ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფსიქოლეფსური საშუალებები, ბენზოდიაზეპინის წარმოებულები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
გრანდაქსინი
GRANDAXIN
საერთაშორისო დასახელება - tofisopam
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - N05BA23
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
50მგ ტაბლეტი #20
პრეპარატის აქტიური კომპონენტი:
თითო ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ტოფიზოპამს.
სხვა კომპონენტები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა,
ჟელატინი, ტალკი, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი.
ჩვენებები
• ფსიქიკური (ნევროზული) და სომატური დარღვევები, რომელსაც თან ახლავს შფოთვა,
ვეგეტატური დარღვევები, ენერგიისა და/ან მოტივაციის არარსებობა, აპათია,
დაღლილობა, გუნება-განწყობის დაქვეითება;
• მკერდის არეში ფსევდოანგინოზური ტკივილის სიმპტომური მკურნალობა;
• ალკოჰოლის მოხსნის სინდრომი: ეს პრეპარატი ხელს უწყობს ვეგეტატური სიმპტომებისა
და აგზნების კუპირებას პრედელირიოზული და დელირიოზული მდგომარეობისას.
• გრანდაქსინის გამოყენება შეიძლება იმ შემთხვეაშიც, როდესაც უკუნაჩვენებია
მიორელაქსანტების მიღება, მაგალითად, მიასთენიის, მიოპათიისა და კუნთების
ნევროგენული ატროფიის დროს.
**
მიღების წესები და დოზები**
გრანდაქსინის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ნებისმიერი საკითხის
გასარკვევად საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. ჩვეულებრივი დოზები:
1-2 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღეში (დღეღამური დოზა 50-დან 300 მგ-მდე).
არარეგულარული გამოყენებისას შეიძლება 1-2 ტაბლეტის მიღება.
მკურნალობის დაწყება შეიძლება ნებისმიერი დასაშვები დოზით. დოზის თანდათანობითი
ზრდა, ჩვეულებრივ, არ არის საჭირო, ვინაიდან პრეპარატი ადვილად ასატანია და მისი
მიღებისას, ჩვეულებრივ, არ აღინიშნება უძილობის შემცირება.
**
გვერდითი მოვლენები**
როგორც ყველა სხვა სამკურნალო პრეპარატი, გრანდაქსინმა შეიძლება გამოიწვიოს
გვერდითი ეფექტები.
ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენისას, გრანდაქსინის
ტაბლეტების მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმის კონსულტაცია ან
მიმართვა ახლომდებარე საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში:
- ტუჩების ან ხახის შეშუპება ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებით,
- კოლაფსი
ეს გვერდითი მოვლენები ძალიან მძიმეა, მაგრამ იშვიათად გვხვდება. მათი
განვითარება მიუთითებს გრანდაქსინის მიმართ ძლიერ ალერგიულ რეაქციაზე. შეიძლება
საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ამ პრეპარატს, შეიძლება ქვემოთ ჩამოთვლილი
გვერდითი მოვლენებიდან ყველა არ განვითარდეს. გრანდაქსინის მიღებისას შეიძლება
აღინიშნოს ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი: უმადობა, ყაბზობა, მეტეორიზმი,
გულისრევა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, დაძაბულობის შეგრძნება, უძილობა,
მომატებული გაღიზიანებადობა, აგზნება, გამონაყარი კანზე, ქავილი, კუნთების
დაჭიმულობა, ტკივილი კუნთებში, სუნთქვის დარღვევა.
ზოგჯერ აღინიშნება სიყვითლე, შეიძლება აღინიშნოს გონების დაბინდვა, კრუნჩხვითი
შეტევები ეპილეფსიით დაავადებულებში.
**
უკუჩვენება**
- ალერგია რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტისა ან ნებისმიერი სხვა
ბენზოდიაზეპინის მიმართ;
- სუნთქვის დეკომპენსირებული უკმარისობა ან რესპირატორული დისტრეს-სინდრომი;
- ანამნეზში ძილის დროს სუნთქვის შეწყვეტის სინდრომი;
- ანამნეზში კომატოზური მდგომარეობა
. ორსულობის პირველი სამი თვე და ლაქტაციის პერიოდი.
არსებული დაავადებისა ან დანიშნული პრეპარატების შესახებ ზუსტი ინფორმაციის
უქონლობისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
**
უსაფრთხოების ზომები**
აუცილებელია სიფრთხილე, ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადების არსებობისას:
- ქრონიკული რესპირატორული დისტრეს-სინდრომი ან ანამნეზში სუნთქვის მწვავე
უკმარისობა.
- თირკმელების და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (პრეპარატ გრანდაქსინის ეფექტი
შეიძლება გაძლიერდეს).
- სხვა ფსიქიკური დაავადება (დეპრესია, ქრონიკული ფსიქოზი, ფობიები, აკვიატებული
მდგომარეობები, პიროვნების დარღვევები). გრანდაქსინმა შეიძლება ზეგავლენა
მოახდინოს ამ დაავადებათა სიმპტომებზე.
- ეპილეფსია (პრეპარატ გრანდაქსინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვითი
შეტევები).
- დახურულკუთხოვანი გლაუკომა.
გრანდაქსინის თითო ტაბლეტი შეიცავს ლაქტოზის 92 მგ-ს. ეს უნდა იყოს
გათვალისწინებული იმ ავადმყოფთათვის, რომელთაც აქვთ ლაქტოზის აუტანლობა.
**
ორსულობა და ლაქტაცია**
ორსულობისა და ძუძუთი კვების შემთხვევაში ნებისმიერი სამკურნალო საშუალების
მიღებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
გრანდაქსინი გადის პლაცენტარულ ბარიერს. ამ პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია
ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში; ორსულ ქალებში ამ პრეპარატის
დანიშვნამდე საჭიროა მკურნალობის შესაძლო სარგებელისა და რისკის გათვალისწინება.
ძუძუთი კვება: პრეპარატი რძით გამოიყოფა. ამიტომ მისი მიღება ძუძუთი კვების დროს
არ არის რეკომენდირებული.
**
განსაკუთრებული მითითებები**
ამ პრეპარატით მკურნალობისას არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელის მიღება.
**
ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა**
მიუხედავად იმისა, რომ გრანდაქსინი არ იწვევს ძილიანობასა ან სედატიურ ეფექტს,
პაციენტები არ უნდა მართავდნენ ტრანსპორტს და არ უნდა შეასრულონ უბედური
შემთხვევების მაღალი რისკის მქონე სამუშაო, მკურნალობის პირველი კურსის
დასაწყისში მაინც. შემდგომში, ამ შეზღუდვის ხანგრძლივობა და ხარისხი
ინდივიდუალურად დგინდება თითოეული პაციენტისთვის.
**
ჭარბი დოზირება**
ჭარბი დოზირებისას, დაუყოვნებლივ საჭიროა მიმართვა უახლოეს საავადმყოფოში.
პაციენტმა თან უნდა იქონიოს ეს ინსტრუქცია და დარჩენილი ტაბლეტები ექიმის
ინფორმირებისათვის.
ჭარბი დოზირების სიმპტომები:
ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციათა დათრგუნვის სიმპტომები ვლინდება მხოლოდ
მაღალი დოზების მიღების შემდეგ (50 – 120 მგ/კგ სხეულის წონაზე). ასეთმა დოზებმა
შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, გონების დაბინდვა, კომა, სუნთქვის დათრგუნვა და/ან
ეპილეფსიური შეტევები.
მკურნალობა: ცნს-ის ფუნქციების გამოხატული დათრგუნვისას არ არის რეკომენდირებული
ღებინების გამოწვევა. თუმცა შეიძლება კუჭის ამორეცხვა. აქტივირებული ნახშირის
მიღება ხელს უწყობს პრეპარატის შეწოვის შემცირებას. ანტაგონისტის სახით შეიძლება
ფლუმაზენილის (ანექსატის) შეყვანა, თუმცა იგი არ უნდა იქნას გამოყენებული
პაციენტებში, რომლებიც იღებენ ტოფიზოპამს ან ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს.
ასევე, არ არის სასურველი მისი გამოყენება ბენზოდიაზეპინებისა ან ფლუმაზენილის
მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში, ან ანამნეზში ეპილეფსიის არსებობისას.
საჭიროა ძირითადი ფიზიოლოგიური პარამეტრების მუდმივი მონიტორირება და შესაბამისი
სიმპტომური მკურნალობის ჩატარება. სუნთქვის დათრგუნვისას ფლუმაზელენის
შეყვანასთან ერთად შეიძლება დამხმარე სუნთქვის განხორციელება. ცნს-ის
სტიმულატორების შეყვანა არ არის რეკომენდირებული.
ჰიპოტენზია ყველაზე კარგად აღმოიფხვრება სითხეების ი/ვ შეყვანით და პაციენტის
მოთავსებით ტრენდელენბურგის მდგომარეობაში. თუ ამ ზომებით არ აღდგა ნორმალური
არტერიული წნევა, შეიძლება დოფამინის ან ნორადრენალინის გამოყენება. დიალიზი და
ფორსირებული დიურეზი უსარგებლოა.
**
გრანდაქსინის ტაბლეტის მიღების დავიწყების შემთხვევაში**
არ უნდა იქნას მიღებული ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზების ასანაზღაურებლად.
ექიმი განსაზღვრავს პრეპარატ გრანდაქსინით მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას.
ექიმის მითითებები აუცილებლად უნდა შესრულდეს.
**
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება**
დაუშვებელია გრანდაქსინის® მიღება შემდეგ პრეპარატებთან ერთად: პრეპარატები,
რომლებიც თრგუნავს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციებს (ანალგეტიკები, ზოგადი
ანესთეზიის საშუალებები, ანტიდეპრესანტები, H1- ანტიჰისტამინური პრეპარატები,
სედატიურ-საძილე, ანტიფსიქოზური), ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორები (ალკოჰოლი,
ნიკოტინი, ბარბიტურატები, ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები), სოკოს
საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი (კეტოკონაზოლი, ინტრაკონაზოლი), ზოგიერთი
ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი (კლონიდინი, კალციუმის არხის ანტაგონისტები),
დიგოქსინი, ვარფარინი, ანტაციდური და პერორალური კონტრაცეპტიული საშუალებები.
**
შენახვის პირობები და ვადები**
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15-25ºC. ბავშვებისათვის მიუწვდომელ
ადგილას!
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. პრეპარატი არ გამოიყენება
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
**
აფთიაქში გაცემის წესი**
რეცეპტით. (II ჯგუფი)
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი
უნგრეთი
მოქმედი ნივთიერება: ტოფიზოპამი
ჩვენება: გამოიყენება ფსიქიური(ნევროზული) და ისეთი დაავადებების სამკურნალოდ,
რომლებიც ხასიათდება შფოთვით, დაძაბულობით, ნერვული სისტემის დარღვევით. ამასთან
გრანდაქსინს არ გააჩნია ისეთი ეფექტი, რომელიც ასუსტებს კუნთებს.
უკუჩვენება: პრეპარატის მიმართ ალერგიის შემთხვევაში; სუნთქვის უკმარისობა;
ორსულობის და ლაქტაციის შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია. არ შეიძლება
ალკოჰოლის მიღება გრანდაქსინით მკურნალობისას. მკურნალობის დასაწყისში აკრძალულია
ავტონმანქანის მართვა. ასევე საჭიროა ექიმის კონსულტაცია, თუ პაციენტს აქვს
შაქრიანი დიაბეტი(ლაქტულიზის შემცველობის გამო).
დოზირება: ჩვეულებრივი დოზა მოზრდილთათვის არის 1-2 ტაბ. 1-3ჯერ დღეში.
გვერდითი ეფექტები: აპეტიტის დაკარგვა; ყაბზობა; გაღიზიანება; გულისრევა.
შენახვა: არ საჭიროებს განსაკუთრებულ პირობებს.
მწარმოებელი: ეგის ფარმაციუტიკალსი, უნგრეთი
მოქმედი ნივთიერება: ტოფიზოპამი
ჩვენება: გამოიყენება ფსიქიური(ნევროზული) და ისეთი დაავადებების სამკურნალოდ,
რომლებიც ხასიათდება შფოთვით, დაძაბულობით, ნერვული სისტემის დარღვევით. ამასთან
გრანდაქსინს არ გააჩნია ისეთი ეფექტი, რომელიც ასუსტებს კუნთებს.
უკუჩვენება: პრეპარატის მიმართ ალერგიის შემთხვევაში; სუნთქვის უკმარისობა;
ორსულობის და ლაქტაციის შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია. არ შეიძლება
ალკოჰოლის მიღება გრანდაქსინით მკურნალობისას. მკურნალობის დასაწყისში აკრძალულია
ავტონმანქანის მართვა. ასევე საჭიროა ექიმის კონსულტაცია, თუ პაციენტს აქვს
შაქრიანი დიაბეტი(ლაქტულიზის შემცველობის გამო).
დოზირება: ჩვეულებრივი დოზა მოზრდილთათვის არის 1-2 ტაბ. 1-3ჯერ დღეში.
გვერდითი ეფექტები: აპეტიტის დაკარგვა; ყაბზობა; გაღიზიანება; გულისრევა.
შენახვა: არ საჭიროებს განსაკუთრებულ პირობებს.
მწარმოებელი: ეგის ფარმაციუტიკალსი, უნგრეთი
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა