსიმალური დაქვეითება, პერორალურად მიღებული დოზის მიუხედავად, ჩვეულებრივ მიიღწევა 2-4 კვირის განმავლობაში და ნარჩუნდება მიღწეულ დონეზე ხანგრძლივი თერაპიის დროს. ვალსარტანის მიღების მკვეთრ შეწყვეტას არ ახლავს არტერიული წნევის მკვეთრი მატება ან სხვა არასასურველი კლინიკური შედეგები. ვალსარტანის გამოყენება პაციენტებში გულის ქრონიკული უკმარისობით (CHF) (II-IV ფუნქციური კლასი NYHA კლასიფიკაციის მიხედვით) იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო ჰოსპიტალიზაციის რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას (რაც განსაკუთრებით გამოხატულია პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ აგფ ინჰიბიტორებს ან ბეტა- ადრენობლოკატორებს). მარცხენა პარკუჭის უკმარისობის მქონე პაციენტებში ვალსარტანის მიღებისას (სტაბილური ჰემოდინამიური მაჩვენებლებით) ან მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევით მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ, აღინიშნება გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობის შემცირება.

ჰიდროქლოროთიაზიდი

თიაზიდური დიურეზულების მოქმედების ადგილს წარმოადგენენ თირკმლის დისტალური კლაკნილი მილაკები. თირკმელების კორტიკალური შრის დისტალური მილაკების მაღალმგრძნობიარე რეცეპტორებზე თიაზიდური დიურეზულების ზემოქმედებით ხდება ნატრიუმის და ქლორის იონების რეაბსორბციის დათრგუნვა. ნატრიუმის და ქლორიდის იონების ერთობლივი ტრანსპორტირების სისტემის დათრგუნვა, როგორც ჩანს, ხდება ამ სისტემაში ქლორიდის იონების დამაკავშირებელი ადგილების კონკურენციის ხარჯზე. შედეგად, ნატრიუმის და ქლორიდის იონების ექსკრეცია იზრდება დაახლოებით თანაბარი ხარისხით. დიურეზული მოქმედების შედეგად აღინიშნება მოცირკულირე სისხლის მოცულობის (BCC) შემცირება, რაც იწვევს რენინის აქტივობის გაზრდას, ალდოსტერონის სეკრეციას, თირკმელებით კალიუმის გამოყოფას და, შესაბამისად, კალიუმის სისხლის შრატში შემცველობის შემცირებას.

ფარმაკოკინეზური თვისებები

ამლოდპინი

აბსორბცია

ამლოდიპინის თერაპიულ დოზებში პერორალური მიღების შემდეგ, მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა 6-12 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს საშუალოდ 64-80%. საკვების მიღება არ მოქმედებს ამლოდიპინის ბიოშეღწევადობაზე.

განაწილება

განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 21 ლ/კგ. ამლოდიპინის ინ ვიტრო კვლევებმა აჩვენა, რომ ჰიპერტენზიულ პაციენტებში მოცირკულირე ამლოდიპინის დაახლოებით 97.5% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.

ბიოტრანსფორმაცია

ამლოდიპინი ინტენსიურად (დაახლოებით 90%) მეტაბოლიზირდება ღვიძლში აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით.

ელიმინაცია

სისხლის პლაზმიდან გამოყოფა ორფაზიანია, დაახლოებით 30-დან 50 საათამდე ნახევრადგამოყოფის პერიოდით (T1/2). წონასწორული კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში მიიღწევა ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ 7-8 დღის განმავლობაში. 10% გამოიყოფა უცვლელი სახით, 60% - მეტაბოლიტების სახით.

ვალსარტანი

აბსორბცია

ვალსარტანის შიგნით მიღების შემდეგ Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა 2-4 საათის შემდეგ. საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 23%-ს.

საკვებთან ერთად მიღებისას აღინიშნება ბიოშეღწევადობის შემცირება (მრუდის ქვეშ “კონცენტრაცია-დრო” ფართობის [AUC] მნიშვნელობის მიხედვით) 40%-ით და Cmax სისხლის პლაზმაში - თითქმის 50%-ით, თუმცა ვალსარტანის შიგნით მიღებიდან დაახლოებით 8 საათის შემდეგ ვალსარტანის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში პირებში, რომლებიც იღებდნენ მას საკვებთან ერთად, და ჯგუფში, რომელიც იღებდა ვალსარტანს უზმოზე თანაბრდება. თუმცა AUC-ის შემცირებას არ ახლავს თერაპიული ეფექტის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება, ამიტომ ვალსარტანის დანიშვნა შეიძლება საკვების მიღების დროის მიუხედავად.

განაწილება

ვალსარტანის განაწილების მოცულობა (Vd) წონასწორული მდგომარეობის პერიოდში ინტრავენურად შეყვანის შემდეგ შეადგენს დაახლოებით 17 ლ-ს, რაც მიუთითებს ქსოვილებში ვალსარტანის ექსტენსიური განაწილების არ არსებობაზე. ვალსარტანი მნიშვნელოვანი ხარისხით უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს (94-97%), ძირითადად ალბუმინს.

ბიოტრანსფორმაცია

ვალსარტანი არ ექვემდებარება გამოხატულ მეტაბოლიზმს (მიღებული დოზის დაახლოებით 20% განისაზღვრება მეტაბოლიტების სახით). ჰიდროქსილური მეტაბოლიტი განისაზღვრება სისხლის პლაზმაში დაბალი კონცენტრაციებით (ვალსარტანის AUC-ის 10%-ზე ნაკლები). ეს მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად არააქტიურია.

ელიმინაცია

ვალსარტანის ფარმაკოკინეტიკურ მრუდს გააჩნია დაღმავალი მულტიექსპონენციალური ხასიათი (T1/2α < 1 სთ და T1/2β დაახლოებით 9 სთ). ვალსარტანი გამოიყოფა ძირითადად უცვლელი სახით ნაწლავით (დაახლოებით დოზის 83%) და თირკმელებით (დაახლოებით დოზის 13%). ინტრავენური შეყვანის შემდეგ ვალსარტანის პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 2 ლ/სთ და მისი თირკმლმისმიერი კლირენსი შეადგენს დაახლოებით 0,62 ლ/სთ (საერთო კლირენსის დაახლოებით 30%). T1/2 შეადგენს 6 საათს.

ჰიდროქლოროთიაზიდი

აბსორბცია

ჰიდროქლოროთიაზიდის აბსორბცია შიგნით მიღების შემდეგ სწრაფია (Cmax მიღწევის დრო სისხლის პლაზმაში დაახლოებით 2 საათია). საშუალოდ AUC ზრდა ატარებს წრფივ ხასიათს და თერაპიულ დიაპაზონში შიგნით მიღებული დოზის პროპორციულია. საკვებთან ერთად მიღებისას დაფიქსირდა ჰიდროქლოროთიაზიდის სისტემური ბიოშეღწევადობის, როგორც ზრდა, ასევე შემცირება პრეპარატის უზმოზე მიღებასთან შედარებით. ამ ზემოქმედების სიდიდე მცირეა და კლინიკურად უმნიშვნელო. ჰიდროქლოროთიაზიდის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შიგნით მიღების შემდეგ შეადგენს 70%-ს.

განაწილება

განაწილების კინეტიკა და ელიმინაცია მთლიანობაში აღწერილია, როგორც ბიოექსპონენციალური კლებადი ფუნქცია T1/2-ით- 6 - 15სთ. მრავალჯერადი გამოყენებისას ჰიდროქლოროთიაზიდის კინეტიკა არ იცვლება და დღეში 1-ჯერ გამოყენებისას კუმულაცია მინიმალურია. განაწილების მოჩვენებითი მოცულობა - 4-8 ლ/კგ. სისხლის პლაზმაში მოცირკულირე ჰიდროქლოროთაზიდის 40-70% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, ძირითადად, ალბუმინებს. ჰიდროქლოროთიაზიდი ასევე გროვდება ერითროციტებში კონცენტრაციით, რომელიც 3-ჯერ აღემატება ასეთს სისხლის პლაზმაში.

ბიოტრანსფორმაცია

ჰიდროქლოროთიაზიდი გამოიყოფა უცვლელი სახით.

ელიმინაცია

საბოლოო ფაზის T1/2 შეადგენს 6-15 საათს. პრეპარატის განმეორებით გამოყენებისას ჰიდროქლოროთიაზიდის კინეტიკა არ იცვლება, პრეპარატის დღეში ერთჯერადად დანიშვნისას პრეპარატის დაგროვება მინიმალურია. ჰიდროქლოროთიაზიდის აბსორბირებული დოზის 95%-ზე მეტი გამოიყოფა უცვლელის სახით თირკმელებით.

წრფივობა _/_არაწრფივობა

ამლოდიპინის, ვალსარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებს ახასიათებთ წრფივობა.

ამლოდიპინი _+_ვალსარტანი _+_ჰიდროქლოროთიაზიდი

პრეპარატის კო-ვამლოსეტი შიგნით მიღების შემდეგ ამლოდიპინის, ვალსარტანის და ჰიდროქლოროთიაზიდის Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა 6-8, 3 და 2 საათის შემდეგ, შესაბამისად.

განსაკუთრებული ჯგუფის პაციენტები

ხანდაზმული ასაკის პაციენტები _ (65 _წელზე უფროსი ასაკის )

ამლოდიპინის Cmax მიღწევის დრო სისხლის პლაზმაში ახალგაზრდა და ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ერთნაირია. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ამლოდიპინის კლირენსი უმნიშვნელოდ არის დაქვეითებული, რაც იწვევს AUC და T1/2 ზრდას. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ვალსარტანის სისტემური ზემოქმედება იყო რამდენადმე უფრო გამოხატული, ვიდრე ახალგარზდა ასაკის პაციენტებში, მაგრამ ეს არ იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი.

არსებობს შეზღუდული მონაცემები სისტემური კლირენსის შემცირების შესახებ 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში (ჯანმრთელ პაციენტებში ან პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით) ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით.

პაციენტები თირკმელების ფუნქციის დარღვევებით

პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად არ იცვლება.

არ არის გამოვლენილი კორელაცია თირკმელების ფუნქციასა (კრეატინინის კლირენსი) და ვალსარტანის სისტემურ ექსპოზიციას შორის (AUC) პაციენტებში თირკმელების ფუნქციის სხვადასხვა ხარისხის დარღვევით.

თირკმლის უკმარისობის დროს ჰიდროქლოროთიაზიდის Cmax საშუალო მნიშვნელობები სისხლის პლაზმაში და AUC მნიშვნელობები იზრდება, ეკსკრეციის სიჩქარე კი მცირდება. პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მსუბუქიდან ზომიერ ხარისხამდე სიმძიმის დარღვევებით T1/2 პრაქტიკულად ორჯერ ხანგრძლივდება. ჰიდროქლოროთიაზიდის თირკმლის კლირენსი პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით შემცირებულია ნორმალურ მაჩვენებლებთან შედარებით (დაახლოებით 300 მლ/წთ).

პრეპარატი კო-ვამლოსეტი უკუნაჩვენებია გამოსაყენებად პაციენტებში თირკმლის მძიმე ხარისხის უკმარისობით (კკ˂30 მლ/წთ), ანურიით და სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში თირკმელების ფუნქციის ზომიერი ხარისხის სიმძიმის დარღვევით (გაანგარიშებითი გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე > 30მლ/წთ/1,73მ2 სხეულის ზედაპირის ფართობი და ˂60 მლ/წთ/1,73 მ2 სხეულის ზედაპირის ფართობი).

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

არსებობს მხოლოდ შეზღუდული კლინიკური მონაცემები ამლოდიპინის გამოყენების შესახებ პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით. პაციენტებს ღვიძლის ფუნქციის დარღვევით გააჩნიათ ამლოდიპინის შემცირებული კლირენსი, რაც იწვევს AUC მაჩვენებლის დაახლოებით 40–60 %-ით მომატებას. საშუალოდ პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი (ჩაილდ- პიუს სკალის მიხედვით 5-6 ქულა) და ზომიერი (ჩაილდ-პიუს სკალის მიხედვით 7-9 ქულა) სიმძიმის ხარისხის დარღვევებით ვალსარტანის ბიოშეღწევადობა (AUC მიხედვით) ორმაგდება ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით (შესაბამისი ასაკის, სქესის და სხეულის მასის). პრეპარატი კო-ვამლოსეტი უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით (იხ. ნაწილი 4.2, 4.3.).

ბავშვები

პრეპარატის კო-ვამლოსეტი გამოყენების ფარმაკოკინეტიკური თავისებურებანი 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი.

ფარმაცევტული თვისებები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

კო _-_ვამლოსეტი , 10 მგ +160 მგ +12,5 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 200)

ნატრიუმის კროსკარმელოზა

პოვიდონი K- 25

ნატრიუმის ლაურილ სულფატი

მანიტოლი

მაგნიუმის სტეარატი

კაჟბადის კოლოიდური დიოქსიდი

აპკიანი გარსი

აპკის წარმომქმნელი ნარევი:

- პოლივინილის სპირტი

- მაკროგოლი-3350

- ტიტანის დიოქსიდი (E171)

- ტალკი

საღებავი წითელი რკინის ოქსიდი (E172)

შეუთავსებლობა

არ აღინიშნება.

ვარგისიანობის ვადა**(შენახვის ვადა)**

3 წელი.

შენახვის განსაკუთრებული პირობები

ინახება არაუმეტეს 25OC ტემპერატურაზე, კონტურულ- უჯრედულ საწყის შეფუთვაში.

საწყისი შეფუთვის ფორმა და შემადგენლობა

7, 10, 14, 15 ტაბლეტი მოთავსებულია კონტურულ-უჯრედული შეფუთვაში ოპა/ალ/პვქ და ფოლგის კომბინირებული მასალისგან.

1, 2, 4, 8, 12, 14 კონტურულ- უჯრედული შეფუთვა (თითოეული შეიცავს 7 ტაბლეტს); 1, 2, 3, 6, 9 კონტურულ- უჯრედული შეფუთვა (თითოეული შეიცავს 10 ტაბლეტს); 1, 2, 4, 6, 7 კონტურულ-უჯრედული შეფუთვა (თითოეული შეიცავს 14 ტაბლეტს); 1, 2, 4, 6 კონტურულ-უჯრედული შეფუთვა (თითოეული შეიცავს 15 ტაბლეტს) გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

მითითებები სამკურნალო საშუალების და მისი გამოყენების შემდეგ მიღებული ნარჩენების უტილიზაციის შესახებ და სხვა სახის მითითებები

განსაკუთრებული მოთხოვნები არ აღინიშნება.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

რუსეთის ფედერაცია

გაცემის წესი**:**

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
კო-ვამლოსეტი 10/160/12.5მგ#30ტ
  • სახელი: კო-ვამლოსეტი 10/160/12.5მგ#30ტ
  • მწარმოებელი: «KRKA-RUS» LTD (რუსეთი)
  • შეფუთვა: 10მგ + 160მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
Aversi 26.89 ლ
კო-ვამლოსეტი 5/160/12.5მგ#30ტ
  • სახელი: კო-ვამლოსეტი 5/160/12.5მგ#30ტ
  • მწარმოებელი: «KRKA-RUS» LTD (რუსეთი)
  • შეფუთვა: 5მგ + 160მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
Aversi 26.99 ლ
კო-ვამლოსეტი10/160/25მგ#30ტ
  • სახელი: კო-ვამლოსეტი10/160/25მგ#30ტ
  • მწარმოებელი: «KRKA-RUS» LTD (რუსეთი)
  • შეფუთვა: 10მგ + 160მგ + 25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
Aversi 27.03 ლ
კო-ვამლოსეტი ტაბლეტი 10მგ+160მგ+25მგ #30
  • სახელი: კო-ვამლოსეტი ტაბლეტი 10მგ+160მგ+25მგ #30
  • მწარმოებელი: «KRKA-RUS» LTD (რუსეთი)
  • შეფუთვა: 10მგ + 160მგ + 25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
Pharmadepot 26.99 ლ
კო-ვამლოსეტი ტაბლეტი 5მგ+160მგ+12.5მგ #30
  • სახელი: კო-ვამლოსეტი ტაბლეტი 5მგ+160მგ+12.5მგ #30
  • მწარმოებელი: «KRKA-RUS» LTD (რუსეთი)
  • შეფუთვა: 5მგ + 160მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
Pharmadepot 26.99 ლ
კო-ვამლოსეტი ტაბლეტი 10მგ+160მგ+12.5მგ #30
  • სახელი: კო-ვამლოსეტი ტაბლეტი 10მგ+160მგ+12.5მგ #30
  • მწარმოებელი: «KRKA-RUS» LTD (რუსეთი)
  • შეფუთვა: 10მგ + 160მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
Pharmadepot 26.89 ლ
კო-ვამლოსეტი ტაბლეტი 5მგ+160მგ+12.5მგ #30
  • სახელი: კო-ვამლოსეტი ტაბლეტი 5მგ+160მგ+12.5მგ #30
  • მწარმოებელი: «KRKA-RUS» LTD (რუსეთი)
  • შეფუთვა: 5მგ + 160მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
GPC 26.99 ლ
კო-ვამლოსეტი ტაბლეტი 10მგ+160მგ+25მგ #30
  • სახელი: კო-ვამლოსეტი ტაბლეტი 10მგ+160მგ+25მგ #30
  • მწარმოებელი: «KRKA-RUS» LTD (რუსეთი)
  • შეფუთვა: 10მგ + 160მგ + 25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
GPC 26.99 ლ
კო-ვამლოსეტი 10/160/12.5 30 ტაბლეტი
  • სახელი: კო-ვამლოსეტი 10/160/12.5 30 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: «KRKA-RUS» LTD (რუსეთი)
  • შეფუთვა: 10მგ + 160მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
PSP 26.89 ლ
Co-Vamloset - კო-ვამლოსეტი 10/160/25 30 ტაბლეტი
  • სახელი: Co-Vamloset - კო-ვამლოსეტი 10/160/25 30 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: «KRKA-RUS» LTD (რუსეთი)
  • შეფუთვა: 10მგ + 160მგ + 25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
PSP 22.98 ლ
კო-ვამლოსეტი 5/160/12.5 30 ტაბლეტი
  • სახელი: კო-ვამლოსეტი 5/160/12.5 30 ტაბლეტი
  • შეფუთვა: 5მგ + 160მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
PSP 22.94 ლ
კო-ვამლოსეტი ტაბლეტი 10მგ+160მგ+12.5მგ #30
  • სახელი: კო-ვამლოსეტი ტაბლეტი 10მგ+160მგ+12.5მგ #30
  • მწარმოებელი: «KRKA-RUS» LTD (რუსეთი)
  • შეფუთვა: 10მგ + 160მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30
GPC 26.89 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით