ციტრამონი-ბორიმედი - CITRAMON-BORIMED
ციტრამონი-ბორიმედი - CITRAMON-BORIMED

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანალგეზური საშუალებები, სალიცილის მჟავა და მისი წარმოებულები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ციტრამონი-ბორიმედი

ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე სრულად წაიკითხეთ ფურცელი-ჩანართი:
-არ გადააგდოთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
-დამატებითი კითხვებით მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს, პროვიზორს ან ფარმაცევტს.
-ეს სამკურნალო საშუალება ექიმმა დაგინიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს იმ შემთხვევაშიც, თუ მათი სიმპტომები არის თქვენი სიმპტომების მსგავსი. ეს შესაძლოა საზიანო იყოს მათთვის.
-ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გართულებისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთსაც, რომელიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში.

სავაჭრო სახელწოდება: ციტრამონი-ბორიმედი
გამოშვების ფორმა : ტაბლეტები.
აღწერილობა : ღია ყავისფერი ტაბლეტები თეთრი წინწკლებით, კაკაოს სუნით, ბრტყელი ზედაპირით ნაზოლით და გამყოფი ხაზით.
შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერებები: აცეტილსალიცილის მჟავა – 220 მგ, პარაცეტამოლი – 200 მგ, კოფეინი – 27 მგ, დამხმარე ნივთიერებები: კაკაო-ფხვნილი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, ტალკი, სტეარინის მჟავა.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა ანალგეზიურები და ანტიპირეზულები. აცეტილსალიცილის მჟავა, კომბინაციები, ფსიქოლეფსიურების გარდა.
კოდი ათქ: N02BA51.
გამოყენების ჩვენება
ციტრამონი-ბორიმედი გამოიყენება თავის მწვავე ტკივილის სამკურნალოდ.
უკუჩვენება
არ მიიღოთ ციტრამონი-ბორიმედი, თუ თქვენ:
-გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინის), პარაცეტამოლის, კოფეინის ან ნაწილში ,,შემადგენლობა” ჩამოთვლილი ციტრამონი-ბორიმედის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ალერგიული რეაქციების სიმპტომებია: ასთმა, ფილტვის ობსტრუქცია ან გართულებული სუნთქვა; გამონაყარი კანზე ან ჭინჭრის ციება; სახის ან ენის შეშუპება; სურდო. თუ თქვენ არ ხართ რამეში დარწმუნებული, მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
-როდესმე გქონიათ ალერგიული რეაქციები სხვა სამკურნალო საშუალებებზე, რომლებიც გამოიყენებიან ტკივილის სინდრომის, ანთების ან ცხელების მოსახსნელად, მაგალითად, დიკლოფენაკი ან იბუპროფენი.
-გაქვთ კუჭის ან ნაწლავების წყლული, თუ თქვენ ანანმნეზში გაქვთ პეპტიური წყლული.
-გაქვთ სისხლი განავალში ან განავალი შეფერილია შავ ფრად (კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის ან პერფორაციის სიმპტომები).
-გაქვთ ჰემოფილია ან გქონიათ სისხლის სხვა დაავადებები.
-გაქვთ გულის, თირკმელების და ღვიძლის ფუნქციებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები.
-საჭიროებთ მეტოტრექსატის 15 მგ-ზე მეტის მიღებას კვირაში (იხ. ნაწილი ,,ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”).
-თქვენ ხართ ორსულად, კერძოდ ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში (იხ. ნაწილი ,,სიფრთხილის ზომები”).
-თქვენ არ ხართ 18 წლის.
სიფრთხილის ზომები
ქვემოთ ჩამოთვლილია მიზეზები, რის გამოც ციტრამონი-ბორიმედი არ არის თქვენთვის მისაღები. მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენ მკურნალ ექიმს, თუ:
- თქვენ ადრე არ გქონიათ დიაგნოსტირებული შაკიკი, რადგან მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ტვინთან ან ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პოტენციურად საშიში დაავადების გამორიცხვა;
- თქვენ გაქვთ თავის ტკივილი, რომელიც განსხვავდება ჩვეულებრივი შაკიკისგან ან შაკიკი, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ საჭიროებს წოლით რეჟიმს ან გაქვთ ღებინება, რაც დაკავშირებულია თავის ტკივილთან და შაკიკთან;
-თავის ტკივილი დაგეწყოთ თავის ტრავმის ან ფიზიკური გადატვირთვის, ხველის ან დახრის შემდეგ;
-გაქვთ ქრონიკული თავის ტკივილი (15 ან მეტი დღე თვის განმავლობაში და 3 თვეზე მეტი ხანგძლივობით), ან პირველი თავის ტკივილი განვითარდა 50 წელზე უფროს ასაკში;
-თქვენ გაქვთ თანდაყოლილი დაავადება, ე.წ. გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, რომელიც აზიანებს ერითროციტებს და შესაძლებელია გამოიწვიოს ანემია, სიყვითლე ან ელენთის გაზრდა გარკვეული პროდუქტების, სხვა დაავადებების ან ისეთი სამკურნალო საშუალებების ზემოქმედების შედეგად, როგორებიც არიან ზოგიერთი ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა (ასპირინი));
-როდესმე გქონიათ პრობლემები კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან, როგორიც არის კუჭის წყლული, სისხლდენა ან შავი განავალი. თუ თქვენ ადრე გრძნობდით დისკომფორტს კუჭის არეში ან გქონდათ გულძმარვა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ან ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების მიღების შემდეგ;
-გაქვთ სისხლდენა ან ანომალური ვაგინალური სისხლდენა, მენსტრუალური პერიოდის გარდა (მაგალითად, უჩვეულოდ მძიმე და ხანგრძლივი მენსტრუალური პერიოდი);
-ახლო წარსულში გადატანილი გაქვთ ქირურგიული ჩარევა (მათ შორის უმნიშვნელო, როგორიც არის სტომატოლოგიური ქირურგიული ჩარევა) ან ოპერაციული ჩარევა იგეგმება უახლოესი 7 დღის განმავლობაში;
-გაქვთ ბრონქული ასთმა, ცხელება, ცხვირის პოლიპები, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები ან ალერგიული სიმპტომები (მაგალითად, კანის რეაქცია, ქავილი, ჭინჭრის ციება);
-გაქვთ პოდაგრა, დიაბეტი, ჰიპერთირეოზი, არითმია, არაკონტროლირებადი ჰიპერტენზია, თირკმელების ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
-გაქვთ პრობლემები ალკოჰოლთან;
-თქვენ უკვე იღებთ აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) ან პარაცეტამოლის შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებს, ან ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებას, რადგან ზოგიერთმა მათგანმა შესაძლებელია იმოქმედოს ციტრამონი-ბორიმედის ეფექტურობაზე და გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები;
-არსებობს გაუწყლოვნების განვითარების რისკი (მაგალითად, ღებინების, დიარეის შედეგად ან სერიოზულ ოპერაციამდე ან შემდეგ);
-თქვენ ხართ 18 წლამდე ასაკის პირი. აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) და რეიეს სინდრომის განვითარებას შორის არსებობს შესაძლო კავშირი, მათ შორის მაშინ, როცა ის მიიღება ბავშვების ან მოზარდების მიერ. რეიეს სინდრომი – იშვიათი დაავადებაა, რომელიც აზიანებს ტვინს და ღვიძლს და შესაძლებელია ქონდეს ფატალური შედეგი.
ამ მიზეზით, ციტრამონი-ბორიმედის გამოყენება არ უნდა მოხდეს ბავშვებში ან 18 წლამდე ასაკის მოზარდებში, თუ ეს სამკურნალო საშუალება არ არის სპეციალურად დანიშნული თქვენი მკურნალი ექიმის მიერ.
სიფრთხილის სხვა ზომები
თავის ტკივილის საწინააღმდეგო ნებისმიერი ტიპის ტკივილგამაყუჩებელი საშუალების მიღების მსგავსად, ციტრამონი-ბორიმედის ძალიან ხშირმა გამოყენებამ (რაც მოცემული სამკურნალო საშუალებისთვის ნიშნავს თვის განმავლობაში 10 დღეზე მეტი), რაც ემთხვევა ქრონიკულ თავის ტკივილებს (თვის განმავლობაში 15 ან მეტი დღის განმავლობაში) 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, შესაძლებელია გააძლიეროს თქვენი თავის ტკივილი ან შაკიკი. თუ თქვენ თვლით, რომ ეს შესაძლებელია იყოს მიზეზი, მიმართეთ რჩევისთვის თქვენ მკურნალ ექიმს. საკითხის მოსაგვარებლად თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ ციტრამონი-ბორიმედის მიღების შეწყვეტა.
ციტრამონი-ბორიმედის მიღებამ შესაძლებელია შეასუსტოს ინფექციური დაავადების სიმპტომები (მაგალითად, თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა), და შესაბამისად, შესაძლებელია გაართულოს მისი დიაგნოსტირება. თუ თქვენ შეუძლოდ გრძნობთ თავს და გჭირდებათ ექიმთან მიმართვა, არ დაგავიწყდეთ შეატყობინოთ მას, რომ თქვენ იღებთ ციტრამონი-ბორიმედს.
ციტრამონი-ბორიმედის მიღებამ შესაძლებელია იმოქმედოს ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე. თუ თქვენ უნდა ჩაგიტარდეთ სისხლის, შარდის ან სხვა ტიპის ლაბორატორიული კვლევა, შეატყობინეთ, რომ თქვენ იღებთ ციტრამონი-ბორიმედს.
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
თუ თქვენ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენ მკურნალ ექიმს და არ მიიღოთ ციტრამონი-ბორიმედი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არ მოხდეს ციტრამონი-ბორიმედის მიღება ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, რადგან ამან შესაძლებელია ზიანი მოუტანოს თქვენ მომავალ ბავშვს ან გამოიწვიოს პრობლემები მშობიარობის დროს.
არ მიიღოთ ციტრამონი-ბორიმედი თუ ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე, რადგან ამან შესაძლებელია ზიანი მოუტანოს თქვენს ბავშვს.
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის თქვენს მკურნალ ექიმს, პროვიზორს ან ფარმაცევტს.
ციტრამონი-ბორიმედი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები), რომლებმაც შესაძლებელია გააუარესონ რეპროდუქციული ფუნქცია ქალებში. ეს ეფექტი შექცევადია სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტისას.
ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვისას
როგორც ცნობილია, ციტრამონი-ბორიმედის გამოყენება არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
თუ თქვენ შეამჩნიეთ ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიც არის თავბრუსხვევა ან ძილიანობა, მაშინ თქვენ არ უნდა მართოთ ავტომობილი ან იმუშაოთ მანქანებთან. შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს რაც შეიძლება სწრაფად.
გამოყენება ბავშვებში
სამკურნალო საშუალება უკუნაჩვენებია ბავშვებისთვის.
გამოყენების წესი და დოზები
ყოველთვის მიიღეთ ციტრამონი-ბორიმედი ფურცელ-ჩანართში აღწერილი მითითებების ან თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული, როგორ მიიღება სამკურნალო საშუალება, თქვენ უნდა მიმართოთ კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მოზრდილები (18 წელი და უფროსი):
თავის ტკივილის სამკურნალოდ:
თავის ტკივილის დროს მიიღება 1 ტაბლეტი, სავსე ჭიქა წყლის დაყოლებით. საჭიროებისას, შესაძლებელია კიდევ 1 ტაბლეტის მიღება 4-6 საათის შემდეგ.
ინტენსიური თავის ტკივილის დროს მიიღება 2 ტაბლეტი, სავსე ჭიქა წყლის დაყოლებით. საჭიროებისას, შესაძლებელია კიდევ 2 ტაბლეტის მიღება 4-6 საათის შემდეგ.
არ მიიღოთ ციტრამონი-ბორიმედი 4 დღეზე მეტი პერიოდი თავის ტკივილის სამკურნალოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ბავშვები და მოზარდები:
ციტრამონი-ბორიმედი არ მიიღება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში (იხ. ნაწილი ,,სიფრთხილის ზომები”).
ხანდაზმული პირები:
დოზირების სპეციალური რეკომენდაციები არ არის. თუ თქვენ გაქვთ სხეულის მცირე წონა, რჩევისთვის მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს, პროვიზორს ან ფარმაცევტს.
პაციენტები თირკმელების ან ღვიძლის დაავადებებით
თქვენ უნდა შეატყობინოთ თქვენ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის დაავადებები. შესაძლებელია თქვენი მკურნალი ექიმი მოახდენს დოზირების ინტერვალის ან მკურნალობის ხანგრძლივობის შეცვლას. არ მიიღოთ ციტრამონი-ბორიმედი, თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების სერიოზული დაავადებები.
თუ თქვენ დაგავიწყდათ ციტრამონი-ბორიმედის მიღება
მიიღეთ საჭირო დოზა გახსენებისთანავე, მაგრამ არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით. არ მიიღოთ 6 ტაბლეტზე მეტი 24 საათის განმავლობაში.
მოცემულ სამკურნალო საშუალებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვებით მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს, პროვიზორს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოქმედება
სხვა სამკურნალო საშუალების მსგავსად, ციტრამონი-ბორიმედმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ ციტრამონი-ბორიმედის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს, ნებისმიერი სერიოზული გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში:
-ალერგიული რეაქცია, რომელსაც თან ახლავს სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება.
ამან შესაძლებელია გამოიწვიოს გართულებული ყლაპვა, ქოშინი, გართულებული სუნთქვა და შებოჭილობის შეგრძნება მკერდში (ასთმის ნიშნები). ასევე შესაძლებელია განვითარდეს გამონაყარი ან ქავილი, თქვენ შეიძლება იგრძნოთ უგონო მდგომარეობა.
-გამონაყარი კანზე (ჭინჭრის ციების, ქავილის ჩათვლით), კანის სიწითლე, ბუშტუკების განვითარება ტუჩების, თვალების ან პირის არეში, კანის აქერცვლა, წყლულები, წყლულები პირში.
-სისხლდენა კუჭში ან ნაწლავებში, კუჭის ან ნაწლავების წყლული, რომელსაც შესაძლებელია თან ახლდეს ძლიერი ტკივილი კუჭში, სისხლიანი ან შავი განავალი ან სისხლიანი ღებინება. სხვა ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი სამკურნალო საშუალების მსგავსად, ეს შესაძლებელია მოხდეს მკურნალობის ნებისმიერ დროს წინა ისტორიის გარეშე და შესაძლებელია იყოს ფატალური.
ეს გვერდითი ეფექტები განსაკუთრებით სერიოზულია ხანდაზმული პაციენტებისათვის.
-კანის ან თვალების სიყვითლე (ღვიძლის უკმარისობის ნიშნები);
- გულყრის წინა მდგომარეობა ან თავბრუსხვევა (სისხლის დაბალი წნევის ნიშნები);
-არითმია.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები, გამოვლენილია კლინიკური კვლევების ჩატარებისას. შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ შეამჩნიეთ ნებისმიერი მითითებული გვერდითი ეფექტი:
ხშირი (შესაძლებელია განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში):
-ნერვოზულობა, თავბრუსხვევა;
-გულისრევა, დისკომფორტი მუცლის არეში.
არახშირი (შესაძლებელია განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში):
-უძილობა, კანკალი, დაბუჟება, თავის ტკივილი;
-ხმაური ყურებში;
-პირის სიმშრალე, დიარეა, ღებინება;
-დაღლა, შეუძლოდ ყოფნა;
-გულის შეკუმშვის სიხშირის მატება.
იშვიათი (შესაძლებელია განვითარდეს 1000-დან 1 ადამიანში):
-ყელის ტკივილი, გართულებული ყლაპვა, დაბუჟება ან ჩხვლეტა პირის ირგვლივ, გაძლიერებული ნერწყვდენა;
-უმადობა, გემოს შეგრძნების დარღვევა;
-შფოთვა, ეიფორიის შეგრძნება, მოუსვენრობა;
-ყურადღების დარღვევა, მეხსიერების დარღვევა, კოორდინაციის შეცვლა;
-ტკივილის შეგრძნება ლოყების და შუბლის არეში;
-ტკივილი თვალებში, მხედველობის დარღვევა;
-წამოხურება, პერიფერიულ სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები (მაგალითად, ხელებში ან ფეხებში);
-ცხვირიდან სისხლდენა, ნელი და იშვიათი სუნთქვა, სურდო;
-ბოყინი, მეტეორიზმი;
-ჭარბი ოფლიანობა, ქავილი, ქავადი გამონაყარი, კანის მომატებული მგრძნობელობა;
-კუნთების, ძვლების ან სახსრების შებოჭილობა; ტკივილი კისრის არეში, ტკივილი ზურგში, კუნთების სპაზმი;
-სისუსტე, დისკომფორტი მკერდში.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები დარეგისტრირებული იყო სამკურნალო საშუალების სავაჭრო ქსელში გაშვების შემდეგ. მთლიანობაში, არ შეიძლება გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირის ზუსტი განსაზღვრა პოსმარკეტინგულ კვლევაში, ამიტომ ის აღნიშნულია ,,უცნობია”:
-აღგზნებული მდგომარეობა, ჩვეულ მდგომარეობასთან შედარებით ზოგადი მდგომარეობის გაუარესება;
-ძილიანობა, შაკიკი;
-კანის სიწითლე, გამონაყარი. აღწერილია სერიოზული კანის რეაქციების განვითარების ძალიან იშვიათი შემთხვევები;
-გულისძგერა, ქოშინი, უეცრად გართულებული სუნთქვა და შებოჭილობის შეგრძნება მკერდში ხველით ან ხროტინით (ასთმა);
-ტკივილი მუცელში, დისკომფორტი კუჭში კვების შემდეგ;
-ღვიძლის ფერმენტების მატება.
შეტყობინება შესაძლო გვერდით რეაქციებზე
ნებისმიერი სიმპტომის განვითარებისას მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს. ეს რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთსაც, რომელიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში!
ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
გთხოვთ შეატყობინოთ თქვენ მკურნალ ექიმს, პროვიზორს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ სამკურნალო საშუალებებს.
ძირითადად, შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ ჩამოთვლილიდან რომელიმე სამკურნალო საშუალებას:
-პარაცეტამოლის, აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი) შემცველი ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება ან ნებისმიერი სხვა ტკივილგამაყუჩებელი/ სიცხის დამწევი სამკურნალო საშუალება;
-სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენებიან სისხლის შედედების საწინააღმდეგოდ (,,ანტიკოაგულანტები”), როგორებიც არიან ანტიკოაგულანტები (მაგალითად, ვარფარინი), ჰეპარინი, თრომბოლიტიკები (მაგალითად, სტრეპტოკინაზა) ან სხვა ანტითრომბოციტები (ტიკლოპიდინი, კლოპიდოგრელი, ცილოსტაზოლი);
-კორტიკოსტეროიდები (გამოიყენებიან ანთებითი პროცესების შესასუსტებლად);
-ბარბიტურატები ან ბენზოდიაზეპინები (შფოთვის სიმპტომების და უძილობის სამკურნალოდ);
-ლითიუმი, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები ან ფლუვოქსამინი (დეპრესიის სამკურნალოდ);
-სულფონილშარდოვანა და ინსულინი (დიაბეტის სამკურნალოდ);
-მეტოტრექსატი (კიბოს ზოგიერთი სახეობის, ართრიტის ან ფსორიაზის სამკურნალოდ);
-ინფექციების სამკურნალო ზოგიერთი სამკურნალო საშუალება (მაგალითად, რიფამპიცინი, იზონიაზიდი, ქლორამფენიკოლი, ციპროფლოქსაცინი ან პიპემიდინის მჟავა);
-ლევოთიროქსინი (ჰიპოთირეოზის სამკურნალოდ);
-მეტოკლოპრამიდი (გულისრევის და ღებინების სამკურნალოდ);
-ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოყენებული სამკურნალო საშუალებები;
-მაღალი არტერიული წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალოდ გამოყენებული სამკურნალო საშუალებები;
-დიურეტიკები (შარდის გამოყოფის გასაზრდელად და ჭარბი სითხის გამომუშავების შესამცირებლად);
-პოდაგრის სამკურნალოდ გამოყენებული სამკურნალო საშუალებები;
-შიგნით მისაღები ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები;
-ზიდოვუდინი (აივ სამკურნალოდ);
-კუჭის შენელებული დაცლის სამკურნალოდ გამოყენებული სამკურნალო საშუალებები, როგორიც არის პროპანტელინი;
-კლოზაპინი (შიზოფრენიის სამკურნალოდ);
-სიმპატომიმეტიკები (სისხლის დაბალი წნევის ასაწევად ან ცხვირის დაგუბების სიმპტომების სამკურნალოდ);
-ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები (ალერგიის თავიდან აცილების ან მოხსნის მიზნით);
-თეოფილინი (ასთმის სამკურნალოდ);
-ტერბინაფინი (სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ);
-ციმეტიდინი (გულძმარვის ან პეპტიური წყლულის სამკურნალოდ);
-დისულფირამი (ალკოჰოლური დამოკიდებულების სამკურნალოდ);
-ნიკოტინი (გამოიყენება მოწევის შესაწყვეტად);
-ქოლესტირამინი (ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალოდ).
ციტრამონი-ბორიმედის მიღება საკვებთან და სასმელთან
-ალკოჰოლი
საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული ალკოჰოლური სასმელის მიღება სამკურნალო საშუალების მიღების დროს, რადგან პარაცეტამოლის, აცეტილსალიცილის მჟავას და ლკოჰოლური სასმელის ერთდროული მიღება ზრდის ჰეპატოტოქსიკური ეფექტების და კუჭ- ნაწლავის სისხლდენის განვითარების რისკს.
კოფეინი
კოფეინის არსებობის გამო, საჭიროა კოფეინშემცველი სამკურნალო საშუალებების, პროდუქტების ან სასმელის შეზღუდვა მანამ, სანამ თქვენ იღებთ ამ სამკურნალო საშუალებას, რადგან კოფეინის სიჭარბემ შესაძლებელია გამოიწვიოს ნერვოზულობა, გაღიზიანებადობა, უძილობა და ზოგჯერ გახშირებული გულისცემა.
ჭარბი დოზა
მოცემული ტაბლეტები შეიცავენ აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი), პარაცეტამოლს და კოფეინს. არ მიიღოთ სამკურნალო საშუალება რეკომენდებულზე მეტი დოზით და სხვა სამკურნალო საშუალება, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ნებისმიერ ამ აქტიურ ფარმაცევტულ სუბსტანციას ან ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება ტკივილის სიმპტომის მოსახსნელად, ანთების საწინააღმდეგო ან სიცხის დამწევი სამკურნალო საშუალებები (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები) ციტრამონი-ბორიმედის გამოყენებისას.
მიმართეთ თქვენ მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან უახლოეს საავადმყოფოს თუ თქვენ თვლით, რომ შესაძლებელია სამკურნალო საშუალება მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზით.
ასეთ შემთხვევაში, დაუყოვნებელ სამედიცინო დახმარებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა პარაცეტამოლით ჭარბი დოზის შედეგად ღვიძლის შეუქცევადი დაზიანების პოტენციური რისკის გამო. არ დაელოდოთ სიმპტომების განვითარებას, რადგან ჭარბმა დოზამ შესაძლებელია თავდაპირველად არ გამოიწვიოს რაიმე ხილული სიმპტომი.
ჭარბი დოზა შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი ნიშნებით:
-აცეტილსალიცილის მჟავით (ასპირინი) ჭარბი დოზის დროს: თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, სიყრუე, ოფლიანობა, ჰიპერვენტილაცია, ცხელება, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, არეული ცნობიერება ან შფოთვა, გულის ან სუნთქვის უკმარისობა.
-პარაცეტამოლით ჭარბი დოზის დროს: თავდაპირველად შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, უმადობა, სიფერმკრთალე, ძილიანობა, ოფლიანობა და მოგვიანებით მუცლის ტკივილი.
-კოფეინით ჭარბი დოზის დროს: მოუსვენრობის გრძნობა, ნერვოზულობა, შფოთვა, უძილობა, აღგზნებადობა, კუნთების უნებლიე მოძრაობა, არეული ცნობიერება, კრუნჩხვები, ჰიპერგლიკემია, ტაქიკარდია ან გულის არითმია.
სამედიცინო დახმარების მიღება აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ ეს სიმპტომები ქრებიან ან არ ვლინდებიან.
შეფუთვა
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში. 1 კონტურულ უჯრედული შეფუთვა ფურცელ- ჩანართთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.
6 ტაბლეტი კონტურულ არაუჯრედულ შეფუთვაში. 750 კონტურულ არაუჯრედული შეფუთვა გამოყენების ფურცელ-ჩანართთან ერთად თავსდება ჯგუფურ შეფუთვაში კოლოფში ჩალაგების გარეშე. სამკურნალო საშუალების ფურცელ-ჩანართების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს შეფუთვების რაოდენობას.
შენახვის პირობები
ინახება შუქისგან და ნესტისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
4 წელი.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა