ლინკასი - Linkus
ლინკასი - Linkus

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ხველისა და გაციების სამკურნალო მცენარეული საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ლინკას ბალზამი

(ეფექტური საშუალება გაციებისა და გრიპის დროს)

სავაჭრო დასახელება: ლინკას ბალზამი

სამკურნალო ფორმა: მალამო

შემადგენლობა:

ყოველი გრამი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას:

მენთოლი 200მბ

ევკალიპტის ზეთი 60მბ

ქაფური 70მბ

ტერპენტინის ზეთი 20მბ

მიხაკის ზეთი 40მბ

დამხმარე ნივთიერებები:

მყარი პარაფინი (160მბ) და თეთრი რბილი პარაფინი (450მბ).

ლინკას ბალზამი - არის უფერო მალამო, რომელიც არ შეიცავს ცხიმს და არ ტოვებს ლაქებს, უზრუნველყოფს სწრაფ შემსუბუქებას გაციებისა და გრიპის დროს. ეს არის შერჩეული სამკურნალო ზეთების ოპტიმალურად დაბალანსებული კომპოზიცია, რომელიც გამოიყენება გაციების და მკერდისმიერი შეგუბებისას. ეს არის უსაფრთხო და ეფექტური ადგილობრივი გამოყენების მალამო, რომელიც სპეციალურად არის შერჩეული გაციების სიმპტომების სწრაფი მოხსნისათვის.

აქტიური კომპონენტების ძირითადი თვისებები:

**მენთოლი:
**მენთოლი ტრადიციულად გამოიყენება მრავალი წლის განმავლობაში გაციებისა და გრიპის დროს. ლინკას ბალზამის შემადგენლობაში ის მოქმედებს როგორც შეშუპების, ხველის საწინააღმდეგო და ამოსახველებელი საშუალება.

**ევკალიპტის ზეთი:
**ევკალიპტის ზეთი უძველესი დროიდან ეფექტურად გამოიყენება მალარიის, მუცლის ტიფის, დიფტერიის და გრიპის სამკურნალოდ, გააჩნია ანტიბაქტერიული, ამოსახველებელი, ანტისეფტიკური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ქაფური:

ლინკას ბალზამში შემავალი ქაფური მოქმედებს, როგორც რბილი ამოსახველებელი საშუალება. კანზე შეზელვისას ის მოქმედებს, როგორც საშუალება, რომელიც იწვევს კანის სიწითლეს და იწვევს სისხლძარღვების ადგილობრივ გაფართოვებას (აკსონ რეფლექსის მეშვეობით), რაც ქმნის კომფორტისა და სითბოს შეგრძნებას.

ტერპენტინის ზეთი:

ტერპენტინის ზეთი გამოიყენება, როგორც მკერდის დასაზელი საშუალება ცხვირისა და ყელის დაავადებებისას, გააჩნია ანტისეპტიკური და მუკოლიზური თვისებები.

მიხაკის ზეთი:

მიხაკის ზეთი შეიცავს ევგენოლს, რომელსაც გააჩნია ანტისეპტიკური და სპაზმოლიზური თვისებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლინკას ბალზამი შემუშავებულია გაციებით გამოწვეული სურდოს, ხველის და კუნთების ტკივილის სწრაფი მოხსნისათვის.

ლინკას ბალზამი კანზე წასმისას იწვევს სიცივის შეგრძნებას, რასაც მოსდევს დაბუჟება და ნაწილობრივი ანესთეზია: თავდაპირველას ის ახდენს ნერვის სტიმულირებას, სიცივის შეგრძნების გადაცემით, შემდეგ აღწევს კანში და ახდენს ცალკეული მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებების პარალიზებას.

ლინკას ბალზამი ხშირად გამოიყენება ცხელი წყლის ორთქლით ინჰალაციისათვის ცხვირისა და მკერდისმიერი შეგუბების სწრაფად მოსახსნელად.

გამოყენების ჩვენებები:

  • გაციება
  • გრიპი
  • თავის ტკივილი
  • მკერდის უჯრედში რთულად გამოდენადი სეკრეტის შეგუბება.

ინსტრუქცია და გამოყენების მეთოდი:

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. წაისთვით უშუალოდ მკერდის უჯრედის არეში, ყელზე, ცხვირზე და მტკივნეულ ნაწილზე აბსორბციის გაზრდის მიზნით.საუკეთესო შედეგისათვის დამუშავებული ადგილი დაიფარეთ დოლბანდით ან პირსახოცით. ღრმა სწრაფი მოქმედების მისაღწევად გააზავეთ 1 ჩაის კოვზი ლინკას ბალზამი ცხელ წყალში და ღრმად შეისუნთქეთ ორთქლი.

არ გააცხელოთ ეს ნაზავი განმეორებით.

გამოიყენეთ დღეში 3-4ჯერ.

უსაფრთხოების ზომები:

მოერიდეთ თვალში, ლორწოვან გარსზე და კანის დაზიანებულ ადგილას მოხვედრას. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისას მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

გვერდითი ეფექტი:

მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები.

გამოშვების ფორმა:

25 გრ პლასტმასის ფლაკონით

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25ºCტემპერატურაზე. ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

Herbion

ჰერბიონ პაკისტან პრაივეტ ლიმიტედ

37/A-3 ლანდჰის საწარმოო ზონა,

კარაჩი, პაკისტანი

www.herbion.com

ლინკას სიროფი

კომპლექსური პრეპარატი შერჩეული მცენარეებისაგან ხელს უწყობს ხველისა და გაციების სხვადასხვა სიმპტომების შემსუბუქებას.

ლინკასი ქმნის თხელ დამცავ ფენას რესპირატორული ტრაქტის ანთებით ზედაპირზე. ამგვარად ახდენს დამარბილებელ და დამამშვიდებელ ზემოქმედებას მშრალი და გაღიზიანებული ხველისას და მოქმედებს, როგორც ადგილობრივი ხველის საწინააღმდეგო საშუალება.

ლინკასი ათხელებს ბლანტ სეკრეტს და ხელს უწყობს მისი სასუნთქი გზებიდან გამოდევნას. შედეგად ის ხელს უშლის ბაქტერიის ზრდას და ახდენს ამოსახველებელ ზემოქმედებას.

ლინკასი ამსუბუქებს ცხვირის არხის და ბრონქული სპაზმის შედეგად გამოწვეულ შეგუბებას. ამგვარად ახდენს სუნთქვის შემსუბუქებას და ახდენს სპაზმოლიზურ ზემოქმედებას.

შემადგენლობა:
ყოველი 10მლ სიროფი შეიცავს შემდეგი მცენარეების ექსტრაქტებს:

კომპონენტი | რაოდენობა
---|---
Adhatoda Vasica | 600 mg
Glycyrrhiza glabra | 75 mg
Piper longum | 100 mg
Viola odorata | 25 mg
Hyssopus officinalis | 50 mg
Alpinia galangal | 50 mg
Cordia latifolia | 100 mg
Althea officinalis | 100 mg
Zizyphus vulgaris | 100 mg
Onosma bracteatum | 100 mg

ლინკასის კომპონენტების დამახასიათებელი თვისებები

კომპონენტი | მოქმედება
---|---
Adhatoda Vasica | ამოსახველებელი, ბრონქოლიზური, სპაზმოლიზური, მუკოლიზური, სიცხის დამწევი
Glycyrrhiza glabra | ამოსახველებელი, დამარბილებელი, სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო
Piper longum | ამოსახველებელი
Viola odorata | ანტიჰისტამინური, ამოსახველებელი, სიცხის დამწევი
Hyssopus officinalis | ოფლმდენი, ამოსახველებელი, სპაზმოლიზური
Alpinia galangal | ამოსახველებელი, კუჭისმიერი, ვეტროგენური, ბრონქოლიზური
Cordia latifolia | ხველის საწინააღმდეგო
Althea officinalis | ბრონქოლიზური, ხველის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, იმუნომასტიმულირებელი, ანტიკომპკემენტარული ნივთიერება
Zizyphus vulgaris | შესამსუბუქებელი ამოსახველებელი
Onosma bracteatum | სპაზმოლიზური, შემამსუბუქებელი, სიცხის დამწევი, მატონიზირებელი

გამოყენების ჩვენებები:
• ხველა და გაციება
• მშრალი და გაღიზიანებული ხველა
• ხველა, რომელიც კავშირშია ასთმასთან და ბრონქიტთან (მწვავე და ქრონიკული)
• ფარინგიტი, ტრაქეიტი და ანგინა

დოზირება:
მოზრდილები: 2 ჩაის კოვზი (10მლ) 3-4 ჯერ დღეში.
ბავშვები: 1 ჩაის კოვზი (5 მლ) 3-4 ჯერ დღეში
ჩვილები (6 თვიდან - 1 წლამდე): 1/2 ჩაის კოვზი (2,5 მლ) 3-4 ჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

შეფუთვა:
90/120 ან 150 მლ-იანი მოცულობის ფლაკონი სიროფით.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25ºჩ ტემპერატურაზე, ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა:
3 წელი
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი
ჰერბიონი
ჰერბიონ პაკისტან პრაივეტ ლიმიტედ
30/28 კორანგის საწარმოო ზონა,
კარაჩი, პაკისტანი

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ლინკასი ბალზამი 25გ
  • სახელი: ლინკასი ბალზამი 25გ
Aversi 5.69 ლ
ლინკასი ორვი მც.გრ#5პაკ ლიმ/არ
  • სახელი: ლინკასი ორვი მც.გრ#5პაკ ლიმ/არ
Aversi 4.83 ლ
ლინკასი 90მლ ალუბ/გემ.სიროფი
  • სახელი: ლინკასი 90მლ ალუბ/გემ.სიროფი
  • მწარმოებელი: Herbion Pakistan (Pvt) Ltd. (პაკისტანი)
  • შეფუთვა: 90მლ სიროფი ალუბლის გემოთი ბავშვებისა და მოზრდილებისათვის ქარვისფერი მინის ფლაკონი №1 საზომ ჭიქასთან ერთად
Aversi 7.66 ლ
ლინკასი 90მლ ჟოლ/გემ.სიროფი
  • სახელი: ლინკასი 90მლ ჟოლ/გემ.სიროფი
  • მწარმოებელი: Herbion Pakistan (Pvt) Ltd. (პაკისტანი)
  • შეფუთვა: 90მლ სიროფი ჟოლოს გემოთი ბავშვებისა და მოზრდილებისათვის ქარვისფერი მინის ფლაკონი №1 საზომ ჭიქასთან ერთად
Aversi 7.65 ლ
ლინკასი 90მლ სიროფი
  • სახელი: ლინკასი 90მლ სიროფი
  • მწარმოებელი: Herbion Pakistan (Pvt) Ltd. (პაკისტანი)
  • შეფუთვა: 90მლ სიროფი ქარვისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით
Aversi 7.16 ლ
ლინკასი პლუსი ექსპ120მლ სიროფი
  • სახელი: ლინკასი პლუსი ექსპ120მლ სიროფი
  • მწარმოებელი: Herbion Pakistan (Pvt) Ltd. (პაკისტანი)
  • შეფუთვა: 120მლ სიროფი ქარვისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით
Aversi 7.51 ლ
ლინკასი #16ტ თაფლ/ლიმონით
  • სახელი: ლინკასი #16ტ თაფლ/ლიმონით
  • მწარმოებელი: Herbion Pakistan (Pvt) Ltd. (პაკისტანი)
  • შეფუთვა: ხველის საწინააღმდეგო უშაქრო საწუწნი ტაბლეტი თაფლის და ლიმონის გემოთი №16 (2X8)
Aversi 5.08 ლ
ლინკასი #16ტ პიტნით
  • სახელი: ლინკასი #16ტ პიტნით
  • მწარმოებელი: Herbion Pakistan (Pvt) Ltd. (პაკისტანი)
  • შეფუთვა: პასტილა პიტნის გემოთი №16
Aversi 5.08 ლ
ლინკასი #16ტ ფორთოხლით
  • სახელი: ლინკასი #16ტ ფორთოხლით
  • მწარმოებელი: Herbion Pakistan (Pvt) Ltd. (პაკისტანი)
  • შეფუთვა: პასტილა ფორთოხლის გემოთი №16
Aversi 5.08 ლ
ლინკასი უშაქ.თაფლ/ლიმ#16ტ
  • სახელი: ლინკასი უშაქ.თაფლ/ლიმ#16ტ
  • შეფუთვა: ხველის საწინააღმდეგო უშაქრო საწუწნი ტაბლეტი თაფლის და ლიმონის გემოთი №16 (2X8)
Aversi 5.44 ლ
Linkus - ლინკასი სიროფი ალუბალი 90მლ
  • სახელი: Linkus - ლინკასი სიროფი ალუბალი 90მლ
  • შეფუთვა: 90მლ სიროფი ალუბლის გემოთი ბავშვებისა და მოზრდილებისათვის ქარვისფერი მინის ფლაკონი №1 საზომ ჭიქასთან ერთად
PSP 7.8 ლ
Linkus - ლინკასი სიროფი ჟოლო 90მლ
  • სახელი: Linkus - ლინკასი სიროფი ჟოლო 90მლ
  • შეფუთვა: 90მლ სიროფი ჟოლოს გემოთი ბავშვებისა და მოზრდილებისათვის ქარვისფერი მინის ფლაკონი №1 საზომ ჭიქასთან ერთად
PSP 7.59 ლ
Linkus - ლინკასი საწუწნი ტაბლეტები უშაქრო პიტნა 16 ცალი
  • სახელი: Linkus - ლინკასი საწუწნი ტაბლეტები უშაქრო პიტნა 16 ცალი
  • მწარმოებელი: Herbion Pakistan (Pvt) Ltd. (პაკისტანი)
  • შეფუთვა: ხველის საწინააღმდეგო უშაქრო საწუწნი ტაბლეტი პიტნის გემოთი №16 (2X8)
PSP 5.8 ლ
Linkus - ლინკასი ფორთოხლით 16 საწუწნი ტაბლეტი
  • სახელი: Linkus - ლინკასი ფორთოხლით 16 საწუწნი ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Herbion Pakistan (Pvt) Ltd. (პაკისტანი)
  • შეფუთვა: პასტილა ფორთოხლის გემოთი №16
PSP 4.45 ლ
Linkus - ლინკასი თაფლით და ლიმონით 16 საწუწნი ტაბლეტი
  • სახელი: Linkus - ლინკასი თაფლით და ლიმონით 16 საწუწნი ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Herbion Pakistan (Pvt) Ltd. (პაკისტანი)
  • შეფუთვა: პასტილა თაფლისა და ლიმონის გემოთი №16
PSP 4.57 ლ
Linkus - ლინკასი პიტნით 16 საწუწნი ტაბლეტი
  • სახელი: Linkus - ლინკასი პიტნით 16 საწუწნი ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Herbion Pakistan (Pvt) Ltd. (პაკისტანი)
  • შეფუთვა: პასტილა პიტნის გემოთი №16
PSP 5 ლ
Linkus - ლინკასი ბალზამი 25გ
  • სახელი: Linkus - ლინკასი ბალზამი 25გ
  • მწარმოებელი: Herbion Pakistan (Pvt) Ltd. (პაკისტანი)
PSP 5.54 ლ
ლინკასი + ექსპექტორანტი სიროფი 120მლ.
  • სახელი: ლინკასი + ექსპექტორანტი სიროფი 120მლ.
  • მწარმოებელი: Herbion Pakistan (Pvt) Ltd. (პაკისტანი)
  • შეფუთვა: 120მლ სიროფი ქარვისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით
PSP 8.35 ლ
Linkus - ლინკასი ხველების სიროფი 90მლ
  • სახელი: Linkus - ლინკასი ხველების სიროფი 90მლ
  • მწარმოებელი: Herbion Pakistan (Pvt) Ltd. (პაკისტანი)
  • შეფუთვა: 90მლ სიროფი ქარვისფერი მინის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით
PSP 7.31 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა