ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიეპილეფსიური საშუალებები, ანტიეპილეფსიური სხვა საშუალებები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
გამოყენების ინსტრუქცია
ბენვიდა 100 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
პერორალური გამოყენებისთვის
• აქტიური ნივთიერება: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ
ლაკოზამიდს.
• დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა
(მცირედად შეცვლილი), კოლოიდური უწყლო კაჟბადი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის
სტეარატი. ტაბლეტის გარსი: ოპადრი II 85F38040 (პოლივინილის ალკოჰოლი,
პოლიეთილენგლიკოლი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი ყვითელი
(E172)).
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის
პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს
•საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის
აუცილებლობა.
• დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ
ექიმს ან ფარმაცევტს.
• ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი.
• მოხმარებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა.
• კლინიკაში ვიზიტისას ან ექიმთან კონსულტაციისას, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს
ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ.
• პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ინსტრუქციაში მოცემული წესით. დაუშვებელია
რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზის გამოყენება.
ინსტრუქციაში მოცემულია:
1. რას წარმოადგენს ბენვიდა და რისთვის გამოიყენება იგი
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ბენვიდას გამოყენებამდე
3. ბენვიდას მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. ბენვიდას შენახვის წესი
სათაურები მოცემულია.
1. რას წარმოადგენს ბენვიდა და რისთვის გამოიყენება იგი
• ბენვიდა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ლაკოზამიდს და გამოიყენება
ეპილეფსიის სამკურნალოდ.
• ბენვიდა გამოდის მუქი ყვითელი, ოვალიური, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების
სახით, რომელთა ცალ მხარეს ამოტვიფრულია “შP”, ხოლო მეორე მხარეს – “100”.
• შეფუთულია ფირფიტებში, თითოეულ ფირფიტაში 56 ცალი აპკლიანი გარსით დაფარული
ტაბლეტი.
• ბენვიდა გამოიყენება ეპილეფსიი გარკვეული ფორმების (იხ. ქვემოთ) სამკურნალოდ 16
წლის ასაკიდან, დამოუკიდებლად ან სხვა ანტიეპილეფსიურ პრეპარატებთან
კომბინაციაში.
• ეპილეფსია წარმოადგენს მდგომარეობას, როდესაც პაციენტს უვითარდება რეკურენტული
გულყრები.
• ბენვიდა, დამოუკიდებლად ან სხვა ანტიეპილეფსიურ პრეპარატებთან კომბინაციაში,
გამოიყენება 16 წლის ასაკიდან, პარციალური გულყრების მქონე პაციენტებში მეორადი
გენერალიზაციით ან მის გარეშე (აღნიშნული ტიპის გულყრა იწყება თავის ტვინის ცალ
მხარეს თუმცა, შემდგომში შესაძლოა გავრცელდეს ფართოდ და მოიცვას თავის ტვინის
ორივე მხარე).
2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ბენვიდას გამოყენებამდე
ბენვიდა არ გამოიყენება:
• თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) ლაკოზამიდის ან პრეპარატში
შემავალი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ
ექიმს თუ არ არის დარწმუნებული არის თუ არა ალერგიული პრეპარატის რომელიმე
კომპონენტის მიმართ;
• თუ პაციენტს აქვს გულის რითმის გარკვეული ტიპის დარღვევა – პირველი ან მეორე
ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა;
პაციენტმა არ უნდა მიიღოს ბენვიდა თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას. ნებისმიერი გაურკვეველი საკითხის არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შემდეგ შემთხვევებში, ბენვიდა გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით:
• პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს თუ უჩდება აზრები
თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების შესახებ. პაციენტთა მცირე რაოდენობას, ბენვიდას
მსგავსი ანტიეპილეფსიური პრეპარატებით მკურნალობისას, განუვითარდა აზრები
თვითმკვლელობისა და თვითდაზიანების შესახებ. ოდესმე მსგავსი შინაარსის აზრების
გაჩენის შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
• თუ პაციენტს აქვს გულის ელექტროგამტარობის დარღვევა (მაგ. ატრიოვენტრიკულური
ბლოკადა, წინაგულთა ფიბრილაცია და თრთოლვა); თუ პაციენტს აქვს გულის ისეთი მძიმე
დაავადება, როგორიცაა გულის უკმარისობა ან გადატანილი აქვს გულის ინფარქტი;
ატრიოვენტრიკულური ბლოკადის ნიშნებია: შენელებული ან არარეგულარული გულისცემა,
თავბრუსხვევა და გულისწასვლა. წინაგულთა ფიბრილაცია და თრთოლვა შესაძლოა
გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით და ნიშნებით: პალპიტაციები, აჩქარებული ან
არარეგულარული გულისცემა, ქოშინი.
• ბენვიდამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, რა დროსაც, იზრდება უეცარი დაზაინების
და დავარდნის რისკი. ამრიგად, პრეპარატის ნებისმიერი გვერდითი მოვლენის
შეგუებამდე საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე.
• ვინაიდან გულის დაავადებების რისკი შედარებით მაღალია ხანდაზმული ასაკის
პაციენტებში, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ მას აქვს გულის პრობლემები ან
ღებულობს პრეპარატს, რომელმაც შესაძლოა შეანელოს გულისცემის სიხშირე.
პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ მოცემულიდან რომელიმე ეხება მას ან ეხებოდა წარსულში.
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს თუ ბენვიდათი მკურნალობის პერიოდში ვითარდება შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე: პულსის ცვლილებები (მაგ. შენელებული, აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა, პალპიტაციები), ქოშინი, გულისწასვლის შეგრძნება, გულისწასვლა (იხ. მე-4 პუნქტი).
ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან
ბენვიდას მიღება დასაშვებია როგორც საკვებთან ერთად ასევე მის გარეშე. ვინაიდან ბენვიდამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა და თავბრუსხვევა, პრეპარატით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მიღება რეკომენდებული არ არის. ალკოჰოლმა შესაძლოა გააძლიეროს აღნიშნული მოვლენები.
ორსულობა
პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან. ვინაიდან ბენვიდას გავლენა ორსულზე და ნაყოფზე დადგენილი არ არის, პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში. პაციენტმა პრეპარატის მიღებამდე უნდა მიმართოს ექიმს თუ ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად ან აპირებს დაორსულებას. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს შესაძლებელია თუ არა ბენვიდას მიღება.
პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს თუ ბენვიდათი მკურნალობის პერიოდში შეიტყობს, რომ არის ორსულად.
ლაქტაცია
პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ვინაიდან უცნობია აღწევს თუ არა ბენვიდა დედის რძეში, პრეპარატი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს თუ იგი ძუძუთი კვებავს ბავშვს. მკურნალი ექიმი გადაწყვეტს შესაძლებელია თუ არა ბენვიდას მიღება.
კვლევები აჩვენებს თანდაყოლილი დეფექტების მომატებულ რისკს ბავშვებში, რომელთა დედებსაც, ორსულობის პერიოდში ეძლეოდათ ანტიეპილეფსიური პრეპარატები. მეორე მხრივ, ანტიეპილეფსიური მკურნალობა არ უნდა შეწყდეს, რადგან, დაავადების გაუარესება საზიანოა როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა
ბენვიდამ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან მხედველობის დაბინდვა. აღნიშნულმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. პაციენტმა არ უნდა მართოს ავტომობილი და სხვა მექანიმზები სანამ არ დარწმუნდება თუ რა გავლენას ახდენს მასზე ბენვიდა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ლატიქსას ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
პრეპარატი არ შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს, რომლებიც საჭიროებენ სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს იმ პრეპარატების შესახებ,
რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პრეპარატებს, რომლებიც მოქმედებენ გულის
მუშაობაზე (ვინაიდან ბენვიდამ ასევე შესაძლოა იქონიოს გავლენა გულზე):
• პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ;
• პრეპარატები, როგორიცაა კარბამაზეპინი, ლამოტრიჯინი, პრეგაბალინი (გამოიყენება
ეპილეფსიის სამკურნალოდ). აღნიშნულმა პრეპარატებმა შესაძლოა გამოიწვიონ პათ.
ცვლილებები ეკგ-ზე (Pღ-ინტერვალის გახანგრძლივება);
• პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის გარკვეული ტიპის დარღვევების
და გულის უკმარისობის სამკურნალოდ.
პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან თუ არ აქვს სრული ინფორმაცია ზემოთ მოცემული პრეპარატების თვისებებზე.
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მკურნალ ექიმს შემდეგი პრეპარატების გამოყენების შესახებ, რადგან, მათ შესაძლოა გააძლიერონ ან შეასუსტონ ბენვიდას მოქმედება:
• ფლუკონაზოლი, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი (გამოიყენება სოკოვანი ინფექციების
სამკურნალოდ);
• რიტონავირი (გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ);
• კლარითრომიცინი ან რიფამპიცინი (გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების
სამკურნალოდ);
• კრაზანა (მცენარეული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მსუბუქი ან საშუალო
ხარისხის შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ).
პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს ან ფარმაცევტს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს ან იღებდა უახლოეს წარსულში, მათ შორის რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.
3. ბენვიდას მიღების წესი
სწორი გამოყენების და დოზირების ინსტრუქციები:
პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით. ნებისმიერ გაურკვეველ საკითხზე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ჩვეულებრივ, მკურნალობა დაიწყება დაბალი დოზით. დოზის ზრდა მოხდება თანდათან,
რამდენიმე კვირის განმავლობაში, პაციენტისთვის ოპტიმალური დოზის მიღწევამდე
(შემანარჩუნებელი დოზა). შემანარჩუნებელი დოზის მიღწევის შემდეგ ყოველდღიურად
გამოყენებულ იქნება ერთნაირი დოზები.
ბენვიდა მიიღება დღეში ორჯერ, დღის ერთსა და იმავე დროს, ერთხელ დილით, ერთხელ
საღამოს. ბენვიდათი მკურნალობა გრძელდება ხანგრძლივად. მკურნალობა არ უნდა
შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად.
თირკმელებთან ან ღვიძლთან ასოცირებული პრობლემების არსებობის შემთხვევაში,
მკურნალმა ექიმმა შესაძლოა დანიშნოს განსხვავებული დოზა.
მონოთერაპია (მკურნალობა მხოლოდ ბენვიდათი):
რეკომენდებულ საწყის დოზას შეადგენს 50 მგ ბენვიდა ორჯერ დღეში. მკურნალობა ასევე შესაძლოა დაიწყოს 100 მგ-ით ორჯერ დღეში. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა 100 მგ-ით კვირაში, შემანარჩუნებელი დოზის (100 – 300 მგ ორჯერ დღეში) მიღწევამდე (საერთო დოზა: 200 – 600 მგ/დღეში).
დამხმარე თერაპია (სხვა ანტიეპილეფსიურ პრეპარატებთან კომბინაციაში):
საწყის დოზას შეადგენს 100 მგ ბენვიდა დღეში (ნახევარი (50 მგ) დილით, ნახევარი (50 მგ) საღამოს). მკურნალმა ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა ყოველკვირეულად, შემანარჩუნებელი დოზის (100 – 200 მგ ორჯერ დღეში) მიღწევამდე (საერთო დოზა: 200 – 400 მგ/დღეში). ექიმმა შესაძლოა დაიწყოს მკურნალობა ერთჯერადი “დარტყმითი” დოზით (200 მგ), რის შემდეგაც, მკურნალობა გაგრძელდება შემანარჩუნებელი დოზით, 12 სთ-ში.
მიღების გზა და მიღების მეთოდი:
ბენვიდა მიიღება მხოლოდ პერორალური გზით. დაუშვებელია ტაბლეტების დანაწევრება. ტაბლეტები მიიღება ყოველდღიურად, დღის ერთსა და იმავე დროს. ტაბლეტები მიიღება წყალთან ერთად, საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
ბენვიდას გამოყენება არ არის რეკომენდებული 16 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
ხანში შესული პაციენტები:
ხანში შესულ პაციენტებში თირკმელების დაქვეითებული ფუნქციით ბენვიდას დოზის კორექცია მოხდება საჭიროებისამებრ, მკურნალი ექიმის მიერ.
გამოყენება განსაკუთრებული მდგომარეობების დროს:
თირკმელების უკმარისობა:
პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ მას აქვს თირკმელების უკმარისობა. დოზის კორექცია მოხდება თირკმელების ფუნქციის შესაბამისად, მკურნალი ექიმის მიერ.
ღვიძლის უკმარისობა:
პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ მას აქვს ღვიძლის საშუალო ან მსუბუქი ხარისხის დაზიანება. თუ პაციენტს ასევე აქვს თირკმელების დაზიანება, ბენვიდას დოზის ტიტრაცია უნდა მოხდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, აღნიშნული თანმხლები მდგომარეობების გათვალისწინებით.
ბენვიდათი მკურნალობა ხანგრძლივია. ბენვიდათი მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად.
პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ფიქრობს, რომ ლატიქსას მოქმედება არასათანადოდ სუსტი ან ზედმეტად ძლიერია.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლოა განვითარდეს თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, გულყრები ან გართულებები გულის მხრივ, მათ შორის შენელებული, აჩქარებული ან არარეგულარული გულისცემა, კომა ან არტერიული წნევის ვარდნა, რასაც თან ახლავს აჩქარებული გულისცემა და ოფლიანობა. პაციენტმა არ უნდა ცადოს ავტომობილის მართვა.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში:
რამდენიმე საათით დაგვიანების შემთხვევაში, დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველივე შესაძლებლობისას. დაგვიანებული დოზის მიღება აღარ უნდა მოხდეს თუ ახლოვდება შემდეგი დოზის მიღების დრო (თუ შემდეგ დოზამდე დარჩენილია < 6 სთ). აღნიშნულ შემთხვევაში, მომდევნო დოზის მიღება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს და მკურნალობა გაგრძელდეს გეგმის მიხედვით. გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება დაუშვებელია.
მკურნალობის შეწყვეტასთან ასოცირებული შესაძლო გვერდითი მოვლენები:
• მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში,
სიმპტომები შესაძლოა ხელახლა განვითარდეს ან გაუარესდეს.
• საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობას შეწყვეტს ექიმი. პრეპარატის მოხსნა
მოხდება დოზის თანდათან კლებით, რა შემთხვევაშიც, პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს
ექიმის მიერ მიცემული ინსტრუქციები.
• პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის
შემთხვევაში, პაციენტმა კონსულაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან ან
ფარმაცევტთან.
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ბენვიდამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები
პაციენტებში, რომლებიც მგრძნობიარენი არიან პრეპარატში შემავალი ნივთიერებების
მიმართ.
დარტყმითი დოზის გამოყენების შემთხვევაში, ნერვული სისტემის მხრივი გვერდითი
მოვლენები (მაგ. თავბრუსხვევა) შესაძლოა განვითარდეს შედარებით ხშირად.
შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ავოდარტის მიღება და მიმართოს ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
• საშიში ალერგიული რეაქციები, რასაც თან ახლავს სახის, კისრის, ხელების, ფეხების
ან სახსრების შეშუპება.
• ძლიერი ალერგიული რეაქციები (DღEშშ სინდრომი) [გამონაყარი და სიწითლე კანზე,
სახის შეშუპება, ჰემატოლოგიური დარღვევები, ლიმფური კვანძების გადიდება, ღვიძლის
ფერმენტების მომატება და ეოზინოფილების რაოდენობის მომატება და სხვა მოვლენები]
• კანის, პირის ღრუს, თვალების და სასქესო ორგანოების დაწყლულება (სტივენს-
ჯონსონის სინდრომი) და კანის აშრევება (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი – საშიში
მდგომარეობა, რომელიც აზიანებს სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტს).
ზემოთ მოცემული თითოეული გვერდითი მოვლენა ძალიან საშიში ხასიათისაა. მათგან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
გვერდითი მოვლენები მოცემულია განვითარების სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში
ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ
შემთხვევაში
ნაკლებად ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან
1-ზე მეტ შემთხვევაში
იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ და 10 000-დან 1-ზე
მეტ შემთხვევაში
ძალიან იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან 1-ზე ნაკლებ
შემთხვევაში
უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება
ძალიან ხშირი:
• თავის ტკივილი;
• თავბრუსხვევა ან გულისრევა;
• მხედველობის გაორება.
ხშირი:
• ბალანსის პრობლემები;
• ტრემორი;
• ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია) ან კუნთების სპაზმები;
• ხშირი დაცემა და ხშირი სისხლჩაქცევები;
• მეხსიერების პრობლემები;
• აზრის დალაგების და შესაბამისი სიტყვების მოძებნის გაძნელება;
• კონფუზია;
• სწრაფი და არაკონტროლირებადი თვალის მოძრაობები (ნისტაგმი);
• მხედველობის დაბინდვა;
• თავბრუსხვევა (ვერტიგო);
• სიმთვრალის შეგრძნება;
• ღებინება;
• პირის სიმშრალე;
• ყაბზობა;
• მოუნელებლობა;
• ჭარბი აირები მუცელში და ნაწლავებში;
• ფაღარათი;
• მგრძნობელობის დაქვეითება ან ტაქტილური შეგრძნებების შესუსტება;
• სიტვების წარმოთქმის გაძნელება;
• ყურადღების გაფანტვა;
• ზუილის, ჟღარუნის, წკრიალის ან სტვენის შეგრძნება ყურებში;
• გაღიზიანებადობა;
• ძილის გაძნელება;
• დეპრესია;
• ძილიანობა;
• დაღლილობა და სისუსტე (ასთენია);
• ქავილი;
• გამონაყარი.
ნაკლებად ხშირი:
• გაიშვიათებული გულისცემა, პალპიტაციები, არარეგულარული პულსი ან სხვა
ცვლილებები გულის ელექტროგამტარებლობის მხრივ;
• უკიდურესად ცუდი თვითშეგრძნება;
• არარსებულის მოსმენა ან დანახვა;
• ალერგიული რეაქციები წამლის მიმართ;
• გამონაყარი (ჭინჭრის ციება);
• პათ. ცვლილებები ღვიძლის ფუნქციური სინჯების მხრივ, ღვიძლისმიერი დარღვევები;
• ფიქრები თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის შესახებ, თვითმკვლელობის მცდელობა:
აღნიშნულ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის დაუყოვნებელი კონსულტაცია;
• სიბრაზის ან ძლიერი მოუსვნერობის შეგრძნება (აჟიტირება);
• უჩვეულო აზრები ან რეალობის შეგრძნების დაკარგვა;
• გულის წასვლა;
• კოორდინირებული მოძრაობების გაძნელება ან სიარულის გაძნელება.
უცნობი სიხშირის:
• უჩვეულოდ სწრაფი პულსი (პარკუჭოვანი ტაქიკარდია);
• ხახის შეშუპება, მაღალი ცხელება ან ინფექციებისადმი მიდრეკილება. სისხლის თეთრი
უჯრედების გარკვეული ტიპის რაოდენობის მკვეთრი დაქვეითება (აგრანულოციტოზი);
• გულყრები;
• კანის, პირის ღრუს, თვალების და სასქესო ორგანოების დაწყლულება (სტივენს-
ჯონსონის სინდრომი) და კანის აშრევება (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი – საშიში
მდგომარეობა, რომელიც აზიანებს სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტს).
აღნიშნული გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ისეთი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, პაციენტმა უნდა აცნობოს
მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს
ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.
5. ბენვიდას შენახვის წესი
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, თავისივე კოლოფში.
ინახება ოთახის (არაუმეტეს 25ჩ) ტემპერატურაზე.
გამოიყენება შენახვის ვადის შესაბამისად.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე. იგულისხმება მითითებული თვის ბოლო დღე.
არ გამოიყენება თუ შეიმჩნევა პროდუქტის და/ან კოლოფის დაზიანების ნიშნები.
დაუშვებელია გამოუყენებელი ან ვადაგასული პრეპარატის გადაგდება! ნარჩენები უნდა ჩაბარდეს გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ გამოყოფილ სპეციალურ პუნქტში
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით
წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა