კო-დიოვანი - CO-DIOVAN
კო-დიოვანი - CO-DIOVAN

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები და დიურეზული საშუალებები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

კო-დიოვანი (CO-DIOVAN), 80 მგ/12,5 მგ აფსკიანი დაფარვის ტაბლეტი

დასალევი

  • აქტიური ნივთიერება: თითოეული აფსკიანი დაფარვის ტაბლეტი შეიცავს 80 მგ ვალსარტანს და 12,5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.
  • დამხმარე ნივთიერება: მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), წითელი რკინის ოქსიდი (E172), პოლიეთილენ გლიკოლი 8000, ტალკი და ტიტანის დიოქსიდი (E171).

გთხოვთ, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ მოხმარების წესებს, რადგან ინსტრუქცია თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

  • შეინახეთ მოხმარების ინსტრუქცია. შეიძლება მოგვიანებით ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ;
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;
  • თუ მედიკამენტი პირადად თქვენ დაგენიშნათ, არ მისცეთ სხვას;
  • მედიკამენტის მიღების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, თქვენს ექიმს უთხარით, რომ იღებთ ამ მედიკამენტს;
  • ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული წესები. არ მიიღოთ იმაზე მეტი ან ნაკლები დოზა, რაც დაგენიშნათ.

აღნიშნული მოხმარების ინსტრუქციაში მიიღებთ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:

  1. რა არის CO-DIOVAN და რისთვის გამოიყენება?

  2. CO-DIOVAN-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

  3. როგორ უნდა მიიღოთ CO-DIOVAN?

  4. რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

  5. როგორ შეინახოთ CO-DIOVAN?

  6. 1. რა არის CO-DIOVAN და რისთვის გამოიყენება?

CO-DIOVAN თითოეული ტაბლეტი შეიცავს 80 მგ ვალსარტანს და 12,5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.

CO-DIOVAN წარმოდგენილია ბუშტოვან შეფუთვაში, რომელშიც მოთავსებულია 24 და 84 ცალი აფსკიანი ტაბლეტი.

CO-DIOVAN შემადგენლობაში შედის ანგიოტენზინი-II ანტაგონისტი და შარდმდენი (დიურეტიკი), რომლებიც მაღალი სისხლის წნევის კონტროლს ეხმარება. ანგიოტენზინი- II, რომელიც ორგანიზმში ბუნებრივად არსებობს, სისხლძარღვების შევიწროვებისა და ამგვარად სისხლის წნევის აწევის მიზეზი ხდება. CO-DIOVAN-ის შემადგენლობაში შემავალი ვალსარტანი ანგიოტენზინი-II-ის ეფექტს ანეიტრალებს. შედეგად, აფართოებს სისხლძარღვებს და სისხლის წნევას დაბლა წევს. დიურეტიკეკი შარდის დენას აძლიერებს და ორგანიზმში მარილისა და წყლის დონეს ამცირებს. ეს, ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში, სისხლის წნევის დაწევასა და კონტროლს ეხმარება.

CO-DIOVAN მაღალი სისხლის წნევის დასაწევად გამოიყენება. მაღალი სისხლის წნევა გულისა და არტერიების მუშაობას ზრდის. თუ ეს მდგომარეობა დიდხანს გრძელდება, ტვინის, გულისა და თირკმლების სისხლძარღვებს აზიანებს და შეიძლება ინსულტი, გულის ან თირკმლის უკმარისობით დასრულდეს. მაღალი სისხლის წნევა ზრდის გულის შეტევის რისკს. სისხლის წნევის ნორმის მაჩვენებლამდე დაწევა ამ დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს.

თუ გაინტერესებთ, როგორ მუშაოს CO-DIOVAN ან რატომ გამოგიწერეს ეს წამალი, ჰკითხეთ თქვენს ექიმს.

  1. 2. CO-DIOVAN-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?

არ მიიღოთ CO-DIOVAN, თუ:

  • ვალსარტანზე, ჰიდროქლოროთიაზიდზე ან მსგავს შარდმდენ (დიურეტიკები) სულფონამიდებზე ან CO-DIOVAN-ის შემადგენლობაში შემავალ დამხმარე ნივთიერებებზე ჭარბი მგრძნობელობა გაქვთ (თუ არ ხართ დარწმუნებული, რომელი მათგანია თქვენთვის საზიანო, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს).
  • ღვიძლის სერიოზული დაავადება გაქვთ და ღვიძლში მცირე სანაღვლე სადინრები დაზიანებულია (ნაღველმდენი ციროზი) და ამიტომ ნაღველი ღვიძლში გროვდება (ქოლესტაზი).
  • ორგანიზმი არ გამოყოფს შარდს (ანურია) და ამასთან ერთად ძლიერი თირკმლის დაავადება გაქვთ.
  • თუ ალისკირენს (სისხლის წნევის დამწევი წამალი) იღებთ და სისხლში შაქრის შემცველობა მაღალია, დიაბეტი ან თირკმლის უკმარისობა (თირკმელების ფილტრაციის უნარი, რომელიც გლომერული ფილტრაციის სიჩქარის ტესტით მოწმდება, არის GFR<60 მლ/წთ/1.73 მ2) გაქვთ.
  • ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას.

ყურადღებით მიიღეთ CO-DIOVAN, თუ:

  • კალიუმის დანამატებს, კალიუმის დამცავ წამლებს, კალიუმის შემცველ ხელოვნურ მარილებს ან კალიუმის დონის მოსამატებელ მაგ. ჰეპარინის მსგავს სხვა წამლებს იღებთ (შეიძლება თქვენმა ექიმმა გადაწყვიტოს, რომ რეგულარულად შეეგიმოწმოთ ორგანიზმში კალიუმის ოდენობა);
  • სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის დონე დაბალია (კუნთების სისუსტე, კუნთების სპაზმები და არანორმალური გულის რითმის სიმპტომებთან ერთად ან მათ გარეშე);
  • სისხლში ნატრიუმის დონე დაბალია (დაღლილობა, დაბნეულობა (თავბრუსხვევა), კუნთების კრუნჩხვა, კრუნჩხვის სიმპტომებით ან მათ გარეშე);
  • სისხლში კალციუმის დონე მაღალია (გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, ხშირი შარდვა, გაუწყლოება, კუნთების სისუსტე და კრუნჩხვების სიმპტომებით ან მათ გარეშე);
  • გქონდათ ღებინება, დიარეა ან დიდი რაოდენობით შარდმდენის (დიურეტიკი) მიღებით გამოწვეული დისკომფორტი;
  • გაქვთ სერიოზული გულის დაავადება ან გადაიტანეთ გულის შეტევა. საწყის დოზასთან დაკავშირებით ყურადღებით მისდიეთ ექიმის მითითებებს. ექიმმა შეიძლება თირკმლის ფუნქციაც შეგიმოწმოთ;
  • ADE-ს ინჰიბიტორით (მაღალი წნევის სამკურნალო წამლების ჯგუფი) ან ალისკირენით (სისხლის წნევის დამწევი წამალი) მკურნალობთ;
  • უახლოე წარსულში გადაინერგეთ თირკმელი;
  • ჰიპერალდოსტერონიზმის (თირკმლის ზედა ქსოვილების ჭარბი მუშაობით გამოწვეული დაავადება. თუ ეს დაავადება გაქვთ, CO-DIOVAN-ით მკურნალობა არ არის რეკომენდებული) დაავადება გაქვთ;
  • ღვიძლის ან თირკმლის დაავადება გაქვთ;
  • სიცხე, კანის გამონაყარი, სახსრების ტკივილი (სისტემური წითელი მგლურას (SLE) დაავადების სიმპტომები შეიძლება გქონდეთ, SLE; ავტოიმუნური დაავადება შეიძლება იყოს);
  • დიაბეტი (მაღალი სისხლის წნევა) გაქვთ;
  • სისხლში შარდმჟავის, ქოლესტეროლის ან ტრიგლიცერიდის დონე მაღალია;
  • CO-DIOVAN-ის კლასის სხვა წამლების (ანგიოტენზინი-II რეცეპტორი ანტაგონისტები), სისხლის წნევის დამწევი სხვა წამლების მიღებისას ალერგიული რეაქცია (სახისა და ყელის შეშუპება) გქონდათ ან ალერგია ან ასთმა გაქვთ. ასეთ შემთხვევაში, შეწყვიტეთ CO-DIOVAN-ის მიღება და დაუყოვნებლივ დაურეკეთ ექიმს. CO-DIOVAN განმეორებით აღარ უნდა მიიღოთ;
  • მხედველობის დაქვეითება ან თვალის ტკივილი გქონდათ. ეს სიმპტომები შეიძლება თვალის შიდა წნევის სიმპტომი იყოს და CO-DIOVAN-ის მიღებიდან საათებში ან კვირებში გამოვლინდეს. თუ არ იმკურნალებთ, შეიძლება მხედველობის დარღვევა სამუდამოდ დარჩეს;
  • CO-DIOVAN-მა შეიძლება კანის მზეზე მგრძნობელობა გაზარდოს;
  • ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ (ან იქნებით), უთხარით თქვენს ექიმს. ორსულობის ადრეულ ეტაპზე CO-DIOVAN-ის მიღება არ არის რეკომენდირებული. თუ 3 თვეზე მეტია, რაც ორსულად ხართ, CO-DIOVAN არ მიიღოთ, რადგან წამლის ამ ეტაპზე მიღებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს (იხ. ორსულობის ქვეთავი).

CO-DIOVAN-ის მიღება შეიძლება მხოლოდ სამედიცინო შემოწმების შემდეგ. CO-DIOVAN შეიძლება ყველა პაციენტისთვის გამოსადეგი არ იყოს. გულდასმით მიჰყევით ექიმის მითითებებს. ექიმის მითითებები შეიძლება განსხვავდებოდეს მიღების ინსტრუქციებში მოცემული ზოგადი ინფორმაციისგან.

ეს გაფრთხილებები შეიძლება თქვენ გეხებოდეთ (ან გეხებოდათ), მიუხედავად ამისა, გთხოვთ, გაესაუბროთ თქვენს ექიმს.

CO-DIOVAN-ის მიღება სასმელსა და საჭმელთან ერთად

CO-DIOVAN უნდა მიიღოთ მშიერ კუჭზე ან საჭმელთან ერთად.

არ მიიღოთ ალკოჰოლი, სანამ ექიმი ამის ნებართვას არ მოგცემთ. ალკოჰოლმა შეიძლება სისხლის წნევა კიდევ უფრო დაწიოს და/ან თავბრუსხვევა ან გულისწასვლა გამოიწვიოს.

ორსულობა

პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ CO-DIOVAN, თუ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას. მსგავსი წამლების მიღებამ შეიძლება მუცლად მყოფ ბავშვს სერიოზული ზიანი მიაყენოს. ამიტომ, თუ ორსულობის ალბათობა არსებობს ან გეგმავთ დაორსულებას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. ექიმი აგიხსნით ორსულობის დროს CO-DIOVAN-ის მიღების პოტენციურ რისკებს.

თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული CO-DIOVAN-ის მიღება. CO-DIOVAN-ის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერება გადადის დედის რძეში და შეიძლება რძე შეგიმცირდეთ. თუ ბავშვს ძუძუს აწოვებთ, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ CO- DIOVAN, სანამ ექიმი არ გირჩევთ.

სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვა

მაღალი სისხლის წნევის სამკურნალო სხვა უამრავი წამლის მსგავსად, CO-DIOVAN-ც ზოგიერთ პაციენტში თავბრუსხვევის ან გულისწასვლის მიზეზი შეიძლება გახდეს. ამიტომ სატრანსპორტო საშუალების ან დანადგარის მართვამდე დარწმუნდით CO-DIOVAN-ის უარყოფით ზემოქმედებაში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია CO-DIOVAN-ის შემადგენლობაში შემავალ ზოგიერთ დამხმარე ნივთიერებაზე

თუ CO-DIOVAN-ის შემადგენლობაში შემავალ დამხმარე ნივთიერებებზე ჭარბი მგრძნობელობა არ გაქვთ, ამ ნივთიერებებთან დაკავშირებით უარყოფითი ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი.

სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება

თუ ქვემოთ მოცემულ რომელიმე პრეპარატს იღებთ, შეიძლება დოზების ან ზოგიერთი წამლის შეწყვეტა დაგჭირდეთ:

  • ლითიუმი (ზოგიერთი ტიპის დეპრესიის სამკურნალო წამალი);
  • კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი ხელოვნური მარილები, კალიუმის დამცავი შარდმდენები, ჰეპარინი (ექიმმა შეიძლება პერიოდულად ორგანიზმში კალიუმის დონე გადაგიმოწმოთ);
  • დიურეტიკები (შარდმდენები), კორტიკოსტეროიდები (კორტიზოლის მსგავსი წამლები), საფაღარათო საშუალებები (ყაბზობის სამკურნალო წამლები), კარბენოლოქსონი, ამფოტერიზინი ან პენიცილინი G-ს მსგავსი სისხლში კალიუმის ოდენობის შემამცირებელი წამლები;
  • არითმიის საწინააღმდეგო საშუალებები (გულის პრობლემების სამკურნალო წამლები) და ანტიფსიქოზური საშუალებები (ფსიქიკური დაავადებები სამკურნალო წამლები), გულის არარეგულარული გულისცემის მიზეზი შეიძლება გახდეს;
  • ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოტროპული საშუალებები, ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებების (კარბამაზეპინი) მსგავსი სისხლში კალიუმის ოდენობის შემამცირებელი წამლები;
  • ალოპურინოლის მსგავსი პოდაგრის სამკურნალო წამლები;
  • D ვიტამინი და კალციუმის მარილები;
  • დიაბეტის (შაქრის დაავადება) სამკურნალო წამლები (მეტფორმინის მსგავსი დასალევი ტაბლეტები და ინსულინები);
  • სისხლის წნევის დამწევი სხვა საშუალებები (მათ შორის, მეთილდოპა), განსაკუთრებით ADE ინჰიბიტორები ან ალისკირენი (თუ ამ წამლებთან ერთად მიღება აუცილებელია, მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიიღოთ და თირკმლის ფუნქცია, ელექტროლიტები და სისხლის წნევა ხშირად უნდა აკონტროლოთ). დიაბეტური ნეფროპათიის დასახელების მქონე ხანგრძლივი შაქრის დაავადების შედეგად თუ თირკმლის დისკომფორტი განგივითარდათ, არ მიიღოთ ADE ინჰიბიტორებსა და ანგიოტენზინი-II-ის რეცეპტორის ბლოკებთან;
  • ნორადრენალინის ან ადრენალინის მსგავსი სისხლის წნევის ამწევი წამლები;
  • დიგოქსინი ან სხვა ციფრული გლუკოზები (გულის პრობლემების სამკურნალო წამლები);
  • დიაზოქსიდის ან ბეტა ბლოკების მსგავსი სისხლში შაქრის დონის ამწევი წამლები;
  • მეტოტრექსატის ან ციკლოფოსფამიდის მსგავსი ციტოტოქსიური წამლები (გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ);
  • სელექციური ციკლოქსიგენური ინჰიბიტორები (Cox-2 ინჰიბიტორები) და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლების (NSAII-ები) მსგავსი ტკივილგამაყუჩებლები;
  • ართრიტის (სახსრების ანთების) წამლები;
  • კუნთების მოსადუნებელი წამლები (მაგ.: ტუბაკურარინი);
  • ანტიქოლინერგიული აგენტები (კუჭ-ნაწლავის სისტემის კრუნჩხვების, შარდის ბუშტის სპაზმის, ასთმის, მოძრაობის გაძნელების, კუნთების სპაზმის, პარკინსონის დაავადებისა და ანესთეზიის დამხმარე წამლების მსგავსი სხვადასხვა დაავადების სამკურნალო წამლები);
  • ამანტადინი (პარკინსონის დაავადების სამკურნალო და ვირუსის გამომწვევი დაავადებების სამკურნალო ან პრევენციული წამალი);
  • ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი (განსაკუთრებით სისხლში აწეული ლიპიდების სამკურნალო ფისები);
  • რიპამიზინის ჯგუფის (ზოგიერთი ანტიბიოტიკი), ციკლოსფორინი (ორგანოს უარყოფის თავიდან ასაცილებლად ორგანოს გადანერგვისას გამოყენებული წამალი), რიტონავირი (HIV/AIDS ინფექციის სამკურნალო ანტივირუსული წამალი). ამ წამლებმა შეიძლება გაზარდოს CO-DIOVAN-ის ზემოქმედება;
  • ალკოჰოლი, საძილე და საანესთეზიო საშუალებები (პაციენტის ოპერაციის ან სხვა პროცედურების დროს გამოყენებული წამლები);
  • იოდის კონტრასტული ნივთიერებები (გამოსახულების მეთოდში გამოყენებული აგენტები);

თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ პრეპარატს, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  1. 3. როგორ უნდა მიიღოთ CO-DIOVAN?

სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

  • პაციენტები, რომელთაც ხშირად აქვთ მაღალი სისხლის წნევა, ამ პრობლემის სიმპტომებს ყურადღებას არ აქცევენ. უამრავი ადამიანი ამ მდგომარეობაში თავს ნორმალურად გრძნობს. ამ მდომარეობაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, წამალი სრულად ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად მიიღოთ და კარგად ყოფნის შემთხვევაშიც გააგრძელოთ ვიზიტები ექიმთან.
  • ექიმის განმარტებები ყურადღებით შეასრულეთ.
  • არ გადააჭარბოთ დანიშნულ დოზას.
  • ექიმი გეტყვით, რამდენი და რა პერიოდულობით მიიღოთ CO-DIOVAN. მკურნალობაზე რეაქციის მიხედვით, ექიმი გირჩევთ, გაზარდოთ თუ შეამციროთ დოზები.
  • CO-DIOVAN-ისთვის ნორმალური დღიური დოზა ერთი ტაბლეტია. ექიმთან გასაუბრების გარეშე არ შეცვალოთ დოზა ან არ დაასრულოთ მიღება. CO-DIOVAN-ის დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში მიღება დაგეხმარებათ, რომ არ დაგავიწყდეთ წამლის მიღება.
  • წამლის სასურველი ეფექტის მიღებაში დასარწმუნებლად რეგულარულ შემოწმებებზე თქვენი მდგომარეობის შემოწმება ექიმისთვის მნიშვნელოვანია.
  • CO-DIOVAN-ით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობისას შეიძლება რეგულარულად ჩაგიტარდეთ სისხლის ანალიზი. ამ ანალიზების წყალობით სისხლში (კალიუმის, ნატრიუმის, კალციუმისა და მაგნიუმის მსგავსი) ელექტროლიტების რაოდენობა შემოწმდება. თუ 65 წელს ზემოთ ხართ და გულის, ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები გაწუხებთ და კალიუმის დანამატებს იღებთ, ექიმი შეგიმოწმებთ თირკმლის ფუნქციებს. ექიმი ამ თემებზე რჩევებს მოგცემთ.

მიღების გზა და მეთოდი:

CO-DIOVAN უნდა მიიღოთ საკვებთან ან ცალკე, წყალთან ერთად.

წამალი ყოველდღე, ერთსა და იმავე საათზე, სასურველია, დილით მიიღოთ.

CO-DIOVAN შეიძლება მიიღოთ მშიერ კუჭზე ან საკვებთან ერთად. ტაბლეტი გადაყლაპეთ ერთ ჭიქა წყალთან ერთად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

ბავშვები (18 წელს ქვემოთ):

CO-DIOVAN-ის ბავშვებში გამოყენებაზე გამოცდილება არ არსებობს. CO-DIOVAN-ის გამოყენება 18 წელს ქვემოთ ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

ხანდაზმულები (65 წელი და ზემოთ):

65 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში დასაშვებია CO-DIOVAN-ის გამოყენება.

განსაკუთრებული მიღების პირობები:

თირკმლის უკმარისობა:

თუ მსუბუქი-საშუალო სირთულის თირკმლის უკმარისობა გაქვთ, დოზის რეგულირება არ გჭირდებათ.

თუ მწვავე თირკმლის უკმარისობა გაქვთ, წამალი ყურადღებით უნდა მიიღოთ.

ღვიძლის უკმარისობა:

თუ მსუბუქი-საშუალო სირთულის ღვიძლის უკმარისობა გაქვთ, წამალი ყურადღებით უნდა მიიღოთ.

თუ მწვავე ღვიძლის უკმარისობა გაქვთ, პრეპარატი არ მიიღოთ.

მიჰყევით ექიმის მითითებებს, თუ განსხავებულ რჩევებს არ მოგცემთ.

გააგრძელეთ CO-DIOVAN-ის მიღება, სანამ ექიმი სხვა მითითებას არ მოგცემთ. თუ გაინტერესებთ, რამდენი ხანი უნდა მიიღოთ CO-DIOVAN, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ შეწყვიტოთ მკურნალობა დროზე ადრე, რადგან CO-DIOVAN-ით მკურნალობის შეჩერება შეიძლება დაავადების გაუარესების მიზეზი გახდეს.

თუ ფიქრობთ, რომ CO-DIOVAN-ის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ საჭიროზე მეტი CO-DIOVAN:

თუ თავბრუსხვევა და/ან გულისწასვლა, უჩვეულო დაღლა ან სისუსტე, კუნთების კრუნჩხვა ან არარეგულარული გულისცემა გაქვთ, დაუყოვნებლივ უთხარით ექიმს.

თუ დადგენილ დოზაზე მეტი რაოდენობის CO-DIOVAN მიიღეთ, ექიმს ან ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

თუ CO-DIOVAN-ის მიღება დაგავიწყდათ:

თუ წამლის მიღება დაგავიწყდათ, როგორც კი გაგახსენდებათ, დოზა მიიღეთ და მომდევნო დოზა ჩვეულ დროს დალიეთ.

თუ მომდევნო დოზის მიღების წინ გაგახსენდათ, რომ წინა დოზის მიღება დაგავიწყდათ, დავიწყებული დოზა გამოტოვეთ და ჩვეულებრივ მიღება გააგრძელეთ.

დავიწყებული დოზის დასაბალანსებლად ორი დოზა არ მიიღოთ.

CO-DIOVAN-ით მკურნალობის დასრულებით გამოწვეული შესაძლო გვერდითი მოვლენები:

CO-DIOVAN-ით მკურნალობის შეწყვეტა შეიძლება დაავადების გაუარესების მიზეზი გახდეს.

არ შეწყვიტოთ მკურნალობა, სანამ ექიმი არ გეტყვით.

  1. 4. რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

დანარჩენი წამლების მსგავსად, პაციენტების ნაწილს, რომლებიც CO-DIOVAN-ით მკურნალობენ, შეიძლება გვერდითი მოვლენები განუვითარდეს.

გვერდითი მოვლენები კატეგორიზდება შემდეგნაირად:

ძალიან გავრცელებული გვერდითი მოვლენები: ვლინდება 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში.

გავრცელებული: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ, თუმცა 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არაგავრცელებული: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ, თუმცა 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ, თუმცა 10 000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი: ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემებით, გამოვლინდა დაუდგენელი რაოდენობის პაციენტებში.

არაგავრცელებული:

  • წყურვილი, შემცირებული შარდის გამოყოფა, მუქი ფერის შარდი, მშრალი და ცხელი კანი, სტიმულების მიმართ სუპერმგრძნობელობა (შეიძლება იყოს დეჰიდრატაციის სიმპტომი);
  • ჩხვლეტა ან დაბუჟება (შეიძლება იყოს პარესთეზიის სიმპტომი);
  • მხედველობის დარღვევა;
  • დაღლილობა;
  • ხველა;
  • კუნთების ტკივილი;
  • ტინიტუსი;
  • თავბრუსხვევა, თავის ტკივილი (შეიძლება იყოს ჰიპოტენზიის სიმპტომი).

ძალიან იშვიათი:

  • თავბრუსხვევა;
  • დიარეა;
  • სახსრების ტკივილი.

სიხშირე უცნობია:

  • სუნთქვის გაძნელება (შეიძლება იყოს არაკარდიოგენური ფილტვის შეშუპების სიმპტომი);
  • წამიერი გონების დაკარგვა (შეიძლება იყოს სინკოპის სიმპტომი);
  • სერიოზულად შემცირებული შარდვა (შეიძლება იყოს თირკმლის ფუნქციების დარღვევის სიმპტომი);
  • ინფექციით გამოწვეული სიცხე, ყელის ტკივილი ან წყლულები პირის ღრუში (შეიძლება იყოს ნეიტროპენიის სიმპტომი);
  • კუნთების სისუსტე, კუნთების სპაზმი, არარეგულარული გულის რითმი (შეიძლება იყოს სისხლში კალიუმის დონის შემცირების სიმპტომი);
  • დაღლილობა, გონების არევა (დაბნეულობა), კუნთების კანკალი, გადაცემა (კონვულსიები) (შეიძლება იყოს ჰიპონატრიემიის სიმპტომი);
  • არარეგულარული თირკმლის ფუნქციის ტესტის შედეგი (შეიძლება იყოს შრატის შარდმჟავას ან კრეატინინის ან სისხლში შარდოვანას აზოტის მომატების სიმპტომი);

ქვემოთ წარმოდგენილი ეფექტები დაფიქსირდა CO-DIOVAN-ის კლინიკურ კვლევებში. არ არის დადგენილი, ეს კავშირშია წამალთან თუ სხვა მიზეზებთან:

მუცლის ტკივილი, ზედა მუცლის ტკივილი, შფოთვა, მღელვარება, სახსრების ტკივილი და გამაგრება (ართრიტი), სისუსტე (ასთენია), ზურგის ტკივილი, მკერდის ტკივილი და სიცხესთან დაკავშირებული ხველა (ბრონქიტი ან მწვავე ბრონქიტი), მკერდის ტკივილი, ფეხზე დგომისას გონების დაკარგვა, ჭამის შემდეგ კუჭის გაღიზიანება (დისპეპსია), სუნთქვის გაძნელება (ქოშინი), პირის სიმშრალე, ცხივრის სისველე (ეპისტაქსისი), ერექციის ქონის ან შენარჩუნების გაძნელება (ერექტული დისფუნქცია), დიარეასა და ღებინებასთან ერთად კუჭისა და ნაწლავების ინფექცია (გასტროენტერიტი), თავის ტკივილი, ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი), კანის მგრძნობელობის დაქვეითება (ჰიპოესთეზია), გრიპი (ინფლუენცა), უძილობა (ინსომნია), კუნთების სპაზმი, კუნთების დაზიანება, ცხვირის გაჭედვა (ცხვირის შეშუპება), გულისრევა, კისრის ტკივილი, შეშუპება, ხელების, ფეხებისა და მაჯების შეშუპება (პერიფერიული შეშუპება), შუა ყურის ანთება (შუა ოტიტი), კიდურების ტკივილი, გახშირებული გულისცემა, ყელის ტკივილი (ფარინგოლარინგილი), უჩვეულოდ გახშირებული შარდვა (პოლაკიურია), სიცხე (პირექსია), ლოყებზე/შუბლზე დაწოლის შეგრძნება (სინუსიტი), სინუსის შეშუპება, გაბრუება (ძილიანობა), აჩქარებული გულისცემა (ტაქიკარდია), ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია, წონასწორობის დაკარგვით გამოწვეული თავბრუსხვევის შეგრძება (ვერტიგო), ვირუსული ინფექციები, მხედველობის დარღვევა.

მიუხედავად იმისა, რომ არ შეიმჩნევა CO-DIOVAN-თან ერთად, ქვემოთ მოცემული შესაძლო სერიოზული არასასურველი ეფექტები დაფიქსირდა ცალკე ვალსარტანთან ან ჰიდროქლორთიაზიდის შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღებისას.

ვალსარტანი

არაგავრცელებული:

  • მუცლის ტკივილი;
  • წონასწორობის დაკარგვით გამოწვეული თავბრუსხვევის შეგრძნება (ვერტიგო).

უცნობი:

  • სისხლში ჰემოგლობინისა და სისხლის წითელი უჯრედების შემცირება (სერიოზული ფორმით შეიძლება ანემია გამოიწვიოს), უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევა (თრომბოციტოპენია);
  • გამონაყარი, ქავილთან ერთად სიცხე, სახსრების ტკივილი, ლიმფური კვანძების შეშუპება და/ან გრიპის მსგავსი სიმპტომები (მათ შორის შრატის დაავადება და სხვა ჰიპერმგრძნობიარე/ალერგიული რეაქციები);
  • კუნთების სპაზმები, არარეგულარული გულის რითმი (მომატებული შრატის კალიუმის დონე);
  • ლურჯ-წითელი ლაქები, სიცხე, ქავილი (ვასკულიტი);
  • მომატებული ღვიძლის ფერმენტები;
  • გამონაყარი, ქავილი, თავბრუსხვევა, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელებასთან (ანგიონევროზული შეშუპება) ერთად ალერგიული რეაქციები;
  • ბუშტუკეკბი კანზე (ბულოზური დერმატიტის ნიშანი);
  • გამონაყარი, ჭინჭრის ციება (ქავილი);
  • სერიოზულად შემცირებული შარდდენა (თირკმლის უკმარისობა);
  • სისხლში ნატრიუმის დონის დაცემა (ჰიპონატრემია).

საკვლევ წამალთან მიზეზობრივი კავშირის მიუხედავად, შემდეგი მოვლენები დაფიქსირდა ჰიპერტენზიული პაციენტების კლინიკურ კვლევებში საკვლევ წამალთან ერთად დაკავშირებით:

ართრალგია, ასთენია, ზურგის ტკივილი, დიარეა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, ლიბიდოს დაქვეითება, გულისრევა, შეშუპება, ფარენგიტი, რინიტი, სინუსიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ვირუსული ინფექციები.

ჰიდროქლოროთიაზიდი

ძალიან გავრცელებული:

  • სისხლში ლიპიდის (ცხიმის) დონის მომატება (ჰიპერლიპიდემია).

გავრცელებული:

  • სისხლში მაგნიუმის დონის შემცირება (ჰიპომაგნიემია), სისხლში შარდმჟავას დონის მომატება (ჰიპერურიკემია);
  • თავბრუსხვევა, ფეხზე დგომისას გონების დაკარგვა (ორთოსტატული ჰიპოთენზია);
  • მადის შემცირება, მსუბუქი გულისრევა, ღებინება;
  • ქავილი ან სხვა ტიპის გამონაყარი (ჭინჭრის ციება);
  • ერექციის არქონა ან ვერშენარჩუნება (იმპოტენცია);
  • სისხლში კალიუმის დონის ნორმის ქვეშ შემცირება (ჰიპონატრემია).

იშვიათი:

  • კანზე ლურჯი ლაქები (შეიძლება იყოს თრომბოციტოპენიის, პურპურის სიმპტომი);
  • გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, კუჭის ტკივილის მსგავსი კუჭ-ნაწლავის დარღვევები, ხშირი შარდვა, გაუწყლოება, კუნთების სისუსტე და კანკალი (შეიძლება იყოს ჰიპერკალცემიის სიმპტომი), სისხლსა და შარდში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიცემია, გლიკოზურია);
  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, დეპრესია, ჩხვლეტები ან დაბუჟება (პარესთეზია);
  • მხედველობის დარღვევა;
  • ძლიერი და მუდმივი ღებინება, დიარეა, არარეგულარული გულისცემა (შეიძლება იყოს არითმიის სიმპტომი);
  • დისკომფორტი მუცელში, ყაბზობა ან დიარეა;
  • კანის მზის შუქზე მომატებული მგრძნობელობა (ფოტოსენსიტიურობა);
  • თვალებისა და კანის სიყვითლე (კოლესტაზი ან სიყვითლე).

ძალიან იშვიათი:

  • სიცხე, ყელის ტკივილი, ხშირი ინფექცია (შეიძლება იყოს აგრანულოციტოზის სიმპტომი), სიცხე, ყელის ტკივილი ან წყლული პირში (შეიძლება იყოს ლეიკოპენიის სიმპტომი), სისუსტე, სისხლჩაქცევა და ხშირი ინფექცია (შეიძლება იყოს პანციტოპენიის, ძვლის ტვინის დეპრესიის სიმპტომი), ფერმკრთალი კანი, დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება, მუქი ფერის შარდი (შეიძლება იყოს ჰემოლიზური ანემიის სიმპტომი);
  • კანის გამონაყარი და/ან სუნთქვის გაძნელება (შეიძლება იყოს ჰიპერმგრძნობიარე რეაქციის სიმპტომი);
  • დაბნეულობა, დაღლილობა, კუნთების კანკალი და სპაზმი, გახშირებული სუნთქვა (შეიძლება იყოს ჰიპოქლორემიული ალკალოზის სიმპტომი);
  • მწვავე მუცლის ტკივილი (შეიძლება იყოს პანკრეატიტის სიმპტომი);
  • გამონაყარი, ლურჯ-წითელი ლაქები, სიცხე, ქავილი (შეიძლება იყოს ნეკროზული ვასკულიტის სიმპტომი), გამონაყარი სახეზე, სახსრების ტკივილი, სახსრების დარღვევა, სიცხე (შეიძლება იყოს სისტემური წითელი მგლურას სიმპტომი).

უცნობია:

  • თვალებში მაღალი წნევის გამო მხედველობის დაკარგვა ან თვალების ტკივილი (მწვავე ვიწროკუთხოვანი გლაუკომა);
  • გამონაყარი, კანის სიწითლე, ტუჩებზე, თვალებში ან პირში კანის აქერცვლა, სიცხე (შეიძლება იყოს ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის, მულტიფორმული ერითემის სიმპტომები);
  • კუნთების სპაზმი;
  • სერიოზულად შემცირებული შარდვა (თირკმლის დარღვევის/უკმარისობის სიმპტომი);
  • სიცხე (პირექსია), სისუსტე (ასთენია).

თუ გამოგივლინდათ გვერდითი მოვლენა, რომელზეც ამ პრეპარატის მიღების ინსტრუქციების დოკუმენტში არ არის საუბარი, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების აღრიცხვა

მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის დადგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აგრეთვე, გადატანილი გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ თურქეთის ფარმაკოვიგილაციის ცენტრს (TUFAM), რისთვისაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ-გვერდზე: www.titck.gov.tr და გადახვიდეთ „მედიკამენტის გვერდითი მოვლენების შეტყობინების“ გვერდზე, ან დარეკოთ გვერდითი მოვლენების შეტყობინების სპეციალურ ხაზზე: 0 800 314 00 08. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.

  1. 5. როგორ შეინახოთ CO-DIOVAN?

შეინახეთ CO-DIOVAN ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.

CO-DIOVAN უნდა ინახებოდეს 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. მოარიდეთ ნესტს.

პრეპარატი მიიღეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ მიიღოთ CO-DIOVAN ფირფიტაზე ან შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ მიიღოთ CO-DIOVAN, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე აღმოაჩენთ დარღვევებს.

ვადაგასული ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ გადაყაროთ! წამალი გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს შემგროვებელ პუნქტს.

ლიცენზიატი: ს.ს. ნოვარტის საღლიქ, გიდა ვე თარიმ ურუნლერი სან. ვე თიჯ. (NOVARTİS SAĞLIK, GIDA VE TARIM URUNLERİ SAN. VE TİC. A.Ş.)

თურქეთი, სტამბოლი, ბეიქოზი, ქავაჯიქი

წარმოების ადგილი: ს.ს. ნოვარტის საღლიქ, გიდა ვე თარიმ ურუნლერი სან. ვე თიჯ. (NOVARTİS SAĞLIK, GIDA VE TARIM URUNLERİ SAN. VE TİC. A.Ş.), თურქეთი, სტამბოლი, ფენდიქი.

წინამდებარე მოხმარების ინსტრუქცია 23.12.2015 წელს დამტკიცდა.

ვარგისიანობის ვადა/პარტიის ნომერი: 09.2023, KDM66

CO-DIOVAN

80 მგ / 12,5 მგ აფსკიანი დაფარვის ტაბლეტი

CO-DIOVAN

80 მგ / 12,5 მგ აფსკიანი დაფარვის ტაბლეტი

ბარკოდი: 8 699504 090406

აქტიური ნივთიერება: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 80 მგ ვალსარტანს და 12,5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.

(წარმოდგენილია ვიზუალური მასალა)

NOVARTIS

(წარმოდგენილია გამაფრთხილებელი ნიშანი)

მოხმარების ინსტრუქციის წაკითხვამდე არ მართოთ სატრანსპორტი საშუალება/მანქანა

28 ტაბლეტი


შეინახეთ CO-DIOVAN ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში. CO- DIOVAN უნდა ინახებოდეს 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. მოარიდეთ ნესტს. მოულოდნელი ეფექტის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს. პრეპარატის მიღებამდე წაიკითხეთ მოხმარების ინსტრუქცია. არ იყიდოთ გადაჭრილი ან გახსნილი შეფუთვა. იყიდება რეცეპტით.

CO-DIOVAN

80 მგ / 12,5 მგ აფსკიანი დაფარვის ტაბლეტი

ვალსარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდი

დასალევი ტაბლეტები.

ლიცენზიატი: ს.ს. ნოვარტის საღლიქ, გიდა ვე თარიმ ურუნლერი სან. ვე თიჯ. (NOVARTİS SAĞLIK, GIDA VE TARIM URUNLERİ SAN. VE TİC. A.Ş.)

თურქეთი, სტამბოლი, ბეიქოზი, ქავაჯიქი

წარმოების ადგილი: ს.ს. ნოვარტის საღლიქ, გიდა ვე თარიმ ურუნლერი სან. ვე თიჯ. (NOVARTİS SAĞLIK, GIDA VE TARIM URUNLERİ SAN. VE TİC. A.Ş.), თურქეთი, სტამბოლი, ფენდიქი.

ლიცენზიის ნომერი: 25/01/2005-205/26

NOVARTIS

28 აფსკიანი ტაბლეტი

1815081 TR (1911)

(01)08699504090406

(21)14458164592413

(წარმოდგენილია ბარკოდი)

ორშაბათი

სამშაბათი

ოთხშაბათი

ხუთშაბათი

პარასკევი

შაბათი

კვირა

CO-DIOVAN, 80 მგ / 12,5 მგ აფსკიანი დაფარვის ტაბლეტი

NOVARTIS, ვალსარტანი/ჰიდროქლოროთიაზიდი

09.2023 KDM66

შემადგენლობა: 80 მგ ვალსარტანი და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კომბინირებული პრეპარატი. ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტი და თიაზიდური დიურეტიკი.

ჩვენებები: მაღალი არტერიული წნევა.

დოზირება და მიღების წესი: მოწოდებულია შიგნით მისაღებად, ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს, ჭიქა წყლის მიყოლებით. შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე მიღება. აღნიშნული პრეპარატი მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციების ზუსტი დაცვით. კოვალსარ დენკი 80+12.5-ის ჩვეულებრივი დოზაა 1 ტაბლეტი დღეში. არ შეიძლება მიღების შეწყვეტა ან დოზის ცვლილება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ორსულობა და ლაქტაცია: უკუნაჩვენებია ორსულობის II და III ტრიმესტრში. პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის I ტრიმესტრსა და ლაქტაციის პერიოდში.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. იყენება თუ შეფუთვა დაზიანებულია ან აქვს დარბილების ნიშნები.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით

შემადგენლობა: 160 მგ ვალსარტანი და 12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კომბინირებული პრეპარატი. ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტი და თიაზიდური
დიურეტიკი.

ჩვენებები: მაღალი არტერიული წნევა.

დოზირება და მიღების წესი: მოწოდებულია შიგნით მისაღებად, ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს, ჭიქა წყლის
მიყოლებით. შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე მიღება. აღნიშნული პრეპარატი მიიღება მკურნალი ექიმის რეკომენდაციების ზუსტი დაცვით. ჩვეულებრივი დოზაა 1 ტაბლეტი დღეში. არ შეიძლება მიღების შეწყვეტა ან დოზის
ცვლილება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების, სულფონამიდის დერივატის, სოიოს, მიწის თხილის ან ამ მედიკამენტის შემადგენელი სხვა ინგრედიენტების მიმართ, ღვიძლის ან თირკმლის მწვავე დაავადება; შარდვის გამოყოფის შემცირება; დიალიზზე მყოფი პაციენტები; ორსულობის ბოლო 6 თვე. კალიუმის და ნატრიუმის ნორმაზე დაბალი ან კალციუმის ნორმაზე მაღალი მაჩვენებელი, პოდაგრა, დიაბეტი ან თირკმლის დისფუნქცია და მკურნალობა ალისკირენის შემცველი პრეპარატებით.

ორსულობა და ლაქტაცია: უკუნაჩვენებია ორსულობის II და III ტრიმესტრში. პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის I ტრიმესტრსა და ლაქტაციის პერიოდში.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.

აქტიური ნივთიერება: თითოეული აფსკიანი დაფარვის ტაბლეტი შეიცავს 80 მგ ვალსარტანს და 12,5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.
დამხმარე ნივთიერება: მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), წითელი რკინის ოქსიდი (E172), პოლიეთილენ გლიკოლი 8000, ტალკი და ტიტანის დიოქსიდი (E171).
გთხოვთ, ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ მოხმარების წესებს, რადგან ინსტრუქცია თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

· შეინახეთ მოხმარების ინსტრუქცია. შეიძლება მოგვიანებით ხელახლა წაკითხვა დაგჭირდეთ;

· დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს;

· თუ მედიკამენტი პირადად თქვენ დაგენიშნათ, არ მისცეთ სხვას;

· მედიკამენტის მიღების პერიოდში, ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას, თქვენს ექიმს უთხარით, რომ იღებთ ამ მედიკამენტს;

· ზუსტად დაიცავით ინსტრუქციაში მოცემული წესები. არ მიიღოთ იმაზე მეტი ან ნაკლები დოზა, რაც დაგენიშნათ.

აღნიშნული მოხმარების ინსტრუქციაში მიიღებთ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:

რა არის CO-DIOVAN და რისთვის გამოიყენება?
CO-DIOVAN-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?
როგორ უნდა მიიღოთ CO-DIOVAN?
რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
როგორ შეინახოთ CO-DIOVAN?

რა არის CO-DIOVAN და რისთვის გამოიყენება?
CO-DIOVAN თითოეული ტაბლეტი შეიცავს 80 მგ ვალსარტანს და 12,5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.

CO-DIOVAN წარმოდგენილია ბუშტოვან შეფუთვაში, რომელშიც მოთავსებულია 24 და 84 ცალი აფსკიანი ტაბლეტი.

CO-DIOVAN შემადგენლობაში შედის ანგიოტენზინი-II ანტაგონისტი და შარდმდენი (დიურეტიკი), რომლებიც მაღალი სისხლის წნევის კონტროლს ეხმარება. ანგიოტენზინი- II, რომელიც ორგანიზმში ბუნებრივად არსებობს, სისხლძარღვების შევიწროვებისა და ამგვარად სისხლის წნევის აწევის მიზეზი ხდება. CO-DIOVAN-ის შემადგენლობაში შემავალი ვალსარტანი ანგიოტენზინი-II-ის ეფექტს ანეიტრალებს. შედეგად, აფართოებს სისხლძარღვებს და სისხლის წნევას დაბლა წევს. დიურეტიკეკი შარდის დენას აძლიერებს და ორგანიზმში მარილისა და წყლის დონეს ამცირებს. ეს, ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში, სისხლის წნევის დაწევასა და კონტროლს ეხმარება.

CO-DIOVAN მაღალი სისხლის წნევის დასაწევად გამოიყენება. მაღალი სისხლის წნევა გულისა და არტერიების მუშაობას ზრდის. თუ ეს მდგომარეობა დიდხანს გრძელდება, ტვინის, გულისა და თირკმლების სისხლძარღვებს აზიანებს და შეიძლება ინსულტი, გულის ან თირკმლის უკმარისობით დასრულდეს. მაღალი სისხლის წნევა ზრდის გულის შეტევის რისკს. სისხლის წნევის ნორმის მაჩვენებლამდე დაწევა ამ დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს.

თუ გაინტერესებთ, როგორ მუშაოს CO-DIOVAN ან რატომ გამოგიწერეს ეს წამალი, ჰკითხეთ თქვენს ექიმს.

CO-DIOVAN-ის მიღებამდე რა უნდა გაითვალისწინოთ?
არ მიიღოთ CO-DIOVAN, თუ:

ვალსარტანზე, ჰიდროქლოროთიაზიდზე ან მსგავს შარდმდენ (დიურეტიკები) სულფონამიდებზე ან CO-DIOVAN-ის შემადგენლობაში შემავალ დამხმარე ნივთიერებებზე ჭარბი მგრძნობელობა გაქვთ (თუ არ ხართ დარწმუნებული, რომელი მათგანია თქვენთვის საზიანო, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს).
ღვიძლის სერიოზული დაავადება გაქვთ და ღვიძლში მცირე სანაღვლე სადინრები დაზიანებულია (ნაღველმდენი ციროზი) და ამიტომ ნაღველი ღვიძლში გროვდება (ქოლესტაზი).
ორგანიზმი არ გამოყოფს შარდს (ანურია) და ამასთან ერთად ძლიერი თირკმლის დაავადება გაქვთ.
თუ ალისკირენს (სისხლის წნევის დამწევი წამალი) იღებთ და სისხლში შაქრის შემცველობა მაღალია, დიაბეტი ან თირკმლის უკმარისობა (თირკმელების ფილტრაციის უნარი, რომელიც გლომერული ფილტრაციის სიჩქარის ტესტით მოწმდება, არის GFR2) გაქვთ.
ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას.
ყურადღებით მიიღეთ CO-DIOVAN, თუ:

კალიუმის დანამატებს, კალიუმის დამცავ წამლებს, კალიუმის შემცველ ხელოვნურ მარილებს ან კალიუმის დონის მოსამატებელ მაგ. ჰეპარინის მსგავს სხვა წამლებს იღებთ (შეიძლება თქვენმა ექიმმა გადაწყვიტოს, რომ რეგულარულად შეეგიმოწმოთ ორგანიზმში კალიუმის ოდენობა);
სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის დონე დაბალია (კუნთების სისუსტე, კუნთების სპაზმები და არანორმალური გულის რითმის სიმპტომებთან ერთად ან მათ გარეშე);
სისხლში ნატრიუმის დონე დაბალია (დაღლილობა, დაბნეულობა (თავბრუსხვევა), კუნთების კრუნჩხვა, კრუნჩხვის სიმპტომებით ან მათ გარეშე);
სისხლში კალციუმის დონე მაღალია (გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, ხშირი შარდვა, გაუწყლოება, კუნთების სისუსტე და კრუნჩხვების სიმპტომებით ან მათ გარეშე);
გქონდათ ღებინება, დიარეა ან დიდი რაოდენობით შარდმდენის (დიურეტიკი) მიღებით გამოწვეული დისკომფორტი;
გაქვთ სერიოზული გულის დაავადება ან გადაიტანეთ გულის შეტევა. საწყის დოზასთან დაკავშირებით ყურადღებით მისდიეთ ექიმის მითითებებს. ექიმმა შეიძლება თირკმლის ფუნქციაც შეგიმოწმოთ;
ADE-ს ინჰიბიტორით (მაღალი წნევის სამკურნალო წამლების ჯგუფი) ან ალისკირენით (სისხლის წნევის დამწევი წამალი) მკურნალობთ;
უახლოე წარსულში გადაინერგეთ თირკმელი;
ჰიპერალდოსტერონიზმის (თირკმლის ზედა ქსოვილების ჭარბი მუშაობით გამოწვეული დაავადება. თუ ეს დაავადება გაქვთ, CO-DIOVAN-ით მკურნალობა არ არის რეკომენდებული) დაავადება გაქვთ;
ღვიძლის ან თირკმლის დაავადება გაქვთ;
სიცხე, კანის გამონაყარი, სახსრების ტკივილი (სისტემური წითელი მგლურას (SLE) დაავადების სიმპტომები შეიძლება გქონდეთ, SLE; ავტოიმუნური დაავადება შეიძლება იყოს);
დიაბეტი (მაღალი სისხლის წნევა) გაქვთ;
სისხლში შარდმჟავის, ქოლესტეროლის ან ტრიგლიცერიდის დონე მაღალია;
CO-DIOVAN-ის კლასის სხვა წამლების (ანგიოტენზინი-II რეცეპტორი ანტაგონისტები), სისხლის წნევის დამწევი სხვა წამლების მიღებისას ალერგიული რეაქცია (სახისა და ყელის შეშუპება) გქონდათ ან ალერგია ან ასთმა გაქვთ. ასეთ შემთხვევაში, შეწყვიტეთ CO-DIOVAN-ის მიღება და დაუყოვნებლივ დაურეკეთ ექიმს. CO-DIOVAN განმეორებით აღარ უნდა მიიღოთ;
მხედველობის დაქვეითება ან თვალის ტკივილი გქონდათ. ეს სიმპტომები შეიძლება თვალის შიდა წნევის სიმპტომი იყოს და CO-DIOVAN-ის მიღებიდან საათებში ან კვირებში გამოვლინდეს. თუ არ იმკურნალებთ, შეიძლება მხედველობის დარღვევა სამუდამოდ დარჩეს;
CO-DIOVAN-მა შეიძლება კანის მზეზე მგრძნობელობა გაზარდოს;
ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ (ან იქნებით), უთხარით თქვენს ექიმს. ორსულობის ადრეულ ეტაპზე CO-DIOVAN-ის მიღება არ არის რეკომენდირებული. თუ 3 თვეზე მეტია, რაც ორსულად ხართ, CO-DIOVAN არ მიიღოთ, რადგან წამლის ამ ეტაპზე მიღებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს (იხ. ორსულობის ქვეთავი).
CO-DIOVAN-ის მიღება შეიძლება მხოლოდ სამედიცინო შემოწმების შემდეგ. CO-DIOVAN შეიძლება ყველა პაციენტისთვის გამოსადეგი არ იყოს. გულდასმით მიჰყევით ექიმის მითითებებს. ექიმის მითითებები შეიძლება განსხვავდებოდეს მიღების ინსტრუქციებში მოცემული ზოგადი ინფორმაციისგან.

ეს გაფრთხილებები შეიძლება თქვენ გეხებოდეთ (ან გეხებოდათ), მიუხედავად ამისა, გთხოვთ, გაესაუბროთ თქვენს ექიმს.

CO-DIOVAN-ის მიღება სასმელსა და საჭმელთან ერთად

CO-DIOVAN უნდა მიიღოთ მშიერ კუჭზე ან საჭმელთან ერთად.

არ მიიღოთ ალკოჰოლი, სანამ ექიმი ამის ნებართვას არ მოგცემთ. ალკოჰოლმა შეიძლება სისხლის წნევა კიდევ უფრო დაწიოს და/ან თავბრუსხვევა ან გულისწასვლა გამოიწვიოს.

ორსულობა

პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ CO-DIOVAN, თუ ორსულად ხართ ან გეგმავთ დაორსულებას. მსგავსი წამლების მიღებამ შეიძლება მუცლად მყოფ ბავშვს სერიოზული ზიანი მიაყენოს. ამიტომ, თუ ორსულობის ალბათობა არსებობს ან გეგმავთ დაორსულებას, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს. ექიმი აგიხსნით ორსულობის დროს CO-DIOVAN-ის მიღების პოტენციურ რისკებს.

თუ მკურნალობის დროს მიხვდებით, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული CO-DIOVAN-ის მიღება. CO-DIOVAN-ის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერება გადადის დედის რძეში და შეიძლება რძე შეგიმცირდეთ. თუ ბავშვს ძუძუს აწოვებთ, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ CO- DIOVAN, სანამ ექიმი არ გირჩევთ.

სატრანსპორტო საშუალებებისა და დანადგარების მართვა

მაღალი სისხლის წნევის სამკურნალო სხვა უამრავი წამლის მსგავსად, CO-DIOVAN-ც ზოგიერთ პაციენტში თავბრუსხვევის ან გულისწასვლის მიზეზი შეიძლება გახდეს. ამიტომ სატრანსპორტო საშუალების ან დანადგარის მართვამდე დარწმუნდით CO-DIOVAN-ის უარყოფით ზემოქმედებაში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია CO-DIOVAN-ის შემადგენლობაში შემავალ ზოგიერთ დამხმარე ნივთიერებაზე

თუ CO-DIOVAN-ის შემადგენლობაში შემავალ დამხმარე ნივთიერებებზე ჭარბი მგრძნობელობა არ გაქვთ, ამ ნივთიერებებთან დაკავშირებით უარყოფითი ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი.

სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება

თუ ქვემოთ მოცემულ რომელიმე პრეპარატს იღებთ, შეიძლება დოზების ან ზოგიერთი წამლის შეწყვეტა დაგჭირდეთ:

ლითიუმი (ზოგიერთი ტიპის დეპრესიის სამკურნალო წამალი);
კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი ხელოვნური მარილები, კალიუმის დამცავი შარდმდენები, ჰეპარინი (ექიმმა შეიძლება პერიოდულად ორგანიზმში კალიუმის დონე გადაგიმოწმოთ);
დიურეტიკები (შარდმდენები), კორტიკოსტეროიდები (კორტიზოლის მსგავსი წამლები), საფაღარათო საშუალებები (ყაბზობის სამკურნალო წამლები), კარბენოლოქსონი, ამფოტერიზინი ან პენიცილინი G-ს მსგავსი სისხლში კალიუმის ოდენობის შემამცირებელი წამლები;
არითმიის საწინააღმდეგო საშუალებები (გულის პრობლემების სამკურნალო წამლები) და ანტიფსიქოზური საშუალებები (ფსიქიკური დაავადებები სამკურნალო წამლები), გულის არარეგულარული გულისცემის მიზეზი შეიძლება გახდეს;
ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოტროპული საშუალებები, ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებების (კარბამაზეპინი) მსგავსი სისხლში კალიუმის ოდენობის შემამცირებელი წამლები;
ალოპურინოლის მსგავსი პოდაგრის სამკურნალო წამლები;
D ვიტამინი და კალციუმის მარილები;
დიაბეტის (შაქრის დაავადება) სამკურნალო წამლები (მეტფორმინის მსგავსი დასალევი ტაბლეტები და ინსულინები);
სისხლის წნევის დამწევი სხვა საშუალებები (მათ შორის, მეთილდოპა), განსაკუთრებით ADE ინჰიბიტორები ან ალისკირენი (თუ ამ წამლებთან ერთად მიღება აუცილებელია, მხოლოდ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიიღოთ და თირკმლის ფუნქცია, ელექტროლიტები და სისხლის წნევა ხშირად უნდა აკონტროლოთ). დიაბეტური ნეფროპათიის დასახელების მქონე ხანგრძლივი შაქრის დაავადების შედეგად თუ თირკმლის დისკომფორტი განგივითარდათ, არ მიიღოთ ADE ინჰიბიტორებსა და ანგიოტენზინი-II-ის რეცეპტორის ბლოკებთან;
ნორადრენალინის ან ადრენალინის მსგავსი სისხლის წნევის ამწევი წამლები;
დიგოქსინი ან სხვა ციფრული გლუკოზები (გულის პრობლემების სამკურნალო წამლები);
დიაზოქსიდის ან ბეტა ბლოკების მსგავსი სისხლში შაქრის დონის ამწევი წამლები;
მეტოტრექსატის ან ციკლოფოსფამიდის მსგავსი ციტოტოქსიური წამლები (გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ);
სელექციური ციკლოქსიგენური ინჰიბიტორები (Cox-2 ინჰიბიტორები) და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლების (NSAII-ები) მსგავსი ტკივილგამაყუჩებლები;
ართრიტის (სახსრების ანთების) წამლები;
კუნთების მოსადუნებელი წამლები (მაგ.: ტუბაკურარინი);
ანტიქოლინერგიული აგენტები (კუჭ-ნაწლავის სისტემის კრუნჩხვების, შარდის ბუშტის სპაზმის, ასთმის, მოძრაობის გაძნელების, კუნთების სპაზმის, პარკინსონის დაავადებისა და ანესთეზიის დამხმარე წამლების მსგავსი სხვადასხვა დაავადების სამკურნალო წამლები);
ამანტადინი (პარკინსონის დაავადების სამკურნალო და ვირუსის გამომწვევი დაავადებების სამკურნალო ან პრევენციული წამალი);
ქოლესტირამინი და ქოლესტიპოლი (განსაკუთრებით სისხლში აწეული ლიპიდების სამკურნალო ფისები);
რიპამიზინის ჯგუფის (ზოგიერთი ანტიბიოტიკი), ციკლოსფორინი (ორგანოს უარყოფის თავიდან ასაცილებლად ორგანოს გადანერგვისას გამოყენებული წამალი), რიტონავირი (HIV/AIDS ინფექციის სამკურნალო ანტივირუსული წამალი). ამ წამლებმა შეიძლება გაზარდოს CO-DIOVAN-ის ზემოქმედება;
ალკოჰოლი, საძილე და საანესთეზიო საშუალებები (პაციენტის ოპერაციის ან სხვა პროცედურების დროს გამოყენებული წამლები);
იოდის კონტრასტული ნივთიერებები (გამოსახულების მეთოდში გამოყენებული აგენტები);
თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ პრეპარატს, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ უნდა მიიღოთ CO-DIOVAN?
სწორად მიღებისა და დოზის/მიღების სიხშირის ინსტრუქციები:

პაციენტები, რომელთაც ხშირად აქვთ მაღალი სისხლის წნევა, ამ პრობლემის სიმპტომებს ყურადღებას არ აქცევენ. უამრავი ადამიანი ამ მდგომარეობაში თავს ნორმალურად გრძნობს. ამ მდომარეობაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, წამალი სრულად ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად მიიღოთ და კარგად ყოფნის შემთხვევაშიც გააგრძელოთ ვიზიტები ექიმთან.
ექიმის განმარტებები ყურადღებით შეასრულეთ.
არ გადააჭარბოთ დანიშნულ დოზას.
ექიმი გეტყვით, რამდენი და რა პერიოდულობით მიიღოთ CO-DIOVAN. მკურნალობაზე რეაქციის მიხედვით, ექიმი გირჩევთ, გაზარდოთ თუ შეამციროთ დოზები.
CO-DIOVAN-ისთვის ნორმალური დღიური დოზა ერთი ტაბლეტია. ექიმთან გასაუბრების გარეშე არ შეცვალოთ დოზა ან არ დაასრულოთ მიღება. CO-DIOVAN-ის დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში მიღება დაგეხმარებათ, რომ არ დაგავიწყდეთ წამლის მიღება.
წამლის სასურველი ეფექტის მიღებაში დასარწმუნებლად რეგულარულ შემოწმებებზე თქვენი მდგომარეობის შემოწმება ექიმისთვის მნიშვნელოვანია.
CO-DIOVAN-ით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობისას შეიძლება რეგულარულად ჩაგიტარდეთ სისხლის ანალიზი. ამ ანალიზების წყალობით სისხლში (კალიუმის, ნატრიუმის, კალციუმისა და მაგნიუმის მსგავსი) ელექტროლიტების რაოდენობა შემოწმდება. თუ 65 წელს ზემოთ ხართ და გულის, ღვიძლის ან თირკმლის დაავადებები გაწუხებთ და კალიუმის დანამატებს იღებთ, ექიმი შეგიმოწმებთ თირკმლის ფუნქციებს. ექიმი ამ თემებზე რჩევებს მოგცემთ.
მიღების გზა და მეთოდი:

CO-DIOVAN უნდა მიიღოთ საკვებთან ან ცალკე, წყალთან ერთად.

წამალი ყოველდღე, ერთსა და იმავე საათზე, სასურველია, დილით მიიღოთ.

CO-DIOVAN შეიძლება მიიღოთ მშიერ კუჭზე ან საკვებთან ერთად. ტაბლეტი გადაყლაპეთ ერთ ჭიქა წყალთან ერთად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:

ბავშვები (18 წელს ქვემოთ):

CO-DIOVAN-ის ბავშვებში გამოყენებაზე გამოცდილება არ არსებობს. CO-DIOVAN-ის გამოყენება 18 წელს ქვემოთ ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

ხანდაზმულები (65 წელი და ზემოთ):

65 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში დასაშვებია CO-DIOVAN-ის გამოყენება.

განსაკუთრებული მიღების პირობები:

თირკმლის უკმარისობა:

თუ მსუბუქი-საშუალო სირთულის თირკმლის უკმარისობა გაქვთ, დოზის რეგულირება არ გჭირდებათ.

თუ მწვავე თირკმლის უკმარისობა გაქვთ, წამალი ყურადღებით უნდა მიიღოთ.

ღვიძლის უკმარისობა:

თუ მსუბუქი-საშუალო სირთულის ღვიძლის უკმარისობა გაქვთ, წამალი ყურადღებით უნდა მიიღოთ.

თუ მწვავე ღვიძლის უკმარისობა გაქვთ, პრეპარატი არ მიიღოთ.

მიჰყევით ექიმის მითითებებს, თუ განსხავებულ რჩევებს არ მოგცემთ.

გააგრძელეთ CO-DIOVAN-ის მიღება, სანამ ექიმი სხვა მითითებას არ მოგცემთ. თუ გაინტერესებთ, რამდენი ხანი უნდა მიიღოთ CO-DIOVAN, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ შეწყვიტოთ მკურნალობა დროზე ადრე, რადგან CO-DIOVAN-ით მკურნალობის შეჩერება შეიძლება დაავადების გაუარესების მიზეზი გახდეს.

თუ ფიქრობთ, რომ CO-DIOVAN-ის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ საჭიროზე მეტი CO-DIOVAN:

თუ თავბრუსხვევა და/ან გულისწასვლა, უჩვეულო დაღლა ან სისუსტე, კუნთების კრუნჩხვა ან არარეგულარული გულისცემა გაქვთ, დაუყოვნებლივ უთხარით ექიმს.

თუ დადგენილ დოზაზე მეტი რაოდენობის CO-DIOVAN მიიღეთ, ექიმს ან ფარმაცევტს გაესაუბრეთ.

თუ CO-DIOVAN-ის მიღება დაგავიწყდათ:

თუ წამლის მიღება დაგავიწყდათ, როგორც კი გაგახსენდებათ, დოზა მიიღეთ და მომდევნო დოზა ჩვეულ დროს დალიეთ.

თუ მომდევნო დოზის მიღების წინ გაგახსენდათ, რომ წინა დოზის მიღება დაგავიწყდათ, დავიწყებული დოზა გამოტოვეთ და ჩვეულებრივ მიღება გააგრძელეთ.

დავიწყებული დოზის დასაბალანსებლად ორი დოზა არ მიიღოთ.

CO-DIOVAN-ით მკურნალობის დასრულებით გამოწვეული შესაძლო გვერდითი მოვლენები:

CO-DIOVAN-ით მკურნალობის შეწყვეტა შეიძლება დაავადების გაუარესების მიზეზი გახდეს.

არ შეწყვიტოთ მკურნალობა, სანამ ექიმი არ გეტყვით.

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?
დანარჩენი წამლების მსგავსად, პაციენტების ნაწილს, რომლებიც CO-DIOVAN-ით მკურნალობენ, შეიძლება გვერდითი მოვლენები განუვითარდეს.

გვერდითი მოვლენები კატეგორიზდება შემდეგნაირად:

ძალიან გავრცელებული გვერდითი მოვლენები: ვლინდება 10-დან სულ მცირე 1 პაციენტში.

გავრცელებული: ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ, თუმცა 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არაგავრცელებული: ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ, თუმცა 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ, თუმცა 10 000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი: ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

სიხშირე უცნობია: არსებული მონაცემებით, გამოვლინდა დაუდგენელი რაოდენობის პაციენტებში.

არაგავრცელებული:

წყურვილი, შემცირებული შარდის გამოყოფა, მუქი ფერის შარდი, მშრალი და ცხელი კანი, სტიმულების მიმართ სუპერმგრძნობელობა (შეიძლება იყოს დეჰიდრატაციის სიმპტომი);
ჩხვლეტა ან დაბუჟება (შეიძლება იყოს პარესთეზიის სიმპტომი);
მხედველობის დარღვევა;
დაღლილობა;
ხველა;
კუნთების ტკივილი;
ტინიტუსი;
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი (შეიძლება იყოს ჰიპოტენზიის სიმპტომი).
ძალიან იშვიათი:

თავბრუსხვევა;
დიარეა;
სახსრების ტკივილი.
სიხშირე უცნობია:

სუნთქვის გაძნელება (შეიძლება იყოს არაკარდიოგენური ფილტვის შეშუპების სიმპტომი);
წამიერი გონების დაკარგვა (შეიძლება იყოს სინკოპის სიმპტომი);
სერიოზულად შემცირებული შარდვა (შეიძლება იყოს თირკმლის ფუნქციების დარღვევის სიმპტომი);
ინფექციით გამოწვეული სიცხე, ყელის ტკივილი ან წყლულები პირის ღრუში (შეიძლება იყოს ნეიტროპენიის სიმპტომი);
კუნთების სისუსტე, კუნთების სპაზმი, არარეგულარული გულის რითმი (შეიძლება იყოს სისხლში კალიუმის დონის შემცირების სიმპტომი);
დაღლილობა, გონების არევა (დაბნეულობა), კუნთების კანკალი, გადაცემა (კონვულსიები) (შეიძლება იყოს ჰიპონატრიემიის სიმპტომი);
არარეგულარული თირკმლის ფუნქციის ტესტის შედეგი (შეიძლება იყოს შრატის შარდმჟავას ან კრეატინინის ან სისხლში შარდოვანას აზოტის მომატების სიმპტომი);
ქვემოთ წარმოდგენილი ეფექტები დაფიქსირდა CO-DIOVAN-ის კლინიკურ კვლევებში. არ არის დადგენილი, ეს კავშირშია წამალთან თუ სხვა მიზეზებთან:

მუცლის ტკივილი, ზედა მუცლის ტკივილი, შფოთვა, მღელვარება, სახსრების ტკივილი და გამაგრება (ართრიტი), სისუსტე (ასთენია), ზურგის ტკივილი, მკერდის ტკივილი და სიცხესთან დაკავშირებული ხველა (ბრონქიტი ან მწვავე ბრონქიტი), მკერდის ტკივილი, ფეხზე დგომისას გონების დაკარგვა, ჭამის შემდეგ კუჭის გაღიზიანება (დისპეპსია), სუნთქვის გაძნელება (ქოშინი), პირის სიმშრალე, ცხივრის სისველე (ეპისტაქსისი), ერექციის ქონის ან შენარჩუნების გაძნელება (ერექტული დისფუნქცია), დიარეასა და ღებინებასთან ერთად კუჭისა და ნაწლავების ინფექცია (გასტროენტერიტი), თავის ტკივილი, ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი), კანის მგრძნობელობის დაქვეითება (ჰიპოესთეზია), გრიპი (ინფლუენცა), უძილობა (ინსომნია), კუნთების სპაზმი, კუნთების დაზიანება, ცხვირის გაჭედვა (ცხვირის შეშუპება), გულისრევა, კისრის ტკივილი, შეშუპება, ხელების, ფეხებისა და მაჯების შეშუპება (პერიფერიული შეშუპება), შუა ყურის ანთება (შუა ოტიტი), კიდურების ტკივილი, გახშირებული გულისცემა, ყელის ტკივილი (ფარინგოლარინგილი), უჩვეულოდ გახშირებული შარდვა (პოლაკიურია), სიცხე (პირექსია), ლოყებზე/შუბლზე დაწოლის შეგრძნება (სინუსიტი), სინუსის შეშუპება, გაბრუება (ძილიანობა), აჩქარებული გულისცემა (ტაქიკარდია), ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია, წონასწორობის დაკარგვით გამოწვეული თავბრუსხვევის შეგრძება (ვერტიგო), ვირუსული ინფექციები, მხედველობის დარღვევა.

მიუხედავად იმისა, რომ არ შეიმჩნევა CO-DIOVAN-თან ერთად, ქვემოთ მოცემული შესაძლო სერიოზული არასასურველი ეფექტები დაფიქსირდა ცალკე ვალსარტანთან ან ჰიდროქლორთიაზიდის შემცველ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღებისას.

ვალსარტანი

არაგავრცელებული:

მუცლის ტკივილი;
წონასწორობის დაკარგვით გამოწვეული თავბრუსხვევის შეგრძნება (ვერტიგო).
უცნობი:

სისხლში ჰემოგლობინისა და სისხლის წითელი უჯრედების შემცირება (სერიოზული ფორმით შეიძლება ანემია გამოიწვიოს), უჩვეულო სისხლდენა ან სისხლჩაქცევა (თრომბოციტოპენია);
გამონაყარი, ქავილთან ერთად სიცხე, სახსრების ტკივილი, ლიმფური კვანძების შეშუპება და/ან გრიპის მსგავსი სიმპტომები (მათ შორის შრატის დაავადება და სხვა ჰიპერმგრძნობიარე/ალერგიული რეაქციები);
კუნთების სპაზმები, არარეგულარული გულის რითმი (მომატებული შრატის კალიუმის დონე);
ლურჯ-წითელი ლაქები, სიცხე, ქავილი (ვასკულიტი);
მომატებული ღვიძლის ფერმენტები;
გამონაყარი, ქავილი, თავბრუსხვევა, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელებასთან (ანგიონევროზული შეშუპება) ერთად ალერგიული რეაქციები;
ბუშტუკეკბი კანზე (ბულოზური დერმატიტის ნიშანი);
გამონაყარი, ჭინჭრის ციება (ქავილი);
სერიოზულად შემცირებული შარდდენა (თირკმლის უკმარისობა);
სისხლში ნატრიუმის დონის დაცემა (ჰიპონატრემია).
საკვლევ წამალთან მიზეზობრივი კავშირის მიუხედავად, შემდეგი მოვლენები დაფიქსირდა ჰიპერტენზიული პაციენტების კლინიკურ კვლევებში საკვლევ წამალთან ერთად დაკავშირებით:

ართრალგია, ასთენია, ზურგის ტკივილი, დიარეა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, ლიბიდოს დაქვეითება, გულისრევა, შეშუპება, ფარენგიტი, რინიტი, სინუსიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ვირუსული ინფექციები.

ჰიდროქლოროთიაზიდი

ძალიან გავრცელებული:

სისხლში ლიპიდის (ცხიმის) დონის მომატება (ჰიპერლიპიდემია).
გავრცელებული:

სისხლში მაგნიუმის დონის შემცირება (ჰიპომაგნიემია), სისხლში შარდმჟავას დონის მომატება (ჰიპერურიკემია);
თავბრუსხვევა, ფეხზე დგომისას გონების დაკარგვა (ორთოსტატული ჰიპოთენზია);
მადის შემცირება, მსუბუქი გულისრევა, ღებინება;
ქავილი ან სხვა ტიპის გამონაყარი (ჭინჭრის ციება);
ერექციის არქონა ან ვერშენარჩუნება (იმპოტენცია);
სისხლში კალიუმის დონის ნორმის ქვეშ შემცირება (ჰიპონატრემია).
იშვიათი:

კანზე ლურჯი ლაქები (შეიძლება იყოს თრომბოციტოპენიის, პურპურის სიმპტომი);
გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, კუჭის ტკივილის მსგავსი კუჭ-ნაწლავის დარღვევები, ხშირი შარდვა, გაუწყლოება, კუნთების სისუსტე და კანკალი (შეიძლება იყოს ჰიპერკალცემიის სიმპტომი), სისხლსა და შარდში შაქრის დონის მომატება (ჰიპერგლიცემია, გლიკოზურია);
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, დეპრესია, ჩხვლეტები ან დაბუჟება (პარესთეზია);
მხედველობის დარღვევა;
ძლიერი და მუდმივი ღებინება, დიარეა, არარეგულარული გულისცემა (შეიძლება იყოს არითმიის სიმპტომი);
დისკომფორტი მუცელში, ყაბზობა ან დიარეა;
კანის მზის შუქზე მომატებული მგრძნობელობა (ფოტოსენსიტიურობა);
თვალებისა და კანის სიყვითლე (კოლესტაზი ან სიყვითლე).
ძალიან იშვიათი:

სიცხე, ყელის ტკივილი, ხშირი ინფექცია (შეიძლება იყოს აგრანულოციტოზის სიმპტომი), სიცხე, ყელის ტკივილი ან წყლული პირში (შეიძლება იყოს ლეიკოპენიის სიმპტომი), სისუსტე, სისხლჩაქცევა და ხშირი ინფექცია (შეიძლება იყოს პანციტოპენიის, ძვლის ტვინის დეპრესიის სიმპტომი), ფერმკრთალი კანი, დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება, მუქი ფერის შარდი (შეიძლება იყოს ჰემოლიზური ანემიის სიმპტომი);
კანის გამონაყარი და/ან სუნთქვის გაძნელება (შეიძლება იყოს ჰიპერმგრძნობიარე რეაქციის სიმპტომი);
დაბნეულობა, დაღლილობა, კუნთების კანკალი და სპაზმი, გახშირებული სუნთქვა (შეიძლება იყოს ჰიპოქლორემიული ალკალოზის სიმპტომი);
მწვავე მუცლის ტკივილი (შეიძლება იყოს პანკრეატიტის სიმპტომი);
გამონაყარი, ლურჯ-წითელი ლაქები, სიცხე, ქავილი (შეიძლება იყოს ნეკროზული ვასკულიტის სიმპტომი), გამონაყარი სახეზე, სახსრების ტკივილი, სახსრების დარღვევა, სიცხე (შეიძლება იყოს სისტემური წითელი მგლურას სიმპტომი).
უცნობია:

თვალებში მაღალი წნევის გამო მხედველობის დაკარგვა ან თვალების ტკივილი (მწვავე ვიწროკუთხოვანი გლაუკომა);
გამონაყარი, კანის სიწითლე, ტუჩებზე, თვალებში ან პირში კანის აქერცვლა, სიცხე (შეიძლება იყოს ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზის, მულტიფორმული ერითემის სიმპტომები);
კუნთების სპაზმი;
სერიოზულად შემცირებული შარდვა (თირკმლის დარღვევის/უკმარისობის სიმპტომი);
სიცხე (პირექსია), სისუსტე (ასთენია).
თუ გამოგივლინდათ გვერდითი მოვლენა, რომელზეც ამ პრეპარატის მიღების ინსტრუქციების დოკუმენტში არ არის საუბარი, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების აღრიცხვა

მოხმარების ინსტრუქციაში ნახსენები ან სხვა გვერდითი მოვლენის დადგომის შემთხვევაში, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. გადატანილ გვერდით მოვლენებზე შეტყობინებით საკუთარ წვლილს შეიტანთ თქვენ მიერ მიღებული მედიკამენტის უსაფრთხოების გაზრდაში.

როგორ შეინახოთ CO-DIOVAN?
შეინახეთ CO-DIOVAN ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში.

CO-DIOVAN უნდა ინახებოდეს 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. მოარიდეთ ნესტს.

პრეპარატი მიიღეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ მიიღოთ CO-DIOVAN ფირფიტაზე ან შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ მიიღოთ CO-DIOVAN, თუ პრეპარატზე და/ან შეფუთვაზე აღმოაჩენთ დარღვევებს.

ვადაგასული ან გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ გადაყაროთ! წამალი გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს შემგროვებელ პუნქტს.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
კო-დიოვანი 80/12.5მგ#28ტ(თურქ
  • სახელი: კო-დიოვანი 80/12.5მგ#28ტ(თურქ
  • შეფუთვა: 80/12,5მგ აპკიანი ტაბლეტი №28
Aversi 7.2 ლ
კო-დიოვანი 160/12.5მგ#28ტ(თურქ
  • სახელი: კო-დიოვანი 160/12.5მგ#28ტ(თურქ
  • შეფუთვა: 160მგ+12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
Aversi 10.8 ლ
კო-დიოვანი 80/12.5მგ #14ტ
  • სახელი: კო-დიოვანი 80/12.5მგ #14ტ
Aversi 20.83 ლ
კო-დიოვანი 160/12.5მგ #14ტ
  • სახელი: კო-დიოვანი 160/12.5მგ #14ტ
Aversi 21.7 ლ
კო-დიოვანი ტაბლეტი 80მგ+12.5მგ #14
  • სახელი: კო-დიოვანი ტაბლეტი 80მგ+12.5მგ #14
  • შეფუთვა: 80მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14 (1X14)
Pharmadepot 20.83 ლ
კო-დიოვანი ტაბლეტი 160მგ+12.5მგ #14
  • სახელი: კო-დიოვანი ტაბლეტი 160მგ+12.5მგ #14
  • მწარმოებელი: Novartis Farma S.p.A. (იტალია)
  • შეფუთვა: 160მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14 (1X14)
Pharmadepot 21.69 ლ
კო-დიოვანი ტაბლეტი 160მგ+12.5მგ #28
  • სახელი: კო-დიოვანი ტაბლეტი 160მგ+12.5მგ #28
  • შეფუთვა: 160მგ+12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
Pharmadepot 10.8 ლ
კო-დიოვანი ტაბლეტი 80მგ+12.5მგ #28
  • სახელი: კო-დიოვანი ტაბლეტი 80მგ+12.5მგ #28
  • შეფუთვა: 80/12,5მგ აპკიანი ტაბლეტი №28
Pharmadepot 7.2 ლ
კო-დიოვანი ტაბლეტი 160მგ+12.5მგ #14
  • სახელი: კო-დიოვანი ტაბლეტი 160მგ+12.5მგ #14
  • მწარმოებელი: Novartis Farma S.p.A. (იტალია)
  • შეფუთვა: 160მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14 (1X14)
GPC 21.69 ლ
კო-დიოვანი ტაბლეტი 80მგ+12.5მგ #14
  • სახელი: კო-დიოვანი ტაბლეტი 80მგ+12.5მგ #14
  • მწარმოებელი: Novartis Farma S.p.A. (იტალია)
  • შეფუთვა: 80მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14 (1X14)
GPC 20.83 ლ
კო-დიოვანი ტაბლეტი 80მგ+12.5მგ #28
  • სახელი: კო-დიოვანი ტაბლეტი 80მგ+12.5მგ #28
  • მწარმოებელი: ()
  • შეფუთვა: 80/12,5მგ აპკიანი ტაბლეტი №28
GPC 7.2 ლ
Co-Diovan - კო-დიოვანი 80/12.5მგ 28 ტაბლეტი
  • სახელი: Co-Diovan - კო-დიოვანი 80/12.5მგ 28 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: ()
  • შეფუთვა: 80/12,5მგ აპკიანი ტაბლეტი №28
PSP 7.2 ლ
Codiovan - კო-დიოვანი 160/12.5მგ 28 ტაბლეტი
  • სახელი: Codiovan - კო-დიოვანი 160/12.5მგ 28 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: ()
  • შეფუთვა: 160მგ+12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
PSP 10.8 ლ
Codiovan - კო-დიოვანი 80/12.5მგ 14 ტაბლეტი
  • სახელი: Codiovan - კო-დიოვანი 80/12.5მგ 14 ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Novartis Farma S.p.A. (იტალია)
  • შეფუთვა: 80მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14 (1X14)
PSP 20.83 ლ
Codiovan - კო-დიოვანი 160/12.5მგ 14ტაბლეტი
  • სახელი: Codiovan - კო-დიოვანი 160/12.5მგ 14ტაბლეტი
  • მწარმოებელი: Novartis Farma S.p.A. (იტალია)
  • შეფუთვა: 160მგ + 12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14 (1X14)
PSP 21.7 ლ
კო-დიოვანი ტაბლეტი 160მგ+12.5მგ #28
  • სახელი: კო-დიოვანი ტაბლეტი 160მგ+12.5მგ #28
  • მწარმოებელი: ()
  • შეფუთვა: 160მგ+12,5მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
GPC 10.8 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით