ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, გონადოტროპინები
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
აქტიური ინგრედიენტები:
GONAL-F 450IU/0.75****მლ
საინექციო ხსნარის შემცველი მოხმარებისთვის მზა შპრიცი კალამი
გამოიყენება კანქვეშ.
სტერილური
თითოეული მრავალდოზიანი მოხმარებისთვის მზა შპრიცი კალამი 0,75 მლ-ში 450 IU (33 მიკროგრამის ეკვივალენტი) ალფა ფოლიტროპინს უზრუნველყოფს.
ხსნარის თითოეული 1 მლ 600 IU (44 მიკროგრამის ეკვივალენტი) ალფა ფოლიტროპინს შეიცავს.
GONAL-Fმოხმარებისთვის მზა შპრიც-კალამშიგამჭვირვალე, უფერო საინექციო ხსნარის სახით არის წარმოდგენილი. მოწოდება ხდება 1 მოხმარებისთვის მზა შპრიც-კალამისა და გამოყენებისთვის განკუთვნილი 12 ცალი ნემსის შემცველი შეფუთვით.
GONAL-F**„** ალფა ფოლიტროპინის“ სახელით ცნობილი მედიკამენტს შეიცავს. ალფა ფოლიტროპინი „გონადოტროპინების“ სახელით ცნობილი ჰორმონების ჯგუფში შემავალი ერთგვარი „ფოლიკულო მასტიმულირებელი ჰორმონია“ (FSH). გონადოტროპინები რეპროდუქციასთან და ნაყოფიერებასთან არის დაკავშირებული.
ზრდასრულ ქალებშიGONAL-F:
ზრდასრულ მამაკაცებშიGONAL-F:
უნაყოფობის დაავადების მკურნალობაში გამოცდილი ექიმის მხრიდან მკურნალობის დაწყებამდე თქვენი და თქვენი მეუღლის რეპროდუქციული უნარი უნდა შეფასდეს.
არგამოიყენოთGONAL-****F ქვევით მოცემულ შემთხვევებში:
- ხართ ორსულად ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი,
- გაქვთ საკვერცხის გაზრდა ან კისტა, რომელიც დაკავშირებულია საკვერცხის პოლიკისტოზურ დაავადებასთან,
- გაქვთ გინეკოლოგიური სისხლდენა, რომლის მიმზეზიც უცნობია,
- გაქვთ საკვერცხის, საშვილოსნოს ან ძუძუს კიბო;
- გაქვთ სათესლე ჯირკვლის დაზიანება ან ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე, GONAL-F არ გამოიყენოთ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს დაუკავშირდით.
GONAL-****F-ის მიღებისშემთხვევაში,სიფრთხილეგამოიჩინეთ**:**
პორფირია
თუ გაქვთ პორფირია ან ოჯახში არის პორფირიის ანამნეზი (გენეტიკური დაავადება), მკურნალობის დაწყებამდე აცნობეთ ექიმს.
ექიმს უნდა აცნობოთ, შესაძლებელია მკურნალობის შეწყვეტა გახდეს საჭირო.
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (OHSS)
ქალებში შესაძლებელია ამ მკურნალობამ საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის (OHSS - საკვერცხეების ჰიპერსტიმულაცია) განვითარების რისკი გაზარდოს. ეს არის ფოლიკულების ძალიან სწრაფი განვითარებისა და დიდი ზომის კისტებად გარდაქმნის მდგომარეობა. მუცლის ქვედა ნაწილში ტკივილი თუ გაქვთ, წონაში სწრაფად თუ მოიმატეთ, გულისრევა ან ღებინება ან სუნთქვის გაძნელება თუ გაქვთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, შესაძლებელია ექიმმა მედიკამენტის მიღების შეწყვეტა მოგთხოვოთ (იხ. ნაწილი 4). მაგრამ ჩვეულებრივ ოვულაცია თუ არ ხდება და მკურნალობაში რეკომენდებულ დოზისა და მიღების ცხრილს მიყვებით, OHSS-ს განვითარების ალბათობა არ არის ხშირი. ფოლიკულების საბოლოო მომწიფების სტიმულირებისთვის გამოსაყენებელი მედიკამენტის გამოყენება სანამ არ მოხდება, GONAL-F მკურნალობა გამოხატული OHSS-ს განვითარებას იშვიათად იწვევს. აქედან გამომდინარე, პაციენტებში, რომელთაც OHSS-ს უვითარდებათ, საჭიროა hCG პროცედურა არ ჩატარდეს და მინიმუმ 4 დღიანი პერიოდით სქესობრივი კავშირი არ ჰქონდეთ ან ბარიერული მეთოდი გამოიყენონ.
მრავლობითი ორსულობა
GONAL-F-ის გამოყენებისას ერთდროულად ერთზე მეტ ბავშვზე ორსულობის („მრავლობითი ორსულობა“ ხშირ შეთხვევაში ტყუპების ალბათობა) რისკი ჩვეულებრივ ორსულობასთან შედარებით უფრო მაღალია. მრავლობითმა ორსულობამ შესაძლებელია თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის სამედიცინო გართულებები გამოიწვიოს. მრავლობითი ორსულობის რისკის შემცირება შესაძლებელია სწორ დროს და სწორი დოზებით GONAL-F-ის გამოყენებით. ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიებით მკურნალობის დროს მრავლობითი ორსულობის განვითარების რისკი დამოკიდებულია ასაკზე, საშვილოსნოში მოთავსებული განაყოფიერებული კვერცხუჯრედების ან ემბრიონების რაოდენობაზე და ხარისხზე.
მუცლის მოშლა
ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიების ან კვერცხუჯრედის წარმოების მიზნით საკვერცხეების სტიმულირებისას საშუალოდ ერთი ქალის მიხედვით მუცლის მოშლის ალბათობა უფრო მეტია.
სისხლის თრომბების წარმოქმნის პრობლემები (თრომბოემბოლიური გართულება)
წარსულში ან ახლო პერიოდში ფეხებში ან ფილტვებში სისხლის თრომბი თუ წარმოგექმნათ, გულის შეტევა ან ინფარქტი თუ გადაიტანეთ, ან მათგან ერთ-ერთი თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს თუ განუვითარდა, GONAL-F-ით მკურნალობის დროს ამ პრობლემების განვითარების ან გაუარესების რისკი უფრო მაღალია.
სისხლში დიდი რაოდენობით FSH-ის მქონე მამაკაცები
მამაკაცებში სისხლში ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის დონის გაზრდა სათესლე ჯირკვლის დაზიანებაზე მიუთითებს. ასეთი შემთხვევების დროს, როგორც წესი, GONAL-F არ არის ეფექტური. შესაძლებელია მკურნალობაზე დაკვირვების მიზნით ექიმმა მკურნალობის დაწყებიდან 4-6 თვიანი შუალედებით სპერმის ანალიზის გაკეთება მოგთხოვოთ.
ბავშვები
GONAL-F-ის ბავშვებში გამოყენება დაუშვებელია.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილ გაფრთხილებათაგან რომელიმე გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ.
ორსულობა
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .
თუ ხართ ორსულად, GONAL-F არ უნდა მიიღოთ.
თუ მკურნალობის დროს მიხვდებით _,_რომ ორსულად ხართ _,_დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .
ლაქტაცია
მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .
ლაქტაციის პერიოდში GONAL-F-ის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
სატრანსპორტისაშუალებებისადადანადგარებისმართვა
ავტომობილის მართვის ანდა მექანიზმების გამოყენების უნარზე ზემოქმედების მოხდენა არ არის მოსალოდნელი.
GONAL-****F-ის შემადგენლობაშიშემავალიზოგიერთიდამხარენივთიერებისშესახებმნიშვნელოვანი****ინფორმაცია
GONAL-F თითოეულ „დოზა“-ში 1 მმოლ (23 მგ)-ზე მცირე რაოდენობით ნატრიუმს შეიცავს, ანუ სინამდვილეში „ნატრიუმს არ შეიცავს“.
სხვამედიკამენტებთანერთად****მიღება
თუ ამჟამად ან ახლახან იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ ნებისმიერ მედიკამენტს _,_გთხოვთ _,_აღნიშნულზე აცნობოთ თქვენს __ექიმს ან ფარმაცევტს .
__
GONAL-F ყოველთვის ზუსტად ისე მიიღეთ, როგორც ექიმი დაგინიშნავთ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.
მიღების მეთოდიდადოზირება
ინსტრუქციები მიღების****სიხშირესთან დაკავშირებით:
ექიმი გადაწყვეტს რამდენი და რა სიხშირით უნდა მიიღოთ მედიკამენტი. ქვევით მოცემული დოზები საერთაშორისო ერთეულის (IU) სახით არის წარმოდგენილი.
ქალები
ქალებისთვის, რომელთაც ოვულაცია არ აქვთ და არარეგულარული მენსტრუაცია აქვთ ან მენსტრუქცია საერთოდ არ აქვთ.
ექიმი 4 კვირის შემდეგ სასურველ შედეგს თუ ვერ ნახავს, GONAL-F-ით მკურნალობის მკურნალობის ციკლი უნდა შეწყდეს. მკურნალობის მომდევნო ციკლისთვის ექიმი GONAL-F- ის საწყის დოზას წინაზე მაღალი დოზით დაგინიშნავთ.
თუ საჭიროზე მეტი შედეგი იქნება მიღებული, მკურნალობა უნდა შეჩერდეს და hCG უნდა შეწყდეს (იხ. ნაწილი 2, OHSS).
მომდევნო პერიოდში კი ექიმი წინა პერიოდთან შედარებით დაბალ დოზას დაგინიშნავთ.
ქალები, რომელთაც ხელოვნური განაყოფიერების ტექნოლოგიამდე მრავლობითი ფოლიკულის განვითარების მიზნით საკვერცხეების სტიმულაცია ჩაუტარდათ.
სხვა შემთხვევებში, შესაძლებელია ექიმმა პირველ რიგში გონადოტროპინის გამომყოფი ჰორმონის (GnRH) აგონისტის ან ანტაგონისტის გამოყენებით ოვულაცია შეაჩეროს. ასეთ შემთხვევებში GONAL-F-ით მკურნალობა აგონისტი მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ იწყება და ორივე მათგანი საკმარისი რაოდენობით ფოლუკულების განვითარების უზრუნველყოფამდე გრძელდება. მაგალითად, აგონისტით განხორციელებული 2 კვირიანი მკურნალობის შემდეგ პირველი 7 დღის განმავლობაში 150-225 IU GONAL-F მიიღება. შემდგომში დოზა საკვერცხეების პასუხის მიხედვით განისაზღვრება. GnRH ანტაგონისტის გამოყენება თუ უნდა მოხდეს, მისი გამოყენება GONAL-F-ით მკურნალობის 5-ე ან 6-ე დღიდან ხდება და ოვულაციის სტიმულირებამდე გრძელდება.
ქალებისთვის, რომელთაც არ აქვთ ოვულაცია, არასოდეს ჰქონიათ მენსტრუაცია და FSH- ისადა LH-ის უკმარისობის დიაგნოზი დაესვათ.
5 კვირიანი მკურნალობის ბოლოს ექიმი საკვერცხეებში შედეგს თუ ვერ იხილავს, ეს მკურნალობა უნდა შეწყდეს. მომდევნო პერიოდში ექიმმა შეწყვეტილი პერიოდის მიხედვით შესაძლებელია GONAL-F-ის უფრო მაღალი საწყისი დოზა დაგინიშნოთ.
თუ საჭიროზე მეტი შედეგი იქნება მიღებული, მკურნალობა უნდა შეჩერდეს და hCG უნდა შეწყდეს (იხ. ნაწილი 2, OHSS).
მომდევნო პერიოდში კი ექიმი წინა პერიოდთან შედარებით GONAL-F-ის უფრო დაბალ დოზას დაგინიშნავთ.
მამაკაცები
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ GONAL-F-ის ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
სპეციალურიმიღებისშემთხვევები**:**
სპეციალური მიღება არ გააჩნია.
თუსაჭიროზემეტიGONAL-F მიიღეთ**:**
GONAL-F-ის გადაჭარბებული დოზის ეფექტები უცნობია მაგრამ მოსალოდნელია „რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები“ ნაწილში დეტალურად განმარტებული საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარება. თუმცა ეს მდგომარეობა მხოლოდ hCG გამოყენებისას წარმოიშობა (იხ. ნაწილი 2, OHSS).
თუ საჭიროზე მეტი _GONAL-_F მიიღეთ , დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს .
თუდაგავიწყდათGONAL-F-ისმიღება**:**
გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
GONAL-F-ის მიღება თუ დაგავიწყდებათ, როგორც კი გაგაზსენდებათ რომ დოზის მიღება დაგავიწყდათ, მიმართეთ ექიმს.
სხვა წამლების მსგავსად, მგრძნობიარე ადამიანებს GONAL-F-ის შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი მოვლენები.
გვერდითი მოვლენები თითოეული სიხშირის ჯგუფში შემცირებული სერიოზულობის მიხედვით შემდეგ კატეგორიებად კლასიფიცირდება:
ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 და ≤1/10); არახშირი(≥1/1,000 და ≤1/100); იშვიათი (≥1/10,000 და ≤1/1,000); ძალიან იშვიათი (≤1/10,000); უცნობი**(** ხელმისაწვდომი მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
სერიოზული გვერდითი მოვლენები ქალებში
სერიოზული გვერდითი მოვლენები ქალებში და მამაკაცებში
თუქვემოთჩამოთვლილთაგანრომელიმესშეამჩნევთ**,დაუყოვნებლივაცნობეთ ექიმს. შესაძლებელია ექიმმაGONAL-F-ის მიღების შეწყვიტა მოგთხოვოთ.**
სხვა გვერდითი მოვლენები ქალებში
ძალიან ხშირი:
ხშირი:
ძალიან იშვიათი:
სხვა გვერდითი მოვლენები მამაკაცებში
ძალიან ხშირი:
ხშირი:
ძალიან იშვიათი:
თუ გამოვლინდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
__
შეინახეთ _GONAL-_F ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მის შეფუთვაში .
GONAL-F __ 2°C-8°C ტემპერატურაზე მაცივარში შეინახეთ. არ გაყინოთ.
საწყობში შენახვის ვადის განმავლობაში, იმ შემთხვევაში თუ მაცივარი არ არის, პროდუქცია 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე შესაძლებელია 3 თვე შენახულ იქნეს. 3 თვის განმავლობაში თუ არ მოხდება გამოყენება, მისი გადაგდება უნდა განხორციელდეს.
გთხოვთ GONAL-F-ის მოხმარებისთვის მზა საინექციო ხსნარზე პირველი მოხმარების თარიღი დააწეროთ.
გახსნის შემდეგ პროდუქცია შესაძლებელია 25°C-ზე ოთახის ტემპერატურაზე მაქსიმუმ 28 დღე შენახულ იქნეს.
პირველი გახსნიდან 28 დღის შემდეგ გამოუყენებელი ხსნარის გადაგდება უნდა განხორციელდეს.
სინათლისაგან დაცვის მიზნით შეინახეთ საკუთარ შეფუთვაში.
პრეპარატის მიღებისას ყურადღება მიაქციეთ მისი შენახვის ვადას**.**
არ მიიღოთ GONAL-F ეტიკეტზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ / ვარგისობის ვადის გასვლამდე მიიღეთ. გამოყენების ბოლო თარიღი იმ თვის ბოლო დღეა.
არ გამოიყენოთ GONAL-F, თუ გაფუჭების თვალსაჩინო ნიშნებს შეამჩნევთ.
არ გამოიყენოთ ხსნარი თუ ხსნარი ნაწილაკებს შეიცავს ან არ არის გამჭვირვალე.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! ასეთი მედიკამენტები გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემგროვებელ სისტემას.
წარმოების ლიცენზიის მფლობელი
სს. „მერჯიქ ილაჩ ეჯზა ვე ქიმია თიჯ.“ (Merck İlaç Ecza ve Kimya Tic.A.Ş.)
ათაშეჰირ / სტამბული.
წარმოების ადგილი**:**
Merck Serono S.A.
Aubonne/შვეიცარია.
სურათი | მონაცემები | აფთიაქი | ფასი |
---|---|---|---|
|
198.72 ლ | ||
|
385 ლ |