ტიზინი - Tyzine
ტიზინი - Tyzine

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნაზალური პრეპარატები, სიმპატომიმეტური საშუალებები

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

აქტიური ინგრედიენტები:

ანოტაციები
დააჭირეთ აფთიაქის სახელს ანოტაციის სანახავად

საერთაშორისო დასახელება - XYLOMETAZOLINE
მოქმედი ნივთიერება: ქსილომეტაზოლინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ალფა2-ადრენომიმეტური საშუალება. სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალება ადგილობრივი გამოყენებისთვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ცხვირის წვეთები 0.05%: ფლაკონში 10 მლ
1 მლ
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი .... 500 მკგ
ცხვირის წვეთები 0.1%: ფლაკონში 10 მლ.
1 მლ
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი .... 1 მგ
სპრეი 0.05% ინტრანაზალური გამოყენებისთვის: ფლაკონში 15 მლ, შემფრქვევი- დოზატორით.
1 მლ
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი ..... 500 მკგ
სპრეი 0.1% ინტრანაზალური გამოყენებისთვის:
ფლაკონში 15 მლ, შემფრქვევი-დოზატორით.
1 მლ
ქსილომეტაზოლნის ჰიდროქლორიდი ..... 1 მგ

ჩვენებები:
სურდო; გაცივების ვირუსული და ალერგიული დაავადებების დროს ზემო სასუნთქი გზების განთავისუფლება;
ცხვირის დანამატი ღრუების (მათ შორის ჰაიმორიტისას) და შუა ყურის ანთებითი დაავადებების დროს.

მიღების წესი და დოზირება:
ქსილომეტაზოლინის ცხვირის წვეთები: პირველად გამოყენების წინ გახსენით ფლაკონი და მიახრახნეთ თავსახური ბოლომდე. ამ პროცედურის შედეგად საწვეთურში წარმოიქმნება მცირე ნახვრეტი (1). მოვხსნათ თავსახური. ფლაკონი მზადაა გამოსაყენებელად. (2). ხმარების შემდეგ თავსახური დავახუროთ.

ქსილომეტაზოლინის სპრეი ინტრანაზალური გამოყენებისთვის: პირველად გამოყენების წინ წინასწარ მოხსენით დამცავი თავსახური, დააჭირეთ ხელი შემფრქვევს წვრილი ჭავლის წარმოქმნამდე (1). მოხსენით დამცავი თავსახური (2). დაიკავეთ შემფრქვევი ვერტიკალურ მდგომარეობაში. (3). ოდნავ დახარეთ თავი, ერთ ნესტოზე თითი მიიჭირეთ და მეორე ნესტოში მოათავსეთ შემფრქვევი.(4). აეროზოლის დოზირება მოახდინეთ შემფრქვევზე ხელის სწრაფი დაჭერით.

მოზრდილები და ბავშვები 7 წლის ასაკის ზევით: 0.1%-იანი ქსილომეტაზოლინის ნაზალური სპრეი - 1 შეფრქვევა თითოეულ ნესტოში არა უმეტეს 3-ჯერ დღეში.

2-დან 6 წლის ასაკამდე ბავშვები: 0.05%-იანი ქსილომეტაზოლინის წვეთები - 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში არა უხშირეს 2-3-ჯერ დღეში ან 0.05% ქსილომეტაზოლინის ნაზალური სპრეი - 1 შეფრქვევა თითოეულ ნესტოში არა უმეტეს 3-ჯერ დღეში.

ყველა შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 კვირას.

განსაკუთრებული მითითებები:
◄ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ქსილომეტაზოლინის 0.05% ცხვირის წვეთებისა და სპრეის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
◄ 7 წლამდე ასაკის ბავშვებში ქსილომეტაზოლინის 0.1% ცხვირის წვეთებისა და სპრეის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

შემადგენლობა
1 მლ ხსნარი შეიცავს:
მოქმედ ნივთიერებას: ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს 0,5 მგ (0,05%) ან 1,0 მგ (0,1%); აქტიური კომპონენტის რაოდენობა ერთ დოზაში 0,05%-სათვის - ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდის 0,035 მგ; 0,1%-სათვის - ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდის 0,14 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი. სორბიტოლი 70%, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, დინატრიუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, დინატრიუმის ედეტატი, გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა: გამჭვირვალე უფერო ხსნარი სუნის გარეშე ან სუსტი დამახასიათებელი სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი - ანტიკონგესტიური საშუალება - ვაზოკონსტრიქტორი (ალფა-ადრენომიმეტიკი).

ათქ კოდი - R01AA07

ფარმაკოდინამიკური თვისებები
ქსილომეტაზოლინი (იმიდაზოლის წარმოებული) - სიმპათომიმეტიკური პრეპარატი, რომელსაც გააჩნია ალფა-ადრენერგიული აქტივობა. ის ახდენს სისხლის შემავიწროებელ მოქმედებას და ამცირებს ლორწოვანი გარსის შეშუპებას.
მოქმედება ჩვეულებრივ იწყება 5-10 წუთის განმავლობაში. პრეპარატი აადვილებს ცხვირით სუნთქვას ლორწოვანი გარსის შეშუპების და ჰიპერემიის შემცირების ხარჯზე, ასევე აუმჯობესებს გამონადენის გამოყოფას.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ადგილობრივი გამოყენებისას პრაქტიკულად არ აბსორბირდება, კონცენტრაცია პლაზმაში იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია მისი განსაზღვრა თანამედროვე ანალიტიკური მეთოდებით.

გამოყენების ჩვენება
ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის შეშუპების და გამონადენის შესამცირებლად მწვავე ალერგიული რინიტის, მწვავე რესპირატორული დაავადებების დროს რინიტის სიმპტომებით, სინუსიტის, პოლინოზის, საშუალო ოტიტის დროს.
ავადმყოფების მომზადება დიაგნოსტიკური მანიპულაციებისათვის ცხვირის გზებში.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა, მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორების ერთდროული მიღება, ან სხვა პრეპარატებისა, რომლებსაც შეუძლია არტერიული წნევის ზრდის გამოწვევა; არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, გამოხატული ათეროსკლეროზი, გლაუკომა, ატროფიული რინიტი, ტვინის გარსებზე ქირურგიული ჩარევა (ანამზეზში), საბავშვო ასაკი (6 წლამდე - 0,1% დოზირებისათვის, 2 წლამდე - 0,05% დოზირებისათვის).
სიფრთხილით - გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია), წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია, თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი, ფეოქრომოციტომა.

ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არის რეკომენდებული ქსილომეტაზოლინის გამოყენება ორსულობის დროს, ვინაიდან ამ პრეპარატის ეფექტები ნაყოფზე ადეკვატურ კვლევებში არ შესწავლილა. არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების დროს, ვინაიდან უცნობია, გამოიყოფა თუ არა აქტიური ნივთიერება დედის რძით.

გამოყენების წესი და დოზირება
ბავშვები 2-6 წლის ასაკში
• თუ არ არის დანიშნული სხვაგვარად, პრეპარატ ტიზინის® თითო დოზა 0,05% ნაზალური დოზირებული სპრეის სახით თითოეულ ნესტოში 1-2 ჯერ დღეში.
მოზრდილები და სასკოლო ასაკის ბავშვები (6 წელზე ზევით ასაკის)
• 3 ჯერ დღეში შეყავთ პრეპარატ ტიზინის® თითო დოზა 0,1% ნაზალური დოზირებული სპრეის სახით თითოეულ ნესტოში. დოზა დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე და კლინიკურ ეფექტზე.
არ არის რეკომენდირებული ქსილომეტაზოლინის გამოყენება ნაზალური დოზირებული სპრეის სახით 5-7 დღეზე მეტ ხანს, თუ ექიმის მიერ არ არის რეკომენდირებული მკურნალობის სხვა ხანგრძლივობა.
პრეპარატით თერაპიის დასრულების შემდეგ ხელმეორედ დანიშვნა შეიძლება მხოლოდ რამოდენიმე დღის შემდეგ.
ბავშვებში გამოყენების ხანგრძლივობის თაობაზე ყოველთვის ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან.

საერთო რეკომენდაციები შეყვანის თაობაზე
მოხსენით დამცავი თავსახური. პირველი გამოყენების წინ რამოდენიმეჯერ დააჭირეთ სასხურებელ ჩამოსაცმელს თანაბარი ღრუბელის “ნისლის” გაჩენამდე. ფლაკონი მზად არის გამოყენებისათვის. გამოყენებისას დავაჭიროთ ერთხელ. პრეპარატი შევისუნთქოთ ცხვირით. შეძლებისდაგვარად ფლაკონი-შესასხურებელი უნდა გვეჭიროს ვერტიკალურად. ნუ გააფრქვევთ ჰორიზონტალურად ან ქვევით. გამოყენების შემდეგ ფლაკონს დავახუროთ თავსახური.

გვერდითი მოქმედება
ტიზინმა® შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის გარდამავალი მსუბუქი გაღიზიანება (წვა), პარესთეზიები, ცემინება და ჰიპერსეკრეცია მგრძნობიარე ადამიანებში.
ზოგ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს ცხვირის ლორწოვაბი გარსის მომატებული შეშუპება (რეაქტიული ჰიპერემია).
ქსილომეტაზოლინის ხანგრძლივმა ან ხშირმა გამოყენებამ ან მისმა მაღალი დოზებით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხვირში წვა ან ლორწოვანი გარსის სიმშრალე, ასევე რეაქტიული ჰიპერემია მედიკამენტოზური რინიტის განვითარებით. ეს ეფექტი შეიძლება აღინიშნოს მკურნალობის დასრულებიდან 5-7 დღის შემდეგაც კი, ხანგრძლივი გამოყენებისას კი შეიძლება იყოს მიზეზი ლორწოვანი გარსის შეუქცევადი დაზიანებისა ქერქის წარმოქმნით (მშრალი რინიტი).
ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს თავის ტკივილი, უძილობა ან დაღლილობა, დეპრესია (მაღალი დოზებით ხანგრძივი გამოყენების დროს).
ერთეულ შემთხვევაში სიმპათომიმეტიკების ადგილობრივ ინტრანაზალურ გამოყენებას შეიძლება ახლდეს სისტემური ეფექტები, როგორიცაა გულისცემა, ტაქიკარდია, არითმია, არტერიული წნევის მომატება, მხედველობის დარღვევა.
ჭარბი დოზირება
ინტოქსიკაციის სიმპტომები
პრეპარატის ჭარბმა დოზირებან ან შემთხვევით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები: გუგების გაფართოვება, გულისრევა, ღებინება, ციანოზი, ციებ-ცხელება, სპაზმები, ტაქიკარდია, გულის არითმიები, კოლაფსი, გულის გაჩერება, ჰიპერტონია, ფილტვების შეშუპება, სუნთქვის დარღვევა, ფსიქიური დარღვევები.
ამის გარდა შეიძლება აღინიშნოს შემდეგი სიმპტომები: ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დატრგუნვა, რომელსაც ახლავს ძილიანობა, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, ბრადიკარდია, შოკის მსგავსი ჰიპოტონია, აპნოე და კომა.
ინტოქსიკაციის მკურნალობა
აქტივირებული ნახშირის გამოყენება, კუჭის ამორეცხვა, ხელოვნური სუნთქვა ჟანგბადის შეყვანით. არტერიული წნევის დასაქვეითებლად იყენებენ 5 მგ ფენტილამინს ფიზიოლოგიური ხსნარით ინტრავენურად ნელა ან 100 მგ-ს შიგნით.
ვაზოპრესორული საშუალებები უკუნაჩვენებია. აუცილებლობის შემთხვევაში იყენებენ სიცხის დამწევ და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ტრანილციპრომინის ან ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ტიპის მაოს ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მომატება ამ ნივთიერებების გულ-სისხლძრაღვთა ეფექტების შედეგად.

განსაკუთრებული მითითებები
სიმპათომიმეტიკების ხანგრძლივმა გამოყენებამ და ჭარბმა დოზირებამ, რომლებიც ახდენენ დეკონგესტიურ მოქმედებას, შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის რეაქტიული ჰიპერემია.

უკუგების ფენომენმა შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების ობსტრუქცია, რომელიც იწვევს იმას, რომ პაციენტი იწყებს პრეპარატის ხელმეორედ ან მუდმივად გამოყენებასაც კი. ამან შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული შეშუპება (მედიკამენტოზური რინიტი), და როგორც შედეგი ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფია (ოზენა).
ქრონიკული რინიტის შემთხვევაში პრეპარატი ტიზინი® 0,05% და 0,1% შეიძლება იქნას გამოყენებული მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ, ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფიის რისკის გათვალისწინებით.
არ არის რეკომენდირებული ტიზინის® გამოყენება ბენზალკონიუმის ქლორიდის ჰიპერმგრძნობელობის არსებობის დროს, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში კონსერვანტის სახით.

ზემოქმედება ავტომობილის ან ტექნიკის მართვის უნარზე
ხანგრძლივი მკურნალობის ან პრეპარატ ტიზინის® რეკომენდირებულზე მაღალი დოზებით გამოყენების დროს არ შეიძლება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მისი სისტემური მოქმედების შესაძლებლობის გამორიცხვა, რამაც შეიძლება გააუარესოს მართვის ან ტექნიკით სარგებლობის უნარი.

გამოშვების ფორმა
ნაზალური დოზირებული სპრეი 0,05% და 0,1%.
10 მლ პრეპარატი ყავისფერი ჰიდროლიზური შუშის ფლაკონში (III კლასი) მადოზირებელი მოწყობილობით და “პულლ-ოფფ” ტიპის პოლიეტილენის ხრახნიანი თავსახურით.
ერთი ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს ყუთში.
დოზების რაიდენობა ფლაკონში: 0,05%-სათვის არანალებ 140 დოზისა, 0,1%-სათვის არანაკლებ 70 დოზისა.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი
“ფამარ ორლეანი”, საფრანგეთი.
იურიდიული მისამართი: : Famar Orleans, 5 avenue de Concyr, 45071 Orleans Cedex 2, France/”ფამარ ორლეან”, მე-5 ავენიუ დე კონსირ, 45071 ორლეან სედექსი 2, საფრანგეთი.
პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია: შპს “ჯონსონი & ჯონსონი”, რუსეთი, 121614, ქ. მოსკოვი, ქ. კრილატსკაია, სახლი 17, შენობა 2, ტელ. (495) 726-55-55.

ფასები
ფასები ახლდება კვირაში ერთხელ
სურათი მონაცემები აფთიაქი ფასი
ტიზინი 0.05% 10მლ ცხვ.სპრეი
  • სახელი: ტიზინი 0.05% 10მლ ცხვ.სპრეი
  • შეფუთვა: 0,5მგ/მლ (0,035მგ/დოზა) 10მლ ნაზალური სპრეი, ხსნარი 4-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მინის ფლაკონი №1
Aversi 8.58 ლ
ტიზინი სპრეი ცხვირის 0.1% 10მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ტიზინი სპრეი ცხვირის 0.1% 10მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Delpharm Orleans (საფრანგეთი)
  • შეფუთვა: 1მგ/მლ (0,14მგ/დოზა) 10მლ ნაზალური სპრეი, ხსნარი 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისა და მოზრდილთათვის მინის ფლაკონი №1
Pharmadepot 13.2 ლ
ტიზინი სპრეი ცხვირის 0.05% 10მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ტიზინი სპრეი ცხვირის 0.05% 10მლ ფლაკონი #1
  • შეფუთვა: 0,5მგ/მლ (0,035მგ/დოზა) 10მლ ნაზალური სპრეი, ხსნარი 4-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მინის ფლაკონი №1
GPC 10.32 ლ
ტიზინი სპრეი ცხვირის 0.1% 10მლ ფლაკონი #1
  • სახელი: ტიზინი სპრეი ცხვირის 0.1% 10მლ ფლაკონი #1
  • მწარმოებელი: Delpharm Orleans (საფრანგეთი)
  • შეფუთვა: 1მგ/მლ (0,14მგ/დოზა) 10მლ ნაზალური სპრეი, ხსნარი 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისა და მოზრდილთათვის მინის ფლაკონი №1
GPC 13.2 ლ
Tyzine - ტიზინი ნაზალური სპრეი 0.1% 10მლ
  • სახელი: Tyzine - ტიზინი ნაზალური სპრეი 0.1% 10მლ
  • მწარმოებელი: Delpharm Orleans (საფრანგეთი)
  • შეფუთვა: 1მგ/მლ (0,14მგ/დოზა) 10მლ ნაზალური სპრეი, ხსნარი 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისა და მოზრდილთათვის მინის ფლაკონი №1
PSP 8.67 ლ
Tyzine - ტიზინი ნაზალური სპრეი 0.05% 10მლ
  • სახელი: Tyzine - ტიზინი ნაზალური სპრეი 0.05% 10მლ
  • მწარმოებელი: Delpharm Orleans (საფრანგეთი)
  • შეფუთვა: 0,5მგ/მლ (0,035მგ/დოზა) 10მლ ნაზალური სპრეი, ხსნარი 4-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მინის ფლაკონი №1
PSP 9.51 ლ
მსგავსი წამლები

წამლები იგივე აქტიური ინგრედიენტებით