ლიზობაქტი კომპლეტი სპრეი - Lysobact COMPLETE Spray
ლიზობაქტი კომპლეტი სპრეი - Lysobact COMPLETE Spray

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ყელის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ანტისეპტიკური საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - Lysozyme+Cetylpiridonium+Lidocaine
სამედიცინო პროდუქტის სავაჭრო დასახელება: ლიზობაქტი კომპლეტი, სპრეი
საერთაშორისო ან ჯგუფის დასახელება: ლიზოციმის ჰიდროქლორიდი + ცეტილპირიდინიუმ ქლორიდი + ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი.
ფარმაცევტული ფორმა: სპრეი ადგილობრივი გამოყენებისთვის.

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა: 1 მლ სპრეი ადგილობრივი გამოყენებისთვის შეიცავს:
აქტიური ინგრედიენტები:
ლიზოციმის ჰიდროქლორიდი - 20.0 მგ (შეესაბამება 800,000 FIP-ის [საერთაშორისო ფარმაცევტული ფედერაცია ერთეულები])
ცეტილპირიდინიუმის ქლორიდი - 1.50 მგ
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი - 0.50 მგ
დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი 85%, პროპილენ გლიკოლი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი, პიტნის არომატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, წყალი.

შესახედაობა: უფერო ან ღია მოყვითალო შეფერილობის ხსნარი პიტნის არომატით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკები.
თერაპიული ჩვენებები
პირის ღრუს და ხახის ინფექციური და ანთებითი დაავადებები:
• პირის ღრუს და ყელის ლორწოვანის მწვავე ანთებითი დაავადებების ადგილობრივი მკურნალობა, როგორიცაა გინგივიტი (ღრძილების დააავადება), სტომატიტი (პირის ღრუს ლორწოვანი გარსების ანთება) და აფთები (პირის ლორწოვანზე მცირე ზომის წყლულების არსებობა).
• ყელის ტკივილის და ყლაპვის გაძნელების, ხახის და ხორხის ანთების დროს კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.
• ტონზილექტომიის, ხორხზე ქირურგიული ჩარევის, წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ტრავმის და აბსცესის დროს და კბილის ამოღების შემდეგ ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ქათმის კვერცხის ცილის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
6 წლამდე ასაკის ბავშვები.
მიღების წესი და დოზირება
რეკომენდირებულია რომ ფლაკონი გამოიყენოს მხოლოდ ერთმა პაციენტმა.
პირველადი გამოყენების წინ პლასტიკური დამცავი უნდა მოიხსნას დოზატორისგან.
ამის შემდეგ დისპენსერი უნდა დაუმაგრდეს დოზატორს მსუბუქი ზეწოლით.
დისპენსერის გადაადგილება შეიძლება გვერდით, რომელიც იძლევა სპრეის ადექვატური გადანაწილების საშუალებას მთელ პირის ღრუს ლორწოვანზე.
დისპენსერი უნდა აიწიოს ფლაკონის მიმართ სწორი კუთხით.
პირველად სპრეის გამოყენებამდე საჭიროა გამააქტივებელზე რამოდენიმეჯერ ზეწოლა, რათა მოხდეს გამოფრქვეული სითხის ერთ დონეზე შენარჩუნება.
პაციენტმა პირი უნდა გააღოს ფართედ, მიმართოს დისპენსერი დაზიანებული ადგილის მიმართულებით და დააჭიროს რამდენჯერმე გამააქტივებელს რეკომენდირებული დოზის შესაბამისად.
პაციენტმა უნდა შეძლოს სუნთქვის შეკავება პროდუქტის შესხურების პერიოდში. არ უნდა მოხდეს პროდუქტის გადაყლაპვა.
პროდუქტის გამოყენების შემდეგ უნდა მოხდეს დისპენსერის დახრა, რაც შედეგად იწვევს მის დაბლოკვა რომ არ მოხდეს გაფრქვევა.
დოზირება
მოზრდილები და 6 წლის ასაკიდან ბავშვები
ერთჯერადი დოზის მისაღწევად უნდა მოხდეს აქტივატორზე ხუთჯერ ზეწოლა. პროცედურა შეიძლება განმეორდეს 3-6-ჯერ დღეში სულ მცირე 2 საათიანი ინტერვალებით.
ერთჯერადი აქტივაციის შედეგად გამოთავისუფლდება 0.20 მლ ხსნარი, რომელიც შეიცავს 4 მგ ლიზოციმს, 0.3 მგ ცეტილპირიდინიუმს და 0.1 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს.

ბავშვები 6 წლამდე: ლიზობაქტი კომპლეტი სპრეი არ არის 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად.
გამოყენების ხანგრძლივობა
თერაპიული ჩვენებებიდან გამომდინარე 5 დღეზე მეტი ხანგრძლივობით გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ლიზობაქტი ქომფლით სპრეი® (20 + 1.5 + 0.5) მგ/მლ

ორომუკოზური სპრეი, ხსნარი

ლისოზიმი/ცეტილპირიდინი/ლიდოკაინი

საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას!

პროდუქტი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე. ამიტომ საჭიროა ინსტრუქციაში მოცემული რეკომენდაციების დაცვა ამ პროდუქტით მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღწევად.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

ინსტრუქციაში მოცემულია:

1. რას წარმოადგენს ლიზობაქტი ქომფლით სპრეი® და მისი გამოყენება

2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლიზობაქტი ქომფლით სპრეის ® გამოყენებამდე;

3. ლიზობაქტი ქომფლით სპრეის® გამოყენების წესი;

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები;

5. ლიზობაქტი ქომფლით სპრეის® შენახვის წესი;

6. დამატებითი ინფორმაცია.

1. რას წარმოადგენს ლიზობაქტი ქომფლით სპრეი® და მისი გამოყენება

ლიზობაქტი ქომფლით სპრეი® შეიცავს სამ აქტიურ ნივთიერებას: ლისოზიმის ჰიდროქლორიდს, ცეტილპირიდინის ქლორიდსა და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს.

ის მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომლებიც მოქმედებენ სასუნთქ სისტემაზე – ყელის დაავადებების სამკურნალო პრეპარატებს.

ლიზობაქტი ქომფლით სპრეი® გამოიყენება:

· პირის ღრუსა და ხახის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებითი დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისათვის, როგორიცაა: გინგივიტი (ღრძილების დაავადება), სტომატიტი (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება) და აფთოზური წყლულები (პატარა ზომის წყლულები პირის ღრუს ლორწოვან გარსზე);

· ადიუვანტური ადგილობრივი მკურნალობა ხორხისა და ხახის ტკივილის, გაღიზიანებისა და ანთების დროს;

· ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე, ქირურგიულ ოპერაციამდე და მის შემდეგ (ტონზილებზე, ხორხზე) და ტრავმის ან აბსცესის შემთხვევაში, ასევე, კბილის ექსტრაქციის შემდეგ.

2. რა უნდა იცოდეს პაციენტმა ლიზობაქტი ქომფლით სპრეის® გამოყენებამდე

ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ნებისმიერ სხვა მედიკამენტს, აღენიშნება ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, მეტაბოლიზმის დარღვევა, ჰიპერმგრძნობიარეა მედიკამენტების მიმართ ან ჰქონდა ალერგიული რეაქციები ზოგიერთი მათგანის მიმართ.

დაუშვებელია ლიზობაქტი ქომფლით სპრეის® გამოყენება

· თუ პაციენტი ალერგიულია ლისოზიმის ჰიდროქლორიდის, ცეტილპირიდინის ქლორიდის, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის, ასევე ამიდის ტიპის სხვა საანესთეზიო საშუალებების ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

· თუ პაციენტი ჰიპერმგრძნობიარეა კვერცხის ცილის მიმართ;

· თუ პაციენტი 6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვია.

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

სიფრთხილის ზომები ლიზობაქტი ქომფლით სპრეის® გამოყენებისას

ლიზობაქტი ქომფლით სპრეის® გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, რათა მოიხსნას ტკივილი და გაღიზიანება.

ლიზობაქტი ქომფლით სპრეი® არ არის განკუთვნილი ხანგრძლივი, განმეორებითი და უწყვეტი გამოყენებისათვის.

თუ 5 დღის განმავლობაში არ აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება და/ან ვითარდება სიმპტომები (სხეულის მაღალი ტემპერატურა, ჩირქიანი ნახველი, ყლაპვის გაძნელება), საჭიროა ექიმთან მიმართვა.

თუ პაციენტს როდესმე აღენიშნებოდა ალერგიული რეაქციები, არ უნდა გამოიყენოს ლიზობაქტი ქომფლით სპრეი®.

ლიზობაქტი ქომფლით სპრეის® გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ძლიერი მწვავე ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, როგორიცაა ჭინჭრის ციება, სახისა და ენის თანდათნობითი შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), რომელიც ასევე მოიცავს სასუნთქ გზებს, სასუნთქი გზების შევიწროება, სისხლის მიმოქცევის გართულებები და ანაფილაქსიური შოკი.

გარდა ამისა, აღინიშნა კანისა და ლორწოვანი გარსის მძიმე რეაქციების იზოლირებული შემთხვევები. ზოგიერთი ასეთი მძიმე რეაქცია შეიძლება სიცოცხლისათვის სახიფათო იყოს. იმ შემთხვევაში თუ ვითარდება ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციის სიმტომები, აუცილებელია მედიკამენტის გამოყენების შეწყვეტა.

თუ პაციენტს ან მის რომელიმე ნათესავს აღენიშნებოდა პორფირია (სისხლის პიგმენტის იშვიათი პათოლოგია), ლიზობაქტი ქომფლით სპრეის® გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ სასიცოცხლო და გადაუდებელ შემთხვევებში სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების გამოყენებით.

თუ პაციენტს აღენიშნება ყლაპვის გაძნელება, დაუშვებელია ამ მედიკამენტის გამოყენება და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ამ მედიკამენტის გამოყენებისას, ხსნარი არ უნდა მოხვდეს თვალებში. შემთხვევით მოხვედრისას საჭიროა თვალების ჩამობანა სუფთა წყლით ან თვალების გამწმენდი სითხით და თვალი ღია უნდა იყოს არაუმცირეს 15 წუთის განმავლობაში.

**სხვა მედიკამენტების გამოყენება ლიზობაქტი ქომფლით სპრეისთან® ერთად **

პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ეს ინფორმაცია ეხება არა მარტო იმ მედიკამენტებს, რომლებსაც პაციენტი აღარ იღებს, ასევე, იმ მედიკამენტებს, რომელთა მიღებასაც გეგმავს მომავალში. მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უახლოეს წარსულში იღებდა ნებისმიერ მედიკამენტს, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩათვლით.

საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს:

· ბეტა-ბლოკატორები ან გულის დაავადებებისათვის განკუთვნილი სხვა მედიკამენტები (მაგ.: პროპრანოლოლი, მექსილეთინი);

· კუჭის წყლულის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ.: ციმეტიდინი);

· დიურეტიკები, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმიდან ჭარბის სითხის გამოდევნას შარდვის გზით;

· ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ.: ფენიტოინი ან სხვა ბარბიტურატები).

ლიზობაქტი ქომფლით სპრეის® გამოყენებისას დაუშვებელია, პირის ღრუს და/ან ხორხის დეზინფექციის მიზნით, ერთდროულად სხვა ადგილობრივი ანტისეპტიკური საშუალებების მიღება.

ლიზობაქტი ქომფლით სპრეის® გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ლიზობაქტი ქომფლით სპრეის® გამოყენებიდან ერთი საათის განმავლობაში არ შეიძლება საკვების ან სასმელის მიღება, რადგან შეიძლება აღინიშნოს ყლაპვის გაძნელება, ასევე, არსებობს ასპირაციის საფრთხე (საკვების მოხვედრა ფილტვებში), მედიკამენტში ანესთეზური ნივთიერების არსებობის გამო. გარდა ამისა, არ არის რეკომენდებულია კბილების გახეხვა ან საღეჭი რეზინის დაღეჭვა, სანამ პირის ღრუ და/ან ხორხი ანესთეზიის ქვეშაა.

ფეხმძიმობა და ლაქტაცია

მედიკამენტის მიღებამდე ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს პაციენტის ფეხმძიმობის შესახებ.

ფეხმძიმობა

სიფრთხილის ზომის სახით, არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტის გამოყენება ფეხმძიმობის დროს.

ლაქტაცია

არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტის გამოყენება ძუძუთი კვების დროს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

რაიმე მნიშვნელოვანი ეფექტები პაციენტის ამ უნარებზე ცნობილი არ არის.

სხვა გაფრთხილებები

ლიზობაქტი ქომფლით სპრეი® შეიცავს გლიცერინს (85%), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, კუჭის პრობლემები და დიარეა.

ლიზობაქტი ქომფლით სპრეი® შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის მსგავსი სიმპტომები.

ლიზობაქტი ქომფლით სპრეი® შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატსა და პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები.

3. ლიზობაქტი ქომფლით სპრეის® გამოყენების წესი

მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს მითითებების მიხედვით.

თუ პაციენტი ფიქრობს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

გამოყენების მეთოდი

· რეკომენდებულია, რომ მედიკამენტის გამოყენება მოხდეს მხოლოდ ერთი პაციენტის მიერ;

· პირველად გამოყენებამდე აუცილებელია დოზატორს მოეხსნას პლასტიკური თავსახური;

· ამის შემდეგ, სუსტი ზეწოლით აპლიკატორი უნდა დამაგრდეს დოზატორზე;

· აპლიკატორი შეიძლება მობრუნდეს გვერდებზე, ეს უზრუნველყოფს სპრეის სწორ გამოყენებას პირის ღრუში;

· აპლიკატორი უნდა დატრიალდეს ზემოთ, ბოთლთან მარჯვენა კუთხით;

· სპრეის პირველად გამოყენებამდე, დოზატორზე ზეწოლა უნდა მოხდეს რამდენჯერმე, რათა მოხდეს თანაბარი გამოფრქვევა;

· პირი უნდა გაიღოს სრულად, აპლიკატორი მიმართული უნდა იყოს დაავადებული ადგილისკენ, ხელის დაჭერა უნდა მოხდეს დოზატორზე იმდენჯერ, რამდენჯერაც განსაზღვრულია წამლის დოზირებით;

· მედიკამენტის გამოფრქვევისას უნდა მოხდეს სუნთქვის შეკავება. არ უნდა მოხდეს გადაყლაპვა;

· მედიკამენტის გამოყენების შემდეგ, აპლიკატორი უნდა მობრუნდეს ქვემოთ, რაც კეტავს დოზატორს შემდგომი გაფრქვევისაგან.

დოზირება

ერთი დოზისათვის, აუცილებელია დოზატორზე ზეწოლა ხუთჯერ, პროცედურა შეიძლება გამეორდეს 3-6-ჯერ დღეში, მინიმალური ინტერვალებით 2 სთ დოზებს შორის.

როცა დოზატორზე ზეწოლა ხდება ერთხელ, თავისუფლდება 0.20 მლ ხსნარი, რომელიც შეიცავს 4 მგ ლისოზიმს, 0.3 მგ ცეტილპირიდინს და 0.1 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს.

ლიზობაქტი ქომფლით სპრეი® არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

ლიზობაქტი ქომფლით სპრეი® არ შეიცავს შაქარს და ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება დიაბეტით დაავადებულებში.

მკურნალობის ხანგრლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა შემოიფარგლება 5 დღით.

ლიზობაქტი ქომფლით სპრეის® დოზის გადაჭარბებისას

დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა!

ლიზობაქტი ქომფლით სპრეის® დოზის გადაჭარბებისას ან შემთხვევით სითხის გადაყლაპვისას პირდაპირ ბოთლიდან, საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს წამლის შეფუთვა, რათა სამედიცინო პერსონალმა მოახდინოს გადაყლაპული მედიკამენტის იდენტიფიცირება.

ლიზობაქტი ქომფლით სპრეის® დოზის გამოტოვებისას

დოზის გამოტოვებისას არ შეიძლება დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ, უნდა გაგრძელდეს მედიკამენტის გამოყენება ჩვეულებრივი სქემის მიხედვით.

ლიზობაქტი ქომფლით სპრეის® გამოყენების დავიწყებისას, მისი მიღება უნდა მოხდეს როგორც კი შესაძლებელია. შემდეგ კი მისი გამოყენება უნდა გაგრძელდეს სქემის მიხედვით, რეკომენდებული წესით.

ლიზობაქტი ქომფლით სპრეის® გამოყენების შეწყვეტისას

მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის დანიშნული ხანგრძლივობის მიხედვით.

მედიკამენტის გამოყენების უეცრად შეწყვეტა, არ იწვევს რაიმე საზიანო ეფექტს ორგანიზმზე.

თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული ან აქვს დამატებითი კითხვები ლიზობაქტი ქომფლით სპრეის® გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ლიზობაქტი ქომფლით სპრეიმაც® შეიძლება გამოიწვიოს გვერდით მოვლენები.

ძალიან ხშირი
ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში
ხშირი
ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში
არახშირი
ვლინდება 1000-დან 1-10 პაციენტში
იშვიათი
ვლინდება 10 000-დან 1-10 პაციენტში
ძალიან იშვიათი
ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
სიხშირე უცნობია
სიშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე
ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ანაფილაქსიური შოკი, სახისა და ყელის უეცარი შეშუპება (კვინკეს შეშუპება), ასევე, ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ვითარდება იშვიათად. უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის მიმართ ადგილობრივი ინექციის შემდეგ და გამოვლინდა ადგილობრივი შეშუპების სუნთქვის სუსტი გაძნელებით ან გენერალიზებული გამონაყარის სახით.

უცნობი სიხშირის გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები, რომელიც მოიცავს ალერგიულ შეშუპებას, კანის გამონაყარს, ჭინჭრის ციებას, სასუნთქი გზების შევიწროებას და ცირკულატორულ გართულებებს.

აღინიშნა კანის მძიმე რეაქციების იზოლირებული შემთხვევები (მულტიფორმული ერითემა და სტივენს-ჯონსონის სინდრომი).

კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები ვითარდება იშვიათად პირის ღრუს ლორწოვანი გაღიზიანების სახით და ძირითადად დაკავშირებულია რეკომენდებულზე მაღალი დოზების გამოყენებასთან.

თუ აღინიშნება ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

5. ლიზობაქტი ქომფლით სპრეის® შენახვის წესი

ლიზობაქტი ქომფლით სპრეი® ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. დაუშვებელია გაყინვა.

შენახვის ვადა: 36 თვე

დაუშვებელია ლიზობაქტი ქომფლით სპრეის® გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

6. დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ლიზობაქტი ქომფლით სპრეი®

ლიზობაქტი ქომფლით სპრეის® თითოეული მლ შეიცავს:

ლისოზიმის ჰიდროქლორიდი 20.00 მგ (შეესაბამება 800.000 FIP ერთეულს) ცეტილპირიდინის ქლორიდი 1.50 მგ

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 0.50 მგ.

დოზატორზე ხელის ერთხელ დაჭერისას თავისუფლედება 0.20 მლ ხსნარი, რომელიც შეიცავს 4 მგ ლისოზიმს, 0.3 მგ ცეტილპირიდს და 0.1 მგ ლიდოკაინს.

ლიზობაქტი ქომფლით სპრეი® შეიცავს შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: გლიცერინი 85%, პროპილენგლიკოლი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ბაღის პიტნის არომატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.

ლიზობაქტი ქომფლით სპრეის® ფორმა და შეფუთვა

ლიზობაქტი ქომფლით სპრეი® არის უფერო ან ღია ყვითელი ფერის ხსნარი პიტნის სუნით.

შეფუთვის შემცველობა: 30 მლ ხსნარი ქარვისფერ მინის ბოთლში დოზატორითა და აპლიკატორით გაფრქვევისათვის.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ლიზობაქტი კომპლეტი 30მლ ორ/სპ
  • სახელი: ლიზობაქტი კომპლეტი 30მლ ორ/სპ
  • შეფუთვა: (20მგ + 1.5მგ + 0.5მგ)/მლ 30მლ ორომუკოზური სპრეი (ხსნარი) ქარვისფერი მინის ფლაკონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
Aversi 12.76 ლ
ლიზობაქტი კომპლეტი სპრეი ორალური 30მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ლიზობაქტი კომპლეტი სპრეი ორალური 30მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Bosnalijek, Pharmaceutical and Chemical Industry, JSC (ბოსნია და ჰერცეგოვინა)
  • შეფუთვა: (20მგ + 1.5მგ + 0.5მგ)/მლ 30მლ ორომუკოზური სპრეი (ხსნარი) ქარვისფერი მინის ფლაკონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
Pharmadepot 19.52 ლ

GPC 20.77 ლ
ლიზობაქტი კომპლეტი სპრეი 30მლ
  • სახელი: ლიზობაქტი კომპლეტი სპრეი 30მლ
  • შეფუთვა: (20მგ + 1.5მგ + 0.5მგ)/მლ 30მლ ორომუკოზური სპრეი (ხსნარი) ქარვისფერი მინის ფლაკონი №1 გამფრქვევი მოწყობილობით
PSP 14.95 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით