ციკლოფერონი - CYCLOFERON
ციკლოფერონი - CYCLOFERON

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნომასტიმულირებელი საშუალებები, სხვა იმუნომასტიმულირებელი საშუალებები

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

ციკლოფერონი®

CYCLOFERON®

სავაჭრო დასახელება: ციკლოფერონი (CYCLOFERON®) ამპულირებული ფორმა შეგიძლიათ იხილოთ აქ :Cycloferon - ციკლოფერონი 12.5% 2მლ. 5ამპულა

ჯგუფური დასახელება: მეგლუმინის აკრიდონაცეტატი

სამკურნალო ფორმა: ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები.

1 ტაბლეტის შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება

მეგლუმინის აკრიდონაცეტატი

აკრიდონძმარმჟავაზე გადაანგარიშებით, 150,00 მგ

მიღებული შემდეგი რეცეპტით:

აკრიდონძმარმჟავა 150,00 მგ

მეგლუმინი (N-მეთილგლუკამინი) 146,00 მგ

დამხმარე ნივთიერებები

პოვიდონი K30, კალციუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, პოლისორბატი 80.

ნაწლავში ხსნადი გარსი

მეტაკრილის მჟავისა და ეთილაკრილატის სოპოლიმერი [1:1], პროპილენგლიკოლი.

აღწერილობა: ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ყვითელი ფერის მრგვალი ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები. განივ ჭრილში ყვითელი ფერის ბირთვი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა იმუნოსტიმულატორები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ციკლოფერონი წარმოადგენს ინტერფერონის დაბალმოლეკულურ ინდუქტორს 3 დღე–ღამით შენარჩუნებადი გამოხატული ინტერფეროგენული აქტივობით, რაც განსაზღვრავს მისი ბიოლოგიური აქტივობის ფართო სპექტრს (ვირუსის საწინააღმდეგო, იმუნომოდულაციური, ანთების საწინააღმდეგო და სხვ.).

ციკლოფერონის შეყვანის შემდეგ ინტერფერონის ძირითადი უჯრედ-პროდუცენტებია მაკროფაგები, თ- და B-ლიმფოციტები. ინფექციის ტიპიდან გამომდინარე, ადგილი აქვს იმუნიტეტის ამა თუ იმ რგოლის აქტიურობის სიჭარბეს.

პრეპარატი იწვევს ინტერფერონის მაღალი ტიტრების ინდუცირებას ლიმფოიდური ელემენტების შემცველ ორგანოებსა და ქსოვილებში (ნაწლავის წვრილი განყოფილების ლორწოვანი, ელენთა, ღვიძლი, ფილტვები), ახდენს ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გააქტიურებას, ასტიმულირებს გრანულოციტების წარმოქმნას, აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. ციკლოფერონი ააქტიურებს თ-ლიმფოციტებსა და ბუნებრივ კილერ უჯრედებს, ახდენს თ-ჰელპერებისა და თ-სუპრესორების სუბპოპულაციებს შორის ბალანსის ნორმალიზებას. აძლიერებს α–ინტერფერონების აქტივობას.

ციკლოფერონი ეფექტურია ტკიპისმიერი ენცეფალიტის, გრიპის, ჰეპატიტის, ჰერპესის ვირუსების, ციტომეგალოვირუსის, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის, პაპილომისა და სხვა ვირუსების მიმართ. გააჩნია პირდაპირი ანტივირუსული მოქმედება, ვირუსის რეპროდუქციის დარღვევით ინფექციური პროცესის ადრეულ სტადიაზე (1–5 დღე–ღამე), ვირუსული შთამომავლობის ინფექციურობის დაწევით, დეფექტური ვირუსული ნაწილაკების წარმოქმნის გზით. ზრდის ორგანიზმის არასფეციფიკურ რეზისტენტულობას ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა

სადღეღამისო დოზის მიღებისას მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 2–3 საათის შემდეგ, კონცენტრაცია თანდათან მცირდება მე–8 საათისთვის, და 24 საათის შემდეგ ციკლოფერონი განისაზღვრება მხოლოდ კვალის რაოდენობებში. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4–5 საათს, ამიტომ პრეპარატ ციკლოფერონის გამოყენება რეკომენდირებული დოზებით არ ქმნის ორგანიზმში კუმულაციის პირობებს.

გამოყენების ჩვენებები

მოზრდილებში კომპლექსურ თერაპიაში:

· ჰერპესული ინფექცია;

· გრიპი და მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებები;

· ქრონიკული ვირუსული B და C ჰეპატიტები;

· მწვავე ნაწლავური ინფექციები;

· ნეიროინფექციები (სეროზული მენინგიტები, ტკიპისმიერი ბორელიოზი (ლაიმის დაავადება);

· აივ –ინფექციები (2A - 2B სტადიები);

· ქრონიკულ ბაქტერიულ და სოკოვან ინფექციებთან ასოცირებული მეორადი იმუნოდეფიციტები.

ბავშვების კომპლექსური თერაპია, დაწყებული 4 წლიდან:

· ჰერპესული ინფექცია;

· გრიპისა და მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა;

· ქრონიკული ვირუსული B და C ჰეპატიტები;

· მწვავე ნაწლავური ინფექციები;

· აივ–ინფექციები (2A - 2B სტადიები).

უკუჩვენებები

ორსულობა, ძუძუთი კვების პერიოდი, ასაკი 4 წლამდე (გადაყლაპვის არასრულყოფილი აქტის გამო), ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზი.

სიფრთხილით

გამწვავების სტადიაში საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებების (ეროზიები, კუჭის და/ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები, გასტრიტი და დუოდენიტი) და ანამნეზში ალერგიული რეაქციების დროს პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში

გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

გამოყენების წესი და დოზირება

შიგნით, დღეში ერთხელ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დაღეჭვის გარეშე, 1/2 ჭიქა წყლის მიყოლებით.

მოზრდილებში:

1. ჰერპესული ინფექციის დროს მიიღება პრეპარატის 4 ტაბლეტი ერთ მიღებაზე 1, 2, 4, 6, 8, 11, 14, 17, 20 და 23-ე დღეს (მკურნალობის კურსი – 40 ტაბლეტი). მკურნალობა მეტად ეფექტურია დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე.

2. გრიპისა და მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადების დროს მიიღება პრეპარატის 4 ტაბლეტი ერთ მიღებაზე 1, 2, 4, 6 და მე-8 დღეს (მკურნალობის კურსი - 20 ტაბლეტი). მკურნალობის დაწყება აუცილებელია დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე.

გრიპის მძიმე მიმდინარეობისას, პირველ დღეს ღებულობენ 6 ტაბლეტს. აუცილებლობის შემთხვევაში დამატებით ატარებენ სიმპტომურ თერაპიას (სიცხისდამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, ამოსახველებელი საშუალებები).

3. ქრონიკული ვირუსული B და ჩ ჰეპატიტების დროს, მიიღება პრეპარატის 4 ტაბლეტი ერთ მიღებაზე 1, 2, 4, 6, 8, 11, 14, 17, 20 და 23-ე დღეს და შემდგომში შემანარჩუნებელი თერაპიის სახით 4 ტაბლეტი სამ დღეში ერთხელ 6 თვის განმავლობაში, რეპლიკატური და ციტოლიზური აქტივობის შენარჩუნებისას – 12 თვემდე. რეკომენდირებულია ინტერფერონებთან და ანტივირუსულ პრეპარატებთან კომბინაცია.

4. მწვავე ნაწლავური ინფექციების კომპლექსური თერაპიის დროს მიიღება პრეპარატის 2 ტაბლეტი ერთ მიღებაზე 1, 2, 4, 6, 8, 11, 14, 17, 20 და 23-ე დღეს (მკურნალობის კურსი 20 ტაბლეტი).

5. ნეიროინფექციების დროს მიიღება 4 ტაბლეტი 1, 2, 4, 6, 8, 11, 14, 17, 20 და

23-ე დღეს და შემდგომში შემანარჩენებელი თერაპიის სახით - 4 ტაბლეტი სამ დღეში ერთხელ 2,5 თვის განმავლობაში (მკურნალობის კურსი – 140 ტაბლეტი).

6. აივ ინფექციის დროს (2A-2B სტადიები) მიიღება პრეპარატის 4 ტაბლეტი 1, 2, 4, 6, 8, 11, 14, 17, 20 და 23-ე დღეს და შემდგომში შემანარჩუნებელი თერაპიის მიხედვით - 4 ტაბლეტი სამ დღეში ერთხელ 2,5 თვის განმავლობაში (მკურნალობის კურსი – 140 ტაბლეტი). განმეორებით კურსს ატარებენ წინა კურსის დამთავრებიდან 2–3 კვირის შემდეგ, ორ–სამჯერ.

7. ქრონიკულ ბაქტერიულ და სოკოვან ინფექციებთან ასოცირებული იმუნოდეფიციტური მდგომარეობების დროს მიიღება 4 ტაბლეტი 1, 2, 4, 6 და მე-8 დღეს და ორი ტაბლეტი მე-11, 14, 17, 20 და 23-ე დღეს (მკურნალობის კურსი – 30 ტაბლეტი).

ბავშვებში ციკლოფერონი ინიშნება შემდეგი ასაკობრივი დოზებით:

4–6 წლამდე ასაკში – 150 მგ (1 ტაბლეტი);

7–11 წლის ასაკში – 300–450 მგ (2–3 ტაბლეტი);

12 წლის ზემოთ ასაკში – 450–600 მგ (3–4 ტაბლეტი) მიღებაზე დღეში ერთხელ.

განმეორებითი კურსის ჩატარება მიზანშეწონილია პირველი კურსის დამთავრებიდან 2–3 კვირის შემდეგ.

1. ჰერპესული ინფექციის დროს პრეპარატი მიიღება 1, 2, 4, 6, 8, 11 და მე-14 დღეს. მკურნალობის კურსი შეიძლება ვარირებდეს მდგომარეობის სიმძიმიდან და კლინიკური სიმპტომების გამოხატულებიდან გამომდინარე.

2. გრიპისა და მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებების დროს პრეპარატი ინიშნება ასაკობრივი დოზით 1, 2, 4, 6, 8, 11, 14, 17, 20 და 23-ე დღეს და შემდგომში სამ დღეში ერთხელ. მდგომარეობის სიმძიმიდან და კლინიკური სიმპტომების გამოხატულებიდან გამომდინარე მკურნალობის კურსი შეიძლება შეადგენდეს 5–დან 15 მიღებამდე.

გადაუდებელი არასპეციფიკური პროფილატიკის სახით მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების და გრიპის დროს (დაავადების სეზონური ზრდის პერიოდში) პრეპარატი ინიშნება აღნიშნული ასაკობრივი დოზირებით 1, 2, 4, 6 და მე-8 დღეს, შემდგომში ახორციელებენ კიდევ 5 მიღებას 72 საათის (3 დღე – ღამე) ინტერვალით.

3. ქრონიკული ვირუსული B და/ან ჩ ჰეპატიტების დროს პრეპარატი ინიშნება ზემოთ აღნიშნული დოზირებით 1, 2, 4, 6, 8, 11 და მე-14 დღეს და შემდგომში სამ დღეში ერთხელ 6 თვის განმავლობაში, რეპლიკატური და ციტოლიზური აქტივობის შენარჩუნებისას – 12 თვემდე.

რეკომენდირებულია ინტერფერონებთან და ანტივირუსულ პრეპარატებთან კომბინაცია.

4. მწვავე ნაწლავური ინფექციების დროს პრეპარატი ინიშნება 1, 2, 4, 6, 8 და მე-11 დღეს (მკურნალობის კურსი 6–18 ტაბლეტი).

5. აივ ინფექციის დროს (სტადია 2A-2B) პრეპარატი მიიღება თერაპიის 1, 2, 4, 6, 8, 11, 17 და მე-20 დღეს და შემდგომში სამ დღეში ერთხელ 5 თვის განმავლობაში.

თუ პრეპარატის მორიგი დოზის მიღება გამოტოვებულია, პირველივე შესაძლებლობისას მიიღეთ გამოტოვებული დოზა და შემდგომ კურსი გააგრძელეთ დაწყებული სქემით.

გვერდითი მოქმედება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით გვერდითი რეაქციები კლასიფიცირებულია მათი სიხშირის განვითარების შესაბამისად შემდეგნაირად:

- ძალიან ხშირი (≥1/10);

- ხშირი (≥1/100 - <1/10);

- არახშირი (≥1/1000 - <1/100);

- იშვიათი (≥1/10000 - <1/1000);

- ძალიან იშვიათი (˂10000);

- სიხშირე უცნობია (ვერ შეფასდება არსებული მონაცემების საფუძველზე).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათი - ანგიონევროზული შეშუპება.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან იშვიათი - გამონაყარი, ჭინჭრის ციება.

თუ ინსტრუქციაში მითითებული ნებისმიერი გვერდითი ეფექტი მძიმდება ან თქვენ შენიშნეთ სხვა გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, ამის შესახებ შეატყობინეთ ექიმს.

ჭარბი დოზირება

ცნობები ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშულებებთან

ციკლოფერონი შეთავსებადია ყველა სამკურნალო პრეპარატთან, რომლებიც გამოიყენება აღნიშნული დაავადებების სამკურნალოდ (ინტერფერონი, ქიმიოთერაპიული, სიმპტომური სამკურნალო საშუალებები და სხვ.).

აძლიერებს ინტერფერონების და ნუკლეოზიდების ანალოგების მოქმედებას. ამცირებს ქიმიოთერაპიის, ინტერფერონოთერაპიის გვერდით ეფექტებს.

**განსაკუთრეული მითითებები **

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს საჭიროა ექიმ ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

ციკლოფერონი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

სამკურნალო ეფექტის არარსებობის დროს აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

გამოშვების ფორმა

ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები 150 მგ.

10 ან 20 ტაბლეტი კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში პოლივინილქლორიდის აპკისა და ალუმინის ფოლგისგან შეფუთვისათვის. 1 კონტურული უჯრედული შეფუთვა 20-20 ტაბლეტით, 5 კონტურული უჯრედული შეფუთვა 10-10 ტაბლეტით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. პირველი გახსნის კონტროლისათვის კოლოფის გვერდითი სარქველები შეიძლება დალუქული იყოს ორივე მხრიდან ეტიკეტებით ან თერმოდაწებებული.

შენახვის პირობები

ინახება სინათლიგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

2 წელი.

არ გამოყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ციკლოფერონი 12.5% 2მლ #5ა
  • სახელი: ციკლოფერონი 12.5% 2მლ #5ა
  • მწარმოებელი: «Scientific Technological Pharmaceutical Firm «POLYSAN» LTD (LTD NTPF «POLYSAN») (რუსეთი)
  • შეფუთვა: 125მგ/მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5 (1X5)
Aversi 32.53 ლ
ციკლოფერონი 150მგ #20ტ
  • სახელი: ციკლოფერონი 150მგ #20ტ
  • მწარმოებელი: «Scientific Technological Pharmaceutical Firm «POLYSAN» LTD (LTD NTPF «POLYSAN») (რუსეთი)
  • შეფუთვა: 150მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
Aversi 20.53 ლ
ციკლოფერონი ტაბლეტი 150მგ #20
  • სახელი: ციკლოფერონი ტაბლეტი 150მგ #20
  • მწარმოებელი: STPF «POLYSAN» LTD (რუსეთი)
  • შეფუთვა: 150მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
Pharmadepot 45.66 ლ
ციკლოფერონი ხსნარი საინექციო 12.5% 2მლ ამპულა #5
  • სახელი: ციკლოფერონი ხსნარი საინექციო 12.5% 2მლ ამპულა #5
  • მწარმოებელი: STPF «POLYSAN» LTD (რუსეთი)
  • შეფუთვა: 125მგ/მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5 (1X5)
Pharmadepot 34.02 ლ
ციკლოფერონი ტაბლეტი 150მგ #20
  • სახელი: ციკლოფერონი ტაბლეტი 150მგ #20
  • მწარმოებელი: STPF «POLYSAN» LTD (რუსეთი)
  • შეფუთვა: 150მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
GPC 43.74 ლ
ციკლოფერონი ხსნარი საინექციო 12.5% 2მლ ამპულა #5
  • სახელი: ციკლოფერონი ხსნარი საინექციო 12.5% 2მლ ამპულა #5
  • მწარმოებელი: «Scientific Technological Pharmaceutical Firm «POLYSAN» LTD (LTD NTPF «POLYSAN») (რუსეთი)
  • შეფუთვა: 125მგ/მლ 2მლ ი.ვ. და ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა №5 (1X5)
GPC 43.74 ლ
ციკლოფერონი 0,15გ 20 ტაბლეტი
  • სახელი: ციკლოფერონი 0,15გ 20 ტაბლეტი
  • შეფუთვა: 150მგ ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
PSP 20.53 ლ
Cycloferon - ციკლოფერონი 12.5% 2მლ. 5ამპულა
  • სახელი: Cycloferon - ციკლოფერონი 12.5% 2მლ. 5ამპულა
PSP 32.55 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით არ მოიძებნა